You are on page 1of 31

„თანამედროვე მიდგომები

სწავლებაში“

მასწავლებელთა პროფესიული
www.tpdc.ge განვითარების ეროვნული ცენტრი
1
ონლაინტრენინგის ქცევის
წესები:
დროულად გამოვცხადდეთ ტრენინგზე;
გავააქტიუროთ ვიდეოთვალი;
წინასწარ მოვამზადოთ საჭირო მასალა;
დრო გამოვიყენოთ რაციონალურად;
ვისაუბროთ მხოლოდ სატრენინგო საკითხებზე;
შეკითხვების დასასმელად გამოვიყენოთ
სასაუბროს/Chat სივრცე ან ხელის აწევის ღილაკი;
ყურადღებით მოვუსმინოთ/პატივი ვცეთ ერთმანეთს;
მიკროფონი ჩავრთოთ მხოლოდ საუბრისას.
2
წინა სესიის რეფლექსია:

იმსჯელეთ, შეაფასეთ,
გააანალიზეთ...
• რა ვიცოდი განხილულ თემატიკაზე სესიამდე და მასალის დამუშავებამდე?
• რა გავიგე ახალი? კონკრეტულად რა იყო ამ საკითხში ჩემთვის ღირებული?
• რაში და როგორ გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას?
• რომელი საკითხი დარჩა ჩემთვის ბუნდოვანი და როგორ ვაპირებ ამ საკითხზე
ცოდნის სრულყოფას?
• გამიჩნდა თუ არა სურვილი, განხილულ თემატიკაზე მეტი ინფორმაცია
მოვიპოვო? კერძოდ, რის შესახებ და როგორ ვაპირებ ამას?
• შეკითხვები/შემოთავაზებები/კომენტარები/რეკომენდაციები.

15 წთ.
სესია 3

მიზნები

მიზანი:
მონაწილეები გაეცნონ ფრონტალური/ლექციური ტიპის
გაკვეთილის ინტეგრირების შესაძლებლობებს
კონსტრუქტივისტულ დიდაქტიკაში, რათა შეძლონ მისი
ადეკვატურად გამოყენება სასწავლო მიზნის/შერჩეული
სამიზნე ცნებისა და მკვიდრი წარმოდგენების
დავალება!
გავიხსენოთ პირველ სამუშაო
ფურცელში მოცემული ორივე სიტუაცია

ხანგრძლივობა 5 წთ.
5
სამუშაო ფურცელი 1:
სიტუაცია 1
მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო სხვადასხა სამეცნიერო სკოლის
პოზიცია ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ. ამის შემდეგ მან
მოსწავლეები დაყო ჯგუფებად იმის მიხედვით, ვინ რომელ პოზიციას
იზიარებდა. ჯგუფებს არგუმენტირებულად უნდა დაესაბუთებინათ თუ
რატომ ემხრობოდნენ ამა თუ იმ პოზიციას. მასწავლებელი ფასილიტაციას
უწევდა პროცესს, ბოლოს მან შეაჯამა გაკვეთილი.

სიტუაცია 2
მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა ქართული ანბანის დაარსებისა და
მისი განვითარების შესახებ. მან განიხილა სხვადასხვა სამეცნიერო
სკოლის პოზიცია საკითხთან დაკავშირებით. მასწავლებლის მიერ
გადაცემული ინფორმაცია იმდენად მრავლისმომცველი და საინტერესო
იყო, რომ მოსწავლეებმა ვერც კი შენიშნეს ისე ამოიწურა გაკვეთილის
დრო. 6
?
• სწავლების რა მეთოდებს/სტრატეგიებს
იყენებს მასწავლებელი?
• რა ტიპის ლექციები იყო გამოყენებული
ჩვენ მიერ განხილულ პირველ და მეორე
სიტუაციაში?
• რომელ მეთოდს აქვს უპირატესობა და
რატომ?
• რა შემთხვევაში ვიყენებთ მათ?
• რა ტიპის ლექციები იყო გამოყენებული ჩვენს
მინილექცია:
როგორ შეიძლება ფრონტალური გაკვეთილის
ინტეგრირება კონსტრუქტივისტულ
დიდაქტიკაში.

ხანგრძლივობა 15
წთ. 8
კონსტრუქტივიზმი
ინტერაქტიური სწავლება არის თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა,
რომელიც ეყრდნობა მასწავლებლისა და მოსწავლის ახალი როლების ძიებასა და
ჰუმანიზმის პრინციპებს.

ინტერაქტიურ სწავლებას შემოაქვს პედაგოგიკაში სწავლების და ცოდნის


შეფასების ახალი სტრატეგიები.

