You are on page 1of 9

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სასწავლო კურსის სილაბუსი

ფაკულტეტი იურიდიული
სწავლების საფეხური ბაკალავრიატი
პროგრამა სამართალი
სასწავლო კურსის სასჯელის შეფარდება
სახელწოდება Sentence of punishment
სასწავლო კურსის კოდი LAWB5080
სასწავლო კურსის სტატუსი არჩევითი
სწავლების ენა ქართული
დაშვების წინაპირობები სასწავლო კურსი - სისხლის სამართალი (ზოგადი ნაწილი)

სახელი, გვარი ედიშერ ფუტკარაძე


სამეცნიერო ხარისხი სამართლის დოქტორი
თანამდებობა პროფესორი, მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსის
საკონტაქტო ტელ. 593180045
განმახორციელებელი
E-mail edisher.putkaradze@tsu.ge
კონსულტაციის დღე: ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული
ცხრილის მიხედვით

კრედიტები 5
საათების საერთო რაოდენობა 125
საკონტაქტო საათები: 43
სტუდენტის სასწავლო
დატვირთვა ლექცია 26
სემინარი 12
შუალედური და დასკვნითი გამოცდები 5
დამოუკიდებელი მუშაობის საათები 82

სასწავლო კურსის მიზანი და სწავლის შედეგები

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს:

 მისცეს სიღრმისეული ცოდნა სასჯელის არსისა და ნიშნების, სასჯელის სამართლებრივი ბუნებისა და


მისი სოციალური ფუნქციის, სასჯელის მიზნების, სასჯელის ძირითადი თეორიების, სასჯელთა
შეფარდების პირობების, ფარგლებისა და წესის, სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისების, სასჯელის
დანიშვნის პრინციპების, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებების, პირობითი
სასწავლო კურსის მიზანი მსჯავრის იურიდიული ბუნების, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების
არსის, სახეების, საფუძველის და პირობების, სასჯელისგან გათავისუფლების არსისა და სახეების,
აგრეთვე იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ;
 გამოუმუშავოს სასჯელის ინსტიტუტთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის მოძიების, აღნიშნულ
სფეროში არსებული სამართლებრივი პრობლემების ანალიზის, მათი გადაწყვეტის შესაბამის
მიდგომების განვითარების და საკუთარი სამართლებრივივი დასკვნების თაობაზე ზეპირი და წერითი
ფორმით კომუნიკაციის უნარი.

სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება სტუდენტი:

(A) აღწერს სასჯელის მიზნებს, ნიშნებს, სამართლებრივ ბუნებასა და მის სოციალურ ფუნქციას,
სასჯელის ძირითად თეორიებს, სასჯელთა სისტემის მნიშვნელობას, სასჯელთა შეფარდების
პირობებს, ფარგლებსა და წესს, სასჯელის დანიშვნის სამართლებრივ ბუნებას, სასჯელის დანიშვნის
ზოგად საწყისებს, სასჯელის დანიშვნის პრინციპებს, სასჯელის სავალდებულო და დისპოზიციური
შემცირების ან დამძიმების საფუძვლებს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან
გათავისუფლების სახეებს, საფუძველს და პირობებს, სასჯელისგან გათავისუფლების სახეებს, ასევე
არასრულწლოვანის სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულებისა და პასუხისმგებლობის ძირითად
თავისებურებებს;
(B) განსასხვავებს სასჯელს ადმინისტრაციული, დისციპლინური და სამოქალაქოსამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან;
(C) განსაზღვრავს სამართლიანი განაჩენის პოლიტიკურ და სამართლებრივ მნიშვნელობას, ასევე
პირობითი მსჯავრის იურიდიულ ბუნებასა და იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის თავისებურებებს.
სტუდენტი:

(D) ამოიცნობს სასჯელის შეფარდების სფეროში არსებულ რთულ და გაუთვალისწინებელ პრობლემებს


