You are on page 1of 10

ივ.

ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


Ivane Javakhishvili Tbilisi State University

სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი

ფაკულტეტი იურიდიული
სწავლების საფეხური ბაკალავრიატი
პროგრამა სამართალი
სასწავლო კურსის საქართველოს საკონსტიტუციო (სახელმწიფო მოწყობის) სამართალი
სახელწოდება Constitutional Law of Georgia (State Organization)
სასწავლო კურსის კოდი LAWB3018
სასწავლო კურსის სტატუსი სავალდებულო
სწავლების ენა ქართული
დაშვების წინაპირობები სასწავლო კურსი - შესავალი საკონსტიტუციო სამართალში

სახელი, გვარი გიორგი კვერენჩხილაძე


სამეცნიერო ხარისხი სამართლის დოქტორი
თანამდებობა პროფესორი
სასწავლო კურსის
E-mail giorgi.kverenchkhiladze@tsu.ge
განმახორციელებელი
კონსულტაციის დღე: ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული ცხრილის
მიხედვით

სასწავლო კურსის კოდი

სწავლების ენა ქართული

წინაპირობები სასწავლო კურსი - შესავალი საკონსტიტუციო სამართალში

კრედიტი (ECTS) 5
საათები (1 კრედიტი = 25 სთ) 125
საკონტაქტო საათები, მ.შ 55
სტუდენტის სასწავლო
დატვირთვა ლექცია 26 სთ.
სემინარი 24 სთ.
შუალედური და დასკვნითი გამოცდები 5 სთ
დამოუკიდებელი საათები 70

სასწავლო კურსის მიზანი და სწავლის შედეგები

სასწავლო კურსის მიზანი სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს:

 მისცეს სიღრმისეული ცოდნა საქართველოს კონსტიტუციური კანონმდებლობის, საქართველოს


სახელმწიფოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი ორგანიზაციისა და მოდელის, კონსტიტუციურ-
სამართლებრივი ინსტიტუტების, მათი შექმნისა და მუშაობის წესის, ფუნქციებისა და კომპეტენციების,
ასევე პიროვნებისა და საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთობის კონსტიტუციური რეგლამენტაციის
ზოგადი დებულებების შესახებ;

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სასწავლო კურსის სილაბუსი


 გამოუმუშავოს საქართველოს კონსტიტუციურ სამართალთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის
მოძიების, არსებული სამართლებრივი პრობლემების ანალიზის, მათი გადაწყვეტის შესაბამის
მიდგომების განვითარების და განახლებული ცოდნის საფუძველზე, საკუთარი სამართლებრივივი
დასკვნების თაობაზე ზეპირი და წერილობითი ფორმით კომუნიკაციის უნარი.

სწავლის შედეგები
სტუდენტი:

(A) აღწერს საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის პრინციპებს, წყაროებს, კონსტიტუციურ-


სამართლებრივი ურთიერთობების შინაარს, საქართველოს კონსტიტუციის მახასიათებლებს და
სტრუქტურას, საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს, საქართველოს კონსტიტუციური წყობის
საფუძვლებს, საქართველოში უშუალო დემოკრატიის ფორმებს, საქართველოს პარლამენტის
ძირითადი სტრუქტურას და უფლებამოსილებებს, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებებს,
ცოდნა და გაცნობიერება მართლმსაჯულების განხორციელების კონსტიტუციურ საფუძვლებს, საერთო სასამართლოების
სისტემას, საქართველოს პროკურატურის სტატუს, ამოცანებს და პრინციპებს, საკონსტიტუციო
კონტროლის ზოგად საკითხებს, საქართველოს სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკურ სისტემას,
საქართველოს ტერიტორიული მოწყობის საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის
საკონსტიტუციო საფუძვლებს;
(B) განსაზღვრავს კონსტიტუციური სამართლის არსს, ასევე საქართველოს კონსტიტუციურ–
სამართლებრივი წყობილების საფუძვლებს და ძირითად კონსტიტუციურ–სამართლებრივ
ინსტიტუტებს.
სტუდენტი:

(C) არჩევს, აანალიზებს და იყენებს საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის ნორმებს, აღნიშნულ


