You are on page 1of 12

დიპოსტო 1

დიპლომატია წარმოიშვა ადამინათა გაჩენისთანავე, ვინაიდან მოლაპარაკეა


აუცილებელი იყო, განსაკუთრებით ტერიტორულ დავებში. გაჩნდა იმის საჭიროებაც,
რომ ამბის მიმტანი, თანამედროვე გაგებით „ელჩი“ ყოფილიყო ხელშეუხებელი, რაც
თანამედროვე ტერმინოლოგით იმუნიტეტს გულისხმობს.

სიტყვა დიპლომატია ნიშნავს - ოფიციალურ დოკუმენტს . სიტყვა-სიტყვით კი


„ვაორმაგებს“, „გაორმაგებას“, და ეს სახელიც იქედან მოდის, რომ ოფიციალური
დოკუმენტები ორად იკეცებოდა.

საკუთრივ ტერმინი დიპლომატა პირველად მოხსენიებული იყო ლუი მეთოთხმეტის


ელჩის ფრანსუა კალიერის მიერ გამოქვეყნებულ წიგნში, როგორც ქვეყნებს შორის
ურთიერთობის ფორმა, ანუ პრაქტიკულად იმ დატვირთვით, რითაც
თანამედროვეობაში მოიხსენიება.

დღევანდელი დიპლოამტია გვესახება ძველი ბერძნული, რომალული და


ბიზანტიური დიპლომატიის შთამომავლად.

 საერთაშორისო ურთიერთობის და სამართლის უძველეს ფორმას საბერძნეთში


წარმოადგენდა პროქსენია“, ანუ სტუმარმასპინძლობა. პროქსენია არსებობდა
კერძო პირებს, გვარებს, თემებს და სახელწიფოებს შორისაც. პროქსენის
დანიშნულება იყო ორ ქალაქს შორის ურთიერთობების ხელშეწყობა მისი
მეშვეობით ხორციელდებოდა მოლაპრაკებები. ქალაქში ჩამოსული ელჩები
პირვე რიგში პროქსენს მიმართავდნენ. პროქსენი სარგებლობდა გარკვეული
სავაჭრო, საგადასახადო და სასამართლო პრივილეგიებით კონკრეტულ
ქალაქში.
 მუდმივი საელჩოები უფრო გვიან ჩამოყალიბდა, თუმცა ბერძნები სულ
აგზავნიდნენ დროებით ელჩებს სხვადასხვ ქალაქისკენ. ////ელჩენს უხუცესები
ეწოდებოდათ და ისინი გამორჩეული კლასიდან ირჩეოდნენ. ისინი
უფლებამოსილებას ანუ. რწმუნებათა სიგელს იღებდნენ სენატისგან. თუ
რომელიმე პირი თავის თავს ელჩ უწოდებდა და სანაცვლოდ ვერ წარადგენდა
რწმუნებათა სიგელს, მას სიკვდილი ელოდა. ელჩებს ჰქონდათ მცირე
ანაზღაურება და ეკრძალებოდათ საჩუქრების მიღება. ///ელჩს წარმატებული
საქმიანობისთვს სიმბოლური საჩუქრები გადაეცემოდა, ზეთისხილის რტოების
გვირგვინი, ან სადილი რატუშაში, თუმც წარუმატეებლობის გამო შეიძლებოდა
დასჯილიყო ნებისმიერი ფორმით.
o ელჩები ვალდებულები იყვნენ წარედგინათ ანგარიში გაწეულ
ხარჯებთან დაკავშირებით, და მას მოგვიანებით ზედამხედველობის
კომიტეტი განიხილავდა. მათ წინააღმდეგ კი ვინმეს რალდებები
შეიძლებ აწარედგინა. ამრიგად ელჩობა ძველ საბერძნეტში საკმაოდ
რთული და ამავე დროს დაბალანაზღაურებადი პროფესია იყო.
o ელინური სამყაროსთვის ნაკლებად იყო ცნობილი საერთაშორისო
ეტიკეტის ან ტანხმობის კონცეფცია, რომლის გარეშეც დიპლომატიური
აპარატი უმოქმედოა. საშუალო ბერძენი პატრიოტიზმიც კი ისეთ
დონეზე იყო, რომ ყველა სხვას მტრად თვლიდა, ყველა ბარბაროსს კი
მონად. ამიტომ იმპულსურადაც იქცეოდნენ და ისიც მნიშვნელოვანია,
თავის სწორად არ განიხილავდნენ ხოლმე მეორე მომლაპარაკებელ
მხარეს.
 ამფიქტიონი -ასამბლეა, რომელზეც ძველი საბერძნეთის წარმომადგენლები
ბჭობდნენ საერთო ინტერესებზე და იხილავდნენ წაამოჭრილ უთანხმოებებს.
მეორენაირად, რელიგიური კავშირები, რომლებიც იქმნებოდა რომელიმე
სალოცავის ან ღვთაების გარშემო.
o ამფიქტიონი იქმნებოდა ღვთაების და სალოცავის გარშემო მყოფი
ტომებისგან და ჰქონდა უფლებამოსილება აეკრძალა ომი რელიგიური
დღესასწაულებისპირობებში, ანუ გარკვეული პოლიტიკური ბერკეტიც
მის ხელში იყო, ამიტომ ჩამოყალიბდა რელიგიურ-პოლიტიკურ
ორგანოდ.
o ყველაზე ძვეი და გავლენიანი ამფიქტიონი იყო დელფის-
თერმოფილების ამფიქტიონი. იგი შეიქმნა ორი ამფიქტიონისგან
დელფის აპოლონის ტაძართან და თერმოფილების დემეტრას ტაძართან.
ორი ხმის უფლებით 12 ტომი შედიდოდა მასში. ამფიქტიონის
უმარლესი ორგანო იყო საერთო საბჭო.
o ასეთი ერთობების, საბჭოების თუ ალიანსების არსებობა იმაზე
მიუთითებს, რომ კავშირებს მნიშვნელობა ჰქონდატ ბერძნებისტვისაც.
მათ შეიმუშავეს მყარი პროცედურა, მექანიზმი ისეთ პროცესებზე,
როგორებიცაა ომის დაწყება მშვიდობის გამოცხადება, შეთანხმების
რატიფიცირება, არბიტრაჟი, ნეიტრალიტეტი, ეჩების გაცვლა,
კონსულების სამიანობა და სხვა.მათ შეიმუშავეს წესები სხვადასხვა
სახითაც.

