You are on page 1of 12

სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

სასწავლო კურსის სილაბუსი

სასწავლო კურსის
პრაქტიკული სამართალი (კლინიკა)
დასახელება
ფაკულტეტი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი
საგანმანათლებლო
სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
პროგრამა
სწავლის სწავლების სასწავლო ECTS სტატუსი (სავალდებულო,
სასწავლო კურსის სემესტრი საათები
საფეხური წელი წელი კრედიტი არჩევითი)
პარამეტრები ბაკალავრიატი მეოთხე 2017-2018 მერვე 10 250 არჩევითი
დამოუკიდებელი
საკონტაქტო საათები
საათების მუშაობის საათები
ლექცია პრაქტიკული პრაქტიკა გამოცდები
განაწილება 185
14 25 16 10
გვარი, სახელი თანამდებობა საკონტაქტო ინფორმაცია ინდივიდუალური მუშაობა
პასუხისმგებელი ტელეფონი ელ-ფოსტა დღე საათი
ლექტორი ზვიად როგავა პროფესორი ორშაბათი 14.00.-16.00
599 252552 zrogava@list.ru

სასწავლო კომპონენტის მიზნები:

პრაქტიკული სამართლის (კლინიკის) მიზანია სტუდენტს:

 გაუღრმაოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სამართლის სხვადასხვა დარგებში, უკეთ შეამეცნოს სამართლის
ფუნდამენტური პრინციპები, ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები;
 განუვითაროს ჯგუფური მუშაობის, კომუნიკაციის, სამართლებრივი საკითხების არაიურისტებისათვის ახსნის,
პრეზენტაციის, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების, აუდიტორიის კონტროლის, დროისა და სამუშაოს
სწორად ორგანიზების, კოლეგიალობის, პროფესიული ეთიკისა და პასუხისმგებლობის უნარი.

დაშვების წინაპირობები

სასწავლო კურსი - პროფესიული ეთიკა

სასწავლოკომპონენტის არსი

პრაქტიკული სამართალი მიზნად ისახავს საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის
გაუმჯობესებას და საჯარო სკოლებში, არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებებში და
მზრუნველობამოკლებულ ბავშთა სახლებში ეფექტური სამართლებრივი განათლების დანერგვას, რაც გულისხმობს
სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების
საზოგადოებაში დანერგვას და პიროვნების მართლშეგნების ამაღლებას.

პრაქტიკული სამართლის კლინიკა საშუალებას აძლევს ბაკალავრს მიიღოს პრაქტიკულ უნარებზე დაფუძნებული
განათლება და აღნიშნული კლინიკური კომპონენტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მოიპოვოს შესაბამისი
აკადემიური კრედიტი (10 ECTS).

პრაქტიკული სამართლის კლინიკაში საქმიანობის უფლება შეიძლება მოიპოვოს საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა,
რომელსაც ათვისებული აქვს პროფესიული ეთიკის სასწავლო კურსი, სურვილი აქვს შეურთდეს კლინიკის საქმიანობას
და მონაწილეობა მიიღოს მის აქტივობებში.

პრაქტიკული სამართლის კლინიკაში სტუდენტთა შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე. საუკეთესო შედეგის
მქონე სტუდენტი გაივლის პრაქტიკული სამართლის კურსს.

კლინიკაში საქმიანობით სტუდენტი იღრმავებს ცოდნას სამართლის სხვადასხვა დარგში და ივითარებს ჯგუფური
მუშაობის, კომუნიკაციის, სამართლებრივი საკითხების არაიურისტებისათვის ახსნის, პრეზენტაციის, ლოგიკური და
ანალიტიკური აზროვნების, აუდიტორიის კონტროლის, დროისა და სამუშაოს სწორად ორგანიზების, კოლეგიალობის,
პროფესიული ეთიკისა და პასუხისმგებლობის უნარს.

1
პრაქტიკული სამართლის კლინიკაში საქმიანობა გულისხმობს სამართალმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის
სტუდენტების მიერ გორის საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის ძირითადი სამართლებრივი საკითხების
ინტერაქტიული მეთოდიკის გამოყენებით სწავლებას (პრაქტიკა). პრაქტიკული სამართლის პროგრამა ასევე
ითვალისწინებს სალექციო კურსებს და პრაქტიკულ მეცადინეობებს.

სწავლის შედეგები:

ცოდნა და გაცნობიერება

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი:


 შეიძენს ფართო თეორიულ ცოდნას არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ეროვნული და საერთაშორისო-
სამართლებრივი ასპექტების, ასევე კონფლიქტების მოგვარებისა და მოლაპარაკებების წარმოების თეორიული
საფუძვლების შესახებ.
 გაიღრმავებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას სამართლის თეორიის, საჯარო, სისხლის და კერძო სამართლის
დარგებში.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს გაცნობიერებული ექნება სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, მათი
მნიშვნელობა სამართლებრივი სისტემის ფორმირებისათვის, ასევე ადამიანის უფლებები და დემოკრატიული
ღირებულებები.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 ჯგუფური მუშაობას,სტრატეგიული გეგმის მომზადებასა და განხორციელებას, ასევე დროისა და შესაძლებლობების
ეფექტურ გამოყენებასა და მართვას;
 სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირებას, მათი გადაწყვეტისათვის ნორმატიული საფუძვლების მოძიებას,
განმარტებასა და გამოყენებას;
 ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებას, აუდიტორიის კონტროლს, ასევე სამართლებრივი საკითხების
არაიურისტებისათვის ახსნას.

დასკვნის უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 სამართლებრივი პრობლემის ანალიზს და სამართლებრივად დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბებას.

კომუნიკაციის უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით ინფორმაციის სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის ზეპირი
ფორმით დამაჯერებლადგადაცემას;
 თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენებას.

