You are on page 1of 1

ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა.

გაკვეთილის დაგეგმვის შემდეგი ყველაზე მნიშნელოვანი პროცესი არის თემის


მნიშვნელობა აქტუალობა.

გაკვეთილის შედეგი და მიზანი აუცილებლად უნდა განისაზღვროს.

კარგი გაკვეთილის დაგეგმვაში ისტი ყოველთვის ეხმარება მასწავლებლებს და აძლევს უფრო


დიდი შანსს და პრივილეგიას რომ მოსწავლემდე სათქმელი უფრო ახლოს მიიტანოს დაა
დააინტერესოს . მაგალითად თუ მასწავლებელი ხსნის ახალ გაკვეთილად „ მდინარე
ამაზონს“ , მასწავლებელს შეუძლია ანახოს მდინარის სურათი , განიხილოს მისი
ადგილმდებარეობა, რესურსები ასევე რა გავლენას ახდენს მდინარე ამაზონი
მოსახლეობაზე , აჩვენოს ვიდეო მასალა , მოასმენინოს აუდიო მასალა რაც მოსწავლეს
დაეხმარება უკეთ გაგებაში. ამ დროს მოსწავლე არა მარტო უსმენ არამედ თვალითაც ხედავს
ახალ მასალას და უფრო ადვილად აითვისებს მას.

აუცილებელია განისაზღვროს გაკვეთილის ძირითადი თემატური ერთეულები თუ რა


გვინდა ვასწავლოთ მოსწავლეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, შერჩეული თემის დამუშავება უნდა დაეხმაროს ყველა მოსწალეს


ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი შედეგების მიღწევაში. არ არის აუცილებელი, რომ
თითოეული გაკვეთილი (ან თემატური ერთეული) ერთდროულად ყველა შედეგის მიღწევას
ემსახურებოდეს. სჯობს, გაკვეთილის თემა შეკითხვის სახით ჩამოვაყალიბოთ. შეკითხვის
დასმა ხელს უწყობს ცნობისმოყვარეობის გაღვივებას და კვლევა-ძიებისკენ გვიბიძგებს.

მასწავლებელმა აუცილებელია შექმნას მოსწავლის განმავითარებელი შეფასება. უნდა იყოს


განსაზღვრული რა შემთხვევაში მიანიჭებს მოსწავლეს მასწავლებელი მაღალ ქულას, რა
შემთხვევაში დაბალს და რა შემთხვევაში საშუალოს. სანამ მოსწავლეს დავალებას მისცემს
მასწავლებელი მან უნდ წინასწარ გააცვნოს შეფასების რუბრიკა.

რაც შეეხება სასწავლო მასალას და ტექნიკურ რესურსებს, საჭიროა მასწავლებელმა


განსაზღვროს ხომ არ შეიძლება საკითხის დამუშავებაში აუდიო ან ვიდეომასალის,
საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება. უნდა განისაზღვროს ტექსტები,
თვალსაჩინოებები და სხვა რესურსები.

ეფექტიანი აქტივობები და სტრატეგიები, გაკვეთილის მსვლელობა: დაწერეთ გკვეთილის


მსვლელობის გეგმა, რომელიც კომპაქტურად და ნათლად წარმოადგენს პროცესის
მიმდინარეობასა და რესურსებს ABC საფეხურების მიხედვით.

სანდროშვილი სალომე

You might also like