You are on page 1of 14

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

ანი ხვედელიძე
პედაგოგიური პრაქტიკის ანგარიში

საგანმანათლებლო პროგრამა: დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების


ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა

ფაკულტეტის დეკანი: ასოც. პროფ. თამარ შინჯიაშვილი

პრაქტიკის ხელმძღვანელი: თამარ შინჯიაშვილი, ლევან ჯინჯიხაძე

პრაქტიკის ადგილი: ქ. თბილისის 61-ე საჯარო სკოლა

პრაქტიკის მენტორი სკოლაში: ნინო გელბახიანი

პრაქტიკის განხორციელების ვადები: 23.10.2023/31.01.2024

თბილისი - 2023

რეზიუმე

1
მე, ანი ხვედელიძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, განათლების
ფაკულტეტის, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების
ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, (23.10.2023/
31.01.2024 ვადებში), გავიარე, საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული
პედაგოგიური პრაქტიკა ქ. თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში.
ჩემი პრაქტიკის მენტორი სკოლაში გახლავთ ქალბატონი ნინო
გელბახიანი , რომელთანაც პრაქტიკანტებმა შევათანხმეთ ჩვენი მუშაობის
გრაფიკი.
თავდაპირველად მხოლოდ პასიურ პრაქტიკას გავდიოდით, რაც
ითვალისწინებდა გაკვეთილებზე დასწრებასა და საგანმანათლებლო
პროცესზე დაკვირვებას. ამ პერიოდში ვაწარმოებდი პრაქტიკის დღიურს, სადაც
შემქონდა ინფორმაცია საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობასთან
დაკავშირებით. ვესწრებოდი ჩვენი საქართველოს გაკვეთილებს, V-VI

კლასებში. გავეცანი სხვადასხვა აქტივობების პრაქტიკულად განხორციელების


გზებს.
მეორე ეტაპზე კი ჩავერთე სასწავლო პროცესში და ჩავატარე რამდენიმე
გაკვეთილი სამივე საგანში. გაკვეთილის ესწრებოდა მენტორი, რომელმაც
შესაბამისი უკუკავშირი მომცა, რადგან გამომესწორებინა დაშვებული
ხარვეზები.
გაკვეთილებზე გამოვიყენე მრავალფეროვანი აქტივობები და
მეთოდები, რომლის საშუალებითაც ჩავრთე საგაკვეთილო პროცესში
თითოეული მოსწავლე. ვცდილობდი ყველა მოსწავლეს საკუთარი
შესაძლებლობები გამოევლინა.
თბილისის 61-ე სკოლაში პრაქტიკის გავლამ, მომცა მეტი შესაძლებლობა
დამენახა საკუთარი თავი პედაგოგიურ სივრცეში, გავეცანი სხვადასხვა
აქტივობებს, გამომიმუშავდა ბავშვებთან მუშაობის უნარ-ჩვევები, დავინახე
საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები. სკოლაში გატარებული თითოეული
წუთი მოხმარდა ჩემს პროფესიულ განვითარებას. ვფიქრობ, რომ პრაქტიკამ
ნაყოფიერად ჩაირა და იქ გატარებული დრო დამეხმარება შემდგომ
სრულფასოვნად დავეუფლო უაღრესად საპასუხისმგებლო პროფესიას
„პედაგოგობას“.ნაშრომი შედგება ხუთი თავისგან. გაგაცნობთ სკოლის
ისტორიას, პრაქტიკის პროცესში განხორციელებულსაქმიანობას ანალიზს,

2
პრაქტიკის კვლევის შინაარსობრივ მხარეს , პრაქტიკის რეფლექსიასა და
დასკვნას.

სარჩევი

3
რეზიუმე ----------------------------------------------------------------------- 2

სარჩევი ------------------------------------------------------------------------ 4

სკოლის აღწერა -------------------------------------------------------------- 5

პრაქტიკის პროცესში განხორციელებული საქმიანობის ანალიზი ----


7

პრაქტიკის კვლევა ---------------------------------------------------------- 10

პრაქტიკის რეფლექსია ----------------------------------------------------- 21

დასკვნა -----------------------------------------------------------------------22

სკოლის აღწერა

მდებარეობა: თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ვ. დოლიძის ქ. 3

4
ტელეფონი: 0322238843
ელ-ფოსტა: marischool61@mail.ru
საიდენტიფიკაციო კოდი: 211351936