ყველაფრის მიუხედავად ბერძნები არ იყვნენ კარგი დიპლომატები


 უთანხმოების სიყვარული
 ტემპერამენტი. ჭკვიანები ყვნენ, მაგრამ უფრო მაღლა აყენებდნენ
ეშმაკობას და ინტრიგებს, რითაც ნდომაბას კარგავდნენ
მომლაპარაკებლის თვალში
 უტაქტობა და ქედმაღლობა
 ბევრი ლაპარაკი
 ბერძნებმა ვერ შეძლეს ძალაუფლების სწორი გადანაწილება
აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის, როგორც
საშინაო ისე სგარეო საკითებში
 დემოკრატიის პირობებში დიპლოამტიური სამსახური ნაკლებად
ეფექტიანი იყო, დროში გაწელილი პროცესები და ა.შ. /ეს საკითხი
დღესაც აქტუალურია ცივილიზებულ სამყაროში, ავტოკრატიული
რეჟიმები მარტივად იღებენ გადაწყვეტილებებს, მაშინ, როცა
დმეოკრატიულ აპარატს დიდი დრო სჭირდება/

რომის ამბები
თავისებურებით გამოირცეოდა ელჩად მივლინების პრაქტიკაც.
კლასიკურ პერიოდში სენატს ჰქონდა უფლება ელცების არჩევის. კონსული
განიხილავდა ამ ტემას პრეტორთან ერთად.

კონსული - უმაღლესი არჩევითი


თანამდებობდა რესპუბლიკის პერიოდში.
პრეტორი - საკანონდმებლო და სასამართლო
ფუნქციების შემსრულებელი პირი.

 რამდენიმე კანდიდატი თუ იყო კონსული და პრეტორი ირჩევნდნე სენატის


კრებაზე, კენჭისყრით ხდებოდა. ელჩებს ერქვათ ორატორები, ლეგატები,
მაცნეები.
 უკვე იმპერიის პერიოდში ელჩებს საკუთრივ იმპერატორი ნიშნავდა . საგარეო
საკითხეი კი სპეციალური სამსახურით გვარდებოდა.

