You are on page 1of 11

სილაბუსი

სასწავლო კურსის სახელწოდება ფსიქოლოგიის საფუძვლები 1


სასწავლო კურსის მოცულობა 6 ECTS (1 კრედიტი - 25 სთ), სულ-150 სთ.
ლექცია - 13 სთ.
სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 24 სთ.
შუალედური გამოცდა - 2 სთ.
სტუდენტის სასწავლო დატვირთვა
დასკვნითი გამოცდა - 3 სთ.
სულ საკონტაქტო - 42 სთ.
დამოუკიდებელი მუშაობა - 108 სთ.
კონსულტაციის მიღება შესაძლებელია ყოველკვირეულად,
სტუდენტთა საკონსულტაციო
კონსულტაციის ცხრილით განსაზღვრულ დროს, აგრეთვე ონლაინ
მომსახურება
რეჟიმში, მითითებულ მისამართზე.
კურსზე დაშვების წინაპირობა არ აქვს
სასწავლო კურსის მიზანი სასწავლო კურსის მიზანია ფსიქიკური რეალობის არსში გარკვევა,
ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების, ძირითადი თავისებურებების და
თეორიული კატეგორიების ათვისება. ფსიქიკური პროცესების ბუნებაში,
კანონზომიერებებში და მათ სახეცვლილებებში გარკვევა. ფსიქიკური
სინამდვილისა და მისი შემსწავლელი მეცნიერების მიმართ ინტერესის
სტიმულირება.
სწავლის შედეგები • გაცნობიერებული აქვს ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების
მნიშვნელოვნება და უნიკალურობა;
• აღწერს და განასხვავებს ფსიქიკური სინამდვილის ძირითად
ფაქტებსა და კანონზომიერებებს, ასევე გაცნობიერებული აქვს
ფსიქოლოგიური მეცნიერების სტრუქტურის სპეციფიკა;
• ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას და მიმოიხილავს მისი
გადაწყვეტის გზებს, ამასთანავე შეუძლია თანამედროვე
ფსიქოლოგიის ძირითადი მიმართულებებისა და მიმდინარეობების
კლასიფიცირება;
• ზეპირი და წერითი ფორმით გადმოცემს ფსიქიკური სინამდვილის
ძირითადი საკითხების მახასიათებლებისა და კანონზომიერებების
შესახებ ინფორმაციას და სპეციალისტებთან და
არასპეციალისტებთან შეუძლია კომუნიკაციის დამყარება;
• აცნობიერებს პიროვნების, როგორც დამოუკიდებელი, უნიკალური
ინდივიდის ცნება და პატივს სცემს მათ განსხვავებულ
შეხედულებებს, ღირებულებებს და ქცევებს;
• საკუთარ საქმიანობას ახორციელებს ეთიკის პრინციპების დაცვით.
სწავლება-სწავლის მეთოდები ლექცია - შემოქმედებითი პროცესია, რომელშიც ერთდროულად
მონაწილეობს ლექტორი და სტუდენტი. ლექციის ძირითადი მიზანია
შესასწავლი საგნის დებულებათა იდეის გაგება, რაც გულისხმობს
გადმოცემული მასალის შემოქმედებით და აქტიურ აღქმას. ამასთან,
ყურადღება უნდა მიექცეს გადასაცემი მასალის ძირითად დებულებებს,
განმარტებებს, აღნიშვნებს, დაშვებებს. საჭიროა მთავარი საკითხების,
ფაქტებისა და იდეების კრიტიკული ანალიზი. ლექცია უნდა
უზრუნველყოფდეს შესასწავლი საგნის ძირითადი დებულებების
მეცნიერულ და ლოგიკურად თანმიმდევრულ შეცნობას ზედმეტი
დეტალებით გადატვირთვის გარეშე. ამიტომ, ის უნდა იყოს ლოგიკურად
დასრულებული.

