You are on page 1of 14

სილაბუსი

სასწავლო კურსის შესავალი სამოქალაქო სამართალში


სახელწოდება
სასწავლო კურსის ავტორი თეა ჯუღელი, სეუს ასოცირებული პროფესორი
ელ. მისამართი: t.jugeli@seu.edu.ge

კონსულტაციის მიღება შესაძლებელია ყოველკვირეულად, კონსულტაციის


ცხრილით განსაზღვრულ დროს, აგრეთვე ონლაინ რეჟიმში, მითითებულ
ელ. მისამართზე.
სასწავლო კურსის სტატუსი სპეციალობის სავალდებულო სასწავლო კურსი
სასწავლო კურსის მოცულობა 6 ECTS კრედიტი (1 კრედიტი - 25 სთ), სულ-150 სთ.
ლექცია - 26 სთ.
სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 24 სთ.
სტუდენტის სასწავლო შუალედური გამოცდა - 2 სთ.
დატვირთვა დასკვნითი გამოცდა - 3 სთ.
სულ საკონტაქტო - 55 სთ.
დამოუკიდებელი მუშაობა - 95 სთ.
კურსზე დაშვების წინაპირობა არ აქვს
სასწავლო კურსის მიზანი სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებმა შეისწავლონ სამოქალაქო
სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები და პრინციპები, სამოქალაქო
სამართლის ადგილი სამართლის საერთო სისტემაში. გაერკვნენ ისეთი
ცნებების ურთიერთმიმართებაში როგორიცაა სამართალი, კერძო სამართალი
და სამოქალაქო სამართალი; გაეცნონ კერძო სამართლის კოდიფიკაციის
პრობლემების არსს მათ შორის, ქართული სამოქალაქო კოდექსის
შემუშავების ისტორიასა და მისი ზოგადი ნაწილის მნიშვნელობას.
სამოქალაქო სამართლის სისტემური ცნებების შესწავლა დაიწყება
უზოგადესი ცნებების ანალიზით, როგორიცაა კანონის ანალოგია,
სამართლის ანალოგია, კანონის უკუძალა და ა.შ. სტუდენტის ყურადღების
ცენტრში იქნება უფლების სუბიექტისა და ობიექტის ურთიერთმიმართება.
ამ პროცესში ნების გამოვლენის (გარიგების) ახსნა-განმარტება ერთ-ერთი
საკვანძო საკითხია.
კურსი ითვალისწინებს ლოგიკური აზროვნების კანონებზე დაყრდნობით
სამართლის შემეცნების არა მხოლოდ კლასიკური მეთოდის გამოყენებას -
კანონმდებლობა>დოქტრინა>იურიდიული პრაქტიკა, არამედ თანამედროვე
სწავლების ფორმებიდან გამომდინარე პირიქით: იურიდიული
პრაქტიკა>დოქტრინა>კანონმდებლობა - სწავლებასაც.
სწავლება-სწავლის მეთოდები და სასწავლო კურსში გამოყენებული სწავლება-სწავლის მეთოდებისა და
აქტივობები აქტივობების ზოგადი აღწერა
ლექცია შემოქმედებითი პროცესია, რომელშიც ერთდროულად
მონაწილეობენ ლექტორი და სტუდენტი. ლექციის ძირითადი მიზანია
შესასწავლი საგნის დებულებათა იდეის გაგება, რაც გულისხმობს
გადმოცემული მასალის შემოქმედებით და აქტიურ აღქმას. ამასთან,
1
ყურადღება უნდა მიექცეს გადასაცემი მასალის ძირითად დებულებებს,
განმარტებებს, აღნიშვნებს, დაშვებებს. საჭიროა მთავარი საკითხების,
ფაქტებისა და იდეების კრიტიკული ანალიზი. ლექცია უნდა
უზრუნველყოფდეს შესასწავლი საგნის ძირითადი დებულებების
მეცნიერულ და ლოგიკურად თანმიმდევრულ შეცნობას ზედმეტი
დეტალებით გადატვირთვის გარეშე. ამიტომ, ის უნდა იყოს ლოგიკურად
დასრულებული. ამასთან, ფაქტები, მაგალითები, სქემები, ნახაზები, ცდები
და სხვა თვალსაჩინოებანი უნდა ემსახურებოდეს ლექციის იდეის ახსნას.
ლექციამ უნდა უზრუნველყოს მეცნიერების დიალექტიკური პროცესის
სწორი ანალიზი და უნდა აიგოს კონკრეტულ გარემოში სტუდენტთა
თავისუფალი აზროვნების შესაძლებლობის, ძირითად მეცნიერულ
პრობლემათა შეცნობასა და გაგებაზე ორიენტირებით. ლექციის მეთოდური
საკითხების დამუშავების დროს პედაგოგი ყურადღებას უნდა ამახვილებდეს
მასალის გადაცემის თანმიმდევრობაზე, ლექციის სტილზე, აუდიტორიასთან
კავშირზე. ლექცია უნდა მიმდინარეობდეს სტუდენტთა აქტიური
მონაწილეობით, მეთოდურ საშუალებათა და თვალსაჩინოების ფართო
