You are on page 1of 39

სსიპ ქ.

რუსთავის მე-10 საჯარო სკოლის

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ლალი ხაჩიძის

პრაქტიკული კვლევა

საკვლევი თემა: მეტყველების პრობლემა ქართულ ენასა და

ლიტერატურაში დაწყებით საფეხურზე

2018-2019 სასწავლო წელი


სარჩევი:
თავი 1

1. შესავალი ----------------------------------------------------------------------------------1
2. საკვლევი საკითხის განსაზღვრა -------------------------------------------------------2
3. კვლევის მიზანი/მიზნები ---------------------------------------------------------------3
4. საკვლევი კითხვები ----------------------------------------------------------------------3

თავი 2

5. ლიტერატურის მიმოხილვა ------------------------------------------------------------3

თავი 3

6. სამიზნე ჯგუფი/ჯგუფები -------------------------------------------------------------- 9


7. კვლევის მეთოდი/მეთოდები ---------------------------------------------------------- 9
8. კვლევის შედეგების თანამიმდევრული წარმოდგენა ------------------------------- 11
9. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დასკვნა -------------------------------------- 18

თავი 4

10. დაგეგმილი ინტერვენციები ----------------------------------------------------------- 19


11. განხორციელებული ინტერვენციები -------------------------------------------------19
12. ინტერვენციების შეფასება -------------------------------------------------------------- 22
თავი 5

13. რეკომენდაციები ------------------------------------------------------------------------ 23


14. დასკვნა ---------------------------------------------------------------------------------- 23
15. დანართი 1 ------------------------------------------------------------------------------ 25
16. დანართი 2 ------------------------------------------------------------------------------ 25
17. დანართი 3 ___________________________________________________________ 31
18. დანართი 4 ____________________________________________________________ 32
19. დანართი 5 ____________________________________________________________ 33
20. დანართი 6 ____________________________________________________________ 34
21. დანართი 7 _____________________________________________________________35
თავი 1
შესავალი

ვარ ქალაქ რუსთავის სსიპ მე-10 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი. სკოლაში სწავლობს 449 მოსწავლე, მუშაობს 34 მასწავლებელი. სკოლის
მასწავლებლები ცდილობენ ფეხი აუწყონ სწავლების თანამედროვე მოთხოვნებს, რათა
გაუმკლავდნენ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც აღმოჩნდნენ. პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევა დიდ დახმარებას უწევს მასწავლებლებს იმ პრობლემების მოგვარებისას, რომლებიც
ხშირად ვლინდება პრაქტიკაში.

ჩემი კვლევა ეხება მეტყველების პრობლემას ქართულ ენასა და ლიტერატურაში


დაწყებით საფეხურზე. კვლევა ჩავატარე მე-5 ა კლასში. კლასში არის 16 მოსწავლე,
მათგანვაჟი -10 , გოგონა -6.

მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლება მეტად საპასუხისმგებლო და


საინტერესო საქმეა. 21-ე საუკუნე წიგნიერებისა და პროგრესის საუკუნეა, წიგნიერება კი
სწავლების საფუძველია. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე ყველაზე
მნიშვნელოვანი უნარები, რომლებსაც ბავშვები სკოლაში იძენენ, ზეპირმეტყველების,
კითხვისა და წერის უნარებია, ამიტომ მათი განვითარება განსაკუთრებით საზრუნავი
უნდა იყოს თითოეული მასწავლებლისათვის.
პრაქტიკოსი მასწავლებლები დამეთანხმებიან, რომ მოსწავლეთა მეტყველების
კულტურა დაბალია. ეს ფაქტი მრავალგზის არის დადასტურებული და, სწავლების
სისტემაში ბევრი მცდელობის მიუხედავად, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. მიზეზი
მრავალია: ლექსიკის სიღარიბე, ფრაზების გაუმართობა, გრამატიკული ნორმების არცოდნა,
აზრის თანამიმდევრულად, სრულყოფილად გადმოცემისათვის საჭირო საშუალებების
გაუთვალისწინებლობა და სხვა. მოსწავლეთა მეტყველების კულტურის ამაღლებას
უდიდესი როლი აკისრია სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში, ამიტომ სკოლაში დიდი
ყურადღება უნდა მიექცეს აღნიშნული პრობლემების მოგვარებას, განსაკუთრებით
დაწყებით საფეხურზე. ამისათვის მნიშვნელოვანია მუშაობის პროცესში საკუთარ
პრაქტიკაში ხარვეზების აღმოჩენა, გაანალიზება და აღმოფხვრა. მეტყველების პრობლემა,
როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისათვის, ჩემ წინაშეც წარმოიშვა.

ნაშრომში განხილულია და ნათლად არის ჩამოყალიბებული დაწყებით საფეხურზე


მეტყველების პრობლემების გამომწვევი მიზეზები ქართულ ენასა და ლიტერატურაში,
გაუმჯობესებისათვის დაგეგმილი აქტივობები და მათი მოგვარების გზებიც. წინამდებარე
კვლევა საინტერესო იქნება ყველა იმ პირისათვის, რომელთაც მეტყველების
გაუმჯობესების საკითხებზე მუშაობა სურთ. ვიმედოვნებ, რომ ეს კვლევა დიდ დახმარებას
გაუწევს მათ.

1
საკვლევი საკითხის განსაზღვრა

პიროვნების საერთო კულტურა და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები მშობლიური ენის


საფუძველზე ყალიბდება და ქმნის იმ ბაზისს, რომელსაც ეფუძნება ადამიანის თავისუფალი
განვითარების შემდგომი პროცესი. ამიტომ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების
მიზანია განუვითაროს მოზარდს სამეტყველო უნარები ( წერა, კითხვა, მოსმენა,
საუბარი), გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა, განუვითაროს
საკუთარი აზრის ლოგიკურად, თანამიმდევრობით გამოთქმისა და დამოუკიდებელი
შემოქმედებითი აზროვნების უნარი. ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის უნარ-
ჩვევების განვითარებამ ხელი უნდა შეუწყოს პიროვნების სოციალიზაციასა და წარმატებას.

ჩემს მრავალწლიან პედაგოგიურ პრაქტიკაში უამრავ პრობლემას შევხვედრივარ, მაგრამ


ყველა იმ პრობლემიდან, რომლებთანაც შეხება მქონია, ამ ეტაპზე გამოვარჩევ მეტყველების
პრობლემას. მოსწავლეებს უჭირთ საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით, ცხადად
და ლაკონიურად ჩამოყალიბება, გარკვევით, მკაფიოდ მეტყველება. არა აქვთ მდიდარი
ლექსიკური მარაგი, უჭირთ ტექსტში ასახული ემოციების ინტონაციით გამოხატვა ან მისი
გამოყენება სასვენი ნიშნების ფუნქციით.

ყველა კლასში არიან მოსწავლეები, რომლებსაც უჭირთ სწავლა, აქვთ მეტყველების


პრობლემები, დაბალია მათი მოტივაცია. მაინტერესებდა, რა იყო ამ პრობლემის გამომწვევი
მიზეზები, ამიტომ საკვლევად შევარჩიე სადამრიგებლო, მეხუთე კლასი, რომელსაც მეორე
წელია ვასწავლი და საჭიროდ მივიჩნიე, კვლევა გამეკეთებინა სწორედ მეტყველების
პრობლემებთან დაკავშირებით დაწყებით საფეხურზე, ვინაიდან, ვთვლი, რომ აღნიშნული
პრობლემების შემცირება არის მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ერთ-
ერთი წინაპირობა.

ვფიქრობ, კვლევის პროცესი საინტერესო იქნება არა მარტო მოსწავლეთათვის, არამედ


ჩემთვისაც. ამ პროცესში აღმოვაჩენ ბევრ საინტერესო საკითხს, რომლებიც შემდგომ ჩემს
პედაგოგიურ პრაქტიკაში გამომადგება. მიმაჩნია, რომ კვლევის პროცესში პრობლემის
გადასაჭრელად ჩემ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მოსაწონი და მისაღები იქნება ჩემი
კოლეგებისათვისაც, ერთგვარად დაეხმარება მათ ამგვარი პრობლემების მოსაგვარებლად
და გამოიყენებენ თავიანთ პედაგოგიურ პრაქტიკაში.

კვლევის მიზანი/ მიზნები:

მას შემდეგ, რაც შევარჩიე პრობლემა, გადავწყვიტე, განმესაზღვრა ისეთი სტრატეგიები,


რომლებიც მორგებული იქნება მოსწავლეთა ინტერესებზე, გააუმჯობესებს მეტყველებას,

2
რაც დადებითად აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე. კვლევის მიზნები შემდეგნაირად
ჩამოვაყალიბე:

1. მეხუთე კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში მეტყველების პრობლემის


მიზეზების შესწავლა, დადგენა და გამოკვლევა;
2. შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა ;
3. დაგეგმილი ინტერვენციების განხორციელდება ;
4. განხორციელებული ინტერვენციების შეფასდება;
5. შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.

საკვლევი კითხვები
მას შემდეგ, რაც განვსაზღვრე კვლევის მიზნები, გავესუბრე კლასში შემსვლელ
მასწავლებლებს. გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს აქვთ მეტყველების
პრობლემები. დავინტერესდი, რაში მდგომარეობს პრობლემა და დავსვი კვლევის მთავარი
კითხვა: რატომ უჭირთ მოსწავლეებს გამართული მეტყველება? მთავარ კითხვაზე პასუხის
გასაცემად დამეხმარა შემდეგი ქვეკითხვები:

1.რამდენად იცავს მოსწავლე მეტყველების დროს ინტონაციას?


2.რამდენად შეუძლია მოსწავლეს მოვლენათა თანამიმდევრული ჯაჭვის დაცვა?
3.რამდენად საკმარისია მოსწავლის ლექსიკური მარაგი?
4.რამდენად გამართულად შეუძლია მოსწავლეს წინადადებების აგება?
5.რამდენად არის მოსწავლე მოტივირებული?

თავი 2

ლიტერატურის მიმოხილვა

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებს ხშირად ვთხოვთ


არგუმენტირებულ მსჯელობას. ძალიან მნიშვნელოვანია სწორად იცოდნენ, თუ რა არის
არგუმენტი, დამაჯერებლად მსჯელობდნენ და ასხვავებდნენ არგუმენტის სხვადასხვა სახეს.

არგუმენტი არის საბუთი, რომელიც მოჰყავთ რამის დასამტკიცებლად, ანუ არგუმენტი


ნათელს ხდის კითხვას, თუ რატომ უნდა დავიჯეროთ, მივიღოთ ან უარვყოთ ნათქვამი.
ამავდროულად არის ის, რაც მეტ დამაჯერობლობას ანიჭებს მოსაზრებას.

არგუმენტი საჭიროა იმისთვის, რომ ვიცოდეთ რომელი მოსაზრება უფრო კარგადაა

3
დასაბუთებული და მტკიცებულებებითაა გამყარებული. ჩვენ არგუმენტებს სხვადასხვა
დასკვნების გასამყარებლად ვიყენებთ, შემდეგ კი ვაფასებთ ნამდვილად ამყარებს ჩვენი
არგუმენტი ამ დასკვნას თუ არა.

არგუმენტი მოსაზრების თუ რწმენის გასამყარებლად მოცემული მტკიცებულებაა.იგი არ


გულისხმობს მხოლოდ გარკვეული აზრების გამოხატვას, არამედ მოითხოვს მოსაზრების
დასაბუთებას.

მაგალითად : ბავშვის ცემა. ეს არ არის არგუმენტი, რადგან აქ მხოლოდ გარკვეული


მოსაზრებაა წარმოდგენილი. არგუმენტი მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც ამ მოსაზრების
გასამყარებლად გარკვეულ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ
, როდესაც დავასაბუთებთ მოსაზრებას, რომ ბავშვის ცემა დანაშაულია.

როგორც ვხედავთ არგუმენტის ამოცნობა მნიშვნელოვანია.

როგორია კარგი არგუმენტი? კარგი არგუმენტი გამართულია, როგორც ფორმით, ასევე


შინაარსით.იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს : 1. ვალიდურია;2.დედუქციურად
ძლიერი არგუმენტია; 3. სწორი წინაპირობები აქვს; 4. არგუმენტის წინაპირობები და დასკვნა
ერთმანეთს არ იმეორებს; 5. წინაპირობები დამაჯერებელია და დასკვნისთვის
რეველანტურია.