 ძველ რომში არსებობდა პროქსენიის მსგავსი სამსახური - ფეციალების


კოლეგია , ბერძნული ამფიქტიონის ანალოგი ამბავია. მათ უფლებამოსილება
შედიოდა ომის გამოცხადება, ზავის დადება,,დადებული საერთაშორისო
ხელშეკრულების დაცვა. ისინი არეგლირებდნენ ტომებსა და სხვ აჯგუფებს
შორის წარმოქმნნილ დავებსაც.
o ფეციალების კოლეგია შემდეგობა 20 ადამიანისგან, რომლებიც
აუცილებლად კარგი წარმომავლობის უნდა ყოფილიყვნენ. ამ
თანამდებობაზე მთელი ცხოვრების მანძილზე ინიშნებოდნენ. მათი
საქმიანობა გასაიდუმლოებული იყო, რარჩა რიტუალები ჰქონდათ და
საკუთარი ტერმინოლოგია.
o კონფლიქტის გადასაჭრელად კოლეგია აგზავნიდა „წმინდა მამას“ pater
patratus, რომელიც იყო ამ კოლეგიის არმოამდგენელი მეზობელი ერების
საზრვარზე.
o ომის გამოცხადების პრცესიც აქ წყდებოდა და საკმაოდ კომპლექსური
იყო
 მოლაპარაკების წამროებას იწყებდა 4 კაციანი კომისია, რომელსაც
„წიმნდა მამა“ ხელმძღვანელობდა.
 კომისია რამდენჯერმე მიემგზავრებოდა იმქ ალქში რომელმაც
დაარღვია შეთანხმება
 შემდეგ რომში ელოდნენ პასუხს 33 დღის განმავლობაში.
 პასუხის მიღების შემდეგ ფეციალები მიმართავდნენ სენატს და
ხალხს, რომლებსაც უფლება ჰქოდათ მიერღოთ ომის
გამოცხადების გადაწყვეტილება.
 წმინდა მამა მიდიოდა საომრ საზღავრზე და სისხლიან ბოლოიან
ისარს აგდებდა.
o რთულ ცერემონიასთნ იყო დაკავშირებული მშვიდობის გამოცხადებაც
 ყველა ცერემონიის დასრულების შემდეგ წმინდა მამა
წარმოთქვამდა ფიცს, რომლიც მკაცრად გმობდა დამრღვევს.
o ფეციალთა იურიდიულ კრებულებში უკვე გხვდება საერთაშორისო
სამართლის ჩანასახები.
 თუ საბერძნეთში საგარეო პოლიტიკას ხელმძღვანელობდა სახალხო ანუ
მოქალქეთა კრებები, რომში ამას სენატი წყვეტდა.
 რომის საელჩოებს ერქვათ ლეგაციები, ელჩებს ეგატები და ორატორები.
 რესპუბლიკის პერიოდში საელჩოების მიღება - გაგზავნა სენატის ფუნქცია იყო
 საელჩო კაბინეტის შერჩევისას სენატი უშვებდა სენატუს-კონსულტას რაც
ადგენდა ნორმებს და პრინციპებს, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა საელჩოს.
 ელჩს უნდა ემოქმედა „რომის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“
 ელჩებს ხშირად ირჩევდნენ სენატორებისგან, ეს ევალებოდა კონსულს ან
პრეტორს. და ელჩობაზე უარის თქმა არ შეძლოთ.
 რომის საელჩოები 3 კაცისგან მაინც შედგებოდა. თუმცა უფრო მეტიც
შეიძლებოდა ყოფილიყვნენ. და მათ ხელმძღვანელობდა თავმჯდომარე. ეს
თანამდებობდა ეკავა მაღალი რანგის სენატორს და ელჩი დაცული იყო
კანონით.
 ელჩს ჰქონდა სპეციალური ოქროს ბეჭედი, რომლითაც შეეძლო უფასო
დემოგზაურა.
 საელჩო დელეგაციების შესანახად გამოიყოფოდა თანხა, და თან ჰყავდათ
მსახურებიც.
 საელჩოს მიზნები შეიძლებოდა განსხვავებული იყოფილიყო - ომის
გამოცხადება, ზავის დადება, რელიგიური დავის გადაყწვეტა და სხვა.
 მისიის დასრულების შემდეგ ლეგატები აბარებდნენ ანგარშს სენატს - საელჩოს
შესახებ ანგარიშის ჩაბარება

სენატის მოვალეობებში იყო საელჩოების მიღებაც. და ორ კატეგორიად იყოფოდნენ


რომში ჩამოსული საელჩოები - 1. მტრულად განწყობილი ქვეყნების 2. მეგორულად
განწყობილი ქვეყნების.\

