You are on page 1of 4

დროის კონცეფცია მაგიურ რეალიზმსა და

სურეალიზმში
„მაგიურ რეალიზმში დრო ხშირად ყველაფერია, მაგრამ საათი არაფერი.“1 დრო
მაგიური რეალიზმისა და სურეალიზმის მნიშვნელოვანი ნაწილია. ის
ერთდროულად მეტაფორა, ორი რეალობის დამაკავშირებელი არასწორხაზოვანი
ცნებაა. ამ ჟანრის მიმდევრები არ გაურბიან დროის კონცეფციის სრულ
ამოტრიალებას, შეცვლასა და გარდასახვას. სურეალისტური ხედვა და აზროვნება
დროისა და სივრცის ცნებებს სრულიად შლის. დროს არ აქვს საზღვრები, არ აქვს
სწორი დინება. დროის სწორედ ამ შეუზღუდავმა თამაშის წესებმა აქცია ის
მრავალი არტისტის შთაგონების წყაროდ.
დროის კონცეფციაზე საუბრისას პირველი აუცილებლად გვახსენდება
სულეალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ესპანელი ფერმწერი
სალვადორ დალი და მისი უდავოდ
ყველაზე ცნობილი ნახატი
„მეხსიერების გამძლეობა“. დალი
ჩვენთვის ნაცნობ ნივთებს, ჩვენთვის
ნაცნობ გარემოში სრულიად უცხო
გზებითა და განსხვავებული სახით
წარმოგვიდგენს. ფერწმერს მთელი
თავისი ირაციონალური ბუნება და
ფიქრები ნახატში გადმოაქვს, ქმნის
ალტერნატიულ სამყაროს, სადაც
რბილი და მყარი ზედაპირების საოცარ
კონტრასტს ქმნის. რბილი, დამდნარი ჯიბის საათები, რომელიც სხვადასხვა მყარ
სხეულზეა გადაკიდებული შესაძლოა დროის ლიკვიდურ ბუნებასა და მის
უმნიშვნელობას უსვამდეს ხაზს. კონკრეტული ადგილი ზღვის ნაპირასაა
გამოსახული, თუმცა ქვიშის იატაკი დაყოფილი და გამომშრალია, ხის ტოტი,
რომელზეც საათი კიდია ასევე დაშლის პირასაა. ნახატის სათაურით და ამ პატარა
დეტალებით დალი ცდილობს დროის შეუჩერებელი მიმდინარეობა და მის მიერ
დატოვებული მოგონებები აღწეროს. დალი ასევე 3 „საათის“, პერიოდის
თანარსებობას გვაჩვენებს: წარსული, აწმყო და მომავალი - ერთმანეთზე მუდამ
გადაჯაჭვული ცნებები, რომელსაც სურეალიზმი ხშირად აერთიანებს.
დალის მცირედი ობსესია დროის მოქნილობის მიმართ და ამ კონცეფციის
მისეული ფანტასტიკური აღქმა ხშირად შეინიშნება მის სხვა ნამუშევრებშიც, სადაც
ის კვლავ რბილი საათების გამოყენებით ცდილობს დროის დინება
აღწეროს.“დროის პროფილი“,“დროის კეთილშობილება“ ამ თემატიკის
ნამუშევრები და ზემოთნახსენები ნახატის გამოძახილია. ერთ-ერთ სკულპტურაში
1
ალბერტო რიოსი
„დროის ცეკვა I,II,III” ესპანელი სკულპტორი ხაზს უსვამს, რომ დრო არამხოლოდ
შეუჩერებლივ მოძრაობს, არამედ ფეხს უწყობს სამყაროს რითმასაც. მას სჯეროდა,
რომ მიუხედავად იმისა, რომ დრო ხშირად აღიქმება, როგორც ფიქსირებული და