თბილისის 61-ე საჯარო სკოლამ რამდენიმე ცვლილება განიცადა,


როგორც სახელწოდების, ისე ადგილმდებარეობის მიხედვით. 1937 წლამდე
ახლანდელ სპორტის სასახლის ადგილას მდგარ ერთ პატარა შენობაში
მოთავსებული ყოფილა არასრული საშუალო სკოლა. 1937 წელს დოლიძის
ქუჩაზე გაიხსნა №55 საშუალო სკოლა. 1942 წელს სკოლის შენობაში მოთავსდა
სამხედრო ლაზარეთი, სკოლა კი მელიქიშვილის ქუჩაზე გადაიტანეს. 1945
წელს, ომის დამთავრების შემდეგ ლაზარეთმა გამოათავისუფლა სკოლის
შენობა, მაგრამ იგი რატომღაც სოფლის მეურნეობის მუშაკთა რესპუბლიკურ
ცენტრს გადასცეს. სკოლის ადმინისტრაციამ და კოლექტივმა თხოვნით
მიმართა მინისტრთა საბჭოს, რათა სასკოლო შენობა სკოლისათვის
დაებრუნებინათ. მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 1945 წლის აგვისტოში დოლიძის
ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სკოლის შენობა ქალთა №10-ე საშუალო
სკოლას გადაეცა.
მასწავლებლები ძალ-ღონეს არ იშურებენ, ღამეებს ათენებდნენ სკოლის
შენობის მოსაწესრიგებლად და 1945 წლის 1 სექტემბერს ამ სკოლაში დაირეკა
ცოდნის მაუწყებლობის პირველი ზარი. 1946 წელს სკოლის პირველ სართულზე
განთავსდა მოსკოვის საბუღალტრო- ეკონომიკური ინსტიტუტის ფილიალი. 1954
წელს ფილიალი უნივერსიტეტს შეუერთდა. კულტურის სამინისტროს
გადაწყვეტილებით, 1954 წელს სექტემბერში სკოლის შენობის 1 სართული
გადაეცა მე-7 სამუსიკო სკოლას. მოგვიანებით კი ახლად აშენებული მთელი
კორპუსი დაიკავა. 1955 წლიდან კვლავ შემოიღეს ქალ-ვაჟთა ერთად სწავლება.
ქალთა მე-10 საშუალო სკოლას მიეცა 61-ე საშუალო სკოლის სახელწოდება.

61-ე საჯარო სკოლის განახლება 2016 წელს დაიწყო და დასრულდა 2018


წელს. ორი წლის განმავლობაში სკოლა ფუნქციონირებდა ტექნიკური
უნივერსიტეტის შენობაში.

5
61–ე საჯარო სკოლის ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების
შესაბამისია - გათბობის სისტემით, შიდა სპორტული და სააქტო დარბაზებით,
ბიბლიოთეკით, საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტით, სკოლა ადაპტირებულია
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის,
მოეწყო პანდუსები, ლიფტი, როგორც მთავარ, ასევე სპორტული დარბაზის
შესასვლელებში. ადაპტირებულია სველი წერტილებიც. სკოლას აქვს ექიმის
კაბინეტი, კომპიუტერული კლასები, კვების ბლოკი, აღჭურვილია ახალი
ინვენტარითა და ტექნიკით. შენობის არქიტექტურაც იმდენად გამორჩეულია,
ერთი შეხედვით იმის წარმოდგენაც ძნელია, რომ ეს საჯარო სკოლის შენობაა
და ის თბილისის ცენტრში დგას. სკოლაში ირიცხება დაახლოვებით 1130
მოსწავლე და 60 მასწავლებელი. სკოლას ჰყავს სპეციალური მასწავლებლები
და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტები.
სკოლაში მოქმედებს სამუსიკო სკოლა და საბალეტო წრე. სკოლის
თითოეულ სართულს აკონტროლებს მანდატურები, წესრიგის
შესანარჩუნებლად.

