You are on page 1of 19

სილაბუსი

სასწავლო კურსის სახელწოდება ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი


სასწავლო კურსის სტატუსი სპეციალობის სავალდებულო სასწავლო კურსი
სასწავლო კურსის მოცულობა 6 ECTS კრედიტი (1 კრედიტი - 25 სთ), სულ-150 სთ.
ლექცია - 26 სთ;
სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 24 სთ;
შუალედური გამოცდა - 2 სთ;
სტუდენტის სასწავლო დატვირთვა
დასკვნითი გამოცდა - 3 სთ;
სულ საკონტაქტო - 55 სთ;
დამოუკიდებელი მუშაობა - 95 სთ.
კურსზე დაშვების წინაპირობა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები
სასწავლო კურსის მიზანი სასწავლო კურსის მიზანია მისცეს სტუდენტს საფუძვლიანი ცოდნა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის როლისა და
დანიშნულების, ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის ფორმებისა
და საქმიანობის ძირითადი პრინციპების, ინფორმაციის თავისუფლების
საფუძვლებისა და პირის საჯარო ორგანოებთან სამართლებრივი
ურთიერთობების შესახებ;
გამოუმუშაოს სტუდენტს ადმინისტრაციული სამართლებრივი ნორმების
ანალიზის, პრაქტიკული გამოყენების, სამართლებრივად დასაბუთებული
გადაწყვეტილების გამოტანის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
ნორმისადმი კრიტიკული დამოკიდებულების უნარი.
სწავლება-სწავლის მეთოდები და სასწავლო კურსში გამოყენებული სწავლება-სწავლის მეთოდებისა და
აქტივობები აქტივობების ზოგადი აღწერა

ლექცია - შემოქმედებითი პროცესია, რომელშიც ერთდროულად


მონაწილეობს ლექტორი და სტუდენტი. ლექციის ძირითადი მიზანია
შესასწავლი საგნის დებულებათა იდეის გაგება, რაც გულისხმობს
გადმოცემული მასალის შემოქმედებით და აქტიურ აღქმას. ამასთან,
ყურადღება უნდა მიექცეს გადასაცემი მასალის ძირითად დებულებებს,
განმარტებებს, აღნიშვნებს, დაშვებებს. საჭიროა მთავარი საკითხების,
ფაქტებისა და იდეების კრიტიკული ანალიზი. ლექცია უნდა
უზრუნველყოფდეს შესასწავლი საგნის ძირითადი დებულებების
მეცნიერულ და ლოგიკურად თანმიმდევრულ შეცნობას ზედმეტი

1
დეტალებით გადატვირთვის გარეშე. ამიტომ, ის უნდა იყოს ლოგიკურად
დასრულებული.

ჯგუფური (collaborative) მუშაობის მეთოდით სწავლება გულისხმობს


სტუდენტთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალების
მიცემას. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და
პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული
ამოცანიდან გამომდინარე, შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში
წევრებს შორის მოხდეს ფუნქციების გადანაწილება. ეს სტრატეგია
უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო
პროცესში.

დისკუსია/დებატები – ინტერაქტიული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე


გავრცელებული მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს
სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და აქტიურობას. დისკუსია
შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში და ეს პროცესი არ შემოიფარგლება
მხოლოდ პედაგოგის მიერ დასმული შეკითხვებით. იგი უვითარებს
სტუდენტს მსჯელობისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.

გონებრივი იერიში (Brain storming) – პრობლემის გადაჭრის ოპერატიული


მეთოდი შემოქმედებითი აქტიურობის სტიმულირების საფუძველზე.
მეთოდი გულისხმობს თემის ფარგლებში კონკრეტული
საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია
რადიკალურად განსხვავებული აზრის, იდეის ჩამოყალიბებისა და
გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი განაპირობებს
პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას.

დემონსტრირების მეთოდი – ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად


წარმოდგენას გულისხმობს. შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ
ეფექტიანია. ხშირ შემთხვევაში უმჯობესია მასალა ერთდროულად აუდიო
და ვიზუალური გზით მოვაწოდოთ სტუდენტებს. შესასწავლი მასალის
დემონსტრირება შესაძლებელია როგორც მასწავლებლის, ასევე სტუდენტის
მიერ.

ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი. ამ მეთოდს მიეკუთვნება


ლექცია, თხრობა, საუბარი და სხვ. აღნიშნულ პროცესში პედაგოგი სიტყვების
საშუალებით გადასცემს, ხსნის სასწავლო მასალას, ხოლო სტუდენტები
მოსმენით, დამახსოვრებითა და გააზრებით მას აქტიურად აღიქვამენ და
ითვისებენ.

პრეზენტაცია - არის სასწავლო-შემეცნებითი ხერხების ერთობლიობა,


რომელიც პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას იძლევა სტუდენტის
დამოუკიდებელი მოქმედებებისა და მიღებული შედეგების აუცილებელი
პრეზენტაციის პირობებში. ამ მეთოდით სწავლება ამაღლებს სტუდენტთა

2
მოტივაციასა და პასუხისმგებლობას. პრეზენტაციაზე მუშაობა მოიცავს
დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული აქტივობისა და შედეგების წარმოდგენის
ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად.

შემთხვევის ანალიზი (Case study) - პროფესორი სტუდენტებთან ერთად


ლექციაზე განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც ყოველმხრივ
და საფუძვლიანად შეისწავლიან საკითხს.

ახსნა–განმარტებითი მეთოდი – ეფუძნება მსჯელობას მოცემული


საკითხის ირგვლივ. პროფესორს მასალის გადმოცემისას მოჰყავს
კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება
მოცემული თემის ფარგლებში.

ევრისტიკული მეთოდი - ეფუძნება სტუდენტების წინაშე დასმული ამოცანის


ეტაპობრივ გადაწყვეტას. ეს პროცესი სწავლებისას ფაქტების
დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორის კავშირების დანახვის გზით
ხორციელდება.

