You are on page 1of 8

სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

სასწავლო კურსის სილაბუსი

სასწავლო კურსის
სასჯელის შეფარდება
დასახელება
ფაკულტეტი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი
საგანმანათლებლო
სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
პროგრამა
სწავლის სწავლების სასწავლო ECTS სტატუსი (სავალდებულო,
სასწავლო კურსის სემესტრი საათები
საფეხური წელი წელი კრედიტი არჩევითი)
პარამეტრები ბაკალავრიატი მეოთხე 2017-2018 მეშვიდე 5 125 არჩევითი
დამოუკიდებელი
საკონტაქტო საათები
საათების მუშაობის საათები
ლექცია ჯგუფში მუშაობა პრაქტიკული გამოცდები
განაწილება 80
26 13 0 6
გვარი, სახელი თანამდებობა საკონტაქტო ინფორმაცია ინდივიდუალური მუშაობა
პასუხისმგებელი ტელეფონი ელ-ფოსტა დღე საათი
ასოცირებული
ლექტორი ოთარ გამყრელიძე
პროფესორი
ოთხშაბათი 14.00.-16.00
599 108 350 Gamyrelidzeo@gmail.com

სასწავლო კურსის მიზნები:

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს:

 სასჯელის არსისა და ნიშნების, სასჯელის სამართლებრივი ბუნებისა და მისი სოციალური ფუნქციის, სასჯელის
მიზნების, სასჯელის ძირითადი თეორიების, სასჯელთა სისტემის ცნებისა და მნიშვნელობის, სასჯელთა
შეფარდების პირობების, ფარგლებისა და წესის, სასჯელის დანიშვნის სამართლებრივი ბუნების, სასჯელის
დანიშვნის ზოგადი საწყისების, სასჯელის დანიშვნის პრინციპების, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო
გარემოებების, სასჯელის სავალდებულო და დისპოზიციური შემცირების ან დამძიმების საფუძვლების, პირობითი
მსჯავრის იურიდიული ბუნების, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების არსის,
სახეების, საფუძველის და პირობების, სასჯელისგან გათავისუფლების არსისა და სახეების, არასრულწლოვანის
სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულებისა და პასუხისმგებლობის ძირითადი თავისებურებების, აგრეთვე
იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ;
 გამოუმუშაოს სისხლისსამართლებრივი ნორმების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენების, მათდამი კრიტიკული
დამოკიდებულებისა და მისი უკეთესით შეცვლის უნარი.

დაშვების წინაპირობები

სასწავლო კურსი - სისხლის სამართალი (ზოგადი ნაწილი)

სწავლის შედეგები:

ცოდნა და გაცნობიერება

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეიძენს სიღრმისეულ ცოდნას სასჯელის არსისა და ნიშნების, სასჯელის
სამართლებრივი ბუნებისა და მისი სოციალური ფუნქციის, სასჯელის მიზნების, სასჯელის ძირითადი თეორიების,
სასჯელთა სისტემის ცნებისა და მნიშვნელობის, სასჯელთა შეფარდების პირობების, ფარგლებისა და წესის, სასჯელის
დანიშვნის სამართლებრივი ბუნების, სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისების, სასჯელის დანიშვნის პრინციპების,
სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებების, სასჯელის სავალდებულო და დისპოზიციური შემცირების ან
დამძიმების საფუძვლების, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების არსის, სახეების,
საფუძველის და პირობების, სასჯელისგან გათავისუფლების არსისა და სახეების, არასრულწლოვანის
სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულებისა და პასუხისმგებლობის ძირითადი თავისებურებების, აგრეთვე
იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მარეგულირებელი სისხლისსამართლებრივი
ნორმების შესახებ.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს გაცნობიერებული ექნება სამართლიანი განაჩენის პოლიტიკური და
სამართლებრივი მნიშვნელობა, პირობითი მსჯავრის იურიდიული ბუნება, იურიდიული პირის

1
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავისებურებანი.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 სასჯელის დანიშვნის შესახებ მარეგულირებელი სისხლის სამართლებრივი ნორმების განმარტებასა და მათ
პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებას;
 სასჯელის დანიშვნასთან, ასევე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან
გათავისუფლების საკითხებზე კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციების გაწევას;
 სასჯელის დანიშვნასთან დაკავშირებული იურიდიული შინაარსის დოკუმენტების შედგენას;
 სასჯელის სახის, ზომის შერჩევისას, პრაქტიკაში წამოჭრილი პრობლემების გადასაწყვეტად ნორმატიული
საფუძვლების მოძიებას, განმარტებას და გამოყენებას.

