You are on page 1of 4

რომანტიზმი

რომანტიზმის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება, გარდა ვნებიანობისა და პრომეთეობისა,


მარტოობაა. მისთვის უცხოა სოციალური თემატიკა. რომანტიზმისთვის ადამიანი არ არის
სოციალური ცხოველი. მნიშვნელობა არ აქვს როგორია, რჩეული თუ არარჩეული, ყველა
ადამიანი მარტოა. მარტოობაა სამყაროს შეცნობის ერთადერთი ხერხი. ადამიანი ყოველთვის
იბრძვის მარტო, მეგობრების გარეშე, ან მიდის ტყეში და იქ ელოდება რაღაცას. მარტოობა
ცალკე შეგრძნებად და იდეად არც ერთ მიმდინარეობაში არ ყოფილა, იგი რომანტიზმმა
აღმოაჩინა. ეს ფორმა არის იდეალური, მიუხედავად იმისა, რომ ბედნიერება არ მოაქვს.

მეორე მნიშვნელოვანი დეტალი - პირველად მნიშვნელოვანი ხდება სამყაროს შეცნობა.


ოღონდ არა მისი იდეური, არამედ ფიზიკური აზრით. პერსონაჟები მოგზაურობენ,
მხატვრები აღარ არიან ჩაკეტილები თავიანთ სოციალურ წრეში. (ორიენტალიზმი - ხატავენ
აღმოსავლეთის სამყაროს). მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისი არის დიდი მოგზაურების
ეპოქა. გამოჩენილი ადამიანები მოგზაურობენ ადგილებში, სადაც „ცივილიზებულ“
ადამიანებს მანამდე ფეხი არ დაუდგამთ.

რომანტიზმი ღიაა სხვადასხვა სამყაროებისთვის. აქ ყველა მიღებულია კულტურული


თვალსაზრისით. არ აქვს მნიშვნელობა წარმომავლობას, კანის ფერს... ესაა უკანასკნელი
არისტოკრატიული მიმდინარეობა ხელოვნებაში. აქ ჯერ კიდევ მაღალი სოციალური ფენის
წარმომადგენლები არიან შემოქმედები (ფული იყო საჭირო).

სომხური თუ თურქული წარმოშობის უკრაინაში მცხოვრები რუსი მხატვარი აივაზოვსკი -


იგი სხვებისგან განსხვავებით ცდილობს, რაც შეიძლება მეტად მოექცეს ჩარჩოებში.

რომანტიზმისთვის აუცილებლად დამახასიათებელია პატრიოტიზმი. ყველა ქვეყანაში


შემოქმედები ეროვნების მიხედვით ახდენენ საკუთარ იდენტიფიკაციას. აწუხებთ თავიანთი
ქვეყნის ტკივილები. აივაზოვსკის თავისი ქვეყნის (?) პატრიოტია.

რომანტიზმში არსებობს 2 ჯგუფი: 1) მარინისტები (ხატავენ ზღვას) 2) პეიზაჟისტები ხატავენ


ხმელეთს.

აივაზოვსკი უფრო მეტად მარინისტია. თუმცა მანამდე შეპყრობილი იყო სამყაროს შეცნობის
იდეით. ხატავდა ეთნოგრაფიულ სურათებს.
დადიოდა ქალაქებში და ყოველგვარი
ფილოსოფიური ან სახელოვნებო შინაარსის გარეშე,
სამყაროს შეცნობის იდეით ხატავდა აღწერილობით
სურათებს. რომანტიკოსი მხატვარ-მწერლები,
მიუხედავად იმისა, რომ განადიდებენ ადამიანებს,
მათ მცირე ზომისებს ხატავენ, ბუნებას კი გაცილებით
აღმატებულს.

დაღესტნის მთები - ქვებთან შედარებითაც კი


ადამიანები პატარები არიან.
მარინისტული სურათები 2 ნაწილად განიყოფა: 1) როდესაც ნახატზე სულ მცირე ნაპირი
მაინც ჩანს, 2) როდესაც სურათი შუა ზღვაშია დახატული. პირველი, როგორც წესი, მშვიდი
ხასიათისაა, მეორე კი არც ისე.

აივაზოვსკი ხშირად არღვევს პერსპექტივის კლასიკურ კანონებს: ნავი რაც არ უნდა ახლოს
იყოს, ადამიანთა სახეები მაინც არ გამოჩნდება. და გემი ყოველთვის უფრო შთამბეჭდავი
იქნება. თუ სახეებს ლუპით შევხედავთ, ვნახავთ, რომ დიდი სიზუსტითაა დახატული. მას
არ ახასიათებს წამის დაჭერა, ხატავს გრძელვადიან ნახატებს. მისი ნახატები ხანგრძლივი
ტკბობისთვის იხატება და არა წამიერი განცვიფრებისთვის, ძალიან უყვარს ზღვა და მზე.
ნახატი სურათზე არ მთავრდება (ბაროკოს გავლენა). პატარა ეშმაკობა - მან იცის, რომ თუ
მზეს (სინათლის წყაროს) არ დაფარავს, მთლიანად გაათეთრებს და გააბუნდოვნებს ნახატს,
ამიტომ ხომალდის კორპუსი და აფრები ფარავს მზეს, რათა ადამიანები გამოჩნდნენ.