 მტრულად განწყობილი ქალაქის ელჩებს არ უშვებდნენ რომში. ქალაქგარეთ,


მარსის ველზე აჩერებდნენ. იქ ელოდნენ ეს ელჩები აუდიენციას სენტისგან.
 აუდიენცია იმართებოდა ომის ქალღმერთის ტაძარში. აუდიენციაზე უარის
შემთხვევაშ უნდა დაეტოვებინათ ქვეყნის ტერიტორია

მეგობარი ქვეყნების ელჩებს სულ სხვანაირად ექცეოდნენ:


თანასწორობა აქაც არ იყო ბოლომდე დაცული

პირველი რანგის ქვეყნების ელჩებს კვესტორი ხვდებოდა. მათ ათავსებდნენ ქალქსი


საუკეთესო შენობაში და ეპატიჟებოდნენ თეატრალურ წამოდგენებზე. მიღეული იყო
ელჩების დასაჩუქრების ტრადიციაც, თუმცა რომიც იღებდა საჩუქრებს.

თავის მიზნებს უცხური მისია რომის მაგისტრატს ახსენედა ლატინურად, ან


თარიმანის მეშვეობით. შემდეგ ის ახსენებდა სენატს. სენატორების გადაწყვეტილებას
ელჩი სხდომათა დარბაზში იგებდა ან ისევ მაგისტრატის საშუაებით გადაეცემოდა.
განსაკუთრებით რთული საკითხბეისტვის იქმენოდა კომისიაც.

ბიზანტია
რომის იმპერიის დაშლის შემდეგ ბარბაროსული სახელმწიფოები გაძლიერდნენ და
მათი ჩგრული პოზიცია მეტოქეობიტ შეიცვალა დაშლილი რომაული
სახლეიწოფების მიმართ. შესაბამისად, ძირითადი იარარი ბიზანტიელების ხელში
დიპლომატია იყო, რადგან ომით გამკლავება ყველა ამ ბარაროსულ სახლეიწოფსთან,
შეუძლებელი იქნებოდა.
ბიზანტიური აპარატი დიპლომატიურ მოხელეების გარდა მოიცავდა
თარჯიმნებსაც. შევუშავებული იყო უცხო ქვეყნის ელჩების მირების ცერემონიალიც,
რაც განსაკუთრებული პომპეზურობით გამოირჩეოდა, რათა ელჩები გაეოცებინათ.
ელჩებს ჩამოსვლიტანავე ხვდებოდათ ქვეყნის ოფიცილაური პირი, რომლის მიზანი
იყო უსაფრთხოების დავა და ელჩის კონტაქტის არიდება მოსახლეობასთან.
 ბიზანტიური დიპლომატიის ხერხები იყო ჩახლართული და ხშირად
გაუგებარიც. ეს დიპლომატიუა უარყოფდა სამართლიან ხერხებს, და მხარს
უჭერდ აინტრიგებს იქ სადაც უბრალოება და პირდაპირობა უფრო
გაამართლებდა.
 ბიზანტიელმა იმპერატორებმა პირველად შექმენს სამსახური, რომელიც
იმუშავებდა დიპლომატთა მომზადებაზე და საგარეო ურთიერთობების
წარმოებაზე .
 ელჩებს ეძლეოდათ წერილობითი ინსქტრუქიები
 ბიზანტიელ ელჩებს ვაჭრობის საშუალეაბც ჰქონდატ,თუმცა ეს არ
დამკვიდრდა დიპლომატიურ პრაქტიკაში, იქედან გამომდინარე, რომ ელჩები
თავიანთ ვაჭრობის საქმეებში უფრო ერთვებოდნენ, ვიდრე ქვეყნის
ინტერესებისტის საქმიანობაში.
 დიდი ყურადღება ეთმობოდა პროტოკოს და ცერემონიალს. შექმნილი იყო
სპეციალური სამსახურიც, რომელიც პასუხისმგებელი იყო ელჩების მირებაზე,
მათ განსაკუტებული შთაბეჭდილება უნდა მოეხდინათ. ელეცბის მიღების
ცერემნიაც იყო მდიდრული, რომ ბიზანტიის სიძლიერისთვის ხაზი გაესვათ.
ჯარები რო წრეზე დადიოდნენ ეგ თემაა აქ.
 ცამოსულ ელჩებს საიდუმლო პოლიციაც დაყვებოდა, მათ დაატარებდნენ
განსაკუთრებით მდიდრულ და კარგ შენობებში ესეც შტაბეჭდილების
მოსახდენად. მათი თითეუი ნაბიჯი კონტროლდებოდა რომის
ხელისუფლების მეირ.
 ელჩს არ ქინდა უფლებ პირდაპირ მიემართა იმპერატორისთვის, მხოლოდ
ლოგოპედის მეშვეობით ხდებოდა ეს.
იტალიური ქალაქსახელმწიფოები
ვენეცია - პირველებმა შექმნეს დიპლომატიური სამსახურის დასრულებული სისტემა
დიპლომატიის ბიზანტიური ტიპი იყო უფრო, ანუ ორიპობა, უნდობლობა,
ტყუილები.
 ვენეციელებმა პირველებმა დაიწყეს სახელწმიფო არქივების შენახვა
სისტემატიზებული მდგომარეობში. შეიცავს ინსტრუქციებს და
დიპლომატიურ ანგარისებს. ეს ჩანაწერები სარეგისტრაციო წიგნებშია
აღრიცხული და დაფიქსირებული . სარეგისტრაციო წიგნი - რუბრიკარიები.
 მისიის დასრულების შემდეგ ანგარიშებს აბარებდნენ, რადგან ეგენიც არის ამ
წიგნაკებში.
 საინტერესოა საინფორმაციო ბიულეტინელი - რომლითაც ელჩებს სვხა
ქვეყანაში აწვიდნენ ინფოს თავიანთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
აქედან გამომდინარე, ვენეციელები პირველი მიხვდნენ, რომ ელჩები რაღაც
პერიოდის მერე კარგავდნენ რეალურ აღქმას თავისი ქვეყნისა და იმ ქვეყნის
მოქალქეები უფრო ხდებოდნენ რომელშიც მუშაობდნენ, ამიტომ თავისი
ქვეყნიდან მირებული ინფორმაცია, თან მაშნ მით უმეტეს უფრო სულ
წყდებოდა ელჩი სამშობლოს, მნიშვნელოვანი იყო.