და სამართლის მეთოდების გამოყენებით შეიმუშავებს მათი გადაწყვეტის შესაბამის გზებს;
(E) არჩევს, აანალიზებს და იყენებს სისხლისსამართლებრივ ნორმებს, წყაროებს, მეთოდებს, აღნიშნულ
უნარი
სფეროში შემთხვევის (კაზუსის) ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, მათი შეფასებისა და
გადაწყვეტის მიზნით;
(F) მსჯელობს სასჯელის შეფარდების სფეროში არსებული სამართლებრივი პრობლემებისა და მათი
გადაჭრის გზების შესახებ, იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით, ზეპირი და წერითი
ფორმით.
სტუდენტი:
პასუხისმგებლობა და
(G) მოიძიებს და გამოარჩევს სასჯელის ინსტიტუტთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას, მათ შორის
ავტონომიურობა
საკანონმდებლო ცვლილებებს, სასამართლო პრაქტიკას, მეცნიერების სიახლეებს, აღნიშნულ
სფეროში საკუთარი ცოდნის გაფართოვების მიზნით.

სწავლება-სწავლის მეთოდები და აქტივობები

ანალიზი, სინთეზი
გონებრივი იერიში (Brain storming)
გუნდური (collaborative) მუშაობა
დამოუკიდებელი სწავლა
დემონსტრირება
დისკუსია/დებატები
ლექცია
ევრისტიკული მეთოდი
სამუშაო ჯგუფში მუშაობა
პრაქტიკული მუშაობა ვერბალური ახსნა–განმარტება
სწავლებისა და სწავლის
მეთოდები და აქტივობები სემინარი ინდუქცია, დედუქცია
ელექტრონული რესურსით სწავლება პრაქტიკული მეთოდები
ელექტრონული სწავლება
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL)
სხვა
პროექტის შემუშავება და პრეზენტაცია
როლური და სიტუაციური თამაშები
ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება (lBD)
შემთხვევის ანალიზი (Case study)
წერითი მუშაობა
სხვა

შეფასების სისტემა: შეფასების კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება წარმოებს 100-ქულიანი სისტემით. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის

2
შეფასება მოიცავს შუალედურ შეფასებას (მაქსიმუმ 60 ქულა) და დასკვნით შეფასებას (მაქსიმუმ 40 ქულა), რომელთა ჯამი წარმოადგენს
საბოლოო შეფასებას (100 ქულა).

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური შეფასების კომპონენტებია ზეპირი გამოკითხვა და შუალედური წერითი
გამოცდა. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური შეფასების თითოეულ კომპონენტს გააჩნია თა ვისი წილი
შუალედური შეფასების 60 ქულის ფარგლებში. სტუდენტის შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ხვედრითი წილი
შეადგენს 21 ქულას.

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის დასკვნითი შეფასების კომპონენტია დასკვნითი წერითი გამოცდა. დასკვნითი წერითი გა-
მოცდა სავალდებულოა. დასკვნით წერით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებით
დააგროვილი აქვს მინიმუმ 21 ქულა. სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებით დაგროვილი არ ექნება შუალედური შეფასების
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ანუ მინიმუმ 21 ქულა, დასკვნით წერით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი შეფასების მინიმალური
კომპეტენციის ზღვარის ხვედრითი წილი შეადგენს 20 ქულას. დასკვნითი შეფასება ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ
სტუდენტი დასკვნით წერით გამოცდაზე დააგროვებს მინიმუმ 20 ქულას.

