You are on page 1of 6

ღმერთთან მებრძლი ადამიანი ( ახალი პრომეთე ) ადამიანს შეუძლია შექმნას იმაზე ბევრად

მეტი, ვიდრე აქამდე. რომანტიზმი არის ადამიანზე გაცემული ყველაზე დიდი ავანსი.
რომანტიზმმა სამყაროს ცენტრში დააყენა ადამიანი და დააჯერა, რომ მას ყველაფერი
შეუძლია. მნიშვნელობა არ აქვს გამარჯვებას, მთავარია იბრძოლოს. ადამიანის არსებობის
მშვენიერება მდგომარეობს მის ტრაგიკულობაში. იგი დამარცხებისთვისაა შექმნილი.
მსხვერპლი, რომელსაც ადამიანი გაიღებს, არის მშვენიერი. იდეა - თუ შენ საკუთარი თავის
გწამს, მაშინ შენ შეცვლი სამყაროს. მხატვრობაში - ვერ ვხედავთ პერსონაჟის სახის
გამომეტყველბას, ემოციებს. ადამიანი ან ძალიან პატარაა ან ზურგით არის წარმოჩენილი.
ნახატს რომ შეხედავთ, უნდა გადმოგცეთ პირველადი ემოცია. თავად უნდა ჩადგეთ იმ
მდგომარეობაში, რაც ნახატზეა. ძირითადად ცენტრში გამოსახულ რაღაცას უნდა
დავაკვირდეთ. ხშირად გაცრეცილ ფერებს იყენებენ. აწმყოს და წარსულის დაპირისპირება.
უგულვებელყოფენ ესთეტიურობას და სიმეტრიას. ფონად პეიზაჟებს ხშირად იყენებდნენ.
რომანტიზმის მხატვრობას სძულს ქალაქი და ურბანიზმი, ამიტომ ყოველთვის ბუნებაა
დახატული. რაც უფრო დიდი და უსაზღვროა სივრცე, მით უკეთესი. საინტერესოა, წამის,
რეფლექსის გამოსახვის ოსტატურობა.

მხატვრები: ტერნერი (შტორმები, პეიზაჟები. „ვეზუვის აფთქება), აივაზოვსკი. დელაკრუა


(დელაკრუას აინტერესებს წამის წინა წამი. როცა გადაწყვეტილია, რაღაც მოხდეს, მაგრამ ჯერ
არ მომხდარა. მას სურს, ჩვენ დაგვასრულებინოს მოქმედებაც და ნახატიც. მისთვის
მოლოდინი უფრო მაგარია, ვიდრე დამდგარი წამი).

აივაზოვსკი უფრო მეტად მარინისტია. თუმცა მანამდე შეპყრობილი იყო სამყაროს შეცნობის
იდეით. ხატავდა ეთნოგრაფიულ სურათებს.
დადიოდა ქალაქებში და ყოველგვარი
ფილოსოფიური ან სახელოვნებო შინაარსის გარეშე,
სამყაროს შეცნობის იდეით ხატავდა აღწერილობით
სურათებს. რომანტიკოსი მხატვარ-მწერლები,
მიუხედავად იმისა, რომ განადიდებენ ადამიანებს,
მათ მცირე ზომისებს ხატავენ, ბუნებას კი გაცილებით
აღმატებულს.

დაღესტნის მთები - ქვებთან შედარებითაც კი


ადამიანები პატარები არიან.
მარინისტული სურათები 2 ნაწილად განიყოფა: 1) როდესაც ნახატზე სულ მცირე ნაპირი
მაინც ჩანს, 2) როდესაც სურათი შუა ზღვაშია დახატული. პირველი, როგორც წესი, მშვიდი
ხასიათისაა, მეორე კი არც ისე.

აივაზოვსკი ხშირად არღვევს პერსპექტივის კლასიკურ კანონებს: ნავი რაც არ უნდა ახლოს
იყოს, ადამიანთა სახეები მაინც არ გამოჩნდება. და გემი ყოველთვის უფრო შთამბეჭდავი
იქნება. თუ სახეებს ლუპით შევხედავთ, ვნახავთ, რომ დიდი სიზუსტითაა დახატული. მას
არ ახასიათებს წამის დაჭერა, ხატავს გრძელვადიან ნახატებს. მისი ნახატები ხანგრძლივი
ტკბობისთვის იხატება და არა წამიერი განცვიფრებისთვის, ძალიან უყვარს ზღვა და მზე.
ნახატი სურათზე არ მთავრდება (ბაროკოს გავლენა). პატარა ეშმაკობა - მან იცის, რომ თუ
მზეს (სინათლის წყაროს) არ დაფარავს, მთლიანად გაათეთრებს და გააბუნდოვნებს ნახატს,
ამიტომ ხომალდის კორპუსი და აფრები ფარავს მზეს, რათა ადამიანები გამოჩნდნენ.