კაზუსის ამოხსნის მეთოდი არის აბსტრაქტული ნორმების კონკრეტულ


ფაქტებთან სტრუქტურირებული მისადაგების მეთოდი. ეს მეთოდი
უზრუნველყოფს მტკიცებულებების წარდგენის პროცედურის მომზადებას
და აგრეთვე გამოიყენება სტუდენტებისთვის განსაკუთრებული
მნიშვნელობის მქონე ნორმის განმარტებისას, ასევე კაზუსის ამოხსნის
მეთოდი კანონის პრაქტიკულ შემთხვევებზე გამოყენებისა და მორგების
მეთოდოლოგიას წარმოადგენს.

ელექტრონული სწავლება (E-learning)

• დასწრებული, როდესაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს


პროფესორისა და სტუდენტების საკონტაქტო საათების ფარგლებში,
ხოლო სასწავლო მასალის გადაცემა ხორციელდება ელექტრონული
კურსის საშუალებით.

• ჰიბრიდული (დასწრებული/დისტანციური), სწავლების ძირითადი


ნაწილი მიმდინარეობს დისტანციურად, ხოლო მცირე
ნაწილი ხორციელდება საკონტაქტო საათების ფარგლებში.

• მთლიანად დისტანციური სწავლება გულისხმობს სასწავლო პროცესის


წარმართვას ლექტორის ფიზიკური თანდასწრების გარეშე. სასწავლო
კურსი თავიდან ბოლომდე დისტანციურად ელექტრონული
ფორმატით მიმდინარეობს.

სწავლება-სწავლის პროცესში გამოსაყენებელი აქტივობები თითოეულ


სწავლის შედეგთან მიმართებით

3
ცოდნა და გაცნობიერება: ვერბალური ახსნა-განმარტება, დემონსტრირება,
შემთხვევის ანალიზი (Case study), დამოუკიდებელი სწავლა, ევრისტიკული
მეთოდი, გონებრივი იერიში (Brain storming).

უნარი: შემთხვევის ანალიზი (Case study), გონებრივი იერიში (Brain storming),


დისკუსია/დებატები, პრეზენტაცია, კაზუსის ამოხსნა.

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა: პრეზენტაცია.

შეფასების მეთოდები:

ღია და დახურული კითხვები, კაზუსის ამოხსნა, დისკუსია, პრეზენტაცია.

სწავლის შედეგები ცოდნა და გაცნობიერება

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი:

• განსაზღვრავს ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის როლსა და


დანიშნულებას.
• კრიტიკულად იაზრებს ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობის
ზოგად პრინციპებს;
• დეტალურად აღწერს და განმარტავს ადმინისტრაციული წარმოების
სახეებსა და ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის
სამართლებრივ ფორმებს და მათ სახეებს;
• ხსნის ინფორმაციის თავისუფლების სამართლებრივი რეგულირების
ძირითად ასპექტებს;
• განსაზღვრავს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული
ადმინისტრაციული წარმოების თავისებურებებს, ასევე
ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის წესსა და პირობებს.

უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი:

• შეიმუშავებს ადმინისტრაციულსამართლებრივ საკითხებზე არსებული


პრობლემების იდენტიფიცირების ხედვას, მოიძიებს მათი გადაწყვეტის
ნორმატიულ საფუძვლებს;
• ახდენს სამართლებრივი ნორმების ანალიზს და ნორმების განმარტების
საფუძველზე სამართლებრივად დასაბუთებული დასკვნის
დამოუკიდებლად ჩამოყალიბებას;
• დამოუკიდებლად ამზადებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
და ადმინისტრაციული ხელშეკრულების, ადმინისტრაციული საჩივრის
საბაზისო პროექტებს;

4
• მსჯელობს ადმინისტრაციული წარმოების სახეებისა და წარმოების
ეტაპების თანმიმდევრულ პროცესზე, დამოუკიდებლად ამზადებს
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს.

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი:

• პრაქტიკული საქმიანობისას იცავს სამართლიანობის, კანონის


უზენაესობის პრინციპს, ადამიანის უფლებებს, სოციალურ და
დემოკრატიულ ფასეულობებს;
• მონაწილეობს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში შესაბამისი
პროცედურების დაცვითა და სამართლებრივი საშუალებების
გამოყენებით.

შეფასების სისტემა

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა ითვალისწინებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:


ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:


ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი
მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული
სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში, FX-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტს დამატებით გამოცდაზე


გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში, დასკვნითი გამოცდის შედეგის გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.

სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული
ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება
საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების
გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-
50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.

დასკვნით გამოცდაზე დაშვების წინაპირობაა მიმდინარე შუალედური შეფასებებით (აქტივობა, შუალედური


გამოცდა) არანაკლებ 11 ქულის დაგროვება. დასკვნით გამოცდაზე კომპეტენციის ზღვარი შეადგენს არანაკლებ 12
ქულას.

5
კრედიტის მინიჭების წინაპირობაა 100-დან არანაკლებ 51 ქულის დაგროვება და შუალედური შეფასებებისა და
დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა.
შეფასების ფორმები, კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები
შუალედური შეფასება დასკვნითი შეფასება
(მაქსიმალური - 60 ქულა) (მაქსიმალური - 40 ქულა)
მიმდინარე აქტივობები შუალედური გამოცდა დასკვნითი გამოცდა
(მაქსიმალური - 36 ქულა) (მაქსიმალური - 24 ქულა) (მაქსიმალური - 40 ქულა)
2 ქულიანი 10 გამოკითხვა ღია კითხვები - 2 თეორიული საკითხი
2x10=20 ქულა 4x3=12 ქულა 2x5=10 ქულა

ერთი 6-ქულიანი გამოკითხვა 1 კაზუსი - 12 ქულა 2 კაზუსი


2x10=20 ქულა
იმიტირებული ადმინისტრაციული ღია კითხვები - 10 ქულა.
წარმოება - 10 ქულა 5x2=10 ქულა
აქტივობა აქტიურობა - 36 ქულა, რომელიც შედგება:

1. სემინარზე აქტიურობა. სტუდენტის აქტიურობა ფასდება ერთი კვირის


განმავლობაში 2 ქულით, სულ 10-ჯერ: 10x2=20 ქულა (პირველი კვირა არ
ფასდება). მოწმდება სალექციო მასალის ცოდნის დონე, აქტიურობის
ხარისხი, დასმული შეკითხვების და პასუხების ადეკვატურობა, მიღებული
ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირების უნარი, ძირითადი და
დამატებითი ლიტერატურის დამუშავების ხარისხი, ანალიზის უნარი,
განსახილველ საკითხთა მკაფიოდ ფორმულირებისა და აზრის
ადეკვატურად გადმოცემის უნარი, ლოგიკურად და თანმიმდევრულად
მსჯელობის უნარი, დისკუსიაში მონაწილეობა, კამათის კულტურის ფლობა
და სხვ.).

