You are on page 1of 4

რეიმსის ანგელოზი - ღიმილის დაბრუნება ხელოვნებაში

ევროპულ ხელოვნებაში ღიმილი V საუკუნეში


გაქრა. მაშინ, როცა მთავარი ღვთაებრივობა და
სიწმინდე გახდა, ადამინურობის და შესაბამისად
ადამიანური ემოციების ადგილი აღარ დარჩა. შუა
საუკუნეების ქანდაკებები თავდაპირველად სრული
უძრაობით, გაშეშებული სხეულებითა და სახეებით
გამოირჩეოდნენ და ჩემთვის, როგორც რიგითი
დამთვალიერებლისთვის არ ტოვებენ არანაირი
ესთეტიკური სიამოვნების განცდას. ეს გასაგებიცაა,
რადგან ადრეული პერიოდის შუა საუკუნეების
ქანდაკების მიზანი სულაც არ იყო მნახველის
სილამაზით მოხიბლვა. მაგრამ, ხელოვნება ხომ
მშვენიერების შემოქმედია1 , ამიტომ მგონია, რომ ამ
ფენომენში თავისთავად დევს სილამაზის განცდა და
შესაბამისად ნებისმიერი ხელოვანი მშვენიერებისკენ
ისწრაფვის.
გამონაკლისი არც შუა საუკუნეების ხელოვნება ყოფილა. იგი თანდათან განვითარდა,
დაიხვეწა და მიუხედავად მისი ღვთაებრიობის, რელიგიური იდეებისა, საბოლოოდ მაინც
მიიღო მცირედ თუ დიდად ადამიანური სახე.
ჩემი აზრით, ღიმილი და მასთან ერთად
რაიმე მიწიერი, სახიერი და ემოციური ამ
ეპოქაში მაშინ აღდგა, როცა რეიმსის
კათედრალის ფასადზე ქანდაკებები
გამოჩნდა. კონკრეტული გოთიკური ტაძრის
სკულპტურებში ვხედავთ მოძრაობას და
უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანის სახეზე
ემოციასაც კი ამოიკითხავთ.
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ
ევროპულ ხელოვნებაში ღიმილი სწორედ
რეიმსის ანგელოზის სახით დაბრუნდა. ეს
ქანდაკება ვერ აღგვაფრთოვანებს ხელოვანის
ტექნიკით, რადგან სამოსელის დრაპირება
თუ მოძრაობა, სხეულის გამოკვეთა
ტანსაცმლის შიგნით, უკვე გვხვდება ქანდაკებაში. მისი სახე, ღიმილია ის, რაც ახდენს
შთაბეჭდილებას.2
1. ოსკარ უაილდი
2. აღსანიშნავია, რომ რეიმსის მომღიმარი ანგელოზის ორ ქანდაკებას ვხვდებით
კათედრალის ფასადზე, მაგრამ ვინაიდან მათი გამომეტყველება იდენტურია და ჩემი
ნაშრომის მიზანიც სწორედ ამ მიმიკის განხილვაა, მხოლოდ ერთ-ერთს (მარჯვენა
ფასადზე არსებულს) წარმოგიდნეგთ.

