You are on page 1of 11

ივ.

ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


Ivane Javakhishvili Tbilisi State University

სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი

ფაკულტეტი იურიდიული ფაკულტეტი

საგანმანათლებლო პროგრამა სამართალი


უმაღლესი განათლების საფეხური ბაკალავრიატი

საკონსტიტუციო კონტროლი და სამართალწარმოება


სასწავლო კურსის სახელწოდება
Constitutional control and judicial proceeding

სასწავლო კურსის სტატუსი სავალდებული სასწავლო კურსი

სახელი, გვარი გიორგი კახიანი


სამეცნიერო ხარისხი სამართლის დოქტორი

სასწავლო კურსის თანამდებობა ასოცირებული პროფესორი


განმახორციელებელი საკონტაქტო ტელ.
E-mail giorgi.kakhiani@tsu.ge
კონსულტაციის დღე: ფაკულტეტის დეკანის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად

სასწავლო კურსის კოდი LAWB3023

სწავლების ენა ქართული

წინაპირობები სასწავლო კურსი - ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები (LAWB3019)

კრედიტი (ECTS) 5
საათები (1 კრედიტი = 25 სთ) 125
საკონტაქტო საათები, მ.შ 56
სტუდენტის სასწავლო
დატვირთვა ლექცია 26 სთ.

სემინარი 24 სთ.

შუალედური და დასკვნითი გამოცდები 6 სთ


დამოუკიდებელი საათები 69
სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს:

• მისცეს სისტემური ცოდნა საკონსტიტუციო კონტროლისა და სამართალწარმოების ძირითად


საკითხებზე, მათ შორის, საკონსტიტუციო კონტროლის არსის, საკონსტიტუციო მართლმსაჯულების
მოდელების, საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოების სტატუსის,
ორგანიზაციის და მათი უფლებამოსილებების შესახებ; აგრეთვე, საკონსტიტუციო სამართალწარმოების
პრინციპების, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეების, მათი უფლებებისა და
ვალდებულებების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზაციის, სტრუქტურის,
სასწავლო კურსის მიზანი უფლებამოსილებებისა და სამართალწარმოების ძირითადი ეტაპების შესახებ.
• გამოუმუშავოს საკონსტიტუციო კონტროლისა და სამართალწარმოების მარეგულირებელ
კონსტიტუციურ-სამართლებრივ კანონმდებლობასთან, სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურასთან და
ნორმატიულ აქტებთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
• გამოუმუშავოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებთან და სხვა აქტებთან მუშაობის
უნარი, ასევე ჩამოუყალიბოს სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურაზე თუ ნორმატიულ აქტებზე
დამოუკიდებელი მუშაობის კულტურა.

სწავლის შედეგები

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეიძენს სიღრმისეულ თეორიულ ცოდნას საკონსტიტუციო
კონტროლის არსის, მისი განმახორციელებელი ორგანოების სტატუსის, ორგანიზაციის,
უფლებამოსილებების შესახებ; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სტატუსის, სტრუქტურისა
და მისი უფლებამოსილებების, საკონსტიტუციო სამართალწარმოების ეტაპების შესახებ.
ცოდნა და გაცნობიერება
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს გაცნობიერებული ექნება კონსტიტუციის უზენაესობისა და
ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმის - საკონსტიტუციო
სასამართლოს მნიშვნელობა, ადგილი სახელისუფლებო სისტემაში, საკონსტიტუციო სამართალწარმოების
ეტაპების მნიშვნელობა; საქართველოში საკონსტიტუციო კონტროლის მნიშვნელობა, მოდელი და
სამართალწამოებასთან დაკავშირებული პრაქტიკული პრობლემატიკა.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:

• კონსტიტუციისა და ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმის


- საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს (საკონსტიტუციო სასამართლოს) არსის, მისი ორგანიზაციის
თაობაზე სისტემური წარმოდგენების ფორმირებას;
ცოდნის პრაქტიკაში • საკონსტიტუციო სამართალწარმოების ეტაპების შესახებ სისტემური წარმოდგენის ფორმირებას;
გამოყენების უნარი • საკონსტიტუციო მართლმსაჯულების მარეგულირებელი ნორმების განმარტებასა და პრაქტიკულ
საქმიანობაში გამოყენებას;
• საკონსტიტუციო მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად კვლევითი
ხასიათის პროექტის განხორციელებას წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად.
• ძირითადი უფლებების და თავისუფლებების ეფექტური დაცვის მიზნით კონსტიტუციური სარჩელისა
და კონსტიტუციური წარდგინების პროექტების მომზადებას.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს საქართველოში საკონსტიტუციო
მართლმსაჯულების ორგანიზაციისა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების ძირითადი
დასკვნის უნარი
პრობლემატიკის თაობაზე არგუმენტირებული და დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბებას.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:

• საკონსტიტუციო კოტროლის ორგანიზაციის საკითხებზე წარმართულ დებატებში ჩართვას,


კომუნიკაციის უნარი განსხვავებული აზრის გაგებას და ცნებითი კატეგორიებით ზეპირი და წერილობითი ფორმით
კონსტიტუციური კონტროლისა და სამართალწარმოების ეტაპების თავისებურებების დახასიათებას.
• საქართველოში საკონსტიტუციო კონტროლის კონსტიტუციური მოდელის და მისი თავისებურებების
ანალიზსა და დახასიათებას.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:

• კონსტიტუციის უზენაესობისა და ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის


სწავლის უნარი ინსტიტუციური მექანიზმის - საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზაციის შესახებ, აგრეთვე,
საკონსტიტუციო სამართალწარმოების ეტაპების პრობლემატიკის შესახებ მეცნიერული სიახლეებისა
და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიდევნებას და ცოდნის მუდმივად განახლებას.
• საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულების მოდელის შესახებ სისტემური წარმოდგენის
ფორმირებას და მისი შემდგომი განვითარების შესწავლისთვის თეორიული საფუძვლების შექმნას.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
ლექცია
სამუშაო ჯგუფში მუშაობა
სწავლება-სწავლის
პრაქტიკული მუშაობა
მეთოდები
სემინარი
ელექტრონული რესურსით სწავლება
ელექტრონული სწავლება
სხვა

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება


სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება წარმოებს 100-ქულიანი სისტემით. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის
დონის შეფასება მოიცავს შუალედურ შეფასებას (მაქსიმუმ 60 ქულა) და დასკვნით შეფასებას (მაქსიმუმ 40 ქულა), რომელთა ჯამი
წარმოადგენს საბოლოო შეფასებას (100 ქულა).

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური შეფასების კომპონენტებია ზეპირი გამოკითხვა და შუალედური წერითი
გამოცდა. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური შეფასების თითოეულ კომპონენტს გააჩნია თა ვისი წილი
შუალედური შეფასების 60 ქულის ფარგლებში. სტუდენტის შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ხვედრითი წილი
შეადგენს 21 ქულას.

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის დასკვნითი შეფასების კომპონენტია დასკვნითი წერითი გამოცდა. დასკვნითი წერითი გა -
მოცდა სავალდებულოა. დასკვნით წერით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებით
დააგროვილი აქვს მინიმუმ 21 ქულა. სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებით დაგროვილი არ ექნება შუალედური შეფასების
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ანუ მინიმუმ 21 ქულა, დასკვნით წერით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი შეფასების მინიმალური
კომპეტენციის ზღვარის ხვედრითი წილი შეადგენს 20 ქულას. დასკვნითი შეფასება ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ
სტუდენტი დასკვნით წერით გამოცდაზე დააგროვებს მინიმუმ 20 ქულას.

სასწავლო კურსი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ შუალედური შეფასებისა და დასკვნითი შეფასების (40 ქულა) გათვალის-
წინებით სტუდენტი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას. სტუდენტს კრედიტი ენიჭება კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი
დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
დადებითი შეფასება

A - ფრიადი შეფასების 91-100 ქულა

B - ძალიან კარგი მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა

C - კარგი მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა

D - დამაკმაყოფილებელი მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა

E - საკმარისი მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა

უარყოფითი შეფასება
მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა (სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა
FX - ვერ ჩააბარა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება. ამასთან, დამატებითი
გამოცდა შეიძლება დანიშნოს დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 კალენდარულ
დღეში).
მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები (სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი
F - ჩაიჭრა
და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი)
შეფასების ფორმები და კომპონენტები

N შეფასების ფორმები და კომპონენტები რაოდენობა თითოეულის მაქსიმალური შეფასება მაქსიმალური ქულა

1 შუალედური შეფასება, მათ შორის: 60 ქულა

1.1 ზეპირი გამოკითხვა 10 3 30


1.2. შუალედური წერითი გამოცდა 1 30 30
2 დასკვნითი შეფასება 40 ქულა
2.1. დასკვნითი წერითი გამოცდა 1 40 40
სულ 100 ქულა
შუალედური შეფასების კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები
კომპონენტები მეთოდები და კრიტერიუმები

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 3სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
სტუდენტის ზეპირი გამოკითხვა ფასდება 3 ქულით. შუალედური შეფასების ფარგლებში, სემესტრის განმავლობაში,
სტუდენტი ზეპირი ფორმით გამოიკითხება ათჯერ. შესაბამისად, ზეპირ გამოკითხვებში სტუდენტმა შეიძლება
დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა (10X3), რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია.