ყოველკვირეული აქტივობის შეფასების კრიტერიუმებია:

2 ქულა: სტუდენტი კარგად არის მომზადებული, ზედმიწევნით კარგად


ფლობს სილაბუსით გათვალისწინებულ მასალას, შესრულებული აქვს
საშინაო დავალება, დასმულ შეკითხვებზე პასუხები სრულყოფილი, სწორი
და დასაბუთებულია, ძირითადი და დამატებითი ლიტერატურის
დამუშავების ხარისხი მაღალია; ფლობს კამათის კულტურას; შეუძლია
კაზუსის ამოხსნა შესაბამისი მეთოდების გამოყენებით.

1.5 ქულა: სტუდენტი მომზადებულია, ფლობს სილაბუსით


გათვალისწინებულ მასალას, შესრულებული აქვს საშინაო დავალება, მაგრამ
აქვს მცირეოდენი შეცდომები, დასმულ შეკითხვებზე პასუხობს, ძირითადი
და დამატებითი ლიტერატურის დამუშავების ხარისხი კარგია; კაზუსის
ამოხსნისას სათანადოდ ვერ იყენებს ამოხსნის მეთოდოლოგიას,
კვალიფიკაცია სწორია, უჭირს დასაბუთება.

6
1 ქულა: სტუდენტი ნაკლებად აქტიურია, ფლობს სილაბუსით
გათვალისწინებული მასალის მხოლოდ ცალკეულ ფრაგმენტებს. დასმულ
შეკითხვებზე გაცემული პასუხები ხშირ შემთხევაში მცდარია; ძირითადი და
დამატებითი ლიტერატურის დამუშავების ხარისხი დაბალია, კაზუსს ხსნის
მეთოდოლოგიის გამოყენების გარეშე, არასწორია კვალიფიკაცია,
დასაბუთება სუსტია.

0 ქულა: სტუდენტი სრულიად მოუმზადებელია. ფლობს სილაბუსით


გათვალისწინებული მასალის მხოლოდ ცალკეულ ფრაგმენტებს. დასმულ
შეკითხვებზე გაცემული პასუხები არსებითად მცდარია ან პასუხი შეკითხვის
შესაბამისი არ არის, ძირითადი და დამატებითი ლიტერატურა საერთოდ არ
არის დამუშავებული, სტუდენტი არ მონაწილეობს დისკუსიაში, არ ფლობს
კამათის კულტურას, კაზუსს ვერ ხსნის, კვალიფიკაცია არასწორია, ვერ
ასაბუთებს.

2. წერითი გამოკითხვა. სემესტრის განმავლობაში სტუდენტებს აქვთ 1


წერითი გამოკითხვა, რომელიც ფასდება 6 ქულით. დავალება მოიცავს
კაზუსს.

შეფასების კრიტერიუმები:

5-6 ქულა: სტუდენტი კარგადაა მომზადებული, პასუხი მკაფიოდ და


ადეკვატურადაა ფორმულირებული, მისი სამართლებრივი მსჯელობა მაღალ
დონეზეა. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას

3-4 ქულა: სტუდენტი მომზადებულია, პასუხი მკაფიოდ და ადექვატურადაა


ფორმულირებული, თუმცა შეკვეცილია. მისი სამართლებრივი მსჯელობა
კარგია. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას

1-2 ქულა: სტუდენტი არ არის კარგად მომზადებული., პასუხი არასრულადაა


ფორმულირებული, მისი სამართლებრივი მსჯელობა ფრაგმენტულია, ხოლო
იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია

0 ქულა: სტუდენტი ფაქტიურად მოუმზადებელია, პასუხი ბუნდოვანი და


არაადეკვატურია. მისი სამართლებრივი მსჯელობა არსებითად მცდარია, იგი
არ იყენებს იურიდიული ტერმინოლოგიას

3. იმიტირებული ადმინისტრაციული წარმოება

იმიტირებული ადმინისტრაციული წარმოება ფასდება 10 ქულით.


სტუდენტები ნაწილდებიან ჯგუფებში, ატარებენ ადმინისტრაციულ
წარმოებას ლექტორის მიერ წინასწარ მიცემული მასალების გამოყენებით და
ბოლო სემინარზე ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას.

შეფასების კრიტერიუმები:

7
ა) შინაარსობრივი მხარე - 5 ქულა.

5 ქულა - ნაშრომი სრულფასოვნად ასახავს დასახულ მიზნებსა და შედეგებს,


ნაშრომის სტრუქტურა, განხილული საკითხები და ნაშრომის თემატიკა
ურთიერთშესაბამისობაშია; ნაშრომზე მუშაობისას გამოყენებულია უახლესი
ინფორმაცია, მონაცემები და ლიტერატურა; სტუდენტმა გამოავლინა
ინფორმაციის/მონაცემების მოძიების და კრიტიკული ანალიზის უნარი;
შეძლო ნაშრომის დასკვნების ლოგიკურად და არგუმენტირებულად
ჩამოყალიბება

4 ქულა - ნაშრომი ასახავს დასახულ მიზნებსა და შედეგებს, ნაშრომის სტრუქ-


ტურა, განხილული საკითხები და ნაშრომის თემატიკა ურთიერთშესაბამისო-
ბაშია, თუმცა სრულფასოვანი არ არის და განხილული საკითხები სრულად
არ ასახავენ მიცემულ დავალებას; ნაშრომზე მუშაობისას გამოყენებულია
საკმარისი ინფორმაცია, მონაცემები და ლიტერატურა

3 ქულა - ნაშრომი სრულად არ ასახავს დასახულ მიზნებსა და შედეგებს,


ნაშრომის სტრუქტურა, განხილული საკითხები და ნაშრომის თემატიკა
დასახვეწია, განხილული საკითხები არ არ ქმნის სრულ წარმოდგენას
საპრეზენტაციო მოხსენების თემაზე; ნაშრომზე მუშაობისას გამოყენებულია
მწირი ინფორმაცი, მონაცემები და ლიტერატურა

2 ქულა - ნაშრომში განხილული საკითხები ძირითადად შეესაბამება


მოხსემენის თემატიკას, მაგრამ არ იკვეთება ნაშრომის სტრუქტურის,
განხილული საკითხების და ნაშრომის თემატიკის ლოგიკური კავშირი.
განხილული საკითხები არ არ ქმნის სრულ წარმოდგენას საპრეზენტაციო
მოხსენების თემაზე; ნაშრომზე მუშაობისას გამოყენებულია მწირი
ინფორმაცია, ონაცემები და ლიტერატურა.

