You are on page 1of 8

ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი

ცხოვრება და შემოქმედება

ალბი. საფრანგეთი. 1864 წლის 24 ნოემბერი. გრაფ ალფონს შარლ დე ტულუზ-


ლოტრეკ მონფასა და გრაფინია ადელ ტაპიე დე სელეირანის დიდგვაროვანი და
მდიდარი ოჯახი პირველ ვაჟს უდიდესი სიხარულით ელოდა. ვაჟი წინაპრებივით
ლამაზი იქნებოდა, მოხდენილი, როგორც მამამისი. სახელოვანი მოჯირითე ლხინსა
და ნადირობაში გაატარებდა უდარდელსა და ბედნიერ ცხოვრებას. ასე
წარმოედგინათ ჩვილის მომავალი ოჯახის წევრებსა თუ ნათესავებს. თუმც,
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მომავალი მუდამ ისე არ წარიმართება ხოლმე,
როგორადაც ადამიანები ისურვებენ და წარმოიდგენენ...
მემკვიდრე - ანრი მარი რაიმონ დე ტულუზ-ლოტრეკ მონფა ძალიან სუსტი დაიბადა.
ოჯახის თავდაუზოგავი ცდის მიუხედავად, ყოველი მცდელობა, მისთვის
ჯანმრთელობის მდგომარეობა გაეუმჯობესებინათ, ამაო გამოდგა.

დრო გადიოდა. მისი სუსტი ჯანმრთელობა და ფიზიკური ნაკლი სულ უფრო მეტ
პრობლემას ქმნიდა - გამოარჩევდა და გამოჰყოფდა თანატოლებისგან, რაც სევდასა
და მარტოობის შეგრძნებას უმძაფრებდა, ძლიერ სევდას ჰგვრიდა დედის ნაღვლიანი
სახე, რომელიც პირველი და ერთადერთი ვაჟის ჯანმრთელობასა და მომავალზე
ფიქრს დაემწუხრებინა. დრო გადიოდა და ნათელი ხდებოდა, რომ სუსტი
ჯანმრთელობა, დიდი თავი და მოკლე კიდურები ტულუზ-ლოტრეკის ცხოვრების
განუყრელ თანამგზავრად დარჩებოდა. ანრი წინაპარების მსგავსად თავს ვერ
მოიწონებდა ნადირობასა და ჯირითობაში, ვერც მამამის დაემსგავსებოდა
მოხდენილობასა და სილამაზეში, ვერც იმ გარემოში იგრძნობდა თავს სასურველად
და სრულფასოვნად, რომელ საზოგადოებასაც ეკუთვნოდა მისი ოჯახი...

მაგრამ ლოტრეკისთვის ფიზიკური შეზღუდვები გონებრივ ბორკილებად არ ქცეულა.


ფიზიკურ ნაკლთან და სუსტ ჯანმრთელობასთან ერთად მისი ცხოვრების
განუყოფელ თანამგზავრს მხატვრობა წარმოადგენდა. მხატვრობა კი ის იყო, რითი
საშუალებითაც ღამის პარიზის ცხოვრებაზე, კაბარეებსა და კაბარეებში მომუშავე
მოცეკვავეებსა თუ მსახიობებზე ყვებოდა. ხატავდა ადამიანებს, საერთო
მხიარულებაში მონაწილეებს, თუმც სევდიანებს, ცხოვრებისა და ფიქრისგან
დაღლილებს ... ყვებოდა ზნედაცემულ ადამიანებზე, მათ ცხოვრებაზე, ტრაგიზმითა
და სევდით აღსავსე ცხოვრებაზე ...
დიდებული საგვარეულოს მემკვიდრეს გრაფ ალფონსს რომ ვაჟის ამგვარი საქციელი
არ მოსწონდა, ალბათ, გასაკვირი არც არის. საროსკიპოები, მეძავები, ზნედაცემული
ხალხი ... რა ესაქმებოდა ამ ხალხს ტულუზ-ლოტრეკთა გვარის მემკვიდრესთან?!
ამიტომაც, როგორც ცნობილია, მამამ სთხოვა კიდეც შვილს, ნახატებზე ჩვენს გვარს
ნუ მოაწერო ...