პრაქტიკის პროცესში განხორციელებული საქმიანობის


ანალიზი
პედაგოგიურ პრაქტიკას მომავალი მასწავლებლებისთვის უდიდესი
მნიშვნელობა გააჩნია. პირველივე დღეს, როცა საგანმანათლებლო სივრცეში

6
შევაბიჯე, ეს იყო დასაწყისი, ჩემი პროფესიულად გაზრდის. პრაქტიკა
საშუალებას გვაძლევს ჩვენი თეორიული ცოდნის, პრაქტიკაში გადატანის.
ვიღებთ მაგალითს ჩვენი მენტორი მასწავლებლებისგან, როგორ წავმართოთ
სასწავლო პროცესი, როგორ დავამყაროთ ბავშვებთან პოზიტიური
ურთიერთობა.
პედაგოგიური პრაქტიკა ორი ნაწილისგან შედგება: პასიური და აქტიური.
თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია, პასიურის დროს ვიძენთ ცოდნას,
რჩევებს, რეკომენდაციებს მენტორისგან. აქტიური პრაქტიკის პერიოდში კი
უშუალოდ გაკვეთილის ჩატარება გვიწევს თეორიული ცოდნის უშუალოდ
პრაქტიკაში გადატანა. მასწავლებლობა რთული, საპასუხისმგებლო
პროფესიაა. ამ სფეროში მყოფი ადამიანი მუდმივად უნდა ცდილობდეს
აღმოაჩინოს სიახლე, გაიგოს მეტი ინფორმაცია და არ გაჩერდეს ერთ
ადგილას, ისწრაფოდეს საკუთარი თავის პროფესიულად განვითარებისთვის.
მასწავლებელი მრავალი უნარ-ჩვევის მატარებელი უნდა იყოს, რადგან
მხოლოდ ცოდნით შედეგზე ვერ გავა. მას უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარები:
კრიტიკული, ლოგიკური, შემოქმედებითი აზროვნება, ფანტაზიის, იუმორის
გრძნობა და რაც მთავარია ბავშვების მიმართ წრფელი სიყვარული.
მოსწავლეებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ შენ არა მხოლოდ
მასწავლებელი ხარ, არამედ მეგობარი, რომელიც ყოველთვის თავისი
შეგირდების გვერდით იქნება, როცა მათ რამე გაუჭირდებათ. იმისთვის, რომ
პედაგოგი ბავშვებისთვის საინტერესო იყოს, მნიშვნელოვანია ისეთი
აქტივობები, მეთოდები, სტრატეგიები შესთავაზოს, რომლებიც მათ
ინტერესებზე და შეხედულებებზე იქნება მორგებული. მნიშვნელოვანია
მასწავლებელმა სასწავლო პროცესის დროს პოზიტიური სასწავლო გარემო
შექმნას, რადგან თითოეულმა ბავშვმა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობის
მაქსიმალური გამოვლინება.
მომავალი მასწავლებლებისთვის მართლაც, რომ ძალიან
მნიშვნელოვანია პრაქტიკაზე სიარული და ჩართვა სასწავლო პროცესში.
პრაქტიკის პერიოდში შევიძინე ახალი უნარ-ჩვევები და რაც მთავარია
საკუთარი თავის განვითარება შევძელი. სკოლაში დასწრებული თითოეული
გაკვეთილი დამეხმარება პროფესიულად გაზრდაში. ეს იყო ჩემი ცხოვრების
საინტერესო ეტაპი, რადგან შევიძინე უამრავი მეგობარი, ბავშვების სახით.

7
მოვისმინე მენტორის რჩევები, რამაც კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მომცა
გავაკეთო მეტი.
პრაქტიკის პროცესში შევისწავლე აქტივობების განხორციელების უნარი,
დაკვირვების პერიოდში გავეცანი ახალ და ჩემთვის უკვე ცნობილ აქტივობებს.
ყველაზე მეტად დამამახსოვრდა როლური თამაში, სადაც მოსწავლეებმა
მოირგეს სხვადსხვა როლი და განასახიერეს პერსონაჟი. ამ აქტივობის
მიმდინარეობა ჩემთვის იყო საინტერესო და სასიამოვნო, რადგან ვუყურებდი
როგორ უხაროდათ გაკვეთილი ბავშვებს და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ
როლი კარგად მოერგოთ და სმაილი დაემსახურებინათ.
ჩემს სამომავლო გეგმებზე რომელიც მასწავლებლის პროფესიას
უკავშირდება ნამდვილად დიდ გავლენას ახდენს პრაქტიკა. დამანახა
რეალურად სასკოლო ცხოვრება. კიდევ უფრო მეტად გავიაზრე თუ რაოდენ
რთული, საპასუხისმგებლო და საინტერესო პროფესია ის, რაც ავირჩიე წლების
წინ. პრაქტიკაზე ყოფნის დროს კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ვარ იქ, სადაც
მინდა ყოფნა.
პირველი გაკვეთილის ჩატარებისას ვღელავდი, მაგრამ გაკვეთილის
დაწყებისთანავე გაქრა შიში, როცა დავინახე ბავშვების ანთებული თვალები,
გიყურებენ და ცდილობენ შენგან, რაღაც ისწავლონ.
პრაქტიკის დასრულებისას მენტორმა მასწავლებელმა მომცა უკუკავშირი,
ჩემს მიერ განხორციელებულ მუშაობაზე. მივიღე რჩევები და დარიგებები.
ჩემი მენტორი, რომლის გაკვეთილებსაც ვესწრებოდი, ვიტყვი, რომ
თითოეული მისი ჩატარებული გაკვეთილი იყო საინტერესო. პირველ რიგში
ძალიან ორგანიზებული და საკმაოდ ძლიერი ბავშვები ჰყავდა საკლასო
სივრცეში, რაც გამოიხატებოდა მათ კითხვა-პასუხებზე, მსჯელობაზე,
აზროვნებაზე.

