You are on page 1of 8

სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

სასწავლო კურსის სილაბუსი


სასწავლო კურსის
ქართული სამართლის ისტორია
დასახელება
ფაკულტეტი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი
საგანმანათლებლო
სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
პროგრამა
სწავლის სწავლების სასწავლო ECTS სტატუსი (სავალდებულო,
სასწავლო კურსის სემესტრი საათები
საფეხური წელი წელი კრედიტი არჩევითი)
პარამეტრები ბაკალავრიატი პირველი 2014-2015 პირველი 5 125 სავალდებულო
დამოუკიდებელი
საკონტაქტო საათები
საათების მუშაობის საათები
ლექცია ჯგუფში მუშაობა პრაქტიკული გამოცდები
განაწილება 80
26 13 0 6
გვარი, სახელი თანამდებობა საკონტაქტო ინფორმაცია ინდივიდუალური მუშაობა
პასუხისმგებელი ტელეფონი ელ-ფოსტა დღე საათი
დავით
ლექტორი ბოსტოღანაშვილი
პროფესორი ორშაბათი 16.00.-18.00
577 241170 david.bostoghanashvili@tsu.ge

გვარი, სახელი თანამდებობა საკონტაქტო ინფორმაცია ინდივიდუალური მუშაობა


პასუხისმგებელი
ტელეფონი ელ-ფოსტა დღე საათი
ლექტორის
ასისტენტი

სასწავლო კურსის მიზნები:

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს:

 ძველი ქართული სამართლის ისტორიული ასპექტების, საეკლესიო და საერო წყაროების, მისი ცალკეული დარგების,
აგრეთვე ძველი ქართული სამართლებრივი კულტურის შესახებ;
 გამოუმუშაოს ძველი ქართული სამართლის წყაროების მოძიების, მათზე მუშაობის, საკითხის შეფასების, ანალიზის,
მსჯელობის და დასაბუთების უნარი.

დაშვების წინაპირობები

სასწავლო კურსს დაშვების წინაპირობები არ გააჩნია

სწავლის შედეგები:

ცოდნა და გაცნობიერება

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტიშეიძენს ფართო თეორიულ ცოდნასქართული სამართლის ისტორიული
წყაროების, ქართული სახელმწიფო სამართლის განვითარების ძირითადი ეტაპებისა და თავისებურებების, ძველი
ქართული სამართლის დარგებისა და ინსტიტუტების, ქართული სამართლებრივი კულტურის ძირითადი ნიშნების და
თავისებურებების,ასევე ძველი ქართული სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და სამართალგანვითარების
ტენდენციებისშესახებ.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს გაცნობიერებული ექნებაძველი ქართული სამართლის ფუნდამენტური
პრინციპების მნიშვნელობა თანამედროვე ეროვნული სამართლებრივი სისტემის ფორმირებისათვის.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 ქართული სამართლის ძეგლებში მოცემული ნორმების მოძიებას, განმარტებას, გამოყენებას;
 ქართული სამართლის ინსტიტუტების თანამედროვე ინსტიტუტებთან შედარებას.
 თანამედროვე კანონშემოქმედებისა და ნორმათა შეფარდების პროცესში ძველი ქართული სამართლის
სტრუქტურული ელემენტების გამოყენებას.

1
დასკვნის უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 ქართული სამართლის ისტორიული ასპექტების, აგრეთვე ძველი ქართული სამართლის ცალკეული ინსტიტუტების
ბუნების შესახებ არგუმენტირებულ მსჯელობას და დასკვნის გამოტანას;
 ძველი ქართული სამართლის ცალკეული ინსტიტუტების შედარებით-სამართლებრივ ანალიზს;
 ძველი ქართული სამართლის სისტემის ძირითადი თავისებურებების წარმოჩენას.

