You are on page 1of 5

სოციალური პროექტის გეგმა -- მუსიკის გავლენა ადამიანზე

სოციალური პროექტის  ხელმძღვანელი
სახელი და გვარი თამარ კოჭლამაზაშვილი
თანამდებობა მუსიკის პედაგოგი
რაიონი სიღნაღის
სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის
სკოლა
N 1 საჯარო სკოლა
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
მუსიკის გავლენა ადამიანზე
დონე/კლასი  
დაწყებითი მე- 9 კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
1 კვირა 04. 10. 2019წ - 14. 10. 2019წ
აზროვნების ზედა დონის უნარები
დაგეგმვა, ორგანიზება, კვლევა, თანამშრომლობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.
პრობლემა/პროექტის აქტუალურობა

სიმღერა და მუსიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში. ბავშვის


დაბადებიდანვე მშობლები აბსოლუტურად ინსტინქტურად იყენებენ მუსიკას პატარას
დასამშვიდებლად. თანამედროვე ბავშვები უსმენენ მას , რაც მათი ასაკისთის პოპულარულია,
შეიძლება ეს მუსიკა უხარისხო და არაპროფესიული იყოს.
რეალურად მუსიკა უდიდეს გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე, აუმჯობესებს მის
სოციალურ უნარებს და სარგებლობა მოაქვს ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის.

ამიტომ ეს თემა საკმაოდ აქტუალურია , არგი იქნება თუ ბავშები გაიაზრებენ როგორ მუსიკას
უსმენენ და რა გავლენა შეიძლება ქონდეს მუსიკას.

პროექტის  მიზნები/ შედეგები
მოსწავლეებს განუვითარდებათ სწორი შეფასების უნარი  თუ რამდენად ღირებულია
პროფესიული სხადასხვა ჟანრის მუსიკა. შეიყვარონ იგი და განუვითარდეთ კვლევა-ძიების
უნარი,რომ მოიძიონ ძველი სიმღერები, შეინახონ და პატივი სცენ მათ.
შედეგი// მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მუსიკის გავლენების შესახებ.
პროექტის მდგრადობა
პროექტი მდგრადია, ვინაიდან იგი არსებობას გააგრძელებს შედგომი დაინტერესების გამო და
ამ კუთხით კიდევ სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას დავგეგმავთ.
თემის შინაარსი
მოსწავლეები სხვადასხვა წყაროების გამოყენებით (ლიტერატურა, ინტერნეტი), მოიძიებენ
ინფორმაციას დაახარისხებენ და გააკეთებენ პრეზენტაციას, რომელსაც წარუდგენენ ფართო
აუდიტორიას და გაავრცელებენ სოციალურ ქსელებში, რომ მოხდეს მისი პოპულარიზაცია.

პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხელისშემშლელი ფაქტორი


 უარი გამოკითხვის ჩატარების დროს
 ტექნიკური პრობლემები (ინტერნეტკავშირის გათიშვა ან არარსებობა, ელენერგიის
გათიშვა და ა.შ.

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები


პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები:
ა) წიგნიერება. თანამედროვე გაგებით, წიგნიერება არის ცვალებად კონტექსტში კითხვის, წერის
, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებ
ისა და პრობლემების მოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი მთელი 
ცხოვრების განმავლობაში იძენს;
გ) ციფრული წიგნიერება (იგივეა, რაც კომპიუტერული წიგნიერება). თანამედროვემსოფლიოში 
საკომუნიკაციო და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ წიგნიერებისცნება კიდევ უფრო 
გააფართოვა. იგი ამჟამად მოიცავს ქსელური ძიების, ტექსტებისელექტრონული დამუშავებისა 
და ტექსტური შეტყობინების პროგრამების გამოყენებისუნარსაც, რასაც მთლიანობაში ციფრულ
ი წიგნიერება ეწოდება. ინფორმაციული დასაკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს 
უწყობს შემოქმედებითი და ინოვაციურიმიდგომების გამომუშავებას მოსწავლეებში;
ი) სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციაგულის
ხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისადა  ღირებ
ულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მო
გვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილებისმიღება, შემწყნარებლო
ბა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპებისაღიარება და სხვა.
ისტ რესურსების შექმნა
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება
ციფრული მასალის შექმნისას.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
●აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალისწინებით,
ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან
მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
●გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას
შორის;
კვლევა და კომუნიკაცია
VI. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება
კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული მასალის
გასავრცელებლად და მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში (მათ შორის ონლაინ პროექტებში)
ციფრული მასალის შესაქმნელად

მუს.IX.9.
IX კლასი
მოსწავლე აცნობიერებს მუსიკის როლს საზოგადოების ცხოვრებაში.
ინდიკატორები

ახასიათებს სტილებს კულტურისა და ეპოქის  მიხედვით;


საუბრობს ხალხური მუსიკის სოციალურ დანიშნულებაზე (ყოფასთან კავშირი, კოლექტიური
შემსრულებლობა, ზეპირი გადაცემის ტრადიცია, ანონიმურობა, მუდმივი ცვალებადობა)
პროექტის მიმდინრეობა და დაგეგმილი აქტივობები: კალენდარი--

1.მოსწავლეები სხვადასხვა წყაროების გამოყენებით მოიძიებენ ნფორმაციას სხადასხვა


კვლევების შესახებ, დაახარისხებენ მათ და დააჯგუფებენ
2. ამოარჩევენ კლასიკურ ნაწარმოებებს, რომლებიც მათი აზრიტ ყველაზე მეტად მოქმედებს
ადამიანზე, როგორც დადებითად ასევე უარყოფითად.
3. შემდეგ ამ ყველა ინფორმაციას დაახარისხებენ და გააკეთებენ პრეზენტაციას, რომელსაც
წარუდგენენ სხვა კლასის მოსწალეებს.