ჩაძირული ან ჩასაძირად განწირული ხომალდები


და ადამიანები - სურათი აყირავებულია და
ყველაფერი აყოლილია ტალღას. ხატავს ხოლმე
თოლიებს (თითქოს ნაპირი ახლოსაა), ნავში
მჯდომი ადამიანები განსხვავდებიან
ერთმანეთისგან. არიან 13-ნი, ამიტომ ზოგი
ადამიანი მათ ქრისტესთან და მის მოციქულებთან
აიგივებს. გვერდით ჩანს ცისარტყელა. ესეც იმის
სიმბოლოა, რომ ხსნა ახლოსაა.

მეცხრე ტალღა - ადამიანები ეჭიდებიან გემის


ანძას, რომელსაც აქვს ჯვრის ფორმა. აქ
გამოხატულია არამხოლოდ უკანასკნელ იმედს
ჩაბღაუჭებული ადამიანები (მზე უკან არის
გადარჩენის სიმბოლო), არამედ მთლიანად
კაცობრიობის ბრძოლა გადარჩენისთვის.

ნაპოლეონი წმინდა ელენეს კუნძულზე - იყოფა


ორ ნაწილად, უკან სივრცე არის მშვიდი,
ნაპოლეონის თავზე კი ღრუბელია და ტალღები
ქვევით. ნაპოლეონი არის ადამიანური სიძლიერის
სიმბოლო. როგორ გავზომოთ რამხელაა
ნაპოლეონი? კლდესთან დაფრინავს ჩიტი,
რომელიც მალე მის გვამს შეჭამს. მაგრამ ის მაინც
ღირსეულად დგას და გასცქერის საკუთარი მზის ჩასვლას ჰორიზონტზე. რჩეულთა შორის
რჩეულს იქ მიუჩინეს ადგილი, საიდანაც ვერასდროს ვერ წამოვა.

ნახატის დროს პერსონაჟი უნდა აკმაყოფილებდეს სილამაზისა და ვნებიანობის ზოგად


კრიტერიუმებს - სხეული სანახევროდ უნდა იყოს დაფარული, უნდა ჰქონდეს პატარა
მკერდი და ხუჭუჭა თმა. ოქროსფერი ძვირფასი სამკაული და წითელი ფერი რომანტიზმში
ამძაფრებს ემოციას. დელაკრუას აზრით, ვნება უნდა მოდიოდეს არამხოლოდ ადამიანიდან,
არამედ სრულიად სამყაროდან. წელს ზემოთაც დაუხატა მოსახვევი. ავტორის აზრით ეს
ყველაფერი სურათში ამძაფრებს ემოციურობასა და ვნებიანობას. მას არ შეუცვლია ქალის
პოზა, მაგრამ შეცვალა სკამი. მისი მოხაზულობა თანხვდება სამოსის და შუქის ხაზის
მოხაზულობას.

უილიამ ტერნერი იყო ინგლისელი რომანტიკოსი. მან საგანგებოდ მოიგონა რამდენიმე


ხერხი. იცოდა, რომ სიჩქარის დროს საგნები კარგავენ ბუნებრივ მდგომარეობას. ბუნებრივ
მდგომარეობას კარგავენ ნისლის დროსაც. ამიტომ ნახატში სისწრაფე ნისლით ასახა.

ტერნერი ხატავდა საშინელ შტორმებსაც და მშვიდ პეიზაჟებსაც.


დიდი გემი მიჰყავდათ ჩასაძირად. იგი არის წარსულის სიმბოლო და ჩანს წარსულის
დიდება, გვერდით კი მიჰყვება პატარა თანამედროვე გემი.

ვეზუვის აფეთქება

თუ მხატვარი გენიალურია, იგი მთავარ აზრს ნახატის შუაში დახატავს მცირე დეტალად.
შუაში მდგარი პატარა კაცი ძალიან არაბუნებრივ პოზაში დგას.

ორი რამის დახატვაა ყველაზე რთული: ბგერის და რეფლექსის. აქ კი ორივე დახატულია.


ტერნერს უნდოდა სწორედ იმ წამის დახატვა, როცა ვულკანი ამოიფრქვა. როდესაც ნახატს
ვუყურებთ, თითქოს გვესმის ვულკანის ხმა და პირველი შეხედვით სწორედ ისეთი რეაქცია
უნდა გვქონდეს, როგორიც ამ კაცს აქვს. ნახატზე დაფიქსირებულია სამყაროს
გრანდიოზულობა და ადამიანის სიმცირე. ტერნერი ამპარტავანი კაცი იყო, ამიტომ ეს
რეაქცია არამხოლოდ აბსტრაქტული რეაქციაა, რომელიც ვიღაცას აქვს ვეზუვის ვულკანის
ამოფრქვევის დანახვისას, არამედ ის რეაქციაც, რომელიც ჩვენ უნდა გვქონდეს ტერნერის
ნახატების ნახვისას.
დიდ მხატვრებს რომანტიზმში ყველას აქვს თავისი ფერი. ტერნერისთვის გავრცელებულია
ოქროსფერი და ალისფერი. ფრიდრიხისთვის ყავისფერი. ტერნერს აქვს უზარმაზარი სერია
სურათებისა სსადაც ის ხატავს ძველ კართაგენს იტალიას და ცდილობს გამოხატოს ნათელი.
ტომას კოულმა მოიგონა ისეთი მწვანე რომელსაც დღემდე ვერავინ ხატავს. აივაზოვსკიმ
მთელი თავისი შემოქმედება მიუძღვნა ოკეანისფერის შექმნას. ჩერჩი სულ ხატავდა ვულკანს.