მდგრადი, მისი დინების სიხშირე არსებითად დამოკიდებულია ინდივიდზე და მის
სუბიექტურ ხედვაზე.
საკმაოდ საინტერესოა დალის ერთ-ერთი
სკულპტურული ნამუშევარი “Horse saddled with time”.
არტისტმა ცხოველი შუა მოძრაობისას, უკანა ფეხებზე
მდგომი გამოკვეთა. მას უნაგირის მაგივრად რბილი
საათი აქვს ზურგზე გადაგდებული, მეორე ჯიბის საათი
კი მის ფეხთანაა ჩამოკიდებული. ცხენის
მდგომარეობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ამ
საათისკენ მიილტვის, ცდილობს დაიჭიროს. ეს ადამიანური ბუნების ძალიან
ფარული, თუმცა გონივრული აღწერაა. ადამიანები ცდილობენ დროს დაეწიონ,
აწმყოს ფეხი აუწყონ, თუმცა სინამდვილეში მაინც მუდმივად დამძიმებულნი არიან
დროის კონცეფციითა და მისი ძალაუფლებით.
დალის ამ თემატიკის ნახატებით შთაგონებული თანამედროვე მხატვარი აჯაი
პარიპალი ასევე ქმნის ნამუშევარს „დროის დინება“, სადაც ის აღწერს, რომ დრო
დიდი მდინარეა, რომელიც გვაიძლებს დავდნეთ
და მის დინებას გავყვეთ.
ბელგიელი სურეალისტი მხატვრის რენე
მაგრიტის ნახატი „time transfixed” საკუთარი
სიმარტივითა და ორიგინალურობით იპყრობს
მნახველის ყურადღებას. ცარიელი, უბრალო
ოთახი, რომლის ბუხრიდანაც ორთქმავალი
გამოდის. ბუხრის თავზე საათი დგას, რომელიც
ამ მომენტს იჭერს, აჩერებს. ნახატი
გვაფიქრებინებს, რომ რენე ცდილობდა ეს
პარადოქსი მარადიულად ექცია. ის ცდილობდა
იმ მომენტის კაფსულირებას, შენახვას დროში,
რომელიც არ არსებობს. ნახატის პირდაპირი
თარგმანია „მიმავალი დროის ხანჯლით დაჭრა“,
რაც ნახატს აშკარად უფრო შეესაბამება და
ავტორსაც გაცილებით მეტად მოსწონდა
სათაურის ამერიკული ინტერპრეტაციასთან შედარებით. ერთი შეხედვით
უადგილო, უცნაური ლოკომოტივი დროის ჩვეულ დინებას და სტერილური,
ცარიელი ოთახის დინამიკას არღვევს.
დროის წარმავლობასა და მის დინებაზე ნამუშევრების განხილვისას ხშირად
შევხვდებით ნახატებში ქვიშის საათებსაც, რომელთაც საკუთარი სიმბოლური
დატვირთვა აქვთ. საუკუნეების განმავლობაში ის აღიბეჭდებოდა კუბოებზე,
მეკობრეების გემებზე და შემდეგ ანიმაციებშიც კი. ქვიშის საათები დროის უწყვეტ
სვლას წარმოადგენენ და გვახსენებენ, რომ სიცოცხლე უსასრულო არაა . მისი ორი
იდენტური ნაწილი და საათის ამოტრიალების აუცილებლობა, მას შემდეგ რაც
ქვიშა გამოილევა, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ციკლის ანალოგიაა. ქვიშის
საათი დროსთან შედარებით ადამიანის უძლურობის შემახსენებელია.

