You are on page 1of 16

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

მასწავლებლის მომზადების საგანამანათლებლო (მმსპ) დამოუკიდებლად არსებული პროგრამა

სილაბუსი

1. სასწავლო კურსის დასახელება მოზარდის განვითარების თავისებურებები და სწავლება


2. სასწავლო კურსის დასახელება
Specifics of Adolescents Development and Teaching
ინგლისურ ენაზე
3. სასწავლო კურსის ერთი სემესტრი, 15 კვირა
ხანგრძლივობა
4. კრედიტების რაოდენობა 6 კრედიტი, მათ შორის 1 კრედიტი ჩაშენებული
პრაქტიკა
5. საათების განაწილება საკონტაქტო საათები:
(ვიდეოლექცია, სააუდიტორიო ლექცია-სემინარი - 26 სთ.
სააუდიტორიო ლექცია, პირველი შუალედური (მე-6 კვირას) - 2 სთ.
სემინარი, პრაქტიკული, მეორე შუალედური (მე-15 კვირას )- 2 სთ.
დასკვნითი შეფასება (მე-16 კვირას) – 2 სთ.
ლაბორატორიული სამუშაო,
სასკოლო პრაქტიკა: 25 საათი
შუალედური შეფასება,
დამოუკიდებელი სამუშაო - 118 სთ.
საბოლოო შეფასება,
დამოუკიდებელი სამუშაო და
ა.შ.)

6. სტუდენტების მაქსიმალური 30 სტუდენტი


რაოდენობა
7. ლექტორი თამარ კერძაია,
ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი,
გრ.რობაქიძის სახ.უნივერსიტეტის ასოცირებული
პროფესორი,
ტელ.: 599 60 22 58 (მობ.)
2 37 22 06 (ბინა)
ელ.ფოსტა: kerzaiatamar@posta.ge
8. სასწავლო კურსზე დაშვების კურსზე დაშვების წინაპიარობა არ არსებობს
წინაპირობები
9. სწავლის მეთოდები სასემინარო საათები აგებული იქნება ინტერაქტიული
სწავლების პრინციპებზე. კურსის ძირითადი
მეთოდოლოგიური მიდგომაა პრობლემაზე
ორიენტირებული სწავლება.
სასემინარო საათებზე მოხდება თეორიული მასალის
განმტკიცება დავალებების შემოწმებით, ჯგუფური თუ
წყვილებში მუშაობებით, კვლევის რაოდენობრივი და
თვისობრივი მეთოდებით, დისკუსიებით, დებატებით,
სასკოლო ცხოვრებიდან მოდელირებულ
სავარჯიშოებზე მუშაობით და ა.შ.

1
სემინარზე დიდი ყურადღება დაეთმობა “უკუკავშირს”,
რომლებიც მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ
შეძენილი ცოდნისა და გამომუშავებული უნარების
რეპროდუქციას.
პრაქატის მიმდინარეობისას გამოიყენება დაკვირვების,
გამოკითხივს, სტრატეგიების შერჩევის, ჯგუფური
ანალიზის მეთოდები.
10. სასწავლო კურსის მიზანი კურსის შედეგად:
 სტუდენტები მიიღებენ ცოდნას მოზარდის
ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური
განვითარების თავისებურებების შესახებ.
 გაეცნობიან ამ სფეროში წარმოებულ ფუნდამენტურ
კვლევებს და ძირითად თეორიებს,
 შეიძენენ ამ სფეროში თეორიული ცოდნის და
კვლევის შედეგად მიღებული ცოდნის
პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევებს:
გაეცნობიან კვლევის მეთოდებს და შეძლებენ მათ
გამოყენებას კონკრეტულ სიტუაციაში, მიღებული
მონაცემების ანალიზს, შეფასებას და შესაბამისი
რეკომენდაციების შემუშავებას.
 შეძლებენ ტიპობრივი პრობლემების
იდენტიფიცირებას და ჩარევის სტრატეგიების
გამოყენებას სასწავლო კონტექსტის შესაბამისად.
 კურსის გავლის შემდეგ სტუდენტები შეძლებენ
მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენებას
კონკრეტულ სიტუაციაში სოციალურ-კულტურული
კონტექსტის გათვალისწინებით,
 სტუდენტები თვითრეფლექსიით შეძლებენ კურსის
ფარგლებში მიღებული ცოდნის, უნარებისა და
გამოცდილების თვითშეფასებას და პროფესიული
განვითარების შესაბამისი აქტივობების დაგეგმვას.
11. ძირითადი თემები 1. კურსის მიზანი და ამოცანები;
2. კვლევის მეთოდები და სახეები;
3. სწავლის თეორიები;
4. მოზარდის ფიზიკური, კოგნიტური, ემოციური და
სოციალური განვითარების თავისებურებები;
5. სწავლების პროცესი;
6. შეფასება;
7. მოტივაცია;
8. სასწავლო გარემოს ორგანიზება; მრავალფეროვნება
კლასში;
9. ეფექტიანი მასწავლებელი
12. სწავლის შედეგები და კურსის გავლის შემდეგ ბაკალავრი ფლობს შემდეგ
კომპეტენციები ზოგად და პროფესიულ კომპეტენციას.
(დარგობრივი და ზოგადი) ზოგადი კომპეტენციები:
 აქვს აბსტრაქტული და შემოქმედებითი აზროვნების,
ანალიზისა და სინთეზის უნარი;
 აქვს საკუთარი და სხვათა საქმიანობის რეფლექსიის

2
და მათი ადექვატური შეფასების უნარი;
 ფლობს ინფორმაციის შეფასების, შეჯერების,
შედარებისა და კრიტიკული ანალიზის უნარს;
 აქვს უნარი თავისი პოზიცია, ცოდნა და კვლევის
შედეგები გასაგები გახადოს სხვათათვის;
 აქვს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი.