კომუნიკაციის უნარი

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:


 ქართული სამართლის ისტორიული წყაროების, ქართული სახელმწიფო სამართლის განვითარების ძირითადი
ეტაპებისა და თავისებურებების, ძველი ქართული სამართლის დარგებისა და ინსტიტუტების თაობაზე დებატებში
ჩართვას, განსხვავებული აზრის გაგებას და იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით ზეპირი და წერილობითი
ფორმით ცოდნის გადმოცემას.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები

აღნიშნული სასწავლო კურსის შესასწავლად გამოყენებული იქნება სხვადასხვა მეთოდი. ლექციაზე მასალის
ვერბალურად გადაცემის გარდა (ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი), გამოყენებული იქნება დემონსტრირების
მეთოდი, რაც ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება
თვალსაჩინოს გახდის სასწავლო მასალის აღქმას. გარდა ამისა ლექციაზე გამოყენებული იქნება სწავლების ინდუქციური
და დედუქციური მეთოდები. ლექციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახსნა-განმარტების მეთოდს.
აღნიშნული მეთოდი გულისხმობს კონკრეტული საკითხის ირგვლივ მსჯელობას. სემინარულ მეცადინეობებზე
გამოყენებული იქნება დისკუსია/დებატების მეთოდი, რაც გულისხმობს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხისა და
აქტივობის ამაღლებას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ
პროფესორის მიერ დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი განუვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის
დასაბუთების უნარს.

სასწავლო კურსის შინაარსი:


სასწავლო კვირა და თემის დასახელება და შინაარსი
მეცადინეობის
ფორმა
თემა 1. ქართული სამართლის ისტორიის საგანი, სისტემა და მეთოდი, ქართული სამართლის
ისტორია როგორც მეცნიერება და როგორც სასწავლო დისციპლინა
1-ლი კვირა
ქართული სამართლის ისტორიის საგანი, სისტემა და მეთოდი, ქართული სამართლის ისტორია
ლექცია(2 სთ) როგორც მეცნიერება და როგორც სასწავლო დისციპლინა. სამართლისა და სამართლის ძეგლის
აღმნიშვნელი ტერმინები. სახელმწიფოს და სამართლის წარმოშობა საქართველოში.
სავალდებულო ლიტერატურა:
 გ. ნადარეიშვილი, ქართული სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია თბ. 2005.
 ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ. 2013.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - საუბარი სასწავლო კურსის მოცულობაზე და პროცესის წარმართვის
მეთოდებზე, შეფასების სისტემაზე და სავალდებულო ლიტერატურაზე.
თემა 2. ქართული სამართლის ისტორიის შესწავლის წყაროები. ქართული საერო სამართლის
ძეგლები

ხელმწიფის კარის გარიგება, დასტურლამალი, გიორგი V-ის ძეგლისდება, ბექა-აღბუღას


სამართალი; ბაგრატ კურაპალატის სამართლის წიგნის ფრაგმენტი, ვახტანგ VI-ის სამართლის
მე-2 კვირა წიგნთა კრებული, მისი სტრუქტურა, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი, მისი მოქმედების
სავალდებულობის საკითხი; ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში შემავალი უცხოური
ლექცია (2 სთ) სამართლის ძეგლები: ებრაული ანუ მოსეს სამართალი, ბერძნული სამართლის ქართული ვერსია,
სომხური სამართლის ქართული ვერსია.
სავალდებულო ლიტერატურა:
 გ. ნადარეიშვილი, ქართული სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია თბ. 2005.
 ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ. 2013.
 მ. ბიჭია, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი, თბ., 2013.

2
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - ზეპირი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 3. საეკლესიო ხასიათის წყაროები

დიდი სჯულისკანონი, მცირე სჯულისკანონი; რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერა,


მე-3 კვირა კათალიკოსთა სამართალი.
სავალდებულო ლიტერატურა:
ლექცია (2 სთ)  გ. ნადარეიშვილი, ქართული სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია თბ. 2005.
 ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ. 2013.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 4. ძველი ქართული სახელმწიფო სამართალი. გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფო
წყობილება
მე-4 კვირა
საქართველოს მეფე და მისი უფლებამოსილებები, დარბაზი (სამეფო კარი, ანუ სახელმწიფო
ლექცია (2 სთ) საბჭო),სავაზირო, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, ათაბაგი, ამირსპასალარი,
მანდატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი, მსახურთუხუცესი.
სავალდებულო ლიტერატურა:
 გ. ნადარეიშვილი, ქართული სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია თბ. 2005.
 ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ. 2013.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 5. საქართველოს სახელმწიფო წყობილება მე-17-18 საუკუნეებში. მეფის ხელისუფლება,
დარბაზი, სახელმწიფო უწყებები და მათი მოხელეები, განსაკუთრებული ხასიათის მოხელეები მე-
17-18 საუკუნეების ქართლის სამეფოში