ზეპირი გამოკითხვა ტარდება მოხსენებების, დისკუსიისა და კითხვა-პასუხის ფორმატში. ზეპირი გამოკითხვის


შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებები (შეფასების მეთოდები): პრეზენტაცია, პრაქტიკული/თეორიული
დავალების შესრულება, იმიტირებული სასამართლოს პროცესში და დისკუსიაში მონაწილეობა.

ზეპირი გამოკითხვისას შეფასების კრიტერიუმებია: ზუსტი პასუხის ფორმულირება და გადმოცემა, იურიდიული


ზეპირი ტერმინოლოგიის დაცვა, სამართლებრივი მსჯელობა.
გამოკითხვა ქულა ზეპირი გამოკითხვის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტი კარგადაა მომზადებული, პასუხი მკაფიოდ და ადეკვატურადაა ფორმულირებული, მისი
3
სამართლებრივი მსჯელობა მაღალ დონეზეა. იგი იყენებს იურიდიულ ტერმინოლოგიას
სტუდენტი მომზადებულია, პასუხი მკაფიოდ და ადექვატურადაა ფორმულირებული, თუმცა შეკვეცილია.
2
მისი სამართლებრივი მსჯელობა კარგია. იგი იყენებს იურიდიულ ტერმინოლოგიას
სტუდენტი არ არის კარგად მომზადებული. პასუხი არასრულადაა ფორმულირებული, მისი სამართლებრივი
1
მსჯელობა ფრაგმენტულია, ხოლო იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია.
სტუდენტი ფაქტიურად მოუმზადებელია, პასუხი ბუნდოვანი და არაადეკვატურია. მისი სამართლებრივი
0
მსჯელობა არსებითად მცდარია, იგი არ იყენებს იურიდიული ტერმინოლოგიას

შუალედური შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს შუალედურ წერით გამოცდას. შუალედური წერითი გამოცდა
ტარდება მე-8-მე-9 სასწავლო კვირას. შუალედურ წერით გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30
ქულა, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია.

შუალედური წერითი გამოცდას შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებები (შეფასების მეთოდები): 3


თეორიული საკითხის დამუშავება. შუალედური წერითი გამოცდა მოიცავს თეორიულ საკითხებს. შუალედური
წერითი გამოცდისას თითოელი თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით, ჯამში - 30 ქულით.

თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმებია: თეორიული მასალის ცოდნა, საკითხის ლოგიკური,


თანმიმდევრული და ადექვატური გადმოცემა, იურიდიული ტერმინოლოგიის ადექვატური გამოყენება,
სამართლებრივი მსჯელობა, სამართლებრივი ანალიზი.
ქულა თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმები
პასუხი სრულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, საკითხი ლოგიკურად,
შუალედური 9-10 თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია.
წერითი სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი მაღალ დონეზეა.
გამოცდა
პასუხი სრულია. სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, საკითხი
7-8 ლოგიკურად, თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია
დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი ძალიან კარგია.
პასუხი სრულია. სტუდენტი დამაკმაყოფილებელად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ
5-6 მასალას. საკითხი ლოგიკურად და ადეკვატურად არის გადმოცემული, თუმცა არათანმიმდევრულია.
იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი დამაკმაყოფილებელია.
პასუხი შეკვეცილია. სტუდენტი საკმარისად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
3-4 თუმცა აღინიშნება ნაკლოვანებები. საკითხის გადმოცემულია ნაწილობრივ. იურიდიული ტერმინოლოგია
ნაკლოვანია. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი ფრაგმენტულია.
პასუხი ნაკლოვანია. სტუდენტი ვერ ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
1-2 გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები. იურიდიული
ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი არადამაკმაყოფილებელია.
0 პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
დასკვნითი შეფასების კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები
კომპონენტები მეთოდები და კრიტერიუმები
დასკვნითი შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს დასკვნით წერით გამოცდას. დასკვნითი წერითი გამოცდა
ტარდება მე-16-მე-19 სასწავლო კვირას. დასკვნით წერით გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 40
ქულა, რაც საბოლოო შეფასების 40 პროცენტის ტოლია.