8
პრაქტიკის კვლევა
იმისთვის, რომ პროფესიულად განვითარდეს ადამიანი აუცილებელია
აწარმოებდეს კვლევას მის მიერ გაწეული სამუშაოსი, ამიტომ მნიშვნელოვანია
საკუთარი პრაქტიკის კვლევა. კვლევა თითქმის ყველა საქმეში და ყველა
მიმართულებით ტარდება და იგი საუკეთესოდ აჩვენებს ხოლმე - მიღწეულ და
მიუღწეველ გეგმებსა და მიზნებს, რომლის შემდეგაც ადამიანს შეუძლია
მომავალი მოქმედებების დაგეგმვა.
პრაქტიკა მოიცავს დამოუკიდებელ გაკვეთილების ჩატარებას. სკოლაში
სიარულის პერიოდში ჩავატარე 2 დამოუკიდებელი გაკვეთილი: გაკვეთილები
ჩავატარე V-VI კლასებში. შევეცადე ბავშვებისთვის საინტერესო აქტივობები
შემეთავაზებინა.

9
ორივე ჩატარებული გაკვეთილის მიმდინარეობისას, მაქსიმალურად
ვცდილობდი ჩემს მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა გასაგები ყოფილიყო
მოსწავლეთათვის. ვცდილობდი გაკვეთილზე მყოფი მოსწავლეები
მაქსიმალურად ჩართული ყოფილიყვნენ სწავლა-სწავლების პროცესში და
თითოეულ მათგანს მიეღო მონაწილეობა გაკვეთილში.

გაკვეთილი 1.

პრაქტიკანტი ანი ხვედელიძე

თარიღი 9.11.2023

კლასი VI

საგანი ჩვენი საქართველო

თემა სამცხე ჯავახეთის კულტურული მემკვიდრეობა

მიზანი და შედეგი •ახალი თემის გაცნობა და ცოდნის რეალიზება


საგაკვეთილო მიმდინარეობის დროს
ესგ სტანდარტი ჩვენი.საქართველო VI მოსწავლეს შეუძლია
ახალი მასალის ათვისება და მსჯელობა
მოცემულ თემაზე.
მოსწავლეს შეუძლია ფოტოსურათებისა
გრაფიკული ჩანახატების გამოყენება .
რესურსები •სახელმძღვანელო
•რვეული და კალამი
•დაფა და ცარცი
აქტივობები •საორგანიზაციო საკითხის მოგვარება-2 წთ
•გაკვეთილის ახსნა კითხვებით -20 წუთი
•მსეჯოლობის ჩართვა -13 წუთი
გაკვეთილის მსვლელობა ვიყავი აქტიურ პრაქტიკაზე გაკვეთილი ჩავატარე
თემაზე: სამცხე-ჯავახეთის კულტურული
მემკვიდრეობა. პირველ რიგში მოვაგვარე
საორგანიზაციო საკითხები. მოცემული მასალა
10
განვიხილეთ ერთობლივად ბავშვებმა
დააფიქსირეს საკუთარი აზრები ვუპასუხეთ
კითხვებს და განვსაზღვრეთ საშინაო დავალების
სპეციფიკა .