1268-88 წლებში შექიმნილი წესები გვაძლევენ საშუალებას გავიგოთ ვენეციის


დამოკიდებულებების შესახებ დიპლოამტიაზე
 თავდაპირველად ელცები ინიშვნებოდნენ 3-4- თვით. შემდეგ ეს ვადა 2
წლამდე გაიზარდა
 დაბრუნების შემდეგ უნდა წარედგინა ანგარიში
 იმ ქალაქში სადაც იმყოფებოდა არ ჰქონდა საკუთრების უფლება
 ეკრძალებოდა ცოლის მოყვანა
 მისიაში უნდა წაეყვანა მზარეულიც, რომ სხვა მზარეულს არ მოეწამლა.

ელჩის თანამდებობა სულაც არ იყო მომხიბვლელი, რადგან ეს ტანამდებობა ბევრ


დისკომფორტტან ერთად, როგორებიცაა ოჯახისგან შორს ყოფნა, ქვეყნის
პოლიტიკური თამაშიდან ამოვარდნა, ბევრი მოგზაურობა, მოიცავდა ფინანსურ
ხარჯებსაც. ----- შესაბამისად, ელცად დანიშვნა იყო იძულებითი.
 1271 წლის კანონით ელჩობაზე უარის თქმა ისჯებოდა და ასეთივე
ტრადიცია გადაირო ფლორენციამაც.
ვენეციელები ელჩის სამსახურს ჯაშუშობად მიიჩნევდნენ, შესაბამისად, მათი
ზოგიერთი გადაწყვეტილება ამ ხედვის ლოგიკური გაგარძელებაა.
1481 წლის დადგენილებით ელჩს ეკრძალებოდა უცხოელთან პოლიტიკური თემების
გარჩევა, ან ზოგადად პოლიტიკაზე საუბარი. შემდეგ დაწესდა ჯარიმაც ყველა
მოხელეზე, რომელიც უცხოელტან გაბედავდა სახელწიფო საქმეებზე საუბარს.

ვენეციის გარდა, ყველა სხვა იტალიურ ქალაქს ერთი თვისება ჰქონდა - ისინი
სამხედრო კუთხით მეტად სუსტები იყვნენ, თავიანთი შეიარაღებული ჯარი არ
გააჩნდათ. სწორედ ამის გამო დანაკლისის შევსებას ცდილობდნენ დიპლომატიური
კომბინაციების ხარჯზე.