ღირებულებები

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 პრაქტიკული საქმიანობისას სამართლიანობის, კანონის უზენაესობის პრინციპის, ინდივიდთა უფლებების,
სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვას.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები

აღნიშნული სასწავლო კურსის შესასწავლად გამოყენებული იქნება სხვადასხვა მეთოდი. ლექციაზე მასალის
ვერბალურად გადაცემის გარდა (ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი), გამოყენებული იქნება დემონსტრირების
მეთოდი, რაც ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება
თვალსაჩინოს გახდის სასწავლო მასალის აღქმას. ლექციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახსნა-განმარტების
მეთოდს. აღნიშნული მეთოდი გულისხმობს კონკრეტული საკითხის ირგვლივ მსჯელობას. მასალის გადმოცემისას
მოყვანილი ინება კონკრეტული მაგალითი (კაზუსი), რომლის დაწვრილებითი განხილვაც მოხდება მოცემული თემის
ფარგლებში. პრაქტიკულ მეცადინეობებზე გამოყენებული იქნება პრაქტიკული მეთოდები, რაც სტუდენტს პრაქტიკულ

2
უნარ-ჩვევებს ჩამოუყალიბებს. ამ შემთხვევაში სტუდენტი შეძენილი ცოდნის საფუძველზე დამოუკიდებლად ჩაატარებს
სამოდელო გაკვეთილებს, ქმედებაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდის გამოყენებისას განსაკუთრებულ
დატვირთვას შეიძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.სასწავლო კურსის შესასწავლად გამოყენებული
იქნება ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობითი (cooperative) სწავლებისა და როლური და სიტუაციური თამაშების
მეთოდები.

სასწავლო კურსის შინაარსი:


სასწავლო კვირა და თემის დასახელება და შინაარსი
მეცადინეობის
ფორმა
თემა 1. პრაქტიკული სამართლის შესახებ. პრაქტიკული სამართლის სწავლების მეთოდები

1-ლი კვირა რა არის პრაქტიკული სამართალი და საიდან იღებს სათავეს. პრაქტიკული სამართალი
საქართველოში და მისი მიზნები.სწავლების მეთოდების კლასიფიკაცია. ჯგუფური სამუშაო,
ლექცია (2 სთ)/ როგორც სწავლების მეთოდი. ინდივიდუალური სამუშაოები. სწავლება პრაქტიკული მაგალითების
პრაქტიკული გამოყენების მეთოდით. სწავლება თვალსაჩინოების გამოყენებით.
(1 სთ) სავალდებულო ლიტერატურა:
 პრაქტიკული სამართლის სწავლება საქართველოში: სახელმძღვანელო ტრენერებისათვის, თბ.,
2008.
პრაქტიკული(1 სთ) - საუბარი სასწავლო კურსის მოცულობაზე და პროცესის წარმართვის
მეთოდებზე, შეფასების სისტემაზე და სავალდებულო ლიტერატურაზე.
თემა 2. სამართალი და სამართლებრივი სისტემები

მე-2 კვირა სამართალი და სამართლებრივი სისტემები, როგორც პრაქტიკული სამართლის პირველი ტრენინგი.
სამართლის ცნება. სამართლის დარგები და მათი განმასხვავებელი ნიშნები. სამართლებრივი
ლექცია (1 სთ)/ სისტემები.
პრაქტიკული სავალდებულო ლიტერატურა:
(2 სთ)  პრაქტიკული სამართლის სწავლება საქართველოში: სახელმძღვანელო ტრენერებისათვის, თბ.,
2008;
 გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., „მერიდიანი”, 2004;
პრაქტიკული (2 სთ) - დისკუსია თემაზე: პრაქტიკული სამართლის სწავლების მეთოდები - 10
ქულა
თემა 3. კონსტიტუცია და დემოკრატია

ნორმატიული აქტების იერარქია; კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონი. ხელისუფლების


მე-3 კვირა დანაწილების პრინციპი, ხელისუფლების შტოები.
სავალდებულო ლიტერატურა:
ლექცია (1 სთ)/  საქართველოს კონსტიტუცია;
პრაქტიკული https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=30346&lang=ge
(2 სთ)  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=90052&lang=ge
 პრაქტიკული სამართლის სწავლება საქართველოში: სახელმძღვანელო ტრენერებისათვის, თბ.,
2008;
 ა. დემეტრაშვილი, ი. კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, თბ., 2008.
პრაქტიკული (2 სთ) - სამოდელო გაკვეთილი - სამართალი და სამართლებრივი სისტემები - 10
ქულა
თემა 4. ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები

მე-4 კვირა ადამიანის უფლებები: ცნება და კლასიფიკაცია. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი


ნორმატიული აქტები ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ.
ლექცია (1 სთ)/ დისკრემინაცია.
პრაქტიკული სავალდებულო ლიტერატურა:
(2 სთ)  საქართველოს კონსტიტუცია;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=30346&lang=ge
 პრაქტიკული სამართლის სწავლება საქართველოში: სახელმძღვანელო ტრენერებისათვის, თბ.,
2008;
 ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული და ეროვნული სისტემები, სტატიათა კრებული, რედ.,
კ. კორკელია, თბ., 2007; ინტერნეტ რესურსი: http://www.library.court.ge/upload/ge-gtz-systeme-des-

3
menschenrechtsschutzes-2007.pdf
 კ. კუბლაშვილი, ძირითადი უფლებები, თბ., 2014;
 ავტორთა კოლექტივი, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი (თავი მეორე) საქართველოს
მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, თბ., 2013. გვ. 154-176.
ინტერნეტ რესურსი:
http://www.library.court.ge/upload/Constitution_Commentary_Human_Rights.pdf
 ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და საქართველო, სტატიათა
კრებული, რედ. კ. კორკელია, თბ., 2011, ინტერნეტ რესურსი:
http://www.library.court.ge/upload/international_standards_for_human_rights_protection.pdf
პრაქტიკული (2 სთ) - სამოდელო გაკვეთილი - კონსტიტუცია და დემოკრატია - 10 ქულა
თემა 5. ადამიანი და დანაშაული

სისხლის სამართალი. დანაშაულის ცნება და ნიშნები. სისხლის სამართლის კანონმდებლობა.


