You are on page 1of 4

გაკვეთილზე დაკვირვების ზოგადი ფორმა

კლასი: მეხუთე

საგანი: რუსული ენა

მასწავლებელი: ნინელი ცაბაძე

თარიღი: 21. 03. 2023 წ.

გაკვეთილს

ესწრებოდნენ:

ც. ბოლოთაშვილი,

თ. კიკნაველიძე,

კლასის დამრიგებელი: ზ. კილაძე

დასწრების ხანგძლივობა: 45 წუთი

მოსწავლეთა რაოდენობა: 18

გაკვეთილის თემა:

,, С утра до вечера "

Чистота и гигиена.

Больной и здоровый.

Здоровый образ жизни.

გაკვეთილზე დასწრების მიზანი:

გაირკვეს , ფლობენ თუ არა მოსწავლეები გაცნობიერებულად უცხო ენის( ამ შემთხვევაში


რუსული ენის) შესწავლის დადებით და აუცილებელ მნიშვნელობას; ამ ენის
თავისებურებებს; ახერხებენ თუ არა მსჯელობას; შეუძლიათ თუ არა კითხვა, წერა; იციან თუ
არა დიდი და პატარა ასოების მიზნობრივი მნიშვნელობა , ბეჭდური და წერითი
სიმბოლოების საჭიროებისამებრ გამოყენება ; ანბანის შესწავლის მომენტში გამოუმუშავდათ
თუ არა რუსულ ენაზე გამართულად წერა- კითხვისათვის საჭირო უნარები; ახერხებენ თუ
არა შეადარონ რუსული ანბანი და რუსულად წერა- კითხვის პროცესი მშობლიურს,
აღმოაჩინონ მსგავსება და სხვაობა.
გაკვეთილის პროცესი წარიმართა ძირითადად კითხვა- პასუხის სტილში:

მასწავლებელი სვამს კითხვებს , ბავშვები მსჯელობენ, მიდიან ლოგოკურ პასუხამდე და


პასუხობენ.

მასწავლებელი, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება მოსწავლეებს შესაბამისი რჩევებით და


აძლევს სწორ მიმართულებას.

მოსწავლეთა ნაწილი არგუმენტირებული პასუხებისათვის მარჯვედ იყენებს პოეზიას,


ტაეპებს ნასწავლი ლექსიდან.

( სახელმძღ.: გვ.: 80. )

მოსწავლეები დამაკმაყოფილებლად კითხულობენ ტექსტს, თარგმნიან გააზრებულად, ე. ი.


შესაბამისად იყინებენ ნასწავლ ლექსიკურ მასალას.

მასწავლებელს მხედველობიდან არ რჩება მოსწავლეთა მიერ კითხვისა თუ


ზეპირმეტყველების პროცესში დაშვებული შეცდომები.

და ცდილობს ბავშვებმა გაიაზრონ ყველა საგაკვეთილო საკითხი, ყველა აქტივობა იყოს


მათთვის გასაგები, მარტივად აღსაქმელი , და არცერთი მოსწავლე არ დარჩეს პასიურ
მსმენელად .

ამ მიზნით, მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით, მასწავლებელს თითოეული


აქტივობის განხორციელების პროცესში მოსწავლეთათვის დიფერენცირებულად შერჩეული
აქვს აქტიური და პასიური პოზიციები.

გამოყენებული თვალსაჩინოებები: დაფა, ცარცი, სხვადასხვა თემატური პლაკატები: საათის


ციფერბლატი ,

დასურათებული დღის განრიგი საათების მითითებით, ჯანმრთელობასთან კავშირში მყოფი


საგნების გამოსახულებებით, ასევე არეულად დაწერილი სიტყვებით, რომელთა სწორად
დალაგების შედეგად მოსწავლეებმა შეძლეს და ააწყვეს მარტივი წინადადებები
ავადმყოფობასთან, ჯანმრთელობასთან, ჰიგიენასთან და სისიფთავესთან, ცხოვრების ჯანსაღ
წესთან დაკავშირებით.

მოსწავლეებს დამაკმაყოფილებლად შეუძლიათ არსებითი სახელის დახარისხება სქესის


მიხედვით, და მათი შესაბამისობა ზედსართავ სახელთან, და ზმნასთან წარსულ დროში,
ასევე რიცხვის წარმოება.