პროფესიული კომპეტენციები:
 იცის მოსწავლის ფიზიკური, კოგნიტური,
სოციალურ-პიროვნული განვითარების
თავისებურებები და შეუძლია ცოდნის ეფექტიანად
გამოყენება პრაქტიკაში

 იცნობს სწავლის სხვადასხვა თეორიას და


მრავალფეროვან სტრატეგიებს და შეუძლია მათი
მიზნობრივად გამოყენება თითოეული მოსწავლის
შესაძლებლობების მაქსიმალურად
რეალიზებისთვის;

 იცნობს კომუნიკაციის ტიპებს, გაცნობიერებული


აქვს ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობა
წარმატებული სასწავლო პროცესისთვის; ფლობს
ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო უნარებს და
შეუძლია, კონკრეტული სიტუაციიდან
გამომდინარე, დაამყაროს ეფექტური კომუნიკაცია
მოსწავლეებთან, მშობლებთან, კოლეგებთან.

 იცის, როგორ შექმნას უსაფრთხო გარემო სხვადასხვა


კულტურის მოსწავლეებისათვის. შეუძლია
გაითვალისწინოს მოსწავლეთა კულტურული
მრავალფეროვნება დადებითი სასწავლო გარემოს
შესაქმნელად და ხელი შეუწყოს თითოეული
მოსწავლის ინტეგრაციას კლასში;

13. შეფასების წესი ბაკალავრის შეფასება მოხდება მათ მიერ მთელი


სემესტრის განმავლობაში მიღებული შედეგების და
საგნის ცოდნის ჩვენების მიხედვით, რაც გამოხატული
იქნება შეფასების შემდგომი კომპონენტებით:

აქტიურობა - 10 %
ბაკალავრს მოეთხოვება სემინარებზე აქტიური
მონაწილეობის მიღება. შეფასებული იქნება საშინაო
დავალებები და სემინარებზე შესრულებული
ინდივიდუალური თუ ჯგუფური სამუშაოები,
შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების,
არგუმენტირებულად მსჯელობის უნარი. ასევე დიდი
ყურადღება მიექცევა დისკუსიებში მონაწილეობის

3
კულტურას _ საკუთარი ალტერნატიული აზრის
გამოხატვის და დაცვის და სხვათა აზრების მოსმენის და
გათვალისწინების უნარს.

 სტუდენტი ყოველთვის მომზადებულია


ლექციისთვის, წაკითხული აქვს მასალა,
შესრულებული აქვს ყველა დავალება, მუდმივად
ადექვატურად პასუხობს შეკითხვებს და აქტიურად
ჩართულია დისკუსიაში, .... –9-10 ქულა
 სტუდენტი უმეტესად მომზადებულია
ლექციისთვის, წაკითხული აქვს მასალა,
შესრულებული აქვს დავალებებლი, უმეტესად
ადექვატურად პასუხობს შეკითხვებს და აქტიურად
ჩართულია დისკუსიაში - 7-8 ქულა
 სტუდენტი ცუდად არის მომზადებული
ლექციისთვის, წაკითხული არ აქვს მასალის
ძირითადი ნაწილი, დავალებები მხოლოდ
ნაწილობრივ აქვს შესრულებული, მისი პასუხები
იშვიათად იყო ადექვატური და იშვიათად
ერთვებოდა დისკუსიებში - 5-6 ქულა
 სტუდენტი უმეტესად მოუმზადებელია
ლექციისთვის, ძალიან იშვიათად აქვს წაკითხული
მასალა, ძალიან იშვიათად აქვს დავალებები
შესრულებული, მისი პასუხები იშვიათად იყო
ადექვატური და იშვიათად ერთვებოდა
დისკუსიებში - 3-5 ქულა
 სტუდენტი ყოველთვის მოუმზადებელია, აქ აქვს
წაკითხული მასალა, არ აქვს შესრულებული
დავალებები, დისკუსიებში არასოდეს იღებს
მონაწილეობას - 0-2 ქულა

პორტფოლიო - 10%

ბაკალავრს მოეთხოვება პორტფოლიოს წარმოება,


სადაც თავმოყრილი იქნება: ამა თუ იმ განვლილი თემის
გარშემო შეგროვებული ყველა მასალა, სხვადასხვა სახის
დავალება, მათ შორის საშინაო დავალებები და
სემინარებზე შესრულებული სამუშაოები, ჩანაწერები,
კითხვები, შენიშვნები და ა.შ. პორტფოლიო უნდა იყოს
სტუდენტის მიერ დამოუკიდებლად და
პერმანენტულად გაწეული მუშაობის შედეგი.