დანაშული ადამიანის წინააღმდეგ.
მე- 5 კვირა სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი);
ლექცია (1 სთ)/ https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16426&lang=ge
პრაქტიკული  პრაქტიკული სამართლის სწავლება საქართველოში: სახელმძღვანელო ტრენერებისათვის, თბ.,
(2 სთ) 2008;
 მ. ტურავა. სისხლის სამართალი. ზოგადი ნაწილის მიმოხილვა. თანდართული ტესტების
ნიმუშებითა და კაზუსის ამოხსნის მეთოდის გამოყენებით. (მეცხრე გამოცემა) თბ., 2013;
 ო. გამყრელიძე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება, თბ., 2005.
პრაქტიკული (2 სთ) - სამოდელო გაკვეთილი - ადამიანის უფლებები და ძირითადი
თავისუფლებები - 10 ქულა
მე- 6-მე-7 კვირა პირველი შუალედური გამოცდა (2 სთ) - 30 ქულა
თემა 6. დანაშული ადამიანის წინააღმდეგ

დანაშული ადამიანის წინააღმდეგ. განზრახ მკვლელობა. განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ


მე-8 კვირა
გარემოებებში. მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით.
სავალდებულო ლიტერატურა:
ლექცია (1 სთ)/
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი);
პრაქტიკული
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16426&lang=ge
(2 სთ)
 პრაქტიკული სამართლის სწავლება საქართველოში: სახელმძღვანელო ტრენერებისათვის, თბ.,
2008;
 სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი პირველი, ავტ. კოლ. გამომც. „მერიდიანი“, თბ. 2014.
პრაქტიკული (2 სთ) - პირველი შუალედური გამოცდის შედეგების განხილვა
თემა 7. ეკონომიკური დანაშაული

ეკონომიკური დანაშაული. ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა, მითვისება, გაფლანგვა,


მე-9 კვირა
თაღლითობა. გამოძალვა.
სავალდებულო ლიტერატურა:
ლექცია (1 სთ)/
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წლის 22 ივლისი);
პრაქტიკული
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16426&lang=ge
(2 სთ)
 პრაქტიკული სამართლის სწავლება საქართველოში: სახელმძღვანელო ტრენერებისათვის, თბ.,
2008;
 სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი პირველი, ავტ. კოლ. გამომც. „მერიდიანი“, თბ. 2014.
პრაქტიკული (2 სთ) - სამოდელო გაკვეთილი - ადამიანი და დანაშაული - 10 ქულა
თემა 8. სისხლის სამართლის პროცესი

სისხლის სამართლის პროცესი. პროცესის მონაწილეები.


მე-10 კვირა სავალდებულო ლიტერატურა:
 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
ლექცია (1 სთ)/ https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=90034&lang=ge
პრაქტიკული  პრაქტიკული სამართლის სწავლება საქართველოში: სახელმძღვანელო ტრენერებისათვის, თბ.,
(2 სთ) 2008;
 მ. ლომსაძე, სისხლის სამართლის პროცესი, თბ., 2012;
 ავტორთა კოლექტივი, საქართველოს სისხლის სამართლის პროცესი (ზოგადი ნაწილი), თბ., 2013.
პრაქტიკული (2 სთ) - სამოდელო გაკვეთილი - დანაშული ადამიანის წინააღმდეგ- 10 ქულა
თემა 9. არასრულწლოვანთა უფლებები

4
არასრულწლოვანთა უფლებები საქართველოს კანონმდებლობაში. არასრულწლოვანთა
სისხლისსამართლებრივი უფლებები. საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტები
მე-11 კვირა
არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ.
სავალდებულო ლიტერატურა:
ლექცია (1 სთ)/
 პრაქტიკული სამართლის სწავლება საქართველოში: სახელმძღვანელო ტრენერებისათვის, თბ.,
პრაქტიკული
2008;
(2 სთ)
 ქეროლინ ჰამილტონი. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმის
სახელმძღვანელო მითითებები, 2011 წლის მაისი, ქართული თარგმანი, გაეროს ბავშვთა ფონდი,
თბ., 2013; ინტერნეტ რესურსი: http://unicef.ge/uploads/Guidance_on_legislative_reform.pdf
პრაქტიკული (2 სთ) - სამოდელო გაკვეთილი - სისხლის სამართლის პროცესი- 10 ქულა
თემა 10. სამოქალაქო სამართალი (ზოგადი დებულებები)

სამოქალაქო სამართლის ცნება და სისტემა. სამოქალაქო სამართლის ზოგადი დებულებები - პირები


სამოქალაქო სამართალში - უფლებაუნარიანობა, ქმედუნარიანობა.
სავალდებულო ლიტერატურა:
მე-12 კვირა  საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=31702&lang=ge
ლექცია (1 სთ)/  დ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები. თბ., ევროპული და
პრაქტიკული შედარებითი სამართლის ინსტიტუტის გამომცემლობა 2009;
(2 სთ)  ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი. სახელმძღვანელო. თბ., „სამართალი”
2011;
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, წიგნი I, ავტორთა კოლექტივი, ლ.
ჭანტურიას რედაქციით, თბ., 2002;
 პრაქტიკული სამართლის სწავლება საქართველოში: სახელმძღვანელო ტრენერებისათვის, თბ.,
2008.
პრაქტიკული (2 სთ) - სამოდელო გაკვეთილი - არასრულწლოვანთა უფლებები - 10 ქულა
მე-13-მე-14 კვირა მეორე შუალედური გამოცდა(2 სთ) - 30 ქულა
თემა 11. სამოქალაქო სამართალი (საოჯახო სამართალი)

საოჯახო სამართალი. ქორწინება. მეუღლეთა უფლება-მოვალეობები. საქორწინო ხელშეკრულება.


