You are on page 1of 6

გაკვეთილზე დაკვირვების ანკეტა

სტუდენტი: (სახელი/გვარი) მაკა ობოლაშვილი


სკოლა:
კლასი:
საგანი:
მასწავლებელი (სახელი/გვარი):

გაკვეთილზე დაკვირვების ანკეტა შევსებულია ამერიკული დრამატული ფილმიდან


“მკვდარი პოეტების საზოგადოება“,რომლის მთავარი პერსონაჟი გახლავთ ინგლისური
ენისა და ლიტერტურის მასწავლებელი ,პროფესორი ჯონ ქითინგი. მოქმედება
მიმდინარეობს ქალაქ ველტონის ერთ-ერთ კოლეჯში,რომელიც გახლავთ ვაჟთა
მოსამზადებელი საგანმანათლებლო დაწეებულება.ეს კოლეჯი გამოირჩევა
განსაკუთრებული სიმკაცრით და ტრადიციებით და სასწავლო კურსის
სპეციფიკით,რომელიც ძალიან რუტინული და ტრადიციულია
მოსწავლეებისთვის.ფილმში აღწერილია ისეთი საგაკვეთილო პროცესები ,რომლებიც
მოსაწყენია და მათი აზროვნების არეალი შეზღუდულია სკოლის ტრადიციებიდან
გამომდინარე. ახალი მასწავლებელი ცდილობს დაანგრიოს ყველა შეხედულება და მათ
სწავლა განვითარებას ამყარებს სრულიად სპონტანური საგაკვეთილო პროცესებით.
პროფესორი ხვდება რომ მოსწავლეები აწყდებიან ისეთ პრობლემებს ,რომლებიც
ცხოვრებისეულ თავისუფლებას უკარგავთ მათ.ამიტომ ის სრულიად სხვა კუთხით
ცდილობს განავითაროს მოსწავლეების აზროვნება ,რომელიც კრიტიკურ და ლოგიკურ
აზროვნებამდე მიიყვანთ მათ. გაკვეთილზე დაკვირვების ანკეტა შევსებულია ასევე
ფფილმიდან “საიმპერატორო კლუბი“. საგაკვეთილო პროცესები მიმართულია
სრულიად ახალი სასწავლო პროცესების დანერგვისკენ.ფილმში მოცემული მთავარი
გმირები ცდილობენ თავი აარიდონ ძველ ტრადიცულ გამოწვევებს და ახალი

1. დაგეგმვა

1.1. რამდენად ჩანდა, რომ გაკვეთილი წინასწარი გეგმის მიხედვით


მიმდინარეობდა? (აღწერეთ მასწავლებლის მოქმედებები, რაც თქვენი მოსაზრების
მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს.)
საგაკვეთილო პროცესი არ მიმდინარეობდა წინასწარი გეგმის მიხედვით.პროფესორი
მოსწავლეებს ტრადიციულისგან რადიკალურად განსხვავებულ,სპონტანურ
კონტექსტიდან გამომდინარე მსჯელობებს სთავაზობდა,რაც მეტ ჩართულობასა და
ინტერესს იწვევდა მოსწავლეებში.

1.2 რამდენ სხვადასხვა ეტაპად/აქტივობად იყოფოდა გაკვეთილი?


საგაკვეთილო პროცესი დაყოფილი იყო დაახლოებით 5 კომპლექსულ
ეტაპად,რომელსაც გაკვეთილის დაწყებიდან დამთავრებამდე გადიოდნენ მოსწავლეები
მასწავლებელთან ერთად.

1.3 რამდენად მსგავსი/განსხვავებული აქტივობები შესთავაზა მასწავლებელმა


მოსწავლეებს ერთ გაკვეთილზე?
იქიდან გამომდინარე,რომ მასწავლებელი იყენებდა გაკვეთილის მიმდინარეობისას
სრულიად არატრადიციულ ხერხს,ნიშნავს რომ ის მთელი ჩართულობით იყენებდა
სხვადასხვა აქტივობებს: მსჯელობა, კითხვა -პასუხი, საგაკვეთილო თემის
ცხოვრებისეულ მაგალითად გადატანა და მასზე კრიტიტიკული მსჯელობა.
ყველა ეს კომპლექსური აქტივობა შესთავაზა მასწავლებელმა მოსწავლეებს ერთ
გაკვეთილზე.