ჩაძირული ან ჩასაძირად განწირული ხომალდები


და ადამიანები - სურათი აყირავებულია და
ყველაფერი აყოლილია ტალღას. ხატავს ხოლმე
თოლიებს (თითქოს ნაპირი ახლოსაა), ნავში
მჯდომი ადამიანები განსხვავდებიან
ერთმანეთისგან. არიან 13-ნი, ამიტომ ზოგი
ადამიანი მათ ქრისტესთან და მის მოციქულებთან
აიგივებს. გვერდით ჩანს ცისარტყელა. ესეც იმის
სიმბოლოა, რომ ხსნა ახლოსაა.

მეცხრე ტალღა - ადამიანები ეჭიდებიან გემის


ანძას, რომელსაც აქვს ჯვრის ფორმა. აქ
გამოხატულია არამხოლოდ უკანასკნელ იმედს
ჩაბღაუჭებული ადამიანები (მზე უკან არის
გადარჩენის სიმბოლო), არამედ
მთლიანად კაცობრიობის ბრძოლა
გადარჩენისთვის.

ნაპოლეონი წმინდა ელენეს კუნძულზე - იყოფა


ორ ნაწილად, უკან სივრცე არის მშვიდი,
ნაპოლეონის თავზე კი ღრუბელია და ტალღები
ქვევით. ნაპოლეონი არის ადამიანური სიძლიერის
სიმბოლო. როგორ გავზომოთ რამხელაა
ნაპოლეონი? კლდესთან დაფრინავს ჩიტი,
რომელიც მალე მის გვამს შეჭამს. მაგრამ ის მაინც
ღირსეულად დგას და გასცქერის საკუთარი მზის
ჩასვლას ჰორიზონტზე. რჩეულთა შორის რჩეულს
იქ მიუჩინეს ადგილი, საიდანაც ვერასდროს ვერ
წამოვა.

ნახატის დროს პერსონაჟი უნდა აკმაყოფილებდეს სილამაზისა და ვნებიანობის ზოგად


კრიტერიუმებს - სხეული სანახევროდ უნდა იყოს დაფარული, უნდა ჰქონდეს პატარა
მკერდი და ხუჭუჭა თმა. ოქროსფერი ძვირფასი სამკაული და წითელი ფერი რომანტიზმში
ამძაფრებს ემოციას. დელაკრუას აზრით, ვნება უნდა მოდიოდეს არამხოლოდ ადამიანიდან,
არამედ სრულიად სამყაროდან. წელს ზემოთაც დაუხატა მოსახვევი. ავტორის აზრით ეს
ყველაფერი სურათში ამძაფრებს ემოციურობასა და ვნებიანობას. მას არ შეუცვლია ქალის
პოზა, მაგრამ შეცვალა სკამი. მისი მოხაზულობა თანხვდება სამოსის და შუქის ხაზის
მოხაზულობას.

დელაკრუას აინტერესებს წამის წინა წამი. როცა გადაწყვეტილია, რაღაც მოხდეს, მაგრამ ჯერ
არ მომხდარა. მას სურს, ჩვენ დაგვასრულებინოს
მოქმედებაც და ნახატიც. მისთვის მოლოდინი უფრო
მაგარია, ვიდრე დამდგარი წამი.

ეს ქალი არის გამარჯვების რომაელი ქალღმერთი და


არარეალური ადამიანი. თოფიანი კაცი დელაკრუას
ავტოპორტრეტი ეგონათ, მაგრამ ის პარიზის
მოქალაქეა, რომელიც სხვა მოქალაქეებს იარაღით
ამარაგებდა. ბავშვი იარაღით - ბევრი ბავშვი დარბოდა
ქუჩებში იარაღით. ზეცაზე ღრუბლები და კვამლი
დროშის ფერებს იმეორებს. შიშველი კაცი - ასეთი
ცხედრები ხშირი იყო 1830 წლის პარიზში. აჯანყებაში ეჭვმიტანილებს საწოლიდან
აგდებდნენ და კლავდნენ, მერე კი ქუჩაში ტოვებდნენ. მის გვერდით გდია გვარდიელი,
რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა.

ძმასთან მიწერილ წერილში ის ამბობდა, რომ ხელი მოაწერა ბარიკადებზე, რაც იმას
ნიშნავდა, რომ ისიც იქ უნდა ყოფილიყო. ამით დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.

ამერიკული რომანტიზმი

ამერიკელებმა რომანტიზმში აღმოაჩინეს სივრცე და საკუთარი სამშობლო. მათ


სჭირდებოდათ თვითიდენტიფიკაცია.

იყვნენ ჰუძონის სკოლის მხატვრები

ჩერჩი ხატავს სამყაროს გრანდიოზულობას, წარმოუდგენელი გრანდიოზულობის სივრცეს.


პირველყოფილ ბუნებას.

ამერიკელები ხატავენ თავიანთი სამშობლოს ბუნებას გრანდიოზულ ფერებში.

ინგლისელები ხატავენ ზღვას, ამერიკელები კი მდინარეებსა და ჩანჩქერებს.

რომანტიზმის დროს სხვადასხვა ქვეყნის მხატვრები ერთმანეთისაგან განირჩევიან არამარტო


ფერებით არამედ თემატიკითაც:

გერმანელები ხატავენ რელიგიურ სურათებს. გაცრეცილი ღია ფერები

ამერიკელები პატრიოტულს, მუქი წითელი ალისფერი მიწისფერი მწვანე.

ინგლისელები საზღვაო, წითელი ოქროსფერი

ფრანგები- დელაკრუა უდაბნოსფერი ყვითელი, მდოგვისფერი.

წასაკითხი:
 მერი შელი - „ფრანკენშტეინი“

You might also like