1 ქულა - ნაშრომში განხილული საკითხები არ შეესაბამება საშინაო


დავალების თემატიკას

0 ქულა - საშინაო დავალება მომზადებული არ არის

ბ) პრეზენტაციის დიზაინი (გაფორმება) - 5 ქულა.

5 ქულა - წარდგენილი საპრზენტაციო მასალების გაფორმების ვიზუალური


მხარე იმსახურებს მოწონებას, სტუდენტს შეუძლია ნაშრომის წარდგენა,
კომპეტენციების წარმოჩენა.

3-4 ქულა - წარდგენილი საპრზენტაციო მასალების გაფორმების ვიზუალური


მხარე სათანადო დონეზეა შესრულებული, სტუდენტს შეუძლია ნაშრომის
წარდგენა, კომპეტენციების წარმოჩენა

1-2 ქულა - წარდგენილი საპრზენტაციო მოხსენების გაფორმების


ვიზუალური მხარე დამაკმაყოფილებელია, სტუდენტს შეუძლია ნაშრომის

8
წარდგენა, მაგრამ უჭირს კომპეტენციების წარმოჩენა

0 ქულა - წარდგენილი საპრზენტაციო მოხსენების გაფორმების ვიზუალური


მხარე დამაკმაყოფილებელია, სტუდენტს შეუძლია ნაშრომის წარდგენა,
მაგრამ უჭირს კომპეტენციების წარმოჩენა.

შუალედური გამოცდა საგამოცდო ბილეთი შედგება ორი კომპონენტისაგან. შეფასებები ნაწილდება


შემდეგნაირად:

ა) ღია კითხვა – ფასდება 12 ქულით. საგამოცდო ბილეთში შეთავაზებული


იქნება 3 ღია კითხვა. თითოეული ფასდება მაქსიმუმ 4 ქულით შემდეგი
კრიტერიუმით:

4 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის


გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით
კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, ღრმად
და საფუძვლიანად აქვს ათვისებული როგორც ძირითადი, ისე დამხმარე
ლიტერატურა.

3 ქულა: პასუხი სწორია, მაგარამ შეკვეცილი; ტერმინოლოგიურად


გამართულია; საკითხი ამომწურავად არ არის გადმოცემული; არსებითი
შეცდომა არ არის; სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ათვისებული აქვს ძირითადი
ლიტერატურა.

2 ქულა: პასუხი არასრულია; ტერმინოლოგია მცდარია; საკითხის შესაბამისი


მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; სტუდენტს არასაკმარისად აქვს
ათვისებული ძირითადი ლიტერატურა; აღინიშნება რამდენიმე არსებითი
შეცდომა.

1 ქულა: პასუხი ნაკლოვანია; ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან არ


არის შესაბამისი; პასუხი არსებითად მცდარია. გადმოცემულია საკითხის
შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმნენტები.

0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

ბ) კაზუსი - ფასდება 12 ქულით. საგამოცდო ბილეთში შეთავაზებულია 1


კაზუსი, რომელიც ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

12 ქულა - განსაკუთრებული ნამუშევარი. ყველა პრობლემა დანახული და


წარმოჩენილია. სტუდენტს აქვს დროის კარგი მენეჯმენტი, როგორც
ძირითადი ფაბულა, ასევე მოდიფიკაცია და/ან დამატებითი შეკითხვა
თანაბარ დონეზეა დამუშავებული. ნაშრომის მართლწერა, სტილი,
ტავტოლოგია უმაღლეს შეფასებას იმსახურებს.

9
11-10 ქულა - მაღალი დონის ნამუშევარი. ყველა პრობლემა დანახულია,
აქცენტები სწორად არის დასმული. მოდიფიკაცია და/ან დამატებითი
შეკითხვა დამუშებულია. ნაშრომი გამართულია გრამატიკულად და
სტილისტურად. კაზუსის ამოხსნის ტექნიკას და სქემებს სტუდენტი ფლობს
ზედმიწევნით კარგად.

9-8 ქულა - კვალიფიციური ნამუშევარი. ძირითადი პრობლემები დანახული


და სრულად წარმოჩენილია. მოდიფიკაცია და/ან დამატებითი შეკითხვა
ზერელედ, მაგრამ დამუშავებულია. სტუდენტს არ გააჩნია იურიდიული
წერის პრობლემა, ფლობს კაზუსის ამოხსნის ტექნიკას და სქემებს. ნაშრომში
არის მცირე შეცდომები, რომელთა მიუხედავად ნაწერი აკმაყოფილებს
საშუალოზე მაღალ სტანდარტს.

7-6 ქულა - საშუალო დონის ნამუშევარი. ძირითადი პრობლემების


უმეტესობა დანახული და წარმოჩენილია. მოდიფიკაცია და/ან დამატებითი
შეკითხვა არ არის დამუშავებული, ან ხარვეზიანია. დამაკმაყოფილებელ
შეფასებას იღებს აგრეთვე გამოსაცდელი, რომელიც მოდიფიკაციას და/ან
დამატებით შეკითხვას სწორად, მაგრამ უფრო სრულად დაამუშავებს, ვიდრე
ძირითად ფაბულას. სტუდენტი ფლობს კაზუსის ამოხსნის ტექნიკას და
ძირითად სქემებს. ნაშრომში არსებული იურიდიული და გრამატიკული
შეცდომების გამო, ნაწერი ფასდება როგორც საშუალო სტანდარტის.