ქართლის სამეფოს სახელმწიფოებრივი წყობილება მე-17-18 საუკუნეებში. საქართველოს სამეფო


მე- 5 კვირა სამთავროების პოლიტიკური წყობილება მე-17-18 საუკუნეებში. ხელისუფლებისა და მმართველოს
უმაღლესი ორგანოები: მეფე და მისი უფლებამოსილება, სახელმწიფო საბჭო ანუ დარბაზი, სამეფო
ლექცია (2 სთ) კარი. ქართლის სამეფოს ადგილობრივი მმართველობა: ა) საერისთავოები და ერისთავები; ბ)
სადროშო და სარდალი; გ) მოურავი, ნაცვალი, მამასახლისი, მელიქი; დ) ხევი, ე) სოფელი; ვ)
საქალაქო წყობილება და მმართველობა.
სავალდებულო ლიტერატურა:
 გ. ნადარეიშვილი, ქართული სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია თბ. 2005.
 ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ. 2013.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
მე- 6-მე-7 კვირა პირველი შუალედური გამოცდა (2 სთ) - 30 ქულა
თემა 6. გიორგიევსკის ტრაქტატი, მისი დადების წანამძღვრები, შინაარსი და იურიდიული
მნიშვნელობა. რუსული მმართველობის შემოღება საქართველოში

მე-8 კვირა საქართველოში დამყარებული რუსული მმართველობა და სამართალი: ქართლ-კახეთის სამეფოს


გაუქმება და რუსული მმართველობის შემოღება აღმოსავლეთ საქართველოში მე-18 საუკუნეში,
ლექცია (2 სთ) რუსული მმართველობის შემოღება დასავლეთ საქართველოსა და საქართველოს სხვა რეგიონებში.
სავალდებულო ლიტერატურა:
 გ. ნადარეიშვილი, ქართული სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია თბ. 2005.
 ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ. 2013.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - პირველი შუალედური გამოცდების შედეგების განხილვა
მე-9 კვირა თემა 7. ძველი ქართული სისხლის სამართალი. სასჯელი მიზნები და სახეები ძველ ქართულ
სამართალში. დანაშაულის სახეები ძველ ქართულ სამართალში (მონღოლთა შემოსევამდე) და
ლექცია (2 სთ) ვახტანგ VI სამართლის წიგნის მიხედვით

დანაშაულის ცნება და არსი და დანაშაულის აღმნიშვნელი ტერმინები. დანაშაულთა სახეები.


სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება, პასუხისმგებლობის
შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, თანამონაწილეობა, დანაშაულის სუბიექტი და
სუბიექტური მხარე ძველ ქართულ სამართალში. სასჯელის სახეები ფეოდალურ საქართველოში:
საჯარო და კერძო სასჯელები, დანაშაულის სახეები მონღოლთა შემოსევამდე და ვახტანგ VI
სამართლის წიგნის მიხედვით.
სავალდებულო ლიტერატურა:
 გ. ნადარეიშვილი, ქართული სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია თბ. 2005.
 ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ. 2013.
 მ. ბიჭია, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი, თბ., 2013.

3
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 8. სასამართლო ორგანიზაცია ძველ ქართულ სამართალში

სასამართლოების პირვანდელი ფორმები, სასამართლო ორგანიზაცია გაერთიანებულ და


მე-10 კვირა
გვიანფეოდალურ საქართველოში.
სავალდებულო ლიტერატურა:
ლექცია (2 სთ)
 გ. ნადარეიშვილი, ქართული სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია თბ. 2005.
 ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ. 2013.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 9. სასამართლო პროცესი და სასამართლო მტკიცებულებანი ძველ ქართულ სამართალში

სასამართლო პროცესი V-XVIII საუკუნეებში, სასამართლო პროცესის სახეები, სასამართლო


მე-11 კვირა
მტკიცებულებები: ფიცი, მოწმის ჩვენება, მთხრობელი, ცოდვის მოკიდება, წერილობითი
მტკიცებულება, ორდალი.
ლექცია (2 სთ)
სავალდებულო ლიტერატურა:
 გ. ნადარეიშვილი, ქართული სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია თბ. 2005.
 ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ. 2013.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - ზეპირი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 10. ძველიქართულისაოჯახოსამართალი

