You are on page 1of 1

სამიზნე ცნება : მუსიკა

თემა : მუსიკა და თეატრი.


კლასი : VI

საკითხები: ფორმა, ჟანრი.

კომპლექსური დავალება :

მოუსმინეთ მუსიკალურ ფრაგმენტს__კიაზოს სცენა და არია ფალიაშვილის


ოპერიდან „დაისი“. წარმოადგინე ამ ფრაგმენტის სტრუქტურული სქემა.

მუსიკალური ფრაგმენტის ანალიზში ხაზგასმით წარმოაჩინე:

 რა ვოკალური ფორმებია წარმოდგენილი სქემაში;


 რა მახასიათებლებით გამოყავი სქემაში ფრაგმენტის ნაწილები;
 რა ფუნქცია აქვს ამ ნაწილებს.

პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრე:

 როგორი თანმიმდევრობით შეასრულე დავალება;


 რას გააკეთებდი განსხვავებულად დავალების თავიდან შესრულებისას?

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე სამუშაოდ:

 ყურადღებით მოუსმინე მოცემულ ნაწარმოებს.


 გაიხსენე ვოკალური მუსიკის ფორმები ( არია, არიოზო,დუეტი,ტრიო,
რეჩიტატივი,გუნდი და ა.შ.)
 ოპერის სტრუქტურული ერთეულები (მოქმედება,სურათი,სცენა)

You might also like