დასკვნითი წერითი გამოცდის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებები (შეფასების მეთოდები): თემა და 2
თეორიული საკითხი. დასკვნითი წერითი გამოცდა მოიცავს თემას და 2 თეორიულ საკითხს. დასკვნითი წერითი
გამოცდასას თემა ფასდება 20 ქულით, ხოლო თითოეული თეორიული საკითხი - 10 ქულით.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 4სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
დასკვნითი თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმებია: თეორიული მასალის ცოდნა, საკითხის ლოგიკური,
წერითი თანმიმდევრული და ადეკვატური გადმოცემა, იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა, სამართლებრივი მსჯელობა,
გამოცდა სამართლებრივი ანალიზი.
ქულა თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმები
პასუხი სრულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, საკითხი ლოგიკურად,
9-10 თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია.
სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი მაღალ დონეზეა.
პასუხი სრულია. სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, საკითხი
7-8 ლოგიკურად, თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია
დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი ძალიან კარგია.
პასუხი სრულია. სტუდენტი დამაკმაყოფილებელად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ
5-6 მასალას. საკითხი ლოგიკურად და ადეკვატურად არის გადმოცემული, თუმცა არათანმიმდევრულია.
იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი დამაკმაყოფილებელია.
პასუხი შეკვეცილია. სტუდენტი საკმარისად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
3-4 თუმცა აღინიშნება ნაკლოვანებები. საკითხის გადმოცემულია ნაწილობრივ. იურიდიული ტერმინოლოგია
ნაკლოვანია. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი ფრაგმენტულია.
პასუხი ნაკლოვანია. სტუდენტი ვერ ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
1-2 გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები. იურიდიული
ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი არადამაკმაყოფილებელია.
0 პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

• საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, (ავტორები: ბესიკ ლოლაძე, ზურაბ მაჭარაძე, ანა ფირცხალაშვილი),


თბილისი, 2021, 3- 498.
ძირითადი ლიტერატურა
• კახიანი გიორგი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია და კანონმდებლობის ანალიზი,
თბილისი, 2011, 7-403.

• საქართველოს კონსტიტუცია (1995 წლის 24 აგვისტო). https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346


ნორმატიული აქტები • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ (1996 წლის 31
იანვარი) https://matsne.gov.ge/document/view/32944?publication=31

• ხეცურიანი ჯონი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება, თბილისი,


2020;
• ერემაძე ქეთევან, თავისუფლების დამცველნი თავისუფლების ძიებაში, საკონსტიტუციო
კონტროლის 20 წელი საქართველოში, თბილისი, 2018;
• ტუღუში თემური, ბურჯანაძე გიორგი, მშვენიერაძე გიორგი, გოცირიძე გიორგი, მენაბდე ვახტანგ,
ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების
პრაქტიკა, თბილისი, 2013;
• გეგენავა დიმიტრი, საკონსტიტუციო მართლმსაჯულება საქართველოში, სამართალწარმოების
ძირითადი სისტემური პრობლემები, თბილისი, 2012;
• ბარამაშვილი თამარ, მაჭარაშვილი ლელა, კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობის
სტანდარტები (პრაქტიკული სახელმძღვანელო), თბილისი, 2021. (იხ. ბმულზე https://rm.coe.int/-
/1680a34e34 );
• დავითური გიორგი, დავითაშვილი გიორგი, საერთო სასამართლოების კონსტიტუციური
წარდგინების ინსტრუმენტის გამოყენების პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი, 2021;
დამატებითი
• დიური შნუც რუდოლფ, საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ევროპული სისტემების
ლიტერატურა
შედარებითი მიმოხილვა, პ. ჯავახიშვილის თარგმანი, „სამართლის ჟურნალი“, N2, თბილისი, 2017;
• ჯავახიშვილი პაატა, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე საკონსტიტუციო კონტროლი
ქართულ სამართლებრივ პერსპექტივაში, თბილისი, 2022;
• ჯავახიშვილი პაატა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ფაქტობრივი რეალური
კონტროლი, სამართლის ჟურნალი, No.1, თბილისი, 2017;
• ჯავახიშვილი პაატა, საერთაშორისო ხელშეკრულებათა საკონსტიტუციო კონტროლი
საქართველოში, სტატიათა კრებულში: თანამედროვე საერთაშორისო სამართლის აქტუალური
საკითხები, თბილისი, 2020;
• ჯავახიშვილი პაატა, განსხვავებული და თანმხვედრი აზრის უფლების არსი და მის
ფორმირებასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პრაქტიკაში, ჟურნ. თანამედროვე სამართლის მიმოხილვა, N1(2), თბილისი, 2014;
• ბურდული ირაკლი, გოცირიძე ევა, ერქვანია თინათინი, ზოიძე ბესარიონი, იზორია ლევანი,
კობახიძე ირაკლი, ლორია არჩილი, მაჭარაძე ზურაბი, ფირცხალაშვილი ანა, ტურავა მერაბი,
ფუტკარაძე იაკობ, ქანთარია ბექა, წერეთელი დავითი, ჯორბენაძე სანდრო, საქართველოს