მასწავლებელი სვამს კითხვებს, ბავშვები პასუხობენ.

მათ იციან რამდენი ასო-ბგერაა რუსულ ენაში. აჯამებენ ნასწავლ მასალას, ასახელებენ
თვალსაჩინოების სახით გამოყენებულ პლაკატზე გამოხატულ ადამიანის სხეულის
ნაწილებს, ახარისხებენ ინფორმაციას ფოტომასალის მეშვეობით , წერენ , და შემდეგ
ასახელებენ რამდენი ასო და რამდენი ბგერაა ამა თუ იმ სიტყვაში ; მსჯელობენ და მიდიან
დასკვნამდე, რომ ჯანმრთელობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სპორტს, კვებას,
ცხოვრების ჯანსაღ წესს.

საგაკვეთილო დრო მასწავლებლის მიერ განაწილებული იყო დამაკმაყოფილებლად. თუმცა


მაინც შეიძლება მიეცეს ამ მხრივ რეკომენდაცია.

მოსწავლეებს მიეცათ საშინაო დავალება:

1.აღწერონ მათთვის სასურველი თანაკლასელი , შეუსაბამონ სხეულის ნაწილებს


ზედსართავი სახელები, მაგალითად პატარა ცხვირი, ლურჯი თვალები, და ა.შ.

ხოლო კლასმა დახასიათების მიხედვით უნდა გამოიცნოს, ვინ დაახასიათა თანაკლასელმა.

ვფიქრობ , მეხუთე კლასელთათვის საინტერესო დავალებაა. გათვალისწინებულია


გრამატიკული და ლექსიკური ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარების დახვეწის,
აგრეთვე შეჯიბრებითობის პრინციპის გამოყენება: ლოგიკურია კლასი მარტივად გამოიცნობს
მეტი სიზუსტით დახასიათებულ თანაკლასელს.

2.სამი- ოთხი მარტივი წინადადებით დაადგინონ მიზეზ- შედეგობრივი კავშირი


სისუფთავეს, ჰიგიენის დაცვასა და ავადმყოფობასა და ჯანმრთელობას შორის.

3. დღის რეჟიმი.

ქრონოლოგიურად, საათის, დროის მითითებით აღწერონ საკუთარი დღის განრიგი,


სურვილის შემთხვევაში გააფორმონ ნახატებით.

მასწავლებელმა დასახულ მიზანს მიაღწია.

ყველა მოსწავლე მეტნაკლებად ჩართული იყო საგაკვეთილო პროცესში. რაც აღსანიშნავია,


ბავშვები გაცნობიერებულად ფლობენ შესწავლილ მასალას, მასწავლებელი უყურადღებოდ
არ ტოვებს არც ერთ მეტნაკლებად უმნიშვნელო საკითხსაც კი და ცდილობს სწორად
მიიტანოს მოსწავლეებამდე, რომ მათ შეისწავლონ ყველა საკითხი გააზრებულად,
საფუძვლიანად და არა ზედაპირულად, ზეპირად.

რეკომენდაციები:
სასურველია, საშინაო დავალების მიცემისა და დეტალურად ახსნის პროცესს მეტი დრო
დაეთმოს, უფრო გარკვევით მიეცეს ბავშვებს შედარებით გამარტივებული ინსტრუქციები.

მართალია, გაკვეთილის მსვლელობის პროცესში მასწავლებელი დროდადრო


განმავითარებელი შეფასებით აფასებდა ბავშვევს, თუმცა სასურველია დაეთმოს დრო
განმსაზღვრელ შეფასებას, და რამდენიმე მოსწავლე შეფასდეს ნიშნით .

მოსწავლეებს მიეცეთ თვითშეფასების, მიმდინარე გაკვეთილის შესახებ აზრის გამოთქმის


შესაძლებლობა , და გაითვალისწინოს დრო.

დამსწრე:

1. / ც. ბოლოთაშილი/

2. /თ. კიკნაველიძე /

3. /ზ. კილაძე/

თარიღი: 21.03. 2023

ხელმოწრა:

/ნ. ცაბაძე/

You might also like