ანგელოზი ღვთისმშობლის ქანდაკების


გვერდით დგას და ეს სცენა სავარაუდოდ ის
ბიბლიური ეპიზოდია, როცა მარიამს
აცნობებენ მისი ორსულობის შესახებ.
ღვთისმშობლის ქანდაკების სახეც თითქოს
მომღიმარია, მაგრამ ანგელოზის გამომეტყველება საოცრად გულწრფელი, მშვიდია და ეს
კონტრასტი კიდევ უფრო საინტერესოდ აჩენს თითოეულ ქანდაკებას. სწორედ ეს ადამიანური
ქცევაა მისი არაამქვეყნიურობის გამომხატველი. სახის ნაკვთების გამოსახვის ტექნიკა
ნამდვილად არაა განსაკუთრებული ოსტატობის, თუმცა ტუჩების გარდა, ანგელოზი თითქოს
თვალებითაც იღიმის. სკულპტორს ზუსტად ის ხაზები აქვს გამოკვეთილი, რაც ადამიანს
მომღიმარ გამომეტყველებას ანიჭებს და ამიტომ, მიუხედავად არაიდეალური გამოსახულებისა,
ანგელოზის ღიმილი ბუნებრივია.
და მაინც, მგონია, რომ ქანდაკების მომღიმარი გამომეტყველება არა მის ადამიანურ,
არამედ პირიქით ღვთაებრივ ბუნებას მიანიშნებს. სახე ემოციურია, თუმცა ეს არ არის
ჩვეულებრივი ადამიანის ღიმილი, ეს არის ალბათ ყველაზე გულწრფელი და კეთილი სახე იმ
პერიოდის ხელოვნებაში.
ანგელოზის ემოცია ანტიკური ღიმილი მგონია
და გასაგებიცაა რეიმსის სკულპტორზე ძველი
რომაული ხელოვნების გავლენა. საფრანგეთის ამ
ქალაქში შევხვდებით ანტიკური ხელოვნების
ნაშთებს, ამიტომ გასაკვირი არ იქნება, თუ
ანგელოზის ღიმილის ინსპირაცია, სწორედ
ანტიკური ეპიქიდან მოდის. ქრისტიანულ
ხელოვნებამდე შესრულებული ნამუშევრების სახეზე
ვიპოვნით ისეთ ღიმილს, რომლითაც რეიმსის
ქანდაკება გვხვდება - მშვიდი, კეთილი, მაგრამ ამავე
დროს არაფრის მთქმელი, მაინც განცალკევებით და
ჩვენგან შორს მყოფი გამომეტყველება.
აღსანიშნავია, რომ შორეული აღმოსავლეთის
კულტურაში მომღიმარი ღვთაების გამოსახვა
არასდროს ყოფილა იშვიათი. ბუდას
ქანდაკებების უმრავლესობაზე ვამჩნევთ
ღიმილს და ეს მიანიშნებს სიდჰარტა გუატამას
არა ადამიანურ, არამედ ღვთაებრივ ბუნებაზე. ეს გამომეტყველება სწორედ იმ ნირვანას
გამოხატულებაა, რომელსაც ბუდამ მიაღწია, იმ სიმშვიდის და არაამქვეყნიური სამყაროს
მიმანიშნებელია, რომელიც ასე მიუწვდომელია ჩვეულებრივი ადამიანისთვის და
ჩემთვის რეიმსის ქანდაკების მომღიმარი სახეც სწორედ ამგვარ არაადამიანურ ბუნებას
უკავშირდება.
მეორე მხრივ, რეიმსის ქანდაკება პარადოქსულად ახლოსაცაა და შორსაც უფრო
გვიანდელი დასავლური კულტურის შემოქმედებისთან.
მაგალითად, ჩემთვის მისი
A ღიმილი ჰგავს და ვინჩის იოანე
ნათლისმცემლის სახის B
გამომეტყველებასA. ორივე
ერთდროულად ტოვებს
ფიგურათა ღვთიური ბუნების
შტაბეჭდილებას, მაგრამ
რუბენსის იზაბელა ბრანტიB
სულ სხვანაირად, ადამიანურად,
ოდნავ ცბიერად(რაც ასე
ჩვეულებრივია ყოველი
პიროვნებისთვის) იღიმის.
რეიმსის ანგელოზს არაფერი აქვს საერთო იუე მინჯუნის ნახატის(The Massacre at
Chios)
მოცინარ ფიგურებთან C , და მაინც, კეთილად იღიმიან სახვით ხელოვნებაში პერსონაჟები
თუ მტრულად ან ისტერიულად, ჩემი აზრით, ანტიკური ეპოქის შემდეგ, სწორედ ანგელოზის
ქანდაკებიდან დაიწყო მათი ისტორია.

რეიმსის ქანდაკებას
C მნახველისგან ისიც აშორებს, რომ იგი
3 მეტრამდე სიმაღლისაა და ზემოდან
დაჰყურებს ყველას, ვინც მის ახლოს
გაივლის. ამიტომ მგონია, რომ
ავტორის იდეა ანგელოზის
მიწიერების გამოხატვა სულაც არ იყო.
მაგრამ უსამართლობა იქნებოდა არ
გვეღიარებინა, რომ სწორედ რეიმსის
ანგელოზმა აღადგინა ადამიანები,
სილამაზე, ბუნებრიობა, ემოციები
ხელოვნებაში. შეიძლება მცირედი,
მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენა
მოახდინა მომდევნო პერიოდის სკულპტორებზე.
მომღიმარმა ანგელოზმა დააბრუნა ემოციები ხელოვნებაში, შუა საუკუნეების ხელოვანებს
გაახსენა უფრო ადამიანური ბუნება და სწორედ აქედან იწყება პერიოდი, როცა ქრისტიანული
ხელოვნება ნელ-ნელა მაგრამ მაინც კარგავს თავის ღვთაებრივ ხასიათს, და თუმცა რეიმსის
ანგელოზის ღიმილი ჯერ კიდევ არაამქვეყნიური ემოციის გამომხატველი უფროა, მაინც
ფაქტია, რომ ხელოვნება იბრუნებს ადამიანურ საწყისებს, რაც საბოლოოდ რენესანსით
სრულდება.
ნიკოლას ჯიივისი მიხედვით ფართო ღიმილი სახეზე ხელოვნებაში არასდროს ყოფილა
მოდური, მაგრამ რეიმსის კათედრალის ფასადზე მომღიმარი ქანდაკების აღმოჩენისას
ჯიივისის რწმენა ქრება, და რჩება განცდა, რომ ხელოვნებაში ადამიანი სწორედ მაშინ
დაბრუნდა, როცა ამ ანგელოზმა პირველად გაიღიმა.

გამოყენებული რესურსები

1. Art Institute of Chicago Museum Studies Vol. 4 (1969), pp. 6-13 A French Gothic Virgin of
Annunciation by Allen Wardwell.

2. Le sourire de Reims [article] Comptes rendus des séances de l'Académie des


Inscriptions et Belles-Lettres Année 2009  153-4  pp. 1609-1627

3. Reading Reims, I. The Sculptures on the Chapel Buttresses William W. Clark Gesta Vol. 39,
No. 2, Robert Branner and the Gothic (2000), pp. 135-145

4. Why so serious? The reason we rarely see smiles in art history. Published 10th July 2019
edition.cnn.com
5. Reims Cathedral – Khanacademy online course.

You might also like