5-4 ქულა - დაბალი დონის ნამუშევარი. ძირითადი პრობლემების მხოლოდ


მცირე ნაწილია დანახული და წარმოჩენილი. მოდიფიკაცია და/ან
დამატებითი შეკითხვა არ არის დამუშავებული, ან არსებით ხარვეზებს
შეიცავს. სტუდენტი ვერ აკეთებს სწორ აქცენტებს, არ გააჩნია დროის
მენეჯმენტი, მისი მართლწერა, სტილი და ტავტოლოგია ნაკლოვანია.
მიუხედავად ამისა, სტუდენტს ფლობს კაზუსის ამოხსნის ტექნიკის
ძირითად საფუძვლებს.

3-1 ქულა - ძალიან დაბალი დონის ნამუშევარი. პრობლემების აბსოლუტური


უმეტესობა არ არის დანახული. მოდიფიკაცია და/ან დამატებითი შეკითხვა
არ არის დამუშავებული, ან არსებით ხარვეზებს შეიცავს. სტუდენტი ვერ
აკეთებს სწორ აქცენტებს, არ გააჩნია დროის მენეჯმენტი, მისი მართლწერა,
სტილი და ტავტოლოგია ნაკლოვანია. გამოსაცდელი არ ფლობს კაზუსის
ამოხსნის ტექნიკას, არ იცის სქემები.

0 ქულა - ფორმალური ნაშრომი ან არ გამოცხადება.

დასკვნითი გამოცდა დასკვნითი გამოცდის შედეგების მაქსიმალური შეფასება შეადგენს 40 ქულას.


საგამოცდო ბილეთი შედგება ორი კომპონენტისაგან, შეფასებები ნაწილდება
შემდეგნაირად:

10
1) თეორიული საკითხი – ფასდება 10 ქულით. საგამოცდო ბილეთში
შეთავაზებული იქნება 2 თეორიული საკითხი, თითოეული ფასდება
მაქსიმუმ 5 ქულით შემდეგი კრიტერიუმით:

5 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის


გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით
კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, ღრმად
და საფუძვლიანად აქვს ათვისებული როგორც ძირითადი, ისე დამხმარე
ლიტერატურა.

4 ქულა: პასუხი სწორია, მაგარამ შეკვეცილი; ტერმინოლოგიურად


გამართულია; საკითხი ამომწურავად არ არის გადმოცემული; არსებითი
შეცდომა არ არის; სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ათვისებული აქვს ძირითადი
ლიტერატურა.

3 ქულა: პასუხი არასრულია; ტერმინოლოგია მცდარია; საკითხის შესაბამისი


მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ;

2 ქულა: პასუხი მოიცავს არსებით შეცდომებს ; სტუდენტს არასაკმარისად


აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა;

1 ქულა: პასუხი ნაკლოვანია; ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან არ


არის შესაბამისი;

0 ქულა პასუხი არსებითად მცდარია. გადმოცემულია საკითხის შესაბამისი


მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმნენტები.

2) კაზუსის ამოხსნა - ფასდება 20 ქულით. სტუდენტს ამოსახსნელად მიეცემა


2 კაზუსი. თითოეული შეფასდება 10 ქულით შემდეგი კრიტერიუმებით:

9-10 ქულა - განსაკუთრებული ნამუშევარი. ყველა პრობლემა დანახული და


წარმოჩენილია. სტუდენტს აქვს დროის კარგი მენეჯმენტი, როგორც
ძირითადი ფაბულა, ასევე მოდიფიკაცია და/ან დამატებითი შეკითხვა
თანაბარ დონეზეა დამუშავებული. ნაშრომის მართლწერა, სტილი,
ტავტოლოგია უმაღლეს შეფასებას იმსახურებს.

7-8 ქულა - კვალიფიციური ნამუშევარი. ძირითადი პრობლემები დანახული


და სრულად წარმოჩენილია. მოდიფიკაცია და/ან დამატებითი შეკითხვა
ზერელედ, მაგრამ დამუშავებულია. სტუდენტს არ გააჩნია იურიდიული
წერის პრობლემა, ფლობს კაზუსის ამოხსნის ტექნიკას და სქემებს. ნაშრომში
არის მცირე შეცდომები, რომელთა მიუხედავად ნაწერი აკმაყოფილებს
საშუალოზე მაღალ სტანდარტს.

5-6 ქულა - საშუალო დონის ნამუშევარი. ძირითადი პრობლემების


უმეტესობა დანახული და წარმოჩენილია. მოდიფიკაცია და/ან დამატებითი

11
შეკითხვა არ არის დამუშავებული, ან ხარვეზიანია. დამაკმაყოფილებელ
შეფასებას იღებს აგრეთვე გამოსაცდელი, რომელიც მოდიფიკაციას და/ან
დამატებით შეკითხვას სწორად, მაგრამ უფრო სრულად დაამუშავებს, ვიდრე
ძირითად ფაბულას. სტუდენტი ფლობს კაზუსის ამოხსნის ტექნიკას და
ძირითად სქემებს. ნაშრომში არსებული იურიდიული და გრამატიკული
შეცდომების გამო, ნაწერი ფასდება როგორც საშუალო სტანდარტის.

3-4 ქულა - დაბალი დონის ნამუშევარი. ძირითადი პრობლემების მხოლოდ


მცირე ნაწილია დანახული და წარმოჩენილი. მოდიფიკაცია და/ან
დამატებითი შეკითხვა არ არის დამუშავებული, ან არსებით ხარვეზებს
შეიცავს. სტუდენტი ვერ აკეთებს სწორ აქცენტებს, არ გააჩნია დროის
მენეჯმენტი, მისი მართლწერა, სტილი და ტავტოლოგია ნაკლოვანია.
მიუხედავად ამისა, სტუდენტს ფლობს კაზუსის ამოხსნის ტექნიკის
ძირითად საფუძვლებს.

1-2 ქულა - ძალიან დაბალი დონის ნამუშევარი. პრობლემების აბსოლუტური


უმეტესობა არ არის დანახული. მოდიფიკაცია და/ან დამატებითი შეკითხვა
არ არის დამუშავებული, ან არსებით ხარვეზებს შეიცავს. სტუდენტი ვერ
აკეთებს სწორ აქცენტებს, არ გააჩნია დროის მენეჯმენტი, მისი მართლწერა,
სტილი და ტავტოლოგია ნაკლოვანია. გამოსაცდელი არ ფლობს კაზუსის
ამოხსნის ტექნიკას, არ იცის სქემები.