გამოყენებით. თეორიული მასალა, რომელიც ლექციაზე გადაიცემა, კარგად
აღიქმება სამუშაო ჯგუფში მუშაობით და პრაქტიკული მეცადინეობებით.
სამუშაო ჯგუფში მუშაობის დანიშნულებაა სტუდენტებს მიეცეს ლექციაზე
მოსმენილი თემების გაღრმავების საშუალება. წამყვანი პროფესორის ან
სამუშაო ჯგუფში მეცადინეობის წამყვანი პედაგოგის მითითებით
სტუდენტი ან სტუდენტთა ჯგუფი მოიძიებს და ამუშავებს დამატებით
ინფორმაციას, ამზადებს პრეზენტაციას, წერს ესსეს და სხვ. სადაც
მოისმინება მოხსენებები, იმართება დისკუსია, კეთდება დასკვნები.
პროფესორი/პედაგოგი კოორდინაციას უწევს ამ პროცესების
მიზანმიმართულად წარმართვას.
დისკუსია/დებატები – ინტერაქტიული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე
გავრცელებული მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს
სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და აქტიურობას. დისკუსია
შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში და ეს პროცესი არ შემოიფარგლება
მხოლოდ პედაგოგის მიერ დასმული შეკითხვებით. იგი უვითარებს
სტუდენტს მსჯელობისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.
გონებრივი იერიში (Brain storming) – პრობლემის გადაჭრის ოპერატიული
მეთოდი შემოქმედებითი აქტიურობის სტიმულირების საფუძველზე.
მეთოდი გულისხმობს თემის ფარგლებში კონკრეტული
საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია
რადიკალურად განსხვავებული აზრის, იდეის ჩამოყალიბებისა და
გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი განაპირობებს
პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას.
დემონსტრირების მეთოდი – ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად
წარმოდგენას გულისხმობს. შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ
ეფექტიანია. ხშირ შემთხვევაში უმჯობესია მასალა ერთდროულად აუდიო
და ვიზუალური გზით მოვაწოდოთ სტუდენტებს. შესასწავლი მასალის
დემონსტრირება შესაძლებელია როგორც მასწავლებლის, ასევე სტუდენტის
მიერ.
ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი. ამ მეთოდს მიეკუთვნება
ლექცია, თხრობა, საუბარი და სხვ. აღნიშნულ პროცესში პედაგოგი სიტყვების
საშუალებით გადასცემს, ხსნის სასწავლო მასალას, ხოლო სტუდენტები
მოსმენით, დამახსოვრებითა და გააზრებით მას აქტიურად აღიქვამენ და
ითვისებენ.
2
პრეზენტაცია - არის სასწავლო-შემეცნებითი ხერხების ერთობლიობა,
რომელიც პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას იძლევა სტუდენტის
დამოუკიდებელი მოქმედებებისა და მიღებული შედეგების აუცილებელი
პრეზენტაციის პირობებში. ამ მეთოდით სწავლება ამაღლებს სტუდენტთა
მოტივაციასა და პასუხისმგებლობას. პრეზენტაციაზე მუშაობა მოიცავს
დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული აქტივობისა და შედეგების წარმოდგენის
ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად.
შემთხვევის ანალიზი (Case study) - პროფესორი სტუდენტებთან ერთად
ლექციაზე განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც ყოველმხრივ
და საფუძვლიანად შეისწავლიან საკითხს.
ახსნა–განმარტებითი მეთოდი – ეფუძნება მსჯელობას მოცემული
საკითხის ირგვლივ. პროფესორს მასალის გადმოცემისას მოჰყავს
კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება
მოცემული თემის ფარგლებში.
კაზუსის ამოხსნა - იურიდიული განათლების მიღების დროს გამოყენებული
მეთოდებიდან ერთ-ერთი განსხვავებული მეთოდია კაზუსის ამოხსნა, რაც
აძლევს მომავალ იურისტს პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელი
უნარებისა გამომიშავებისა და ცოდნის შემოწმების საშუალებას.