ვალიდური არგუმენტი გულისხმობს, რომ არგუმენტის ფორმა გამართულია. არგუმენტის


ფორმას სწავლობს ლოგიკა. ლოგიკური არგუმენტი ვალიდური არგუმენტია.

დედუქციური არგუმენტი ვალიდურია იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ლოგიკური ფორმა

არგუმენტირებული მსჯელობა საჭიროა ესეს, წაკითხულის გააზრებისას, საკუთარი


მოსაზრებების ზეპირად თუ წერილობით ჩამოყალიბების დროს. ყველა ამ მიმართულებით,
ყოველდღიური მუშაობაა საჭირო, რათა ეს უნარი ჩამოუყალიბდეს მოსწავლეს.

უპირველესად კარგად უნდა გავიაზროთ სამსჯელო თეზისი, კარგად განვაცხადოთ


საკუთარი პოზიცია . არგუმენტს სასურველია ახლდეს მაგალითი (დემონსტრაცია) ,
რომელიც კიდევ უფრო ცხადს გახდის პოზიციის სისწორეს. ასევე მნიშვნელოვანია
არგუმენტირებული მსჯელობის შემდეგ, დასკვნა, ლოგიკური კავშირი.

არგუმენტის სხვადსხვა სახე არსებობს.ზოგჯერ საკუთარი ნათქვამის დასასაბუთებლად


ვიყენებთ ფაქტებს, არსებულ ფაქტობრივ მონაცემებს. სტატისტიკას, მეცნიერებას,
აქსიომებს, ანუ იმას, რაც უკვე დამტკიცებულია.

არგუმენტებად შეიძლება გამოვიყენოთ აფორიზმები,ბიოგრაფიები, გამონათქვამები,

4
ანდაზები, ეპიზოდები წკითხული წიგნებიდან, პუბლიცისტური წერილები. აქ
აუცილებელია წყაროს მითითება.

მსჯელობის პროცესში საფრთხილოა სტატიკური მონაცემების და ციფრების მოშველიება.


არ უნდა გამოვიყენოთ ზოგადი ფორმები: ,,50%“, ,,ნახევარზე მეტი“, ,,ყველა“, ,,არავინ“. თუ
ზუსტად გვახსოვს კვლევის შედეგები, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დავიმოწმოთ.

იმისათვის,რომ არგუმენტი დამაჯერებელი და ,,წონიანი“ იყოს, მნიშვნელოვანია მარტივად,


ნათლად და მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ სათქმელი, რადგან არგუმენტს პირდაპირი
მნიშვნელობა აქვს დასმულ სამსჯელო საკითხთან, ასევე მოვიშველიოთ ზუსტი ფაქტობრივი
მონაცემები, ეფექტიანი არგუმენტი ზუსტ ფაქტს ეყრდნობა.

მსჯელობისას სხვათა დარწმუნებისას მხოლოდ საუბარი არაა მთავარი, ან მხოლოდ ცოდნა


და განათლება. ,,მართალია ცოდნა აუცილებელია ადამიანისთვის,მაგრამ ჭეშმარიტი ცოდნა
და კვლევა არ გულისხმობს გონების მიერ ფიქსირებულ ფაქტთა უბრალო ჯამს, ,,თორემ,
როგორც ჰერაკლიტე იტყოდა, - ჰესიოდემაც ბევრი იცოდა, მაგრამ ვერ დაამტკიცა, რომ დღე
და ღამე ერთია.“ შესაბამისად, ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისას საჭიროა ლოგიკური
აზროვნება და დასაბუთება, რომელიც უკვე დარწმუნებაა.

ლოგიკური აზროვნების უმნიშვნელოვანესი პროცესიც სწორედ არგუმენტის შექმნაა.


არგუმენტს მივყავართ ლოგიკურ აზროვნებამდე. ასეთი არგუმენტირებული მსჯელო -ბით,
საშულება გვეძლევა აუდიტორიამ ყურდღებით მოგვისმინოს. მარტივად რომ ვთქვათ , სადაც
არის კარგი არგუმენტაცია - იქ უდავოდ კარგი ლოგიკაცაა და, პირიქით.

ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით ისეთ ადამიანებს, რომელთაც მრავალფეროვანი


საშუალებები გააჩნიათ თავიანთი პოზიციების დსამტკიცებლად. მათი გამომხატველობითი
საშუალებები ემოციურ ზემოქმედებას ახდენენ მსმენელზე, ხოლო ზოგნი მოკლებულნი
არიან მრავალფეროვნებას და ვერც თავიანთი შეხედულებების რეალიზებას ახდენენ.

ინტონაციის ცვლილება მეტყველებას აცოცხლებს, მსმენელს გრძნობებს უღვიძებს და


კონკრეტული მოქმედებისკენ აღძრავს. მონოტორულად თუ ილაპარაკებ , ისეთი
შთაბეჭდილება შეიქმნება, რომ თავად არ გაინტერესებს მსჯელობის საგანი.

აზრობრივ მახვილს თუ გამოიყენებ, მსმენელი შენი სიტყვებიდან უფრო ადვილად


გამოიტანს აზრს. ამასთან ერთად ხმის სიმაღლეს , ლაპარაკის ტემპსა და ტონსაც თუ
შეცვლი, გაცილებით დიდი სიამოვნებით მოგისმენს. გარდა ამისა, ინტონაციის ცვლილებით
განსახილველი საკითხისადმი შენს დამოკიდბულებას ცხადყოფ. შენი დამოკიდებულება კი
გავლენას მოახდენს მსმენელის დამოკიდებულებაზე, ნებისმიერ შემთხვევაში, სცენიდან
ელაპარაკები მას თუ ქადაგებისას პირადად ესაუბრები.

5
ადამიანის ხმა უდიდესი შესაძლებლობის მქონე საოცარი ინსტრუმენტია. თუ ამ
ინსტრუმენტს სწორად გამოვიყენებთ, გამოვაცოცხლებთ მოხსენებას, მსმენელის გულამდე
მივიტანთ მასალას, გრძნობებს გავუღვიძებთ და კონკრეტული მოქმედებისკენ აღვძრავთ მას.
მაგრამ ამისათვის საკმარისი არ არის , ჩანაწერებში ჩავინიშნოთ, სად უნდა შევცვალოთ ხმის
სიმაღლე, ტემპი თუ ტონი. ასეთი ნიშნების მიხედვით ინტონაციის ცვლილება არაბუნებრივი
იქნება და მოხსენება, იმის მაგივრად , რომ გამომაცოცხლებელი იყოს, რთული მოსასმენი
გახდება. ინტონაცია მაშინ არის სათანადო, როდესაც გულიდან მომდინარეობს.

ხმის სიმაღლის ცვლილება ასევე ძალიან მიშვნელოვანია მეტყველების დროს. წარმოთქმის


გამრავალფეროვნების ერთ-ერთი საშუალებაა ხმის სიმაღლის ცვლილება, მაგრამ ეს არ
ნიშნავს ხმის პერიოდულად, ერთი და იმავე შუალედით აწევასა და დაწევას. ასეთი
მეტყველება არათუ ერთფეროვანი იქნება, არამედ ნათქვამის აზრსაც დაამახინჯებს. თუ
მეტყველების დროს ძალიან ხშირად აუწევ ხმას, მსმენელს არასასიამოვნო გრძნობა დარჩება.
მიზნის მიღწევაში ხმის უადგილოდ აწევა შეგიშლის ხელს.

სათანადო ხმის დაწევა მსმენელს ინტერესს აღუძრავს, მაგრამ შემდეგ ისევ შემართებით
უნდა განაგრძო ლაპარაკი. ყოველთვის ხმადაბლა ლაპარაკი დამაჯერებლობას დააკლებს
აზრს.

თუ გვინდა , რომ მსმენელმა დაიმახსოვროს ჩვენი საუბარი , აუჩქარებლად უნდა


წარმოვთქვათ სიტყვები. ტემპის ცვლა ძალიან უჭირს დამწყებ მომხსენებელს. მთელ
მასალას ხშირად ერთი და იმავე ტემპით გადმოსცემენ. ესეც ძალიან წამგებიანია
მომხსენებელთათვის. ტემპი უნდა ცვალო იმისდა მიხედვით, თუ რას ამბობ, რა გრძნობის
გამოხატვა გინდა. ინტონაციაზე ფიქრი მასალის მომზადებისას უნდა დავიწყოთ.
მსმენელთა დაჯერებითვის საკმარისი არ არის მხოლოდ ობიქტური ჭეშმარიტების ჩვენება,
არამედ საჭიროა მისი ოსტატური გამოხტვა. ამაში ,,ცოცხალი“ სიტყვა გვეხმარება. სიტყვა
უნდა იყოს , რაც შეიძლება დამაჯერებელი, დასამახსოვრებელი. რაოდენ დამარწმუნებელიც
უნდა იყოს სიტყვა, თუ ის მოკლებულია ოსტატურ შესრულებას, მსმენელისა და
მაყურებლისათვის ბუნდოვანი და გაუგებარი რჩება. ოსტატური შესრულება კი, თავის
მხრივ, მოითხოვს მახვილი და ჭეშმარიტი აზრის ინტონაციური მრავალფეროვნებით
მიწოდებას, შესაფერის მიმიკასა და ჟესტიკულაციას.

მსმენელი ძალდატანების გარეშე უნდა მიხვდეს მეტყველების შინაარსს. მეტყველების


კულტურაში დიდი მნიშვნელობა აქვს ინტონაციურ სიმდიდრეს.

ორატორის ოსტატობის აუცილებელი თვისებებია: ენის სიწმინდე, მსჯელობის სიცხადე


და ლოგიკურობა, ენერგიულად გამომხატველი ინტონაცია, ემოციურობა მოწესრიგებული
მეტყველების ტექნიკა.

6
მეტყველების აზრის ლოგიკური გმოხატვისა და ინტონაციური გამომსახველობის
საშუალებებია: პაუზა, მელოდია, ხმის ტონის მოძრაობა, ამაღლება, დადაბლება, დინამიკა,
ხმის გაძლიერება, შესუსტება, რიტმი, ტემბრი, მეტყველების სიჩქარის ხა- რისხი.

წინადადებაში სიტყვათა სწორი გააზრებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ინტონაციურ


მონახაზს აზრის მთლიანობის შესაბამისად. ინტონაციის საშუალებით შესაძლებელია უხეში
შინაარსისა და მნიშვნელობის სიტყვა მოფერებით აჟღერდეს, უმნიშვნელო სიტყვა
მნიშვნელოვნად იქცეს.

კითხვის სწავლების 5 კომპონენტიდან ერთ-ერთი ლექსიკური მარაგის შევსებაა.

ნებისმიერი საგნის სწავლებისას კომპონენტებს შორის დიდი მნიშვნელობა აქვს საგნისთვის


დამახასიათებელი სპეციალური ლექსიკური ერთეულების სწავლებას. კითხვის სწავლების
კომპონენტებს შორის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი
მნიშვნელობა ენიჭება ,,სიტყვის განმტკიცებისაკენ“ მიმართულ სწავლებას , რომლის დროსაც
მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს სიტყვის ფორმაზე, მნიშვნელობასა და კონტექსტში
მის გამოყენებაზე, რათა მოსწავლეებს გაუმდიდროს სიტყვათა მარაგი.

სიტყვათა მარაგის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეებს შეუძლია სიტყვათა


მნიშვნელობის ზუსტი განსაზღვრა. ეს არის უნარი, რომელსაც ადამიანების უმეტესობა
მათთვის საინტერესო სიტყვების შეზღუდულ რაოდენობასთან მუშაობისას ამჟღავნებს.
სიტყვათა მარაგის ზრდა გონებრივ ლექსიკონში მხოლოდ ახალი სიტყვების დამატებას არ
ნიშნავს, არამედ ეს იმ ცოდნის დახვეწა და გაღრმავებაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს
ფართო მნიშვნელობით და კონტექსტის შესაბამისად გამოვიყენოთ სიტყვა.

ზოგადად, ახალი სიტყვისა და ახალი ცნების შესწავლა ერთდროულად ხდება. ის


გულისხმობს მოსწავლეებისაგან ახალი ცნებების უკვე ნაცნობი სიტყვების გამოყენებით
შესწავლასა და ასევე ახალ სიტყვებს, რომლებიც უკვე ნაცნობი ცნებებია, ამიტომაა, რომ
სიტყვასთან დაკავშირებული ტერმინების ცოდნა სიტყვის ცოდნის ახალ ასპექტს
მიეკუთვნება. სწავლება მაშინ მიმდინარეობს წარმატებულად, როდესაც ცნებისა და
სიტყვის სწავლება მისი მრავალი გამოვლინებით ხდება.