ჯგუფური (collaborative) მუშაობის მეთოდით სწავლება გულისხმობს


სტუდენტთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალების
მიცემას. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და
პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული
ამოცანიდან გამომდინარე, შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში
წევრებს შორის მოხდეს ფუნქციების გადანაწილება. ეს სტრატეგია
უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობას
სასწავლო პროცესში.

დამოუკიდებელი მუშაობა ლექციაზე მოსმენილი მასალა მთლიანი


ცოდნის სისტემად ყალიბდება სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობით.
სტუდენტს უნდა აღეძრას წიგნისადმი და სხვა საინფორმაციო
წყაროებისადმი ინტერესი და საკითხების დამოუკიდებლად შესწავლის
სურვილი, რაც დამოუკიდებელი აზროვნების, ანალიზისა და დასკვნების
გაკეთების სტიმულირების საშუალებაა.

ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდს მიეკუთვნება ლექცია,


თხრობა, საუბარი და სხვ. აღნიშნულ პროცესში ლექტორი სიტყვების
საშუალებით გადასცემს, ხსნის სასწავლო მასალას, ხოლო სტუდენტები
მოსმენით, დამახსოვრებითა და გააზრებით მას აქტიურად აღიქვამენ და
ითვისებენ.

დისკუსია/დებატები ინტერაქტიური სწავლების ერთ–ერთი ყველაზე


გავრცელებული მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს
სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას. დისკუსია
შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ შემოიფარგლება
მხოლოდ პროფესორის მიერ დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი
უვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების
უნარს.

შემთხვევის ანალიზი (Case study) - შემთხვევების შესწავლა, აქტიური


პრობლემურ-სიტუაციური ანალიზის მეთოდი, რომლის საფუძველია
სწავლება კონკრეტული ამოცანების - სიტუაციების გადაჭრის გზით (ე. წ.
ქეისების ამოხსნა). სწავლების ეს მეთოდი დაფუძნებულია კონკრეტული
პრაქტიკული მაგალითების (ქეისების) განხილვაზე. ქეისი წარმოადგენს
ერთგვარ ინსტრუმენტს, რომელიც მიღებული თეორიული ცოდნის
გამოყენების საშუალებას იძლევა პრაქტიკული ამოცანების
გადაწყვეტისათვის. თეორიისა და პრაქტიკის შეხამებით, მეთოდი
ეფექტიანად ავითარებს დასაბუთებული გადაწყვეტილებების
შეზღუდულ დროში მიღების უნარს. სტუდენტებს უვითარდებათ
ანალიტიკური აზროვნება, გუნდური მუშაობის, ალტერნატიული აზრის
მოსმენისა და გაგების, ალტერნატივების გათვალისწინებით
განზოგადოებული გადაწყვეტილებების გამომუშავების, მოქმედებების
დაგეგმვისა და მათი შედეგების პროგნოზირების უნარი.

გონებრივი იერიში (Brain storming) მეთოდი გულისხმობს კონკრეტული


თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ
მაქსიმალურად მეტი, სასურველია რადიკალურად განსხვავდებული,
აზრის, იდეის ჩამოყალიბებასა და გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული
მეთოდი ხელს უწყობს პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის
განვითარებას. ეს მეთოდი ეფექტურია სტუდენტთა მრავალრიცხოვანი
ჯგუფის არსებობის პირობებში და შედგება რამდენიმე ძირითადი
ეტაპისგან:

• პრობლემის/საკითხის შემოქმედებითი კუთხით განსაზღვრა.


• დროის გარკვეულ მონაკვეთში აუდიტორიისგან საკითხის ირგვლივ
არსებული იდეების კრიტიკის გარეშე ჩანიშვნა.
• გამორიცხვის გზით იმ იდეების გამორჩევა, რომლებიც ყველაზე მეტ
შესაბამისობას ავლენს დასმულ საკითხთან.
• კვლევის მიზანთან იდეის შესაბამისობის დასადგენად შეფასების
კრიტერიუმების განსაზღვრა.
• შერჩეული იდეების შეფასება წინასწარ განსაზღვრული
კრიტერიუმებით.
• უმაღლესი შეფასების მქონე იდეის, როგორც დასახული პრობლემის
გადაჭრის საუკეთესო საშუალების გამოვლენა.