სწავლება-სწავლის პროცესში გამოსაყენებელი აქტივობები თითოეულ


სწავლის შედეგთან მიმართებით
ცოდნა და გაცნობიერება: ვერბალური ახსნა-განმარტება, დემონსტრირება,
შემთხვევის ანალიზი (Case study), დამოუკიდებელი სწავლა, გონებრივი
იერიში (Brain storming).
უნარი: შემთხვევის ანალიზი (Case study), გონებრივი იერიში (Brain storming),
დისკუსია/დებატები, პრეზენტაცია, კაზუსის ამოხსნა.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა: პრეზენტაცია, დამოუკიდებელი
სწავლა.

შეფასების მეთოდები:
ღია და დახურული კითხვები, კაზუსის ამოხსნა, დისკუსია, პრეზენტაცია.
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი:
აღწერს სამოქალაქო სამართლის ცნებასა და წყაროებს, სამოქალაქო სამართლის კოდიფიკაციას, სამოქალაქო
უფლებას, სამოქალაქო სამართლის სუბიექტებს, ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობას, ქმედუნარიანობასა და
სამოქალაქო სამართლებრივი იდენტიფიკაციის საშუალებებს, პირად არაქონებრივ უფლებებს, უგზო-უკვლოდ
დაკარგულად აღიარებისა და გარდაცვლილად გამოცხადების პროცედურებს, სამოქალაქო კაზუსების
დამუშავების მეთოდიკას, სამოქალაქო სამართლის ობიექტებს, იურიდიული პირების ცნებას, ნიშნებსა და სახეებს,
უფლებაუნარიანობასა და ქმედუნარიანობას, არასამეწარმეო (არაკომერციული) და კომერციულ იურიდიული
პირებს, იურიდიული პირის მსგავს გაერთიანებებს, გარიგების ცნებას, სახეებსა და ფორმს, ნების გამოვლენას,
დაუშვებელ, ბათილ და პირობით გარიგებებს, ნების ნაკლის შესახებ მოძღვრებას, გარიგებებში თანხმობას და
წარმომადგენლობას, სამოქალაქო უფლებათა განხორციელების ფარგლებს, ვადებსა და ხანდაზმულობას.
განსაზღვრავს სამოქალაქო სამართლის არსს, მის ადგილსა და როლს სამართლის სისტემაში.

უნარი
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი:
ახდენს სამოქალაქო სამართლის ზოგად დებულებებთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემების
იდენტიფიცირებას, მათი გადაწყვეტისათვის ნორმატიული საფუძვლების მოძიებას, განმარტებასა და გამოყენებას;
სამოქალაქო სამართლის ზოგად დებულებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო
3
პრაქტიკის მოძიებას, მეცნიერული სიახლეების მიდევნებას, ცოდნის განახლებას.
აანალიზებს სამოქალაქო სამართლის ზოგად დებულებებთან დაკავშირებულ სამართლებრივ პრობლემებს,
ავითარებს მათი გადაწყვეტის გზებს და განახლებული ცოდნის საფუძველზე, ზეპირი და წერილობითი ფორმით,
იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით, ასაბუთებს და გადასცემს საკუთარ მოსაზრებებს.
შეფასების სისტემა
სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა ითვალისწინებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:


ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:


ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი
მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის
უფლება;
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ
ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში, FX-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტს დამატებით გამოცდაზე


გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში, დასკვნითი გამოცდის შედეგის გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.

სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული
ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება
საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში. დამატებით გამოცდაზე მიღებული
შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-
50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.

დასკვნით გამოცდაზე დაშვების წინაპირობაა მიმდინარე შუალედური შეფასებებით (აქტივობა, შუალედური


გამოცდა) არანაკლებ 11 ქულის დაგროვება. დასკვნით გამოცდაზე კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 30%-ს -
არანაკლებ 12 ქულას.

კრედიტის მინიჭების წინაპირობაა 100-დან არანაკლებ 51 ქულის დაგროვება და შუალედური შეფასებებისა


და დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა.

შეფასების ფორმები, კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები

შუალედური შეფასება დასკვნითი შეფასება საბოლოო შეფასება


(მაქსიმალური - 60 ქულა) (მაქსიმალური - 40 ქულა) (მაქსიმალური - 100
ქულა)
მიმდინარე აქტივობები შუალედური გამოცდა დასკვნითი გამოცდა
(მაქსიმალური - 36 ქულა) (მაქსიმალური - 24 ქულა) (მაქსიმალური - 40 ქულა)
აქტივობა 2 თეორიული საკითხი 2 თეორიული საკითხი
12x2=24 ქულა 2x5=10 ქულა 2x10=20 ქულა

ქვიზი - 4 ქულა 14 დახურული კითხვა 20 დახურული კითხვა


14x1=14 ქულა 20x1=20 ქულა

4
პრეზენტაცია - 8 ქულა

აქტივობა აქტივობა - 36 ქულა, რომელიც შედგება:

ფასდება ერთი კვირის განმავლობაში 2 ქულით, 12- ჯერ: 12x2=24 (პირველ


სასწავლო კვირას სტუდენტი არ ფასდება), ქვიზი - 4 ქულა და პრეზენტაცია -
8 ქულა (სულ - მაქსიმალური 36 ქულა). მოწმდება სალექციო მასალის
ცოდნის დონე, აქტიურობის ხარისხი, დასმული შეკითხვების და პასუხების
ადეკვატურობა, მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან
დაკავშირების უნარი, ლიტერატურის დამუშავების ხარისხი, ანალიზის
უნარი, განსახილველ საკითხთა მკაფიოდ ფორმულირებისა და აზრის
ადეკვატურად გადმოცემის უნარი, ლოგიკურად და თანმიმდევრულად
მსჯელობის უნარი, დისკუსიაში მონაწილეობა, კამათის კულტურის ფლობა,
საშინაო და დისტანციური დავალებების შესრულება და სხვ.