სფეროში კონკრეტული შემთხვევის (კაზუსის) ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, შეფასებისა და
გადაწყვეტის მიზნით;
(D) მოიძიებს და გამოარჩევს საქართველოს საკონსტიტუციო სამართალთან დაკავშირებულ საჭირო
ინფორმაციას, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებებს, სასამართლო პრაქტიკას, სამეცნიერო
სიახლეებს და საქართველოს სახელმწიფოს მოწყობის, საქართველოს საარჩევნო სისტემის,
უნარი
უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების, კონტრასიგნაციის ინსტიტუტის და სხვა საკითხებზე
შეიმუშავებს პრაქტიკული ხასიათის პროექტს, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
(E) ამოიცნობს საქართველოს საკონსტიტუციო სამართალის სფეროში არსებულ სამართლებრივ
პრობლემებს, სამართლის მეთოდების გამოყენებით შეიმუშავებს მათი გადაწყვეტის გზებს და
საქართველოს კონსტიტუციური სამართლის ცალკეული ინსტიტუტების თავისებურებების, ასევე
საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციური კონსტრუქციის ნეგატიური და პოზიტიური
მომენტების თაობაზე იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით ასაბუთებს საკუთარ
პოზიციებს/დასკვნებს, ზეპირი და წერილობითი ფორმით.
სტუდენტი:
პასუხისმგებლობა და
ავტონომიურობა (F) ავლენს საქართველოს საკონსტიტუციო სამართალის სფეროში საკუთარი ცოდნის დამოუკიდებლად
განახლების უნარს.

ანალიზი, სინთეზი
გონებრივი იერიში (Brain storming)
გუნდური (collaborative) მუშაობა
დამოუკიდებელი სწავლა
დემონსტრირება
ლექცია დისკუსია/დებატები
სამუშაო ჯგუფში მუშაობა ევრისტიკული მეთოდი
სწავლებისა და სწავლის პრაქტიკული მუშაობა ვერბალური ახსნა–განმარტება
მეთოდები და აქტივობები სემინარი ინდუქცია, დედუქცია
ელექტრონული რესურსით სწავლება პრაქტიკული მეთოდები
ელექტრონული სწავლება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL)
სხვა პროექტის შემუშავება და პრეზენტაცია
როლური და სიტუაციური თამაშები
ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება (lBD)
შემთხვევის ანალიზი (Case study)
წერითი მუშაობა
სხვა

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2 სასწავლო კურსის სილაბუსი


სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება
სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება წარმოებს 100-ქულიანი სისტემით. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის
შეფასება მოიცავს შუალედურ შეფასებას (მაქსიმუმ 60 ქულა) და დასკვნით შეფასებას (მაქსიმუმ 40 ქულა), რომელთა ჯამი წარმოადგენს
საბოლოო შეფასებას (100 ქულა).

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური შეფასების კომპონენტებია ზეპირი გამოკითხვა და შუალედური წერითი
გამოცდა. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური შეფასების თითოეულ კომპონენტს გააჩნია თა ვისი წილი
შუალედური შეფასების 60 ქულის ფარგლებში. სტუდენტის შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ხვედრითი წილი
შეადგენს 21 ქულას.

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის დასკვნითი შეფასების კომპონენტია დასკვნითი წერითი გამოცდა. დასკვნითი წერითი გა -
მოცდა სავალდებულოა. დასკვნით წერით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებით
დააგროვილი აქვს მინიმუმ 21 ქულა. სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებით დაგროვილი არ ექნება შუალედური შეფასების
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ანუ მინიმუმ 21 ქულა, დასკვნით წერით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი შეფასების მინიმალური
კომპეტენციის ზღვარის ხვედრითი წილი შეადგენს 20 ქულას. დასკვნითი შეფასება ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ
სტუდენტი დასკვნით წერით გამოცდაზე დააგროვებს მინიმუმ 20 ქულას.