ახსნა–განმარტებითი მეთოდი ეფუძნება მსჯელობას მოცემული


საკითხის ირგვლივ. ლექტორს მასალის გადმოცემისას მოჰყავს
კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება
მოცემული თემის ფარგლებში.

პროექტის შემუშავება და პრეზენტაცია - არის სასწავლო-შემეცნებითი


ხერხების ერთობლიობა, რომელიც პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას
იძლევა სტუდენტის დამოუკიდებელი მოქმედებებისა და მიღებული
შედეგების აუცილებელი პრეზენტაციის პირობებში. ამ მეთოდით
სწავლება ამაღლებს სტუდენტთა მოტივაციასა და პასუხისმგებლობას.
პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული
აქტივობისა და შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის
შესაბამისად. პროექტი განხორციელებლად ჩაითვლება, თუ მისი
შედეგები თვალსაჩინოდ, დამაჯერებლად და კონკრეტული ფორმით არის
წარმოდგენილი. იგი შეიძლება შესრულდეს ინდივიდუალურად,
წყვილებში ან ჯგუფურად; ასევე, ერთი საგნის ან რამდენიმე საგნის
(საგანთა ინტეგრაციის) ფარგლებში.დასრულების შემდეგ პროექტი
წარედგინება ფართო აუდიტორიას.

ელექტრონული სწავლება (E-learning)


• დასწრებული, როდესაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს
პროფესორისა და სტუდენტების საკონტაქტო საათების ფარგლებში,
ხოლო სასწავლო მასალის გადაცემა ხორციელდება ელექტრონული
კურსის საშუალებით.
• ჰიბრიდული (დასწრებული/დისტანციური), სწავლების ძირითადი
ნაწილი მიმდინარეობს დისტანციურად, ხოლო მცირე ნაწილი
ხორციელდება საკონტაქტო საათების ფარგლებში.
• მთლიანად დისტანციური სწავლება გულისხმობს სასწავლო
პროცესის წარმართვას ლექტორის ფიზიკური თანდასწრების გარეშე.
სასწავლო კურსი თავიდან ბოლომდე დისტანციურად
ელექტრონული ფორმატით მიმდინარეობს.

შეფასების სისტემა
სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა ითვალისწინებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:


ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:


ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი
მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ
ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

FX-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში,
დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.

სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული
ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება
საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში.

დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო


შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.

დასკვნით გამოცდაზე სტუდენტის დაშვების წინაპირობაა შუალედური შეფასებებით კომპეტენციის ზღვარის


დაძლევა (შუალედური შეფასებით არანაკლებ 11 ქულის დაგროვება).

დასკვნით გამოცდაზე კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 30%-ს - არანაკლებ 12 ქულას.

კრედიტის მინიჭების წინაპირობაა 100-დან არანაკლებ 51 ქულის დაგროვება და შუალედური შეფასებებისა და


დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა.

შეფასების ფორმები, კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები

შუალედური შეფასება დასკვნითი შეფასება


(მაქსიმალური 60 ქულა) (მაქსიმალური 40 ქულა)

მიმდინარე აქტივობები შუალედური გამოცდა დასკვნითი გამოცდა


(მაქსიმალური 36 ქულა) (მაქსიმალური 24 ქულა) (მაქსიმალური 40 ქულა)
ჯგუფში მუშაობა - 2.5 ქულა, 12 ჯერ - სულ 24 ტესტური დავალება 40 ტესტური დავალება
30 ქულა დახურული შეკითხვებით დახურული შეკითხვებით
რეფერატი და პრეზენტაცია - 6 ქულა