სასწავლო კურსი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ შუალედური შეფასებისა და დასკვნითი შეფასების (40 ქულა) გათვალისწი-
ნებით სტუდენტი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას. სტუდენტს კრედიტი ენიჭება კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი
დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
დადებითი შეფასება
A - ფრიადი შეფასების 91-100 ქულა
B - ძალიან კარგი მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა
C - კარგი მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა
D - დამაკმაყოფილებელი მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა
E - საკმარისი მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა
უარყოფითი შეფასება
მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა (სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა
FX - ვერ ჩააბარა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება. ამასთან,
დამატებითი გამოცდა შეიძლება დანიშნოს დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან
არანაკლებ 5 კალენდარულ დღეში).
მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები (სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის
F - ჩაიჭრა
საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი)
შეფასების ფორმები და კომპონენტები
შეფასების ფორმები და კომპონენტები რაოდენობა თითოეულის მაქსიმალური შეფასება მაქსიმალური ქულა
შუალედური შეფასება, მათ შორის: 60
ზეპირი გამოკითხვა 10 3 30
შუალედური წერითი გამოცდა 1 30 30
დასკვნითი შეფასება 40
დასკვნითი წერითი გამოცდა 1 40 40
სულ 100
შუალედური და დასკვნითი შეფასების კომპონენტები და მეთოდები
ზეპირი გამოკითხვა
სტუდენტის ზეპირი გამოკითხვა ფასდება 3 ქულით. შუალედური შეფასების ფარგლებში, სემესტრის განმავლობაში, სტუდენტი ზეპირი
ფორმით გამოიკითხება ათჯერ. შესაბამისად, ზეპირ გამოკითხვებში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა (10X3), რაც
საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია.

ზეპირი გამოკითხვის შეფასების მეთოდებია: კითხვა-პასუხი, მოხსენებება, დისკუსიაში მონაწილეობა.


ქულა კითხვა-პასუხის, მოხსენებების, დისკუსიაში მონაწილეობის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტი კარგადაა მომზადებული, პასუხი მკაფიოდ და ადეკვატურადაა ფორმულირებული, მისი სამართლებრივი მსჯელობა
3
მაღალ დონეზეა. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას
სტუდენტი მომზადებულია, პასუხი მკაფიოდ და ადექვატურადაა ფორმულირებული, თუმცა შეკვეცილია. მისი სამართლებრივი
2
მსჯელობა კარგია. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას
სტუდენტი არ არის კარგად მომზადებული., პასუხი არასრულადაა ფორმულირებული, მისი სამართლებრივი მსჯელობა
1
ფრაგმენტულია, ხოლო იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია
სტუდენტი ფაქტიურად მოუმზადებელია, პასუხი ბუნდოვანი და არაადეკვატურია. მისი სამართლებრივი მსჯელობა არსებითად
0
მცდარია, იგი არ იყენებს იურიდიული ტერმინოლოგიას
შუალედური წერითი გამოცდა
შუალედური შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს შუალედურ წერით გამოცდას. შუალედური წერითი გამოცდა ტარდება მე-8-მე-9
სასწავლო კვირას. შუალედურ წერით გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 30
პროცენტის ტოლია.

3
შუალედური წერითი გამოცდის შეფასების მეთოდებია: თეორიული საკითხი, კაზუსი. შუალედური წერითი გამოცდა მოიცავს 2
თეორიულ საკითხს და 1 კაზუსს. შუალედური წერითი გამოცდისას თითოეული თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით, ხოლო კაზუსი -
10 ქულით.
დასკვნითი წერითი გამოცდა
დასკვნითი შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს დასკვნით წერით გამოცდას. დასკვნითი წერითი გამოცდა ტარდება მე-16-მე-19
სასწავლო კვირას. დასკვნით წერით გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 40 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 40 პროცენტის
ტოლია.

