You are on page 1of 5

სოციალური პროექტი

,წიგნის სამყარო“

პროექტის გეგმა

პროექტის აქტუალობა

მოზარდთა წიგნიერების დაბალი დონე თანამედროვეობის ერთ–ერთი უმნიშვნელვანესი პრობლემაა.


ტექნიკის განვითარებამ, ადამიანთა ცხოვრებაში კომპიუტერის დამკვიდრებამ მნიშვნელოვნად
გაანელა ინტერესი წიგნის მიმართ. მოზარდები თვლიან, რომ კომპიუტერს შეუძლია ჩაანაცვლოს
წიგნი. მართალია, მას შეუძლია ჩაანაცვლოს ბიბლიოთეკაში ვიზიტი, რთულად საშოვნელ
სახელმძღვანელოებსაც ადვილად ვიპოვით ინტერნეტ სივრცეში. თუმცა, უნდა ვაღიაროთ,
რომ კითხვის გარეშე ძნელია ვისაუბროთ ადამიანის ინტელექტუალურ განვითარებაზე. საუკეთესო
გამოსავალია, როცა ტექნოლოგიების წინსვლას მოჰყვება მოზარდის გონებრივი განვითარება.
უწიგნურობით გაჩენილ სიცარიელეს ვერავითარი შენაძენი ვერ შეავსებს. გარდა ამისა, ვირტუალურ
სამყაროში ჩაფლული ბავშვები გარკვეულ ეტაპზე რაღაც გულცივები, აგრესიულები ხდებიან, ეს
ყველაფერი უარყოფითად აისახება ამ თაობაზე, მათ ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე.

ჩემს სადამრიგებლო კლასშიც გამოიკვეთა რამდენიმე მოსწავლე, რომლებსაც აქვთ კითხვის


დაბალი მოტივაცია, ნაკლებად ინტერესდებიან საერთო საკლასო აქტივობებით, რომლებიც შეეხება
წიგნთან ურთიერთობას. მათი ეფექტური ჩართულობის მიზნით, გადავწყვიტე, მეხუთე კლასში
განმეხორციელებინა პროექტი "წიგნის სამყაროში“
წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში ბავშვები აღმოაჩენენ და გაიგებს ბევრ საინტერესოს წიგნის
შესახებ და განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდება მის მიმართ.

მონაწილე მხარეები
მეხუთე კლასის მოსწავლეები, დამრიგებელი;
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
სკოლის ბიბლიოთეკარი;
საქალაქო ბიბლიოთეკის თანამშრომლები;
მშობლები.
პროექტის ხანგრძლივობა
3 კვირა, ოქტომბერი-ნოემბერი, 2019 წ.
საგნობრივ ჯგუფებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ქართული ენა და ლიტერატურა ( V-VI)
ქართ. V. 4.
მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი
ინდიკატორები

• ისმენს მხატვრულ ნაწარმოებს (ლექსს, ნოველას, მოთხრობას) და გამოხატავს საკუთარ ემოციებსა


და შთაბეჭდილებებს;
• მონაწილეობს ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში, გამოხატავს
საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ პერსონაჟის მიმართ;
• ასახელებს სხვადასხვა თვალსაზრისით მისთვის საინტერესო ადგილებს ტექსტიდან.
ქართ. V. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების წაკითხვა და
ადეკვატურად გაგება-გაანალიზება
ინდიკატორები
• გააზრებულად აკავშირებს სათაურს ტექსტთან;
• განარჩევს მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟებს;
• ყოფს ტექსტს შინაარსობრივ ნაწილებად;
• გამოაქვს დასკვნა პერსონაჟებს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ;
• საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს;
• იმახსოვრებს და საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს არსებით ინფორმაციას ტექსტის ცალკეული
მონაკვეთიდან;
• განავრცობს შეკუმშულად, მოკლედ გადმოცემულ ამბავს.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

ს.გ.V.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები


და მიღებული ცოდნის საფუძველზე იმსჯელოს მხატვრული ნაწარმოების შესახებ.

ინდიკატორები

• საუბრობს საკუთარ და/ან სხვის ნამუშევრებზე და ასაბუთებს, რატომ მოსწონს ან არ მოსწონს


რომელიმე მათგანი;
• კრიტიკის დროს პატივისცემით ეკიდება სხვის ნამუშევარს და აზრს;
• საუბრისას იყენებს შესაბამის ტერმინებს;
• ადეკვატურად პასუხობს აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს;
• ამოიცნობს ისტორიაში და ლიტერატურაში განვლილ თემებს და პერსონაჟებს;
• საუბრობს ნაწარმოების შინაარსზე.

