You are on page 1of 10

1) გაკვეთილის თემა :,, წ’’ ასო-ბგერის

გაცნობა,საკითხავი ტექსტი ,,წიწილა’’.


2) სწავლების საფეხური და კლასი:
დაწყებითი,პირველი კლასი.
3) კლასში მოსწავლეთა რაოდენობა : 27
მოსწავლე.
4) გაკვეთილის მიზანი: გაკვეთილის ბოლოს
მოსწავლეებს ეცოდინებათ ,,წ’’ ასო-ბგერა,მისი
კითხვა.შეძლებენ ,,წ’’ ასო-ბგერის გამოყენებით
მარცვლების,სიტყვებისა და წინადადებების
შედგენას.შეძლებენ ,,წ’’ ასო-ბგერის
გამოყენებით მარტივი ტექსტის
წაკითხვას.დაეუფლებიან კითხვის საწყის
უნარს.
5)ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული
მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები:
1.5 მოსწავლეებს გამომუშავებული აქვთ
ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.
*სიტყვას ყოფენ მარცვლებად,მარცვლებს
აერთიანებენ სიტყვებად.
*ამოიცნობენ და ტაშის დაკვრით ითვლიან
სიტყვაში მარცვლების რაოდენობას.
*სიტყვებს შლიან ბგერებად,ბგერებს
აერთიანებენ სიტყვებად.
1.6 მოსწავლეებს შეუძლიათ ანბანური
პრინციპის გაგება და გამოყენება.
*ნაცნობ სიტყვებში ცნობენ და ახმოვანებენ
ასოებს.
*სიტყვათა ჩამონათვალში პოულობენ წინასწარ
მითითებულ ასოს,მარცვალს.
*ასოებს ამთლიანებენ მარცვლებად,მარცვლებს-
სიტყვებად.
*ასოებისაგან,მარცვლებისაგან აწყობენ სიტყვას.
1.7 მოსწავლეები ხმამაღლა კითხულობენ
მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე
ზომის ტექსტებს.
*აგრძელებენ სხვის მიერ დაწყებულ კითხვას
სათანადო ადგილიდან.
6) თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო)