აქტიურობა - 36 ქულა, რომელიც შედგება: სტუდენტს ეძლევა 24 ტესტური სტუდენტს ეძლევა 40 ტესტური
ჯგუფში მუშაობის დროს სტუდენტის დავალება დახურული დავალება დახურული
სააუდიტორიო აქტიურობა ფასდება ერთი შეკითხვებით. დახურული შეკითხვებით. დახურული
კვირის განმავლობაში 2.5 ქულით, სულ 12 შეკითხვების ყოველ დავალებაში შეკითხვების ყოველ
ჯერ: 12x2.5=30 (პირველ სასწავლო კვირას მოცემულია ოთხი სავარაუდო დავალებაში მოცემულია ოთხი
სტუდენტი არ ფასდება). მოწმდება პასუხი, სადაც მხოლოდ ერთი სავარაუდო პასუხი, სადაც
სალექციო მასალის ცოდნის დონე, პასუხია სწორი. თითოეული მხოლოდ ერთი პასუხია სწორი.
აქტიურობის ხარისხი, დასმული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, თითოეული სწორი პასუხი
შეკითხვების და პასუხების ადეკვატურობა, მცდარი-0 ქულით. ფასდება 1 ქულით, მცდარი-0
მიღებული ცოდნის პრაქტიკულ ქულით.
გამოცდილებასთან დაკავშირების უნარი,
ლიტერატურის დამუშავების ხარისხი,
ანალიზის უნარი, განსახილველ საკითხთა
მკაფიოდ ფორმულირებისა და აზრის
ადეკვატურად გადმოცემის უნარი,
ლოგიკურად და თანმიმდევრულად
მსჯელობის უნარი, დისკუსიაში
მონაწილეობა, კამათის კულტურის ფლობა,
საშინაო და სააუდიტორიო დავალებების
შესრულება და სხვ.)

ყოველკვირეული აქტივობის შეფასების


კრიტერიუმებია:
2.5 ქულა - სტუდენტი კარგად არის
მომზადებული, ზედმიწევნით კარგად
ფლობს სილაბუსით გათვალისწინებულ
მასალას, შესრულებული აქვს საშინაო
დავალება, დასმულ შეკითხვებზე პასუხები
სრულყოფილი, სწორი და
დასაბუთებულია, არ უშვებს შინარსობრივ
შეცდომებს; ლიტერატურის დამუშავების
ხარისხი მაღალია; ფლობს კამათის
კულტურას;
2 ქულა - სტუდენტი მომზადებულია,
ფლობს სილაბუსით გათვალისწინებულ
მასალის ნაწილს, შესრულებული აქვს
საშინაო დავალება, მაგრამ აქვს
მცირეოდენი შეცდომები; დასმულ
შეკითხვებზე პასუხისას უშვებს მცირე
შეცდომებს; ლიტერატურის დამუშავების
ხარისხი კარგია;
1 ქულა - სტუდენტი ნაკლებად აქტიურია,
ფლობს სილაბუსით გათვალისწინებული
მასალის მხოლოდ ცალკეულ ფრაგმენტებს.
დასმულ შეკითხვებზე გაცემული პასუხები
ხშირ შემთხევაში მცდარია, ლიტერატურის
დამუშავების ხარისხი დაბალია;
0 ქულა - სტუდენტი სრულიად
მოუმზადებელია. არ ფლობს სილაბუსით
გათვალისწინებულ მასალას. დასმულ
შეკითხვებზე გაცემული პასუხები
არსებითად მცდარია ან პასუხი შეკითხვის
შესაბამისი არ არის, ლიტერატურა
საერთოდ არ არის დამუშავებული,
სტუდენტი არ მონაწილეობს დისკუსიაში,
არ ფლობს კამათის კულტურას.