სასწავლო კურსი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ შუალედური შეფასებისა და დასკვნითი შეფასების (40 ქულა) გათვალისწი-
ნებით სტუდენტი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას. სტუდენტს კრედიტი ენიჭება კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი
დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
დადებითი შეფასება
A - ფრიადი შეფასების 91-100 ქულა
B - ძალიან კარგი მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა
C - კარგი მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა
D - დამაკმაყოფილებელი მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა
E - საკმარისი მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა
უარყოფითი შეფასება
მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა (სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა
FX - ვერ ჩააბარა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება. ამასთან, დამატებითი
გამოცდა შეიძლება დანიშნოს დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 კალენდარულ
დღეში).
მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები (სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და
FX - ჩაიჭრა
მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი)
შეფასების ფორმები და კომპონენტები
N შეფასების ფორმები და კომპონენტები რაოდენობა თითოეულის მაქსიმალური შეფასება მაქსიმალური ქულა

1 შუალედური შეფასება, მათ შორის: 60 ქულა

1.1 ზეპირი გამოკითხვა 10 3 30


1.2. შუალედური წერითი გამოცდა 1 30 30
2 დასკვნითი შეფასება 40 ქულა
2.1. დასკვნითი წერითი გამოცდა 1 40 40
სულ 100 ქულა
შუალედური შეფასების კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები
კომპონენტები მეთოდები და კრიტერიუმები
ზეპირი
სტუდენტის ზეპირი გამოკითხვა ფასდება 3 ქულით. შუალედური შეფასების ფარგლებში, სემესტრის განმავლობაში,
გამოკითხვა
სტუდენტი ზეპირი ფორმით გამოიკითხება ათჯერ. შესაბამისად, ზეპირ გამოკითხვებში სტუდენტმა შეიძლება
დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა (10X3), რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია.

ზეპირი გამოკითხვა ტარდება მოხსენებების, დისკუსიისა და კითხვა-პასუხის ფორმატში. ზეპირი გამოკითხვის


შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებები (შეფასების მეთოდები): პრეზენტაცია, პრაქტიკული/თეორიული
დავალების შესრულება, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, დისკუსიაში მონაწილეობა.

ზეპირი გამოკითხვისას შეფასების კრიტერიუმებია: პასუხის ფორმულირება და გადმოცემა, იურიდიული


ტერმინოლოგიის დაცვა, სამართლებრივი მსჯელობა.
ქულა ზეპირი გამოკითხვის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტი კარგადაა მომზადებული, პასუხი მკაფიოდ და ადეკვატურადაა ფორმულირებული, მისი
3
სამართლებრივი მსჯელობა მაღალ დონეზეა. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას
2 სტუდენტი მომზადებულია, პასუხი მკაფიოდ და ადექვატურადაა ფორმულირებული, თუმცა შეკვეცილია.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 3 სასწავლო კურსის სილაბუსი


მისი სამართლებრივი მსჯელობა კარგია. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას
სტუდენტი არ არის კარგად მომზადებული., პასუხი არასრულადაა ფორმულირებული, მისი სამართლებრივი
1
მსჯელობა ფრაგმენტულია, ხოლო იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია
სტუდენტი ფაქტიურად მოუმზადებელია, პასუხი ბუნდოვანი და არაადეკვატურია. მისი სამართლებრივი
0
მსჯელობა არსებითად მცდარია, იგი არ იყენებს იურიდიული ტერმინოლოგიას
შუალედური შუალედური შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს შუალედურ წერით გამოცდას. შუალედური წერითი გამოცდა
წერითი გამოცდა ტარდება მე-8-მე-9 სასწავლო კვირას. შუალედურ წერით გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30
ქულა, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია.

შუალედური წერითი გამოცდის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებები (შეფასების მეთოდები):