ს.გ.V.9. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.


ინდიკატორები

• მონაწილეობს გამოფენაში;
• მონაწილეობს სპექტაკლის დადგმაში;
• მონაწილეობს სხვადასხვა სახის აქციებში;
• ხვდება ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეებს.

მიზანი
პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის გაღვივებას, მისადმი ინტერესის
გაზრდას, მოქალაქეობრივი თვითშეგნების და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას. წიგნის როლის
ზრდისთვის ხელშეწყობას, სიყვარულის გაღვივებას და განცდას, რომ წიგნი ცხოვრებას გვასწავლის.
აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შორის კომუნიკაციას და ინტერესების
დაახლოებას. მოსწავლეებში იმ უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებას, რომელიც აუცილებელია მთელი
ცხოვრების მანძილზე საკუთარი ძალების რეალიზებისათვის. საზოგადოებრივად სასარგებლო
საქმიანობაში მონაწილეობა და თანატოლებთან მეგობრული ურთიერთდამოკიდებულებების
ჩამოყალიბება.
სასკოლო ცხოვრებაში მშობლის ჩართულობის გაზრდა.

პროექტის განხორციელების გზები


აქტივობა თარიღი შედეგი
მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ
1 შეხვედრა: 21.10.2019 წ. მოსაზრებებს თუ რატომ არის
• დისკუსია თემაზე ,,რატომ აუცილებელი წიგნის კითხვა. რა
უნდა ვიკითხოთ წიგნები?“ ადგილი უჭირავს წიგნს მათ
• პროექტის ეტაპების ცხოვრებაში.
განსაზღვრა
განვსაზღვრავთ პროექტის გეგმებსა და
აქტივობებს.

, მოსწავლეები მშობლებთან ერთად


2 ,ჩემი ბიბლიოთეკა“ 21-23.10.2019 წ. აღწერენ ოჯახის ბიბლიოთეკას.
გამოყოფენ მათ მიერ (მშობლების მიერ)
წაკითხულ ნაწარმოებებს.
3 ვიზიტი სკოლის ბიბლიოთეკაში 24. 10.2019 წ. მოსწავლეები გაეცნობიან სასკოლო
წიგნად ფონდს, მოისმენენ სკოლის
ბიბლიოთეკარისგან სასარგებლო
რჩევებს წიგნის მოვლის შესახებ.
მოსწავლეები გაწევრიანდებიან სკოლის
ბიბლიოთეკაში.
4 ვიზიტი ქალაქის ბიბლიოთეკაში 25. 10.2019 წ. მოსწავლეები გაეცნობიან დიდი
ბიბლიოთეკის ფუნქციონირების
თავისებურებებს. კატალოგებში წიგნის
ძიების წესებს.
მოსწავლეები გაწევრიანდებიან
საქალაქო ბიბლიოთეკაში.
5 საყვარელი ლიტერატურული 28.10.2019 წ. მოსწავლეები შეარჩევენ, წაიკითხავენ
ნაწარმოების საკლასო განხილვა და იმსჯელებენ ლიტერატურულ
ნაწარმოებზე.
6. როლური თამაში 1.11.2019 წ. შესწავლილი ლიტერატურული
,,ლიტერატურული გმირების ნაწარმოების განხილვა როლების
სასამართლო“ განაწილებით.
7 ლიტერატურული ესეების შექმნა 22.10 –8.11.2019 წ. სხვადასხვა აქტუალურ თემებზე
ლიტერატურული ესეების შექმნა
8 ინფორმაციების მოძიება და 22.10 –8.11.2019 წ.
წარმოდგენა
პირველი ჯგუფი:
მოიძიებენ მასალას წიგნის
წარმოშობა–განვითარების
მოსწავლეები მეტი მონდომებითა და
შესახებ
ინტერესით ჩაერთვებიან პროექტში.
მეორე ჯგუფი:
ამაღლდება მათი მოტივაცია.
მოიძიებენ გამოჩენილი ბავშვები მოძიებული ინფორმაციის
ადამიანების გამონათქვამებს საფუძველზე შექმნიან კედლის
წიგნის შესახებ. გაზეთებს, სადაც წარმოადგენენ
საკუთარ ნამუშევრებს.
მესამე ჯგუფი:
მოიძიებენ ინფორმაციას
მსოფლიოს უდიდესი
ბიბლიოთეკების და წიგნების
მაღაზიების შესახებ.
სსსმ მოსწავლე მონაწილეობდა ყველა აქტივობაში. მუშაობდა საინფორმაციო სტენდის შექმნაზეც,
ესწრებოდა ყველა შეხვედრას. გაიუმჯობესა კომუნიკაციის და ამხანაგებთან თანამშრომლობის
უნარი.