3. დევიდ ლინჩი „ადამიანი სპილო“ (თავისი ინტერესი უცნაურის, იდუმალის და შესაზარის


მიმართ, რომელიც რეალურ ცხოვრებაში არსებობს და უპირატესად იწვევს გარემომცველების
უსიამოვნებას და გაღიზიანებას განსაკუთრებით ფაქიზად და დელიკატურად, ეპატაჟის
გარეშე, და ამიტომ ტრიუმფით გამოსახა ნამუშევარში „ადამიანი სპილო“. დამდგმელი
ისწრაფოდა, უპირველესყოვლისა, ადამიანური თანაგრძნობის გმირის, სიყვარულსა და
სითბოს მოკლებულს, მიმართ აღძვრის. თავისებური ამაღლების და მიწიერი
გარყვნილობისგან განთავისუფლების მოტივი ამ ადამიანის მიერ ჭეშმარიტი სულის
უკვდავობის მოპოვებითა შესაძლებელი).

ადამიანი სპილო
ეს ფილმი გადაღებულია მეცხრამეტე საუკუნეში და დაფუძნებულია ნამდვილ
ამბავზე.

ადამიანი, სახელად ჯონ მერიკი მისი საშინელი შესახედაობის გამო ცნობილია,


როგორც ადამიანი-სპილო. მის გარეგნულ საშინელებას იყენებს ბეიტსი, რომელიც
ბაზრობაზე ფულის საფასურად აჩვენებს მერიკს ადამიანებს, იყენებს რა მერიკის
უსუსურობას. ექიმი ტრევისი დაინახავს მერიკს და გადაწყვეტს, დაეხმაროს მას და
წაიყვანს საავადმყოფოში. თუმცა სამეცნიერო ინტერესს მალე ჩაანაცვლებს
გულწრფელი ადამიანური გრძნობა. აღმოჩნდება, რომ მერიკი იმბეცილი არ არის და
წერა-კითხვა შეუძლია და ფსალმუნებიც იცის. მის ამბავს
გაიგებს ლონდონის არისტოკრატული წრეები და თავად დედოფალი ვიქტორია. მას
საავადმყოფოში ტოვებენ. ყოფილი მფლობელი მერიკის გატაცებას ახერხებს, თუმცა
მერიკი საავადმყოფოში მაინც დაბრუნდება

ადამიან სპილოს ხალხი საშინლად ექცევა მხოლოდ და მხოლოს მისი გარეგნობის


გამო და ეს ხაზვს უსვამს ადამიანის ბუნებას.

საინტერესესოა რომ ფილმის მანძილზე ძალიან იშვიათად შემოდის საიდანმე შუქი.


ხშირ შემთხვევასი სინათლე იმედის გადარჩენის სიმბოოლოა, ადამიან სპილოს
მერიკს კი ალბატ ამის ნაკლები შანსი აქ და სწორედ ამიტომაა , რომ შუქიც ცოტაა
ფილმში.

ამასთან ფილმის გადაღებულია შავ -თეთრში რაც მიგვანიშნებს ის კონტრასტზე


რაც ,,კარგ’’ და ,,ცუდ’’ საზოგადოებაში არსებობს.

საინტერესოა ტრევისის დამოკიდებულება ადამიანი სპილოსადმი, რატომ


წამოიყავანა ის? იყო ამის მიზეზი ნამდვილი გრძნობები და შეწყალეის გრძნობა თუ
მან ეს კარიერის გამო გააკეთა?

ყველამ იცოდა რომ მერიკი მოკვდებოდა თავისი დეფორმაციების გამო, იგი ხედავდა
მის საწოლთან სურატს , სადაც ბიჭი იწვა და ეძინა და ამან მასშიც აღძრა სრვილი
დაწოლილიყო და დაეძინა ისე, როგორც ეს სხვებს შეეეძლოთ. და სწორედ ამ
უბრალო სურვილმა გამოიწვია მისი სიკვდილი.

ფილმის მთავრაი მიზანია დაგვანახოს თუ როგორ ვექცევიტ ადამიანები ფიზიკური


ნაკლის მქონე ადამიანებს და რა შეიძლება გამოიწვიოს ამან.

და ეს ძალიან სამწუხაროა რომ ადამიანების უმეტესოაბას არ შეუძლია მიიღონ


განსხვავებულნი.

You might also like