თეორიული საკითხი, ტესტი, კაზუსი. შუალედური წერითი გამოცდისას თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით,
თითოეული კაზუსი - 5 ქულით, ხოლო სწორად ამოხსნილი თითოეული ტესტი - 1 ქულით. თითოეულ ტესტს გააჩნია
4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. შუალედური წერითი გამოცდა მოიცავს შემდეგი შეფასების
მეთოდებს: 1 თეორიულ საკითხს (10 ქულა), 1 კაზუსს (5 ქულა) და 15 ტესტს (15 ქულა).
თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმებია: თეორიული მასალის ცოდნა, საკითხის ლოგიკური,
თანმიმდევრული და ადეკვატური გადმოცემა, იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა, სამართლებრივი მსჯელობა,
სამართლებრივი ანალიზი.
ქულა თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმები
პასუხი სრულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, საკითხი ლოგიკურად,
9-10 თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია.
სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი მაღალ დონეზეა.
პასუხი სრულია. სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, საკითხი
7-8 ლოგიკურად, თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია
დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი ძალიან კარგია.
პასუხი სრულია. სტუდენტი დამაკმაყოფილებელად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ
5-6 მასალას. საკითხი ლოგიკურად და ადეკვატურად არის გადმოცემული, თუმცა არათანმიმდევრულია.
იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი დამაკმაყოფილებელია.
პასუხი შეკვეცილია. სტუდენტი საკმარისად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
3-4 თუმცა აღინიშნება ნაკლოვანებები. საკითხის გადმოცემულია ნაწილობრივ. იურიდიული ტერმინოლოგია
ნაკლოვანია. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი ფრაგმენტულია.
პასუხი ნაკლოვანია. სტუდენტი ვერ ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
1-2 გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები. იურიდიული
ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი არადამაკმაყოფილებელია.
0 პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
კაზუსის შეფასების კრიტერიუმებია: კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის აღქმა, ჰიპოთეზის შედგენა, მსჯელობის
თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი, თეორიული მასალის ცოდნა, სამართლის ძირითადი ღირებულებებისა
და პრინციპების გააზრება და გამოყენება, იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა და ენობრივი სტილი, საბოლოო
დასკვნა.
ქულა კაზუსის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტს ზედმიწევნით კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის
შედგენილია სწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი მაღალ დონეზეა.
5 სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს თეორიული მასალას, გააზრებული აქვს და კაზუსის ამოხსნისას
იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი
სტილი დაცულია, საბოლოო დასკვნა სრულია და ზედმიწევნით სწორეა.
სტუდენტს კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია სწორად,
მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი კარგია. სტუდენტი კარგად ფლობს თეორიული
4 მასალას, გააზრებული აქვს და კაზუსის ამოხსნისას იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და
პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი დაცულია, საბოლოო დასკვნა სრულია და
სწორეა.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია
სწორად, თუმცა მსჯელობა არათანმიმდევრულია და სამართლებრივი ანალიზი . სტუდენტი
3 დამაკმაყოფილებელად ფლობს თეორიული მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის
ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი დაცულია,
საბოლოო დასკვნა დამაკმაყოფილებელია.
2 სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია
სწორად, თუმცა მსჯელობა არათანმიმდევრულია და სამართლებრივი ანალიზი. სტუდენტი საკმარისად
ფლობს თეორიული მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა
და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი ნაკლოვანია, საბოლოო დასკვნა
შეკვეცილი და ფრაგმენტულია.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 4 სასწავლო კურსის სილაბუსი


სტუდენტს არასწორად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია
არასწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი არადამაკმაყოფილებელია.
1 სტუდენტი ვერ ფლობს ფლობს თეორიული მასალას და კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის
ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ხოლო
ენობრივი სტილი ნაკლოვანია, საბოლოო დასკვნა ნაკლოვანია.
0 პასუხი კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
დასკვნითი შეფასების კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები
კომპონენტები მეთოდები და კრიტერიუმები
დასკვნითი შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს დასკვნით წერით გამოცდას. დასკვნითი წერითი გამოცდა
ტარდება მე-16-მე-19 სასწავლო კვირას. დასკვნით წერით გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 40
ქულა, რაც საბოლოო შეფასების 40 პროცენტის ტოლია.