სიტყვათა მარაგის შეძენაზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიების გამოყენებისას


გაკვეთილები ხალისიანად და ნაყოფიერად მიმდინარეობს, მასწავლებლებს უადვილებათ
დასახული მიზნების მიღწევა და მაღლდება მოსწავლეთა ცოდნის დონე. ამიტომ, მათი
გამოყენება სასკოლო პრაქტიკაში სასურველი და მიზანშეწონილია.

,,უბადრუკი მეტყველება, უბადრუკი აზროვნების ნიშანია“ ,_წერდა ლევ ტოლსტოი. ბოლო


პერიოდში ხშირად საუბრობენ, რომ თანამედროვე ბავშვებს უჭირთ აზრის სათანადოდ

7
გადმოცემა, მოყოლა, შეცდომების გარეშე საუბარი, იმაზე , რომ მათ სიტყვების მარაგი არ
აქვთ. ეს ყველაფერი, გარდა უწიგნურობისა, სიტყვიერი ურთიერთობებისა და კომპიუტერზე
მიჯაჭვულობის შედეგიციაა. არადა სიტყვიერი მარაგი მნიშვნელოვანია სკოლაშიცა და
ცხოვრებაშიც. ხშირად კარიერული წინსვლა, ადამიანთა კეთილგანწყობა, ავტორიტეტის
გამყარება მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის ორატორულ ნიჭს. ლექსიკური მარაგის
გამდიდრებაზე კი ბავშვობიდანვე უნდა ვიზრუნოთ.

მეცნიერთა აზრით, სიტყვათა მარაგის შესავსებად კარგი საშუალებაა კლასიკური პოეზია


და პროზა, სალაპარაკო ენის გასამდიდრებლად კი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ
კლასიკა. ასევე რეკომენდებულია ლექსების დაზეპირება, ენციკლოპედიის შეთვისება და
კროსვორდის ამოხსნა.

ბავშვს რომ ლექსიკური მარაგი გავუმდიდროთ, გამუდმებით უნდა ესაუბრონ მშობლები.


ის ახალ სიტყვებს სხვების მოსმენით ისწავლის. ხშირად უნდა მოაყოლონ მშობლებმა
შვილებს ამბები, თუ რა მოხდა დღეს, სთხოვონ, დეტალურად გადმოსცენ ესა თუ ის ამბავი.
ყველა მოვლენას მშობლებმა უნდა მიუძღვნან პატარ-პატარა საუბრები. მასწავლებელი როცა
შეძლებს და თანდათან შეასწავლის მოსწავლეს მისთვის უცხო სიტყვებს, რომ არ დაავიწყდეს,
ხშირად უნდა ამეორებინოს, ასევე ეცადოს გამოაყენებინოს საგაკვეთილო პროცესში ან
შეადგენიონოს პატარა თხზულება, რომელშიც საჭირო იქნება ახალშესწავლილი სიტყვების
ხმარება. მოსწავლეებს ასევე უნდა ვთხოვოთ ,რომ სხვადსხვა წიგნიდან,ინტერნეტსაიტიდან
ელ-ფოსტაზე, გამოუგზავნონ მასწავლებელს თუნდაც ერთი სიტყვა. ასე უფრო ადვილად
დაიმახსოვრებენ და პროცესიც დააინტერესებთ.

სასწავლო- საგანმანათლებლო პროექტებისა თუ რესურსების დიდი ნაწილი მიმართულია


მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრებისაკენ. ეს სწავლების ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი მიზანია.

კარგ ამბავს ვყვებით? ამისთვის ქართულ ენას შესაბამისი ემოციური კონტექსტის


სიტყვები მრავლად აქვს. წუხილს ვუზიარებთ სხვას, მრისხანების, ბრაზის გამოხატვას
ვცდილობთ, საამისო ლექსიკაც მრავლადაა ჩვენს ენაში. მოსწვლეებს არ უნდა უჭირდეთ
მათი მოკვლევა და გამოყენება. არ არის რთული დავალებების მიცემა, პირიქით, უნდა
ვეცადოთ, ლექსიკის სიმწირის აღმოსაფხვრელად გამოვიყენოთ სახალისო დავალებები.

8
თავი 3

სამიზნე ჯგუფები//ჯგუფები
რადგან კვლევისათვის შეირჩა V ა კლასი, რომელშიც არის 16 მოსწავლე, ამიტომ

მოსწავლეთა რაოდენობა სამიზნე ჯგუფში იქნება 16, მშობელიც, შესაბამისად _16. ვინაიდან
კვლევა მიმდინარეობს დაწყებით საფეხურზე, ამიტომ სამიზნე ჯგუფად შევარჩიე ის
მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას აღნიშნულ
საფეხურზე, სამიზნე ჯგუფში იქნება 8 მასწავლებელი (ჩემ გარდა).

➢ მოსწავლე _16
➢ მშობელი _16
➢ მასწავლებელი_8

კვლევის მეთოდი// მეთოდები


ჩემი კვლევის მთვარი კითხვაა _ რატომ უჭირთ მოსწავლეებს გამართული
მეტყველება. გამომწვევი მიზეზების დასადგენად კვლევისათვის გამოვიყენე როგორც
რაოდენობრივი, ისე თვისობრივი მეთოდები. ამ მეთოდების საშუალებით სამიზნე
ჯგუფებიდან ავიღე საჭირო ინფორმაცია. კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით
მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე:

➢ ტესტი
➢ ანკეტირება
➢ ფოკუსჯუფი
➢ დაკვირვება

1. ტესტირება

ტესტირება ჩატარდა V ა კლასში. კლასში არის 16 მოსწავლე, ტესტირებას დაესწრო 13


მოსწავლე და დაეთმო 50 წუთი. მოსწავლეებს წინასწარ ავუხსენი ტესტირების საჭიროება,
განვუსაზღვრე დრო, განვუმარტე, რომ შედეგები არ აისახება მათ შეფასებაზე, ტარდება
მათი კვლევისათვის და ანონიმურია, რათა არ მოერიდონ შეცდომების დაშვებას, წერონ
თამამად. (დანართი 1)

ტესტი შედგება-- 8 საკითხისაგან, (როგორც დახურული, ისე ღია შეკითხვებით _ სულ 60


ქულა).

1. ტესტის 1-ლი საკითხის პირობა მოითხოვდა დაკარგული სასვენი ნიშნების თავის


ადგილზე დაბრუნებას _ სულ 10. მოსწავლეს სწორად ჩაეთვალა 5-6 სწორი პასუხი;
2. ტესტის მე-2 და მე-3 საკითხებში მოსწავლეებს უნდა მოეძებნათ სინონიმებისა და
9
ანტონიმებისათვის შესაფერისი ცალები_6-6. მოსწავლეს სწორად ჩაეთვალა 4-5 პასუხი ;

3. ტესტის მე-4 საკითხი ითვალისწინებდა დაეკავშირებინათ ფრაზები თავის


მნიშვნელობასთან_სულ7, მოსწავლეს სწორად ჩაეთვალა 5-6 პასუხი ;
4. ტესტის მე-5 საკითხში უნდა განემარტათ ლექსიკური ერთეულები _სულ 4.
მოსწავლეს სწორად ჩაეთვალა 3 პასუხი ;
5. ტესტის მე-6 საკითხში საჭირო იყო წინადადებები ისეთი თანამიმდევრობით
დაენომრათ, რომ ამბავი მიეღოთ _ სულ 7 წინადადება. მოსწავლეს სწორად ჩაეთვალა
6 პასუხი ;
6. ტესტის მე-7 საკითხის მიხედვით, მოსწავლეებს უნდა გაესწორებინათ წინადადებებში
დაშვებული შეცდომები (ბრუნვის ფორმების დარღვევები, ხარვეზები სახელისა და
ზმნის რიცხვში შეთანხმებასა და სიმრავლის გამომხატველ ზმნებში) _ სულ 6.
მოსწავლეს სწორად ჩაეთვალა 4-5 პასუხი ;
7. ტესტის მე-8 საკითხი ითხოვდა ტექსტის გააზრებას (პერსონაჟების გარკვეული
თანამიმდევრობით დალაგება, მათი მოქმედების მოტივის შეფასება და
დამახასიათებელი ადგილების ამოწერა, ნაწარმოების მთავარი სათქმელის ამოცნობა,
ნაცვალსახელების ჩასმა, სწორი ფრაზის ამოცნობა, სიმრავლის აღნიშვნა რიცხვში
მონაცვლე ზმნებით და პრსონაჟების შედარება ვენის დიაგრამის საშუალებით__
(სულ 8 საკითხი_აქედან, 3 დახურული შეკითხვა, 5 კი_ ღია_ სულ 15 ქულა).
მოსწავლეს სწორად ჩაეთვალა 10 -11 პასუხი ;

2. ანკეტირება (მოსწავლე)

ანკეტირება ჩატარდა V ა კლასში. კლასში არის 16 მოსწავლე, ანკეტირებას დაესწრო --16


მოსწავლე, დაეთმო 15 წუთი.
ანკეტა შეიცავს დახურული ტიპის 15 შეკითხვას (დანართი 2). მოსწავლეებს წინასწარ
ავუხსენი ანკეტირების საჭიროება, განვუსაზღვრე დრო. გამოკითხვა ჩავატარე ანონიმურად,
რათა მოსწავლეები უფრო მეტად გულწრფელები ყოფილიყვნენ. ერთ მოსწავლეს ვთხოვე,
აეგროვებინა ტესტები.

3. ანკეტირება (მშობელი)
ანკეტირება ჩატარდა V ა კლასში. კლასში არის 16 მოსწავლე. ანკეტირებაში მონაწილეობა
მიიღო ყველა მშობელმა.
დავურეკე მშობლებს, ავუხსენი, რომ ანკეტა შეიცავს დახურული ტიპის 10 შეკითხვას
(დანართი 3). ანკეტირება საჭიროა კვლევისათვის. მოსწავლეებს გავატანე ანკეტები, მეორე
დღეს მათ მოიტანეს შევსებული ანკეტები და დამახვედრეს მაგიდაზე.

4. ფოკუსჯგუფი (მასწავლებლები)
ინტერვიუ ჩავატარე 8 მასწავლებელთან, აქედან, ორი იყო ქართული ენისა და
10
ლიტერატურის კათედრის წევრი, ექვსი კი_ დაწყებითი კლასების.შეკითხვების
რაოდენობა, რომლებიც წინასწარ შევიმუშავე, იყო 6 (დანართი 4), ინტერვიუს პროცესი
ჩავწერე აუდიოვარიანტით, შემდგომ დავამუშავე საბოლოო აზრის გამოსატანად

5.დაკვირვება
მას შემდგომ, რაც დავგეგმე შესაბამისი ინტერვენციები და დავიწყე მათი განხორციელება,
პარალელურად ვაკვირდებოდი პროცესს. ყველა გაკვეთილზე ვაკვირდებოდი 4 მოსწავლეს
და დაკვირვების შედეგებს ვინიშნავდი ჩემ მიერ წინასწარ შემუშავებულ დაკვირვების
ცხრილში.

კვლევის შედეგების თანამიმდევრული წარმოდგენა

ტესტი მოსწავლე

1. ტესტის პირველ დავალებას_ დაკარგული სასვენი ნიშნების დაბრუნება თავის


ადგილზე _ 13 მოსწავლიდან 7-მა მოსწავლემ, 54 -%-მა, უპასუხა სწორად, 6-მა მოსწავლემ
კი, 46 %-მა _არასწორად.

2. ტესტის მეორე შეკითხვაზე _ მოუძებნეთ სიტყვებს შესაფერისი სინონიმები_6-მა


მოსწავლემ, 46%-მა, უპასუხა სწორად, 7-მა მოსწავლემ კი, 54%-მა _არასწორად.

3. ტესტის მესამე შეკითხვაზე _ მოუძებნეთ სიტყვებს შესაფერისი ანტონიმები_6-მა


მოსწავლემ, 46 %-მა, უპასუხა სწორად, 7-მა მოსწავლემ კი, 54 %-მა _არასწორად.

4. ტესტის მეოთხე შეკითხვაზე _ დააკავშირეთ ფრაზები თავის მნიშვნელობასთან_ 9


მოსწავლემ, 69 %-მა, უპასუხა სწორად, 4-მა მოსწავლემ კი, 31 %-მა _არასწორად.