ზარის დარეკვა,მისალმება.სახელოვანი მეფის


დავით აღმაშენებლის ხსენების დღის მილოცვა
მოსწავლეებისათვის და სტუმრებისათვის.
მასწავლებელი:
გამოწვევა :ვუკითხავ ვაჟა-ფშაველას
ლექსს,,ქორი’’.
ვსვამ კითხვებს:როგორი განწყობა შეგიქმნათ ამ
ლექსმა სევდიანი,თუ მხიარული? რატომ?
როგორი ფრინველია ქორი? კიდევ რომელი
მტაცებელი ფრინველები იცით? რა ჰქვია ქორის
ნაშიერს?კიდევ რომელი მტაცებელი
ფრინველების ნაშიერებს ჰქვიათ მართვე?
როგორი ფრინველია წიწილა? რის ნაშიერია?
მასწავლებელი:
მართალია ეს ლექსი სევდიანია ,მაგრამ ჩვენ
დღეს უნდა ვიყოთ ხალისიანები და სტუმრებიც
გავახალისოთ.რაშიც დაგეხმარებათ მუსიკის
მასწავლებელი ქალბატონი თინათინ
ზენაიშვილი და ერთად იმღერებთ თქვენთვის
საყვარელ სიმღერას ,,წიწილებზე’’.
მასწავლებელი:ახლა კი დროა ჩავსხდეთ
ცოდნის მატარებელში,გავაღოთ კიდევ ერთი
სარკმელი და შევისწავლოთ ასო-ბგერა ,,წ’’.
მასწავლებლის მითითებით გადაშლიან
სახელმძღვანელოებს გვ.101-ზე და
დააკვირდებიან რა ხატია(წიწილა).
ვთხოვ დაახასიათონ როგორია წიწილა და
ვანახებ სათამაშო წიწილას.
აქტივობა:მოსწავლეები ავსებენ გონებრივი
იერიშის რუკას და ახასიათებენ წიწილას.
მასწავლებელი:დაფის ღარზე ვაწყობ მოძრავი
ანბანით,, ი ი ლ ა’’. მოსწავლეებს ვეკითხები
რომელი ასო-ბგერაა გამოტოვებული.ვსვამ ,,წ’’
ასო-ბგერას სათანადო ადგილას და მიღებულ
სიტყვას ,,წიწილა’’ ვაკითხებ ყველას.
ვსვამ კითხვებს:რამდენი ასო-ბგერაა ამ
სიტყვაში? ,,წ’’ ასო-ბგერა მერამდენეა?
რამდენი ,,წ’’ ასო-ბგერაა სიტყვაში ,,წიწილა’’.
რამდენმარცვლიანია ეს სიტყვა? რამდენი
ხმოვანია ამ სიტყვაში? თანხმოვანი? როგორ
გავიგოთ სიტყვა რამდენმარცვლიანია?
მასწავლებელი: ვკითხულობ საკითხავ
ტექსტს ,,წიწილა’’.
შემდეგ მოსწავლეებს ვაკითხებ გუნდურად.
გზადაგზა აიხსნება უცნობი
სიტყვები:წერო,წამალი,წიწაკა,მაწონი,მოწაფე,
წიგნი.
შემდეგ ვაკითხებ ფერადი მარცვლებით შედგენილ
ტექსტს ,,წ’’ ასო-ბგერის გამოყენებით.
მოსწავლეებს ვთხოვ ტექსტში მოძებნონ ის
სიტყვები,რომლებიც ,,წ’’ ასო-ბგერით
იწყება.მოძებნონ ის სიტყვები,რომლებშიც ორი,,წ’’
ასო-ბგერაა.მოძებნონ და დაასახელონ ის
სიტყვები,რომლებშიც,,წ’’ ასო-ბგერაა
გამოყენებული.
ტექსტში იპოვონ ორმარცვლიანი სიტყვები და
დაასახელონ,ასევე იპოვონ სამმარცვლიანი
სიტყვები.ტექსტში იპოვონ და წაიკითხონ
ორსიტყვიანი და სამსიტყვიანი წინადადებები.
მასწავლებელი: ვსვამ ტექსტთან მიმართებაში
გამოკრებით და საანალიზო კითხვებს. რას შვრება
წიწილა? რას შვრება წერო? რა არის წიფელი?
როგორია ეს წიგნი? როგორი კაბა აცვია მაკას?
როგორი წინდები მიუტანა დედამ პატარა კატოს?
ვინ არის იაკობ გოგებაშვილი? როგორი
მოთხრობები დაწერა მან?როგორ მოსწონთ
ბავშვებს მისი მოთხრობები?რას ნიშნავს იაკობ
გოგებაშვილი საბავშვო მწარალია!იაკობ
გოგებაშვილის რომელი მოთხრობები იცით? რა
დაუწერა იაკობ გოგებაშვილმა ბავშვებს?
აქტივობა:,,წე’’ მარცვლისა და სქემის გამოყენებით