 საშინაო დავალებები სრულად და


სრულყოფილად არის წარმოდგენილი, ყველა
სალექციო მასალის შესახებ გვხვდება
ჩანაწერები, კითხვები, ჩანიშვნები.
სრულყოფილად არის შევსებული
თვითშეფასების დღიური, პორტფოლიოში
გრამატიკული და ორთოგრაფიული შეცდომები

4
საერთოდ არ გვხვდება. პორტფოლიო
სტრუქტურირებულია სანიმუშოდ, მასში
ორიენტირება შესაძლებელია
დაუბრკოლებლად; 9-10 ქულა (ფრიადი)

 საშინაო დავალებები სრულად, მაგრამ მცირედი


ხარვეზებით არის წარმოდგენილი, თითქმის
ყველა სალექციო მასალის შესახებ გვხვდება
ჩანაწერები, კითხვები, ჩანიშვნები, კარგად არის
შევსებული თვიტშეფასების დღიური, თუმცა
არასრულყოფილია თვითშეფასებაზე
დაფუძნებული პროფესიული აქტივობები.
პორტფოლიოში გრამატიკული და
ორთოგრაფიული შეცდომები მცირე
რაოდენობით გვხვდება. პორტფოლიო
სტრუქტურირებულია კარგად, მასში
ორიენტირება ადვილია; 7-8 ქულა (კარგი)

 აკლია რამდენიმე საშინაო დავალება,


წარმოდგენილი დავალებები სრულყოფილად
არ არის წარმოდგენილი, სალექციო მასალის
შესახებ გვხვდება ჩანაწერები, კითხვები,
ჩანიშვნები, მაგრამ ზედაპირულია;
თვითშეფასების დღიური არასრულყოფილად
და ზედაპირულად არის გაკეთებული.
პორტფოლიოში გრამატიკული და
ორთოგრაფიული შეცდომები გვხვდება, მაგრამ
არა მრავლად. პორტფოლიოს სტრუქტურა
ნაწილობრივ დარღვეულია, მასში ორიენტირება
გაძნელებულია; 5-6 ქულა
(დამაკმაყოფილებელი)

 აკლია ნახევარზე მეტი საშინაო დავალება,


რომელი საშინაო დავალებაც დევს
პორტფოლიოში - არასრულყოფილია. არ
გვხვდება ჩანაწერები და ჩანიშვნები, თუ
გვხვდება მეტად ზედაპირული. თვიტშეფასების
დღიური არ არის, ან ზედმეტად ზედაპირულია.
პორტფოლიოში გვხვდება ბევრი გრამატიკული
და ორთოგრაფიული შეცდომა. პორტფოლიოს
სტრუქტურა დარღვეულია, მასში ორიენტირება
რთულია; 3-4 ქულა (არადამაკმაყოფილებელი)

 სულ რამდენიმე საშინაო დავალებაა


წარმოდგენილი, ისიც არასრულყოფილია. არ
გვხვდება ჩანაწერები და ჩანიშვნები, ასევე არ
არის წარმოდგენილი თვიტშეფასების დღიური.
სტილისტურად და ორთოგრაფიულად
სრულიად გაუმართავია. პორტფოლიოს

5
სტრუქტურა სრულად არის დარღვეული, მასში
ორიენტირება შეუძლებელია; 0-2 ქულა
(სრულიად არადამაკმაყოფილებელი).

სტუდენტის მიერ ჩატარებული კვლევის წერილობითი


ანგარიში - 15%

სტუდენტები პრაქტიკის კომპონენტის ფარგლებში


ახორციელებენ სკოლაში ვიზიტებს და მთელი კურსის
განმავლობაში აგროვებენ მონაცემებს კურსით
გათვალისწინებული თემების შესაბამისად. კურსის
დასრულებისას სტუდენტები იყოფიან ჯგუფებად,
ჯგუფებში აკვირდებიან შედეგებს, აანილზებენ
შეგროვებულ მონაცემებს, განხორციელებულ
აქტივობებს და აღწერენ ძირითად მიგნებებს. დავალება
უნდა წარმოადგინონ წერილობითი ანგარიშის ფორმით.

 პრობლემის აქტუალობა გამოკვეთილია, კვლევის


მიზანთან სრულ შესაბამისობაშია. კვლევის
მეთოდები და ინსტრუმენტები სწორადაა
შერჩეული და ხელს უწყობს მიზნის მიღწევას.
მონაცემთა ანალიზი სრულყოფილია. გაკეთებული
აქვს შესაბამისი დასკვნები. შეგროვებული
მონაცემები და გამოყენებული რესურსები კვლევაში
სრულადაა წარმოდგენილი დანართის სახით.
კვლევის ანგარიშის სტრუქტურა დაცულია.
მიმოხილულია არსებული საკითხთან
დაკავშირებული ლიტერატურა და კვლევის
მეთოდები, დასაბუთებულია კვლევის შედეგები და
დასკვნები. სტილისტურად გამართულია. 12-15
ქულა (ფრიადი)

 პრობლემის აქტუალობა გამოკვეთილია, კვლევის


მიზანთან შესაბამისობაშია. კვლევის მეთოდები და
ინსტრუმენტები სწორადაა შერჩეული და ხელს
უწყობს მიზნის მიღწევას. მონაცემთა ანალიზი
ნაწილობრივ სრულყოფილია; გაკეთებული მეტ-
ნაკლებად შესაბამისია. შეგროვებული მონაცემები
და გამოყენებული რესურსები კვლევაში
წარმოდგენილია დანართის სახით. კვლევის
ანგარიშის სტრუქტურა თითქმის დაცულია.
მიმოხილულია არსებულ საკითხთან
დაკავშირებული ლიტერატურა და კვლევის
მეთოდები, თუმცა არასრულყოფილად
დასაბუთებულია კვლევის შედეგები და დასკვნები.