0 ქულა - ფორმალური ნაშრომი ან არ გამოცხადება.

3) ღია კითხვები - ფასდება 10 ქულით. საგამოცდო ბილეთში შეთავაზებული


იქნება 5 ღია კითხვა, თითოეული ფასდება მაქსიმუმ 2 ქულით შემდეგი
კრიტერიუმით:

2 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის


გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით
კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, ღრმად
და საფუძვლიანად აქვს ათვისებული როგორც ძირითადი, ისე დამხმარე
ლიტერატურა.

1.5 ქულა: პასუხი სწორია, მაგარამ შეკვეცილი; ტერმინოლოგიურად


გამართულია; საკითხი ამომწურავად არ არის გადმოცემული; არსებითი
შეცდომა არ არის; სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ათვისებული აქვს ძირითადი
ლიტერატურა.

1 ქულა: პასუხი ნაკლოვანია; ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან არ


არის შესაბამისი; პასუხი არსებითად მცდარია. გადმოცემულია საკითხის
შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმნენტები.

0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

12
სასწავლო კურსის შინაარსი

სწავლება-სწავლის
კვირა სთ თემატიკა
მეთოდები
თემა 1. ადმინისტრაციული სამართალი და საჯარო მმართველობა
ადმინისტრაციული სამართლის ცნება და განვითარება, მიზნები,
დამახასიათებელი ნიშნები. სისტემა. ზოგადი და განსაკუთრებული
ადმინისტრაციული სამართალი. საგანი, მეთოდი, წყაროები.
ადმინისტრაციული სამართლის დარგის კოდიფიკაცია, თანამედროვე
ადმინისტრაციული სამართლის ფორმირების მიმართულებები: საჯარო
მმართველობის სფეროს საკანონმდებლო მოწესრიგება,
ადმინისტრაციულსამართლებრივი ნორმები და ურთიერთობები.
I ლექცია
2 ადმინისტრაციული სამართლის კონსტიტუციურსამართლებრივი
კვირა
საფუძვლები,
ადმინისტრაციული სამართალი, როგორც საჯარო სამართლის ნაწილი და
კერძო სამართალთან მისი ფარგლები, მმართველობის
კერძოსამართლებრივი საქმიანობის ფორმები, მმართველობის
აღსრულება კერძოსამართლებრივი ფორმებით. ადმინისტრაციულ
ნორმებთან ერთად დამატებით (სუბსიდიარულად) სამოქალაქო-
სამართლებრივი ნორმების გამოყენება ადმინისტრაციულ სამართალში
და მასთან დაკავშირებული საკითხები.
თემა 2. საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობა.
ადმინისტრაციული ორგანოს ცნება, ადმინისტრაციული ორგანო და
სახელმწიფო მმართველობის ორგანო, სახელმწიფო მმართველობის ცნება
და დამახასიათებელი ნიშნები. საჯარო მმართველობის ცნება.
ადმინისტრაციულ ორგანოთა სახეები. „მთავრობის სტრუქტურის,
ლექცია 2 უფლებამოსილებისა და საქმიანობს წესის შესახებ” საქართველოს კანონის
II
მოქმედების სფერო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, საჯარო
კვირა
სამართლის იურიდიული პირები და მათ შესახებ მოქმედი
კანონმდებლობა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მისი მიზანი.
კოდექსის მოქმედების სფერო, ტერმინთა განმარტება.
ლექციაზე განხილული თემატიკის ირგვლივ დისკუსია/დებატები,
ჯგუფში მუშაობა 2
გავლილი მასალის გამოკითხვა.
თემა 3. ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობის ზოგადი დებულებანი.
ადმინისტრაციული სამართლის პრინციპები.
მოქალაქისა და ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთობის
III სამართლებრივი საფუძვლები. ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობის
ლექცია 2
კვირა ზოგადი დებულებანი. დისკრეციული უფლებამოსილების არსი და
მნიშვნელობა. დისკრეციული უფლებამოსილების საფუძვლები, შეცდომა
დისკრეციულ უფლებამოსილებაში. შეფასების თავისუფალი სივრცე,
განუაზღვრელი ცნებები. ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების
13
ცნება, ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის კანონიერების
პრინციპი, სუბიექტური საჯაროსამართლებრივი უფლება. კანონის წინაშე
თანასწორობა, უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე,
დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი, საჯარო და
კერძო ინტერესების პროპორციულობა, ცენტრალიზაცია,
დეცენტრალიზაცია და დეკონცენტრაცია სახელმწიფო მმართველობაში,
საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტა, საქვეყნოობა, საიდუმლოება,
ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება,
დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი მოსაზრების წარდგენის
უფლება.
ჯგუფში მუშაობა 2 გავლილი მასალის წერითი გამოკითხვა. კაზუსის ამოხსნა.

თემა 4. ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ძირითადი


სამართლებრივი და არასამართლებრივი ფორმები. ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი.
მმართველობის საქმიანობის სამართლებრივი ფორმების სახეები. ნების
გამოვლენა – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
ლექცია 2 ცნება, ფუნქციები, ცნების ელემენტები, სახეები, ინდივიდუალური
IV
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა და რეკვიზიტები.
კვირა
ძალაში შესვლა, ოფიციალური გაცნობა, გაცნობის სახეები და
თავისებურებანი. საჯაროდ გამოცხადება. შეცდომების გასწორება.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
დამატებითი განსაზღვრებებით (პირობებით).