ქორწინების შეწყვეტა.
სავალდებულო ლიტერატურა:
მე-15 კვირა
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=31702&lang=ge
ლექცია (1 სთ)/
 პრაქტიკული სამართლის სწავლება საქართველოში: სახელმძღვანელო ტრენერებისათვის, თბ.,
პრაქტიკული
2008;
(2 სთ)
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, წიგნი V, ავტორთა კოლექტივი, ლ.
ჭანტურიას რედაქციით, თბ., 2000;
 შ. ჩიკვაშვილი, საოჯახო სამართალი, თბ., 2004;
 რ. შენგელია, ე. შენგელია, საოჯახო სამართალი, თბ. 2009.
პრაქტიკული (2 სთ) - მეორე შუალედური გამოცდის შედეგების განხილვა
თემა 12. კონფლიქტების მოგვარება/მოლაპარაკება
მე-16 კვირა
რა არის კონფლიტი. მოლაპარაკება.
ლექცია (1 სთ)/ სავალდებულო ლიტერატურა:
პრაქტიკული  პრაქტიკული სამართლის სწავლება საქართველოში: სახელმძღვანელო ტრენერებისათვის, თბ.,
(2 სთ) 2008 წ.
პრაქტიკული (2 სთ) - სამოდელო გაკვეთილი - სამოქალაქო სამართალი (ზოგადი დებულებები),
სამოქალაქო სამართალი (საოჯახო სამართალი)- 10 ქულა
მე-17 კვირა თემა 13. იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩატარების სწავლება სისხლის სამართალში

ლექცია (1 სთ)/ სტუდენტებისთვის კაზუსის შეთავაზება, დანაშაულის იმიტაცია და ამ ფაქტთან დაკავშირებით


პრაქტიკული სტუდენტებზე როლების განაწილება - პროკურორის, გამომძიებლის, მოსამართლის, ადვოკატის,
(2 სთ) ბრალდებულის, დაზარალებული, მოწმეების და პროცესის სხვა მონაწილეთა გამოყოფით.
გამოძიების დაწყება. შემთხვევის ადგილის დათვალიერების საპროცესო წესისა და ტაქტიკის უნარ-
ჩვევის ათვისება და შესაბამისი საპროცესო დოკუმენტის - შემთხვევის ადგილის დათვლიერების
ოქმის შედგენა. სისხლის სამართლის საქმეში ჩაბმული პირების დაკითხვისა და შესაბამისი ოქმის
შედგენა. დავალების მიცემა - დამოუკიდებლად შეადგინონ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა

5
და დაკითხვის ოქმები, (მოსამართლის ბრძანების გაცემა. იმიტირებული დანაშაულის ფაქტთან
დაკავშირებით ყველა საპროცესო დოკუმენტის შედგენა სტუდენტის მიერ. იმიტირებულ
დანაშულის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის განხილვა პირველი ინსტანციის
სასამართლოში - სასამართლო სხდომის მოსამზადებელი ნაწილის ჩატარების საპროცესო წესის
პრაქტიკული უნარ-ჩვევის ათვისება. სასამართლო სხდომის თავმჯდომარის მიერ პროცესის
ეფექტურად მართვის ხერხები და მეთოდები. შუამდგომლობების შედგენა და მათი წარდგენა -
განხილვის საპროცესო წესი და ტაქტიკა. დავალების მიცემა - სტუდენტებმა დამოუკიდებლად
შეადგინონ შუამდგომლობები.
სავალდებულო ლიტერატურა:
 პრაქტიკული სამართლის სწავლება საქართველოში: სახელმძღვანელო ტრენერებისათვის, თბ.,
2008 წ.
პრაქტიკული (2 სთ) - სამოდელო გაკვეთილი - კონფლიქტების მოგვარება/ მოლაპარაკება - 10 ქულა
მე-18კვირა დასკვნითი გამოცდა (3 სთ.) – იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობა - 10 ქულა
მე-19 კვირა დასკვნითი გამოცდა (3 სთ.) – პრაქტიკის პრეზენტაცია და წერთი გამოკითხვა - 20 ქულა
მე-20-21-ე კვირა განმეორებითი გამოცდა

სწავლის შედეგების მიღწევის ფორმები

ლექცია სემინარი პრაქტიკული (ჯგუფში მუშაობა) პრაქტიკა ინდივიდუალური/ჯგუფური საშინაო

დავალების პრეზენტაცია იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობა დამოუკიდებელი მუშაობა

შეფასების კრიტერიუმები

N შეფასების კომპონენტები მოკლე აღწერა მაქსიმალური ქულა

1 შუალედური შეფასება, მათ შორის: 70 ქულა

1.1 ზეპირი გამოკითხვა/პრაქტიკული (სამოდელო გაკვეთილი) (10X10):10 10

1.2 პირველი შუალედური გამოცდა 1X30 30

1.3 მეორე შუალედური გამოცდა 1X30 30

2 დასკვნითიგამოცდა 1X30 30

სულ 100ქულა

შემოთავაზებული კურსის დაუფლება სწავლების პროცესში სტუდენტთა აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს და


შეძენილი ცოდნის უწყვეტი შეფასების პრინციპს ეფუძნება.

სტუდენტთა ცოდნის შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით, რომელიც სასწავლო პროცესში ჩართული მეთოდების
წილისგან შედგება.

დადებით შეფასებად ჩაითვლება:


 (A) - ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
 (B) - ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%;
 (C) - კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%;
 (D) - დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;
 (E) - საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;
უარყოფით შეფასებად ჩაითვლება:
 (FX) - ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა
სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
 (F) - ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ
არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

სტუდენტის სემესტრის განმავლობაში გაწეული შრომის შეფასება გარკვეული შეფარდებით ითვალისწინებს:

6
 შუალედურ შეფასებას;
 დასკვნითი გამოცდის შეფასებას.

სტუდენტის შუალედური შეფასებაგარკვეული შეფარდებით ითვალისწინებს ითვალისწინებს სტუდენტის


ყოველკვირეულ შეფასებას (ზეპირი გამოკითხვა, პრაქტიკულ მეცადინეობებში (სამოდელოგაკვეთილებში)
მონაწილეობა),ასევე პირველიშუალედური გამოცდის და მეორე შუალედური გამოცდის შეფასებას.

თითოეული ყოველკვირეული გამოკითხვა (ზეპირი გამოკითხვა, პრაქტიკულ მეცადინეობებში


(სამოდელოგაკვეთილებში) მონაწილეობა) ფასდება 10 ქულით. ყოველკვირეული შეფასებების საბოლოო ქულა
იანგარიშება საშუალო არითმეტიკულით ანუ ყოველკვირეულ გამოკითხვებში მიღებული ქულების ჯამის გაიყოფით
ჩატარებულ ყოველკვირეულ გამოკითხვათა რაოდენობაზე. ამრიგად, ყოველკვირეულ შეფასებებში (ზეპირი
გამოკითხვა, პრაქტიკულ მეცადინეობებში (სამოდელოგაკვეთილებში) მონაწილეობა)სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს
მაქსიმუმ 10 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 10 პროცენტის ტოლია.