დასკვნის უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 სასჯელის შეფარდების საკითხებზე არსებული პრობლემებისა და ხარვეზების ანალიზს, მათი გადაწყვეტის
თეზისის განვითარებასა და შერჩეული მიდგომის დასაბუთებას, აგრეთვე აღნიშნულ საკითხზე
სამართლებრივად დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბებას.

კომუნიკაციის უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 სასჯელის შეფარდების საკითხებზე დებატებში ჩართვას, განსხვავებული აზრის გაგებას და იურიდიული
ტერმინოლოგიის გამოყენებით ზეპირი და წერილობითი ფორმით ცოდნის გადმოცემას.

სწავლის უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 სასჯელის შეფარდების საკითხებზე საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკის და მეცნიერული
სიახლეების მიდევნებასა და ცოდნის მუდმივად განახლებას.

ღირებულებები

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 პრაქტიკული საქმიანობისას სამართლიანობის, კანონის უზენაესობის პრინციპის, ინდივიდთა უფლებების,
სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვას.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები

აღნიშნული სასწავლო კურსის შესასწავლად გამოყენებული იქნება სხვადასხვა მეთოდი. ლექციაზე მასალის
ვერბალურად გადაცემის გარდა (ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი), გამოყენებული იქნება დემონსტრირების
მეთოდი, რაც ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება
თვალსაჩინოს გახდის სასწავლო მასალის აღქმას. გარდა ამისა ლექციაზე გამოყენებული იქნება სწავლების ინდუქციური
და დედუქციური მეთოდები. ლექციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახსნა-განმარტების მეთოდს.
აღნიშნული მეთოდი გულისხმობს კონკრეტული საკითხის ირგვლივ მსჯელობას. მასალის გადმოცემისას მოყვანილი
ინება კონკრეტული მაგალითი (კაზუსი), რომლის დაწვრილებითი განხილვაც მოხდება მოცემული თემის ფარგლებში.
სემინარულ მეცადინეობებზე გამოყენებული იქნება კაზუისტიკური სწავლების მეთოდი (შემთხვევის ანალიზის (Case
study) მეთოდი), რომელიც ეფუძნება კონკრეტული შემთხვევების (კაზუსების) განიხილვას, აგრეთვე
დისკუსია/დებატების მეთოდი, რაც გულისხმობს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხისა და აქტივობის ამაღლებას.
დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ პროფესორის მიერ
დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი განუვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.

2
სასწავლო კურსის შინაარსი:
სასწავლო კვირა და თემის დასახელება და შინაარსი
მეცადინეობის
ფორმა
თემა 1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

1-ლი კვირა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ცნება და შინაარსი. მისი განსხვავება


პასუხისმგებლობი სხვა სახეებისგან (ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან, დისციპლინური
ლექცია(2 სთ) ასუხისმგებლობისგან, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებ-ლობისგან).
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობა, მისი რეალიზაციის ფორმები და
შეწყვეტა.
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი);
 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო; ავტორთა კოლექტივი, თბ. 2007 წ.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - საუბარი სასწავლო კურსის მოცულობაზე და პროცესის წარმართვის
მეთოდებზე, შეფასების სისტემაზე და სავალდებულო ლიტერატურაზე.
თემა 2. სასჯელის არსი და მისისამართლებრივი შედეგები. სასჯელის მიზნები

სასჯელისარსიდანიშნები. სასჯელისსამართლებრივიბუნებადამისისოციალურიფუნქცია.
სასჯელისგანსხვავებასახელმწიფოიძულებისსხვა ღონისძიებებისგან. სასჯელისმიზნები:
სამართლიანობისაღდგენა, ახალიდანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
მე-2 კვირა სასჯელის ძირითადი თეორიები. სასჯელისაბსოლუტურითეორია.
სასჯელისშეფარდებითითეორია. შემაერთებელი (ეკლეკტური) თეორიები.
ლექცია (2 სთ) სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი);
 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო; ავტორთა კოლექტივი, თბ. 2007 წ.
 დვალიძე ი. სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სასჯელი და დანაშაულის სხვა
სისხლისსამართლებრივი შედეგები. თბ., 2013.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - ზეპირი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 3. სასჯელთა სისტემა და სასჯელის ცალკეული სახეები