დასკვნითი წერითი გამოცდის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებები (შეფასების მეთოდები): თეორიული
საკითხი, კაზუსი, ტესტი. დასკვნითი წერითი გამოცდასას თითოეული კაზუსი ფასდება 5 ქულით, თითოეული
დასკვნითი თეორიული საკითხი - 10 ქულით, ხოლო სწორად ამოხსნილი თითოეული ტესტი - 1 ქულით. დასკვნითი წერითი
წერითი გამოცდა გამოცდა მოიცავს შემდეგი შეფასების მეთოდებს: 1 თეორიული საკითხი (10 ქულა), 1 კაზუსი (5 ქულა) და 25 ტესტი (25
ქულა).
კაზუსის შეფასების კრიტერიუმებია: კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის აღქმა, ჰიპოთეზის შედგენა, მსჯელობის
თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი, თეორიული მასალის ცოდნა, სამართლის ძირითადი ღირებულებებისა
და პრინციპების გააზრება და გამოყენება, იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა და ენობრივი სტილი, საბოლოო
დასკვნა.
ქულა კაზუსის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტს ზედმიწევნით კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის
შედგენილია სწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი მაღალ დონეზეა.
5 სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს თეორიული მასალას, გააზრებული აქვს და კაზუსის ამოხსნისას
იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი
სტილი დაცულია, საბოლოო დასკვნა სრულია და ზედმიწევნით სწორეა.
სტუდენტს კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია სწორად,
მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი კარგია. სტუდენტი კარგად ფლობს თეორიული
4 მასალას, გააზრებული აქვს და კაზუსის ამოხსნისას იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და
პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი დაცულია, საბოლოო დასკვნა სრულია და
სწორეა.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია
სწორად, თუმცა მსჯელობა არათანმიმდევრულია და სამართლებრივი ანალიზი . სტუდენტი
3 დამაკმაყოფილებელად ფლობს თეორიული მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის
ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი დაცულია,
საბოლოო დასკვნა დამაკმაყოფილებელია.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია
სწორად, თუმცა მსჯელობა არათანმიმდევრულია და სამართლებრივი ანალიზი. სტუდენტი საკმარისად
2 ფლობს თეორიული მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა
და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი ნაკლოვანია, საბოლოო დასკვნა
შეკვეცილი და ფრაგმენტულია.
სტუდენტს არასწორად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია
არასწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი არადამაკმაყოფილებელია.
1 სტუდენტი ვერ ფლობს ფლობს თეორიული მასალას და კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის
ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ხოლო
ენობრივი სტილი ნაკლოვანია, საბოლოო დასკვნა ნაკლოვანია.
0 პასუხი კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმებია: თეორიული მასალის ცოდნა, საკითხის ლოგიკური,
თანმიმდევრული და ადეკვატური გადმოცემა, იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა, სამართლებრივი მსჯელობა,
სამართლებრივი ანალიზი.
ქულა თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმები
პასუხი სრულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, საკითხი ლოგიკურად,
9-10 თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია.
სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი მაღალ დონეზეა.
7-8 პასუხი სრულია. სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, საკითხი
ლოგიკურად, თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია
დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი ძალიან კარგია.
5-6 პასუხი სრულია. სტუდენტი დამაკმაყოფილებელად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 5 სასწავლო კურსის სილაბუსი


მასალას. საკითხი ლოგიკურად და ადეკვატურად არის გადმოცემული, თუმცა არათანმიმდევრულია.
იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი დამაკმაყოფილებელია.
პასუხი შეკვეცილია. სტუდენტი საკმარისად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
3-4 თუმცა აღინიშნება ნაკლოვანებები. საკითხის გადმოცემულია ნაწილობრივ. იურიდიული ტერმინოლოგია
ნაკლოვანია. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი ფრაგმენტულია.
პასუხი ნაკლოვანია. სტუდენტი ვერ ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
1-2 გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები. იურიდიული
ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი არადამაკმაყოფილებელია.
0 პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორები: ვ. გონაშვილი, გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი, ი.


ძირითადი ლიტერატურა
კახიძე, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2020, 15-387 გვ.

 საქართველოს კონსტიტუცია https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346


 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი https://matsne.gov.ge/ka/document/view/90052
 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონი https://matsne.gov.ge/ka/document/view/2062
 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/30442
ნორმატიული აქტები
 „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/90676
 „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/32944
 „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/33028

 შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში (ავტორთა კოლექტივი: დ. გეგენავა, თ. პაპაშვილი,