6
შეინიშნება მცირე სტილისტური და
ორთოგრაფიული შეცდომები. 9-11 ქულა (კარგი)

 პრობლემის აქტუალობა გამოკვეთილია, მაგრამ


კვლევის მიზანთან ნაწილობრივ შესაბამისობაშია,
შერჩეული კვლევის მეთოდები მიზნის
მიღწევისთვის არასაკმარისია. მონაცემები მეტ-
ნაკლები სისრულით არის შეგროვებული და
გაანალიზებული, დასკვნები წარმოდგენილია,
მაგრამ აკლია სიზუსტე . კვლევის ანგარიშის
სტრუქტურა ნაწილობრივ დაცულია. არც თუ ისე
მრავლად გვხვდება ორთოგრაფიული და
სტილისტური შეცდომები. 6-8 ქულა
(დამაკმაყოფილებელი)

 პრობლემა ნაკლებ აქტუალურია და კვლევის


მიზანთან ნაწილობრივ შესაბამისობაშია, შერჩეული
კვლევის მეთოდები მიზნის მიღწევისთვის
არასაკმარისია. მონაცემები არასრულყოფილად არის
შეგროვებული და გაანალიზებული, დასკვნები
წარმოდგენილია, მაგრამ აკლია სიზუსტე . კვლევის
ანგარიშის სტრუქტურა არ არის დაცული. გვხვდება
ორთოგრაფიული და სტილისტური შეცდომები. 3-5
ქულა (არადამაკმაყოფილებელი)

 პრობლემა არააქტუალურია და არ შეესაბამება


მიზნებს. კვლევის მეთოდები არასწორადაა
შერჩეული და მონაცემთა შეგროვება არასწორადაა
წარმართული, მონაცემები არ არის გაანალიზებული,
ან არასწორადაა გაანალიზებული და არ შეესაბამება
კვლევის მიზნებს. დასკვნები ბუნდოვანია ან არ არის
წარმოდგენილი. კვლევის ანგარიშის სტრუქტურა არ
არის დაცული. სტილისტურად გაუმართავია. 0-2
ქულა (სრულიად არადამაკმაყოფილებელი).

კვლევის შედეგების პრეზენტაცია - 10 %


 საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის
გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია;
რეფერენტს ზედმიწევნით კარგად ესმის მის მიერ
ჩატარებული კვლევის არსი და მიზანი;  შეიცავს
ორიგინალურ დაკვირვებასა და თვითმყოფად
შეფასებებს; მისი მსჯელობა ლოგიკური და
თანმიმდევრულია;  ამომწურავად პასუხობს
აუდიტორიისგან წამოსულ კითხვებს; რეფერენტი

7
ეფექტიანად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხების
ფართო სპექტრს (სლაიდ-შოუ, ჰენდაუთი, პლაკატი,
დაფა და ა.შ.) 9-10 ქულა (ფრიადი)
 საკითხი ამომწურავად არის
გადმოცემული; ტერმინოლოგიურად
გამართულია; სტუდენტს ესმის მიერ ჩატარებული
კვლევის არსი და მიზანი; კრიტიკულად აფასებს
განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ
მოსაზრებებს; მსჯელობა ლოგიკურია, თუმცა
შეიცავს უმნიშვნელო შეცდომებს; პასუხობს
აუდიტორიისგან წამოსულ კითხვებს;  რეფერენტი
ადეკვატურად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს. 7-
8 ქულა (კარგი)
 საკითხი დამაკმაყოფილებლად არის გადმოცემული;
ტერმინოლოგიაში ბევრია შეცდომა; სტუდენტს
ბოლომდე გაცნობიერებული არ აქვს მიერ
ჩატარებული კვლევის არსი და მიზანი; მისი
მსჯელობა ნაკლებად ლოგიკური და
თანმიმდევრულია;  რეფერენტი იშვიათად
ამჟღავნებს კრიტიკული აზროვნების
უნარს; აუდიტორიისაგან წამოსულ კითხვებზე
პასუხები ზედაპირული და არასრულია; რეფერენტი
გაუმართავად იყენებს ვიზუალიზაციის
საშუალებებს. 5-6 ქულა (დამაკმაყოფილებელი)
 საკითხი არასრულად არის გადმოცემული;
ტერმინოლოგია უმეტესწილად მცდარია; სტუდენტს
გაცნობიერებული არ აქვს მიერ ჩატარებული
კვლევის არსი და მიზანი; მისი მსჯელობა
ძირითადად არალოგიკური და
არათანმიმდევრულია;  სტუდენტი იშვიათად ან არ
ამჟღავნებს კრიტიკული აზროვნების
უნარს; სტუდენტი გაუმართავად ან საერთოდ არ
იყენებს ვიზუალიზაციის საშუალებებს. 3-4 ქულა
(არადამაკმაყოფილებელი)
 საკითხი არ არის სწორად გადმოცემული;
ტერმინოლოგია სრულიად მცდარია; სტუდენტს
გაცნობიერებული არ აქვს მიერ ჩატარებული
კვლევის არსი და მიზანი; მისი მსჯელობა სრულიად
არალოგიკური და არათანმიმდევრულია; 
სტუდენტი არ ამჟღავნებს კრიტიკული აზროვნების
უნარს; სტუდენტი საერთოდ არ იყენებს
ვიზუალიზაციის საშუალებებს. 0-2 ქულა
(სრულიად არადამაკმაყოფილებელი)