დასკვნითი წერითი გამოცდის შეფასების მეთოდები: თეორიული საკითხი, კაზუსი, ღია კითხვა. დასკვნითი წერითი გამოცდა მოიცავს 2
თეორიულ საკითხს, 1 კაზუსს და 5 ღია კითხვას. დასკვნითი წერითი გამოცდისას თითოეული თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით,
კაზუსი - 10 ქულით, ხოლო თითოეული ღია კითხვა - 2 ქულით.
ქულა თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმები
პასუხი სრულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, საკითხი ლოგიკურად, თანმიმდევრულად და
9-10 ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი
ანალიზი მაღალ დონეზეა.
პასუხი სრულია. სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, საკითხი ლოგიკურად,
7-8 თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა
და სამართლებრივი ანალიზი ძალიან კარგია.
პასუხი სრულია. სტუდენტი დამაკმაყოფილებელად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას. საკითხი
5-6 ლოგიკურად და ადეკვატურად არის გადმოცემული, თუმცა არათანმიმდევრულია. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია.
სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი დამაკმაყოფილებელია.
პასუხი შეკვეცილია. სტუდენტი საკმარისად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, თუმცა აღინიშნება
3-4 ნაკლოვანებები. საკითხის გადმოცემულია ნაწილობრივ. იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია. სამართლებრივი მსჯელობა
და ანალიზი ფრაგმენტულია.
პასუხი ნაკლოვანია. სტუდენტი ვერ ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, გადმოცემულია საკითხის
1-2 შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები. იურიდიული ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული. სამართლებრივი
მსჯელობა და ანალიზი არადამაკმაყოფილებელია.
0 პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
ქულა კაზუსის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტს ზედმიწევნით კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია სწორად,
მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი მაღალ დონეზეა. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს
9-10
თეორიული მასალას, გააზრებული აქვს და კაზუსის ამოხსნისას იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს,
იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი დაცულია, საბოლოო დასკვნა სრულია და ზედმიწევნით სწორეა.
სტუდენტს კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია სწორად, მსჯელობის
თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი კარგია. სტუდენტი კარგად ფლობს თეორიული მასალას, გააზრებული აქვს და
7-8
კაზუსის ამოხსნისას იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი
სტილი დაცულია, საბოლოო დასკვნა სრულია და სწორეა.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია სწორად, თუმცა
მსჯელობა არათანმიმდევრულია. სტუდენტი დამაკმაყოფილებელად ფლობს თეორიული მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას
5-6
არ იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი დაცულია,
საბოლოო დასკვნა დამაკმაყოფილებელია.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია სწორად, თუმცა
მსჯელობა არათანმიმდევრულია. სტუდენტი საკმარისად ფლობს თეორიული მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს
3-4
სამართლის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი ნაკლოვანია,
საბოლოო დასკვნა შეკვეცილი და ფრაგმენტულია.
სტუდენტს არასწორად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია არასწორად, მსჯელობის
თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი არადამაკმაყოფილებელია. სტუდენტი ვერ ფლობს თეორიული მასალას და
1-2
კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია არ არის
გამოყენებული, ხოლო ენობრივი სტილი ნაკლოვანია, საბოლოო დასკვნა ნაკლოვანია.
0 პასუხი კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
ქულა ღია კითხვის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტს კარგად აქვს აღქმული შეკითხვის არსი. პასუხი არგუმენტირებულად დასაბუთებულია, სტუდენტი ზედმიწევნით
2
კარგად ფლობს თეორიული მასალას, სამართლებრივი მსჯელობა ძალიან კარგია.
სტუდენტს აღქმული აქვს შეკითხვის არსი. პასუხი დასაბუთებულია, სტუდენტი ფლობს თეორიული მასალას, სამართლებრივი
1
მსჯელობა დამაკმაყოფილებელია.
0 პასუხი შეკითხვის არსის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

4
სასწავლო ლიტერატურა

ძირითადი ლიტერატურა  სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო; ავტორთა კოლექტივი, თბ. 2019
 სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის ტენდენციები საქართველოში, თბ. 2016.
 ი. ვარძელაშვილი, სასჯელის მიზნები, თბ., 2016.
 ი. დვალიძე, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი სასჯელი და დანაშაულის სხვა
სისხლისსამართლებრივი შედეგები, თბ., 2013.
 ნ. თოდუა, მ. ივანიძე, ლ. ფაფიაშვილი, ი. ხერხეულიძე, თ. ცქიტიშვილი, სანქციები სისხლის
სამართალში. თბ,. 2019.
 თ. ცქიტიშვილი. სასჯელი და მისი შეფარდება, თბ. 2019.
 ალ. ვაჩეიშვილი, სასჯელი და სოციალური დაცვის ღონისძიებანი, თბ., 1960.
 ჩ.ბეკარია, დანაშაულისა და სასჯელისათვის, იტალიურიდან თარგმნა ი.ხუცურაულმა, თბ., 2003;

5
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი);
https://matsne.gov.ge/ka/document/view/16426
 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი (2015 წლის 12 ივნისი);