სასჯელთა სისტემის ცნება და მნიშვნელობა. სასჯელის სისტემა ქართული სისხლის სამართლის


მე-3 კვირა კანონმდებლობის ისტორიაში და მოქმედ კანონმდებლობაში. სასჯელის სახეები. ძირითადი და
დამატებითი სასჯელები. ჯარიმა, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.
ლექცია (2 სთ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. გამასწორებელი სამუშაო. სამხედრო პირის
სამსახურებრივი შეზღუდვა. თავისუფლების შეზღუდვა. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. უვადო
თავისუფლების აღკვეთა. ქონების ჩამორთმევა. სასჯელთა შეფარდების პირობები, ფარგლები და
წესი.
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი);
 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო; ავტორთა კოლექტივი, თბ. 2007 წ.
 დვალიძე ი. სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სასჯელი და დანაშაულის სხვა
სისხლისსამართლებრივი შედეგები. თბ., 2013.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 4. სასჯელის დანიშვნა

მე-4 კვირა სასჯელის დანიშვნის სამართლებრივი ბუნება. სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები. სასჯელის
დანიშვნის პრინციპები. სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებანი: დანაშაულის
ლექცია (2 სთ) მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა
დარღვევის ხასიათი, მოვალეობათა დარღვევის ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების
განხორციელების ხერხი, მართლაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი
და ეკონომიკური პირობები, ქმედების შემდგომი ყოფაქცევა.
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი);
 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო; ავტორთა კოლექტივი, თბ. 2007 წ.
 დვალიძე ი. სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სასჯელი და დანაშაულის სხვა
სისხლისსამართლებრივი შედეგები. თბ., 2013.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
მე- 5 კვირა თემა 5. სასჯელის სავალდებულო და დისპოზიციური შემცირების ან დამძიმების საფუძვლები

3
კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა. სასჯელის დანიშვნა
დაუმთავრებელი დანაშაულისთვის. სასჯელის დანიშვნა დანაშაულში თანამონაწილეობისა და
დანაშაულის ამსრულებლობისთვის. სასჯელის დანიშვნა დანაშაულის რეციდივის დროს.
სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს. სასჯელთაშეჯამება.
სასჯელისვადისგამოანგარიშებადასასჯელისჩათვლა.
ლექცია (2 სთ) სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი);
 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო; ავტორთა კოლექტივი, თბ. 2007 წ.
 დვალიძე ი. სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სასჯელი და დანაშაულის სხვა
სისხლისსამართლებრივი შედეგები. თბ., 2013.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
მე- 6-მე-7 კვირა პირველი შუალედური გამოცდა (2 სთ) - 30 ქულა
თემა 6. პირობითი მსჯავრი

პირობითი მსჯავრი. მისი იურიდიული ბუნება. პირობითი მსჯავრის სახეები და გამოყენების წესი.
გამოსაცდელი ვადა. მოვალეობის დაკისრება. პირობითი მსჯავრის გაუქმება და გამოსაცდელი
მე-8 კვირა ვადის გაგრძელება. სამოქალაქო შეთანხმება.
სავალდებულო ლიტერატურა:
ლექცია (2 სთ)
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი);
 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო; ავტორთა კოლექტივი, თბ. 2007 წ.
 დვალიძე ი. სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სასჯელი და დანაშაულის სხვა
სისხლისსამართლებრივი შედეგები. თბ., 2013.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - პირველი შუალედური გამოცდების შედეგების განხილვა
თემა 7.სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება: ცნება და სახეები
მე-9 კვირა
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ცნება, სახეები, საფუძველი და
ლექცია (2 სთ) პირობები. ქმედითი მონანიება. ვითარების შეცვლა. ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოებთან
თანამშრომლობა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა. სისხლის სამართალში ხანდაზმულობის
ლეგიტიმაციის ზოგადი დახასიათება და საკანონმდებლო რეგულაციები. განრიდება.
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი);
 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო; ავტორთა კოლექტივი, თბ. 2007 წ.
 დვალიძე ი. სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სასჯელი და დანაშაულის სხვა
სისხლისსამართლებრივი შედეგები. თბ., 2013.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 8. სასჯელისაგან გათავისუფლება: ცნება და სახეები

