You are on page 1of 3

1 ძველი მსოფლიოს ისტორია როდის დაწიყო სახელმწიფოების

ჩამოყალიბება?სახელმწიფოების ჩამოყალიბება ნეოლითური


რევოლუციის შემდეგ იწყება. მას შემდეგ, რაც ადამიანებმა დაიწყეს
მიწათქმოქმედება, საქონლის მოშინაურება, იარარის შექმნა, ანუ იმ
პერიოდიდან, როცა ადამიანი ხდება მწარმოებელი და არა მხოლოდ
მომპოვებელი, იწყება სახემწიფოთა პირველი ჩანსახების, მსგავსი
გართიანებების წარმოქმნა. კონკრეტულმა მოვლენამ რამდეინმე ეტაპი
განვლო, იქამდე, სანამ შედარებით თანამედროვე სახეს მიიღებდა და ამ
ეტაპების მანძილზე განსხვავდებოდა ადამიანთა მორჩილების ფორმა და
მათი ლიდერის არჩევის კრიტერიუმებიც. ნეოლითური რევოლუცია
საწყისია სოციალური რევოლუციისა, სოციუმში ადამიანთა საფეხურების
ფორმირება სწორედ აქედან იწყება. პირველ ეტაპზე ჩნდება ლიდერი,
ადამიანი ვისაც ემორჩილება დანარჩენი საზოგადოება. თავდაპირველად
ხალხი ემორჩილება ყველაზე უფრო გამოცდილს, ანუ ყალიბდება
უხუცესის ინსტიტუტი. ნელ-ნელა, როცა ადამიანის ფიზიკური ძალა
გადამწყვეტია, უხუცესზე უფრო გავლენიან ხდება ე.წ. “მუტრუკი”, ძალის
მქონე ადამიანი, რომლის შესაძლებლობები და შიში იმორჩილებს
ადამიანებს. ლიდერის მესამე ფორმა შეიძლება იყოს რელიგიური პირი
ანუ უფრო ზუსტად კულტის მსახური. ვინაიდან იმ პერიოდის
საზოგადოებაშ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა კულტებს და მათ
მსახურებას და გარკვეული წარმოდგენებით ადამიანთა ცხოვრებას
სწორედ ესკულტები განაგებდნენ, შესაბსმისად, მათ მსახურსაც
განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა. ბუნებრივია, რომ ამ პერიოდშვე
ყალიბდება პირველი რელიგური ფორმები - ანიმიზმი, ფეტიშიზმი,
ტოტემიზმი და მაგია. ეს მოვლენები ვითარდება ისეთ შორეულ წარულში,
როგორიც მე-7 მე-5 ატასწლელებია.
ძალაუფლების მოპოვებას განაპირობებს სამი ძირითადი კრიტერიუმი -
ძალა, გავლენა და ავტორიტეტი. ძალაზე დაფუძნებული მმართველობა
შეიძება იყოს ფორმალური და არაფორმლური. ფორმალური მაგალითია
თუნდაც ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც სახლმწიფოს მთავრობის
მიერაა ორგანიზებული, არაფორმალური ეს სახელწიფოში შეიძლება
იყოს კონკრეტული კრიმინალური დაჯგუფება, მაფია ან რაიმე მსგავსი,
თუმცა ამ სემთხვევაში საქმე არამხოლოდ მათ ძლას, არამედ
ავტორიტეტსაც ეხება.

ავტორიტეტზე დაფუძნებული მმართველობის სამი ფორმა არსებობს :


ტრადიციული, ლეგალური და ქარიზმატული. ბუნებრივია, შესაძლებელია
სამივეს კომბინაცია.
ტრადიცულია მაგალითად მონარქიული მმართველობა. ლეგალურად
შეიძლება მივიჩნიტ ხალხის მიერ არჩეული ნებისმიერი მტავრობა, მათ
შორის ჰიტლერიც კი, ვინაიდან იგი სწორედ მოსახლეობამ აირჩია,
თუმცა მას, როგორც პიროვნებას არც ქარიზმატულობა აკლდა და არც
ძალის დემონსტრირება უჭირდა, ბუნებრივია სამხედრო საშულებებით და
მის მორჩილებაში მყოფი ჯარითა თუ სამხედრო ტექნიკით.
ქარიზმატული ავტორიტეტი ძირითადად დაკავშირებულია რელიგიურ
ავტორიტეტებთან. მუჰამედი იქნება ეს იესო თუ ბუდა, სამივე შეიძლება
მივიჩნიოთ ქარიზმატული ავტორიტეტის მაგალითად.
სამივე კრიტერიუმის გაერთიანება მაგალითად კათალიკოსის ან პაპის
ინსტიტუტია. იგი ტრადიციულია, ვინაიდან მაგალითად
საქართველოსთის მე-5 საუკუნიდან იღებს სათავეს, ლეგალურია,
რადგან ადამიანები მას მხარს უჭრენ და ქარიზმატულია, მათი რწმენა-
წარმოდგენების და ქცევისა თუ მოძღვრების გავრცელების
თვალსაზრისით და ხალხზე ემოციურ გავლენას ახდენს. ციცერონი,
მღვდელი გაპონი, ჰიტლერი. მღვდელი გაპონი 1905 რუსეთი, ხალხი
მოტყუებით გაიყვანა.