5. ტესტის მეხუთე შეკითხვაზე _ განმარტეთ ლექსიკური ერთეულები _ 3-მა მოსწავლემ, 8


%-მა, უპასუხა სწორად, 12-მა მოსწავლემ კი, 77 %-მა _არასწორად.

6. ტესტის მეექვსე შეკითხვაზე _ წინადადებების თანამიმდევრობით დაწყობა _ 3-მა


მოსწავლემ, 23%-მა, უპასუხა სწორად, 10-მა მოსწავლემ კი, 77 %-მა _არასწორად.

7. ტესტის მეშვიდე შეკითხვაზე _ გაასწორეთ წინადადებებში დაშვებული შეცდომები_ 10-


მა მოსწავლემ, 77 %-მა, უპასუხა სწორად, 3-მა მოსწავლემ კი, 23 %-მა _არასწორად.

8. ტესტის მერვე საკითხის შეკითხვებს _ ტექსტის გააზრება_ 5-მა მოსწავლემ, 38%-მა,


უპასუხა სწორად, 8 მოსწავლემ კი, 62 %-მა _არასწორად.

11
ტესტის ცხრილი
მოსწავ- 1 2 3 4 5 6 7 8

ლე
კითხვა
სწორი 7 6 6 9 1 3 10 5

54%
46% 46% 69% 8% 23% 77% 38%
არასწორი 6 7 7 4 12 10 3 8

46%
54% 54% 31% 92% 77% 23% 62%

ანკეტირება მოსწავლე (დანართი 5)

1. ანკეტირების პირველ შეკითხვაზე_ საშინაო დავალების შესრულებას იწყებ თუ არა


ქართულით? _ მოსწავლეთა 19 %-მა, 3-მა მოსწავლემ, უპასუხა _,,ყოველთვის“, 69 %-
მა, 11-მა მოსწავლემ _ ,,ზოგჯერ“ , 12%-მა, 2-მა _ ,,არასდროს“.
2. ანკეტირების მეორე შეკითხვაზე_ სიამოვნებით ასრულებ თუ არა საშინაო დავალებას
ქართულში?_მოსწავლეთა 38%-მა, 6-მა , უპასუხა _,,ყოველთვის“, 50%-მა, 8
მოსწავლემ _ ,,ზოგჯერ“ , 12 %-მა, 2-მა _ ,,არასდროს“.
3. ანკეტირების მესამე შეკითხვაზე_ ხალისით ასრულებ თუ არა საშინაო დავალებას
ქართულში?_ მოსწავლეთა 31%-მა, 5-მა, უპასუხა _,,ყოველთვის“, 44-%-მა, 7-მა _
,,ზოგჯერ“ , 25%-მა, 4-მა _ ,,არასდროს“.
4. ანკეტირების მეოთხე შეკითხვაზე _ მოცემულ დავალებას ასრულებ იმიტომ, რომ არ
დაიმსახურო შენიშვნა მასწავლებლისგან?_მოსწავლეთა 38%-მა, 6-მა, უპასუხა
_,,ყოველთვის“, 38 %-მა, 6-მა_ ,,ზოგჯერ“ , 24 %-მა, 4-მა _ ,,არასდროს“.
5. ანკეტირების მეხუთე შეკითხვაზე _ სწავლობ იმიტომ, რომ მშობლისგან ელოდები
ჯილდოს (შექებას, საჩუქარს და სხვ.)?_მოსწავლეთა 25%-მა, 4-მა, უპასუხა
_,,ყოველთვის“, -31%-მა, 5-მა, _ ,,ზოგჯერ“ , 44%-მა, 7-მა, _ ,,არასდროს“.
6. ანკეტირების მეექვსე შეკითხვაზე მოცემული დავალებებაზე მუშაობის დროს
კმაყოფილდები სახელმძღვანელოში არსებული მასალით თუ დამატებით მოიძიებ?
_მოსწავლეთა 19%-მა, 3-მა, უპასუხა _,,ყოველთვის“, 69%-მა, 11-მა, _ ,,ზოგჯერ“ ,
12%-მა, 2-მა,_ ,,არასდროს“.
7. ანკეტირების მეშვიდე შეკითხვაზე _საგაკვეთილო პროცესის დროს წამოჭრილი
პრობლემის გარშემო გამოთქვამ საკუთარ აზრს?_ მოსწავლეთა 13%-მა, 2-მა, უპასუხა
_,,ყოველთვის“, 31%-მა, 13-მა, _ ,,ზოგჯერ“ , 6 %-მა, 1-მა_ ,,არასდროს“.
8. ანკეტირების მერვე შეკითხვაზე _ საგაკვეთილო პროცესის დროს შენთვის გაუგებარი
საკითხების ირგვლივ სვამ შეკითხვებს?_ მოსწავლეთა 38%-მა, 6-მა, უპასუხა
12
_,,ყოველთვის“, 44 %-მა, 7-მა, _ ,,ზოგჯერ“ , 18%-მა, 3-მა, _ ,,არასდროს“.
9. ანკეტირების მეცხრე შეკითხვაზე _ შეგიძლია შენი აზრის დასაბუთებისათვის
საკმარისი არგუმენტების მოყვანა?- მოსწავლეთა 44%-მა, 7-მა, უპასუხა
_,,ყოველთვის“, 56 %-მა, 9-მოსწავლემ_ ,,ზოგჯერ“ , 0 %-მა_ ,,არასდროს“.
10. ანკეტირების მეათე შეკითხვაზე _საშინაო დავალების შესრულებას იწყებ საკუთარი
ინიციატივით, თუ გჭირდება ვინმეს მითითება?_ მოსწავლეთა 18%-მა, 3-მა, უპასუხა
_,,ყოველთვის“, 38 %-მა, 6-მა, _ ,,ზოგჯერ“ , 44%-მა, 7-მა _ ,,არასდროს“.
11. ანკეტირების მეთერთმეტე შეკითხვაზე, თუ მოცემულ მომენტში ვერ ასრულებ
დავალებას, მიუბრუნდები თუ არა მასზე მუშაობას გარკვეული დროის
შემდეგ?_მოსწავლეთა 56%-მა,9 მოსწავლემ, უპასუხა _,,ყოველთვის“, 38 %-მა, 6-მა_
,,ზოგჯერ“ , 6%-მა, 1-მა, _ ,,არასდროს“.
12. ანკეტირების მეთორმეტე შეკითხვაზე _ჯგუფური მუშაობის დროს გაქვს თუ არა
სურვილი, იყო პრეზენტატორი? _მოსწავლეთა 31%-მა, 5-მა, უპასუხა _,,ყოველთვის“,
50 %-მა, 8 მოსწავლემ, _ ,,ზოგჯერ“ , 19%-მა, 3-მა, _ ,,არასდროს“.
13. ანკეტირების მეცამეტე შეკითხვაზე_ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს
პასუხობ საკუთარი ინიციატივით თუ მასწავლებლის მითითებით?_მოსწავლეთა 6%-
მა, ერთმა მოსწავლემ, უპასუხა _,,ყოველთვის“, 75%-მა, 12-მა, _ ,,ზოგჯერ“ , 19%-მა,
3-მა, _ ,,არასდროს“.
14. ანკეტირებისმეთოთხმეტე შეკითხვაზე _მოცემულ დავალებას დამოუკიდებლად
ართმევ თავს თუ გჭირდება მითითებები?_მოსწავლეთა 13%-მა, 2-მა, უპასუხა
_,,ყოველთვის“, 62 %-მა,10-მა, _ ,,ზოგჯერ“ , 25 %-მა, 4-მა _ ,,არასდროს“.
15. ანკეტირების მეთხუთხმეტე შეკითხვაზე _ ასწრებ თუ არა მასწავლებლის მიერ
დაწესებულ დროის ფარგლებში დავალების შესრულებას?_მოსწავლეთა 50%-მა, 8
მოსწავლემ უპასუხა _,,ყოველთვის“, 44 %-მა, 7-მა, _ ,,ზოგჯერ“ , 6 %-მა, ერთმა
მოსწავლემ_ ,,არასდროს“.

13
მოსწავ- I II III IV V VI VII VIII IX X XI XII XIII XIV XV
ლე

კითხვა
ყოველთვის 3 6 5 6 4 3 22 6 7 3 9 5 1 2 8

19% 38% 31% 38% 25% 19% 13% 38% 44% 18% 56% 31% 6 13% 50%

ზოგჯერ 8/ 7 6 5 11 13 7 9 6 6 8 12 10 7
11 50%

69% 44% 38% 31% 69% 31% 44% 56% 38% 38% 51% 75% 62 44%

არასდროს 2 2 4 4 7 2 1 3 0 7 1 3 3 4 1

12% 12% 25% %24 44% 12% 6% 18% 44% 6% 18% 19% 25% 6%

ანკეტირება მშობელი (დანართი 6)

1.ანკეტირების პირველ შეკითხვაზე _ თქვენი შვილი საშინაო დავალების შესრულებას


იწყებს თუ არა ქართულით?“_მშობელთა 12%-მა უპასუხა _,,ყოველთვის“, 85 %-მა_
,,ზოგჯერ“ , 0 %-მა_ ,, არასდროს“.

2.ანკეტირების მეორე შეკითხვაზე _ თქვენი შვილი სიამოვნებით ასრულებს თუ არა


საშინაო დავალებას ქართულში?“_მშობელთა 50%-მა უპასუხა _,,ყოველთვის“, 50 %-მა_
,,ზოგჯერ“ , 0 %-მა_ ,, არასდროს“.

3.ანკეტირების მესამე შეკითხვაზე _ თქვენი შვილი ხალისით ასრულებს თუ არა საშინაო


დავალებას ქართულში?_მშობელთა 38%-მა უპასუხა _,,ყოველთვის“, 62 %-მა_ ,,ზოგჯერ“
, 0 %-მა_ ,, არასდროს“.

4.ანკეტირების მეოთხეშეკითხვაზე_თქვენი შვილი მოცემულ დავალებას ასრულებს


იმიტომ, რომ არ დაიმსახუროს შენიშვნა მასწავლებლისაგან?_ მშობელთა 44%-მაუპასუხა
_,,ყოველთვის“, 25 %-მა_ ,,ზოგჯერ“ , 31%-მა_ ,,არასდროს“.

5.ანკეტირების მეხუთე შეკითხვაზე_ თქვენი შვილი სწავლობს იმიტომ, რომ თქვენგან


ელოდება ჯილდოს?__მშობელთა 6 %-მა უპასუხა _,,ყოველთვის“, 38 %-მა_ ,,ზოგჯერ“ ,
56 %-მა_ ,, არასდროს“.

14
6.ანკეტირების მეექვსე შეკითხვაზე _ თქვენი შვილი მოცემულ დავალებებზე მუშაობის
დროს კმაყოფილდება სახელმძღვანელოში არსებული მასალით თუ დამატებით
მოიძიებს? _მშობელთა 6%-მა უპასუხა _,,ყოველთვის“, 81 %-მა_ ,,ზოგჯერ“ , 13 %-მა_ ,,
არასდროს“.

7.ანკეტირების მეშვიდე შეკითხვაზე _თქვენი შვილი საშინაო დავალების შესრულებას


იწყებს სკუთარი ინიციატივით, თუ სჭირდება ვინმეს მითითება? _მშობელთა 19%-მა
უპასუხა _,,ყოველთვის“, 50 %-მა_ ,,ზოგჯერ“ , 31 %-მა_ ,, არასდროს“.

8.ანკეტირების მერვე შეკითხვაზე _ თუ თქვენი შვილი მოცემულ მომენტში ვერ


ასრულებს დავალებას, მიუბრუნდება თუ არა მასზე მუშაობის გარკვეული დროის
შემდეგ? _მშობელთა 63%-მა უპასუხა _,,ყოველთვის“, 25 %-მა_ ,,ზოგჯერ“ , 12 %-მა_
,, არასდროს“.

9.ანკეტირების მეცხრე შეკითხვაზე _ ჯგუფური მუშაობის დროს აქვს თუ არა სურვილი,


იყოს პრეზენტატორი?__მშობელთა 25 %-მა უპასუხა _,,ყოველთვის“, -56 %-მა_ ,,ზოგჯერ“
, 19 %-მა_ ,, არასდროს“.