სტუდენტის ზეპირი გამოკითხვა ტარდება მოხსენებების და კითხვა-პასუხის ფორმატში. ზეპირი გამოკითხვის


შეფასების კრიტერიუმებია:

 9-10 ქულა - სტუდენტი კარგადაა მომზადებული, პასუხი (მოხსენება) სრული, სამართლებრივად დასაბუთებული და
სწორია. სტუდენტს გააზრებული აქვს და კარგად ერკვევა პრობლემურ საკითხში. მისი სამართლებრივი მსჯელობა
მაღალ დონეზეა. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას, ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, ღრმად
და საფუძვლიანად აქვს ათვისებული ძირითადი და დამატებითი ლიტერატურა.
 7-8 ქულა - სტუდენტი მომზადებულია, პასუხი (მოხსენება) სრულია, თუმცა შეკვეცილი. სტუდენტს გააზრებული
აქვს და ერკვევა პრობლემურ საკითხში. მისი სამართლებრივი მსჯელობა კარგია. იგი იცავს იურიდიულ
ტერმინოლოგიას, კარგად ფლობს განვლილ მასალას, ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა.
 5-6 ქულა - სტუდენტი მომზადებულია, იცნობს პრობლემურ საკითხს, მაგრამ ბოლომდე გააზრებული არ აქვს იგი და
პასუხი (მოხსენება) საკმარისად სრულყოფილი არ არის. მისი სამართლებრივი მსჯელობა ფრაგმენტულია, ხოლო
იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია. სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ
აღინიშნება ნაკლოვანებები.
 3-4 ქულა - სტუდენტი არ არის კარგად მომზადებული. მართალია იცნობს პრობლემურ საკითხს, მაგრამ გააზრებული
არ აქვს იგი და პასუხი (მოხსენება) არასრულია. საკითხის შესაბამისი მასალას გადმოცემს ნაწილობრივ. მისი
იურიდიული ტერმინოლოგია მცდარია. სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა.
დაუშვა რამდენიმე არსებითი შეცდომა.
 1-2 ქულა - სტუდენტი ფაქტიურად მოუმზადებელია, ვერ ერკვევა პრობლემურ საკითხებში. მისი პასუხი არსებითად
მცდარია. იგი არ იყენებს იურიდიული ტერმინოლოგიას. გადმოსცემს საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ
ცალკეულ ფრაგმენტებს.
 0 ქულა - სტუდენტი სრულიად მოუმზადებელია.

შენიშვნა: ერთსა და იმავე კრიტერიუმის ფარგლებში ქულათა დიფერენცირება ითვალისწინებს სტუდენტის მიერ
დაშვებული არაარსებითი ხასიათის უზუსტობას.

პრაქტიკულ მეცადინეობებში (სამოდელოგაკვეთილებში) მონაწილეობისშეფასების კრიტერიუმებია:

 9-10 ქულა - სტუდენტი კარგადაა მომზადებული, სამოდელო გაკვეთილი (ლექცია) სრულია. სტუდენტს
გააზრებული აქვს და კარგად ერკვევა ასახსნელ საკითხში. მისი სამართლებრივი მსჯელობა მაღალ დონეზეა. იგი
იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას, ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად
აქვს ათვისებული ძირითადი და დამატებითი ლიტერატურა.
 7-8 ქულა - სტუდენტი მომზადებულია, სამოდელო გაკვეთილი (ლექცია)სრულია, თუმცა შეკვეცილი. სტუდენტს
გააზრებული აქვს და ერკვევა ასახსნელ საკითხში. მისი სამართლებრივი მსჯელობა კარგია. იგი იცავს იურიდიულ
ტერმინოლოგიას, კარგად ფლობს განვლილ მასალას, ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა.
 5-6 ქულა -სტუდენტი მომზადებულია, იცის ასახსნელი საკითხი, მაგრამ ბოლომდე გააზრებული არ აქვს იგი და
სამოდელო გაკვეთილი (ლექცია) საკმარისად სრულყოფილი არ არის. მისი სამართლებრივი მსჯელობა
ფრაგმენტულია, ხოლო იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია. სტუდენტი ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ აღინიშნება ნაკლოვანებები.
 3-4 ქულა - სტუდენტი არ არის კარგად მომზადებული. მართალია იცნობს ასახსნელ საკითხს, მაგრამ გააზრებული
არ აქვს იგი და სამოდელო გაკვეთილი (ლექცია) არასრულია. საკითხის შესაბამისი მასალას გადმოცემს
ნაწილობრივ. მისი იურიდიული ტერმინოლოგია მცდარია. სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი
ლიტერატურა. დაუშვა რამდენიმე არსებითი შეცდომა.
 1-2 ქულა - სტუდენტი ფაქტიურად მოუმზადებელია, ვერ ერკვევა ასახსნელ საკითხში. მისი სამოდელო გაკვეთილი
(ლექცია) არსებითად უხარისხოა. იგი არ იყენებს იურიდიული ტერმინოლოგიას. გადმოსცემს ასახსნელი საკითხის

7
შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეულ ფრაგმენტებს.
 0 ქულა - სტუდენტი სრულიად მოუმზადებელია.

შენიშვნა: ერთსა და იმავე კრიტერიუმის ფარგლებში ქულათა დიფერენცირება ითვალისწინებს სტუდენტის მიერ
დაშვებული არაარსებითი ხასიათის უზუსტობას.

სემესტრის განმავლობაში სტუდენტი აბარებს ორ შუალედურ გამოცდას, რომლითაც მოწმდება მის მიერ მიღებული
ცოდნა. პირველი შუალედური გამოცდა ტარდება მე-6-მე-7 სასწავლო კვირას. პირველ შუალედურ გამოცდაში
სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია. პირველი
შუალედური გამოცდა მოიცავს 1 თეორიულ საკითხს, 2 კაზუსს და 20 ტესტს. თეორიულ საკითხი ფასდება 10 ქულით,
თითოეული კაზუსი 5 ქულით, ხოლო თითოეული სწორად ამოხსნილი ტესტი 0.5 ქულით. მეორე შუალედური
გამოცდა ტარდება მე-13-მე-14 სასწავლო კვირას. მეორე შუალედურ გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს
მაქსიმუმ 30 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია. მეორე შუალედური გამოცდა მოიცავს 1 თეორიულ
საკითხს, 2 კაზუსს და 5ღია კითხვას. თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით, თითოეული კაზუსი 5 ქულით, ხოლო
თითოეული ღია კითხვა - 2 ქულით.