სასჯელისაგან გათავისუფლების არსი. სასჯელისაგან გათავისუფლების გამიჯვნა


სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისგან. სასჯელის მოხდისაგან
პირობით ვადამდე გათავისუფლება. სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სახის
სასჯელით. საჯელის გადახედვა თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის გამოძიებასთან
მე-10 კვირა თანამშრომლობის შედეგად. სასჯელისაგან გათავისუფლება ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის
გამო. სასჯელის მოხდის გადავადება ორსული ქალისთვის. სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება
ლექცია (2 სთ) გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო.
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი);
 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო; ავტორთა კოლექტივი, თბ. 2007 წ.
 დვალიძე ი. სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სასჯელი და დანაშაულის სხვა
სისხლისსამართლებრივი შედეგები. თბ., 2013.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 9. ამნისტია, შეწყალება, ნასამართლობა

მე-11 კვირა ამნისტია, შეწყალება, ნასამართლობა. ნასამართლობის მოხსნისა და გაქარწყლების წესი.


სავალდებულო ლიტერატურა:
ლექცია (2 სთ)  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი);
 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო; ავტორთა კოლექტივი, თბ. 2007 წ.
 დვალიძე ი. სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სასჯელი და დანაშაულის სხვა
სისხლისსამართლებრივი შედეგები. თბ., 2013.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - ზეპირი გამოკითხვა - 10 ქულა

4
თემა 10. არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი დანაშაულის სისხლისსამართლე-ბრივი შედეგები

არასრულწლოვანის სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულებისა და პასუხისმგებლობის


ძირითადი თავისებურებანი. საჯელთა სისტემა და სასჯელის ცალკეული სახეები. ჯარიმა,
მე-12 კვირა საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. გამასწორებელი
სამუშაო. თავისუფლების შეზღუდვა. თავისუფლების აღკვეთა.
ლექცია (2 სთ)
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი);
 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო; ავტორთა კოლექტივი, თბ. 2007 წ.
 დვალიძე ი. სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სასჯელი და დანაშაულის სხვა
სისხლისსამართლებრივი შედეგები. თბ., 2013.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
მე-13-მე-14 კვირა მეორე შუალედური გამოცდა(2 სთ) - 30 ქულა
თემა 11. არასრულწლოვანის გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და
სასჯელისგან

არასრულწლოვანის გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის-გან.


აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიებები. გაფრთხილება. საზედამხედველოდ
გადაცემა. ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაკისრება. ქცევის შეზღუდვა. სპეციალურ
მე-15 კვირა აღმზრდელობით ან სამკურნალო-აღმზრდელობით დაწესებულებაში მოთავსება. განრიდება და
მედიაცია. არასრულწლოვანის სასჯელისგან გათავისუფლება და სასჯელის შეცვლა. სასჯელის
ლექცია (2 სთ) მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება. სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო
მსუბუქი სახის სასჯელით.
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი);
 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო; ავტორთა კოლექტივი, თბ. 2007 წ.
 დვალიძე ი. სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სასჯელი და დანაშაულის სხვა
სისხლისსამართლებრივი შედეგები. თბ., 2013.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - მეორე შუალედური გამოცდების შედეგების განხილვა
თემა 12. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზოგადი დებულებანი.