10.ანკეტირების მეათე შეკითხვაზე_თქვენი შვილი მოცემულ დავალებას


დამოუკიდებლად ართმევს თავს, თუ სჭირდება თქვენი დახმარება? _მშობელთა 12 %-მა
უპასუხა _,,ყოველთვის“, 69 %-მა_ ,,ზოგჯერ“ , 19 %-მა_ ,, არასდროს“.

მშობელი I II III IV V VI VII VIII IX X

კითხვა
ყოველთვის 2/ 8/ 6/ 7/ 1/ 1/ 3/ 10/ 4/ 2/
12% 50% 38% 44% %6 6% 19% 63% 25% 12%

ზოგჯერ 14/ 8 10/ 4/ 6/ 13/ 8/ 4/ 9/ 11/


85% 50/% 62% 25% 38% 81% 50% 25% 56% 69%

არასდროს 0 0 0 5/ 9/ 2/ 5/ 2/ 3/ 3/
31% 56% 13% 31% 12% 19% 19%

15
ფოკუსჯგუფი (მასწავლებლების)

1. მასწავლებელთა ფოკუსჯგუფის პირველ შეკითხვაზე: თქვენი აზრით, რამდენად


აქტუალურია მეტყველების პრობლემა ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწყებით
საფეხურზე?_ ინტერვიუს დამუშავების შედეგად გამოიკვეთა აზრი, რომ მეტყველების
პრობლემა პედაგოგთა პრაქტიკაში მეტად აქტუალურია, განსაკუთრებით დაწყებით
საფეხურზე, ვინაიდან ეს ნიშნავს წიგნიერებას. თუ მოსწავლეები ვერ ფლობენ
სათანადო უნარ-ჩვევებს, უჭირთ არა მარტო მშობლიური ენისა და ლიტერატურის,
არამედ საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნების
შესწავლაც.
2. მასწავლებელთა ფოკუსჯგუფის მეორე შეკითხვაზე: როგორ ფიქრობთ, რა არის ამ
პრობლემის არსებობის მიზეზი?_ პედაგოგები მიიჩნევენ, რომ პრობლემის გამომწვევი
მიზეზი მრავალია, მათგან არსებითად მიაჩნიათ, რომ მოსწავლეები ნაკლებად
კითხულობენ როგორც მხატვრულ, ასევე საინფორმაციო ლიტერატურას, აქედან
გამომდინარე, მათ აქვთ მწირი ლექსიკური მარაგი, კითხვისას არ იყენებენ გაგება-
გააზრების სტრატეგიებს, მოსწავლეები ნაკლებად არიან მოტივირებულნი.
3. მასწავლებელთა ფოკუსჯგუფის მესამე შეკითხვაზე: თქვენი აზრით, რამდენად
სრულყოფილია სახელმძღვანელოები ამ საკითხთან დაკავშირებით _ კოლეგები
მიიჩნევენ, რომ მასწავლებელს ერთადერთი წყარო გააჩნია_სახელმძღვანელო,
მოთხოვნები კი დიდია. მან ფეხი უნდა აუწყოს ამ მოთხოვნებს, რასაკვირველია,
სახელმძღვანელოც უნდა უწყობდეს ხელს, სახელმძღვანელოები კი გადატვირთულია
სასწავლო მასალით, არ არის სათანადო აქტივობები.
4. მასწავლებელთა ფოკუსჯგუფის მეოთხე შეკითხვაზე: როგორ ფიქრობთ, რატომ
უჭირთ მოსწავლეებს ტექსტის თანამიმდევრობით გადმოცემა? _ ფოკუს-ჯგუფზე
დაკვირვებამ ცხადყო, რომ მასწავლებელი მოსწავლეს მხოლოდ კონკრეტული
საკითხის შესახებ ცოდნის მიღებაში კი არ უნდა დაეხმაროს, არამედ გამოუმუშაოს მას
უნარ-ჩვევები. მასწავლებელი უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლის შესაძლებლობებსა
და ინტერესებს, მიზნის მისაღწევად კი უნდა ფლობდეს მრავალფეროვან სასწავლო
საშუალებებსა და რესურსებს, სწავლების მეთოდების შერჩევისას უნდა განსაზღვროს
გაკვეთილის მიზანი და სავარაუდო შედეგი. კარგად დაგეგმილი მეთოდები
დაეხმარება მას, მოსწავლისათვის სახალისო გახადოს სწავლის პროცესი.
5. მასწავლებელთა ფოკუსჯგუფის მეხუთე შეკითხვაზე: თქვენი აზრით, მეტყველების
პრობლემების აღმოფხვრა გაზრდის თუ არა მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში
ჩართულობას? _ პედაგოგები თვლიან, რომ სწავლების ახლებურმა მიდგომებმა
შეცვალა თანამედროვე გაკვეთილის მიმართულებები. მოსწავლეზე ორიენტირებული
სწავლება, რაც გულისხმობს მათ აქტიურ ჩართვას თავიანთ სასწავლო პროცესში,
მრავალი პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება მასწავლებელს და მოსწავლის
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობასაც შეუწყობს ხელს.
6. მასწავლებელთა ფოკუსჯგუფის მეექვსე შეკითხვაზე: მეტყველების პრობლემების
აღმოფხვრა შეუწყობს თუ არა ხელს მოსწავლის აკადემიურ წარმატებას სხვა საგნებში?
_პრაქტიკოსი მასწავლებლები თვლიან, რომ მოსწავლეთა მეტყველების კულტურის
16
ამაღლება მნიშვნელოვნად განაპირობებს სწავლების ხარისხს, ამიტომ სკოლაში
დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს აღნიშნული პრობლემების მოგვარებას,
განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე. ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის
უნარ-ჩვევების სათანადო განვითარება მოსწავლეთა აკადემიური წარმატების
აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

დაკვირვება

დაკვირვების პროცესი როგორც გაკვეთილების, ისე ციკლის მიმდინარეობის დროს


თვალსაჩნიოდ არის წარმოდგენილი შემდეგ ცხრილებში:

ციკლიI ციკლიII ციკლი III

პრობლემა პრობლემა პრობლემა პრობლემა პრობლემა პრობლემა


1 2 1 2
მოსწ. #

1 2
გაკვ. #

მოსწ. #
გაკვ. #

მოსწ. #
გაკვ. #
A B C A B C A B C A B C A B C A B C

1 + + 1 + + 1 + +
I 2 + + I I
2 + + 2 + +
3 + + 3 + + 3 + +
4 + + 4 + + 4 + +
5 + + 5 + + 5 + +
II 6 + + II 6 + + II 6 + +
7 + + 7 + + 7 + +
8 + + 8 + + 8 + +
9 + + 9 + + 9 + +
III 10 + + III 10 + + III 10 + +
11 + + 11 + + 11 + +
12 + + 12 + + 12 + +
13 + + 13 + + 13 + +
IV 14 + + IV 14 + + IV 14 + +
15 + + 15 + + 15 + +
16 + + 16 + + 16 + +
ჯამი 9 6 1 10 5 1 ჯამი 8 6 2 7 8 1 ჯამი 6 7 3 7 6 3

17
ცხრილის განმარტება

პრობლემა 1_ მოსწავლეს აქვს მწირი ლექსიკური მარაგი;

პრობლემა2_ რამდენად შეუძლია მოსწავლეს მოვლენათა თანამიმდევრული ჯაჭვის


გაკეთება (იხილეთ კვლევის მე-3 თავში ,,კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დასკვნა“).

პრობლემა 1

A_ მოსწავლე ყოველთვის ახერხებს შესაბამისი სიტყვების მოძებნას;

B _ მოსწავლე ზოგჯერ ახერხებს შესაბამისი სიტყვების მოძებნას;

C_ მოსწავლე ვერ ახერხებს შესაბამისი სიტყვების მოძებნას.

პრობლემა 2

A_ მოსწავლე ყოველთვის ახერხებს მოვლენათა თანამიმდევრულ წარმოდგენას;

B _ მოსწავლე ზოგჯერ ახერხებს მოვლენათა თანამიმდევრულ წარმოდგენას;

C_ მოსწავლე ვერ ახერხებს მოვლენათა თანამიმდევრულ წარმოდგენას.

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დასკვნა

მოსწავლეთა ანკეტური გამოკითხვის მიზანი იყო, მიგვეღო ინფორმაცია, რამდენად


სასიამოვნო და სახალისოა მათთვის ქართულის სწავლა, შეუძლიათ თუ არა საკუთარი
აზრის დასასაბუთებულად გადმოცემა, საკმარისი არგუმენტების მოყვანა, დამოუკიდებლად
ართმევენ თუ არა დავალებებს თავს. ტესტირების შედეგებმაც მაჩვენა, რომ კლასში არის
მთელი რიგი პრობლემები.

კვლევის შერჩეული მეთოდებით სამიზნე ჯგუფებიდან მოპოვებული ინფორმაცია


დავამუშავე და გავაანალიზე, რის შედეგადაც გამოვკვეთე ის მიზეზები, რომლებიც იწვევს
მეტყველების პრობლემებს, ესენია:

1. მოსწავლეებს აქვთ მწირი ლექსიკური მარაგი (პრობლემა 1);


2. მოსწავლეებს უჭირთ მოვლენათა თანამიმდევრული ჯაჭვის დაცვა
(პრობლემა 2);
3.დაბალია მოსწავლეთა მოტივაცია.

18
თავი 4

დაგეგემილი ინტერვენციები
პრობლემების გამოკვეთის შემდეგ დავიწყე იმ გზების ძიება, რომლებიც დამეხმარებოდა
არსებული პრობლემების მოგვარებაში და დავგეგმე ინტერვენციები, რომლებსაც
გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში:
1. სიტყვის გამომძიებელი/ სიტყვის ცნების რუკა;
2. სინონიმებისა და ანტონიმების წრე;
3. დავალებების შერჩევა მოსწავლეთა ინტერესებისა შესაძლებლობების
გათვალისწინებით;
4. შეკითხვების დასმა;
5. როლური თამაშები;
6. ვიზუალური სქემები, გრაფიკული ორგანიზატორები;
7. თხრობა.

განხორციელებული ინტერვენციები

სიტყვის გამომძიებელი/ სიტყვის ცნების რუკა

მას შემდეგ, რაც დავგეგმე ინტერვენციები, დავიწყე მათი განხორციელება და


პარალელურად პროცესზე დაკვირვება.

აკადემიური წარმატების მისაღწევად მოსწავლეებს სჭირდებათ სიტყვების მნიშვნელობის


ცოდნა. სიტყვების სწავლებისას შევარჩიე სტრატეგიები, ასაკობრივად ადეკვატური და
მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით. ლექსიკური მარაგის მრავალფეროვანი
და საინტერესო აქტივობებიდან გამოვიყენე სიტყვების გამომძიებელი_ მოსწავლეები
თავდაპირველად საკუთარი ვარაუდით ან ცოდნით განმარტავენ ჩემ მიერ შეთვაზებულ
სიტყვებს, შემდეგ კონტექსტის მიხედვით, ბოლოს_ლექსიკონის გამოყენებითაც. ამგვარი
მუშაობა ეფექტური აღმოჩნდა როგორც წყვილებსა და ჯგუფებში, ისე ინდივიდუალური
მუშაობისას.

ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად სისტემატურად ვიყენებდი ლექსიკონებს და


შემდეგ აქტივობებს: სიტყვების გამომძიებელი, სიტყვის/ცნების რუკა, სიტყვის პირამიდა,
სინონიმების ბანქო, სიტყვების დაჯგუფება კატეგორიებად, და სხვა, რომლებიც ემსახურება
მოსწავლეთა ფანტაზიის განვითარებას და ლექსიკური მარაგის გამდიდრებას,

სინონიმებისა და ანტონიმების წრე

მოსწავლეები ხალისით ერთვებიან აღნიშნულ აქტივობაში. ისინი სხდებიან წრეში,


ერთი ამბობს სიტყვას, მეორე კი_მის სინონიმს. ასე გრძელდება მანამ, სანამ არ ამოიწურება
ვარიანტები. ის, ვინც ვერ მოიფიქრებს სინონიმს, ამბობს დასახელებული სიტყვის

19
ანტონიმს, შემდეგი მოსწავლე ასახელებს ანტონიმის სინონიმს და ასე გრძელდება მანამ,
სანამ სიტყვათა მარაგი არ გამოელევათ. თამაში განახლდება წრის იმ ადგილიდან, სადაც
მოსწავლე ამბობს ახალ ლექსიკურ ერთეულს.
მუშაობისას ვიყენებდი სხვადასხვა ვარიანტს: წრეში დამსხდარი მოსწავლეები
დაასახელებენ სიტყვას, მეორე მოსწავლე მოუძებნის სინონიმს ან ანტონიმს, მერე მეორე
აგრძელებს სიტყვის დასახელებას. ის მოსწავლე, რომელიც ვერ მოუძებნის შესაფერის
სინონიმს ან ანტონიმს, ტოვებს წრეს. გამარჯვებული რჩება მოსწავლე, რომელიც ბოლომდე
შერჩება თამაშს.