1.4 რამდენი ხანი გრძელდებოდა თითოეული ეტაპი?


ერთ საგაკვეთილო პროცესში შესაძლოა ერთი სგაკვეთილო თემის გასაერთიანებლად
გამოყენებულიყო რამდენიმე აქტივობა მასწავლებლის მიერ ,რომელიც მინ 50-60 წთ
გაგრძელებულიყო.

1.5 რა იყო ეს აქტივობები (ჩამოთვალეთ)?


საგაკვეთილო პროცესის აქტივობებში შედიოდა მასწავლებლის მიერ განხილული თემა;
მისი შემოქმედებითი და წარმოსახვითი უნარი, კრიტიკული აზროვნება ,მსჯელობა
.ასევე წერილობითი პროცესები,როდესაც მოსწავლეები თავად ერთვებოდნენ წერის
პროცესში ,წერდნენ ლექსებს და ასვე მუშაობდნენ წიგნზე.

მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესებზე იყენებდა თემატურ ინტეგრაციას


,როგორიცაა პოეზიის დაკავშირება სპორტთან და ა.შ

2. სწავლების ტექნოლოგიები

2.1 სწავლების რა ფორმას იყენებდა მასწავლებელი? 


ინდივიდუალურს/ჯგუფურს - მუშაობა წყვილებში, მცირე ჯგუფებში და სხვ.

მასწავლებელი იყენებდა მცირე ჯგუფებში მუშაობის ტექნოლოგიას და


ინდივიდუალურ სწავლებასაც გამონაკლის შემთხვევაში.

2.2 რამდენად ითვალისწინებდა მასწავლებელი მოსწავლეების სწავლის სტილებს


(აუდიო, ვიზუალურ, ტაქტილურს და სხვ.) 
აღწერეთ მასწავლებლის მოქმედებები, რაც თქვენი მოსაზრების მტკიცებულებად
შეიძლება ჩაითვალოს

საგაკვეთილო პროცესში მასწავლებელი ითვალისწინებს მოსწავლის სწავლის


სტილს.იგი იყენებს სალექციო სწავლების ელემენტებს ,რომელიც მნიშვნელოვანია
მოსწავლისთვის და ასევე ელოდება მათგან უკუკავშირს :ჩართულობას ,გაანალიზებას .
მასწავლებელი იყენებს ვიზუალურ მასალას თემატიკის უკეთ აღსაქმელად და
მოსწავლეები გაკვეთილის ფარგლებს გარეთ გადიან საგამოფენო დარბაზებში,სადაც
ეცნობიან ვიზუალურ მასალას.
2.3 რამდენი ბავშვი იყო აქტიური გაკვეთილის დროს?

საგაკვეთილო პროცესზე აქტიური იყო 4 მოსწავლე.

2.4 რა სტრატეგიებს მიმართავდა მასწავლებელი მოსწავლეების ჩართვისთვის? 


აღწერეთ მასწავლებლის მოქმედებები, რაც თქვენი მოსაზრების მტკიცებულებად
შეიძლება ჩაითვალოს

მოსწავლეების ჩართულობისთვის მასწავლებელი იყენებს სწავლების ისეთ მეთოდს


,რომელიც მათ ინტერაქციაში დაეხმარებათ,ეს არის ანალიზი,მსჯელობა რომელიც
გამოწვეულია კითხვა -პასუხის რეჟიმით,სალექციო და სამსჯელო საგაკვეთილო
ელემენტებით,ამ სტარატეგიებით ისინი ივითარებენ კოგნიტურ უნარებს.ასეთი
სტრატეგიებით მასწავლებელი ახერხებს აზოვნების და კრიტიკული თვითშეფასების
გაღრმავებას მოსწავლეებში.ისინი აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებებს თავისუფლად და
აფიქსირებენ პირად არჩევანს,(განსხვავებით განათლების ძველი
ტრადიციისგან,რომელიც მათი აზროვნების არეალს ზღუდავს)

2.5 რამდენად ეფექტურად არეგულირებდა მასწავლებელი მოსწავლეების ქცევას? 