რეფერატის და პრეზენტაციის წარდგენა – 6


ქულა.
სტუდენტს ეძლევა წერილობითი სახით
მოსამზადებელი თემა რომელშიც მან უნდა
მიმოიხილოს საკითხის შესახებ არსებული
ლიტერატურა, ასევე გადმოსცეს საკუთარი
აზრი და პრეზენტაციის სახით წარადგინოს
აუდიტორიის წინაშე.

რეფერატის შეფასების კრიტერიუმებია:


3 ქულა - საკითხი სრულადაა გაშუქებული,
სტუდენტის მიერ დავალების
შინაარსობრივი მომზადების მხარე
მაღალია, საუბრობს თავისუფლად და
არგუმენტირებულად;
2.5 ქულა - საკითხი კარგად არის
გაშუქებული, სტუდენტის მიერ დავალების
შინაარსობრივი მომზადების მხარე კარგია,
საუბრობს თავისუფლად და
არგუმენტირებულად;
2 ქულა - საკითხი არ არის სრულყოფილად
გაშუქებული, სტუდენტის მიერ დავალების
შინაარსობრივი მომზადების მხარე
დამაკმაყოფილებელია, საუბრობს მცირე
შეცდომებით ან შეფერხებებით;
1.5 ქულა - სტუდენტი ფრაგმენტულად
ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ
მასალას, სტუდენტის მიერ დავალება
შინაარსობრივად სრულად არ არის
მომზადებული, საუბრობს შეცდომებით და
შეფერხებებით;
1 ქულა - სტუდენტი ფაქტობრივად ვერ
ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ
მასალას; მომზადებული აქვს დავალების
ფრაგმენტი, ან საკითხი დამუშავებულია
არასაკმარისად, უშვებს სერიოზულ
შეცდომებს, ვერ ახერხებს საკითხის
არგუმენტირებულად წარმოჩენას;
0 ქულა - დავალება არ აქვს
შესრულებული.

პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები:


ა) პრეზენტაციის შინაარსობრივი მხარე,
წყაროების გამოყენება- 1.5 ქულა
1.5 ქულა - პრეზენტაციას გააჩნია სრული
მონაცემები, სახეზეა სხვადასხვა წყაროს
დიდი რაოდენობით გამოყენება, თემა
სრულად არის გაშუქებული;
1 ქულა - შეზღუდულია მონაცემები,
დასკვნები არ არის გაკეთებული, ნაკლები
წყაროა გამოყენებული;
0 ქულა - საერთოდ არ არის არც ერთი
წყარო გამოყენებული, შინაარსი არ არის
სწორად გადმოცემული;

ბ) პრეზენტაციის დიზაინი (გაფორმება)-0.5


ქულა
0.5 ქულა - გაფორმების ყველა პუნქტი
დაცულია, პრეზენტაციის ფონი კარგად
აღიქმება, სლაიდები პრეზენტაციის თემის
შესაბამისია, სლაიდების გაფორმებაში
გამოყენებულია სხვდასხვა სახის
საშუალება;
0 ქულა - სლაიდები და გაფორმების სხვა
საშუალებები არ არის გამოყენებული;

გ) პრეზენტაციის ტექნოლოგია/კონტაქტი
აუდიტორიასთან- 1 ქულა
1 ქულა - კონტაქტი აუდიტორიასთან
დამყარებულია და ეფექტურია,
მეტყველება სწორი, კარგი და საინტერესოა,
აუდიტორიის რეაქცია ადეკვატურია;
0.5 ქულა - კონტაქტი აუდიტორიასთან
სუსტია, ხანდახან უინტერესო,
პრობლემების წამოჭრა არ ხდება,
აუდიტორია განიცდის სირთულეს
პრეზენტაციის აღქმის პროცესში;
0 ქულა - კონტაქტი პრეზენტატორსა და
აუდიტორიას შორის დაკარგულია,
აუდიტორია ვერ აღიქვამს პრეზენტაციას.