დავალებების შერჩევა მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების


გათვალისწინებით

მოტივაცია განმსაზღვრელია სწავლა-სწავლების პროცესში. მოტივაციის აღძვრა და


მისი შენარჩუნება სწავლების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
მოტივაციის ამაღლება ბადებს სასწავლო პროცესში ჩართვის სურვილს, ზრდის მასში
მონაწილეობის ხარისხს.
ვიფიქრე, რა მჭირდებოდა ამ საკითხის მოსაგვარებლად? პირველ რიგში, მოტივაციის
ამაღლების მიზნით, დავალებები შევარჩიე მოსწავლეთა ინტერესებისა და
შესაძლებლობების გათვალისწინებით, ისეთი სირთულის დავალებები, რომლებიც
თითოეული მოსწავლისათვის დასაძლევი იქნებოდა, დავნერგე წახალისების
მრავალფეროვანი საშუალებები. გადავწყვიტე, მოსწავლეები ჩავრთო მინიპროექტებში
საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ხშირად ჩავრთო მინისპექტაკლებსა და
როლურ თამაშებში, წავახალისო მათი მონაწილეობა პრეზენტაციებში, დავაკვირვო
მოსწავლე საკუთარ პროგრესზე, რათა გაუჩნდეს თავისი შესაძლებლობების რწმენა.

შეკითხვების დასმა

შეკითხვების დასმაში აქტიურად ჩავრთე მოსწავლეები, დავავალე შეკითხვები დაესვათ


ტექსტის წაკითხვამდე, კითხვის დროს და წაკითხვის შემდეგ. შეკითხვები ეხმარება მათ,
თვალყური ადევნონ ტექსტის შინაარსს, სტრუქტურასა და ენობრივ მახასიათებლებს, ასევე
ეხმარება ტექსტის გააზრებაში , ანალიზსა და შეფასებაში.

ამ აქტივობას ვიყენებ ასევე საინფორმაციო ტექსტის დამუშავებისას. მოსწავლეები თავად


სვამენ ფაქტებზე ორიენტირებულ კითხვებს წაკითხულის გარშემო, პასუხობენ შეკითხვებს.
დაფაზე ჩამოვწერ შეკითხვებს: ვინ? სად? როდის? როგორ? რატომ? მოსწავლეები
მოიფიქრებენ რაც შეიძლება მეტ კითხვას, შემდეგ აფასებენ კითხვებს და ზეპირად
პასუხობენ.

როლური თამაშები

წარმოადგენს რომელიმე სიტუაციის მოდელირებას. იგი ერთ-ერთი ყველაზე


გავრცელებული და ნაყოფიერი მეთოდია ზეპირმეტყველების განვითარებისათვის.

20
მოსწავლეები ირჩევენ და მოირგებენ პერსონაჟის ფუნქციას, შესაფერის როლებს და
მოქმედებენ ამ როლის შესატყვისად საკუთარი ინტერპრეტაციით. მათ შესაძლებლობა
აქვთ ჩასწვდნენ პერსონაჟის ემოციებს.
როლური თამაში ხელს უწყობს საკითხის ღრმად წვდომას, მასალის გათავისებას,
ხანგრძლივი დროით დამახსოვრებას და ზრდის მოსწავლეთა ჩართულობასა და
მოტივაციას. როლური თამაშისათვის წინასწარ ვეხმარები მოსწავლეებს: მოვამზადებინებ
სცენარს ან გეგმის მარტივ მონახაზს, ვეხმარები როლების განაწილებაში.

ვიზუალური სქემები, გრაფიკული ორგანიზატორები

მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრებისათვის ვიყენებ პერსონაჟის რუკას, რომელიც


ხელს უწყობს პერსონაჟის შეახებ ტექსტში არსებული ინფორმაციის მოძებნას, გააზრებასა და
დასკვნების გაკეთებას, ავითარებს არგუმენტირებული მსჯელობის უნარს, ეხმარება
მოსწავლეს, გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება პერსონაჟის მიმართ.

ნაწარმოების სიუჟეტური ხაზის გააზრების, ინფორმაციის გამოყოფა-დახარისხებისა და


ანალიზის უნარის განვითარების მიზნით ვიყენებ ,,ამბის ჩარჩოს“, რომელიც წარმოადგენს
ხუთსვეტიან ცხრილს, თითოეული სვეტი შეესატყვისება თითო შეკითხვას, მოსწავლეები
სვამენ შეკითხვებს და აცნობენ კლასს. ასევე მოსწავლეებს ვამუშავებ ნაწარმოების
შემადგენელი ნაწილების ცხრილზე, რომელიც ხელს უწყობს ტექსტის გააზრებას, ანალიზისა
და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

თხრობა

თხრობა მოსწავლეებს ეხმარება გაითავისონ მოთხრობის ან ამბის დასაწყისი,


დასასრული, გარემო, მოქმედი პირები ან სიუჟეტის კომპონენტები, დაიცვან
თანამიმდევრულობა, შეარჩიონ ადეკვატური და ეფექტური ლექსიკა, გამოიყენონ ხატოვანი
ენა, გაითვალისწინონ აუდიტორია.

თხრობის დაწყებამდე მოსწავლეებთან ერთად ვარჩევ ტექსტს, ან ცალკეულ ეპიზოდს


სხვადასხვა მოქმედი პირის პოზიციიდან, ვასმენინებ აუდიოჩანაწერებს, ვთავაზობ
მოიფიქრონ ამბის სხვაგვარი დასასრული. შესაძლებელია, მოსწავლემ გადმოსცეს თვისი
შეთხზული ამბავი ან უპირატესობა მიანიჭონ იმას, რაც თავს გადახდა. ვცდილობ, მათ
შევუქმნა მყუდრო, კომფორტული გარემო. მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთის თხრობას,
აკეთებენ თვითშეფასებას.

21
ინტერვენციების შეფასება

ინტერვენციების განხორციელების დროს ვაკვირდებოდი პროცესის მიმდინარეობას და


რეგულარულად ვინიშნავდი დაკვირვების შედეგებს წინასწარ შემუშავებულ დაკვირვების
ცხრილში.
მე-5 აკლასში, სადაც სწავლობს 16 მოსწავლე, ქართულ ენასა და ლიტერატურას კვირაში
ეთმობა 5 საათი. როდესაც საგაკვეთილო პროცესს მაქსიმალურად ვტვირთავდი, ამ 5
საათიდან კვლევისათვის შევარჩიე 3 საათი. შევარჩიე ის აქტივობები, რომლებიც დავგეგმე
გამოკვეთილი პრობლემების გადასაჭრელად. დანარჩენი 2 საათი იყო ჩვეულებრივი
საგაკვეთილო პროცესი.
კვლევისათვის განკუთვნილ 3 საათში ყოველ გაკვეთილზე ვაკვირდებოდი 4 მოსწავლეს.
ვაკვირდებოდი მათ ქცევებსა და მიღწევებს და მონაცემები შემქონდა ცხრილში. კვირის
განმავლობაში ვაკვირდებოდი 12 მოსწავლეს და მთლიანი კლასის დაკვირვების ერთი
(პირველი) სრული კურსისათვის მჭირდებოდა ერთი კვირა და მეორე კვირის ერთი დღე.
სულ დაკვირვების პროცესი შედგებოდა სამი ციკლისაგან, რისთვისაც დამჭირდა 4 კვირა.
თითოეული ციკლის განმავლობაში შეგროვებულ ინფორმაციას ვაჯამებდი და ვაანალიზებდი,
რის შემდეგაც გადავდიოდი მომდევნო ციკლზე, რამაც საშუალება მომცა დაკვირვებისას
თვალი მედევნებინა პროცესის დინამიკისათვის და დამეფიქსირებინა ის პროგრესი, რომელიც
რეალურად დადგა ინტერვენციების განხორციელების შემდეგ (იხილეთ კვლევის მე-3
თავში- „კვლევის შედეგების თანმიმდევრული წარმოდგენა“- დაკვირვება).
ის გაკვეთილები, რომლებიც შევარჩე კვლევისათვის, მკაცრად მქონდა გაწერილი და
დაგეგმილი, კერძოდ, ამ გაკვეთილებზე მონაცვლეობით შემქონდა დაგეგმილი
ინტერვენციები ისე, რომ მათი დროში განაწილება დაკვირვების თითოეული ციკლის
განმავლობაში ყოფილიყო თანაბარი, რაც თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი ცხრილში:

კვირის I II III IV
რაოდენობა
გაკვეთილი I II III I II III I II III I II III

ინტერვენცი 3;1; 6 3; 2 3; 4 3; 5 3; 1; 6 3; 2 3; 4 3; 5 3;1;6 3; 2 3; 4 3; 5



ციკლი 1 ✓ ✓ ✓ ✓

ციკლი 2 ✓ ✓ ✓ ✓

ციკლი 3 ✓ ✓ ✓ ✓

თარიღი მარტი მარტი /აპრილი აპრილი აპრილი

22
ცხრილის განმარტება

ცხრილში ინტერვენციების გრაფაში ჩაწერილი ციფრები არის ინტერვენციების ნუმერაცია


(იხილეთ კვლევის მე-4 თავში- ,,დაგეგმილი ინტერვენციები“).

თავი 5

რეკომენდაციები

სწავლა-სწავლების პროცესში კვლევა წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას.


ინტერვენციების შეფასების პროცესში ნათლად გამოიკვეთა დაწყებით საფეხურზე
მოსწავლეთა მეტყველების პრობლემების გადაჭრის ტენდენციები. ცალსახად შეიძლება
ვთქვათ, რომ კვლევის პროცესში დაგეგმილი ინტერვენციები (სიტყვის გამომძიებელი/
სიტყვის ცნების რუკა,სინონიმებისა და ანტონიმების წრე, დავალებების შერჩევა
მოსწავლეთა ინტერესებისა შესაძლებლობების გათვალისწინებით, შეკითხვების დასმა,
როლური თამაშები, ვიზუალური სქემები, გრაფიკული ცხრილები, თხრობა) ვალიდურია
გამოკვეთილ პრობლემებთან: მწირი ლექსიკა, თხრობის თანამიმდევრობის დაცვა, დაბალი
მოტივაცია, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ აღნიშნული ინტერვენციების
ხანგრძლივი დროით გამოყენება (ერთი სასწავლო წლის განმავლობაში) აუცილებლად
მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე.

ჩატარებული კვლევა მაძლევს ინფორმაციას, რა კუთხით ვიმუშაო მეტყველების


პრობლემების მოსაგვარებლად, მაგალითად, ახალი სიტყვების გაგებისა და გააზრების
მრავალფეროვან საშუალებებზე, ლექსიკური მარაგის გამდიდრების, გაგება-გააზრებისა და
ტექსტის სტრუქტურის დაცვის მიზნით გამოვიყენო ვიზუალური სქემები და გრაფიკული
ორგანიზატორები..

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მაქვს სურვილი და უფლებაც, რომ ჩემს კოლეგებს,


რომლებიც დაინტერესებულნი არიან იმავე პრობლემის გადაჭრით, ვურჩიო თავიანთ
პედაგოგიურ პრაქტიკაში გამოიყენონ პრობლემის გადაჭრის ჩემ მიერ მიკვლეული გზები.

დასკვნა
ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე (კვლევა მოიცავდა პრობლემის
შესწავლის, ცვლილების დაგეგმვა-განხორციელებისა და შეფასების ეტაპებს) შემიძლია
დავასკვნა, რომ დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებში მეტყველების პრობლემების
გამომწვევი მიზეზები იყო:

23
➢ ლექსიკური მარაგის სიმწირე;
➢ მოსწავლეები ვერ ახერხებდნენ მოვლეენათა თანამიმდევრობის დაცვას;
➢ მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია.