აღწერეთ მასწავლებლის მოქმედებები, რაც თქვენი მოსაზრების მტკიცებულებად
შეიძლება ჩაითვალოს
მასწავლებელს აქვს საკლასო გარემო შექმნილი ისეთი,რომ ნაკლებად ვისაუბრებთ აქ
ქცევის რეგულაციებზე . მასწავლებელი ყველა იმ ფაქტორით ,რაც ჩამოვთვალეთ
მართავს კლასს,კლასის მართვაში კი მოიაზრება საგაკვეთილო პროცესების
რეალიზება,საინტერესო დისკუსიები ,ინტერაქტიული აქტოვობები და სხვა.ასეთ
შემთხვევაში მასწავლებელი სრულიად ეფექტურადა ახორციელებს მოსწავლის ქცევას.
2.6 რა მოქმედებებით ცდილობდა მასწავლებელი მოსწავლეებში სააზროვნო
პროცესების სტიმულირებას? 
აღწერეთ მასწავლებლის მოქმედებები, რაც თქვენი მოსაზრების მტკიცებულებად
შეიძლება ჩაითვალოს

მასწავლებელი იყენებს კრიტიკული აზროვნების ისეთ ხერხს,რომელიც იწვევს


მოსწავლეებში სააზროვნო პროცესების სტიმულირებას,კერძოდ ლექციის შემდეგ
მოსწავლეებს უწევთ თვითონ გაანალიზონ კრიტიკულად ესა თუ ის მოსაზრება და თუ
ეს გამოწვევა იარსებებდა მათ ცხოვრებაში,მაგ როგორ გაუმკლავდებოდნენ მათ
რეალობაში.

მასწავლებელი ცდილობსა ამ ხერხით მეტად ჩაუღრმავდეს პრობლემას და მოსწავლეებს


უკეთ გაანალიზებინოს აღნიშნული თემატიკა.

3. შეფასება

3.1 რა ხერხებით იძლეოდა მასწავლებელი უკუკავშირს? 


აღწერეთ მასწავლებლის მოქმედებები, რაც თქვენი მოსაზრების მტკიცებულებად
შეიძლება ჩაითვალოს
მოსწავლეების მსჯელობის სწორი თუ არასწორი დამოკიდებულების მოსმენა,რჩევა
დისკუსიის სახით.

3.2 თქვენი აზრით რა კრიტერიუმებით აფასებდა მასწავლებლი მოსწავლეებს?


აღწერეთ მასწავლებლის მოქმედებები, რაც თქვენი მოსაზრების მტკიცებულებად
შეიძლება ჩაითვალოს

მასწავლებელი უსმენდა თითოეუის მოსაზრებას ,კრიტიკულ შეფასებას და ამის


შედეგად შეფასების შეფასებას აკეთებდა ინსტრუქციების და მითითებების
საფუძველზე.

3.3 რამდენად იყენებდა მასწავლებელი პოზიტიური განმტკიცების მიდგომას/


რამდენად მიანიშნებდა მასწავლებელი მოსწავლეებს იმაზე, რაც მათ კარგად
გამოსდიოდათ? 
აღწერეთ მასწავლებლის მოქმედებები, რაც თქვენი მოსაზრების მტკიცებულებად
შეიძლება ჩაითვალოს
რაიმე აზრის რეგენირებისთვის მასწავლებელი ესალმებოდა მათ შეხედულებებს და
ამით კიდევ ერთხელ გვატყობინებდა ,რომ ამტკიცებდა პოზიტიური განმტკიცების
მიდგომას.