იურიდიული პირის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის
მე-16 კვირა სამართლის კანონმდებლობით. იურიდიული პირისთვის დაწესებულ სასჯელთა ცალკეული
სახეები და მათი დანიშვნის თავისებურებანი. ლიკვიდაცია. საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.
ლექცია (2 სთ) ჯარიმა. ქონების ჩამორთმევა.
სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი);
 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო; ავტორთა კოლექტივი, თბ. 2007 წ.
 დვალიძე ი. სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სასჯელი და დანაშაულის სხვა
სისხლისსამართლებრივი შედეგები. თბ., 2013.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 13. სასჯელის დანიშვნა უცხო სახელმწიფოთა სისხლის სამართლის კანონმდებლობის
მიხედვით
მე-17 კვირა
სანქციის ცნება, მიზნები და სახეები უცხო სახელმწიფოთა სისხლის სამართლის კანონმდებლობის
ლექცია (2 სთ) მიხედვით.
სავალდებულო ლიტერატურა:
 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო; ავტორთა კოლექტივი, თბ. 2007 წ.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - ზეპირი გამოკითხვა - 10 ქულა
მე-18-მე-19 კვირა დასკვნითი გამოცდა (2 სთ.) – 30 ქულა
მე-20-21-ე კვირა განმეორებითი გამოცდა

სწავლის შედეგების მიღწევის ფორმები

ლექცია სემინარი (ჯგუფში მუშაობა) პრაქტიკული პრაქტიკა ინდივიდუალური/ჯგუფური საშინაო

დავალების პრეზენტაცია იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობა დამოუკიდებელი მუშაობა

5
შეფასების კრიტერიუმები

N შეფასების კომპონენტები მოკლე აღწერა მაქსიმალური ქულა

1 შუალედური შეფასება, მათ შორის: 70 ქულა

1.1 ზეპირი/წერითი გამოკითხვა (ტესტირება) (10X10):10 10

1.2 პირველი შუალედური გამოცდა 1X30 30

1.3 მეორე შუალედური გამოცდა 1X30 30

2 დასკვნითიგამოცდა 1X30 30

სულ 100ქულა

შემოთავაზებული კურსის დაუფლება სწავლების პროცესში სტუდენტთა აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს და


შეძენილი ცოდნის უწყვეტი შეფასების პრინციპს ეფუძნება.

სტუდენტთა ცოდნის შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით, რომელიც სასწავლო პროცესში ჩართული მეთოდების
წილისგან შედგება.

დადებით შეფასებად ჩაითვლება:


 (A) - ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
 (B) - ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%;
 (C) - კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%;
 (D) - დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;
 (E) - საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;
უარყოფით შეფასებად ჩაითვლება:
 (FX) - ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა
სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
 (F) - ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ
არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

სტუდენტის სემესტრის განმავლობაში გაწეული შრომის შეფასება გარკვეული შეფარდებით ითვალისწინებს:

 შუალედურ შეფასებას;
 დასკვნითი გამოცდის შეფასებას.

სტუდენტის შუალედური შეფასება ითვალისწინებს ყოველკვირეულ გამოკითხვას (წერითი გამოკითხვა


(ტესტირება),ზეპირი გამოკითხვა), პირველ შუალედურ გამოცდას და მეორე შუალედურ გამოცდას.

თითოეული ყოველკვირეული გამოკითხვა (წერითი გამოკითხვა (ტესტირება),ზეპირი გამოკითხვა) ფასდება 10 ქულით.


ყოველკვირეული შეფასებების საბოლოო ქულა იანგარიშება საშუალო არითმეტიკულით ანუ ყოველკვირეულ
გამოკითხვებში მიღებული ქულების ჯამის გაიყოფით ჩატარებულ ყოველკვირეულ გამოკითხვათა რაოდენობაზე.
ამრიგად, ყოველკვირეულ შეფასებებში (წერითი გამოკითხვა (ტესტირება),ზეპირი გამოკითხვა) სტუდენტმა შეიძლება
დააგროვოს მაქსიმუმ 10 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 10 პროცენტის ტოლია.

სტუდენტის ზეპირი გამოკითხვა ტარდება მოხსენებების და კითხვა-პასუხის ფორმატში. ზეპირი გამოკითხვის


შეფასების კრიტერიუმებია:

 9-10 ქულა. სტუდენტი კარგადაა მომზადებული, პასუხი (მოხსენება) სრული, სამართლებრივად დასაბუთებული და
სწორია. სტუდენტს გააზრებული აქვს და კარგად ერკვევა პრობლემურ საკითხში. მისი სამართლებრივი მსჯელობა
მაღალ დონეზეა. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას, ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, ღრმად
და საფუძვლიანად აქვს ათვისებული ძირითადი და დამატებითი ლიტერატურა.
 7-8 ქულა. სტუდენტი მომზადებულია, პასუხი (მოხსენება) სრულია, თუმცა შეკვეცილი. სტუდენტს გააზრებული
აქვს და ერკვევა პრობლემურ საკითხში. მისი სამართლებრივი მსჯელობა კარგია. იგი იცავს იურიდიულ