სწავლების მიზანი ორიენტირებული ხდება არა მხოლოდ მზა ცოდნის მიღებაზე,


არამედ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე.

სწავლების პროცესისადმი ეს ახალი მიდგომა ეყრდნობა მნიშვნელოვან


საგანმანათლებლო მიმდინარეობას - კონსტრუქტივიზმს.

კონსტრუქტივიზმის ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ვასწავლოთ


მოსწავლეებს ძველი და ახალი ცოდნის შედარების მეშვეობით ახალი ინფორმაციის
შეგროვება, დასკვნების დამოუკიდებლად გამოტანა, დამოუკიდებლად აზროვნება,9
კონსტრუქტივიზმი

• კონსტრუქტივისტული გაკვეთილი ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ


მასწავლებელი დაეხმაროს მოსწავლეებს თავად ააგონ ცოდნა,
იპოვნონ მნიშვნელობები, დაამყარონ საგნებს შორის კავშირი და
შეძლონ ანალიზი. ეს ზრდის მოსწავლეთა აქტივობას და ინტერესს.

• მასწავლებელი კონსტრუქტივისტული სწავლებისას არის პროცესის


დამგეგმავი, წარმმართველი, შემფასებელი და ხელისშემწყობი.

• მოსწავლე სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეა


სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომის
ძირითადი პრინციპებია:
• სწავლა აქტიური პროცესია, მოსწავლე აგებს ცოდნას მასწავლებლის მიერ
გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე. სწავლება უნდა დაეხმაროს
მოსწავლეებს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაში. მოსწავლე ყველაზე უკეთ
ითვისებს მაშინ, როდესაც საკუთარი გამოცდილების მეშვეობით წყვეტს
პრობლემას;
• სწავლა გულისხმობს მნიშვნელობის წვდომას. მასწავლებლის მიზანია
სასწავლო აქტივობები ისე წარმართოს, რომ მოსწავლეებმა
მნიშვნელოვანი იდეები და აღმოჩენები კარგად გაიაზრონ.
• სწავლა სოციალური ურთიერთობების გზით აიგება. შესაბამისად,
სასწავლო გარემოში ცოდნის კონსტრუირების საუკეთესო საშუალებაა
თანამშრომლობითი სწავლების გამოყენება, მაგ. ჯგუფური მუშაობები
დისკუსიები...
• სწავლა ყოველთვის გულისხმობს კონტექსტს: მოსწავლე ყველაზე კარგად
ითვისებს მაშინ, როდესაც ახალი ინფორმაცია კავშირშია უკვე
ნასწავლთან.
ფრონტალური გაკვეთილი კონსტრუქტივისტულ
დიდაქტიკაში
ფრონტალური მეთოდის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ლექციური ტიპის
გაკვეთილი, კითხვა-პასუხზე აგებული გაკვეთილი, დემონსტრირებით
წარმართული გაკვეთილი.
უარყოფითი მხარეები დადებითი მხარეები
ფრონტალური გაკვეთილი უმეტესწილად ის საშუალებას გვაძლევს მოსწავლეებს სწრაფად
ავტორიტარული და დირექტიულია გადავცეთ დიდი მოცულობის ინფორმაცია;

მოსწავლეები პასიურები არიან და დაბალია ის ორგანიზაციულად და მეთოდურად ადვილად


მათი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში; ჩასატარებელია;
არ არის გათვალისწინებული მოსწავლეთა იგი არის ტრადიციული და მრავალჯერ
სწავლის ინდივიდუალური ტემპი; გამოცდილი მეთოდი;
ხელს არ უწყობს მოსწავლეებში სოციალური
კომპეტენციის განვითარებას;
ხელს არ უწყობს მოსწავლეებში მაღალი
სააზროვნო უნარების (ანალიზი, სინთეზი,
შეფასება) განვითარებას.
 კონსტრუქტივისტული დიდაქტიკა გვთავაზობს სასწავლო
პროცესში ფრონტალური გაკვეთილების შეზღუდულად
და ინტერაქტიურ მეთოდებთან კომბინირებულად
გამოყენებას.