კაზუსის ამოხსნა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის


ჯგუფში მუშაობა 2
მომზადება.
თემა 5. ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ძირითადი
სამართლებრივი ფორმები. ნორმატიული ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი. რეალური მოქმედება (რეალაქტი),
ადმინისტრაციული ხელშეკრულება.
ადმინისტრაციული ორგანოს საქმანობის არასამართლებრივი (დამხმარე)
ფორმები - რეალური მოქმედება (რეალაქტი). რეალაქტის ფარგლები
V ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან
ლექცია 2
კვირა მიმართებით. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
ცნება, კლასიფიკაცია, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის რეკვიზიტები. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, საჯარო სამართლის
იურიდიული პირების ორგანოთა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტები. ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნება, საჯარო
უფლებამოსილებიდან გამომდინარე მიზანი, ადმინისტრაციული

14
ხელშეკრულების განვითარების მოკლე ისტორია. ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადების
უფლებამოსილება, ადმინისტრაციული ხელშეკრულების
საკანონმდებლო საფუძველი, სუბიექტები და მათი უფლებამოსილება.
მესამე პირების უფლებები ადმინისტრაციული ხელშეკრულების
დადებისას. ადმინისტრაციული ხელშეკრულების თავისებურებანი,
ადმინისტრაციული და სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების
ფარგლები, სხვადასხვა თეორიები ფარგლების შესახებ,
ადმინისტრაციული ხელშეკრულების საგანი და სახეები,
ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე ადმინისტრაციული წარმოების
თავისებურება. ადმინისტრაციული ხელშეკრულებისა და
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
ურთიერთმიმართება, ადმინისტრაციული ხელშეკრულების, როგორც
ადმინისტრაციული დავის საგნის სასამართლოში განხილვის
თავისებურებანი. ადმინისტრაციული ხელშეკრულებასთან
დაკავშირებული ზიანის ანაზღაურების თავისებურება.
კაზუსის ამოხსნა. ადმინისტრაციული ხელშეკრულების პროექტის
ჯგუფში მუშაობა 2
მომზადება.
თემა 6. ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება. ადმინისტრაციული
ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმების კანონიერება. არარა
აქტი.
ნების გამოვლენა, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
VI კანონიერება და უკანონობა, უკანონობის სამართლებრივი შედეგები.
ლექცია 2
კვირა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური
და მატერიალური კანონიერება. ნორმატიული ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის უკანონობა და მისი სამართლებრივი შედეგები.
ადმინისტრაციული ხელშეკრულების კანონიერება, ფორმალური და
მატერიალური უკანონობა. არარა აქტის ცნება და სამართლებრივი
შედეგები.
ლექციაზე განხილული თემატიკის ირგვლივ დისკუსია/დებატები.
ჯგუფში მუშაობა 2
სასამართლო პრაქტიკის განხილვა.
VII-VIII შუალედური სტუდენტს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი საგამოცდო დრო და
2
კვირა გამოცდა გავიდეს გამოცდაზე.
თემა 7. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება - ბათილად და
ძალადაკარგულად გამოცხადება, მათ შორის განსხვავება და
სამართლებრივი ბუნება, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-
IX
ლექცია 2 სამართლებრივი აქტის ბათილად და ძალადაკარგულად გამოცხადების
კვირა
თავისებურებანი, ამკრაძალავი (მავალებელი) ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის ბათილად და ძალადაკარგულად გამოცხადება.
ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ადმინისტრაციულ-
სამართლებრივ აქტში, დოკუმენტების დაბრუნება.
15
ლექციაზე განხილული თემატიკის ირგვლივ დისკუსია/დებატები,
ჯგუფში მუშაობა 2
გავლილი მასალის ზეპირი გამოკითხვა, კაზუსის ამოხსნა.
თემა 8. ადმინისტრაციული წარმოება, სახეები. მარტივი
ადმინისტრაციული წარმოება.
ადმინისტრაციული წარმოების არსი და სახეები. მარტივი
ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების
საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოების მხარეები, სხვა
ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ
X ლექცია 2 წარმოებაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხარისათვის
კვირა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, აცილება და თვითაცილება
ადმინისტრაციულ წარმოებაში, წარმომადგენელი ადმინისტრაციულ
წარმოებაში, დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ
წარმოებაში, საქმის გარემოებათა და მტკიცებულებათა გამოკვლევა
ადმინისტრაციულ წარმოებაში, ადმინისტრაციული წარმოების
მასალების გაცნობის უფლება, გადაწყვეტილების მიღება, ვადები.
ჯგუფში მუშაობა 2 განვლილი მასალის გამოკითხვა, კაზუსის ამოხსნა.
თემა 9. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება, საჯარო
ადმინისტრაციული წარმოება. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო.
ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება, თავისებურებანი, ზეპირი
მოსმენა. გადაწყვეტილების მიღების წესი. საჯარო ადმინისტრაციული
წარმოება, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების
თავისებურება. ადმინისტრაციული წარმოება კოლეგიურ
ადმინისტრაციულ ორგანოში. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს
ლექცია 2 მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად
XI
ჩატარებული ადმნისტრაციული წარმოება. ინდივიდუალური
კვირა
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის
პროცედურული წესების დარღვევის შედეგები. ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წესი
დამოუკიდებელი ორგანოს მიერ. დამოუკიდებელი ორგანოს დანიშვნა
საქართველოს პრეზიდენტის მიერ, დამოუკიდებელი ორგანოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.
განვლილი მასალის წერითი გამოკითხვა. ინდივიდუალური
ჯგუფში მუშაობა 2
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება
თემა 10. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან
დაკავშირებით.
ადმინისტრაციული საჩივრის არსი, ცნება, ადმინისტრაციულ-
XII სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, ადმინისტრაციული საჩივრის
კვირა ლექცია 2 ერთჯერადად წარდგენის ვალდებულება, ადმინისტრაციული საჩივრის
განმხილველი და გადამწყვეტი ორგანო, ადმინისტრაციული საჩივრის
ფორმა და დასაშვებობა, ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან
განხილვაზე უარის თქმა, ადმინისტრაციული საჩივრის შეტანისა და
განხილვის ვადები, გასაჩივრების სუსპენზიური ეფექტი (გასაჩივრებული