ნორმატიული აქტები
 https://matsne.gov.ge/ka/document/view/2877281?publication=12
 სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს 2010 წლის 21
ივლისის კანონი. https://matsne.gov.ge/ka/document/view/112594?publication=7
 ბავშვის უფლებათა კოდექსი (27 სექტემბერი 2019) <https://matsne.gov.ge/ka/document/view/4613854?
publication=1>

 ე. ფუტკარაძე, პროპორციულობის (თანაზომიერების) ზოგიერთი საკითხი სასჯელის დანიშვნისას,


დამატებითი ლიტერატურა სამართლისა და პოლიტიკური აზროვნების ისტორიის ნარკვევები, წიგნი IV, თბ., 2019, გვ.829-856;
 ე.ფუტკარაძე, სასჯელის დანიშვნისა და აღსრულების ზოგიერთი აქტუალური საკითხი, გურამ
თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა
კრებული №9, 2019, გვ.30-36;
 ე.ფუტკარაძე, სასჯელის და მისი დანიშვნის საკითხი საზღვარგარეთის ქვეყნებში (ზოგიერთი
პრობლემის შედარებითი ანალიზი) ნაწილი I, ,,ცხოვრება და კანონი“, 2016 წ. №1, გვ.9-25;
 ე.ფუტკარაძე, სასჯელის და მისი დანიშვნის საკითხი საზღვარგარეთის ქვეყნებში (ზოგიერთი
პრობლემის შედარებითი ანალიზი) ნაწილი II, ,,ცხოვრება და კანონი“, 2016 წ. № 2(23), გვ. 10-23;
ე.ფუტკარაძე, სასჯელის სამართლებრივი რეგულირება და სასამართლო პრაქტიკა საქართველოში,
,,ცხოვრება და კანონი“, 2015 წ. №1, გვ.22-35;

 არასრულწლოვანთა სასჯელისა და აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიების


შეფარდების პრობლემები, თბ., 2011.
 გ. ნადარეიშვილი, ქართული სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია, თბ., 2005
 ზ. გოთუა, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილი, სასჯელი, თბ., 2001.
 ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. VII, თბ., 1983.
 მ. ლეკვეიშვილი - 85-ე საიუბილეო კრებული, თბ., 2014.

 მ. შალიკაშვილი, გ. მიქანაძე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება (სახელმძღვანელო), თბილისი
- ფრაიბურგი - სტრასბურგი, მესამე გამოცემა, 2016.
 ნავენა ვუჩკოვიჩ შაჰოვიჩი, იააპ ე. დოეკი, ჟან ცერმატენი, ბავშვის უფლებები საერთაშორისო
სამართალში, ბავშვის უფლებები მოკლედ და კონტექსტში: ყველაფერი ბავშვთა უფლებების
შესახებ, ბერნი, 2012.
 ჟან პრადელი, შედარებითი სისხლის სამართალი, თბ. 1999.
 საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ-საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტობრის გადაწყვეტილება,
http://constcourt.ge/ge/legal-acts/judgments/saqartvelos-moqalaqe-beqa-wiqarishvili-saqartvelos-
parlamentis-winaagmdeg2.page
მართლმსაჯულება და კანონი, 2014 წ-ნ4, სასჯელის მიზნები და სასჯელის შეფარდების
სისხლისამათლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები, http://www.supremecourt.ge/files/upload-
file/pdf/martlmsajuleba-da-kanoni-2014w-n4.pdf

 E. Phutkaradze, Strafrechtliche Sanktionen und ihre Anwendung in der Praxis der georgischen
Gerichte, Zeitschrift “Osteoropa Recht”,2007,# 1-2, s. 96-99;

 E. Phutkaradze,On the Issue of the Crime Committed by and against Juveniles in Georgia, International Crime
and Punishment Film Festival, 13-19 September,2013,Istanbul, p. 121-151, www. icapff.com

 E. Phutkaradze, Rechtsregelung der Strafe und Rechtspraxis in Georgien, 2 nd Criminal Law Reforms
Congress, 30 May-6 June, 2015, Istanbul, s. 575-596, www.criminallawreforms.org

E. Phutkaradze, Zwangsmassnahmen im Ermittlungsverfahren, Landesbericht fuer Georgien, 11. Ceza


Hukuku Guenleri, 2019, Istanbul, s.253-263;

 Ювельное прово Росийской Федерации, А.М Рабец, 2 -е издание, М., 2015.