თუმცა ლოტრეკი არ შეჩერებულა. მან ძალიან კარგად იცოდა რომ მაღალ


საზოგადოებაშიც არცთუ ნაკლები სიბინძურე იყო, იცოდა ისიც, რომ კაბარეს
მომღერლებში, მსახიობებსა და მოცეკვავეებში შეიძლებოდა სილამაზისა და
ადამიანის პოვნა. ამიტომ სიყალბით არც არასდროს უცდია სიმშვიდის და აღიარების
მოპოვება, ხატავდა იმას, რასაც ხედავდა - ხატავდა პარიზის ყველაზე რეალურ
მხარეს. ზოგ შემთხვევაში, ალბათ, ირონიითაც უყურებდა ყოველივეს, თუმცა
თანაუგრძნობდა მათ, სწორედ ამ თანაგრძნობითაა გამსჭვალული მისი შემოქმედება
და სწორედ ამიტომ არის მისი სურათები სევდიანი, გულწრფელი და
დამაჯერებელი...
ტულუზ-ლოტრეკის შემოქმედების პერიოდი ემთხვევა ვან გოგის, გოგენის და
სეზანის მოღვაწეობას. ამ დროისთვის, შეიძლება ითქვას, იმპრესიონისტებს
ხელოვნების ისტორიაში თავისი წილი სიტყვა ნათქვამი აქვთ - 1886 წელს ეწყობა
იმპრესიონისტთა მერვე და უკანასკნელი გამოფენა. ამავდროულად, მოღვაწეობას
„ახალი თაობა“ იწყებს, რომელთა შემოქმედება საფუძველია მეოცე საუკუნის
არაერთი მიმდინარეობისა, რომელიც სამყაროს რეალურ ასახვასთან ერთად,
უმთავრეს მიზნად მხატვრის ემოციების, განწყობისა და გრძნობების გამოსახვას
დაისახავს. „ახალ თაობას“ „პოსტ იმპრესიონისტებად“ მოიხსენიებენ, ერთ- ერთია
ლოტრეკი.

ასეა, ხელოვნება/ხელოვნების ნიმუში მეტადაა საინტერესო თუ ტრადიციასთან


სიახლოვესაც ავლენს და ამავდროულად სიახლესაც გვთავაზობს. ტულუზ-ლოტრეკს
მოსწონდა იმპრესიონისტთა ზოგიერთი მიგნება და იზიარებდა კიდეც, თუმცა მას
სრულიად განსხვავებული მიზნები ჰქონდა.
როცა ლოტრეკის შემოქმედებაზე ვსაუბრობთ,
„სალონი რიუ დე მულენზე“ (1894)
აუცილებლად ვახსენებთ ხოლმე დეგას. ანრი
განსაკუთრებით სცემდა პატივს დეგას და ეს
მხატვარი მის ნიმუშად და მასწავლებლადაც კი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ,
როგორც სიუჟეტის ასევე ფორმის მხრივ. დეგა კი, თავის მხრივ, ალბათ ყველა
დანარჩენ იმპრესიონისტზე მეტად ხატავდა სიუჟეტებს ქალაქური ცხოვრებიდან. იგი
არ ემხრობოდა იმპრესიონისტებს „ატმოსფერული ეფექტების თავისუფალ
ინტერპრეტაციაში“ და ენგრის ზუსტი, მტკიცე ხაზის თაყვანისცმემელი იყო:
„არცერთი ხელოვნება არ ყოფილა ისეთი არასპონტანური, როგორც ჩემი. ჩემი
ნამუშევრები დიდი ოსტატების შემოქმედების შედეგია. შთაგონების,
სპონტანურობისა და ტემპერამენტის შესახებ არაფერი ვიცი.“

1882 წელს ლოტრეკი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, აქ მოღვაწეობდა მხატვარი