სპეციალური საჭიროებები
● მივცემ მითითებებს სად და როგორ დაუკავშირდნენ ფოლკლორის ოსტატებს, მასალების
მოძიების, ინტერვიუს, პრეზენტაციის მომზადების პერიოდში
● მივაწვდი ინტრვიუს შაბლონებს

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
მოსწავლეები მუშაობენ
პროექტზე მუშაობის პროექტზე მუშაობის
პროექტებზე და ასრულებენ
დაწყებამდე დასრულების შემდეგ
დავალებებს

გონებრივი გამოკითხვა ● სამოქმედო ● გამოკითხვა ●პროექტის


იერიში გეგმა ● ერთობლივი შეფასების
დაკვირვების რუბრიკა
●ჯგუფური
მუშაობის ფურცელი,
თვითშეფასება პრეზენტაციები
ს მომზადება
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
პროექტის მსვლელობისას გამოვიყენებ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტს-
დაკვირვებას და სახალისო ტესტირებას დახურული შეკითხვებით.  საჭიროების
შემთხვევაში მოვახდენ ჩარევას, რათა სწორად წარიმართოს პროცესი. პროექტის
დასასრულს  მოსწავლეები შეავსებენ შეფასების კითხვარს, სადაც ისინი შეაფასებენ
პროექტის მნიშვნელობას.

საბაზისო უნარ-ჩვევები
         ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები
         ტექნიკური უნარ-ჩვევები (Microsoft Office Word, Microsoft Office PowerPoint)
         ინტერნეტ რესურსების მოძიების უნარები

1.1. პრეზენტაციის შეფასების სქემა


N კრიტერიუმები 1-3 4-5 6-7 8-10

1 საინტერესო უინტერესოა ტრაფარეტული არის მცდელობა აუდიტორიის საინტერესოდ არის მოწოდებული


შესავალი დაინტერესების

2 თემის გასაგებად ბუნდოვანია ნაწილობრივ ლოგიკურად არის აგებული, ლოგიკურად არის აგებული,
წარმოდგენა გასაგებია, წარმოდგენილი საკითხები წარმოდგენილი საკითხები
განმარტებას გასაგებია გასაგებია
მოითხოვს

3 საუბარი გაუგებრად იმეორებს ერთსა და გამართული და გასაგებია, გამართული და გასაგებია,


საუბრობს იმავეს საუბრობს დარწმუნებით საუბრობს დარწმუნებით

4 დასკვნები არ არის დასკვნები ლოგიკურია, კარგად ლოგიკურია, კარგად


გაკეთებული ულოგიკოა ჩამოყალიბებული და ჩამოყალიბებული და
ორიგინალურია ორიგინალურია

5 აუდიდიტორიას ვერ ამყარებს პერიოდულად კარგად ფლობს კომუნიკაციის კარგად ფლობს კომუნიკაციის
თან კონტაქტი კონტაქტს ცდილობს კონტაქტს უნარს უნარს

6 თვალსაჩინოების არ იყენებს იყენებს მწირად იყენებს ცხრილებს, გრაფიკებს იყენებს ცხრილებს, გრაფიკებს
გამოყენება

7 პასუხები უჭირს პასუხები არ არის ყველა კითხვას პასუხობს ყველა კითხვას პასუხობს
აუდიტორიის პასუხის გამართული
შეკითხვებზე გაცემა

რეფლექსია
თანამედროვე ბავშვებში პოპულარული გახდა უცხოური სხვადასხვა ჟანრის მუსიკები
და თითქმის არ უსმენენ ქართულ ხალხურ მუსიკას, კლასიკურს, თითქოს
გაუცხოვდნენ ხარისხიანი და გეონებიანი მუსიკის მიმართ. მოსწავლეებში მოტივაციის
და ამ თემის მიმართ ინტერესის გასაღვიძებლად მათ ვესაუბრე მუსიკის გავლენაზე.
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის 2016 წლის კვლევის თანახმად, მუსიკის
მოსმენა ტვინს განვითარებისკენ უბიძგებს. განსაკუთრებით ავითარებს ტვინის იმ
ნაწილს, რომელზეც დამოკიდებულია მეტყველების გამართულობა და კითხვის უნარის
გამომუშავება.
პროექტის მიზანი - მოსწავლეებს განუვითარდებათ სწორი შეფასების უნარი  თუ
რამდენად ღირებულია პროფესიული სხადასხვა ჟანრის მუსიკა. შეიყვარონ იგი და
განუვითარდეთ კვლევა-ძიების უნარი,რომ მოიძიონ ძველი სიმღერები, შეინახონ და
პატივი სცენ მათ.---განხორციელდა.
პროექტი მიმდინარეობდა გეგმის შესაბამისად, განსაკუთრებით საინტერეო და გამოდგა
სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერების კვლევის შედეგები,მათი ინტერესი გამოიწვია ჩემა
პრეზენდატიამ მოცარტის მუსიკაზე.
წარმატებული გამოდგა მათი პრეზენტაციები..
პროექტის მსვლელობისას გამოიკვეთა ჯგუფებში სამუშაოს გადანაწილებაში
პრობლემები, რომელზეც მიმდინარეობის დროს მოსწავლეებს მივეცი განმავითარების
შეფასება და გარკვეული მიმართულება.

პროექტული მუშობის შედგომი განვითარებისთვის ვფიქრობ ბავშვებთან ერთად, მათი


ინტერესების და უნარების მიხედვით გადანაწილდეს აქტივობები.

You might also like