მმართველი ფენა (ოლიგარქები და ადგილობრივი დესპოტები) აცნობიერებდნენ


თავიანთ არამყარ მდგომარეობას, თუმცა იმის მაგივრად, რომ ორიენტირებულნ
იყოფლიყვნენ სამომავლო წარმატებაზე, მხოლოდ წამიერ გაამრჯვებას
ამჯობინებდნენ, ამიტომ მათი დიპლოამტიაც ტყუილ მოიცავდა და უახლოეს
რეზულტატზე იყო გათვლილი. დიპლომატია გამოიხატებოდა ეშმაკობაში, რისკსა
და სიმაკცრეში, რასაც თვითონ virtu-ს ეძახდნენ. მაკიაველისეულ მიდგომებს
იყენებდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, მრავალი მნიშვბელოვანი კონცეპტი
შემოტანეს შემდგომი ეპოქების დიპლომატიაში.

 მუდმივი დიპლომატიური მისიები შეიქმნა, დედაქალაქებში იყვნენ -


პაპებს მანამდეც ქონდათ ასეთი წარმომადგენლობითი ორგანო
„აპოკრისარია“, თუმცა დრევანდელი გაგებით პირველი საელჩო
კოზიმო მედიჩის კარზე შეიქმნა მე-15 საუკუნეში მილანში.
 სიტყვა ელჩი წამოვიდა კელტური სიტყვიდან მოსამსახურე, და
პირველად იულიუს კეისართან მოიხსენიება, თუმცა ფართოდ
გამოყენება დაიწყო კარლ მე-5-ის პერიოდიდან, როდესაც ეს
ტიტიული ენიჭებოდათ ვენეციის მაღალი წარმომავლობის ხალხს
და სხვების მიმართ არ შეიძლებოდა გამოეყენებინათ.
 თავდაპირველად, იტალიაში დიპლომატები არ ირჩეოდნენ
უმრლესი წრიდან, ამიტომ მათი მომზადების დონე დაბალი იყო.
პირველად, რომის კურიამ დაიწყო მოთხოვნა, რომ დიპლომატიური
წარმომადგენლები შერჩეული ყოფილიყვნენ უმღლეს
არისტოკრატიიდან.
 არსებობდნენ პროფესიონალი დიპლომატები, რომელთა
დაქირავებაც შეიძლებლოდა, და შესაბასმიად კონკრეუტლი ქვყენის
მოქალაქეობა არ იყო აუცილებელი.

თვისებების და მოთხოვნები დიპლომატის მიმართ ამ ეპოქაში


 კარგი ლინგვისტი, უცხო ენების მცოდნე, პირველ რიგშ ლათინურის
 ეშმაკობა უნდა შეეძლოსდა ტოვებდეს თავაზიანი ადამიანის შთაბეჭდილებას.
 სტუმართმოყვარე, უნდა ყავდეს კარგი მზარეული
 კარგი გემოვნება უნდა ჰქონდეს, ერუდირებული იუნდა იყოს და
მეგობრობდეს მწერლებთან მსახიობებთან, მეცნიერებთან.
 მომთმენი
 აუღელვებელი ცუდი ამბის გაგებისასაც. უნდა ჰქონდეს ასკეტური პირადი
ცხოვრება
 შეეძლოს კატეგორიული ინსტრუქციის დაბალანსება
 არ უნდა იყენებდეს მუქარას, ზეწოლას და ლანძღვას.

ვენეციელი ელები იღებდნენ საიდულო ინსტრუქციებსაც, მეტოქის მოსაშორებლად


გამოიყენებოდა მკვლელობაც.

დაუშვებელ იყო ფულის მიღება სამშობლოს ინტერების ღალატისთვის. ერთჯერადი


ქრთამის აღება ნაკლებად სამარცხვინო იყო ვიდრე მუდმივის.

ინფორმაციის სწრაფი გადაწოდება წარმოადგენდა საელჩოების დედაქააქში


განლაგების მიზეზსს. ელჩები იძულებულნი იყვნენ მუდმივად სასახლეშ
ყოფილიყვნენ, გაყოლოდნენ მეფეს ყველგან.

ძველი ბერძნული პროქსენის ინსტიტუტი გადაიზარდა ბაგლიოდ ან კონსულად,


რომელიც ძირითადად ინიშნებოდა და მისი ანაზღაურებაც ხდებოდა ადგილობრივი
ვაჭრების მიერ და იგი ასრულებდა სასამართლო ფუნქციებს წარმოქმნილი დავების
დროს.

--საზღვაო კონსულტა და ამალფიური ცხრილი - არეგულირებდა სანაოსნო დავებს,


ღვაზე მოვაჭრე ქვეყნებში.