16
აქტის მოქმედების შეჩერება), ადმინისტრაციული წარმოება
ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ
საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მოცულობა,
ადმინისტრაციული საჩივრის დასაბუთება, საფუძვლიანობა,
დაინტერესებული მხარის უფლებები ადმინისტრაციულ საჩივარზე
ადმინისტრაციული წარმოებისას, ზეპირი მოსმენის ჩატარების პირობები,
ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღება.
ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის
პირის უფლებამოსილება შეცვალოს, გააუქმოს გასაჩივებული აქტი, ან
გამოსცეს ახალი.
ჯგუფში მუშაობა 2 ადმინისტრაციული საჩივრის პროექტის მომზადება. წერითი გამოკითხვა.
თემა 11. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
აღსრულება.
ადმინისტრაციული აღსრულების არსი და ზოგადი საფუძვლები, საჯარო
და კერძო ინტერესების დაცვის ვალდებულება, ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებაზე
ლექცია 2 უფლებამოსილი ორგანო, აღსრულების წესი, გადაწყვეტილება აქტის
XIII
აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ. ფულადი მოთხოვნების
კვირა
აღსრულება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის აღსრულების უზრუნველყოფის სახეები, სხვა პირისათვის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
აღსრულების დავალება, ჯარიმა, უშუალო იძულება.
ლექციაზე განხილული თემატიკის ირგვლივ დისკუსია/დებატები,
ჯგუფში მუშაობა 2
გავლილი მასალის ზეპირი გამოკითხვა.
თემა 12. ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა. ზიანის
ანაზღაურების ვალდებულება. ზიანის ანაზღაურების სამოქალაქო
სამართლებრივი საფუძველი.
ადმინისტრაციულ ორგანოთა მხრიდან ზიანის ანაზღაურების
სამართლებრივი საფუძველი, ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ
მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციული და
სამოქალაქო სამართლებრივი ნორმები. ზიანის წარმოშობის საფუძველი,
ობიექტი, პირობები. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებული წესი. ზიანის
XIV ლექცია 2
ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის გამომრიცხველი
კვირა
გარემოებები, არამატერიალური სიკეთის ხელყოფის შედეგად
მიყენებული ზიანზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა,
ადმინისტრაციული ხელშეკრულებისაგან წარმოშობილი ზიანის
ანაზრაურება, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ბრალის გარეშე
მიყენებული ზიანისათვის, სახელმწიფოს ან ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოს პასუხისმგებლობა კანონიერი საჯარო-
სამართლებრივი ქმედებით გამოწვეული ზიანისათვის. საჯარო
მოხელეთა პასუხისმგებლობა.
ჯგუფში მუშაობა 2 იმიტირებული ადმინისტრაციული წარმოება.
17
თემა 13. ინფორმაციის თავისუფლება. სასამართლოს მიერ
ადმინისტრაციული სამართლის ინსტიტუტების, პრინციპების და
ნორმების გამოყენება-განმარტება.
ინფორმაციის თავისუფლება და ადმინისტრაციული ორგანო, საჯარო
დაწესებულება, ტერმინთა განმარტება, საჯარო ინფორმაცია, საიდუმლო
ინფორმაციათა სახეები, აღმასრულებელი პრივილეგია, პროფესიული
საიდუმლოება, პერსონალური მონაცემები და პირადი საიდუმლოება.
პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი, საიდუმლოება,
ხელმისაწვდომობა, მონაცემებში შესწორების შეტანა, კომერციული
საიდუმლოება, ცნება, გასაიდუმლოების წესი. საიდუმლო ინფორმაციის
XV ლექცია 2 გამოქვეყნების წესი, საჯარო რეესტრი, საჯარო ინფორმაციის
კვირა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა,
გაცემა, ასლის ხელმისაწვდომობა, ასლის გადაღების მოსაკრებელი,
გაცემაზე უარის თქმა, ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება
დაუშვებელია. სხდომათა საჯაროობა და კოლეგიური საჯარო
დაწესებულების სხდომა. ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე
გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა, საჯარო დასწესებულების
ვალდებულება აანაზღაუროს ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი.
სასამართლოს მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამოთხოვა და
მისი განხილვის წესი ადმინისტრაციულ პროცესში. ინფორმაციის
თავისუფლების საკითხებზე ანგარიშის წარდგენის ვალდებულება.
ჯგუფში მუშაობა 2 პრეზენტაცია.
XVI-XVIII დასკვნითი სტუდენტს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი საგამოცდო დრო და
3
კვირა გამოცდა გავიდეს გამოცდაზე.
XVII-XIX სტუდენტს დამატებითი გამოცდაზე გასვლა შეუძლია დასკვნითი გამოცდის შედეგების
კვირა გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში

ლიტერატურა
ძირითადი ლიტერატურა 1. საჯარო მმართველობის სამართლებრივი საფუძვლები, გ. ხუბუას და კ.პ.
ზომერმანის რედ., თბ., 2016;
2. ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი, პ. ტურავა, თბ., 2018;
3. ადმინისტრაციული მეცნიერების სახელმძღვანელო, გ. ხუბუას და კ. ყალიჩავას
რედ., თბ., 2018;

18
4. ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი, მესამე გამოცემა, პაატა ტურავა, თბ.,
2020;
5. ადმინისტრაციული წარმოება საჯარო სამსახურში, პ. ტურავა, ა.
ფირცხალაშვილი, ე. ქარდავა, თბ., 2020;
6. კერძო და ადმინისტრაციული ხელშეკრულებების გამიჯვნის პრობლემა
ტენდერის მაგალითზე, ლ. გიორგაძე, ჟურნ. „თანამედროვე სამართლის
მიმოხილვა“, თბ., 2013;

7. ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა, ადმინისტრაციული ორგანოს


პასუხისმგებლობა ჯანმრთელობის დაცვის სამართალში, დ. მაკარიძე, გ.ხაზარაძე
კრებული, თბ., 2014.

ნორმატიული მასალა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 1999.
დამხმარე ლიტერატურა 1. ადმინისტრაციული სამართლის დამხმარე სახელმძღვანელო, პაატა ტურავა,
ნათია წკეპლაძე, თბ., 2005;
2. ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო, პაატა ტურავა,
ნათია წკეპლაძე, თბ., 2010;
3. ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო, (ავტორთა
კოლექტივი: ზურაბ ადეიშვილი, პაატა ტურავა, დიმიტრი ქიტოშვილი), თბ., 2005;
5. ადმინისტრაციული წარმოება, პაატა ტურავა, ირმა ხარშილაძე, თბ., 2006;
6. „საზღვარგარეთის ქვეყნების ადმინისტრაციული სამართალი“, თარგ. ი.
ხარშილაძე, ნ. ოვსიანიკოვა, თსუ გამომც., 2014.

ინტერნეტრესურსი:
უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები.
http://prg.supremecourt.ge/default.aspx

19

You might also like