You are on page 1of 2

რეკომენდაცია, თუ რა აქტივობები შეგვიძლია შევიტანოთ პორტფოლიოში.

 საკუთარ გაკვეთილზე კოლეგების მიწვევა და მათი გამოხმაურების ანალიზი;


ტრენინგში/სემინარში მონაწილეობა;
 სასწავლო გეგმის/ების შედგენა;
 საკითხის დამოუკიდებლად შესწავლა;
 ელექტრონული მიმოწერა საკითხის პრეზენტატორთან;
 პროფესიულ ორგანიზაციაში გაწევრიანება და მათ მიერ დაგეგმილ სხვადასხვა
ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
 თვითრეფლექსიის ჟურნალის წარმოება;
 წიგნის განხილვაში მონაწილეობა;
 გაკვეთილების ერთობლივი დაგეგმვა;
 კონფერენციაზე მოხსენების გაკეთება;
 პროფესიული ჟურნალებისა და წიგნების გაცნობა;
 ეფექტური პრაქტიკის შესახებ პროფესიული ლიტერატურის მიმოხილვა;
საზაფხულო კურსებში მონაწილეობა;
 დისტანციური პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
საუნივერსიტეტო კურსის მოსმენა;
 აუდიო პრეზენტაციების მოსმენა;
 საკუთარი გაკვეთილის ვიდეოჩანაწერის ანალიზი და შეფასება;
 სამოდელო გაკვეთილების ჩატარება;
 სტატიების დაწერა;
 სასწავლო რესურსების შექმნა;
 პრეზენტაციები და დისკუსიები მრავალრიცხოვან პროფესიულ ჯგუფებში;
თანმდევი სესიები და საქმიანობები ახალი იდეების წარმატებული
დანერგვისთვის; დაკვირვება/შეფასება;
 განვითარება/გაუმჯობესების პროცესებში მონაწილეობა;
 სასწავლო ჯგუფებში მონაწილეობა და ა.შ. პროფესიულ კონფერენციაზე დასწრება;
სამუშაო შეხვედრებში (ე.წ. ვორქშოფებში) მონაწილეობა;
 სხვა პედაგოგის მენტორობის ქვეშ ყოფნა;
 სხვა მასწავლებლის მენტორობა;
 პედაგოგების მიერ ურთიერთსწავლება;
 კოლეგებისათვის სამუშაო შეხვედრის ჩატარება;
 პარალელური კლასების მასწავლებელთა შეხვედრებში მონაწილეობა;
 მოსწავლეთა შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
 საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკისა და სკოლის საჭიროებების კვლევა;
 კვლევაში მონაწილეობა; ექსპერტთან კონსულტაცია;
 „კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტი – სხვა მასწავლებლების გაკვეთილებზე
დასწრება, დაკვირვება და ეფექტური უკუკავშირის მიცემა
და კიდევ მრავალი სხვა…
აქ კი იხილეთ:

ვალდებულებები რაც უნდა შეასრულოს წამყვანმდა და მენტორმა მასწავლებელმა და


ფლობდნენ ასევე შესაბამის კომპეტენციებს
ახლა ორიოდ სიტყვით შევეხოთ პროფესიული უნარების გამოცდას, რომელიც როგორც
უკვე გაჟღერდა ჩატარდება 2022 წლის ზაფხულში. გამოცდების ეროვნული ცენტრის
ცნობით, უკვე წინასწარ არის შემუშავებული საგამოცდო პროგრამა და ეყრდნობა
მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს (რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ),
რომელშიც წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისათვის განსაზღვრულია დამატებითი
მოთხოვნები და კომპეტენციები.
საგამოცდო პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

1. სკოლის/თემის და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა


2. ზოგადი განათლების სისტემის ფართო ხედვა
3. სასწავლო პროცესის ეფექტიანი წარმართვისათვის სხვადასხვა საგანმანათლებლო
დაწესებულებასა და ორგანიზაციასთან თანამშრომლობა
4. მდგრადი განვითარების ძირითადი პრინციპების ცოდნა და გაზიარება

ტესტის მოკლე აღწერა კი ასეთია:


საგამოცდო ტესტისათვის განსაზღვრული იქნება მინიმალური კომპეტენციის ორი
ზღვარი – წამყვანი და მენტორი მასწავლებლების სტატუსების შესაბამისად.
მინიმალური კომპეტენციის ზღვრები განისაზღვრება საგანგებოდ შექმნილი კომისიის
მიერ შეფასების სტანდარტის დადგენის პროცედურის საშუალებით. საგამოცდო ტესტში
გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის დავალება:

• არჩევითპასუხებიანი;
• შესაბამისობის;
• ღია (პროექტის, კვლევის დაგეგმვა, მონაცემთა ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება
და სხვ.);
• კონკრეტული შემთხვევის/პრობლემური სიტუაციის ანალიზი;
• ფუნქციური/ანალიტიკური წერა.

You might also like