6
ტერმინოლოგიას, კარგად ფლობს განვლილ მასალას, ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა.
 5-6 ქულა. სტუდენტი მომზადებულია, იცნობს პრობლემურ საკითხს, მაგრამ ბოლომდე გააზრებული არ აქვს იგი და
პასუხი (მოხსენება) საკმარისად სრულყოფილი არ არის. მისი სამართლებრივი მსჯელობა ფრაგმენტულია, ხოლო
იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია. სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ
აღინიშნება ნაკლოვანებები.
 3-4 ქულა - სტუდენტი არ არის კარგად მომზადებული. მართალია იცნობს პრობლემურ საკითხს, მაგრამ
გააზრებული არ აქვს იგი და პასუხი (მოხსენება) არასრულია. საკითხის შესაბამისი მასალას გადმოცემს
ნაწილობრივ. მისი იურიდიული ტერმინოლოგია მცდარია. სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი
ლიტერატურა. დაუშვა რამდენიმე არსებითი შეცდომა.
 1-2 ქულა - სტუდენტი ფაქტიურად მოუმზადებელია, ვერ ერკვევა პრობლემურ საკითხებში. მისი პასუხი არსებითად
მცდარია. იგი არ იყენებს იურიდიული ტერმინოლოგიას. გადმოსცემს საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ
ცალკეულ ფრაგმენტებს.
 0 ქულა - სტუდენტი სრულიად მოუმზადებელია.

შენიშვნა: ერთსა და იმავე კრიტერიუმის ფარგლებში ქულათა დიფერენცირება ითვალისწინებს სტუდენტის მიერ
დაშვებული არაარსებითი ხასიათის უზუსტობას.

სტუდენტის წერითი გამოკითხვა (ტესტირება) შეიძლება მოიცავდეს თეორიული საკითხის, კაზუსის, ღია კითხვის,
ტესტის კომბინაციას. თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით, თითოეული კაზუსი - 5 ქულით, ხოლო თითოეული
ღია კითხვა 2 ქულით. თითოეულ ტესტს გააჩნია 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. სწორად
ამოხსნილი თითოეული ტესტი ფასდება 0.5 ქულით.

სემესტრის განმავლობაში სტუდენტი აბარებს ორ შუალედურ გამოცდას, რომლითაც მოწმდება მის მიერ მიღებული
ცოდნა. პირველი შუალედური გამოცდა ტარდება მე-6-მე-7 სასწავლო კვირას. პირველ შუალედურ გამოცდაში
სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია. პირველი
შუალედური გამოცდა მოიცავს 1 თეორიულ საკითხს, 2 კაზუსს და 20 ტესტს. თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით,
თითოეული კაზუსი - 5 ქულით, ხოლო თითოეული სწორად ამოხსნილი ტესტი 0.5 ქულით. სტუდენტის ცოდნა
ფასდება 30 ქულით, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია. მეორე შუალედური გამოცდა ტარდება მე-13-მე-14
სასწავლო კვირას. მეორე შუალედურ გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა, რაც საბოლოო
შეფასების 30 პროცენტის ტოლია. მეორე შუალედური გამოცდა ასევე მოიცავს 1 თეორიულ საკითხს, 2 კაზუსს და 20
ტესტს. თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით, თითოეული კაზუსი - 5 ქულით, ხოლო თითოეული სწორად
ამოხსნილი ტესტი 0.5 ქულით. სტუდენტის ცოდნა ფასდება 30 ქულით, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის
ტოლია.

სულ შუალედურ შეფასებებში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 70 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 70
პროცენტის ტოლია.

დასკვნითი გამოცდა ტარდება სასწავლო კურსის დასრულებისას მე-18-მე-19 კვირას და მოიცავს მთელ განვლილ
მასალას. შეფასების სისტემაში დასკვნითი გამოცდის ხვედრითი წილი 30 ქულას შეადგენს, რაც საბოლოო შეფასების 30
პროცენტის ტოლია. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში
შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 21 ქულას. სტუდენტს, რომელსაც დაგროვილი არ ექნება
სავალდებულო მინიმალური ქულა (21), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება.