სასწავლო კურსის სწავლის შედეგები სწავლება-სწავლის მეთოდი შეფასების მეთოდები


ლექცია ჯგუფში მუშაობა
გაცნობიერებული აქვს
ჯგუფური (collaborative) მუშაობის რეფერატი და პრეზენტაცია
I ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების
დამოუკიდებელი მუშაობა შუალედური გამოცდა
მნიშვნელოვნება და უნიკალურობა
ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი ფინალური გამოცდა
მეთოდს
ახსნა–განმარტებითი მეთოდი
პროექტის შემუშავება და
პრეზენტაცია
ლექცია
ჯგუფური (collaborative) მუშაობის
აღწერს და განასხვავებს ფსიქიკური
დამოუკიდებელი მუშაობა
სინამდვილის ძირითად ფაქტებსა
ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი ჯგუფში მუშაობა
და კანონზომიერებებს, ასევე
მეთოდს რეფერატი და პრეზენტაცია
II გაცნობიერებული აქვს
დისკუსია/დებატები შუალედური გამოცდა
ფსიქოლოგიური მეცნიერების
შემთხვევის ანალიზი (Case study) ფინალური გამოცდა
სტრუქტურის სპეციფიკა
ახსნა–განმარტებითი მეთოდი
პროექტის შემუშავება და
პრეზენტაცია
ლექცია
ახდენს პრობლემის
ჯგუფური (collaborative) მუშაობის
იდენტიფიცირებას და
დამოუკიდებელი მუშაობა
მიმოიხილავს მისი გადაწყვეტის ჯგუფში მუშაობა
ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი
გზებს, ამასთანავე შეუძლია რეფერატი და პრეზენტაცია
III მეთოდს
თანამედროვე ფსიქოლოგიის შუალედური გამოცდა
დისკუსია/დებატები
ძირითადი მიმართულებებისა და ფინალური გამოცდა
ახსნა–განმარტებითი მეთოდი
მიმდინარეობების კლასიფიცირება
პროექტის შემუშავება და
პრეზენტაცია
ლექცია
ჯგუფური (collaborative) მუშაობის
ზეპირი და წერითი ფორმით
დამოუკიდებელი მუშაობა
გადმოცემს ფსიქიკური
ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი
სინამდვილის ძირითადი ჯგუფში მუშაობა
მეთოდს
საკითხების მახასიათებლებისა და რეფერატი და პრეზენტაცია
IV დისკუსია/დებატები
კანონზომიერებების შესახებ შუალედური გამოცდა
შემთხვევის ანალიზი (Case study)
ინფორმაციას და სპეციალისტებთან ფინალური გამოცდა
გონებრივი იერიში (Brain storming)
და არასპეციალისტებთან შეუძლია
ახსნა–განმარტებითი მეთოდი
კომუნიკაციის დამყარება
პროექტის შემუშავება და
პრეზენტაცია
ლექცია
ჯგუფური (collaborative) მუშაობის
დამოუკიდებელი მუშაობა
აცნობიერებს პიროვნების, როგორც
ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი
დამოუკიდებელი, უნიკალური ჯგუფში მუშაობა
მეთოდს
ინდივიდის ცნება და პატივს სცემს რეფერატი და პრეზენტაცია
V დისკუსია/დებატები
მათ განსხვავებულ შეხედულებებს, შუალედური გამოცდა
შემთხვევის ანალიზი (Case study)
ღირებულებებს და ქცევებს ფინალური გამოცდა
გონებრივი იერიში (Brain storming)
ახსნა–განმარტებითი მეთოდი
პროექტის შემუშავება და
პრეზენტაცია
ლექცია
ჯგუფში მუშაობა
საკუთარ საქმიანობას ჯგუფური (collaborative) მუშაობის
რეფერატი და პრეზენტაცია
VI ახორციელებს ეთიკის პრინციპების დამოუკიდებელი მუშაობა
შუალედური გამოცდა
დაცვით ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი
ფინალური გამოცდა
მეთოდს
დისკუსია/დებატები
შემთხვევის ანალიზი (Case study)
ახსნა–განმარტებითი მეთოდი
პროექტის შემუშავება და
პრეზენტაცია