-- „დიპლომატია კონფერენციის გზით“ - გულისხმობდა მეფეების პირადად


შეხვედრასც, რასაც სკეპტიკურად უყურებდნენ, რადგან მეტად სახიფათო იყო,
ტყვეობა ისა ესა. ამიტომ შეხვედრები იმართებოდა ხიდის შუაში, სადაც მმართვეებს
შეეძლოთ კომპლიმენტების გაცვლა, მათ შორის აღმართული ხის ღობის/ნაგებობის
მიღმა. ეს მეთოდი ნაპოლეონმა გამოიყენეა ალექსანდრე პირველთან მდინარე მელზე
გაჩერებულ ტივზე.
- ეს შეხვედრები ძალიან ძვირი ჯდებოდა, რადგან მხარეები ცდილობდნენ
ფუფუნებით მოეხიბლათ მეორე ქვეყანა. მეფეები ერთმანეთს თანასწორად არ
აღიქვამდნენ, ზეპირად იდებოდა დაპირებები. ყველაფერ ამის გამო, ჯობდა, რომ
ორივე მეფის წარმომადგენლები შეხვედროდნენ და ურთიერთობა დიპლომატების
მეშვეობით წარემართათ.
- კიდევ ერთი მოუხეხებელი ტრადიცია რენესანსისად, არის დიდი ყურადღება
ცერემონიალებისადმი, ყველა დეტალის შეთანხმება ამ საკითხზე, რწმუნებათა
სიგელის გადაცემის პროცედურა და სხვა.
-სირთულე იყო უფროსობის საკითხი, ხელშეკრულებაზე ვისი ხელმოწერა უნდა
ყოფილიყო პირველი და ვისი შემდგომი. თავდაპირველად განისაზრვრებოდა იმ
სახელწიფოს სიძველით, რომელსაც ელჩებ წარმოადგენდნენ.
- რომის პაპმა ოლი მეორემ შეადგინა ცხრილი ხელმოწერების თანმიმდევრობისა,
რომელმაც გაანაწყენა ბევრი მონარქი, თუმცა შენარჩუნებული იყო პაპის
ძალაუფლების შესუსტებამდე. ამ სიუაციიდან გამოსავალი თავდაპირველად ის იყო,
რომ რამდენიმე ეგზემპლარი მზადდებოდა და ყველა მეფე თავის ეგზემპლარზე იყო
პირველი ხელმოწმერი, მაგრამ ესეც არასაჭირო პროცედურებს მოიცავდა.
-- აახენის კონგრესზე გადაწყდა რომ ეს ხელმოწერები ანგანს მიხედვით დაისმებოდა.

დუაენი - ელჩი, რომელიც ყველაზე დიდი ხანი იმყოფება ქვეყანაში.

---- ვენის კონგრესის რეგლამენტით ჩამოყალიბდა ოთხი კლასისი დიპლომატიური


წარმომადგენლები - 1. ელჩები და პაპის ლეგატები 2. სრულუფებიანი მინისტრები 3.
რეზიდენტი მინისტრები 4 დროებითი რწმუნებულები.

საფრანგეთი
დიპლომატიის ახალი ეტაპია მე-17-18 საუკუნეების საფრანგეთი და ორი
გამორჩეული მოღვაწე ჰუგო გროციუსი და კარდინალი რიშელიე.

ჰუგო გროციუსი - ჰოლანდიელი იურისტი და სახელწიფო მოღვაწე, საერთაშორისო


სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ბუნებრივი უფლებების შემომტანი.
ამტკიცებდა, რომ არსებობდა რაღაც პრინციპები, რაზეც იდგა კაცობრიობა, რაც
ადამიანს აქცევდა რაციონალურ არსებად და მათი დარღვევა სახელმწიფო
ინტერესბის გამოც არ მიაჩნდა სწორად.
ქვეყნები უნდა შეთანხმებულიყვნენ რაღაც ერთიანი ორგანოს ჩამოყალიბებაზე,
რომელშიც ნეიტრალური მხარე გადაწყვეტდა დავებს და ექნებოდა სანქციების
დაწესების უფლებაც.
რელიგიური ბრძოლა საერთოდ უაზროდ მიაჩნდა.