ყოველკვირეული აქტივობის შეფასების კრიტერიუმებია:


2 ქულა: სტუდენტი კარგად არის მომზადებული, ზედმიწევნით კარგად
ფლობს სილაბუსით გათვალისწინებულ მასალას, შესრულებული აქვს
საშინაო დავალება, დასმულ შეკითხვებზე პასუხები სრულყოფილი, სწორი
და დასაბუთებულია, არ უშვებს შინარსობრივ შეცდომებს; ლიტერატურის
დამუშავების ხარისხი მაღალია; ფლობს კამათის კულტურას.
1.5 ქულა: სტუდენტი მომზადებულია, ფლობს სილაბუსით
გათვალისწინებულ მასალის ნაწილს, შესრულებული აქვს საშინაო
დავალება, მაგრამ აქვს მცირეოდენი შეცდომები; დასმულ შეკითხვებზე
პასუხისას უშვებს მცირე შეცდომებს; ლიტერატურის დამუშავების ხარისხი
კარგია.
1 ქულა: სტუდენტი ნაკლებად აქტიურია, ფლობს სილაბუსით
გათვალისწინებული მასალის მხოლოდ ცალკეულ ფრაგმენტებს. დასმულ
შეკითხვებზე გაცემული პასუხები ხშირ შემთხევაში მცდარია,
ლიტერატურის დამუშავების ხარისხი დაბალია.
0 ქულა: სტუდენტი სრულიად მოუმზადებელია. ფლობს სილაბუსით
გათვალისწინებული მასალის მხოლოდ ცალკეულ ფრაგმენტებს. დასმულ
შეკითხვებზე გაცემული პასუხები არსებითად მცდარია ან პასუხი
შეკითხვის შესაბამისი არ არის, ლიტერატურა საერთოდ არ არის
დამუშავებული, სტუდენტი არ მონაწილეობს დისკუსიაში, არ ფლობს
კამათის კულტურას.

ტესტური ამოცანების შესრულება - თითოეულ გამოკითხვაზე


შეთავაზებული იქნება 10 ტესტი ოთხი სავარაუდო პასუხით. თითოეულ
ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 0.2 ქულით, არასწორი - 0 ქულით (სულ -
მაქსიმალური 2 ქულა).

ქვიზი - 4 ქულა.

პრეზენტაცია - მაქსიმალური შფასება 8 ქულა.


პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები:
ა) პრეზენტაციის შინაარსობრივი მხარე, წყაროების გამოყენება - 4 ქულა:
3-4 ქულა: პრეზენტაციას გააჩნია სრული მონაცემები, აღინიშნება
სხვადასხვა წყაროების დიდი რაოდენობით გამოყენება, თემა სრულად არის
გაშუქებული;
5
1-2 ქულა: შეზღუდულია მონაცემები, დასკვნები არ არის გაკეთებული,
ნაკლები წყაროა გამოყენებული;
0 ქულა: საერთოდ არ არის არც ერთი წყარო გამოყენებული, შინაარსი არ
არის სწორად გადმოცემული.
ბ) პრეზენტაციის დიზაინი (გაფორმება) - 2 ქულა:
2 ქულა: გაფორმების ყველა პუნქტი დაცულია, პრეზენტაციის ფონი კარგად
აღიქმება, სლაიდები პრეზენტაციის თემის შესაბამისია, სლაიდების
გაფორმებაში გამოყენებულია სხვდასხვა სახის საშუალებები: ანიმაციები,
სურათები და სხვ. ობიექტები;
1 ქულა: ტიტული ნაწილობრივ არის გაფორმებული, ზოგიერთი პუნქტი არ
არის სწორად მითითებული;
0 ქულა: ტიტული არ არის გაფორმებული, არც ერთი პუნქტი არ არის
სწორად მითითებული, სლაიდები და გაფორმების სხვა საშუალებები არ
არის გამოყენებული.
გ) პრეზენტაციის ტექნოლოგია/კონტაქტი აუდიტორიასთან - 2 ქულა:
2 ქულა: კონტაქტი აუდიტორიასთან დამყარებულია და ეფექტურია,
მეტყველება სწორი, კარგი და საინტერესოა, აუდიტორიის რეაქცია
ადეკვატურია;
1 ქულა: კონტაქტი აუდიტორიასთან სუსტია, ხანდახან უინტერესო,
პრობლემების წამოჭრა არ ხდება, აუდიტორია განიცდის სირთულეს
პრეზენტატორისა და პრეზენტაციის აღქმის პროცესში;
0 ქულა: კონტაქტი პრეზენტატორსა და აუდიტორიას შორის დაკარგულია,
აუდიტორია ვერ აღიქვამს პრეზენტაციას.
შუალედური გამოცდა შუალედური გამოცდის ბილეთში მოცემულია 2 თეორიული საკითხი.
თითოეული ფასდება 5 ქულით და 14 ტესტური დავალება, ფასდება 14
ქულით.

ტესტური დავალება - სულ 14 ქულა. მოცემულია 14 ტესტური დავალება.


ტესტში მოცემულია ოთხი სავარაუდო პასუხი, მხოლოდ ერთი პასუხია
სწორი. თითოეულ სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი-0
ქულით.

