You are on page 1of 2

სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის

უფროსი მასწავლებლის სოფიო ახალაიას მიერ მე 5 კლასში ჩატერებული გაკვეთილის


მონიტორინგის რეფლექსია

2019 წლის 18 თებერვალს მეხუთე კლასში ჩავატარე სტანდარტული ტიპის გაკვეთილი


თემაზე - საოჯახო ნივთები. რომელსაც ფოკუსირებული დაკვირვების მიზნით დაესწრო ჩემი
კოლეგა, ინგლისური ენის მასწავლებელი და ასევე შეფასების ჯგუფის წევრი მაია კუჭუხიძე.
მისი დაკვირვების ობიექტი იყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლე, მისი ჩართულობა და სხვა მოსწავლეებთან ინტეგრირების პროცესი.

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლლებს შეესწავლათ საოჯახო ნივთების სახელები,


გაეგოთ წაკითხული ინფორმაცია მოცემულ თემაზე და შეძლებოდათ სხვადასხვა ოთახის
აღწერა ახლი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით.

სსსმ მოსწავლეს კი უნდა შეესწავლა რამდენიმე მარტივი საოჯახო ნივთის სახელი,


წაეკითხა და გაეგო სამიზნე სიტყვებისგან შედგენილი რამდენიმე მარტივი წინადადება და
ჩართულიყო უმარტივეს ინტერაქციაში.

გაკვეთილის დასაწყისში, მოტივაციის ამაღლების მიზნით გავიხსენეთ ნასწავლი საოჯახო


ნივთები, დავახარისხეთ ისინი ოთახების მიხედვით და ლოგიკურად მივედით შესასწავლ
თემამდე.

ახალი ლექსიკური ერთეულები მივაწოდე მოსწავლეებს მოსმენის ფორმით, რის შემდეგაც


წყვილებად დაყოფილმა მოსწავლეებმა შეუსაბამეს ისინი ფოტო-სურათებს. სსსმ მოსწავლეს
კი განმეორებით, დაპაუზებით მოვასმენინე სამიზნე სიტყვები, მოსმენილის გამეორებით და
ფოტო სურათების დახმარებით სსსმ მოსწავლე ცდილობდა ახალი სიტყვების სწორი
ინტონაციით გამეორებას და დამახსოვრებას.

შემდეგ აქტივობაში, სადაც მოსწავლეები კითხულობდნენ ტექსტს და წყვილებში


მუშაობდნენ ტექსტის გააზრებაზე, სსსმ მოსწავლეს შევთავაზე სამიზნე სიტყვებისგან
ნასწავლი რამდენიმე სიტყვიანი მარტივი წინადადებები, რომლებიც მან ჩემი დახმარებით
წაიკითხა და შეძლო მთავარი აზრის გაგება.

ფინალურ აქტივობაში კი მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და დავავალე კონკრეტული


ოთახის აღწერა, სადაც სსსმ მოსწავლე ჩაერთო მისი ჯგუფის მუშაობის პროცესში. ის ცნობდა
და ასახელებდა მის ნასწავლ რამდენიმე სიტყვას და ცდილობდა ჯგუფის წევრებთან აქტიურ
თანამშრომლობას.

აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ სსსმ მოსწავლის ჩართულობა


საგაკვეთილო პროცესში და მისი ინდივიდუალური აქტივობის სხვა მოსწავლეების
აქტივობებთან ინტეგრირება საკმაოდ რთულია, ვთვლი რომ ეს პროცესი წარმატებულად
შედგა. ინდივიდუალური სამოქმედო გეგმიდან და მოცემული გაკვეთილის მიზნიდან
გამომდინარე შეფასების ჯგუფის წევრმა დადებითად შეაფასა სსსმ მოსწავლის ჩართულობა
საგაკვეთილო პროცესში და მისთვის დასახული მიზანი მიღწეულად ჩათვალა.

You might also like