სულ შუალედურ შეფასებებში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 70 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 70
პროცენტის ტოლია.

დასკვნითი გამოცდა ტარდება სასწავლო კურსის დასრულებისას მე-18-მე-19 კვირას და მოიცავს მთელ განვლილ
მასალას. შეფასების სისტემაში დასკვნითი გამოცდის ხვედრითი წილი 30 ქულას შეადგენს, რაც საბოლოო შეფასების 30
პროცენტის ტოლია. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში
შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 21 ქულას. სტუდენტს, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო
მინიმალური ქულა (21), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება.

სწავლების პროცესში შეძენილი ცოდნის გამოსავლენად და სტუდენტის შესაფასებლად დასკვნითი გამოცდა ტარდება
კომბინირებული ფორმით.დასკვნითი გამოცდა მოიცავს პრაქტიკულისამართლის კლინიკის ანგარიშის წარმოდგენას და
მის საჯარო პრეზენტაციას, იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობას, ასევე წერითი დავალებების
შესწულებას. პრაქტიკულისამართლის კლინიკის ანგარიში და მისი საჯარო პრეზენტაცია ფასდება 10 ქულით,
იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობა და წერითი დავალებების შესწულება ასევე ფასდება 10-10 ქულით.
დასკვნითი გამოცდისწერითი კომპონენტი მოიცავს 1 კაზუსს და 10ტესტს. კაზუსი ფასდება 5 ქულით, ხოლო
თითოეული სწორად ამოხსნილი ტესტი -0.5 ქულით.

პრაქტიკული სამართლის კლინიკის ანგარიში უნდა მოიცავდეს:

 კლინიკის მიზნებისა და კლინიკის შედეგების არგუმენტირებულ შეჯამებას (რეზიუმე);


 კლინიკური სწავლების პროცესში განხორციელებული საქმიანობის აღწერა-ანალიზს;
 არგუმენტირებულად და ლოგიკურად ჩამოყალიბებულ დასკვნებს.

პრაქტიკული სამართლის კლინიკის ანგარიშისპრეზენტაცია სავალდებულოა ჩატარდეს Power Points


გამოყენებით.პრაქტიკული სამართლის კლინიკის ანგარიშისშეფასების კრიტერიუმებია:

ა. ფორმალური მხარე და პრეზენტაციის ტექნოლოგია - მაქსიმუმ 5 ქულა.

 5 ქულა- წარდგენილი საპრზენტაციო ანგარიშის გაფორმების ვიზუალური მხარე მოწონებას იმსახურებს,


სტუდენტს შეუძლია ანგარიშის წარდგენა და მასთან დაკავშირებულ დისკუსიაში მონაწილეობა, ასევე
არგუმენტების მოყვანა და თავისი მოსაზრებების დაცვა;
 4 ქულა - წარდგენილი ანგარიშის გაფორმების ვიზუალური მხარე სათანადო დონეზეა შესრულებული, სტუდენტს
შეუძლია ანგარიშის წარდგენა და მასთან დაკავშირებულ დისკუსიაში მონაწილეობა, მაგრამ უჭირს არგუმენტების
მოყვანა და თავისი მოსაზრებების დაცვა;
 3 ქულა - წარდგენილი ანგარიშის გაფორმების ვიზუალური მხარე დამაკმაყოფილებელია, სტუდენტს შეუძლია
ანგარიშის წარდგენა, მაგრამ უჭირს და მასთან დაკავშირებულ დისკუსიაში მონაწილეობა, ვერ ასაბუთებს საკუთარ
მოსაზრებებს და უჭირს დიაკუსიაში მონაწილეობა;
 2 ქულა - წარდგენილი ანგარიშის გაფორმების ვიზუალური მხარე არადამაკმაყოფილებელია; სტუდენტს უჭირს
ანგარიშის პრეზენტაცია, ვერ მონაწილეობს ანგარიშთან დაკავშირებულ დისკუსიაში და პასუხობს მოლოგ
კონკრეტულად დასმულ შეკითხვებზე, არ შეუძლია არგუმენტირუბული მოსაზრების ჩამოყალიბება, მსჯელობა და
არგუმენტების მოყვანა;
 1 ქულა - წარდგენილი ანგარიშის გაფორმების ვიზუალური მხარე არადამაკმაყოფილებელია; სტუდენტს არ
შეუძლია მოხსენების პრეზენტაცია, ვერ მონაწილეობს დისკუსიაში;

8
 0 ქულა - ანგარიში/პრეზენტაცია მომზადებული არ არის.

ბ. შინაარსობრივი მხარე - მაქსიმუმ 5 ქულა.

 5 ქულა - ანგარიშში სრულფასოვნად შეჯამებულია კლინიკის მიზნები და კლინიკის შედეგები (რეზიუმე), ასევე
სრულფასოვნად აღწერილი და გაანალიზებულია კლინიკური სწავლების პროცესში განხორციელებული საქ-
მიანობა, ჩამოყალიბებული დასკვნები ლოგიკური და არგუმენტირებულია;
 4 ქულა - ანგარიშშიშეჯამებულია კლინიკის მიზნები და კლინიკის შედეგები (რეზიუმე),ასევე აღწერილი და
გაანალიზებულია კლინიკური სწავლების პროცესში განხორციელებული საქმიანობა, ჩამოყალიბებული დასკვნები
ლოგიკურია, თუმცა არ არის არგუმენტირებული;
 3 ქულა - ანგარიშშისრულად არ არის შეჯამებულია კლინიკის მიზნები და კლინიკის შედეგები (რეზიუმე),
ანგარიშიარ ქმნის სრულ წარმოდგენასკლინიკური სწავლების პროცესში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ,
ჩამოყალიბებული დასკვნები არალოგიკური და არაარგუმენტირებულია;
 2 ქულა - ანგარიშშიარ არის შეჯამებულია კლინიკის მიზნები და კლინიკის შედეგები (რეზიუმე), ანგარიშიარ ქმნის
წარმოდგენასკლინიკური სწავლების პროცესში განხორციელებული საქმიანობის შესახებ, დასკვნები არ არის
ჩამოყალიბებული;
 1 ქულა - ანგარიშშიარ არის შეჯამებულია კლინიკის მიზნები და კლინიკის შედეგები (რეზიუმე), ასევე არ არის
ასახული კლინიკური სწავლების პროცესში განხორციელებული საქმიანობის შესახებ, დასკვნები არ არის
ჩამოყალიბებული;
 0 ქულა - ანგარიში მომზადებული არ არის.

იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის შეფასების კრიტერიუმებია:

ა. მატერიალური, საპროცესო და ეთიკური ნორმების ცოდნა, დასკვნის უნარი - მაქსიმუმ 5 ქულა.

 5 ქულა - სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად აქვს ათვისებული
ძირითადი და დამატებითი ლიტერატურა. ზედმიწევნით იცავს მატერიალურ, პროცესუალურ და ეთიკურ ნორმებს,
გამოაქვს სწორი დასკვნები;
 4 ქულა - სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, ათვისებული აქვს
ძირითადი ლიტერატურა, იცავს მატერიალურ, პროცესუალურ და ეთიკურ ნორმებს, გამოაქვს სწორი დასკვნები,
თუმცა აღინიშნება რამდენიმე არაარსებითი შეცდომა;
 3 ქულა - სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ აღინიშნება ნაკლოვანებები. იცავს
მატერიალურ, პროცესუალურ და ეთიკურ ნორმებს, დასკვნების ძირითადი ნაწილი სწორია, თუმცა აღინიშნება
რამდენიმე არსებითი შეცდომა;
 2 ქულა - სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა. არღვევს მატერიალურ,
პროცესუალურ და ეთიკურ ნორმებს, დასკვნების ძირითადი ნაწილი მცდარია;
 1 ქულა - სტუდენტს არა აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა. არღვევს მატერიალურ, პროცესუალურ და
ეთიკურ ნორმებს, დასკვნები არსებითად მცდარია;
 0 ქულა - სასამართლო პროცესი არ მიუღია მონაწილეობა.

ბ. წერითი კომპონენტი (სხდომის ოქმი, გადაწყვეტილება, საპაექრო სიტყვები და სხვ.), ვერბალური კომუნიკაციის, მათ
შორის მსჯელობის უნარი - მაქსიმუმ 5 ქულა.

 5 ქულა - წერითი კომპონენტი (სხდომის ოქმი, გადაწყვეტილება, საპაექრო სიტყვები და სხვ.) ზედმიწევნით
კარგადაა შედგენილი/გამოსვლები ზედმიწევნით არგუმენტირებულია, სტუდენტის პოზიცია გამყარებულია
შესაბამისი სამართლებრივი მსჯელობით. იგი კარგად ფლობს იურიდიულ ტერმინოლოგიას;
 4 ქულა - წერითი კომპონენტი (სხდომის ოქმი, გადაწყვეტილება, საპაექრო სიტყვები და სხვ.) კარგადაა
შედგენილი/გამოსვლები არგუმენტირებულია. სტუდენტის პოზიცია უმეტესწილად გამყარებულია შესაბამისი
სამართლებრივი მსჯელობით.. იგი საკმარისად ფლობს იურიდიულ ტერმინოლოგიას;
 3 ქულა - წერითი კომპონენტი (სხდომის ოქმი, გადაწყვეტილება, საპაექრო სიტყვები და სხვ.) დამაკმაყოფილებლას
არის შედგენილი/გამოსვლები არ არის საკმარისად არგუმენტირებულია. სტუდენტის პოზიცია პერიოდულად
ემყარება შესაბამის მსჯელობას. იგი არასრულად ფლობს იურიდიულ ტერმინოლოგიას.;
 2 ქულა - წერითი კომპონენტი (სხდომის ოქმი, გადაწყვეტილება, საპაექრო სიტყვები და სხვ.) ხარვეზითაა
შედგენილი/გამოსვლები სუსტადაა არგუმენტირებული. სტუდენტის პოზიცია ფაქტობრივად არ ემყარება
შესაბამის მსჯელობას. იგი ნაწილობრივ ფლობს იურიდიულ ტერმინოლოგიას;
 1 ქულა - წერითი კომპონენტი (სხდომის ოქმი, გადაწყვეტილება, საპაექრო სიტყვები და სხვ.) არ იქნა
წარმოდგენილი/გამოსვლები არ არის არგუმენტირებული. სტუდენტის პოზიცია არ ემყარება შესაბამის მსჯელობას.
იგი არ ფლობს იურიდიულ ტერმინოლოგიას;
 0 ქულა - სასამართლო პროცესი არ მიუღია მონაწილეობა.

9
შუალედურ და დასკვნით გამოცდაში კაზუსის/თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმებია:

 5 – 4 ქულა/8-10 ქულა. პასუხი სრულია. საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული. იურიდიული
ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად
აქვს ათვისებული ძირითადი და დამატებითი ლიტერატურა. შეცდომა არ არის. სამართლებრივი მსჯელობა მაღალ
დონეზეა.
 3-4 ქულა/6-8 ქულა. პასუხი სრულია, თუმცა შეკვეცილი. ტერმინოლოგიურად გამართულია. არსებითი შეცდომა არ
არის. სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ათვისებული აქვს ძირითადი
ლიტერატურა. სამართლებრივი მსჯელობა კარგია.
 2-3 ქულა/4-6 ქულა. პასუხი არასრულია. იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია. სტუდენტი ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ აღინიშნება ნაკლოვანებები. არის ფრაგმენტული სამართლებრივი მსჯელობა.
 1-2 ქულა/2-4 ქულა. პასუხი არასრულია. იურიდიული ტერმინოლოგია მცდარია. საკითხის შესაბამისი მასალა
გადმოცემულია ნაწილობრივ. სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა. აღინიშნება
რამდენიმე არსებითი შეცდომა.
 0.1-1 ქულა/0.1-2 ქულა. პასუხი ნაკლოვანია. იურიდიული ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული. პასუხი
არსებითად მცდარია. გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები.
 0 ქულა. პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

შუალედურ გამოცდაში ღია კითხვის შეფასების კრიტერიუმებია:

 2 ქულა - სტუდენტმა სრულყოფილად უპასუხა დასმულ შეკითხვას;


 1 ქულა - სტუდენტმა არადამაჯერებლად უპასუხა დასმულ შეკითხვას;
 0 ქულა - სტუდენტს არ აქვს პასუხი შეკითხვაზე.