ქ. ვარდოსანიძე, გ. გორაძე, რ. ბრეგაძე, თ. თევზაძე, ლ. ცანავა, პ. ჯავახიშვილი, ზ. მაჭარაძე, გ. სიორიძე, ბ.
ლოლაძე), თბილისი, 2019;
 ა. დემეტრაშვილი, გ. გოგიაშვილი, კონსტიტუციური სამართალი, თბილისი, 2020;
 ი. კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, სახელმწიფო მოწყობის სამართალი, პირველი გამოცემა,
თბილისი, 2019;
დამატებითი ლიტერატურა  დ. გეგენავა, ზ. მაჭარაძე; პრაქტიკუმი საკონსტიტუციო სამართალში, დავით ბატონიშვილის სამართლის
ინსტიტუტი, თბილისი, 2015;
 ო. მელქაძე, საუბრები ქართულ კონსტიტუციაზე, თბილისი, 1996;
 ვ. ბაბეკი, კონსტიტუციის შემუშავება და მიღება საქართველოში (1993 – 1995), საერთაშორისო
იურიდიული დახმარების შედეგები ტრანსფორმირებად სახელმწიფოში, თბილისი, 2013 წლის გამოცემა;
 ქართული კონსტიტუციონალიზმის სათავეებთან - საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის 90 წლისთავი,
ბათუმი, 2011.

 სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. საკანონმდებლო აქტების საძიებო კატალოგი:


https://matsne.gov.ge/
 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო: www.constcourt.ge
 „ვენეციის კომისია’’ - The European Commission for Democracy through Law. The Venice Commission:
http://www.venice.coe.int
ინტერნეტ-რესურსები  საქართველოს პარლამენტი: http://www.parliament.ge
 საქართველოს პრეზიდენტი: https://www.president.gov.ge
 საქართველოს მთავრობა http://gov.ge
 საქართველოს უზენაესი სასამართლო: www.supremecourt.ge
 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო: www.justice.gov.ge
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: www.nplg.gov.ge

სასწავლო კურსის შინაარსი


კვირა სწავლების მეთოდი შინაარსიშინაარსი/შეფასების კომპონენტი/მაქსიმალური შეფასება
1 ლექცია (2 სთ.) საუბარი სასწავლო კურსის მოცულობაზე და პროცესის წარმართვის მეთოდებზე, შეფასების სისტემაზე
და სავალდებულო ლიტერატურაზე.

თემა 1. საკონსტიტუციო სამართლის არსი, მნიშვნელობა. საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი


პრინციპები

განსახილველი საკითხები:

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 6 სასწავლო კურსის სილაბუსი


საკონსტიტუციო სამართლის არსი; საქართველოს კონსტიტუციური განვითარება; საქართველოს
კონსტიტუციით განმტკიცებული ღირებულებათა სისტემა; სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი:
საქართველოს კონსტიტუციის მე-3 და მე-4 მუხლები, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი
სახელმწიფოს იდეის ნორმატიული საფუძველი და კონსტიტუციური მასშტაბი; სამართლებრივი
სახელმწიფოს პრინციპის წანამძღვრები საქართველოს დამოუკიდებლობის აქტისა და 1921 წლის 21
თებერვლის კონსტიტუციის მიხედვით; თანაზომიერების პრინციპი, განჭვრეტადობის პრინციპი;
დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპი; სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი; ხელისუფლების
დანაწილების პრინციპი; კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური პრინციპი; ღირსება, როგორც
ფუნდამენტური პრინციპი; სოციალური სახელმწიფოს პრინციპი.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია.
 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორები: ვ. გონაშვილი, გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი,
ი. კახიძე, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2020, გვ. 15-53.
თემა 2. კონსტიტუციის გადასინჯვა

განსახილველი საკითხები:

კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი - 1995 წლიდან დღემდე; კონსტიტუციის გადასინჯვის წესი


ლექცია (2 სთ.) საქართველოს რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციითა და 1992 წლის „მცირე კონსტიტუციით“.
2
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია.
 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორები: ვ. გონაშვილი, გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი,
ი. კახიძე, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2020, გვ. 63-73.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 3. საქართველოს მმართველობის ფორმა

განსახილველი საკითხები:

მმართველობის ფორმა 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მიხედვით - პირველი რესპუბლიკის


გამოცდილება; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა სისტემა საბჭოთა საქართველოს
კონსტიტუციების მიხედვით; მმართველობის ორგანიზაცია გარდამავალ პერიოდში - გზა
დამოუკიდებლობის აღდგენიდან 1995 წლის კონსტიტუციის მიღებამდე; მმართველობის საპრეზიდენტო
ლექცია (2 სთ.) სისტემა 1995 წლის კონსტიტუციის მიხედვით; მმართველობის ფორმა 2004 წლის 6 თებერვლის
3
კონსტიტუციური ცვლილებების მიხედვით; 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური რეფორმა -
მმართველობის არსებული მოდელი. 2017-2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმები - გზა საპარლამენტო
რესპუბლიკისაკენ.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია.
 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორები: ვ. გონაშვილი, გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი,
ი. კახიძე, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2020, გვ. 74-98.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 4. საქართველოს ტერიტორიული მოწყობა