ჩემი კვლევის მიზანი იყო, შემცირებულიყო მოსწავლეთა მეტყველების პრობლემები,


ამაღლებულყო მათი აკადემიური მოსწრება, გაზრდილიყო მოსწავლეთა დაინტერესება და
შედარებით ჩამორჩენილი მოსწავლეებიც ხალისით ჩართულიყვნენ სასწავლო პროცესში.
ახალი საუკუნე ახალგაზრდებს აყენებს უდიდესი გამოწვევების წინაშე, რომლებსაც
დამოუკიდებლად უნდა გაართვან თავი, ამიტომ ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის
უნარ-ჩვევების განვითარებამ ხელი უნდა შეუწყოს მათ სოციალიზაციასა და წარმატებას,
სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში აკადემიური მოსწრების გაზრდას.
მეტყველების პრობლემების გაუმჯობესების მიზნით, გადავდგი გარკვეული
ნაბიჯები, არის ისეთი საკითხებიც, რომელთა განხორციელებასაც მომავლში შევძლებ,
მაგალითად, მშობელთა და მოსწავლეთა ერთობლივი პროექტები. ასევე მომავალში
დაგეგმილი მაქვს მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელება.
კვლევის პროცესში გახორციელებულმა აქტივობებმა გარკვეულად გააუმჯობესა
მოსწავლეთა მოსწრება, საინტერესო იყო ჩემთვისაც _ კვლევის ჩასატარებლად გავეცანი
მრავალ საინტერესო ლიტერატურას, რაც იყო დადებითი კვალიფიკაციის ამაღლების
თვალსაზრისით, უკეთ დავინახე მოსწავლეთა მეტყველებაში არსებული პრობლემები,
გადავხედე ჩემი მუშაობის ფორმებსაც და დავსახე ღონისძიებები სწავლის ხარისხის
გაუმჯობესებისათვის. მიღებული გამოცდილება გამომადგება დაწყებით საფეხურზე სხვა
კლასებში მუშაობის დროსაც.
ჩემი კვლევის შედეგებს გამოიყენებენ სხვა პედაგოგებიც, რომლებიც ანალოგიური
პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან.

24
დანართები
დანართი # 1

დიაგნოსტიკური ტესტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში

სსიპ ქ. რუსთავის N10 სკოლა

V ა კლასი

1.მოცემულ ტესტში გაქრა ზოგიერთი საასვენი ნიშანი (სულ 10). დააბრუნე ისინი თავის
ადგილას: 10 ქ.

უცებ მეფეს ვიღაცამ თავზე ზემოდან მთელი ბღუჯა ქლიავი გადმოაყარა გაოცებულმა მეფემ
ბედაური შეაყენა გაჩერდა ჯარიც ვეებერთელა ქლიავის ხეზე დაინახეს თორმეტიოდე წლის
ინგილო გოგონა რომელსაც ქლიავი ესროლა მეფისათვის მეფის მხლებლებმა შეჰყვირეს პატარა
ქალს

შე ბრიყვო შე საძაგელო ეს რა ჰქენი ერეკლე მეფეს თავზე ქლიავის გადმოყრა როგორ გაუბედე

2. მოუძებნე მოცემულ სიტყვებს მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები - სინონიმები: 6ქ.

თათარა ______________ ; მამაცი ________________ ; მოწყენილი ____________ ;


დიდედა ____________ ; საუბარი _____________ ; ზემოთ ______________ .

3. მოუძებნე მოცემულ სიტყვებს საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვები-ანტონიმები:


6ქ.
ბეჯითი _________________ ; კარგად __________________ ;
დაისი__________________ ; ეჯავრება __________________ ;
მოყვარე ____________________ ; მკვახე ____________________ .
4. დააკავშირე ფრაზები თავის მნიშვნელობასთან: 5 ქ.

თვალს მოატყუებს ეზარება

ყურიც არ ათხოვა შეეშინდა

მოქარგული ენის პატრონი წაიძინებს

გული გადაუქანდა არ მოუსმინა

ცეცხლზე ნავთის დასხმა კარგი მოსაუბრე

ფეხს ითრევს მდგომარეობის გამწვავება

25
5. განმარტე მოცემული სიტყვები: 4ქ.

ა) რას ნიშნავს სიტყვა ,,მწუხრი“ ------------------- ; ბ) რას ნიშნავს სიტყვა ,,კაპრიზი“ ---------------
- ; გ) რას ნიშნავს სიტყვა ,,ქვითკირი“ -----------------------; დ) რას ნიშნავს სიტყვა ,,ანჩხლი“ -----
-----

6. მიუწერე წინადადებებს ნომრები ისეთი თანმიმდევრობით, რომ გამოვიდეს ამბავი: 7ქ.

1.მონადირეთა მწევრებმა ხოხობი ააფრინეს

2. ეს სანახები მაშინ ტყით ყოფილა დაფარული

3.ერთხელ ვახტანგ გორგასალი უამრავი თანმხლებით თბილისის მიდამოებში ნადირობდა.

4. მალე ორივე ფრინველი თვალს მიეფარა.

5.მონადირენი კვალდაკვალ მიჰყვნენ და ბოლოს მიადგნენ იმ ადგილს, სადაც ცხელი წყარო


მოჩუხჩუხებდა.

6.იქ მათ უცნაური სანახაობა დახვდათ_ ორივე ფრინველი ცხელ წყალში ჩავარდნილიყო და
ჩაფუფქულიყო.

7. ხოხობს ვახტანგის მიმინო გამოედევნა.

7. გაასწორე წინადადებებში დაშვებული შეცდომები: 6ქ.

1. ღამით თაგვები ცუდათ ხედავენ; 2. ქალაქის მოსახლეობა მტკვარის ნაპირზე შეიკრიბა;

3. ბურთი კედელის ძირას ეგდო; 4. მამლებმა ადრე იყივლა; 5. დედას ფერად ფურცლების
ყიდვა ვთხოვე; 6. ორი ლეკვები გამოძვრნენ ბუჩქებიდან.

8. ტექსტის გააზრება __ვაზიდაატმისხე (15 ქულა)

ვაზი თავისი ლამაზი მტევნებითა და შაბიამნით შეწინწკლული ფოთლებით სარს ჩახვეოდა.

- ნეტავი, რაგულშიჩაგიხუტებიაეგგამხმარისარი?! თანაცისეგაჭიმულა ,


თითქოსყურძენსშენკიარა , ეგისხამდეს!-
გასძახამახლობლადმდგარმაატმისხემვაზსდათანთავისბოძკინტშეყენებულ,
დახუნძლულტოტსამაყადგადახედა.
- რასამბობთ ?!-გაიოცავაზმა.- განასარისშემწეობითარავარასეთამამიდაფეხზედამდგარი?!
როგორცშენ , აიესბოძკინტირომარგედგასმხარში, რაგეშველებოდა?!
--ჰა, ჰა, ჰა!- დამცინავად გადაიკისკისა ატმის ხემ.- რა მეშველებოდა, ნაყოფს ვერ
დავისხამდი!

26
ბოძკინტმა ჩუმად ამოიკვნესა. სად იყო და სად არა, ღორი გამოჩნდა, ძირს
ჩამოცვენილ ატამს დინგი მიჰკრა-მოჰკრა... ბოძკინტს ძირი შეერყა, დასხლტა და მიწაზე
გაიშოტა.
გახარებულმა ბოძკინტმა დამფრთხალ ღორს მიაძახა:
- სიკეთისათვის მადლობელი ვარ. შენ რომ არ მომხმარებოდი, ამ უმადურ ატმის ხეს,
ალბათ, ვერ მოვიშორებდი, მისიტოტის სიმძიმისაგან მხარი მქონდა ჩამოწყვეტილი...
- მიშველეთ! მიშველეთ! თავს ვეღარ ვერევი, ტოტები ზედ მაწყდება!- მთელ ღამეს
კვნესოდა ატმის ხე. განთიადისას კი ატმისხის ერთმა ტოტმა ისე დაილაწუნა, რომ იქაურობა
გააყრუა. ვაზმა და მისმა მეგობარმა სარმა ატმის ხეს გადახედეს. ის დახუნძლული ტოტი,
გუშინ ბოძკინტი რომ ჰქონდა შემდგარი, ჩამომტვრეოდა...სარმა ვაზს ნაღვლიანად
წასჩურჩულა:,,ახია მაგ კუდაბზიკაზე, იქნებ ახლა მაინც დააფასოს ბოძკინტის ამაგი".

კითხვები და დავალებები:

1. დააკვირდი, რა თანამიმდევრობით შემოდის ნაწარმოებში თითოეული პერსონაჟი? გვერდით


მიუწერეთ შესაბამისი ნომრები. სარი __ , ღორი __, ბოძკინტი __, ატმის
ხე __ , ვაზი __. 3ქ.

2. რითამაყობსატმისხე? ------------------------------------------------------------------- 1ქ.

3. იპოვესიტყვები, რომლებითაცატმისხესახასიათებენპერსონაჟები: 2ქ.

ბოძკინტი ------------------------------------ ; სარი --------------------------------- .

4. რა არის იგავ-არაკის მთავარი სათქმელი?


1ქ. ა) დაცინვა მიუღებელი საქციელია.; ბ) კარგად უნდა შევასრულოთ მოვალეობები;
გ) სხვისი ამაგი უნდა დავაფასოთ; დ) ერთმანეთს გასაჭირში უნდა დავეხმაროთ

5. შემოხაზე , რომელია სწორი: 1ქ. ა) მადლობა გადაიხადა; ბ) მადლობა მოიხადა.

6. შემოხაზე ის წინადადებები, რომლებშც იგულისხმება ბევრი ატამი.1ქ.

ა) ატამიძირს ჩამოცვივდა; ბ) ყლორტს ატამი აბია;


გ) ატამი ძირს ჩამოვარდა; დ) ხეს ატამი ასხია.

7. შეარჩიე და ჩაწერე წინადადებებში შესაბამისი ნაცვალსახელები: ის, მას, ისინი,


მათ, მისი, თავისი. სამი სიტყვა ზედმეტია. 3ქ.
ა) ვაზი ყვავილობს მაის-ივნისში.-------------------- ნაყოფი აგვისტო-ოქტომბერში მწიფდება; ბ)
ნინო ქართველთა განმანათლებელია.------------------ჩვენს ქვეყანაში ვაზის
ჯვარით შემოვიდა IV საუკუნეში; გ) ჩვენს წინაპრებს პირველად 7000 წლის წინ
დაუყენებით ღვინო.-----------------ვაზის მოვლისა და ღვინის დაყენების საუკეთესო წესები
იცოდნენ.
27
8. შეადარე პერსონაჟები__ შეავსე ვენის დიაგრამა: 4 ქ.

ვაზი ატმის ხე

28
დანართი # 2

ანკეტირების კითხვები (მოსწავლეები)

გთხოვთ, გაეცნოთ ანკეტირების კითხვებს და გასცეთ პასუხი შეკითხვებს:

1. საშინაო დავალების შესრულებას იწყებ თუ არა ქართულით?


ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს
2. სიამოვნებით ასრულებ თუ არა საშინაო დავალებას ქართულში?
ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს
3. ხალისით ასრულებ თუ არა საშინაო დავალებას ქართულში?
ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს
4. მოცემულ დავალებას ასრულებ იმიტომ, რომ არ დაიმსახურო შენიშვნა
მასწავლებლისგან?
ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს
5. სწავლობ იმიტომ, რომ მშობლისგან ელოდები ჯილდოს (შექებას, საჩუქარს და სხვ.)?
ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს
6. მოცემული დავალებებაზე მუშაობის დროს კმაყოფილდები სახელმძღვანელოში
არსებული მასალით თუ დამატებით მოიძიებ?
ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს
7. საგაკვეთილო პროცესის დროს წამოჭრილი პრობლემის გარშემო გამოთქვამ საკუთარ
აზრს?
ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს
8. საგაკვეთილო პროცესის დროს შენთვის გაუგებარი საკითხების ირგვლივ სვამ
შეკითხვებს?
ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს
9. შეგიძლია შენი აზრის დასაბუთებისათვის საკმარისი არგუმენტების მოყვანა?

ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

10. საშინაო დავალების შესრულებას იწყებ საკუთარი ინიციატივით თუ გჭირდება ვინმეს


მითითება?
ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს
11. თუ მოცემულ მომენტში ვერ ასრულებ დავალებას, მიუბრუნდები თუ არა მასზე
მუშაობას გარკვეული დროის შემდეგ?
ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს
12. ჯგუფური მუშაობის დროს გაქვს თუ არა სურვილი, იყო პრეზენტატორი?
ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს
13. მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობ საკუთარი ინიციატივით თუ
მასწავლებლის მითითებით?
29
ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს
14. მოცემულ დავალებას დამოუკიდებლად ართმევ თავს თუ გჭირდება მითითებები?
ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს
15. ასწრებ თუ არა მასწავლებლის მიერ დაწესებულ დროის ფარგლებში დავალების
შესრულებას?
ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

მადლობას გიხდით კვლევაში მონაწილეობისათვის.