 Maurach, Gössel, Zipf, Strafrecht, Allgemeiner Teil, Teilband 2, 2014.
 F. Mcneill, K. Beyens, Offender Supervision in Europe, 2014.
 RICHARD S. FRASE, JUST SENTENCING, Principles and Procedures for a Workable System, OXFORD
UNIVERSITY PRESS, 2013.

6
 Craig Haney, Reforming Punishment, PSYCHOLOGICAL LIMITS TO THE PAINS OF IMPRISONMENT,
AMERICAN PSYCHOLOGICAL ASSOCIATION WASHINGTON, DC, Second printing, January 2009.

სასწავლო კურსის შინაარსი

კვირის N სწავლების მეთოდი ლექციის/სემინარის/პრაქტიკუმის და ა.შ. თემა


საუბარი სასწავლო კურსის მოცულობაზე და პროცესის წარმართვის მეთოდებზე, შეფასების
სისტემაზე და სავალდებულო ლიტერატურაზე.

თემა 1. სასჯელის მიზანი და დანიშნულება

1 ლექცია (2 სთ.)
ძირითადი ლიტერატურა:
 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო; ავტორთა კოლექტივი, თბ. 2019.
 თ. ცქიტიშვილი. სასჯელი და მისი შეფარდება, თბ. 2019.
 ალ. ვაჩეიშვილი, სასჯელი და სოციალური დაცვის ღონისძიებანი, თბ., 1960.

თემა 2. სასჯელის ძირითადი თეორიები, მათი ჩამოყალიბებისა და განვითარების ეტაპები.

2
ლექცია (2 სთ.)
ძირითადი ლიტერატურა:
 თ. ცქიტიშვილი. სასჯელი და მისი შეფარდება, თბ. 2019.
 ალ. ვაჩეიშვილი, სასჯელი და სოციალური დაცვის ღონისძიებანი, თბ., 1960.

თემა 3. სისხლის სამართლის პოლიტიკა, პოლიტიკის მიზნები, ისტორია და თანამედროვე


მდგომარეობა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

3 ლექცია (2 სთ.) ძირითადი ლიტერატურა:


 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო; ავტორთა კოლექტივი, თბ. 2019.
 თ. ცქიტიშვილი. სასჯელი და მისი შეფარდება, თბ. 2019.
 ალ. ვაჩეიშვილი, სასჯელი და სოციალური დაცვის ღონისძიებანი, თბ., 1960.

4 თემა 4. სასჯელი, როგორც დამნაშავის რესოციალიზაციის საშუალება და მისი


ლექცია (2სთ.) სპეციალურპრევენციული მნიშვნელობა

ძირითადი ლიტერატურა:
 თ. ცქიტიშვილი. სასჯელი და მისი შეფარდება, თბ. 2019.
 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო; ავტორთა კოლექტივი, თბ. 2019.
 ი. ვარძელაშვილი, სასჯელის მიზნები, თბ., 2016, გვ. 186-205.
 სისხლის სამათლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის ტენდენციები საქართველოში, თბ.
2016, გვ. 499-662.
 ნ. თოდუა, მ. ივანიძე, ლ. ფაფიაშვილი, ი. ხერხეულიძე, თ. ცქიტიშვილი, სანქციები სისხლის
სამართალში, თბ,. 2019, გვ. 11-12.

7
თემა 5. სასჯელი შეფარდების ცნება და პროცესი
ძირითადი ლიტერატურა:
5 ლექცია (2 სთ.)
 თ. ცქიტიშვილი. სასჯელი და მისი შეფარდება, თბ. 2019.
 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო; ავტორთა კოლექტივი, თბ. 2019.
 ნ. თოდუა, მ. ივანიძე, ლ. ფაფიაშვილი, ი. ხერხეულიძე, თ. ცქიტიშვილი, სანქციები სისხლის
სამართალში, თბ,. 2019, გვ. 11-63.

