You are on page 1of 2

უკუკავშირი

საგანი: ინგლისური ენა

კლასი: მეცხრე

მასწავლებელი: თამარ პეტაშვილი.

გაკვეთილის თემა: environmental problems. გარემოს პრობლემები

გაკვეთილის ჩატარების თარიღი 27 : 11: 2023 წელი

გაკვეთილის თემა და მიზნები შეესაბამებოდა ეროვნული სასწავლო გეგმით


გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

აღსანიშნავია მასწავლებლის, მოსწავლეების მოტივაცია რაც გაკვეთილს ხდის


დინამიურს და ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.
მასწავლებელი ამჟღავნებს საგნის ღრმა ცოდნას, მოსწავლეებს აძლევს
კონცეფციების, ცნებების, წესების და ა.შ. ზუსტ განმარტებას, რომელიც სრულიად
შეესაბამება მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს.

გაკვეთილზე განხორციელებული იყო საინტერსო აქტივობები. აქტივობები


დაგეგმილია გაკვეთილის მიზნის შესაბამისად. საგაკვეთილო პროცესში
გამოყენებულ იქნა ელექტრონული რესურსი, ციფრული ტექნოლოგიები ჩვენი
მომავალი თაობისთვის ძირითად ინტერესის სფეროს წარმოადგენს, ამიტომ ვთვლი,
რომ ელექტრონული რესურსების შექმნა და მისი გამოყენება საგაკვეთილო პროცესში
არამარტო სახალისოა მოსწავლეებისთვის, არამედ ამ დროს შეძენილი ცოდნა
დიდხანს ამახსოვრდებათ მოსწავლეებს, რაც საწინდარია მყარი და საფუძვლიანი
განათლების.

აქტივობების განხორციელებისათვის ინსტრუქციები მკაფიოა და მოიცავს


მოსწავლეთა სავარაუდო შეცდომების პრევენციას. მასწავლებელი გაკვეთილზე
საუბრობს და ინსტრუქციებს აძლევს ინგლისურად, მოსწავლესა და მასწავლებელს
შორის, მოსწავლეებს შორის ინფორმაციის გაცვლა ხდება ინგლისურ ენაზე.
მასწავლებელი სიტუაციის შესაბამისად იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ჩანს, რომ
მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის დამყარებულია ეფექტური კომუნიკაცია.

მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობა პიროვნული თანასწორობისა


და თანამშრომლობის პრინციპზეა აგებული. როგორც მასწავლებელი, ისე მოსწავლე
იყო აქტიური მსმენელი.
მოსწავლეები იცავდნენ ქცევის წესებს. იყვნენ კლასის მართვის
თანამონაწილენი, იზიარებდნენ პასუხისმგებლობას კლასში არსებულ სიტუაციაზე.
მთელმა კლასმა იცის, თუ როგორ უნდა დროის ეფექტურად გამოყენება.

მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობის დროს იყენებს მრავალფეროვან


კითხვებს, რომლებიც მოსწავლეებისაგან დაფიქრებას, საკითხის გააზრებასა და
მსჯელობას მოითხოვს. მოსწავლეები არგუმენტირებულად მსჯელობენ, - აჯამებენ,
გამოაქვთ დასკვნები. მასწავლებელი ფასილიტატორის როლშია და მთელ კლასს
წარმატებით რთავს სწავლა-სწავლების პროცესში. გაკვეთილის თემა
დაკავშირებული იყო გარემოს პრობლემებთან მასწავლებელმა მოსწავლეები
ამუშავა გარემოს დაცვის პრობლემების მოგვარების კუთხით. ერთ ერთი აქტივობა
სწორედ გარემო პრობლემების თავიდან აცილების გზების ძიების კუთხით იყო
დაგეგმილი. მოსწავლეებმა დააკავსირეს პრობლემა ამკრძალავ ნიშნებთან კარგად
გაიაზრეს თუ რისი აკრძალვა უნდა მოხდეს გარემოს მდგომარეობის
უკეთესობისათვის.
მამოტივირებელი იყო მასწავლებლის მიერ გამოყენებული რესურსი ფილმი რის
საფუძველზეც მოსწავლეებმა იმსჯელეს გამოიტანეს დასკვნები, რამაც ხელი შეუწყო
გაგება გააზრების უნარის განვითარებას

გაკვეტილის ორი დადებითი მხარე:

1. მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში


2. გაკვეთილზე გამოყენებული რესურსები

გაკვეტილის შესახებ რჩევა:

კარგი იქნება თუ მეტ ყურადღებას გაამახვილებთ შეფასების სისტემაზე. უკეთესი


იქნება თუ ჩართავთ მოსწავლეებს თვითშეფასების პროცესში და გამოიყენებთ
თვითშეფასების სქემებს.

წარმატებებს გისურვებთ ქალბატონო თამარ.

უკუკავშირი გაკეთებულია სკოლის დირექტორის მ/შ -ის თამარ მაისურაძის მიერ

You might also like