გაკვეთილი 2

პრაქტიკანტი ანი ხვედელიძე

თარიღი 20.12.2023

კლასი VI

საგანი ჩვენი საქართველო

თემა ხელოსნობა რაჭა-ლეჩხუმში

მიზანი და შედეგი •წინარე ცოდნის გააქტიურება


•ცოდნის განმტკიცება
ესგ სტანდარტი ჩვენი საქართველო
მოსწავლეს შეუძლია წინა მასალაზე
დაყრდნობით უპასუხონ კითხვებს
აგრეთვე განსაზღვრონ საქართველოს
კუთხეების მდებარეობა. შეასრულონ
დამოუკიდებლად მიცემული
დავალებები და შეაჯამონ მიღებული
ინფორმაცია.
რესურსები •სახელმძღვანელო
•დაფა და ცარცი
•რუკა და გრაფიკული გამოსახულებები
აქტივობები •საორგანიზაციო საკითხის მოგვარება-3
წთ
•სახელმძღვანელოში არსებული
დავალებების გაცნობა-10 წუთი
•მასალის გაცნობა მსჯელობა კლასში

11
ბავშვების მიერ -20 წუთი
•გაკვეთილის შეჯამება 2 წუთი
გაკვეთილის მსვლელობა ვიყავი აქტიურ პრაქტიკაზე გაკვეთილი
ჩავატარე თემაზე: ხელოსნობა რაჭა-
ლეჩხუმში. პირველ რიგში მოვაგვარე
საორგანიზაციო საკითხები. ბავშვებთან
ერთად გავიხსენეთ გავლილი მასალა და
მის საფუძველზე ავხსენით ერთობლივი
ძალებით ახალი თემა. ბავშვებმა
იმსჯელეს მოცემულ საკითხზე დაუსვეს
ერთმანეთს კითხვები. ბოლოს შევაჯამეთ
გაკვეთილი და მივეცი საშინაო დავალება.

პრაქტიკის რეფლექსია
გაკვეთილის ჩატარების ძლიერი მხარეები:
•თეორიული ცოდნა
•ტექნოლოგიების გამოყენება
•აქტივობებისა და სასწავლო რესურსების გამოყენება
გაკვეთილის ჩატარების სუსტი მხარეები:
•ნერვიულობა
•დროის მენეჯმენტი
•მოსწავლეთა სახელების შეშლა

გაკვეთილის ჩატარების სუსტ და ძლიერ მხარეებთან დაკავშირებით


მენტორთან გავიარე კონსულტაცია. მივიღე რჩევები, რეკომენდაციები, რაც
ნამვილად გამომადგა შემდეგი გაკვეთილებისთვის. რამდენიმე კვირის შემდეგ
კვლავ ჩავატარე გაკვეთილი და ნერვიულობაც იკლო, მოსწავლეთა
სახელებშიც უფრო ვიყავი გათვიცნობიერებული. დროის მენეჯმენტიც უკეთესად
მქონდა დაგეგმილი.

12
ჩემი ძლიერი მხარეებია: ვარ პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული,
მომთმენი და რაც მთავარია მიყვარს ბავშვებთან კომუნიკაცია, შემიძლია მათი
მოსმენა და გაგება.
ვფიქრობ მეტი პრაქტიკის საშუალებით გამოვასწორებ ხარვეზებს,
რომელიც დავუშვი აქტიური პრაქტიკის დროს ჩატარებულ გაკვეთილებში.

დასკვნა
პროფესიულმა პრაქტიკამ, რომელიც გავიარე ქ. თბილისის 61-ე საჯარო
სკოლაში, შეიძლება ითქვას, რომ ნაყოფიერად ჩაიარა; მომცა შესაძლებლობა
თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზების, დაკვირვების და გაკვეთილების
დამოუკიდებლად ჩატარების. თითოეული რჩვევა, რომელსაც მენტორისგან
ვღებულობდი, ჩემთვის იყო მოტივაცი, გავაკეთო ამ სფეროში მეტი.
პრაქტიკა მართლაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა
მომავალი მასწავლებლებისთვის. ვიღებთ უდიდეს სიყვარულს ბავშვებიდან,
რჩევებსა და დარიგებებს, რაც გამოგვადგება მომავალ საქმიანობაში
გაკვეთილის ჩატარებისას შევძელი საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს
გავცნობოდი. მეტი პრაქტიკის საშუალებით კი წავალ წინ და უფრო მეტად
დავიხვეწები ამ საქმიანობაში.
სკოლა, სადაც პრაქტიკა გავიარე შემიძლია ვთქვა, რომ სრულადაა
აღჭურვილი ყველა იმ კომპონენტით, რაც მოსწავლეების განვითარებას უწყობს
ხელს. მე თვითონ ძირითადად მხოლოდ ერთ მასწავლებელს ვესწრებოდი და
ვიტყვი, რომ მაღალ დონეზე ორგანიზებული კლასის პედაგოგი იყო. ბავშვები
გამოირჩეოდნენ სხარტი აზროვნებითა და მსჯელობის საოცარი უნარით.

13
.

14

You might also like