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 5სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
კონსტიტუციის კომენტარი, თავი მეორე, საქართველოს მოქალაქეობა; ადამიანის ძირითადი
უფლებები და თავისუფლებანი, რედაქტორი პაატა ტურავა, თბილისი, 2013;
• ზოიძე ბესარიონ, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში,
თბილისი, 2007;
• კვერენჩხილაძე გიორგი, კონსტიტუციის სამართლებრივი დაცვა და საკონსტიტუციო იუსტიციის
მოდელები (ზოგიერთი თეორიული საკითხი), ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“, No.3, 2006,
• შვარცი ჰერმან, კონსტიტუციური მართლმსაჯულების დამკვიდრება პოსტკომუნისტურ ევროპაში,
თბილისი, 2003.

• საქართველოს საკანონმდებლო ბაზა: www.matsne.gov.ge


• ვენეციის კომისია/The European Commission for Democracy through Law. The Venice Commission:
www.venice.coe.int
ინტერნეტ-რესურსები
• საქართველოს პარლამენტი: www. parliament.ge
• საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო: www.constcourt.ge

სასწავლო კალენდარი

კვირა სწავლების მეთოდი საათი შეფასების კომპონენტი მაქსიმალური შეფასება

1-ლი კვირა ლექცია 2 სთ.


ლექცია 2 სთ.
მე-2 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-3 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-4 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-5 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-6 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე–7 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
მე-8- მე-9 კვირა 2 სთ. შუალედური წერითი გამოცდა 30 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-10 კვირა
სემინარი 2 სთ. შუალედური გამოცდის შედეგების განხილვა
ლექცია 2 სთ.
მე-11 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-12 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-13 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-14 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-15 კვირა
სემინარი 2 სთ. დასკვნითი დისკუსია
მე-16-მე-19 კვირა 3 სთ. დასკვნითი წერითი გამოცდა 40 ქულა

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 6სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
სასწავლო კურსის შინაარსი

კვირა სწავლების მეთოდი შინაარსიშინაარსი/შეფასების კომპონენტი/მაქსიმალური შეფასება

საუბარი სასწავლო კურსის სილაბუსაზე და სალექციო კურსის წარმართვის მეთოდებზე, შეფასების


სისტემაზე, სავალდებულო და დამატებით ლიტერატურაზე.

თემა 1. საკონსტიტუციო კონტროლის არსი, ისტორიული განვითარება და მოდელები.

განსახილველი საკითხები:

კონსტიტუციის სამართლებრივი დაცვის მნიშვნელობა და საკონსტიტუციო კონტროლის არსი.


1 ლექცია (2 სთ.) ძირითადი ტერმინების მნიშვნელობა. საკონსტიტუციო კონტროლის განვითარების ისტორია.
საკონსტიტუციო კონტროლის მოდელები: ანგლო-საქსური მოდელი, ევროპული მოდელი და
საკონსტიტუციო კონტროლის შერეული მოდელი.

ძირითადი ლიტერატურა:
• საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, (ავტორები: ბესიკ ლოლაძე, ზურაბ მაჭარაძე, ანა
ფირცხალაშვილი), თბილისი, 2021, 3-12; 17-24.
• კახიანი გიორგი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია და კანონმდებლობის
ანალიზი, თბილისი, 2011, 12-25; 45-69.
თემა 2. საკონსტიტუციო კონტროლის სახეები, ფუნქციები, საკონსტიტუციო კონტროლის
განმახორციელებელი ორგანოს ადგილი სახელისუფლებო სისტემაში, საკონსტიტუციო კონტროლის
განვითარება საქართველოში.

განსახილველი საკითხები:

საკონსტიტუციო კონტროლის სახეები და ფუნქციები; ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და


საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილი სახელისუფლებო სისტემაში. საკონსტიტუციო სასამართლო
და საკანონმდებლო ხელისუფლება; საკონსტიტუციო სასამართლო როგორც ნეგატიური კანონმდებელი.
2 ლექცია (2 სთ.) საკონსტიტუციო სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. საკონსტიტუციო სასამართლო და
საერთო სასამართლოების სისტემა. საკონსტიტუციო კონტროლი და ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენცია. საკონსტიტუციო კონტროლის განვითარების ისტორია საქართველოში, საკონსტიტუციო
კონტროლის ქართული მოდელი.