4. სკოლის კულტურა

4.1 რამდენად კეთილგანწყობილი გარემო იყო კლასში? რამდენად ჩანდა


მოსწავლეების მხრიდან ურთიერთპატივისცემა? 
აღწერეთ მოსწავლეების ქმედება თქვენი რაც თქვენი მოსაზრების მტკიცებულებებად
გამოდგება

მოსწავლეების მხრიდან აღინიშნებოდა განსაკუთრებული მხარდაჭერა და


პატივისცემა ,იქიდან გამომდინარე,რომ მათი მასწავლებელი გახდა მათი ნოვაციების
ავტორი და მთავარი აქტორი.მათ შეიმეცნეს სწავლების სხვა ,ახალი მიდგომა ,რომელიც
ტრადიცულისაგან სრულიად განსხავებული აღმოჩნდა.ეს მათთვის იყო რადიკალური
სხვაობა,იმიტომ რომ თვითონ საგანმანათლებლო ბირთვი დაკომპლექტებული იყო
შაბლონურად მოაზროვნე და სწავლების სხვა სტრატეგიების მქონე მასწავლებლებით.
ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა კი მათში დიდი კეთილგანწყობა
დაიმსახურა. მისი წყალობით მოსწავლებმა შეძლეს აზრის დაფიქსირება და ამა თუ იმ
თემის კრიტიკულად განხილვა.ისწავლეს უშუალო ურთიერთობა ამასთანავე.

4.2 რამდენად უწყობს სწავლას ნანახი საკლასო სივრცე? 


დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება
მეტნაკლებად,თუმცა რესურსი თავად მასწავლებელმა შექმნა იმისათვის რომ
მოსწავლეებს სრული ჩართულობით შეძლებოდათ სხვა კუთხით დაენახათ
საგაკვეთილო პროცესები და სამყაროში განვითარებული მოვლენები,მასწავლებელმა
მოსწავლეებს „თანამედროვე აზროვნება“ დაანახათ თავისი დაუღალავი და
შემართებით სავსე საგაკვეთილო მსჯელობებით.

4.3 რამდენად იყვნენ მოსწავლეები მოტივირებულები? 


აღწერეთ მოსწავლეების ქმედება თქვენი რაც თქვენი მოსაზრების მტკიცებულებებად
გამოდგება

მოსწავლეების ჩართულობამ ზღვარს გადააბიჯა ,ისინი თავისუფალ დროს ეუფლებიან


პოეზიას და სურთ პოეტების შესახებ და პოეზიის შესახებ რაც შეილება მეტი
გაიგონ.საგაკვეთილო ჩართულობამ და ინტერესმა პოეზიის მიმართ ახლა პირად
ინტერესში გადაინაცვლა და ცდილობენ იცხოვრონ პოეზიით
5. შთაბეჭდილებების შეჯამება

5.1 რამდენად ეფექტური იყო გაკვეთილი / რამდენად აღწევდა მასწავლებელი თავის


მიზნებს? 
დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება

მასწავლებელმა მიაღწია სასურველ მიზანს.მისი მთავარი მიზანი იყო მოსწავლეების


დაინტერესება და მათი შეხედულებების შეცვლა.მასწავლებელმა შეძლო შეეცვალა
დღის რუტინა,ერთფეროვანი ძველმოდური საგაკვეთილო პროცესები და
სტერეოტიპული აზროვნების ჩახშობა მოსწავლეებში.

5.2 რა ძლიერ და სუსტ მხარეებს გამოყოფდით ნანახ გაკვეთილში?


საგაკვეთილო პროცესებძე ყველაზე მისასალმებელი და ძლიერი მხარე გახლდათ
ძველი საგაკვეთილო სისტემის შეცვლა ახალი საგაკვეთილო პროცესებით.
მოსწავლეებმა მიიღეს ის ძირითადი მახასიათებლები ,რაც არის აზრის
გამოხატვა,თავისუფალი აზრის გენერირება და ურთიერთობების ქონა.

You might also like