You are on page 1of 4

ბიბლიოთეკის სამუშაო გეგმა

სკოლის ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 09:30 საათიდან 16:00 საათამდე.

ბიბლიოთეკაში დაცულია სკოლის საკუთრებაში არსებული საბიბლიოთეკო ფონდი (ბეჭდური,


ელქტრონული, ფოტო და ვიდეო-მასალა).

სკოლის ბიბლიოთეკის მიზანია:

 საბიბლიოთეკო ფონდის ფორმირება სკოლის საგანმანათლებლო პროგრამებისა და


მკითხველთა მოთხოვნების მიხედვით.
 საბიბლიოთეკო ფონდების დაცვა, აღრიცხვა, დამუშავება, საცნობარო-საძიებო
საშუალებების შექმნა და მათი გამოყენება საბიბლიოთეკო დარგში მოქმედი
სტანდარტების შესაბამისად.
 ბიბლიოთეკის მკითხველთა უზრუნველყოფა მათთვის საჭირო ინფორმაციითა და
საბიბლიოთეკო დოკუმენტებით;
 სკოლის საგანმანათლებლო სფეროს განვითარების ხელშეწყობა. ახალი საინფორმაციო
ტექნოლოგიების ბაზაზე, კატალოგების, მონაცემთა ბაზების ორგანიზაცია და მართვა.
 პარტნიორ ბიბლიოთეკებთან თანამშრომლობის ფორმების შემუშვება, დაგეგმვა და
განხორციელება;
 მკითხველთა თანასწორუფლებიანობის დაცვა;
 ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მათთვის შეზღუდვების დაწესება;
 სკოლის სასწავლო მოთხოვნების საბიბლიოთეკო დოკუმენტებით უზრუნველყოფის
მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი და მის საფუძველზე ღონისძიებების დაგეგმვა და
განხორციელება;
 წიგნადი ფონდის პერიოდული შესწავლა, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის
შემოწმება;
 ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების შემუშავება და სამკითხველო დარბაზში,
საბიბლიოთეკო წესებით მკითხველთა მომსახურება.
სკოლის ბიბლიოთეკა ახორციელებს მრავალმხრივ მუშაობას ზოგადი განათლების მიზნიების
რეალიზაციაში, ის ემსახურება მკითხველს და აკმაყოფილებს სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფის
მოთხოვნებს. კერძოდ:

1. მოთხოვნისამებრ, მასწავლებელებს აწვდის ისეთ რესურსებს, რომელიც გააღრმავებს მათ


საგნობრივ ცოდნას და გააუმჯობესებს სწავლების მეთოდიკას;

2. ეხმარება პედაგოგს საჭირო მასალისა და ინფორმაციის მოპოვებაში;

3. პედაგოგები ბიბლიოთეკას იყენებენ მოსწავლეთა გააქტიურებისა და დამოუკიდებელად


ინფორმაციის მოპოვების უნარ–ჩვევების შეძენის მიზნით. ასევე, ახალგაზრდების წიგნიერების
ამაღლებისა და კითხვით დაინტერესების მიზნით.

გარდა ბიბლიოთეკაში არსებული წიგნადი ფონდისა, ბიბლიოთეკარი მკითხველს სთავაზობს


ელექტრონულ რესურსებს, ინტერნეტით მოპოვებულ ხარისხიან ინფორმაციას.
ბიბლიოთეკა ხელს უწყობს პედაგოგებს ღია გაკვეთილებისა და სასკოლო ღონისძიებების
მომზადებაში.

ბიბლიოთეკა მოსწავლეებისათვის არის ღია, თავისუფალი, კეთილგანწყობილი


საგანმანათლებლო სივრცე, სადაც მათ შეუძლიათ მუშაობა, კერძოდ: დავალების შესრულება,
ინფორმაციის მოპოვება და გამოყენება.

ბიბლიოთეკარი იცავს თავის ფონდს, აკომპლექტებს მას, სხვადასხვა პროფილური


ლიტერატურით, სხვადასხვა სახის დოკუმენტებით, პერიოდიკით, აუდიოვიზუალური მასალით
სკოლის პროფილისა და ამოცანების შესაბამისად, ახდენს მათ ინდივიდუალურ აღრიცხვას
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ბიბლიოთეკარი ფონდის სისტემატიზაციას აწარმოებს შესაბამისი ინსტრუქციის


მიხედვით, პერიოდულად ეწევა მის გამონთავისუფლებას შინაარსობრივად მოძველებული და
ფიზიკურად გაცვეთილი საბიბლიოთეკო დოკუმენტებისაგან, შეისწავლის ფონდის გამოყენების
მდგომარეობას, იღებს ზომებს მისი ფიზიკური დაცვისა და განახლებისათვის.