ძირითადი ლიტერატურა:
• საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, (ავტორები: ბესიკ ლოლაძე, ზურაბ მაჭარაძე, ანა
ფირცხალაშვილი), თბილისი, 2021, 29-34.
• კახიანი გიორგი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში - თეორია და კანონმდებლობის
ანალიზი, თბილისი, 2011, 25-45; 69-130.
თემა 3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სტატუსი და ორგანიზაცია. საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს სტრუქტურა, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სტატუსი.

განსახილველი საკითხები:

საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების ფორმირება, სტატუსი, ორგანიზაცია,


უფლებამოსილების ვადები; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზაციისა და
3 ლექცია (2 სთ.) საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი წყაროების სისტემა; საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს ფორმირება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სტატუსი და
გარანტიები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა, სტრუქტურა და
თანამდებობის პირები. შიდა ორგანიზაცია და აპარატი; მოსამართლის დამოუკიდებლობა,
ხელშეუხებლობა და შეუცვლელობა.
ძირითადი ლიტერატურა:
• საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, (ავტორები: ბესიკ ლოლაძე, ზურაბ მაჭარაძე, ანა
ფირცხალაშვილი), თბილისი, 2021, 36-68.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 7სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
• კახიანი გიორგი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია და კანონმდებლობის
ანალიზი, თბილისი, 2011, 130-163.
შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
სემინარი (2 სთ.)

თემა 4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებების ზოგადი მიმოხილვა.

განსახილველი საკითხები:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებების ზოგადი მიმოხილვა.


უფლებამოსილებათა გამიჯვნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმსა და კოლეგიებს
შორის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციასთან დაკავშირებული ზოგიერთი
ლექცია (2 სთ.) ასპექტი: კონსტიტუციური კანონების კონსტიტუციურობის კონტროლი და მართლმსაჯულებაზე
4 საკონსტიტუციო კონტროლი. ნორმის ნორმატიული შინაარსის კონტროლი. საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა უფლებამოსილების ფარგლებთან დაკავშირებით.
ძირითადი ლიტერატურა:
• საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, (ავტორები: ბესიკ ლოლაძე, ზურაბ მაჭარაძე, ანა
ფირცხალაშვილი), თბილისი, 2021, 68-119.
• კახიანი გიორგი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია და კანონმდებლობის
ანალიზი, თბილისი, 2011, 164-171.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 5. საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრინციპები, საკონსტიტუციო
სამართალწარმოების ეტაპები საქართველოში, სამართალწარმოების ვადები, საკონსტიტუციო
სამართალწარმოების მონაწილეები.

განსახილველი საკითხები:

საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრინციპები: კანონიერების, კოლეგიალობის, საქვეყნოობის,


ლექცია (2 სთ.) თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები, საკონსტიტუციო სამართალწარმოების ეტაპები
5 საქართველოში, საკონსტიტუციო სამართალწარმოების ვადები.

ძირითადი ლიტერატურა:
• საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, (ავტორები: ბესიკ ლოლაძე, ზურაბ მაჭარაძე, ანა
ფირცხალაშვილი), თბილისი, 2021, 347- 358; 369-376.
• კახიანი გიორგი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია და კანონმდებლობის
ანალიზი, თბილისი, 2011, 289-347.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 6. საკონსტიტუციო სამართალწარმოების დაწყება, კონსტიტუციური სარჩელი და შესაგებელი,
კონსტიტუციური წარდგინება, სარჩელის რეგისტრაცია.

განსახილველი საკითხები:

საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის ფორმები. კონსტიტუციური სარჩელი და


ლექცია (2 სთ.) კონსტიტუციური წარდგინება, შესაგებელი. კონსტიტუციური სარჩელის და წარდგინების რეგისტრაცია.
6
ძირითადი ლიტერატურა:
• საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, (ავტორები: ბესიკ ლოლაძე, ზურაბ მაჭარაძე, ანა
ფირცხალაშვილი), თბილისი, 2021, 358-369; 376-381.
• კახიანი გიორგი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია და კანონმდებლობის
ანალიზი, თბილისი, 2011, 347-358.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 7. საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეთა განაწილება. სარჩელისა და წარდგინების
არსებითად განსახილველად მიღება, საქმის მომზადება არსებითი განხილვისთვის.

განსახილველი საკითხები:
7 ლექცია (2 სთ.)
კოლეგიისთვის ან პლენუმისთვის საქმის გადაცემა; მომხსენებელი მოსამართლის დანიშვნის წესი.
განმწესრიგებელი სხდომა და სარჩელისა და წარდგინების არსებითად მიღება: კონსტიტუციური
სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლები (სარჩელის დასაბუთება, უფლებამოსილი სუბიექტის საკითხი,
საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადობა, ხელახალი განხილვა, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის
ვადის დარღვევა, ზემდგომი ნორმის გასაჩივრება). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 8სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
პრაქტიკა კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. საქმის
მომზადება არსებითი განხილვისთვის.