სასწავლო კურსის შინაარსი

სასწავლო სწავლება-სწავლის
სთ. თემატიკა
კვირა მეთოდები
ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება.
ფსიქოლოგიის მიზნები. ფსიქოლოგიის შესწავლის საჭიროება.
I
ლექცია 1 თანამედროვე ფსიქოლოგიის განვითარება.
კვირა
კურსის სილაბუსის გაცნობა სტუდენტებისათვის, მიმდინარე
მუშაობის დაგეგმვა, დისკუსია თემაზე: ფსიქოლოგიის მიზნები.
ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდები.
ფსიქოლოგიური დარგის კვლევის პროცესი. ფსიქოლოგიური
II ლექცია 1 გაზომვა. კვლევის ეთიკური საკითხები. როგორ გამოვიყენოთ
კვირა სწორად მეცნიერული კვლევის შედეგები. ფსიქოლოგიური კვლევა
21-ე საუკუნეში. მონაცემების ანალიზი და დასკვნების ჩამოყალიბება.
ჯგუფში მუშაობა 2 დიკუსია თემაზე: თანამედროვე ფსიქოლოგიის განვითარება.
შეგრძნებები.
სამყაროს სენსორული შემეცნება. ფსიქოფიზიკა. ფიზიკური
ლექცია 1
მოვლენებიდან ფსიქიკური მოვლენებისკენ. მხედველობის სისტემა.
III
მხედველობის ორგანოს აგებულება.
კვირა
ზეპირი გამოკითხვა: თეორია და კვლევის ჰიპოთეზის ჩამოყალიბება,
ჯგუფში მუშაობა 2 კვლევის ფაზები, ფსიქოლოგიური გაზომვა, კვლევის ეთიკური
საკითხები
შეგრძნებები.
სმენა. ბგერისფიზიკა. ბერის ფსიქოლოგიური განზომილებები.
IV ლექცია 1 სმენის ფიზიოლოგია. სხვა შეგრძნებები: ყნოსვა, გემოს შეგრძნება,
კვირა შეხებისა და კანის შეგრძნებები, წონასწორობისა დაკინესთეტიკური
შეგრძნებები, ტკივილის ფსიქოლოგია.
ჯგუფში მუშაობა 2 დისკუსია თემაზე: სამყაროს სენსორული შემეცნება
აღქმა. პერცეპტული სისტემები.
შეგრძნება, ორგანიზება, იდენტიფიკაცია და ცნობა. ცნობის
ლექცია 1
V საფეხური, პერცეპტული ილუზიები. ყურადღების პროცესები:
კვირა სელექციური ყურადღება და საგნები გარემოში.
ზეპირი გამოკითხვა: სმენის შეგრძნება და თეორიები,
ჯგუფში მუშაობა 2
წონასწორობისა და კინესთეტიკური შეგრძნებები.
აღქმა. პერცეპტული სისტემები.
VI ლექცია 1
კვირა აღქმის ორგანიზაციის პროცესები: ფიგურა და ფონი,
დასრულებულობა. პერცეპტული დაჯგუფების პრინციპები,
მოძრაობისაღქმა, სიღრმისაღქმა, აღქმის კონსტანტობა,
იდენტიფიკაცია და ცნობა.
ზეპირი გამოკითხვა: აღქმის საფეხურები, აღქმის ორაზროვნება,
ჯგუფში მუშაობა 2
ყურადღების პროცესები
VII-VIII სტუდენტს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი საგამოცდო დრო
შუალედური გამოცდა 2
კვირა და გავიდეს გამოცდაზე
გონება, ცობიერება და შეცვლილი მდგომარეობები.
ლექცია 1 ცნობიერების შინაარსი, ცნობიერების ფუნქციები. ბავშვებში
IX ცნობიერების ჩამოყალიბება.
კვირა დისკუსია თემაზე: ობიექტის ზომისა და ფორმის აღქმის