განსახილველი საკითხები:

საქართველოს ტერიტორიული მოწყობა 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციით; ტერიტორიული


მოწყობა საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციების მიხედვით; საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია
ტერიტორიული მოწყობის შესახებ; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური სტატუსი;
4 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი; ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის
ლექცია (2 სთ.) ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია.
 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორები: ვ. გონაშვილი, გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი,
ი. კახიძე, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2020, გვ. 99-122.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
ლექცია (2 სთ.) თემა 5. არჩევნები

განსახილველი საკითხები:

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 7 სასწავლო კურსის სილაბუსი


არჩევნები და საქართველო; არჩევნების ცნება და სახეები; არჩევნების დამკვიდრება საქართველოში;
არჩევნების თანამედროვე საკანონმდებლო საფუძველი; არჩევნების პრინციპები: საყოველთაობა,
თანასწორობა, პირდაპირობა, ფარულობა, თავისუფლება, არჩევნების საჯაროობა. საარჩევნო სისტემა-
ქართული პრობლემატიკა: საარჩევნო სისტემის ქართული ტრადიცია, დამოუკიდებლობის აღდგენის
შემდგომი რეალობა. საარჩევნო პროცესი საქართველოში: ასარჩევ ორგანოთა უფლებამოსილების ვადები
და არჩევის საფუძვლები, არჩევნების დანიშვნის უფლებამოსილება, საარჩევნო ოლქები და უბნები,
საარჩევნო ადმინისტრაცია, ამომრჩევეთა სიები, არჩევნების მონიტორინგი და მედია, წინასაარჩევნო
5 კამპანია, არჩევნების დაფინანსება, კენჭისყრა; პრეზიდენტის არჩევნები, პარლამენტის არჩევნები,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები; საარჩევნო უფლების დაცვა.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია.
 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორები: ვ. გონაშვილი, გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი,
ი. კახიძე, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2020, გვ. 123-189.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 6. საქართველოს პარლამენტი

განსახილველი საკითხები:

ქართული პარლამენტის სათავეები; საქართველოს პარლამენტის სტატუსი; საპარლამენტო საქმიანობის


პრინციპები; საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმაციის ფარგლები; ორპალატიანობის კონსტიტუციური
ლექცია (2 სთ.) პერსპექტივა; პარლამენტის სუბიექტები: პარლამენტის წევრი, პარლამენტის კომიტეტები, დროებითი
6
კომისია, ფრაქცია, პარლამენტის თანამდებობის პირები.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია.
 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორები: ვ. გონაშვილი, გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი,
ი. კახიძე, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2020, გვ. 190-229.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 7. საქართველოს პარლამენტი

განსახილველი საკითხები:

საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებები: საკანონმდებლო უფლებამოსილება, საკონტროლო


7 ლექცია (2 სთ.) უფლებამოსილება; ურთიერთობა საქართველოს პრეზიდენტთან, ურთიერთობა ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებთან, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებთან;
თანამდებობის პირთა „შერჩევაში“ მონაწილეობა; პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების
განსაზღვრის კომპეტენცია; რატიფიცირების, დენონსირების, გაუქმების ფუნქცია; განსაკუთრებული
საკანონმდებლო პროცედურები.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია.
 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორები: ვ. გონაშვილი, გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი,
ი. კახიძე, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2020, გვ. 230-273.

შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა


სემინარი (2 სთ.)