ძირითადი ლიტერატურა:
• საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, (ავტორები: ბესიკ ლოლაძე, ზურაბ მაჭარაძე, ანა
ფირცხალაშვილი), თბილისი, 2021, 381-405
• კახიანი გიორგი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია და კანონმდებლობის
ანალიზი, თბილისი, 2011, 358-385.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
8–9 შეფასების კომპონენტი - შუალედური წერითი გამოცდა. მაქსიმალური შეფასება - 30 ქულა
თემა 8. კონსტიტუციური სარჩელის და კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განხილვა და
გადაწყვეტა, საქმის შეწყვეტის საფუძვლები, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება.

განსახილველი საკითხები:

არსებითი განხილვის სხდომის მიმდინარეობა და რეგლამენტი. საქმის შეწყვეტის საფუძვლები და


ლექცია (2 სთ.) მნიშვნელობა; სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება.
10
ძირითადი ლიტერატურა:
• საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, (ავტორები: ბესიკ ლოლაძე, ზურაბ მაჭარაძე, ანა
ფირცხალაშვილი), თბილისი, 2021, 403-410.
• კახიანი გიორგი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია და კანონმდებლობის
ანალიზი, თბილისი, 2011, 375-385.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეული უფლებამოსილებები: ძირითადი
უფლებებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლი.

განსახილველი საკითხები:

ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლის მნიშვნელობა; მოსარჩელეთა და


მოპასუხეთა წრე. დავის საგანი, დასაშვებობის შემოწმების მასშტაბი, ფორმა და შინაარსი ძირითადი
ლექცია (2 სთ.) უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის კონტროლის ფარგლებში; კონსტიტუციური სარჩელის
11 დაკმაყოფილების შედეგები.

ძირითადი ლიტერატურა:
• საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, (ავტორები: ბესიკ ლოლაძე, ზურაბ მაჭარაძე, ანა
ფირცხალაშვილი), თბილისი, 2021, 119- 170.
• კახიანი გიორგი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია და კანონმდებლობის
ანალიზი, თბილისი, 2011, 197-205.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეული უფლებამოსილებები: ნორმათა
აბსტრაქტული კონტროლი.

განსახილველი საკითხები:

ნორმათა აბსტრაქტული კონტროლის მნიშვნელობა. მოსარჩელეები და მოპასუხეები ნორმათა


აბსტრაქტული კონტროლის ფარგლებში. დავის საგანი და შემოწმების მასშტაბი, ფორმა და შინაარსი
12 ლექცია (2 სთ.) ნორმათა აბსტრაქტული კონტროლის ფარგლებში. სარჩელის დაკმაყოფილების შედეგები.
ძირითადი ლიტერატურა:
• საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, (ავტორები: ბესიკ ლოლაძე, ზურაბ მაჭარაძე, ანა
ფირცხალაშვილი), თბილისი, 2021, 170 – 185.
• კახიანი გიორგი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია და კანონმდებლობის
ანალიზი, თბილისი, 2011, 172-193.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეული უფლებამოსილებები: საერთო
ლექცია (2 სთ.)
13 სასამართლოს წარდგინება. დავა უფლებამოსილების შესახებ (კომპეტენციური დავების გადაწყვეტა) და
საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის კონტროლი.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 9სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
განსახილველი საკითხები:

საერთო სასამართლოს წადგინება: საერთო სასამართლოს წარდგინების არსი და მნიშვნელობა; საერთო


სასამართლოს საფუძვლიანი ვარაუდის სტანდარტი; საერთო სასამართლოს წარდგინების საგანი;
შემოწმების მასშტაბი, ფორმა და შინაარსი საერთო სასამართლოს წარდგინების ფარგლებში;
წარდგინების დაკმაყოფილების შედეგები.

დავა უფლებამოსილების შესახებ: უფლებამოსილების შესახებ დავის არსი და მნიშვნელობა; მოსარჩელე


და მოპასუხე უფლებამოსილების შესახებ დავის ფარგლებში; დავის საგანი, შემოწმების მასშტაბი, ფორმა
და შინაარსი უფლებამოსილების შესახებ დავის ფარგლებში; სარჩელის დაკმაყოფილების შედეგები.

საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის კონტროლი: საერთაშორისო


ხელშეკრულების კონსტიტუციურობის კონტროლის არსი და მნიშვნელობა; მხარეები
საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის კონტროლის ფარგლებში; დავისა და
წარდგინების საგანი საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის კონტროლის
ფარგლებში. შემოწმების მასშტაბი, ფორმა და შინაარსი საერთაშორისო ხელშეკრულების
კონსტიტუციურობის კონტროლის ფარგლებში; საკონსტიტუციო სასამართლოს
გადაწყვეტილების და დასკვნის შედეგები.