თითოეული თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმებია:


5 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის
გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით
კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, ღრმად
და საფუძვლიანად აქვს ათვისებული შესაბამისი ლიტერატურა;
4 ქულა: პასუხი სრულია, მაგარამ შეკვეცილი; ტერმინოლოგიურად
გამართულია; საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული; არსებითი
შეცდომა არ არის; სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ათვისებული აქვს ლიტერატურა;
3 ქულა: პასუხი არასრულია; საკითხი დამაკმაყოფილებლად არის
გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; სტუდენტი ფლობს
პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგარამ აღინიშნება მცირეოდენი
შეცდომები;
2 ქულა: პასუხი არასრულია; ტერმინოლოგია მცდარია; საკითხის შესაბამისი
მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; სტუდენტს არასაკმარისად აქვს
ათვისებული შესაბამისი ლიტერატურა; აღინიშნება რამოდენიმე არსებითი
შეცდომა;
1 ქულა: პასუხი ნაკლოვანია; ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან არ
6
არის შესაბამისი; პასუხი არსებითად მცდარია. გადმოცემულია საკითხის
შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები;
0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
დასკვნითი გამოცდა დასკვნითი გამოცდის ბილეთში მოცემულია 2 თეორიული საკითხი,
თითოეული ფასდება 10 ქულით და 20 ტესტური დავალება, ფასდება 20
ქულით.
თითოეული თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმებია:
10 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის
გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით
კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, ღრმად
და საფუძვლიანად აქვს ათვისებული შესაბამისი ლიტერატურა;
9-8ქულა: პასუხი სრულია, მაგარამ შეკვეცილი; ტერმინოლოგიურად
გამართულია; საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული; არსებითი
შეცდომა არ არის; სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ათვისებული აქვს ლიტერატურა;
7-6 ქულა: პასუხი არასრულია; საკითხი დამაკმაყოფილებლად არის
გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; სტუდენტი ფლობს
პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგარამ აღინიშნება მცირეოდენი
შეცდომები;
5-4 ქულა: პასუხი არასრულია; ტერმინოლოგია მცდარია; საკითხის
შესაბამისი მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; სტუდენტს არასაკმარისად
აქვს ათვისებული შესაბამისი ლიტერატურა; აღინიშნება რამოდენიმე
არსებითი შეცდომა;
3-2 ქულა: პასუხი ნაკლოვანია; ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან
არ არის შესაბამისი;
1 ქულ - პასუხი არსებითად მცდარია. გადმოცემულია საკითხის შესაბამისი
მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები;
0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

ტესტური დავალება - სულ 20 ქულა, მოცემულია 20 ტესტური დავალება.


ტესტში მოცემულია რამდენიმე პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთი
პასუხია სწორი. თითოეულ სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი - 0
ქულით.

სასწავლო კურსის შინაარსი

სწავლა- სთ. თემატიკა


სასწავლო სწავლების
კვირა მეთოდები
I ლექცია 2 თემა 1. სამართალი, კერძო სამართალი და სამოქალაქო სამართალი.
კვირა 1. სამართალი
ა. სამართლის ცნება და მნიშვნელობა
ბ. სამართლის მორალისაგან გამიჯვნა
გ. სამართლის ნორმების წარმოშობა (გამოხატვის ფორმა)
2. კერძო სამართალი
ა. კერძო სამართლის ცნება და მნიშვნელობა
ბ. ურთიერთობანი, რომელსაც აწესრიგებს კერძო სამართალი
გ. კერძო სამართლის საჯარო სამართლისაგან გამიჯვნა

7
3. სამოქალაქო სამართალი
ა. სამოქალაქო სამართლის ცნება და მნიშვნელობა
ბ. სამოქალაქო სამართლის ეტიმოლოგიური ძირები
გ. სამოქალაქო სამართლის გამიჯვნა კერძო სამართლის სხვა დარგებისაგან .
სილაბუსის გაცნობა.
II ლექცია 2 თემა 2. სამოქალაქო სამართლის საფუძვლები, სამოქალაქო სამართლის
კვირა კოდიფიკაცია
1. სამოქალაქო სამართლის საფუძვლები
ა. კერძო ავტონომია
ბ. სოციალური თანასწორობა
გ. ნდობის დაცვა
დ. კონსტიტუციის გავლენა
ე. სხვა საფუძვლები
2. კოდიფიკაციების ისტორია
ა. კოდიფიკაციის ცნება
ბ. რომის სამართლის რეცეფცია
გ. პირველი ნაციონალური კოდიფიკაციები ევროპაში
დ.პრუსიული სამართალი და ავსტრიის სამოქალაქო კოდექსი
ე. ფრანგული სამოქალაქო კოდექსი
ვ. გერმანიის სამოქალაქო კოდექსი
ზ. კერძო სამართლის ინტერნაციონალიზაცია
სამუშაო 2 დისკუსია/დებატები, გავლილი მასალის გამოკითხვა
ჯგუფი
III ლექცია 2 თემა 3. სამოქალაქო სამართლის საფუძვლები და წყაროები
კვირა 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
ა. ისტორიული ძირები
ბ. სამოქალაქო კოდექსის შემუშავება
გ. სამოქალაქო კოდექსის სააზროვნო სტილი და ენა
დ. სამოქალაქო კოდექსის სისტემა
ე. სამოქალაქო კოდექსი, სპეციალური კანონები და საერთაშორისო
სამართლებრივი აქტები
2. სამართლის სხვა წყაროები
ა. ჩვეულებანი
ბ. სამართლის საყოველთაო პრინციპები
გ. სამოსამართლეო სამართალი
დ. სამოქალაქო ბრუნვის ტრადიციები და სავაჭრო ჩვეულებანი
ე. სამართლის წყაროთა რანგირება
3. სამოქალაქო კანონთა განმარტების მნიშვნელობა და მეთოდები
ა. განმარტების ამოცანა
ბ. კონსტიტუციის უპირატესობა
გ. სიტყვა-სიტყვითი განმარტება
დ. სისტემატური განმარტება
ე. ისტორიული განმარტება
ვ. ტელეოლოგიური განმარტება
4. კანონის ანალოგია
5. სამართლის ანალოგია
6. ევროპის თანამეგობრობის სამართლის შესატყვისი განმარტება
სამუშაო 2 დისკუსია/დებატები, გავლილი მასალის გამოკითხვა, Case study
ჯგუფი