30
დანართი #3

ანკეტირების კითხვები (მშობლები)

ძვირფასო მშობლებო, ვატარებ პრაქტიკულ კვლევას თემაზე: ,,მეტყველების პრობლემა


ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწყებით საფეხურზე“. თქვენი მონაწილეობა
მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებით განხორციელებისათვის. გთხოვთ, გაეცნოთ
ანკეტირების კითხვებს და გასცეთპასუხი შეკითხვებს.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლალი ხაჩიძე.

1. საშინაო დავალების შესრულებას იწყებს თუ არა თქვენი შვილი ქართულით?


ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს
2. თქვენი შვილი სიამოვნებით ასრულებს თუ არა საშინაო დავალებას ქართულში?
ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს
3. თქვენი შვილი ხალისით ასრულებს თუ არა საშინაო დავალებას ქართულში?
ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს
4. თქვენი შვილი მოცემულ დავალებას ასრულებს იმიტომ, რომ არ დაიმსახუროს
შენიშვნა მასწავლებლისგან?
ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს
5. თქვენი შვილი სწავლობს იმიტომ, რომ თქვენგან ელოდები ჯილდოს (შექებას,
საჩუქარს და სხვ.)?
ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს
6. თქვენი შვილი მოცემული დავალებებაზე მუშაობის დროს კმაყოფილდება
სახელმძღვანელოში არსებული მასალით თუ დამატებით მოიძიებს?
ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს
7. თქვენი შვილი საშინაო დავალების შესრულებას იწყებს საკუთარი ინიციატივით თუ
სჭირდება ვინმეს მითითება?
ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს
8. თუ თქვენი შვილი მოცემულ მომენტში ვერ ასრულებს დავალებას, მიუბრუნდება თუ
არა მასზე მუშაობას გარკვეული დროის შემდეგ?
ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს
9. ჯგუფური მუშაობის დროს გაქვს თუ არა სურვილი, იყო პრეზენტატორი?
ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს
10. თქვენი შვილი მოცემულ დავალებას დამოუკიდებლად ართმევ თავს თუ სჭირდება
თქვენი მითითებები?
ა) ყოველთვის; ბ) ზოგჯერ; გ) არასოდეს

მადლობას გიხდით კვლევაში მონაწილეობისთვის.


31
დანართი # 4

მასწავლებლის კითხვარი

ძვირფასო კოლეგა, ვატარებ პრაქტიკულ კვლევას თემაზე: ,,მეტყველების პრობლემა


ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწყებით საფეხურზე“. თქვენი მონაწილეობა
ინტერვიუში, თქვენი გამოცდილება მნიშვნელოვნად დამეხმარება კვლევის წარმატებით
განხორციელებისათვის. გთხოვთ, გასცეთ პასუხი შეკითხვებს:

7. თქვენი აზრით, რამდენად აქტუალურია მეტყველების პრობლემა ქართულ ენასა და


ლიტერატურაში დაწყებით საფეხურზე?
8. როგორ ფიქრობთ, რა არის ამ პრობლემის არსებობის მიზეზი?
9. თქვენი აზრით, რამდენად სრულყოფილია სახელმძღვანელოები ამ საკითხთან
დაკავშირებით?
10. როგორ ფიქრობთ, რატომ უჭირთ მოსწავლეებს მოვლენათა თანამიმდევრული
წარმოდგენა?
11. თქვენი აზრით, მეტყველების პრობლემების აღმოფხვრა გაზრდის თუ არა
მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას?
12. მეტყველების პრობლემების აღმოფხვრა შეუწყობს თუ არა ხელს მოსწავლის
აკადემიურ წარმატებას სხვა საგნებში?

მადლობას გიხდით კვლევაში მონაწილეობისთვის

32
დანართი # 5 დიაგრამა

ანკეტა (მოსწავლე)

XV

XIV

XIII

XII

XI

IX

VIII ყოველთვის
VII ზოგჯერ

VI არასოდეს

IV

III

II

0% 10% 20% 30% 40% 50% 60% 70% 80% 90% 100%

I II III IV V VI VII VIII IX X XI XII XIII XIV XV


ყოველთვის 19 38 31 38 25 19 13 38 44 18 56 31 6 13 50
ზოგჯერ 69 50 44 38 31 69 31 44 46 38 38 51 75 62 44
არასოდეს 12 12 25 24 44 12 6 18 0 44 6 18 19 25 6

33
დანართი # 6 დიაგრამა

ანკეტა (მშობელი)

IX

VIII

ყოველთვის
VII
ზოგჯერ

VI არასოდეს

IV

III

II

0% 20% 40% 60% 80% 100%


I II III IV V VI VII VIII IX X
ყოველთვის 12 50 38 44 6 6 19 63 25 12
ზოგჯერ 85 50 62 25 38 81 50 25 56 69
არასოდეს 0 0 0 31 56 13 31 12 19 19

34
დანართი # 7

ბიბლიოგრაფია
http://mastsavlebeli.ge/?p=19761-ნინო ლომიძე-,,არგუმენტი-რაობა და სახეები’’

http://mastsavlebeli.ge/uploads/resursebi/firchkhadze%20pdf.pdf-მაია ფირჩხაძე-,,არგუმენტაცია და სასწავლო


პროცესი’’

http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---
4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-
00&cl=CL2.3&d=HASH7b6d19623abbe9c484e7fc.2&gt=1-ნათია ფირცხალავა-,,არგუმენტაცია :არგუმენტის
შექმნის გზები და სტრატეგიები“

http://cdi.org.ge/uploads/pages/da-vaswavlot-kritikuli-azrovneba-51.pdf-სოფიო გორგოძე, მანანა


ბოჭორიშვილი, ნინო ჭიაბერაშვილი, ქეთევან ჭიაბერაშვილი, გიორგი გახელაძე-,,ვისწავლოთ და ვასწავლოთ
კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება“.

2. ინტონაციის პრობლემა მეტყველებაში.

.http://www.tafu.edu.ge/files/elbooks/manana-berikashvili-metkveleba-kda.pdf-მანანა ბერიკაშვილი-
,,მეტყველების კულტურის ძირითადი პრინციპები (სახელმძღვანელო)

3. ლექსიკის სიმწირე ქართულ ენაში.

http://mastsavlebeli.ge/?p=1866-თამარ კაციტაძე-,,რჩვები სიტყვის მარაგის გასამდიდრებლად’’

http://mastsavlebeli.ge/?p=11170- ნინო ბილიხოძე-,,სიტყვის ემოციური კონტექსტის დადგენისთვის“

fhttp://mastsavlebeli.ge/?p=1836-მაია ფირჩხაძე-,,სიტყვათა მარაგის შეძენაზე ორიენტირებული სწავლების


სტრატეგიები და პრაქტიკა“

35
სსიპ ქ. რუსთავის მე-10 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ

ლალი ხაჩიძის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის რეფლექსია თემაზე:

მეტყველების პრობლემა ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწყებით საფეხურზე

2018-2019 სასწავლო წელი

კვლევა ჩავატარე მე-5 ა კლასში. შევარჩიე თემა_მეტყველების პრობლემა


ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწყებით საფეხურზე, რომელიც დგას ყველა
მასწავლებლის წინაშე. მას შემდეგ, რაც განვსაზღვრე საკვლევი საკითხი, ჩამოვაყალიბე
კვლევის მიზნები, გავეცანი ლიტერატურას, შევქმენი სამიზნე ჯგუფები. პირველ ეტაპზე
კვლევა განვახორციელე რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდებით, დავაკვირდი
ფოკუსჯგუფებს, დავგეგმე ისეთი სტრატეგიები, რომლებიც მორგებული იქნებოდა
მოსწავლეთა ინტერესებზე, გააუმჯობესებდა მეტყველებას, რაც დადებითად აისახება მათ
აკადემიურ მოსწრებაზე.

ჩემი პრაქტიკის კვლევა გავუზიარე ქ. რუსთავის მე-10 საჯარო სკოლის სამიზნე


ჯგუფს: ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს.
შევათანხმე კათედრებთან შეხვედრის დრო და ადგილი და არასაგაკვეთილო პროცესის
დროს შევხვდი მათ.

კვლევის პრეზენტაცია გავაკეთე საპრეზენტაციო ფორმატით, კოლეგებს გავაცანი კვლევის


თემა, მიზნები და გავუზიარე კვლევის ანგარიში, ავუხსენი, რომ კვლევაზე მუშაობას
დასჭირდა 3,5 თვე, ვესაუბრე, რა პრობლემები დავინახე ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში,
რამ გადამაწყვეტინა აღნიშნულ თემაზე მუშაობა_ მოსწავლეთა მეტყველების კულტურა
დაბალია, ამის მიზეზი მრავალია: ლექსიკის სიღარიბე, ფრაზების გაუმართობა,
გრამატიკული ნორმების არცოდნა, აზრის თანამიმდევრულად, სრულყოფილად
გადმოცემისათვის საჭირო საშუალებების გაუთვალისწინებლობა და სხვა. მოსწავლეთა
მეტყველების კულტურის ამაღლებას უდიდესი როლი აკისრია სწავლების პროცესის
გაუმჯობესებაში, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია
საკუთარ პრაქტიკაში ხარვეზების აღმოჩენა, გაანალიზება და აღმოფხვრა.

პედაგოგებს გავაცანი კვლევის მეთოდები: ტესტირება, ანკეტირება, ფოკუსჯგუფის


გამოკითხვა, დაკვირვება; გავაცანი სამიზნე ჯგუფებიდან მოპოვებული ინფორმაციის
ანალიზიდან გამომდინარე დასკვნა, სტრატეგიები, რომლებიც დავგეგმე პრობლემების
მოსაგვარებლად, გავაცანი განხორციელებული ინტერვენციები, მათი შეფასება, გავუზიარე
ის მიგნებები და გამოცდილება, რომლებიც შემძინა კვლევაზე მუშაობამ და ვთხოვე მათ,
გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრება.
გაზიარების დროს იყო დისკუსია, გამოითქვა სხვადასხვაგვარი აზრი. პრეზენტაციის
დასრულების შემდეგ მივიღე კოლეგების კონსტრუქციული უკუკავშრი, საბოლოოდ კვლევამ
კოლეგების მოწონება დაიმსახურა. მათ აღნიშნეს, რომ კვლევა იყო ამომწურავი,
პრეზენტაცია_ საინტერესო, მოიწონეს ჩემ მიერ წარმოდგენილი ინტერვენციები და
აღნიშნეს, რომ ჩემს გამოცდილებას საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში გამოიყენებენ.

უკუკავშირის დროს გამოითქვა შენიშვნები. პრობლემების უკეთ გადასაჭრელად


შემომთავაზეს ინტერვენცია, რა გავაუმჯობესო და როგორ. ახალი კვლევის დაგეგმვისას,
რასაკვირველია, გავითვალისწინებ მათ რეკომენდაციებს, კერძოდ, კვლევის მიმდინარეობას
პერიოდულად გავუზიარებ კოლეგებს და მათ უკუკავშირს გავითვალისწინებ კვლევაზე
მუშაობის პროცესში. მუშაობას გავაგრძელებ შემდგომშიც, მოსწავლეებს ჩავრთვ
ბიბლიოთეკისა პროექტში მშობლებთან ერთად, ასევე სხვადასხვა სასწავლო პროექტში.

კვლევაზე მუშაობა აღმოჩნდა საკმაოდ შრომატევადი, მაგრამ სასარგებლო, დავინახე,


როგორ ვიმუშაო მომავალში. კვლევამ მომცა მოტივაცია, რომ მუშაობა გავაგრძელო
ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით, მოსწავლეები ჩავრთო ბიბლიოთეკის პროექტში,
გავააქტიურო მშობელთა ჩართულობა. შევთავაზო დისკუსია სხვადასხვა თემაზე. აღნიშნულ
აქტივობებს გამოვიყენებ პარალელურ მეექვსე კლასშიც და დაწყებითი საფეხურის სხვა
კლასებშიც.

ვფიქრობ, ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა გამოადგებათ პედაგოგებს, რომლებიც გეგმავენ


პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას მსგავს პრობლემებზე.

You might also like