- ლეონ ბონა, რომლის მოწაფეც გახლდათ იგი, თუმცა ბონას სახელოსნოში დიდხანს
არ დარჩენილა, იმავე წელს გადავიდა ფერნან კორმონთან. მამას რაც სხვათა
მხატვრობაში მოსწონდა შვილის ტილოებზე ვერ ხედავდა! ვერც მამა, ვერც
დანარჩენები ... ჩვიდმეტი წლისა წერდა ანრი: „მე სიმართლის ასახვას ვცდილობდი
და არა იდეალისა..“ ლოტრეკი არ ყოფილა დეგას
ჯეინ ავრილი ცეკვისას (1892) მსგავსად ოპერებითა თუ თეატრებით
დაინტერესებული, არც მოცეკვავეთა ნაზი,
მოქნილი და ნარნარი მოძრაობები აღუბეჭდავს. მისი სურათები არ ყოფილა
ბუნებასთან დაკავშირებული, განსხვავებით იმპრესიონისტებისგან. მან „სხვა“
სამყარო აირჩია, თუმცა, ეს სამყარო სულაც არ ყოფილა „სხვა“, პირიქით, პარიზული
ყოველდღიურობის
განუყოფელ ნაწილს
წარმოადგენდა. სხვები
გაურბოდნენ ამ თემას , ან არ
თვლითდნენ ასახვის ღირსად,
უბრალოდ სხვა რამ
აინტერესებდათ.. ლოტრეკი კი
ხატავდა მუსუბუქი
ყოფაქცების ქალებს, მათი
ცხოვრების ამსახველ
სიუჟეტებს, რუტინულ,
მოსაწყენ და სევდიან
ყოველდღიურობას, ამიტომაც
მოიხსენიებენ, როგორც
„პარიზის ღამის
მესაიდუმლეს“ ... ამის მაგვარს კი ვერ შევხვდებოდით ვერც „სეზანის ხელოვნებაში,
რომელიც ცდილობდა ბუნების მარადიული ღირებულებები აესახა ფერწერით, ვერც
რენუარის ტილოებზე, რომელიც ხალხური საცეკვაო საღამოების სცენებში, ჯანსაღ,
გრაციოზულ, წრფელ სიჭაბუკეს ასახავდა, ვერც სიორას ხელოვნებაში, რომელიც
ცირკის გამოსახულებაში თავისი თეორიების სისწორეს ამოწმებდა მხოლოდ, და
ვერც გოგენის სიუჟეტებში, რომელიც თავის იდეალს პარიზისგან შორს, ველურების
საზოგადოებაში ხედავდა.“

მეცხრამეტე საუკუნის უკანასკნელი ათწლეული, პარიზი. კანკანის მოცეკვავეები,


ეიფელის კოშკი, „აბრდღვიალებული“ ქუჩები, მონმარტის ბოჰემური ცხოვრება,
დახვეწილობა და სიღარიბე ... - ეს იყო ახალი, განვითარებადი პარიზი, ლოტრეკი კი
მისი ნაწილიც და „ერთგული მაყურებელიც“. „სალონი რიუ დე მულენზე“ ერთ-
ერთია იმ უამრავ ნამუშევართაგან რომელიც მეძავთა ყოველდღიურობას ასახავს.
კლიენტების მოლოდინში ქალებს სასაუბრო თემა გამოლევიათ, იგრძნობა, რომ
ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, თითქოს თითოეულს ფიქრის საშუალება მიეცა, საკუთარ
თავზე და ცხოვრებაზე დაფიქრების დრო, მაგრამ ეს ხანმოკლე და დროებითია.