შუალედური შეფასება - 30 %
ჩატარდება ორი შუალედური შეფასება. თითოეული
შუალედურის შეფასების წილია 15%. სტუდენტებმა
უნდა უპასუხონ ღია და დახურულ ტესტურ
დავალებებს. თითოეული დახურული ტესტური

8
დავალება შეფასდება ერთი ქულით, ხოლო ღია
ტესტური დავალების შეფასების წილი და
კრიტერიუმები განისაზღვრება თითოეულ
დავალებასთან მიმართებაში, რაც სტუდენტებისთვის
წინასწარ იქნება ცნობილი, ასევე თანდართული ექნება
ტესტს შეფასების სანდოობისა და გამჭვირვალეობის
მისაღწევად.

დასკვნითი შეფასება/ტესტი- 25%


სტუდენტებმა უნდა უპასუხონ ღია ტესტურ
დავალებებს. თითოეული ღია ტესტური დავალების
შეფასების წილი და კრიტერიუმები განისაზღვრება
თითოეულ დავალებასთან მიმართებაში, რაც
სტუდენტებისთვის წინასწარ იქნება ცნობილი, ასევე
თანდართული ექნება ტესტს შეფასების სანდოობისა და
გამჭვირვალეობის მისაღწევად.

დადებითი შეფასების მინიმალური ზღვარია: 51 ქულა.

შეფასების წესი (100 ქულიანი):


(A) 91 - 100 ფრიადი
(B) 81 – 90 ძალიან კარგი
(C) 71 – 80 კარგი
(D) 61 – 70 დამაკმაყოფილებელი
(E) 51 – 60 საკმარისი
(FX) 41 – 50 ვერ ჩააბარა, სტუდენტს ეძლევა საბოლოო
გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება
(F) 0 – 40 ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მიღებისთვის
თავიდან უნდა შეისწავლოს კურსი

14. ლიტერატურა და სხვა ძირითადი ლიტერატურა:


რესურსები 1. ანიტა ვულფოლკი (2009), განათლების
ფსიქოლოგია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა

დამატებითი ლიტერატურა:
1. დიმიტრი უზნაძე (2003), ბავშვის ფსიქოლოგია,
სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია, საქართველოს სსრ
მეცნიერებათა აკადემია, დ.უზნაძის სახ.
ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, თბილისი, გვ. 405-451;
2. Handbook of Educational Psychology (2012), second
edition, edited Patricia A. Alexander&Philip H. Winne,

ჩამოთვლილ ლიტერატურაზე დაყრდნობით


მომზადებულია სალექციო კურსი და სავარჯიშოების
კრებული ე.წ. „რიდერები“, რომლებიც აიტვირთება
არგუსში, მათი მოძიება ასევე შესაძლებელია
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

9
ლექცია-სემინარების ჩასატარებლად საჭიროა ასევე
შემდეგი რესურსები: პროექტორი, მაგნიტური დაფა,
მარკერები.ლექცია-სემინარების ჩასატარებლად საჭიროა
ასევე შემდეგი რესურსები: პროექტორი, მაგნიტური
დაფა, მარკერები.

15. თემატიკა კვირების მიხედვით


16. პირველი შეხვედრა (2 საათი) შესავალი: ძირითადი ცნებები (განვითარება, განათლება,
განვითარებისა და განათლების ფსიქოლოგია,
განათლების ფსიქოლოგიის მიზნები და ამოცანები:
მუშაობა მცირე ჯგუფებში კითხვარზე „რატომ ავირჩიე
ეს სპეციალობა“;
კვლევითი ჯგუფების დანაწილება და მუშაობის
სპეციფიკის გაცნობა, საკვლევი თემების დანაწილება და
მუშაობის პირველადი განრიგის შედგენა.
ლიტერატურა: 1. ანიტა ვულფოლკი (2009), განათლების
ფსიქოლოგია, თავი 1. მასწავლებლები, სწავლა და
სწავლის ფსიქოლოგია
17. სასკოლო პრაქტიკა (1 სთ.) მესამე შეხვედრამდე სტუდენტები მიდიან სკოლებში,
ეცნობიან მასწავლებელს, რომელიც იქნება ამ კურსის
ფარგლებში სკოლის მხრიდან პრაქტიკის
ხელმძღვანელი. მასთან შეთანხმებით ადგენენ სკოლაში
სიარულის განრიგს და შეთანხმდებიან იმ ძირითად
აქტივობებზე, რომელიც განსაზღვრულია კურსით.