ჯეკ კენედი - როგორ დაღუპა მისმა ვარცხნილობამ ამერიკის


პრეზიდენტი ქარიზმატულ ავტორიტეტში.
სოციალური განვიტარების მეორე ეტაპზე ყალიბდნეა სოციალურ-
ეთნიკური იერარქია. ლიდერებს ენიჭებათ პრივილეგიები,
საზოგადოების აზრის მათ მხარესაა. თუმცა კონკრეტული ინდივიდის
კონტროლი და მათზე ძლადობაც ხდება, ამ ინდივიდთა სურვილის
საწინააღმდეგოდ. ამავე ეტაპზე ყალიბდება სამართალი, სწორედ
საზოგადოების ინდივიდების კონტროლის გასამარტივებლად. ლიდერს
შეუძლია სპეკულირება, დამოუკიდებლად, პირადი ემოციების
საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღება, ინდივიდთა დასჯა. ლიდერის
მიერ მირებული სანქცია არის კანონი მასისათვის. ყალიბდება
ადათობრივ-ჩვეულებითი სამართლის ნორმები. განსაკუთრებით
გამოსარჩევია შურიძიების, სისხლის-აღების, სასჯელი ფენომენი,რ
ომელიც სწორედ ამ ეტაპზე ხდება აქტუალური.

მესამე ეტაპი მოიცავს სოციალური-ეკონომიკურ დიფერენციაციას.


ლიდერის ინსტიტუტი ძლიერდება, ის ფლობს ავტორიტეტსა და
სიმდიდრეს ამიტომ თავისი სურვილის მიხედვით ანაწილებს მას,
ვინაიდან სჭირდება ერთგული გარემოცვა და თავდაცვაც. აქდან
გამომდინარე ჩნდება ე.წ. “ელიტა” , ლიდერის ფავორიტთა წრე. აქედან
გამომდინარე ყალიბდება დაცვის აპარატი, სამხედრო რაზმი ლიდერის
დასაცავდ. შესაბსმიად იქმნება ზედა სოციალური ფენა - ე.წ.
დიდგვაროვნები. ამასთანავე ყალიბდება ქორწინების ინსტიტუტი
სხვადასხვ ასახით. მათ შრის გავრცელებულია პოლიგინია და
პოლიანდრიაც. იკრძალება ენდოგამია და უპირატესობა ენიჭება გარე,
ეგზოგამიურ ქორწინებებს.
მეოთხე ეტაპზე ტომებს უყალიბდება საკუთარი ნიშნები, ენა, ტერიტორია,
რელიგიური ჩვუელებები.

იერარქიის ჩმოყალიბებსათან ერთად ყალიბდენა მეხუთე სტადიაც.


იქმენა უძლველესი პროტოსახელმწიფოები - ტომები ერთიანედებიან
ორი ცენტრის გარშმეო, ეს არის ლიდერის სასახლე (შუმერში
მაგალითად განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა) და საკულტო
ნაგეგობა (ზიკურატი)
ეს ორი კომპონენტი ქმნის პირველ პროტოსახელწიფოს, რომლებიც
უმეტესად შუმერული ქალაქ-სახელმწიფოების სახითაა წამროდგენილი.
მეხუთე ეტაპზე ყალიბდება ომის კლასიკური სახე. ბუნებრივია, რომ
კონფლიქტი ადამიანის გაენასთან ერთად ჩნდება, მაგრამ ამ
შემთხვევაში იგი ორ გაერთიანებას შორის დაპირისპირების სახეს იღებს
და რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ომი პროგრესის
მიმანიშნებელია. იგი სამი ძირითადი მიზეზით ხდება.
პირველი ეს ეკონომიკური ბენეფიტია, რაც გასაგებია, ვინაიდან
მოგებულის მხარეს ყოველთვის ბევრი ნადავლი შეიძბე ამოგროვდეს.
ომი არის ტერიტორიების გაფართოების საშულებაც. და ომი არის
წახალისების ფორმა. ლიდერის გარშემო მყოფ “ელიტას” სჭირდება
ფული, ტერიტორია, რადგან ისევ ერთგული დარჩეს, სწორედ მათი
წახალისების მიზნით შეიძბეა წამოიწყოს მტავრმა ახალი კონფლიქტი.
ამ ეტაპზე არ ვხვდებით ლიდერობის გადაცემის მემკვიდრეობით
პრინციპს, შესაბამისად მმართველის ადგილის მოპოვება უზურპაციიტაა
შესაძლებელი
მეექვსე სტადია - ადრეული სახელმწიფო, ჩამოყალიბებული
“კლასიკრუი” ფორმით. სახელმწიფოს აქვს შემოსაზღვრული
ტერიტორია, შემოფარგლული პოლიტკურ-გეოგრფიული არეალი, მას
ჰყავს თავისი მოსაოხლეობა, მუდმივი, ამავე დროს ეს არის
მულტიეთნიკური მოსალეობა და სოციალურად დიფერენცირებული.
მაგალითი, შემოიერთა სხვა ტერიტორია და მისი ხალხიც უკვე და
სოციალურად იმიტო რო შეიძლბეა ის მონად გაიხადა. რელიგიური
კულტი, რელიგიური იერარქია და სახელწიფო იერარქია.
სახემწიფოებრივი სტრუქტურები, უპირველესად ძალოვანი. ა,აე დროს
ყალიბდება მემკვიდრეობის პრინციპი რომელიც მკაცრადაა
განსაზღვრული და სახელმწიფო იდეოლოგია. ანუ ეს არის მეფის
ხელისუფლება რომ წმნიდაა და ხელშეუხებელი, და ისინი სუპერიორები
არიან. მმარტელი ძალის სუპერიორობა გამოკვეთილია, და ეს
ყველაფერი მოდის ღვთაებისაგან.
საზოგადოების განვითარების ეს ეტაპებია სახლეწიფოს წარმოქმნამდე.

You might also like