You are on page 1of 2

გიორგი მშვიდობაძე ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის პირველი კლასის

მოსწავლეა.

გიორგი ადეკვატურად იყენებს აქტიურ ლექსიკას. გადმოსცემს მოსმენილი


ტექსტის შინაარსს. პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისაგან. აფასებს პერსონაჟს
და მის საქციელს. სიტყვებს შლის ბგერებად, ბგერებს აერთიანებს სიტყვებად. ცნობს
ანბანის ყველა ასოს. ხმამაღლა კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ
მცირე ზომის ტექსტებს. აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო
ადგილიდან. იგებს და ასრულებს მარტივ ინსტრუქციებს. ილუსტრაციის მიხედვით
ამოიცნობს ნაცნობ ზღაპარს, მოთხრობას, ლექსს. პოულობს სასვენ ნიშნებს. ხელის
სწორი მოძრაობით წერს ანბანის ყველა ასოს შესაბამისი მიმართულებით. მოცემული
ბგერებით ადგენს სიტყვებს ზეპირად და შემდეგ წერს. მასწავლებლის მიერ
მოცემული სიტყვების მიხედვით წერს მარტივ წინადადებას. წერილობით პასუხობს
მარტივ კითხვებს.

გამოყოფს მითითებული რიცხვების შესაბამისი რაოდენობის ჯგუფებს


გროვაში. ითვლის წინ და უკან ნებისმიერი რიცხვიდან. ასახელებს მოცემული
რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვებს. განასხვავებს და ასახელებს ეროვნული
ფულის ნიშნებს 20_ის ფარგლებში. ზეპირად ანგარიშისას იყენებს 1_ის ტოლი
ბიჯით თვლას, ან სხვა ხერხს. ზეპირად ასრულებს 10_ის გავლით შეკრება-
გამოკლებას. საგანთა დაწყვილებით ადარებს რაოდენობებს გროვებში, იყენებს
შესაბამის ტერმინებს და აღნიშვნებს.

აღწერს ადამიანს თვალსაჩინო გარეგნული ნიშნების მიხედვით. აჯგუფებს


ცოცხალ ობიექტებს მცენარეებად და ცხოველებად და აღწერს მათ განმასხვავებელ
ნიშნებს. აღწერს საკუთარ აქტივობას დღე-ღამის მონაცვლეობის მიხედვით და
უკავშირებს კონკრეტულ დროს. ადარებს სეზონებს ერთმანეთს. ჩამოთვლის
მისთვის მნიშვნელოვან დღესასწაულებს და აკავშირებს სეზონებთან. ასახელებს
პირად და არასაზიარო ნივთებს. აღწერს საკუთარ ქმედებას გარემოში სისუფთავის
შესანარჩუნებლად.

გამოსახულებას თანაბრად ანაწილებს ფორმატზე. ქმნის პლასტილინისაგან


მარტივ ფორმებს. ამოიცნობს, ასახელებს და ასახავს ნამუშევრებში მარტივ
გეომეტრიულ ფორმებს. გაკვეთილზე მოაქვს საჭირო აღჭურვილობა. იცავს
უსაფრთხოების წესებს. ნამუშევრის წარდგენისას განმარტავს, რისი გადმოცემა
უნდოდა ნამუშევარში.

კლასის დამრიგებელი |დ. ჭირაქაძე|

17.05. 2015 წელი

You might also like