ბიბლიოთეკაში შეიძლება ჩატარდეს შეხვედრები მოეწყოს გამოფენები, გაიმართოს


სხვადასხვა ღონისძიებები: საღამოები, შეხვედრები, კონფერენციები, იუბილეები,
ლიტერატურულ თამაშები, ვიქტორინები, პრეზენტაციები და ა.შ.

პედაგოგთა მოთხოვნით, ბიბლიოთეკაში პერიოდულად ხდება დამატებითი


ღონისძიებებისათვის მასალის დამუშავება ცალკეული კლასების, საგნებისა და თემების
მიხედვით.

თავის საქმიანობით ბიბლიოთეკა ხელს უწყობს მოსწავლეთა დარგობრივ წრეებს, აწვდის


მათ საჭირო ლიტერატურასა და ინფორმაციას.

სკოლის ბიბლიოთეკის მუშაობას აკონტროლებს სკოლის დირექტორი. სკოლა


ბიბლიოთეკის საქმიანობის სრულყოფისათვის კავშირს ამყარებს სხვადასხვა საგანამანთლებლო,
კულტურულ და სახელოვნებოს დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან.

ბიბლიოთეკარი პასუხისმგებელია ბიბლიოთეკის ფონდის მიზანმიმართულად გამოყენებაზე,


მისი დაცვის უზრუნველყოფაზე.
შესასრულებელი სამუშაო შესრულების დრო პასუხისმგებელი პირი
1. მკითხველის მომსახურება
მკითხველის ჩაწერა სასწავლო წლის ბიბლიოთეკარი
დასაწყისიდან
დოკუმენტების გაცემა სახელმძღვანელოების ბიბლიოთეკარი
გაცემა 10
სექტემრიდან.
მხატვრული
ლიტერატურისა
სასწავლო წლის
დაწყებიდან 1
ივნისამდე.

დავალიანების აღმოფხვრა ( გაცემული გაცემიდან 2 კვირაში ბიბლიოთეკარი,


დოკუმენტების დაბრუნება) მხატვრული მკითხველი
ლიტერატურისა.
სახელმძძღვანელოები
ს წლის ბოლოს.

ლიტერატურისა და სხვადასხვა სასწავლო წლის ბიბლიოთეკარი


ინფორმაციის მიწოდება განმავლობაში
მკითხველისათვის
კონტაქტები გამომცემლობებთან და წლის მანძილზე სკოლა
ორგანიზაციებთან
2.დოკუმენტების დამუშავება–
კატალოგიზაცია
დოკუმენტების აღწერა, წლის ბოლოს ბიბლიოთეკარი
კლასიფიკაცია;
საკატალოგო ბარათების დამზადება; წლის ბოლოს ბიბლიოთეკარი
3. ფონდების დაცვა და ორგანიზაცია
დამუშავებული ფონდების განლაგება წლის ბოლოს ბიბლიოთეკარი
თაროებზე;
ფონდის გადარჩევა ჩამოწერისათვის; წლის ბოლოს ბიბლიოთეკარი
შერჩეული ფონდის ჩამოწერა და წლის ბოლოს ბიბლიოთეკარი,
აქტის შედგენა. ბუღალტერი,
საინვენტარიზაციო
კომისია
კომპიუტერის(ინტერნეტის)გამოყენება წლის მანძილზე სასკოლო საზოგადოება
მასალის მოპოვებისათვის
4. ორგანიზაციული მუშაობა
ბიბლიოთეკის სამუშაო გეგმის ივნისი ბიბლიოთეკარი
შედგენა;
ანგარიშების შედგენა; იანვარი ბიბლიოთეკარი
სემესტრუული და წლიური ივნისი
5. ჩასატარებელი ღონისძიებები
სასწავლო პროცესის სრულყოფაში წლის მანძილზე სასკოლო საზოგადოება
ბიბლიოთეკის ჩართვა.სასწავლო
ღონისძიებების მოწყობაში
მასწავლებლებისთვის დახმარების
გაწევა.
სხვადასხვა კონკურსების ორგანიზება: აპრილი ბიბლიოთეკარი
სწრაფი და სწორად კითხვის IVკლასების
კონკურსი IV კლასების მოსწავლეთა დამრიგებლები
შორის
კითხვის საათის ორგანიზება. მარტი მასწავლებელები,
წასაკითხი მასალისა და მკითხველთა ბიბლიოთეკარი
შერჩევა.
სასკოლო სახელმძღვანელოების 1 და მე-12 კლასები ბიბლიოთეკარი
ჩაბარება. მაისში დამრიგებლები
მე-2 -- მე-11 კლასები
ივნისში

You might also like