ქალები წითელ-იასამნისფერ ავეჯზე აქა-იქ ჩამომსხდარან. კომპოზიციის ცენტრში,
მაყურებელთან ყველაზე ახლოს ჟღალთმიანი ქალია გამოსახული. მისი პოზა,
ყოველგვარ სინატიფესა და სინაზეს მოკლებული, ვულგალურია. მის გვერდით
იასამნისფერ მოსაცმელში წარმოდგენილი ქალბატონი ზის. მათი მზერა სხვადასხვა
წერტილისკენ მიემართება, თითქოს ერთმანეთს ვერც ამჩნევენ, არც ოთახში მყოფ
სხვა სულიერს უყურებენ, მზერა შორს, ნახატის მიღმა მიემართება...
უკანა პლანზე, სასურათე სიბრტყის სიღრმეში ქალის სამი ფიგურა იკვეთება, მათი
პოზა, გამომეტყველება, ჩაცმულობა მათ ზრახვებს, მათ ბუნებით სიმდაბლეს და
ლოთობას ააშკარავებს. ამ სურათში
იგრძნობა ირონიული
დამოკიდებულებაც, მაგრამ
დაცინვის მიღმა მხატვრის უიმედო
სევდა იმალება.
რა წამს მაყურებლის მზერა
კომპოზიციის „ძირითად“
მონაკვეთს მოსცილდება, რომელიც
სვეტის ირგვლივ „ტრიალებს“,
ყურადღებას მარჯვენა კუთხეში
წარმოდგენილი ფიგურა მიიქცევს.
ლოტრეკმა იგი მხოლოდ
ფრაგმენტულად გამოსახა და მისი ამ
პოზით ლოტრეკმა კიდევ ერთხელ
გაუსვა ხაზი და ცხადყო ქალის
ვულგალური ცხოვრება.
აღსანიშნავია, რომ ეს აახლოებს
ლოტრეკს იმპრესიონისტებთანაც.
მათ კომპოზიციებშიც მაყურებელი
კადრს მიღმა არსებულ სივრცეს
წარმოსახვაში აგრძელებს,
ათვალიერებს და ასრულებს.
სურათი ამ შემთხვევაშიც
„შემთხვევითი“ გვგონია.
ლოტრეკი „სიტყვა-ძუნწია“
მხატვრობაში, თუმცა ეს
დამაჯერებლობისა ნაკლებობას
ნამდვილად არ იწვევს. ის „არ
ასრულებს“ სურათს, ნამუშევარი
დეტალების სიუხვით არ
გამოირჩევა, თუმცა არც რაიმეს ნაკლებობის განცდა გებადება. ლოტრეკი თავისი
სიუჟეტების ძირითად ელემენტებს აჯამებს და ამატებს მხოლოდ იმდენ დეტალს,
რამდენიც აუცილებელია ხასიათისა და გარემოს არსებითი თვისებების
დასაფიქსირებლად. ამ შემთხვევაში კი მეძავების აპათია და მოწყენილობა ზუსტადაა
გადმოცემული.
ლოტრეკის ვნება ნახატი, მღელვარი ხაზი და გამომსახველი კონტურია, მისი
თავდაპირველი „ორიენტირიც“ ხომ დეგა იყო. მკაფიო კონტურით შემოსაზღვრავს
მხატვარი ქალთა სილუეტებს, მათ სხეულს, პროფილს, სამოსს...ხაზი ძლიერი,
თავისუფალი და მოძრავია, რაც ნახატის ზედაპირს ენერგიით ავსებს. ტულუზ-
ლოტრეკი ფლობს სივრცეს, ფორმასა და ფერთან სრულ ერთიანობას ქმნის.
მელანქოლიურ განწყობას ბადებს ქალთა დაქანცული და მოფიქრალი სახეები და
დაღლილობისგან მოშვებული სხეულები.