აგრემანი - ელჩის დანიშვნაზე თანხმობა მიმღები სახელმწიფოსგან. სახელმწიფოს


თანხმობა მიიღოს უცხო სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული პირი
დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელად. აგრემანის გამოთხოვა და
მიღება აუცილებლად წინ უსწრებს დიპლომატიური წარმომადგენელის დანიშვნას.
აგრემანის გამოთხოვისას სახელმწიფოს ეგზავნება დასანიშნავი პირის
ბიოგრაფიული ცნობა. უარი აგერმანის მიცემაზე დასაშვებია მიზეზთა
დაუსახელებლად და არამეგობრულ აქტად არ მიიჩნევა. ზოგიერთი სახელმწიფოს
პრაქტიკაში აგრემანი საჭიროა სამხედრო, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო
ატაშეს დასანიშნავადაც.
ლუი მე-14ის საფრანგეთში აგრემანი არ სჭირდებოდათ ელჩებს, მხოლოდ პაპის
ნუნციოს უნდა შეეთანხმებინა ჩასვლა, სხვა შემთხვევაში ელჩი შეტყობინების გარეშე
ჩადიოდა.

უილიამ ორანელის დამოკიდებულება საფრანგეთის მიმართ - უილიამი იყო


პროტესტანტი მეფე ინგლისის რევოლუციის შემდეგ, რომელიც ნიდერლანდების
მმართველი იყო აქამდე. ბრიტანეთი კი საკუთრივ ერთადერთი ქვეყანა იო ეროპაში,
რომლის რეზონ დ’ეტა ტერიტორიების გაფართოებას კონტინეტტთან არ აკავშირებდა
შესაბამისად, მისი სახელიწოფო ინტერესი ევროპის ტერიტორიაზე ძალთა ბალანსის
შენარცუენბა იყო. უილიამი, ასთმიანი, სუსტი ჯანმრთელობის მქონე პიროვნება მფე
მზესტან შედარებით შეიძლება ძლიერის შთაბეჭდილებას არ ტოევბდა,თუმცა
წარმატებული პოლიტიკოსი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ ისედაც გაძლიერებული
საფრანგეთის მეფე სამხრეთ ნიდერლანდს ემუქრებოდა(თანამედროვე ბელგია), მისი
დაპყრობით ნიდერლანდები დაკარგავდა დამოუკიდებლობას, სამხრეთიტ
არსბეული უამრავი მნიშვნელოვანი პორტი თუ სიმაგრე გადავიდოდა საფრანგეთის
ხელში და სწორდე ლუი მე-14 ოფიციალურად გახდებოდა ყველაზე ზლიერი
ევროპელი მმართველი, რაც ინგლისს ხელს შეუშლიდა, აქედან გამომდინარე,
მოქმდებდა უილიამ მესამეც. მან შექმნა კოალიცია საფრანგეთის წინააღმდეგ,
რომელშიც ინგლისთან ერთად გაერთიანდა ესპანეთი ავსტრია, შვედეთი, სავოი.
ლუი მე-14საც მთელი მმართველობს მანძილზე უწევდა დაპირისპირებოდა ამ
ქვეყნებს. მიუხედავად ამისა, საფრანგეთი რჩებოდა ევროპის უძლიერეს ქვეყნად,
თუმცა არა იმდენად ძლიერად, რომ ქვეყების კოალიციის წინააღმდეგ გამოსულიყო
და სერიოზული რეტენზიები გამოეცხადებინა ტერიტორიებზე. ამრიგად ვეღარც
ბრიტანეთისთვის იქნებოდა საშიში.
ამრიგად, სახელწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთი იქცა
ევროპაში ძალთა ბალანსის გარანტორად. ისევე როგორც გერმანია იზამდა იმავეს
უფრო თანამედროვე პერიოდში. შეიძლება უილიამ მესამესა და ჩერჩილს შორის
გავავლოთ ძალიან ცხადი პარალელი. ჯერ ბალანსირების პოლიტიკის სფეროში და
მათ სიტყვებშიც. უილიამი ფრანგების წინააღმდეგ გამოდის, თუმცა თავის სიტყვებში
აღნიშავს, რომ თანაბრად იქნებოდა სიტუაციიდან გამომდინარე ესპანეთის
წინააღდეგაც და არა მის მხარეს. ჩერჩილის სიტყვებიც მსგავსია, როდესაც ამბობს,
რომ შეიძლება პროგერმანელები ვყოფილიყავით ფრანგების წინააღმდეგ და
პირქითო საქმე აქა ისაა, რომ იდი ბრიტანეთის ორივე ხელისფუალი მოქმედებს
რეზონ დ’ეტას პრინციპით, სახელწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და არა პირადი
სიმპათიების თუ ანტიპათიებიდან გამომდინარე.

You might also like