საქორწინო სამართალი: დაქორწინების პირობები და განქორწინება, ქალების სამართლებრივი


მე-12 კვირა მდგომარეობა ოჯახსა და საზოგადოებაში, მშოლებსა და შვილებს შორის პირადი და ქონებრივი
ურთიერთობა, მეუღლეთა შორის პირადი და ქონებრივი ურთიერთობა.
ლექცია (2 სთ)
სავალდებულო ლიტერატურა:
 გ. ნადარეიშვილი, ქართული სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია თბ. 2005.
 ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ. 2013.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
მე-13-მე-14 კვირა მეორე შუალედური გამოცდა (2 სთ) - 30 ქულა
თემა 11. ძველი ქართული სამემკვიდრეო სამართალი

მემკვიდრეობა კანონით: მემკვიდრეობის ფარგლები, ქალიშვილების და ვაჟიშვილების


მე-15 კვირა მემკვიდრეობა; მემკვიდრეობა ანდერძით: საანდერძო დანაკისრი –ეგატი, ფიდეოკომისია.
სავალდებულო ლიტერატურა:
ლექცია (2 სთ)  გ. ნადარეიშვილი, ქართული სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია თბ. 2005.
 ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ. 2013.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - მეორე შუალედური გამოცდების შედეგების განხილვა
თემა 12. ძველი ქართული სამოქალაქო სამართალი. სანივთო სამართალი, საკუთრების უფლება.
ვალდებულებითი სამართალი, ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებები

სანივთო სამართალი, საკუთრების უფლების წარმოშობის გზები, საკუთრების უფლების


მე-16 კვირა შეწყვეტა.ვალდებულებების წარმოშობის და შეწყვეტის საფუძვლები, ვალდებულების
უზრუნველყოფის საშუალებები. ხელშეკრულების ცალკეული სახეები, ნასყიდობის
ლექცია (2 სთ) ხელშეკრულება, ნაჩუქრობის ხელშეკრულება ქონების ქირავნობის ხელშეკრულება.
ხანდაზმულობა: სასარჩელო ხანდაზმულობა და მფლობელობის ხანდაზმულობა.
სავალდებულო ლიტერატურა:
 გ. ნადარეიშვილი, ქართული სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია თბ. 2005.
 ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ. 2013.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - წერითი გამოკითხვა - 10 ქულა
თემა 13. ქართული სამართლებრივი აზროვნების სათავეებთან. გაერთიანებული საქართველოს
პერიოდის სამართლებრივი შეხედულებები

ქართული სამართლებრივი აზროვნების სათავეებთან. იაკობ ცურტაველის, აიეტისა და ფარტაძის,


მე-17 კვირა იოანე საბანისძის, ბასილი ზარზმელის, გიორგი მერჩულეს სამართლებრივი შეხედულებანი.
დავით აღმაშენებლის, ყუთლუ-არსლანის დასის წარმომადგენელთა, შოთა რუსთაველის
ლექცია (2 სთ) სამართლებრივი შეხედულებანი.
სავალდებულო ლიტერატურა:
 გ. ნადარეიშვილი, ქართული სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია თბ. 2005.
 ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ. 2013.
ჯგუფში მუშაობა (1 სთ) - ზეპირი გამოკითხვა - 10 ქულა

4
მე-18-მე-19 კვირა დასკვნითი გამოცდა (2 სთ.) – 30 ქულა
მე-20-21-ე კვირა განმეორებითი გამოცდა

სწავლის შედეგების მიღწევის ფორმები

ლექცია სემინარი (ჯგუფში მუშაობა) პრაქტიკული პრაქტიკა ინდივიდუალური/ჯგუფური საშინაო

დავალების პრეზენტაცია იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობა დამოუკიდებელი მუშაობა

შეფასების კრიტერიუმები

N შეფასების კომპონენტები მოკლე აღწერა მაქსიმალური ქულა

1 შუალედური შეფასება, მათ შორის: 70 ქულა

1.1 ზეპირი/წერითი გამოკითხვა (ტესტირება) (10X10):10 10

1.2 პირველი შუალედური გამოცდა 1X30 30

1.3 მეორე შუალედური გამოცდა 1X30 30

2 დასკვნითიგამოცდა 1X30 30

სულ 100ქულა

შემოთავაზებული კურსის დაუფლება სწავლების პროცესში სტუდენტთა აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს და


შეძენილი ცოდნის უწყვეტი შეფასების პრინციპს ეფუძნება.