8
IV ლექცია 2 თემა 4. სამოქალაქო სამართლის ობიექტები.
კვირა 1. სამოქალაქო სამართლის ობიექტების ცნება
2. სამოქალაქო სამართლის ობიექტი, როგორც ბრუნვაუნარიანი სიკეთე
3. სამოქალაქო სამართლის ობიექტების სახეები.
სამუშაო 2 სამოქალაქო კანონთა განმარტება. სასამართლო გადაწყვეტილების განხილვა.
ჯგუფი წერითი გამოკითვა.
V ლექცია 2 თემა 5. სამოქალაქო სამართლის სუბიექტები
კვირა ფიზიკური პირების უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა
1.ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა
ა. უფლებაუნარიანობის ცნება და საფუძვლები
ბ. უფლებაუნარიანობის შინაარსი და ფარგლები
გ. უფლებაუნარიანობის წარმოშობა
დ. ჩასახულის სამართლებრივი მდგომარეობა
ე. უფლებაუნარიანობის დასასრული
2. ქმედუნარიანობა
ა. ქმედუნარიანობის ცნება
ბ. ქმედუნარიანობა ასაკის მიხედვით
გ. ქმედუნარიანობის შეზღუდვა
დ. ქმედუუნარობა
ე. დელიქტუნარიანობა
სამუშაო 2 ქეისებზე მუშაობა, პრობლემის ირგვლივ მსჯელობა. სამართლებრივი
ჯგუფი ურთიერთობა და უფლებები. სასამართლო გადაწყვეტილებების განხილვა.
VI ლექცია 2 თემა 6. პირთა სამოქალაქო სამართლებრივი იდენტიფიკაციის საფუძვლები.
კვირა 1. სახელი
ა. სამოქალაქო სახელი
ბ.სახელი, როგორც პირადი არაქონებრივი უფლება თუ არამატერიალური
ქონებრივი უფლება
გ. ფირმა, როგორც მეწარმის სახელი
დ. სხვა სახელი
ე. სახელის შეძენის საფუძვლები
2. საცხოვრებელი ადგილი
ა. ცნება და მნიშვნელობა
ბ. რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი
გ. არჩევითი საცხოვრებელი ადგილი
დ. კანონით განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი
ე. საცხოვრებელი ადგილის გაუქმება
3. უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და გარდაცვლილად გამოცხადება
ა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება
ბ. გარდაცვლილად გამოცხადება
შემდეგ.
სამუშაო 2 ქვიზი: ტესტი/ღია კითხვები. სასამართლო გადაწყვეტილების განხილვა.
ჯგუფი ლექციაზე განხილული თემატიკის მიხედვით.

VII-VIII შუალედური 2 სტუდენტს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი საგამოცდო დრო და


კვირა გამოცდა გავიდეს გამოცდაზე.
ლექცია 2 თემა 7. პირადი (პიროვნული) უფლებების დაცვა.
IX 1. პირადი (პიროვნული) უფლებების ცნება
კვირა 2. სახელის დაცვა
ა. დაცვის საგანი