 იმისათვის, რომ მასწავლებელმა შეძლოს ფრონტალური


ფაზების ეფექტიანად გამოყენება სასწავლო პროცესში, მას
გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ფრონტალური მეთოდის
დამახასიათებელი ყველა თავისებურება, მისი ძლიერი თუ
სუსტი მხარეები და გაითვალისწინოს ის გაკვეთილის
დაგეგმვისას.
კონსტრუქტივისტული დიდაქტიკის თანახმად,
ფრონტალური გაკვეთილი შეიძლება განვიხილოთ როგორც
ოთხი თანმიმდევრული სამუშაო ფაზა.
• პირველი ფაზა - მასწავლებელი გადასცემს მოსწავლეებს ცოდნას,
რომელიც ადვილად იქნება გაგებული მოსწავლეთა მიერ, თუ
გადაცემული საკითხის სტრუქტურა მოსწავლეთა აზრობრივ
სტრუქტურას შეესაბამება და მათი აქტიური მონაწილეობით
მიმდინარეობს.
• მეორე ფაზამ უნდა უზრუნველყოს საკითხის უფრო ღრმად წვდომა,
რომელიც მიიღწევა საკლასო დისკუსიით;
• მესამე ფაზა - ახლადშესწავლილი მასალის განმტკიცება ვარჯიშით,
• მეოთხე ფაზა - შეძენილი კომპეტენციების სხვადასხვა, მათ შორის
არასასკოლო სიტუაციებში გამოყენება, ე.ი. ცოდნის ტრანსფერი.
შენიშვნა - ფრონტალური გაკვეთილის ოთხივე სამუშაო ფაზის განხორციელება
ერთ გაკვეთილში არარეალისტურია, მას გაცილებით ბევრი დრო სჭირდება.
კითხვები განხილულ საკითხთან
დაკავშირებით
საკითხავი მასალიდან გავიხსენოთ ლექციური
მეთოდის კონსტრუქტივისტული მოდიფიკაციები

• ლექცია-დისკუსია - მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს გააანალიზონ


კონკრეტული ფაქტი, მოვლენა ან სიტუაცია. ის ისმენს ამასთან დაკავშირებულ
სხვადასხვა თვალსაზრისს, შემდეგ კი აჯამებს, ამდიდრებს ლექციას ახალი
ფაქტებითა და არგუმენტებით.
• ლექცია-დისკუსიის დროს შესაძლებელი ხდება ჯგუფის ერთიანი თვალსაზრისის
მართვა, ხოლო მცდარი თვალსაზრისების იმგვარად წარმოჩენა, რომ არ იყოს ეს
მტკივნეული ავტორისათვის. მასწავლებლის შემაჯამებელი სიტყვა-ლექცია
სწორედ ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს.
• ასეთ საქმიანობას ის რისკი ახლავს, რომ მოსწავლეების მსჯელობა შეიძლება
გადავიდეს სხვა კალაპოტში და ასცდეს სალექციო თემას ან არასაკმარისი ცოდნის
შემთხვევაში ბუნდოვანი გახადოს თავად მსჯელობა, რაც მცდარი შეხედულების
მოსწავლეებს კიდევ უფრო გაამყარებს საკუთარ პოზიციაში. ამიტომ, სასურველია,
მასწავლებელმა ყველა მოსაზრება დაწეროს დაფაზე და შემდეგ, შეჯამებისას,
საჭიროებისამებრ მიუბრუნდეს.
ლექცია წინასწარ დაგეგმილი შეცდომებით, ანუ ლექცია-
პროვოკაცია
• ასეთი ლექცია მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, თავი იგრძნონ ექსპერტებად ,
ოპონენტებად, რეცენზენტებად, განასხვავონ არაზუსტი ინფორმაცია ზუსტი და სანდო
ინფორმაციისაგან.
• მასწავლებელი წინასწარ ეუბნება მოსწავლეებს, რომ მის ლექციაში დაშვებული იქნება
რამდენიმე შეცდომა (სასურველია, თუ ზუსტ ციფრს დაუსახელებს). ეს შეცდომები
კარგად უნდა იყოს შენიღბული, ისე, რომ მოსწავლეებმა ადვილად ვერ შენიშნონ.
• ლექციის ბოლოს ისინი ასახელებენ ამ შეცდომებს, რომელთა განხილვა მიმდინარეობს
ერთობლივად - მასში მონაწილეობენ როგორც მასწავლებელი, ისე მოსწავლეები.
• მნიშვნელოვანია, რომ ამ შეცდომების ჩამონათვალი მასწავლებელს წინასწარ ჰქონდეს
ჩამოწერილი ფორმატზე და მოსწავლეთა პრეზენტაციების დაწყებამდე გამოაკრას
თვალსაჩინო ადგილას.
• ასეთი ინტელექტუალური თამაში ქმნის დადებით ემოციურ ფონს და იწვევს
მოსწავლეთა შემეცნებით აქტივაციას, უვითარებს მათ ინფორმაციის ოპერატიული
ანალიზისა და შეფასების უნარს, უზრუნველყოფს ყურადღების კონცენტრაციას.
ამასთან, მასწავლებელს აძლევს მოსწავლეთა ცოდნის შეფასების საშულებას.
• ასეთი ტიპის ლექცია მიზანშეწონილია თემის დასასრულს.
ლექცია წყვილში