ძირითადი ლიტერატურა:
• საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, (ავტორები: ბესიკ ლოლაძე, ზურაბ მაჭარაძე, ანა
ფირცხალაშვილი), თბილისი, 2021, 185 – 242.
• კახიანი გიორგი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია და კანონმდებლობის
ანალიზი, თბილისი, 2011, 188-197; 205-229.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეული უფლებამოსილებები: დასკვნა
იმპიჩმენტის თაობაზე; დეპუტატის მანდატის კონსტიტუციურობის კონტროლი; პოლიტიკური
პარტიების კონსტიტუციურობის კონტროლი; რეფერენდუმისა და არჩევნების კონსტიტუციურობის
კონტროლი.

განსახილველი საკითხები:

დასკვნა იმპიჩმენტის თაობაზე: იმპიჩმენტთან დაკავშირებული დასკვნის არსი და მნიშვნელობა;


იმპიჩმენტთან დაკავშირებული წარდგინების ავტორი; იმპიჩმენტთან დაკავშირებული წარდგინების
საგანი; შემოწმების მასშტაბი, ფორმა და შინაარსი იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას; სასამართლოს
დასკვნის სამართლებრივი შედეგები.
დეპუტატის მანდატის კონსტიტუციურობის კონტროლი: დეპუტატის მანდატის კონსტიტუციურობის
კონტროლის არსი და მნიშვნელობა; მხარეები; დავის საგანი, შემოწმების მასშტაბი, ფორმა და შინაარსი
დეპუტატის მანდატის კონსტიტუციურობის კონტროლის ფარგლებში; საკონსტიტუციო სასამართლოს
გადაწყვეტილების შედეგები.
ლექცია (2 სთ.) პოლიტიკური პარტიების კონსტიტუციურობის კონტროლი: პოლიტიკური პარტიების
კონსტიტუციურობის კონტროლის არსი და მნიშვნელობა; მხარეები პოლიტიკური პარტიების
14 კონსტიტუციურობის კონტროლის ფარგლებში; დავის საგანი, შემოწმების მასშტაბი, ფორმა და შინაარსი
პოლიტიკური პარტიების კონსტიტუციურობის კონტროლის ფარგლებში; საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგები.
რეფერენდუმისა და არჩევნების კონსტიტუციურობის კონტროლი: რეფერენდუმისა და არჩევნების
კონსტიტუციურობის კონტროლის არსი და მნიშვნელობა; მხარეები; რეფერენდუმისა და არჩევნების
კონსტიტუციურობის კონტროლის ეტაპები და დავის საგანი; შემოწმების მასშტაბი, ფორმა და შინაარსი
რეფერენდუმისა და არჩევნების კონსტიტუციურობის კონტროლის ფარგლებში; საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგები.

ძირითადი ლიტერატურა:
• საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, (ავტორები: ბესიკ ლოლაძე, ზურაბ მაჭარაძე, ანა
ფირცხალაშვილი), თბილისი, 2021, 242-304; 312-327.
• კახიანი გიორგი, საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია და კანონმდებლობის
ანალიზი, თბილისი, 2011, 241-289.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტები, მათი იურიდიული ძალა,
15 სავალდებულო მოქმედება და აღსრულება, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული და
ლექცია (2 სთ.)
თანმხვედრი აზრი.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 10სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
განსახილველი საკითხები:

საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის სახეები და მათი მიღების წესი; საქართველოს საკონსტიტუციო


სასამართლოს აქტები: გადაწყვეტილება, დასკვნა, განჩინება, საოქმო ჩანაწერი; განსხვავებული და
თანმხვედრი აზრი; საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების გამოცხადება და გამოქვეყნება;
საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების ძალაში შესვლა; სასამართლოს აქტების იურიდიული ძალა,
აქტების სავალდებულო მოქმედება, საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების აღსრულება.
ძირითადი ლიტერატურა:
• საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, (ავტორები: ბესიკ ლოლაძე, ზურაბ მაჭარაძე, ანა
ფირცხალაშვილი), თბილისი, 2021, 411- 456.
სემინარი (2 სთ.) შემაჯამებელი დისკუსია
16-19 შეფასების კომპონენტი - დასკვნითი წერითი გამოცდა. მაქსიმალური შეფასება - 40 ქულა

სილაბუსის ავტორი გიორგი კახიანი

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 11სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი

You might also like