სავალდებულო ლიტერატურა:

ნორმატიული აქტები:

 საქართველოს კონსტიტუცია, 1995 წელი, 24 აგვისტო;


https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=30346&lang=ge
 ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1208370
 ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
http://www.lexilogos.com/declaration/georgien.htm
 „მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, საქართველოს 2001 წელი, 28 სექტემბერის კანონი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=15652&lang=ge
 „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=90052&lang=ge
 „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“საქართველოს
2006 წელი, 25 მაისის კანონი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=26422&lang=ge
 საქართველოს კანონი - პატიმრობის კოდექსი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=91612&lang=ge
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, 1996 წელი, 26 ივნისი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=31702&lang=ge
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, 1999 წ. 22 ივლისი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16426&lang=ge
 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=90034&lang=ge

ლიტერატურა:

 პრაქტიკული სამართლის სწავლება საქართველოში: სახელმძღვანელო ტრენერებისათვის, თბ., 2008;


 გ. ხუბუა, სამართლის თეორია, „მერიდიანი”, 2004;
 ა. დემეტრაშვილი, ი. კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, თბ., 2008;
 ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული და ეროვნული სისტემები, სტატიათა კრებული, რედ., კ. კორკელია, თბ.,
2007; ინტერნეტ რესურსი:

10
http://www.library.court.ge/upload/ge-gtz-systeme-des-menschenrechtsschutzes-2007.pdf
 კ. კუბლაშვილი, ძირითადი უფლებები, თბ., 2014;
 ავტორთა კოლექტივი, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი (თავი მეორე) საქართველოს მოქალაქეობა.
ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, თბ., 2013. გვ. 154-176. ინტერნეტ რესურსი:
http://www.library.court.ge/upload/Constitution_Commentary_Human_Rights.pdf
 ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და საქართველო, სტატიათა კრებული, რედ. კ.
კორკელია, თბ., 2011, ინტერნეტ რესურსი:
http://www.library.court.ge/upload/international_standards_for_human_rights_protection.pdf
 მ. ტურავა. სისხლის სამართალი. ზოგადი ნაწილის მიმოხილვა. თანდართული ტესტების ნიმუშებითა და კაზუსის
ამოხსნის მეთოდის გამოყენებით. (მეცხრე გამოცემა) თბ., 2013;
 ო. გამყრელიძე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება, თბ., 2005;
 სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი პირველი, ავტ. კოლ. გამომც. „მერიდიანი“, თბ. 2014;
 მ. ლომსაძე, სისხლის სამართლის პროცესი, თბ., 2012;
 ავტორთა კოლექტივი, საქართველოს სისხლის სამართლის პროცესი (ზოგადი ნაწილი), თბ., 2013.
 ქეროლინ ჰამილტონი. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმის სახელმძღვანელო
მითითებები, 2011 წლის მაისი, ქართული თარგმანი, გაეროს ბავშვთა ფონდი, თბ., 2013;ინტერნეტ რესურსი:
http://unicef.ge/uploads/Guidance_on_legislative_reform.pdf
 დ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები. თბ., ევროპული და შედარებითი სამართლის
ინსტიტუტის გამომცემლობა 2009;
 ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი. სახელმძღვანელო. თბ., „სამართალი” 2011;
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, წიგნი I, ავტორთა კოლექტივი, ლ. ჭანტურიას რედაქციით, თბ.,
2002;
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, წიგნი V, ავტორთა კოლექტივი, ლ. ჭანტურიას რედაქციით, თბ.,
2000;
 შ. ჩიკვაშვილი, საოჯახო სამართალი, თბ., 2004;
 რ. შენგელია, ე. შენგელია, საოჯახო სამართალი, თბ. 2009.

შენიშვნა: სასწავლო პროგრამის ცალკეულ თემატიკაზე სტუდენტს, მისივე მოთხოვნით, ლექტორის მიერ მიეთითება
დამატებითი სასწავლო-სამეცნიერო და ნორმატიული ლიტერატურა.

დამატებითი ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალა:

 სამართლის ქალაქი, თბილისი, 2014. ინტერნეტ რესურსი:


http://www.library.court.ge/upload/samartlis_kalaki_for%20web.pdf
 ბ. სავანელი, თანამედროვე სამართლის თეორია (იურისპრუდენცია), თბ., 2004.
 ავტორთა კოლექტივი. სისხლის სამართალი ზოგადი ნაწილი (სახელმძღვანელო) თბ., 2011;
 ო. გამყრელიძე, თ. ებრალიძე, ლ. სურგულაძე, მ. ტურავა, გ. ტყეშელიაძე, სისხლის სამართლის სასამართლო
პრაქტიკის კომენტარები (დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ), თბ. 2002;
 სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარები, ეკონომიკური დანაშაული, თბ., 2004;
 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება #635 „არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ
დანაშაულთა აღმკვეთი საქმიანობის ორგანიზების შესახებ“, ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, 2006 წლის 17
მაისი.
 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება #6 ქალთა და არასრულწლოვანთა #5 საერთო და საპყრობილის
რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მდედრობითი სქესის არასრულწლოვან პატიმართა განყოფილების
შექმნის შესახებ, 2007 წლის 10 იანვარი;
 საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები სამოქალაქო საქმეებზე 2007-2014 წლები;
 საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის საქმეებზე 2007-2014 წლები;
 Arbetman Lee P. and Edvard L. O,Brian, Street Law: a Course in Practical Law (7th Edition), Clencoe/McGraw-Hell: New York,
2005;
 Scott, Lena Morreale, , Lee P. Arbetman, Edward L. O,Brian, Street Law: a Course in Practical Law (7th Edition), Teacher
Manual, Clencoe/McGraw-Hell: New York, 2005;
 Open Society Institute Street Law Network Program Teacher Training Manual, Slreet Law, Inc., 2000.

სილაბუსის ავტორი

11
12

You might also like