You are on page 1of 2

სასწავლო პროცესის მართვა,დაგეგმვა და სწავლება.

B1t1

გაკვეთილის დაგეგმვისას შედეგზე


გასასვლელად ვითვალისწინებ ეროვნული სასწავლო
გეგმის სტანდარტით გათვალისწინებულ
მოთხოვნებს.შესაბამისად მოსწავლეთა საჭიროებებიდან
გამომდინარე ვწერ თემატურ სასწავლო გეგმას.
გაკვეთილის გეგმის შედგენისას გამოვყოფ
გაკვეთილის სამ ფაზას და ვცდილობ თითოეული ფაზის
განსახორციელებლად გამოვიყენო შესაბამისი
აქტივობები.ვითვალისწინებ საგანთაშორის კავშირებს.
გაკვეთილის დასაწყისშივე მოსწავლეებს ვაცნობ
გაკვეთილის მიზანს,გაკვეთილის ფაზებსა და
აქტივობებს შორის ვცდილობ გავაკეთო ხიდი,რომელიც
ლოგიკურად და გასაგებად ებმის
ერთმანეთს.გაკვეთილს ვხსნი მოსწავლეებისათვის
გასაგებ ენაზე.გზადაგზა იხსნება უცნობი სიტყვების
მნიშვნელობებიც.კითხვებს ვსვამ ნათლად და ყველას
ვაძლევ აზრის თავისუფლად გამოხატვის
საშუალებას,მცდარი პასუხის შემთხვევაშიც.
B1t2
გაკვეთილის დაგეგმვასთან დაკავშირებით საკუთარი
თავის მიმართ ვარ კრიტიკული,რადგან მიმაჩნია,რომ
პატარა შეცდომაც კი შეიძლება აღმოჩნდეს
წარუმატებლობის საწინდარი.განსაკუთრებით მიჭირს
სამფაზიან გაკვეთილში თითოეული ფაზის შესაბამისი
აქტივობების შერჩევა და გამოყენება.ასევე საჭირო
დროის რეგლამენტის დაცვა.
გაკვეთილის დაგეგმვასთან დაკავშირებით
მჭირდება თეორიული ტრენინგების გავლა და
შესაბამისი ლიტერატურული მასალის მოძიება,რაც
მომცემს ცოდნას და შემმატებს თავდაჯერებულობას.

You might also like