სწავლების პროცესში შეძენილი ცოდნის გამოსავლენად და სტუდენტის შესაფასებლად დასკვნითი გამოცდა ტარდება
წერითი ფორმით. დასკვნითი გამოცდის საკითხები შედგენილია წინამდებარე სილაბუსში ჩამოთვლილი თემების
გათვალისწინებით. დასკვნითი გამოცდა მოიცავს 1 თეორიულ საკითხს, 2 კაზუსს და 5 ღია კითხვას. თეორიული
საკითხი ფასდება 10 ქულით, თითოეული კაზუსი - 5 ქულით, ხოლო თითოეული ღია კითხვა 2 ქულით.

ყოველკვირეულ წერითი გამოკითხვაში (ტესტირებაში), შუალედურ და დასკვნით გამოცდაში კაზუსის/თეორიული


საკითხის შეფასების კრიტერიუმებია:

 5 ქულა/9-10 ქულა. პასუხი სრულია. საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული. იურიდიული
ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად
აქვს ათვისებული ძირითადი და დამატებითი ლიტერატურა. შეცდომა არ არის. სამართლებრივი მსჯელობა მაღალ
დონეზეა.
 4 ქულა/7-8 ქულა. პასუხი სრულია, თუმცა შეკვეცილი. ტერმინოლოგიურად გამართულია. არსებითი შეცდომა არ
არის. სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ათვისებული აქვს ძირითადი
ლიტერატურა. სამართლებრივი მსჯელობა კარგია.
 3 ქულა/5-6 ქულა. პასუხი არასრულია. იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია. სტუდენტი ფლობს პროგრამით

7
გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ აღინიშნება ნაკლოვანებები. არის ფრაგმენტული სამართლებრივი მსჯელობა.
 2 ქულა/3-4 ქულა. პასუხი არასრულია. იურიდიული ტერმინოლოგია მცდარია. საკითხის შესაბამისი მასალა
გადმოცემულია ნაწილობრივ. სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა. აღინიშნება
რამდენიმე არსებითი შეცდომა.
 1 ქულა/1-2 ქულა. პასუხი ნაკლოვანია. იურიდიული ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული. პასუხი არსებითად
მცდარია. გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები.
 0 ქულა. პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

შენიშვნა: თეორიული საკითხის შეფასებისას ერთსა და იმავე კრიტერიუმის ფარგლებში ქულათა დიფერენცირება
ითვალისწინებს სტუდენტის მიერ დაშვებული არაარსებითი ხასიათის უზუსტობას.

ყოველკვირეულ, წერითი გამოკითხვაში (ტესტირებაში), შუალედურ და დასკვნით გამოცდაში ღია კითხვის შეფასების
კრიტერიუმებია:

 2 ქულა - სტუდენტმა სრულყოფილად უპასუხა დასმულ შეკითხვას;


 1 ქულა - სტუდენტმა არადამაჯერებლად უპასუხა დასმულ შეკითხვას;
 0 ქულა - სტუდენტს არ აქვს პასუხი შეკითხვაზე.

სავალდებულო ლიტერატურა:

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი);


https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16426&lang=ge
 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო; ავტორთა კოლექტივი, თბ. 2007 წ.
 დვალიძე ი. სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სასჯელი და დანაშაულის სხვა სისხლისსამართლებრივი
შედეგები. თბ., 2013.

დამატებითი ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალა:

 ზ. გოთუა, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილი, სასჯელი, თბ., 2001.


 ალ. ვაჩეიშვილი, სასჯელი და სოციალური დაცვის ღონისძიებანი, თბ., 1960.
 ჩეზარე ბეკარია, დანაშაულის და სასჯელისათვის, გამომც. საქართველოს მაცნე, თბ., 2003.
 გ. ნადარეიშვილი, ქართული სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია, თბ., 2005
 ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. VII, თბ., 1983
 ჟან პრადელი, შედარებითი სისხლის სამართალი, თბ., 1999.

სილაბუსის ავტორი

You might also like