შეფასების კომპონენტი - შუალედური წერითი გამოცდა. მაქსიმალური შეფასება - 30 ქულა


8-9 შუალედური
მოსამზადებელი მასალა - I-დან VII კვირის ჩათვლით განვლილი საკითხები
გამოცდა (2 სთ)
თემა 8. საქართველოს პრეზიდენტი

განსახილველი საკითხები:

სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტი საქართველოში - 1995 წლის კონსტიტუციის მიღებამდე პერიოდი;


საქართველოს პრეზიდენტი 1995 წლის კონსტიტუციის მიხედვით: პრეზიდენტის ინსტიტუტის
ხელახალი დაბადება და მისი კონსტიტუციური სტატუსი 1995-2004 წლებში; საქართველოს
10 პრეზიდენტის სტატუსი 2004 წლის კონსტიტუციური ცვლილებების მიხედვით; საქართველოს
ლექცია (2 სთ.)
პრეზიდენტის სტატუსი 2010 წლის კონსტიტუციური ცვლილებების მიხედვით; 2017-2018 წლების
საკონსტიტუციო რეფორმები.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია.
 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორები: ვ. გონაშვილი, გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი,
ი. კახიძე, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2020, გვ. 274-300.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 8 სასწავლო კურსის სილაბუსი


სემინარი (2 სთ.) შუალედური გამოცდის შედეგების განხილვა
თემა 9. საქართველოს მთავრობა

განსახილველი საკითხები:

საქართველოს მთავრობა - ფუნქციები და მახასიათებლები; საქართველოს მთავრობა - აღმასრულებელი


ლექცია (2 სთ.) ხელისუფლების უმაღლესი ორგანო; მთავრობის ინსტიტუტი ქართულ კონსტიტუციონალიზმში;
საქართველოს მთავრობა - კონსტიტუციური სტატუსი და სამართლებრივი წყაროები; საქართველოს
მთავრობა - შემადგენლობა და სტრუქტურა: საქართველოს მთავრობის შემადგენლობა, საქართველოს
მთავრობის სტრუქტურა; სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი.
11 ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია.
 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორები: ვ. გონაშვილი, გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი,
ი. კახიძე, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2020, გვ. 301-324.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თავი 10. საქართველოს მთავრობა

განსახილველი საკითხები:

საქართველოს მთავრობის ფორმირება: მთავრობის ფორმირება საპარლამენტო არჩევნების შემდგომ,


მთავრობის ფორმირება მთავრობის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მთავრობის
ლექცია (2 სთ.) ფორმირება მთავრობის შემადგენლობის განახლების შემთხვევაში; საქართველოს მთავრობის
12
კომპეტენცია; საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია.
 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორები: ვ. გონაშვილი, გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი,
ი. კახიძე, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2020, გვ. 324 - 340.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
13
განსახილველი საკითხები:

კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლის შესახებ; საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზაცია:


ლექცია (2 სთ.) სასამართლოს ფორმირების წესი და შემადგენლობა, სასამართლოს სტრუქტურა; მოსამართლეთა
სამართლებრივი სტატუსი; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონტროლის ობიექტები; საკონსტიტუციო
სამართალწარმოება: საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრინციპები, საკონსტიტუციო
სამართალწარმოების სტადიები.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია.
 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორები: ვ. გონაშვილი, გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი,
ი. კახიძე, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2020, გვ. 341-361.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 12. საქართველოს საერთო სასამართლოები

განსახილველი საკითხები:
ლექცია (2 სთ.)

14 სასამართლო ხელისუფლების ისტორია საქართველოში; მოქმედი სასამართლო ხელისუფლების


სტრუქტურა; მოსამართლის სტატუსი; იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია.
 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორები: ვ. გონაშვილი, გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი,
ი. კახიძე, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2020, გვ. 362-374.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
15 ლექცია (2 სთ.) თემა 13. ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში

განსახილველი საკითხები:

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 9 სასწავლო კურსის სილაბუსი


სახელმწიფო ზედამხედველობა; პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა; სამხარეო საკონსულტაციო
საბჭო.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია.
 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორები: ვ. გონაშვილი, გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი,
ი. კახიძე, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2020, გვ. 375-387.
სემინარი (2 სთ.) შემაჯამებელი დისკუსია
დასკვნითი შეფასების კომპონენტი - დასკვნითი წერითი გამოცდა. მაქსიმალური შეფასება - 40 ქულა
16-19
გამოცდა (3 სთ) მოსამზადებელი მასალა - სემესტრის განმავლობაში განვლილი საკითხები

სილაბუსის ავტორი: გიორგი კვერენჩხილაძე

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 10 სასწავლო კურსის სილაბუსი

You might also like