ასეთი ლექციის დროს მოსწავლეებს მიეწოდება პრობლემური შინაარსის შემცველი


მასალა ორ მასწავლებელს შორის ცოცხალი დიალოგის სახით. აქ ხდება ისეთი
საკითხის განხილვის მოდელირება, რომელიც საჭიროებს ორი განსხვავებული
პოზიციიდან დანახვასა და ანალიზს, მაგალითად, მომხრისა და მოწინააღმდეგის,
თეორეტიკოსისა და პრაქტიკოსის და ა.შ. დიალოგის დროს მასწავლებლები
მიუბრუნდებიან მოსწავლეებს და მათგან ითხოვენ მხარდაჭერას არგუმენტებით ,
ფაქტებით. მიმართავენ აუდიტორიას შეკითხვებით, რომლებიც მათი პოზიციის
გამყარებას შეუწყობს ხელს.
წყვილში ლექციის დროს აუცილებელია შემდეგი პირობების დაცვა :
• მასწავლებელებმა თავად უნდა მისცენ მოსწავლეებს პრობლემურ საკითხზე
მსჯელობისას დილოგის წარმართვის კულტურის მაგალითი.
• მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება ყოველგვარი შიშისა და უხერხულობის
განცდის გარეშე გამოხატონ საკუთარი პოზიცია.
• ლექცია წყვილში მოსწავლეებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებთან ერთად
უვითარებს გადაწყვეტილების მიღების უნარსაც, რადგან მათ დამოუკიდებლად
უნდა გადაწყვიტონ, რომელ პოზიციას ემხრობიან და დამაჯერებლად დაასაბუთონ
ლექცია თვალსაჩინოებით

ეხმარება მოსწავლეებს ვიზუალურ ფორმაში წერითი და ზეპირი ინფორმაციის


გადატანაში და, პირიქით, ანუ სემიოტიკური კომპეტენციის განვითარებას უწყობს ხელს.
ისინი ეჩვევიან თვალსაჩინოდ მოწოდებულ მასალაში მთავარი და არსებითი
ინფორმაციის ამოცნობას.
მასწავლებელი ასეთ ლექციაზე იყენებს არა ვიზუალურ მასალას, როგორც მის მიერ
გადაცემული ინფორმაციის შემავსებელს, არამედ ისეთს, რომელიც თავადაა
მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი.
მასწავლებელი ასეთი ტიპის ლექციის მომზადებისას სასწავლო ინფორმაციას აძლევს
ვიზუალურ ფორმას სხვადასხვა საშუალებით (სქემები, ტაბულები, დიაგრამები, ნახატები,
მულტიმედია ტექნოლოგიები და სხვ.). ეს შეიძლება იყოს როგორც ნატურალური, ისე
მხატვრული და სიმბოლური საშუალებები. ასეთი მასალების მომზადებაში
მიზანშეწონილია მოსწავლეების ჩართვაც.
თვალსაჩინოების სისტემურობა და ლოგიკურობა ამ ტიპის ლექციის ერთ-ერთი ყველაზე
დიდი სირთულეა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავიდანვე ვიზუალური მასალა არ იყოს
რთულად აღსაქმელი, არც ზედმეტად ბევრი, რადგან სირთულემ შეიძლება მოტივაცია
დაუკარგოს მოსწავლეებს.
ლექცია კონკრეტული სიტუაციის ანალიზით