მსუბუქი ყოფა-ქცევის საზოგადოება ყოველთვის არსებობდა პარიზში - 1890-1900


წლებამდე და მის შემდეგაც, მაგრამ ამ წლებში მან, ლოტრეკის ხელოვნების
წყალობით, ლეგენდარული ღირებულება შეიძინა. მხატვარი მხოლოდ მაყურებელი
არ ყოფილა, იგი შორიდან არ აკვირდებოდა პარიზის ღამის ცხოვრებას, მისი
განუყოფელი ნაწილი გახდა. ესწრებოდა იმ დროისთვის მთელ პარიზში
სახელგანთქმულ მოცეკვავეთა და მომღერალთა შოუებს, რომელთა წარმატება და
„ცნობადობა“ დიდწილად სწორედ ლოტრეკის შემოქმედების დამსახურება იყო.
მეგობრობდა და ბევრს საუბრობდა მათთან, სვამდა უზომოდ ...
აბსენტი - ამ პერიოდის პარიზის სიმბოლოდაც კი შეიძლება მივიჩნიოთ, ამ
საზოგადოების და ყოფის განუყოფელ ნაწილად. რაც არაერთი მხატვრის ტილოზე
ასახულა კიდეც. გავიხსენოთ კვლავ დეგა, მაგალითისთვის „აბსენტი“, სადაც იგი
ახალ საზოგადოებაში ალკოჰოლის მსხვერპლად ქცეული ქალების პრობლემას ეხება.
ლოტრეკი ალკოჰოლს, აბსენტს ძლიერ ეტანებოდა. სასმელმა დიდი გავლენა
მოახდინა მხატვრის ჯანმრთელობიაზე, ხელი შეუწყო ისედაც სუსტი
ჯანმრთელობის მქონე ლოტრეკის მეტად დაუძლურებასა და მდგომარეობის
დამძიმებას და ასევე დიდი გავლენა მოახდინა მხატვრის კოლორიტზე. ლოტრეკთან
ატმოსფერო სავსეა „აბსენტის ფერით“, ამ მწვანე სინათლეში გახვეულა მთელი
სივრცე რომლის მძიმე ჰაერი ალკოჰოლის მძაფრი სუნით გაჟღენთილა.
ჯეინ ავრილი - მისი ცეკვა პარიზის ღამის დღესასწაული იყო! იგი „მულენ-რუჟში
ცეკვავდა. სიგრძეში წაგრძელებულ სასურათე სიბრტყეს ეხმიანება ავრილის
გამხდარი და მაღალი სხეული. აქაც ვლინდება მხატვრის სიყვარული არსებულის
აბსოლუტურად სამართლიანი ასახვისკენ. მის მოქნილ სხეულს ეწინააღმდეგება
ნაღვლიანი და დაღლილი გამომეტყველება. ლოტრეკი ჭკნობაშეპარულ სილამაზეს
ასახავს, რომელიც ალკოჰოლსა და ცხოვრების წესს გაუნადგურებია. იგი არ „ინდობს“
არაფერს, თითოულ ნაკლსა და ნაოჭს, ჩამოქაჩულსა და შავ უპეებს მხატვარი
შეულამაზებლად ხატავს, თუმცა, ამავდოულად იგი ღირსეულად აფასებს ქალის
სილამაზეს, რომელიც ჯერ კიდევ შერჩენია..
ქალის მზერა უსიცოცხლოა, მისი სევდიანი თვალები გვაფიქრებინებს, რომ იგი
გამიჯნულა მის ირგვლივ შემოკრებილი საზოგადოებისგან. იგი გონებით სრულიად
სხვაგან არის და სხეულისგან განსხვავებით საერთო დღესასწაულში არ
მონაწილეობს. ეს განწყობა ხომ არც არის ლოტრეკის პერსონაჟებისთვის უცხო?!
გვახსენდება ლოტრეკის „მულენ დე ლა გალეტის“ კუთხე. „მულენ დე ლა გალეტს“
რენუარიც ხატავს, რომლისთვისაც ეს ადგილი ბედნიერებასთან, სიხარულთან და
გართობასთან ასოცირდება.. ლოტრეკი წლების შემდეგ სულ სხვა კუთხით
დაგვანახებს ამ ადგილს - სევდიანი და ფიქრიანი ადამიანებით სავსეს, რომელთაც
გამომეტყველებასა თუ პოზებზე გართობის ნიშან-წყალიც არ იკითხება.
ლოტრეკი „ჯეინ ავრილი ცეკვისას“ ძირითადად თეთრს, შავსა და მწვანეს იყენებს.
ხაზი ნერვიულია და მძაფრია, რის გამოც ფიგურა ნაკლებ მოხდენილი და ნატიფია.
მოცეკვავის სხეულს იგი „ძლიერი“ კონტურით შემოსაზღვრავს, თითქოს პირადი
ცხოვრების არ მქონე ადამიანს, ასე უქმნის პირად სივრცესო, რომლის „გარღვევა“
გარეშე პირს არ შეუძლია. ის ხომ განწირულთა მხარეს არის, მისთვის „ისინი“
ტრაგიკულები არიან და არა ამაზრზენი და საძულველი.
ამ შემთხვევაშიც ლოტრეკი, რომელიც ზეთის საღებავით უხეში, გრძელი და
მღელვარე ხაზებით ხატავს, საჭიროდ არ თვლის საღებავებით დაფაროს მთელი
სიბრტყე. მან თავისი სათქმელი უკვე თქვა, ყველაფერი გასაგები და
დამაჯერებელია... და კვლავ „სიმწვანე“ - აბსენტის მწვანე, ლოტრეკისეული მწვანე,
რომელსაც არაერთხელ იყენებს და რომელშიც გახვეულა მთელი სივრცე, კაბარის
იატაკი, კედლები, მთელი ჰაერი, ადამიანთა სახეები, განსაკუთრებით კი
მოცეკვავისა, რომლის სახესაც სმისგან ავადმყოფური იერი დასჩენია ...

ლოტრეკის წინაშე იშლებოდა პარიზის „ფსკერი“, რის შესახებაც ასე გულწრფელად


„გვესაუბრებოდა“ მხატვარი. ალკოჰოლის სმისა და ცხოვრებისთან დაღლილნი,
ლოტრეკის პერსონაჟები გონების დაკარგვამდე მისულან, თავბრუდამხვევ ქაოსში
ჩართულან, მაგრამ გონებით სხვაგან არიან და უკიდეგანო ფიქრსა და წუხილს
მისცემიან...ამიტომაც არის ასეთი ამაღელვებელი და სევდიანი ლოტრეკის
შემოქმედება. მისთვის ხომ „ეს არ ყოფილა კომფორტი გარყვნილებაში, ეს იყო
ადამიანთა მოდგმის დაცემაზე დარისხებული ზარი.“

You might also like