18. მეორე შეხვედრა (2 სთ.) კვლევის მეთოდები (სისტემატური დაკვირვება,


მონაწილეობით დაკვირვება, ექსპერიმენტი და სხვ.) და
სახეები (კორელაციური და ექსპერიმენტული კვლევა),

ლიტერატურა: 1. ანიტა ვულფოლკი (2009), განათლების


ფსიქოლოგია, თავი 1. მასწავლებლები, სწავლა და
სწავლის ფსიქოლოგია
საშინაო დავალება: ტოლერანტობის კითხვარით
მასწავლებლების გამოკითხვა და შედეგების
განხილვისთვის მომზადება.
19. სასკოლო პრაქტიკა (3 სთ.) გამოკითხვა მასწავლებლების ტოლერანტობის
კითხვარით. გამოკითხვის მიზანია პედაგოგთა
სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისადმი
ტოლერანტული დამოკიდებულების თავისებურების
დადგენა. თითოეული სტუდენტი გამოკითხავს
რამდენიმე მასწავლებლს. ერთი და იგივე სკოლაში
პრაქტიკაზე მყოფი სტუდენტები ქმნიან ჯგუფს,
აჯერებენ შედეგებს და მომდევნო ლექციაზე აკეთებენ
გამოკითხვის შედეგების პრეზენტაციას და განხილვას.

20. მესამე შეხვედრა (2 სთ.) სწავლის თეორიები:

10
 სწავლისადმი ბიჰევიორალური და
კოგნიტივისტური მიდგომები;
 სოციალური დასწავლა და სოციალური კოგნიცია;
 ჰუმანისტური თეორია (მე-კონცეფცია,
ღირებულებები)
ტოლერანტობის კითხვარით გამოკითხვის შედეგების
ანალიზი.

ლიტერატურა: 1. ანიტა ვულფოლკი (2009), განათლების


ფსიქოლოგია, თავი 6. ბიჰევიორისტული
შეხედულებები სწავლის შესახებ. გვ. 286-336,
1. თავი 9. სოციალურ-კოგნიტური და
კოგნიტივისტური შეხედულებები სწავლაზე. გვ.
452-502
საშინაო დავალება: ქეისების განხილვა განვითარების
სხვადასხვა თეორიის პოზიციებიდან
21. მეოთხე შეხვედრა (2 სთ.) მოზარდის კოგნიტური განვითარების თავისებურებები:
კოგნიტური და მეტყველების განვითარება, ცოდნის
მნიშვნელობა სწავლაში, მეხსიერება და ინფორმაციის
გადამუშავება, მეტაკოგნიცია; ცნებების დაუფლება,
პრობლემის გადაჭრა, კრეატიულობა; სწავლის
სტრატეგიები და კვლევის უნარ-ჩვევების დაუფლება

ლიტერატურა:
1. ანიტა ვულფოლკი (2009), განათლების
ფსიქოლოგია, თავი 2. კოგნიტური განვითარება და
მეტყველება, გვ. 40-91
2. თავი 7. კოგნიტური შეხედულებები სწავლის
შესახებ. გვ. 341-386
3. თავი 8. რთული კოგნიტური პროცესები, გვ. 391-447

საშინაო დავალება: კონკრეტული მოსწავლის


დაკვირვება კლასში (პედაგოგიურად მიშვებული,
ჰიპერაქტიური, ლიტერატურული ან მუსიკალური
ნიჭით დაჯილდოებული, ქრონიკული დაავადების
მქონე, ბუნებისმეტყველებაში სამეცნიერო ინტერესების
მქონე, სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და
ორენოვანი ოჯახიდან გამოსული მოზარდები)
22. სასკოლო პრაქტიკა ( 3 სთ.) სტუდენტები წყვილებში პრაქტიკის ხელმძღვანელ
მასწავლებელთან ერთად აკვირდებიან რომელიმე
მოსწავლის ქცევას, ჩაინიშნავენ სპეციალური
დაკვირვების ფორმის შესაბამისად მინიმუმ ორი
გაკვეთილის განმავლობაში და აანალიზებენ მიღებულ
შედეგებს. სტუდენტი წერს ანგარიშს.
23. მეხუთე შეხვედრა (2 სთ.) მოზარდის პიროვნული და სოციალური განვითარების
თავისებურებები: პიროვნული, ზნეობრივი, სოციალური
და გენდერული განვითარება: მოზარდის ფიზიკური

11
განვითარების თავისებურებები; ერიქსონის
ინდივიდუალური განვითარების სტადიები;
განვითარების სოციალური კონტექსტი
(ბრონფენბრენერი); მე-კონცეფციის ფორმირება;
მრავალგვარობა და იდენტობის პრობლემა; ემოციური
კომპეტენციისა და მორალური მსჯელობის
განვითარება; მორალური ქცევა და თაღლითობა.

ლიტერატურა: ანიტა ვულფოლკი (2009), განათლების


ფსიქოლოგია, თავი 3. პიროვნული , სოციალური და
ემოციური განვითარება, გვ. 96 – 151
24. მეექვსე შეხვედრა (2 სთ.) პირველი შუალედური შეფასება
25. მეშვიდე შეხვედრა (2 სთ.) სწავლების პროცესი: სწავლაში ცოდნის მნიშვნელობა და
მეხსიერების ინფორმაციის გადამუშავების მოდელი:;
მეტაკოგნიცია და რეგულაცია - მეტაკოგნიტური
სტრატეგიები; დაგეგმვა, ინსტრუქტირება,
ინდივიდუალური სხვაობების განხილვა;