დროის კონცეფცია და მისი ინდივიდუალური სახეცვლა ხშირი იყო მაგიური


რეალიზმის ლიტერატურაშიც. გაბრიელ გარსია მარკეზის „მარტოობის ასი
წელიწადი“ ამ ჟანრის იდეალური მაგალითია. რომანი მიჰყვება მაკონდოს
სოფელში მცხოვრებ ბუენდიას ოჯახის შვიდ თაობას, 100 წლის განმავლობაში.
ნაწარმოები სავსეა მრავალფეროვანი პერსონაჟებით, მაგიური ელემენტებითა და
პოლიტიკური ალეგორიებით. ყველაზე მცირე, თუმცა აშკარა დეტალი, რომლის
დახმარებითაც მარკეზი აკავშირებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს
პერსონაჟების ერთი და იმავე სახელებია, რომელიც პიროვნების ბუნებასაც
გვიმხელს. ხოსე არკადიოების ძლიერი, ხმამაღალი ხასიათი დააურელიანოების
ჩუმი, მორცხვი ბუნება გვაფიქრებინებს, რომ თითოეული პერსონაჟის ბედი
დაბადებისთანავე, სახელის შერქმევიდანვე გადაწყვეტილია. ავტორი
მიზანმიმართულად იყენებს სხვადასხვა თაობის წარმომედგენლებისათვის
ერთნაირ სახელს და აბნევს მკითხველს. ის ამით ის ქმნის დროის ილუზიას,
წარსულისა და აწმყოს აღრევას.
ერთი ოჯახის სხვადასხვა თაობის ისტორიის თხრობის თემატიკას განაგრძობს
იზაბელ ალენდე ნაწარმოებში „სულების სახლი“. ალენდე აღწერს ქაოტური
ოჯახის 3 შთამომავლობაზე გაწელილ კომპლექსურ დინამიკას.
დროის ცნება და მაღვიძარა ასევე არსებით როლს თამაშობს ფრანც კაფკას
„მეტამორფოზაში“, რომელშიც ის გრეგორისთვის თავის ჰუმანურობასთან
დამაკავშირებელი ხაზი, ერთგვარი შემახსენებლიცაა. როდესაც ნაწარმოებში
ნახსენებია საათი, პროტაგონისტს ახსენდება თავისი ოჯახი, პასუხისმგებლობები ,
ვალდებულებები. მაღვიძარა გრეგორს აიძულებს ბოლომდე არ გადაეშვას
ცხოველური ინსტინქტების მორევში და გაიხსენოს, მოეჭიდოს შემორჩენილ
ადამიანურობას.
სივრცისა და დროის თემატიკებმა გაცილებით დიდი პოპულარობა მოიპოვა პოპ-
კულტურაში და თანამედროვე კინემატოგრაფიაში. ფანტასტიკური საბავშვო
ისტორიების უმრავლესობა სწორედ მაგიური რეალიზმის მყარ საფუძველზეა
აგებული. ყველასთვის ნაცნობია, ორი პარალელური სამყაროს, ერთნაირი, თუმცა
მაინც ფუნდამენტურად განსხვავებული რეალობის და მაგიური თავგადასვლების
ისტორია. შეგვიძლია გავიხსენოთ „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, „ნარნია“,
„კორალაინი“. თითოეული მათგანში პროტაგონისტები ნაცნობი, ჩვეულებრივი
სამყაროდან ექსტრაორდინალურ, მაგიურ სამყაროში გადადიან, სადაც დრო
სრულიად განსხვავებულად მიედინება. უკან დაბრუნებული პერსონაჟები
აღმოაჩენენ, რომ დროის სწორედ იმ მომენტში დაბრუნდნენ, საიდანაც
ყველაფერი დაიწყო.

ბიბლიოგრაფია:
1. https://www.wikiart.org/
2. https://reedsy.com/discovery/blog/magical-realism
3. https://prezi.com/8dkrhxp-1hug/time-in-magical-realism/?fbclid=IwAR1rJQAjW-
oqUm_COZJtN_Ptqa320pu0NYR4a3AGIV1A_2ol-0i6CiN6VyU#:~:text=%22In
%20magical%20realism%2C%20time%20is,by%20a%20rhythm%20of%20yawns.%22

You might also like