9
ბ. დარღვევის ფორმები
გ. უნებართვო სარგებლობა
3. ზოგადი პირადი (პიროვნული) უფლებების დაცვა
ა. პატივის დაცვა
ბ. ღირსების დაცვა
გ. პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვა
დ. პირადი ხელშეუხებლობის დაცვა
ე. საქმიანი რეპუტაციის დაცვა
ვ. პირადი (პიროვნული) უფლებების დაცვა.
სამუშაო 2 ქეისებზე მუშაობა. სასამართლო გადაწყვეტილების განხილვა. ლექციაზე
ჯგუფი განხილული თემატიკის მიხედვით
X ლექცია 2 თემა 8. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა და უფლებები
კვირა 1. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ცნება
2.უფლების ცნება და შინაარსი
ა.უფლებისა და სამართლის მიმართება
ბ. უფლება, როგორც სამართლისა და ნების ძალაუფლება
გ. უფლება, როგორც სამართლებრივად დაცული ინტერესი
დ. არავითარი უფლება სუბიექტის გარეშე
ე. მოთხოვნები და შესაგებლები
3. სამოქალაქო უფლების სახეები
ა. აბსოლუტური
ბ. შეფარდებითი (რელატიური)
გ. მოთხოვნა სამომავლო უფლებებზე
4. სამოქალაქო უფლების წარმოშობა და დაკარგვა (შეწყვეტა)
5. სამოქალაქო უფლების ფარგლები
ა. გარიგებით დადგენილი ფარგლები
ბ. კანონით დადგენილი ფარგლები
6. უფლების ბოროტად გამოყენება
ვადების ცნება, გამოთვლა, ხანდაზმულობა
1. ვადების ცნება და გამოთვლა
ა. ცნება
ბ. გამოთვლა
2. ხანდაზმულობა
ა. ცნება
ბ. ხანდაზმულობის გავრცელების ფარგლები
გ. ხანდაზმულობის ვადები
დ. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება, შეჩერება და შეწყვეტა
ე. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შედეგები
ვ. შესრულების განხორციელება ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ
სამუშაო 2 ლექციაზე განხილული თემატიკის მიხედვით ქვიზი: ღია კითხვები/
ჯგუფი ტესტები. წინასწარ შერჩეული თემების მიხედვით სტუდენტები აკეთებენ
ინდივიდუალურ ან ჯგუფურ პრეზენტაციას (2-2 სტუდენტი).
XI ლექცია 2 თემა 9. იურიდიული პირის ცნება და ნიშნები.
კვირა 1. იურიდიული პირის ცნება
ა. ისტორიული ექსკურსი
ბ. თეორიები იურიდიული პირის შესახებ
გ. ფიქციის თეორია
დ. რეალური კავშირის თეორია
ე. მიზნობრივი ქონების თეორია

10
ვ. საბჭოთა თეორიები
ზ.იურიდიული პირი, როგორც ნორმატიულ -სამართლებრივი კონსტრუქცია
2. იურიდიული პირის ნიშნები
ა. ორგანიზაციული ერთიანობა
ბ. განსაზღვრული მიზანი
გ. ქონებრივი დამოუკიდებლობა
დ. დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა
ე. სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილეობა
იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა
1.უფლებაუნარიანობა
ა. ზოგადი უფლებაუნარიაობა
ბ. სპეციალური უფლებაუნარიაობა
გ. იურიდიული პირის სტატუსი საერთო სამართალში
დ. Specialite legale ფრანგულ სამართალში
2. იურიდიული პირის ქმედუნარიანობა
3. იურიდიული პირის წარმოშობა
4.იურიდიული პირის დასასრული (რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია)
სამუშაო 2 ზეპირი გამოკითხვა (სადისკუსიო თემა) ლექციაზე განხილული. თემატიკის
ჯგუფი მიხედვით. წინასწარ შერჩეული თემების მიხედვით სტუდენტები აკეთებენ
ინდივიდუალურ ან ჯგუფურ პრეზენტაციას (2-2 სტუდენტი)
XII ლექცია 2 თემა 10. იურიდიული პირის სახეები, ხელმძღვანელობა და
კვირა წარმომადგენლობა.
1. არასამეწარმეო იურიდიული პირი
2. სამეწარმეო იურიდიული პირი
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი
სამუშაო 2 სასამართლო გადაწყვეტილებათა ანალიზი, სინთეზი, გონებრივი იერიში
ჯგუფი (Brain storming) დისკუსია/დებატები. წინასწარ შერჩეული თემების მიხედვით
სტუდენტები აკეთებენ ინდივიდუალურ ან ჯგუფურ პრეზენტაციას (2-2
სტუდენტი).
XIII ლექცია 2 თემა 11. გარიგების ფუნქცია, შინაარსი და სახეები
კვირა 1. გარიგების ფუნქცია
2. გარიგების შინაარსი
3. არაგარიგებითი მოქმედებანი
4. გარიგების სახეები
გარიგების განმარტება
1. მარტივი განმარტება
2. განვრცობითი განმარტება
3.სავაჭრო ჩვეულებებისა და ტრადიციების მნიშვნელობა გარიგების
განმარტებისას;
გარიგების შინაარსობრივი ფარგლები
1. კანონის საწინააღმდეგო გარიგებანი
2. ზნეობის საწინააღმდეგო გარიგებანი
3. საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო გარიგებანი
სამუშაო 2 სასამართლო გადაწყვეტილებათა ანალიზი; დისკუსია/ დებატები. წინასწარ
ჯგუფი შერჩეული თემების მიხედვით სტუდენტები აკეთებენ ინდივიდუალურ ან
ჯგუფურ პრეზენტაციას (2-2 სტუდენტი)
XIV ლექცია 2 თემა 12. გარიგების დადების აუცილებელი პირობები
კვირა 1. ქმედუნარიანობა, როგორც გარიგების ნამდვილობის პირობა
2. ნების გამოვლენის გადაცემა (შეტყობინება) და მისი მისვლა (მიღება)