რესურსები

კომპიუტერი, პროექტორი, ppt პრეზენტაცია;


ფორმატის ქაღალდი. თაბახის ფურცლები,
ფერადი ქაღალდები, ფანქრები, ფლომასტერები

შედეგები
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ტექსტთან შემოქმედებითი დამოკიდებულება, წიგნი ბევრად
ახლობელი და ძვირფასი გახდება მათთვის;
მოსწავლეები მნიშვნელოვნად გაიმდიდრებენ ცოდნას წიგნის ბეჭვდის ეტაპების შესახებ:
მოიმატებს მოსწავლეების და მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში;
მოსწავლეებს განუვითარდებათ წერითი მეტყველების კულტურა, კომუნიკაციური, ენობრივი და
შემოქმედებითი უნარები;
მოსწავლეებს განუვითარდებათ
• კვლევის, შემოქმედებითი აზროვნების, კომუნიკაციის და თვითმართვის უნარ-ჩვევები;
• თვითშეფასებისა და საკუთარი სასწავლო საქმიანობის წარმართვის უნარები
პროექტის მონიტორინგი, შეფასების კრიტერიუმები

მონიტორინგი ხორციელდება მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილით;


მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარით;
მოსწავლეთა პროექტში აქტიურობის შეფასების კითხვარით;
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარით.

პროექტის ხელმძღვანელი : მანანა ლობჟანიძე


მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი

ხალისით ვმუშაობდი პროექტზე? დიახ არა ნაწილობრივ


საინტერესო იყო პროექტზე მუშაობა? დიახ არა ნაწილობრივ
ვთანამშრომლობდი ჯგუფის ყველა წევრთან? დიახ არა ნაწილობრივ
შევძელი ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაციის წარდგენა? დიახ არა ნაწილობრივ
დისკუსია ,,რატომ უნდა წავიკითხოთ
1
წიგნები?“
2 ვიზიტი სკოლის ბიბლიოთეკაში
რომელი ეტაპი უფრო საინტერესო იყო? 3 ვიზიტი საქალაქო ბიბლიოთეკაში
4 წიგნის შესახებ ინფორმაციის მოძიება
5 ნამუშევრების პრეზენტაცია
6 ნაწარმოებების განხილვაში მონაწილეობა
გსურთ კიდევ ახალ პროექტზე მუშაობა?
დიახ არა

პროექტში მოსწავლეთა აქტიურობის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები საშუალო საშუალოზე კარგი


მაღალი
ჯგუფის წევრებთან ცდილობს თანამშრომლობს თანამშრომლობს ჯგუფთან და
თანამშრომლობა თანამშრომლობას. ჯგუფთან. ასრულებს ნაკისრ
ვალდებულებას.
აკეთებს პრეზენტაციას: ვერ ახერხებს კარგად წარმოაჩენს ნაშრომს, პასუხობს
აზრს თანმიმდევრულად ნაშრომის სათანადოდ წარმოაჩენს დასმულ შეკითხვებს.
გადმოსცემს. მსჯელობს წარმოჩენას. ნაშრომს, უჭირს
საკითხის ირგვლივ. კითხვებზე
პასუხობს დასმულ პასუხი.
კითხვებზე.
.
ლიტერატურული არ მონაწილეობს მონაწილეობს ლიტერატურული
ნაწარმოებების განხილვაში ლიტერატურული ლიტერატურული ნაწარმოებების განხილვაში
მონაწილეობა ნაწარმოებების ნაწარმოებების მონაწილეობს აქტიურად
განხილვაში განხილვაში
ურთიერთობს სხვა ჯგუფის ახერხებს კითხვის სვამს კითხვებს, სვამს კითხვებს, ისმენს
წევრებთან დასმას, მოსმენას. უსმენს ინტერესით, იყენებს
ინტერესით. ურთიერთობისას
ზრდილობიანი მიმართვის
ფორმებს.

მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი

1. მოხდა,თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?


2. რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
3.რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?
4. რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
5. განხორციელდა თუ არა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები, ხომ არ მომხდარა
რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება;
6. მომავალში მეტი ყურადღება რას მივაქციო?

You might also like