ლიტერატურა: ანიტა ვულფოლკი (2009), განათლების


ფსიქოლოგია, თავი 7. კოგნიტური შეხედულებები
სწავლის შესახებ. გვ. 341-386

საშინაო დავალება: სწავლის სტრატეგიების შერჩევა და


გაკვეთილის დაგეგმვა განსხვავებული შესაძლებობების
მოზარდებისათვის (პედაგოგიურად მიშვებული,
ჰიპერაქტიური, ლიტერატურული ან მუსიკალური
ნიჭით დაჯილდოებული, ქრონიკული დაავადების
მქონე, ბუნებისმეტყველებაში სამეცნიერო ინტერესების
მქონე, სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და
ორენოვანი ოჯახიდან გამოსული მოზარდები)

26. სასკოლო პრაქტიკა (3 სთ) სტუდენტი სკოლაში ესწრება მინიმუმ 2 გაკვეთილს და


ფოკუსირებულად აკვირდება ერთ მოსწავლეს შემდეგი
კატეგორიებიდან: პედაგოგიურად მიშვებული,
ჰიპერაქტიური, ლიტერატურული ან მუსიკალური
ნიჭით დაჯილდოებული, ქრონიკული დაავადების
მქონე, ბუნებისმეტყველებაში სამეცნიერო ინტერესების
მქონე, სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და
ორენოვანი ოჯახიდან გამოსული. მასწავლებელთან
ერთად დაკვირვების შედეგებს აანალიზებს, შეარჩევს
სწავლის სტრატეგიებს, დაგეგმავს გაკვეთილს და წერს
ფოკუსირებული დაკვირვების ანგარიშს.
27. მერვე შეხვედრა (2 სთ.) სწავლების პროცესი: ცნებების სწავლა და სწავლება;
პრობლემის გადაწყვეტა; კრეატიულობა და პრობლემის
კრეატიულად გადაჭრა; სწავლის სტრატეგიები და
სწავლის უნარ-ჩვევის განვითარება; სწავლება

12
ტრანსფერისათვის.

სწავლების სტრატეგიების შერჩევაზე საშინაო


დავალებების განხილვა

ლიტერატურა: ანიტა ვულფოლკი (2009), განათლების


ფსიქოლოგია, თავი 8. რთული კოგნიტური პროცესები,
გვ. 391-447

საშინაო დავალება: ესსე „როგორ დაეხმარებოდით


მოსწავლეებს, რომ უკეთ დაიმახსოვრონ თქვენს
გაკვეთილზე ნასწავლი მასალა?“
28. მეცხრე შეხვედრა (2 სთ.) სწავლების პროცესი: სოციალური კონსტრუქტივიზმი
(სკაფოლდინგი) და თანამშრომლობითი სწავლება:
ურთიერთდეტერმინიზმი, თვითეფექტიანობა და
მოტივაცია; თვითეფექტიანობიასა და
თვითრეგულირებული სწავლის სწავლება; კოგნიტური
და სოციალური კონსტრუქტივიზმი;
კონსტრუქტივისტული შეხედულებების გამოყენება.

კოლაბორაცია და კოოპერაცია; საკლასო ერთობა;


ძალადობა სკოლაში და მისი პრევენცია.

ესსეების განხილვა

ლიტერატურა:
ანიტა ვულფოლკი (2009), განათლების ფსიქოლოგია,
თავი 9. სოციალურ-კოგნიტური და კოგნიტივისტური
შეხედულებები სწავლაზე. გვ. 252-502;
თავი 11. ჩართული სწავლა: თანამშრომლობა და
ერთობა, გვ. 568-606
საშინაო დავალება: პრაქტიკის ხელმძღვანელ
მასწავლებელთან ერთად ჯგუფები გეგმავენ კლასგარეშე
საქმიანობებს მოსწავლეთა ინტერესებისა და
შესაძლებლობების გათვალისწინებით.
29. სასკოლო პრაქტიკა (4 სთ.) სტუდენტები იყოფიან 3 ან 4 კაციან ჯგუფებად,
სკოლაში პრაქტიკის ხელმძღვანელ მასწავლებელთან
ერთად ირჩევენ კლასს და ეცნობიან მოსწავლეებს.
მოსწავლეებთან შეთანხმებით და მათი ინტერესებისა და
შესაძლებლობების გათვალისწინებით აკეთებენ
კლასგარეშე საქმიანობის გეგმას.

30. მეათე შეხვედრა (2 სთ.) სწავლების პროცესი: სწავლის პროცესის მართვა


(წესებისა და პროცედურების დაწესება, დისციპლინა
კლასში); სწავლებისა და მენეჯმენტისადმი
ბიჰევიორისტული მიდგომები; დაკვირვებაზე
დაფუძნებული სწავლა და ქცევის მოდიფიკაცია;
შემსწავლელთა ერთობების ჩამოყალიბება და

13
კონსტრუქტივისტული პრაქტიკის დილემები.

ლიტერატურა:

ანიტა ვულფოლკი (2009), განათლების ფსიქოლოგია,


თავი 6-ბიჰევიორიზმი სწავლის შესახებ, გვ. 286-336;
თავი 9- სოციალურ-კოგნიტური და კოგნიტივისტური
შეხედულებები სწავლაზე, გვ. 452-502
31. სასკოლო პრაქტიკა (4 სთ.) სტუდენტები აკეთებენ გაკვეთილზე ფოკუსირებულ
დაკვირვებას კლასში დისციპლინაზე, არის თუ არა
გარკვეული წესები და პროცედურები დაწესებული
კლასში. აანალიზებენ დაკვირვების შედეგებს და
ამზადებენ რეკომენდაციებს.
32. მეთერთმეტე შეხვედრა (2 სთ.) მეორე შუალედური შეფასება
33. მეთორმეტე შეხვედრა (2 სთ.) მოტივაცია: მოტივაციის სახეები და თეორიები;
მოთხოვნილებები (კომპეტენტურობა, ავტონომია,
მიკუთვნებულობა); მიზნობრივი ორიენტაცია და
მიზნის ტიპები; ინტერესები და ემოციები (მღელვარება,
შფოთვა); რწმენები უნარები, მიზეზების,
თვითეფექტიანობის, თვითღირებულების შესახებ;
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება: სასწავლო
ამოცანები, ავტონომიის მხარდაჭერა, მიღწევის აღიარება
და მოწონება.