სტუდენტთა ცოდნის შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით, რომელიც სასწავლო პროცესში ჩართული მეთოდების
წილისგან შედგება.

დადებით შეფასებად ჩაითვლება:


 (A) - ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
 (B) - ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%;
 (C) - კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%;
 (D) - დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;
 (E) - საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;
უარყოფით შეფასებად ჩაითვლება:
 (FX) - ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა
სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
 (F) - ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ
არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

სტუდენტის სემესტრის განმავლობაში გაწეული შრომის შეფასება გარკვეული შეფარდებით ითვალისწინებს:

 შუალედურ შეფასებას;
 დასკვნითი გამოცდის შეფასებას.

სტუდენტის შუალედური შეფასება ითვალისწინებს ყოველკვირეულ გამოკითხვას (წერითი გამოკითხვა


(ტესტირება),ზეპირი გამოკითხვა), პირველ შუალედურ გამოცდას და მეორე შუალედურ გამოცდას.

თითოეული ყოველკვირეული გამოკითხვა (წერითი გამოკითხვა (ტესტირება),ზეპირი გამოკითხვა) ფასდება 10 ქულით.


ყოველკვირეული შეფასებების საბოლოო ქულა იანგარიშება საშუალო არითმეტიკულით ანუ ყოველკვირეულ
გამოკითხვებში მიღებული ქულების ჯამის გაიყოფით ჩატარებულ ყოველკვირეულ გამოკითხვათა რაოდენობაზე.
ამრიგად, ყოველკვირეულ შეფასებებში (წერითი გამოკითხვა (ტესტირება),ზეპირი გამოკითხვა) სტუდენტმა შეიძლება
დააგროვოს მაქსიმუმ 10 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 10 პროცენტის ტოლია.

5
სტუდენტის ზეპირი გამოკითხვა ტარდება მოხსენებების და კითხვა-პასუხის ფორმატში. ზეპირი გამოკითხვის
შეფასების კრიტერიუმებია:

 9-10 ქულა. სტუდენტი კარგადაა მომზადებული, პასუხი (მოხსენება) სრული, სამართლებრივად დასაბუთებული და
სწორია. სტუდენტს გააზრებული აქვს და კარგად ერკვევა პრობლემურ საკითხში. მისი სამართლებრივი მსჯელობა
მაღალ დონეზეა. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას, ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, ღრმად
და საფუძვლიანად აქვს ათვისებული ძირითადი და დამატებითი ლიტერატურა.
 7-8 ქულა. სტუდენტი მომზადებულია, პასუხი (მოხსენება) სრულია, თუმცა შეკვეცილი. სტუდენტს გააზრებული
აქვს და ერკვევა პრობლემურ საკითხში. მისი სამართლებრივი მსჯელობა კარგია. იგი იცავს იურიდიულ
ტერმინოლოგიას, კარგად ფლობს განვლილ მასალას, ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა.
 5-6 ქულა. სტუდენტი მომზადებულია, იცნობს პრობლემურ საკითხს, მაგრამ ბოლომდე გააზრებული არ აქვს იგი და
პასუხი (მოხსენება) საკმარისად სრულყოფილი არ არის. მისი სამართლებრივი მსჯელობა ფრაგმენტულია, ხოლო
იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია. სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ
აღინიშნება ნაკლოვანებები.
 3-4 ქულა - სტუდენტი არ არის კარგად მომზადებული. მართალია იცნობს პრობლემურ საკითხს, მაგრამ
გააზრებული არ აქვს იგი და პასუხი (მოხსენება) არასრულია. საკითხის შესაბამისი მასალას გადმოცემს
ნაწილობრივ. მისი იურიდიული ტერმინოლოგია მცდარია. სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი
ლიტერატურა. დაუშვა რამდენიმე არსებითი შეცდომა.
 1-2 ქულა - სტუდენტი ფაქტიურად მოუმზადებელია, ვერ ერკვევა პრობლემურ საკითხებში. მისი პასუხი არსებითად
მცდარია. იგი არ იყენებს იურიდიული ტერმინოლოგიას. გადმოსცემს საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ
ცალკეულ ფრაგმენტებს.
 0 ქულა - სტუდენტი სრულიად მოუმზადებელია.