ჯგუფში მუშაობა 2 კანონზომიერებები;
შუალედური გამოცდის შედეგების განხილვა.
გონება, ცობიერება და შეცვლილი მდგომარეობები.
ძილი და სიზმარი. ცირკადული რიტმები, ძილის ციკლი, ძილის
X ლექცია 1 დარღვევები, სიზმარი. სიზმრის შესახებ თეორიები. ცნობიერების
კვირა შეცვლილი მდგომარეობები. ცნობიერება და ფსიქოაქტიური
ნივთიერებები.
ზეპირი გამოკითხვა: ცნობიერების შინაარსი, ცნობიერების
ჯგუფში მუშაობა 2
ფუნქციები
მეხსიერება.
ლექცია 1 მეხსიერების ტიპები. მეხსიერების პროცესები. სენსორული
XI
მეხსიერება. ექომეხსიერება, ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერება.
კვირა
ჯგუფში მუშაობა 2 დისკუსია თემაზე: ძილის სტადიები, ძილის დარღვევები
მეხსიერება.
ლექცია 1 ხანგრძლივი მეხსიერების სტრუქტურები. ადამიანის და
XII
კომპიუტერის მეხსიერება. მეხსიერების ბიოლოგიური ასპექტები.
კვირა
ზეპირი გამოკითხვა: მეხსიერების სახეები, ხანმოკლე და მუშა
ჯგუფში მუშაობა 2
მეხსიერება
კონგიტური პროცესები.
ლექცია 1 კოგნიტური პროცესების შესწავლა. მეტყველება, აზროვნება და
XIII
კულტურა.
კვირა
ზეპირი გამოკითხვა: მეხსიერება, კოდირება და შენახვა, მეხსიერების
ჯგუფში მუშაობა 2
ბიოლოგიური ასპექტები
კონგიტური პროცესები.
ლექცია 1 ვიზუალური შემეცნება. პრობლემის გადაჭრა და აზროვნება.
XIV
მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება.
კვირა
დისკუსია თემაზე: კოგნიტური პროცესების შესწავლა, მეტყველება,
ჯგუფში მუშაობა 2
აზროვნება და კულტურა.
ინტელექტი და ინტელექტის შეფასება.
შეფასების ისტორია. ინტელქტის ტესტების ისტორიული
ლექცია 1 საფუძვლები. IQ ტესტები. სტერნბერგის ინტელექტის ტრიარქიული
XV
თეორია. გარდნერის მრავლობითი ინტელექტი და ემოციური
კვირა
ინტელექტი. შემოქმედებითობა.
დისკუსია თემაზე: ვიზუალური რეპრეზენტაციები.
ჯგუფში მუშაობა 2
რეფერატის პრეზენტაციის წარდგენა.
XVI-XVIII სტუდენტს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი საგამოცდო დრო
დასკვნითი გამოცდა 3
კვირა და გავიდეს გამოცდაზე
XVII-XIX სტუდენტს დამატებითი გამოცდაზე გასვლა შეუძლია დასკვნითი გამოცდის შედეგების
კვირა გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში

ლიტერატურა
ძირითადი ლიტერატურა 1. რ. გერიგი; ფ. ზიმბარდო. ფსიქოლოგია და ცხოვრება. თბ.; 2009 წ.
დამხმარე ლიტერატურა 1. ი. იმედაძე. ფსიქოლოგიის საფუძვლები. თბ., 2011წ.
2. ჰ. გლეიტმანი, ა.ფრიდლუნდი, დ.რაისბერგი - ფსიქოლოგიის საფუძვლები.
ს.პ. 2001 წ.
3. ჰ. გლეიტმანი - ფსიქოლოგია, ნიუ იორკი,1986 (ინგლისურ ენაზე) წ.

You might also like