საშინაო დავალების ანალიზი და დისკუსია: ტესტირება


- უპირატესობები და ნაკლი

ლიტერატურა: ანიტა ვულფოლკი (2009), განათლების


ფსიქოლოგია, თავი 10. მოტივაცია სწავლასა და
სწავლებაში, გვ. 508-562

საშინაო დავალება: სწავლის მოტივაციისა და


ინტერესების კვლევა და ეფექტიანი სტრატეგიების
შერჩევა მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად
ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით

34. სასკოლო პრაქტიკა (2 სთ.) სტუდენტები კითხვარებით იკვლევენ მოზარდების


სწავლის მოტივაციას და ინტერესებს სხვადასხვა კლასში
და შეარჩევენ სტრატეგიებს მოტივაციის ასამაღლებლად
ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.
35. მეცამეტე შეხვედრა (2 სთ.) სასწავლო გარემო; კულტურა და მრავალფეროვნება.
საკლასო მენეჯმენტის მიზნები და პოზიტიური
სასწავლო გარემოს შექმნა და შენარჩუნება;
კომუნიკაციის მნიშვნელობა (შეტყობინება, რჩევები,
ასერტული დისციპლინა). მრავალფეროვანი კლასები
(სოციალური და ეკონომიკური განსხვავება კლასში,
ეთნიკური და რასობრივი სხვაობები; გენდერული და

14
ენობრივი სხვაობები); კულტურული ინკლუზია.

შეფასება: სტანდარტიზებული ტესტები: ნორმაზე და


კრიტერიუმზე ორიენტირებული ტესტები; ტესტის
მონაცემების ინტერპრეტირება; მიღწევისა და უნარ-
ჩვევების ტესტები; სადავო საკითხები
სტანდარტიზებულ ტესტებში.

სწავლის შეფასება საკლასო ოთახში : ტრადიციული


შეფასება და მისი ალტერნატივები; ნიშნების გავლენა
მოსწავლეებზე; ნიშნების მიღმა - ოჯახებთან
ურთიერთობა.

ლიტერატურა:

ანიტა ვულფოლკი (2009), განათლების ფსიქოლოგია,


თავი 12-სასწავლო გარემოს შექმნა, გვ. 610-651; თავი 5-
კულტურა და განსხვავებულობა, გვ. 28-282;

ანიტა ვულფოლკი (2009), განათლების ფსიქოლოგია,


თავი 14-სტანდარტიზებული ტესტირება, გვ. 715-750;
ანიტა ვულფოლკი (2009), განათლების ფსიქოლოგია,
თავი 15. შეფასება და ნიშნების წერა, გვ. 754-796

საშინაო დავალება: საკონტროლო წერის შეფასების


შედეგების გაანალიზება და ანალიზის შედეგების
გათვალისწინებით სტრატეგიის შერჩევა ორი
მოსწავლისათვის.
36. სასკოლო პრაქტიკა (2 სთ) პრაქტიკის ხელმძღვანელ მასწავლებელთან ერთად
სტუდენტები აანალიზებენ საკონტროლო წერის
შეფასების შედეგებს და ანალიზის შედეგების
გათვალისწინებით შეარჩევენ სწავლის სტრატეგიას ორი
მოსწავლისათვის.

37. მეთოთხმეტე შეხვედრა (2 სთ.) ეფექტიანი მასწავლებელი: მასწავლებელი ხელოვანი


თუ ოსტატი? მასწავლებელთა ტიპები; მასწავლებელთა
მოლოდინები და მათი გავლენა მოსწავლის
წარმატებულობაზე, ეფექტიანი მასწავლებლის
მახასიათებლები,

ლიტერატურა: „საკითხავი მასალა“


38. სასკოლო პრაქტიკა (2 სთ.) სტუდენტები პრაქტიკის ხელმძღვანელ
მასწავლებელთან ერთად აჯამებენ მუშაობის
ეფექტიანობას.
39. მეთხუთმეტე შეხვედრა (2 სთ.) მეორე შუალედური შეფასება - პრეზენტაცია კვლევითი
ჯგუფის მიერ წარმოებული პედაგოგიური კვლევის
წერილობითი ანგარიშის, განხილვა, შეფასება
40. საგამოცდო პერიოდი დასკვნითი შეფასება

15
მიუთითეთ, რა კომპეტენციებს ავითარებს კურსი (შესაბამისი გრაფის ქვეშ მონიშნეთ X )

ცოდნა და ცოდნის დასკვნის კომუნიკაციის სწავლის ღირებულებები


გაცნობიერება პრაქტიკაში გაკეთების უნარი უნარი
გამოყენების უნარი
უნარი

X X X X X X

16

You might also like