შენიშვნა: ერთსა და იმავე კრიტერიუმის ფარგლებში ქულათა დიფერენცირება ითვალისწინებს სტუდენტის მიერ
დაშვებული არაარსებითი ხასიათის უზუსტობას.

სტუდენტის წერითი გამოკითხვა (ტესტირება) შეიძლება მოიცავდეს თეორიული საკითხის, ღია კითხვის, ტესტის
კომბინაციას. თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით, ხოლო თითოეული ღია კითხვა 2 ქულით. თითოეულ ტესტს
გააჩნია 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. სწორად ამოხსნილი თითოეული ტესტი ფასდება
0.5 ქულით.

სემესტრის განმავლობაში სტუდენტი აბარებს ორ შუალედურ გამოცდას, რომლითაც მოწმდება მის მიერ მიღებული
ცოდნა. პირველი შუალედური გამოცდა ტარდება მე-6-მე-7 სასწავლო კვირას. პირველ შუალედურ გამოცდაში
სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია. პირველი
შუალედური გამოცდა მოიცავს 2 თეორიულ საკითხს და 20 ტესტს. თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით, ხოლო
თითოეული სწორად ამოხსნილი ტესტი 0.5 ქულით. სტუდენტის ცოდნა ფასდება 30 ქულით, რაც საბოლოო შეფასების
30 პროცენტის ტოლია. მეორე შუალედური გამოცდა ტარდება მე-13-მე-14 სასწავლო კვირას. მეორე შუალედურ
გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია.
მეორე შუალედური გამოცდა ასევე მოიცავს 2 თეორიულ საკითხს 20 ტესტს. თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით,
ხოლო თითოეული სწორად ამოხსნილი ტესტი 0.5 ქულით. სტუდენტის ცოდნა ფასდება 30 ქულით, რაც საბოლოო
შეფასების 30 პროცენტის ტოლია.

სულ შუალედურ შეფასებებში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 70 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 70
პროცენტის ტოლია.

დასკვნითი გამოცდა ტარდება სასწავლო კურსის დასრულებისას მე-18-მე-19 კვირას და მოიცავს მთელ განვლილ
მასალას. შეფასების სისტემაში დასკვნითი გამოცდის ხვედრითი წილი 30 ქულას შეადგენს, რაც საბოლოო შეფასების 30
პროცენტის ტოლია. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში
შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 21 ქულას. სტუდენტს, რომელსაც დაგროვილი არ ექნება
სავალდებულო მინიმალური ქულა (21), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება.

სწავლების პროცესში შეძენილი ცოდნის გამოსავლენად და სტუდენტის შესაფასებლად დასკვნითი გამოცდა ტარდება
წერითი ფორმით. დასკვნითი გამოცდის საკითხები შედგენილია წინამდებარე სილაბუსში ჩამოთვლილი თემების
გათვალისწინებით. დასკვნითი გამოცდა მოიცავს 2 თეორიულ საკითხს და 5 ღია კითხვას. თეორიული საკითხი
ფასდება 10 ქულით, ხოლო თითოეული ღია კითხვა 2 ქულით.

ყოველკვირეულ წერითი გამოკითხვაში (ტესტირებაში), შუალედურ და დასკვნით გამოცდაში თეორიული საკითხის


შეფასების კრიტერიუმებია:

6
 9-10 ქულა. პასუხი სრულია. საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია
დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად აქვს
ათვისებული ძირითადი და დამატებითი ლიტერატურა. შეცდომა არ არის. სამართლებრივი მსჯელობა მაღალ
დონეზეა.
 7-8 ქულა. პასუხი სრულია, თუმცა შეკვეცილი. ტერმინოლოგიურად გამართულია. არსებითი შეცდომა არ არის.
სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ათვისებული აქვს ძირითადი
ლიტერატურა. სამართლებრივი მსჯელობა კარგია.
 5-6 ქულა. პასუხი არასრულია. იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია. სტუდენტი ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ აღინიშნება ნაკლოვანებები. არის ფრაგმენტული სამართლებრივი მსჯელობა.
 3-4 ქულა. პასუხი არასრულია. იურიდიული ტერმინოლოგია მცდარია. საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია
ნაწილობრივ. სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა. აღინიშნება რამდენიმე
არსებითი შეცდომა.
 1-2 ქულა. პასუხი ნაკლოვანია. იურიდიული ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული. პასუხი არსებითად მცდარია.
გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები.
 0 ქულა. პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

შენიშვნა: თეორიული საკითხის შეფასებისას ერთსა და იმავე კრიტერიუმის ფარგლებში ქულათა დიფერენცირება
ითვალისწინებს სტუდენტის მიერ დაშვებული არაარსებითი ხასიათის უზუსტობას.

ყოველკვირეულ, წერითი გამოკითხვაში (ტესტირებაში), შუალედურ და დასკვნით გამოცდაში ღია კითხვის შეფასების
კრიტერიუმებია:

 2 ქულა - სტუდენტმა სრულყოფილად უპასუხა დასმულ შეკითხვას;


 1 ქულა - სტუდენტმა არადამაჯერებლად უპასუხა დასმულ შეკითხვას;
 0 ქულა - სტუდენტს არ აქვს პასუხი შეკითხვაზე.

სავალდებულო ლიტერატურა:

 გ. ნადარეიშვილი, ქართული სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია თბ. 2005.


 ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ. 2013.
 მ. ბიჭია, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი, თბ., 2013.

დამატებითი ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალა:

 გ. ლობჟანიძე, ქართული სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია, თბ., 2001;


 ქართული სამართლის ისტორია (ქრესტომათია) პირველი გამოცემა. თბ., 2011;
 ალ. ვაჩეიშვილი, ნარკვევები ქართული სამართლის ისტორიიდან 1946;
 ბ. ზოიძე, ფეოდალური საქართველოს მემკვიდრეობითი სამართალი, თბ., 1992;
 გ. დავითაშვილი, სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი ძველ ქართულ სამართალში, თბ., 2002;
 გ. დავითაშვილი, დანაშაული და სასჯელი ქართულ ჩვეულებით სამართალში, თბ., 2002;
 გ. ნადარეიშვილი, ფეოდალური საქართველოს სახელმწიფო წყობილების თავისებურებები. ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციის ალმანახი #14, 2000;
 გ. ნადარეიშვილი. ძველი ქართული საოჯახო სამართალი, თბ., 1996;
 ძლიერიშვილი ზ. „ნარდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება“. თბ., „მერიდიანი” 2011;
 ძლიერიშვილი ზ. ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნება, თბ., 2010;
 ძლიერიშვილი ზ., ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება, თბ., 2006;
 ვ. გაბაშვილი, დარბაზის რიგის მოხელენი „დასტურ-ლამალის“ მიხედვით, ენიმკის მოამბე, XIII, თბ., 1943;
 ი. სურგულაძე, ნარკვევები საქართველოს პოლიტიკურ მოძღვრებათა ისტორიიდან, თბ., 2001;
 ი. სურგულაძე, ქართული სამართლის ისტორიის წყაროები, თბ. 2003;
 ი. ფუტკარაძე, ვალდებულებითი სამართლის ისტორიის ნარკვევები, თბ., 1976;
 ივ. სურგულაძე, ნარკვევები საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიიდან, თბ., 1965;
 ივ. სურგულაძე, საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, თბ., 1952;
 ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, ტ. 3, თბ., 1984;
 მ. კეკელია, სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი საქართველოში რუსეთთან შეერთების წინ, წ. I, 1970;
 მ. კეკელია, სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი საქართველოში რუსეთთან შეერთების წინ, წ. II, თბ., 1981;

7
 ლ. გაბისონია, ქართული სამართლის ისტორია (ტესტები), თბ., 2012.

სილაბუსის ავტორი დავით ბოსტოღანაშვილი

You might also like