თემა 6. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის


შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მნიშვნელობა სასჯელის შეფარდებისას

ძირითადი ლიტერატურა:
6 ლექცია (2 სთ.)  თ. ცქიტიშვილი. სასჯელი და მისი შეფარდება, თბ. 2019.
 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო; ავტორთა კოლექტივი, თბ. 2019.
 ი. ვარძელაშვილი, სასჯელის მიზნები, თბ., 2016, გვ. 205-215.
 ნ. თოდუა, მ. ივანიძე, ლ. ფაფიაშვილი, ი. ხერხეულიძე, თ. ცქიტიშვილი, სანქციები სისხლის
სამართალში, თბ,. 2019, გვ. 11-63.

7 ლექცია (2 სთ.) თემა 7. სასჯელის შეფარდებისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებანი

ძირითადი ლიტერატურა:
 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო; ავტორთა კოლექტივი, თბ. 2019.
 ი. დვალიძე, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი სასჯელი და დანაშულის სხვა
სისხლისსამართლებრივი შედეგები, თბ., 2013.
 თ. ცქიტიშვილი. სასჯელი და მისი შეფარდება, თბ. 2019.

შუალედური
8-9 მოსამზადებელი მასალა - I-დან VII კვირის ჩათვლით განვლილი საკითხები
გამოცდა (2 სთ)
თემა 8. უმართლობის შემამსუბუქებელი გარემოების მნიშვნელობა სასჯელის შეფარდებისას

ძირითადი ლიტერატურა:
ლექცია (2 სთ.)
10  თ. ცქიტიშვილი. სასჯელი და მისი შეფარდება, თბ. 2019.

 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო; ავტორთა კოლექტივი, თბ. 2019.

თემა 9. ბრალის შემამსუბუქებელი გარემოების მნიშვნელობა სასჯელის შეფარდებისას


11 ლექცია (2 სთ.)
ძირითადი ლიტერატურა:
 თ. ცქიტიშვილი. სასჯელი და მისი შეფარდება, თბ. 2019.

 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო; ავტორთა კოლექტივი, თბ. 2019.

თემა 10. ცალკეულ დანაშაულთა განხორციელებისას სასჯელის შეფარდებისას


გასათვალისწინებელი გარემოებანი. სასამართლო პრაქტიკიდან შესაბამისი გადაწყვეტილებისა და
შემთხვევის ანალიზი

12 ლექცია (2 სთ.)
ძირითადი ლიტერატურა:
 თ. ცქიტიშვილი. სასჯელი და მისი შეფარდება, თბ. 2019.
 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო; ავტორთა კოლექტივი, თბ. 2019.

ლექცია (2 სთ.) თემა 11. ორჯერ შეფასების აკრძალვის პრინციპი და მისი მნიშვნელობა სასჯელის შეფარდებისას

8
13 ძირითადი ლიტერატურა:

 თ. ცქიტიშვილი. სასჯელი და მისი შეფარდება, თბ. 2019.

 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო; ავტორთა კოლექტივი, თბ. 2019.

ლექცია (2სთ.) თემა 12. სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს. სასჯელთა
14 შეჯამება. სასამართლო პრაქტიკიდან შესაბამისი გადაწყვეტილებისა და შემთხვევის ანალიზი

ძირითადი ლიტერატურა:
 თ. ცქიტიშვილი. სასჯელი და მისი შეფარდება, თბ. 2019.

 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო; ავტორთა კოლექტივი, თბ. 2019.

თემა 13. სასჯელის შეფარდების დროს გასათვალისწინებელი ფაქტორები, რომლებიც


გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან

15 ლექცია (2 სთ.) ძირითადი ლიტერატურა:


 თ. ცქიტიშვილი. სასჯელი და მისი შეფარდება, თბ. 2019.
 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო; ავტორთა კოლექტივი, თბ. 2019.

დასკვნითი
16-19 მოსამზადებელი მასალა - სემესტრის განმავლობაში განვლილი საკითხები
გამოცდა (3 სთ)

სილაბუსის ავტორი ედიშერ ფუტკარაძე

You might also like