11
3. გარიგების ფორმა
4.ბათილი გარიგების იურიდიული შედეგები
გარიგების ბათილობა ნების ნაკლის საფუძველზე.
.მოჩვენებითი გარიგება
2.თვალთმაქცური გარიგება
3.არასერიოზული ნების გამოვლენა
4.შეცდომით დადებული გარიგება
5. მოტყუებით დადებული გარიგებანი
6. იძულებით დადებული გარიგებანი
სამუშაო 2 დისკუსია/დებატები, გავლილი მასალის გამოკითხვა, Case study. წინასწარ
ჯგუფი შერჩეული თემების მიხედვით სტუდენტები აკეთებენ ინდივიდუალურ ან
ჯგუფურ პრეზენტაციას (2-2 სტუდენტი).
XV ლექცია 2 თემა 13. თანხმობაზე დამოკიდებული და პირობითი გარიგებანი.
კვირა 1. თანხმობაზე დამოკიდებული გარიგებანი
2. პირობითი გარიგებანი
წარმომადგენლობა გარიგებებში.
1. წარმომადგენლის ცნება და შინაარსი
2. წარმომადგენლობითი უფლებამისილების სახეები
3. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები
4. წარმომადგენლობა უფლებამოსილების გარეშე
სამუშაო 2 დისკუსია/დებატები. პრეზენტაცია.
ჯგუფი
XVI-XIX დასკვნითი 3 სტუდენტს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი საგამოცდო დრო და
კვირა გამოცდა გავიდეს გამოცდაზე.
წერითი
XVII-XX სტუდენტს დამატებითი გამოცდაზე გასვლა შეუძლია დასკვნითი გამოცდის შედეგების
კვირა გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.

ლიტერატურა
ძირითადი ლიტერატურა 1. ლადო ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი,
,,სამართალი”, თბილისი, 2011;
2. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, სამოქალაქო კოდექსის
ზოგადი დებულებები, თბ., 2017 http://lawlibrary.info/ge/books/giz2017-ge-
civil_code_comm_I_Book.pdf
3. ოლაფ მუთჰორსტი, სამართალმცოდნეობის საფუძვლები, მეთოდი – ცნება
– სისტემა, თბ., 2019.

ნორმატიული მასალა

1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, 1997


https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=111

2.საქართველოს კონსტიტუცია 1995


https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36

3.საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“


https://matsne.gov.ge/ka/document/view/90052?publication=33

12
სასამართლო პრაქტიკა

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება


№2/4/532,533, 2014 წლის 8 ოქტომბერი - „საქართველოს მოქალაქეები -
ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“ https://matsne.gov.ge/ka/document/view/2549051?publication=0
დამხმარე ლიტერატურა 1. ლ. ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის
ზოგად ნაწილში (სამართალი), თბ., 1997;
2. დ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები
(ევროპული და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის გამომცემლობა),
თბ., 2009;
3. გიორგი ხუბუა, სამართლის თეორია, გამომცემლობა ,,მერიდიანი",
თბილისი, 2004წ;
4. თეა ჯუღელი, ფიზიკურ პირთა სამართალსუბიექტობა,
გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი 2007წ.
5. ს. ჯორბენაძე, შეცდომის საფუძველზე ნების გამოვლენა ქართულ და
გერმანულ სამოქალაქო სამართალში, სამაგისტრო ნაშრომი, თსუ, 2011;
6. ს. ჯორბენაძე, გარიგებაში დაშვებული შეცდომის სახეები
საქართველოსა და გერმანიის სამოქალაქო კოდექსების მიხედვით,
მართლმსაჯულება და კანონი, №4(31) 11, გვ. 77-107;
7. ს. კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული
სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2008, გვ. 3-30;
8. ი. გელაშვილი, ჩანასახის სამართლებრივი მდგომარეობა, 2012;
9. ბ. ზოიძე, ევროპული კერძო სამართლის რეცეფცია საქართველოში,
თბ., 2005;
10. სანდრა ჰენშელი, სამოქალაქო კაზუსების დამუშავების მეთოდიკა
http://www.gtz.de/de/weltweit/europa-kaukasus-zentralasien/26436.htm

11. ავტორთა კოლექტივი, სავარჯიშოები სამოქალაქო სამართლის


ზოგად ნაწილსა და სანივთო სამართალში, თბ., 2014;

12. გიორგი რუსიაშვილი კაზუსები სამოქალაქო სამართლის ზოგად


ნაწილში (შედარებით სამართლებრივი მიმოხილვა, „იურისტების
სამყარო“, თბ., 2015;
13. დ. მაისურაძე, თ. დარჯანია, შ. პაპუაშვილი, სამოქალაქო სამართლის
ზოგადი ნაწილი (კაზუსების კრებული), თბ., 2017;
14. Peter Stein, Roman Law in European History (Cambridge University
Press), 1999;
15. R. C. van Caenegem, European Law in the Past and Future Unity and
Diversity over Two Millennia (Cambridge University Press), 2002;
16. Reinhard Zimmermann, Comparative Foundations of a European Law of
Set-off and Prescription (Cambridge University Press), 2002;
17. Ян Шапп, Система германского гражданского права (Международные
отношения), M., 2006.

ინტერნეტ-მისამართები:
13
1. ბესარიონ ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა
წესრიგი საქართველოში, 2007 (www.gtz-law-
caucasus.net/ru/publikationen/index/php);

2. ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი,


,,სიესტა“, ბრემენი – თბილისი, 2004-2009.
http://www.gtz.de/de/dokumente/gtz2009-ge-anspruchsgrundlagen.pdf

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. იხ.


http://supremecourt.ge

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა. იხ.


www.constcourt.ge

14

You might also like