ბავშვები შეადგენენ ორმარცვლიან სიტყვებს.ასევე
,,წი’’ მარცვლის გამოყენებით შეადგენენ
სამმარცვლიან სიტყვებს.
აქტივობა:
მასწავლებელი:გუშინ ჩვენს საკლასო ოთახს
ესტუმრა უჩინმაჩინი და ჩუმად ,,სიტყვების
სკივრში’’ რაღაც დაუტოვებია.ვნახოთ რა
სიურპრიზი გაგვიკეთა.სკივრიდან ამოვიღებ ორ
ფერად ბარათს,რომლებზეც ანდაზები
წერია.ვკითხულობ თითოეულს,,წყლის ნაყვააო’’,
,,წინა კაცი უკანას ხიდიაო’’. მოსწავლეებს
ვეკითხები რა წერია ამ ფურცლებზე(ამოიცნობენ
და ასახელებენ ,,ანდაზა’’).
მოსწავლეებს ვაძლევ აზრის გამოხატვის
საშუალებას გადმოსცენ თითოეული ანდაზის
შინაარსი როგორ ესმით,შემდეგ მე ვუხსნი მათ
კონკრეტული მაგალითების დასახელებით.
განტვირთვა ვარჯიშებით:
,, ხელი წინ და ხელი ზევით,
ახლა განზე,მერე ტაში.
ჩაჯექით და წამოდექით,
დაიბრუნეთ ძალა მკლავში.’’
აქტივობა:
მასწავლებელი:ახლა მინდა სახალისო დავალებები
შემოგთავაზოთ:
ვასახელებ ბგერებს,მოსწავლეები იჭერენ
თითოეულს და წარმოთქვამენ სიტყვებს.
აქტივობა:
თამაში ბარათების გამოყენებით.
მასწავლებელი: ვასახელებ სიტყვებს.როცა
დავასახელებ ისეთ სიტყვას,რომელშიც ,,წ’’
ასო-ბგერაა,მოსწავლეები ასწევენ ყვითელ
ბარათს,ხოლო როცა დავასახელებ ისეთ
სიტყვებს,რომლებშიც ,,წ’’ასო-ბგერა არაა,ასწევენ
წითელ ბარათს.
აქტივობა:ფორმატის ფურცლებზე დახატულ
ფერად ბუშტებზე დაწერილია
სიტყვები.მოსწავლეებმა უნდა იპოვონ როგორი
ფერის ბუშტებზეა ერთმარცვლიანი
სიტყვები,ყველაზე გრძელი
სიტყვა,სიტყვა,რომელშიც ყველაზე მეტი
თანხმოვანია.
აქტივობა:მივმართავ ბავშვებს.ვიცი თქვენ
ძალიან კეთილი ბავშვები ხართ,გიყვართ სხვისი
დახმარება.ახლა თქვენი დახმარება ორ გოგონას
სჭირდება,გთხოვთ იყოთ კეთილი ფერიები და
დაეხმაროთ გოგონებს,რათა ჯადოსნურ სამყაროში
იმოგზაურონ და ვაცნობ ზღაპრის შინაარსს და იმ
დავალებებს,რაც ამ აქტივობით ევალებათ.
პირველი დავალება:,,წ’’ ასო-ბგერა დაამეგობრონ
ხმოვნებთან და მიიღონ მარცვლები.
მეორე დავალება: ამ მარცვლების გამოყენებით
შეადგინონ სიტყვები. თითოეული ჯგუფიდან
ერთ-ერთი წარმომადგენელი,მათ მიერ
მოფიქრებული სიტყვებიდან აირჩევს ერთ-ერთს
და შეადგენენ წინადადებებს.

შეფასების რუბრიკა
1)ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
2)ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს
3)ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ
4)ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
5)ჯგუფმა შეძლო ასო-ბგერებისაგან მარცვლების
შედგენა.
6)ჯგუფმა შეძლო მარცვლების სინთეზით
სიტყვების შედგენა.
7)ჯგუფის ლიდერმა წარმატებით გაართვა თავი
პრეზენტაციას.

გაკვეთილის ბოლოს მივმართავ მოსწავლეებს


და ვაჯამებ გაკვეთილს. რა ვისწავლეთ დღეს?
როგორ მოგეწონათ გაკვეთილი? ყველაზე მეტად
რომელი აქტივობა მოგეწონათ? შევძელით ,თუ არა
ერთი ნაბიჯით მივახლოვებოდით ცოდნის
სამყაროს?
ვაძლევ დავალებას:საკითხავი ტექსტი,,
წიწილა’’.დასაწერად ,,იაკობ გოგებაშვილი
საბავშვო მწერალია’’.

You might also like