• მოსწავლეებს ეძლევათ კონკრეტული სიტუაცია ზეპირი ფორმით, მოკლე ვიდეოჩანაწერით


ან სურათების კოლაჟით. სიტუაცია უნდა იყოს ძალიან ხანმოკლე, მაგრამ შეიცავდეს
საკმარის ინფორმაციას განხილვისათვის.
• ზოგჯერ მიკროსიტუაციის ანალიზს შეიძლება ჰქონდეს ლექციისათვის ერთგვარი
შესავლის (პროლოგის) ფუნქცია. ეს არის აუდიტორიის დაინტერესების, ცალკეულ
პრობლემაზე ყურადღების გამახვილებისა და შესასწავლი მასალის შემოქმედებითად
აღქმის საშუალება.
• იმისათვის, რომ მოხდეს მოსწავლეების ყურადღების კონცენტრირება, სიტუაცია უნდა
იყოს ძალიან სახასიათო და მწვავე.
• რისკ-ფაქტორი, რომელიც შეიძლება ახლდეს ამ ტიპის ლექციას, არის დროის სწორად
მართვა. თუ ძალიან დიდი დრო დაიხარჯება სიტუაციის ანალიზზე, ამით შეიძლება
დაზარალდეს სალექციო მასალა და მასწავლებელმა ვეღარ მოასწროს დისკუსიის შეჯამება,
საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. ამიტომ მასწავლებელმა უნდა შეწყვიტოს
დისკუსია, თუნდაც ის არ იყოს დასრულებული, რადგან მისი მიზანი ამ შემთხვევაში
მოსწავლეების სალექციო საკითხით დაინტერესებაა, დისკუსია კი - ამის საშუალება.
მუშაობა ჯგუფებში

o გავნაწილდეთ შემთხვევითობის პრინციპით breakout room-ში


o თითოეული ჯგუფი გეგმავს აქტივობას მითითებული
მოდიფიკაციით:
პირველი ჯგუფი - ლექცია-დისკუსიით;
მეორე ჯგუფი - ლექცია პროვოკაციით;
მესამე ჯგუფი - ლექცია წყვილში;
მეოთხე ჯგუფი - ლექცია თვალსაჩინოებით;
მეხუთე ჯგუფი - ლექცია კონკრეტული ქეისის ანალიზით.
ჯგუფებს მონახაზის გასაკეთებლად გეძლევათ 30 წუთი, ხოლო
22
პრეზენტაციისა და უკუკავშირისთვის თითოეულ ჯგუფს 5 წთ.
პრეზენტაცია

30 წთ.
შევაჯამოთ მესამე სესია

 გავიხსენოთ მესამე
სესიაზე განხილული
ძირითადი საკითხები
 ვიმსჯელოთ მათ
პრაქტიკულ
დანიშნულებაზე
დრო 10 წთ

24
პორტფოლიოს დავალება 1:

1. აირჩიეთ თემა/საკითხი და დაგეგმეთ ერთი აქტივობა ,


კონსტრუქტივისტულ დიდაქტიკაში რომელიმე ფრონტალური
ლექციის ინტეგრირებით;
2. აქტივობა უნდა მიემართებოდეს შერჩეულ სამიზნე ცნებას და მის
შესაბამის მკვიდრ წარმოდგენებს;
3. არგუმენტირებულად დაასაბუთეთ შერჩეული მეთოდის
რელევანტურობა. ონსტრუქტივისტულ დიდაქტიკაში რომელიმე
ფრონტალური ლექციის ინტეგრირებით.
საშინაო დავალება (რეფლექსია):

მესამე სესიაზე განხილულ საკითხავ


მასალასა და განხილულ საკითხებზე
დაყრდნობით დაწერეთ რეფლექსია.
რეფლექსიის დროს უნდა უპასუხოთ შემდეგ
სავარაუდო კითხვებს:
კითხვები
რეფლექსიისათვის:
იმსჯელეთ, შეაფასეთ,
გააანალიზეთ...
• რა ვიცოდი განხილულ თემატიკაზე სესიამდე და მასალის დამუშავებამდე?
• რა გავიგე ახალი? კონკრეტულად რა იყო ამ საკითხში ჩემთვის ღირებული?
• რაში და როგორ გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას?
• რომელი საკითხი დარჩა ჩემთვის ბუნდოვანი და როგორ ვაპირებ ამ საკითხზე
ცოდნის სრულყოფას?
• გამიჩნდა თუ არა სურვილი, განხილულ თემატიკაზე მეტი ინფორმაცია
მოვიპოვო? კერძოდ, რის შესახებ და როგორ ვაპირებ ამას?
• შეკითხვები/შემოთავაზებები/კომენტარები/რეკომენდაციები.
საკითხავი მასალები, სავარჯიშოების კრებული,
საპრეზენტაციო ფაილები იტვირთება Class Notebook-ის
სივრცეში, კერძოდ, Library-ში;

საშინაო დავლებები იტვირთება Class Notebook-ის


სივრცეში, კერძოდ, student notebook-ის თქვენს პირად
პორტფოლიოში/ბლოკნოტში/კაბინეტში.

28
შეკითხვები
მეოთხე სესიისთვის წასაკითხი მასალა:

1. ტრანსფერის უნარის განვითარება.


გმადლობთ
აქტიური მონაწილეობისათვის!

31

You might also like