You are on page 1of 10

ივ.

ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


Ivane Javakhishvili Tbilisi State University

სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი

ფაკულტეტი იურიდიული ფაკულტეტი

საგანმანათლებლო პროგრამა სამართალი


უმაღლესი განათლების საფეხური ბაკალავრიატი

საქართველოს საკონსტიტუციო (სახელმწიფო მოწყობის) სამართალი


სასწავლო კურსის სახელწოდება
Constitutional (state arrangement) law of Georgia

სასწავლო კურსის სტატუსი სავალდებული სასწავლო კურსი

სახელი, გვარი გიორგი კახიანი


სამეცნიერო ხარისხი სამართლის დოქტორი

სასწავლო კურსის თანამდებობა ასოცირებული პროფესორი


განმახორციელებელი საკონტაქტო ტელ. 5 99 43 30 90
E-mail giorgi.kakhiani@tsu.ge
კონსულტაციის დღე: ფაკულტეტის დეკანის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად

სასწავლო კურსის კოდი

სწავლების ენა ქართული

წინაპირობები შესავალი საკონსტიტუციო სამართალში

კრედიტი (ECTS) 5
საათები (1 კრედიტი = 25 სთ) 125
საკონტაქტო საათები, მ.შ 55
სტუდენტის სასწავლო
დატვირთვა ლექცია 26 სთ.

სემინარი 24 სთ.

შუალედური და დასკვნითი გამოცდები 5 სთ


დამოუკიდებელი საათები 70
სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს:

• მისცეს სიღრმისეული ცოდნა საქართველოს კონსტიტუციური კანონმდებლობის, საქართველოს


სახელმწიფოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი ორგანიზაციისა და მოდელის, კონსტიტუციურ-
სასწავლო კურსის მიზანი სამართლებრივი ინსტიტუტების, მათი შექმნისა და მუშაობის წესის, ფუნქციებისა და კომპეტენციების,
ასევე პიროვნებისა და საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთობის კონსტიტუციური რეგლამენტაციის
ზოგადი დებულებების შესახებ;
• გამოუმუშავოს კონსტიტუციური ნორმების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენების, მათდამი
კრიტიკული დამოკიდებულებისა და მისი უკეთესით შეცვლის უნარი.

სწავლის შედეგები

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეიძენს სიღრმისეულ ცოდნას საქართველოს


კონსტიტუციური სამართლის წყაროებისა და მისი სისტემის, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების
ჰორიზონტალური (სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა ინსტიტუციონალური და ფუნქციური) და
ვერტიკალური განაწილების კონსტრუქციების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს
პარლამენტის, საქართველოს მთავრობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტატუსის,
ფორმირების/არჩევის წესის, კომპეტენციების, უფლებამოსილებათა განხორციელების თავისებურებების,
სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციურ-სამართლებრივი ორგანიზაციის თავისებურებებიის,
საკონსტიტუციო სასამართლოს სტატუსის, ფორმირების წესის, უფლებამოსილებებისა და
ცოდნა და გაცნობიერება
კონსტიტუციური სამართალწარმოების თავისებურებების, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკების კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტატუსის, ასევე საქართველოს სახელმწიფო
ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გამიჯვნისა და ურთიერთმიმართების
საკითხების შესახებ.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს გაცნობიერებული ექნება კონსტიტუციური სამართლის


არსი, ასევე საქართველოს კონსტიტუციურ–სამართლებრივი წყობილების საფუძვლები და ძირითადი
კონსტიტუციურ–სამართლებრივი ინსტიტუტები.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:

• კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირებას, მათი გადაწყვეტისათვის


ნორმატიული საფუძვლების მოძიებას, მათ განმარტებას და პრაქტიკულ საქმიანობაში სწორად
გამოიყენებას;
ცოდნის პრაქტიკაში
• კონსტიტუციურ-სამართლებრივი შინაარსის დოკუმენტების (ნორმატიული აქტის პროექტის,
გამოყენების უნარი
განმარტებითი ბარათის, საკონსტიტუციო სარჩელის/წარდგინების) შედგენას;
• საქართველოს სახელმწიფოს მოწყობის, საქართველოს საარჩევნო სისტემის, უნდობლობის ვოტუმის
გამოცხადების, კონტრასიგნაციის ინსტიტუტის და სხვა თემებზე სამოდელო პროექტების შექმნას;
• საქართველოს კონსტიტუციური კანონმდებლობის სრულყოფისა და მოდერნიზების თავისეული
ნორმატიული კონსტრუქციებისა და პროექტების შედგენას.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:

• კონსტიტუციურ-სამართლებრივი შინაარსის მონაცემების შეგროვებას, ამ მონაცემებისა და


დასკვნის უნარი სიტუაციების (ფაქტობრივი გარემოებების) ანალიზს, კონსტიტუციურ-სამართლებრივ შეფასებას,
განმარტებას, მათ შესახებ არგუმენტირებული და დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბებას,
კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრობლემის მრავალმხრივი ხედვისა და ანალიზის საფუძველზე
მისი გადაწყვეტის თეზისის განვითარებასა და შერჩეული მიდგომის დასაბუთებას.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:

• კონსტიტუციური სამართლის საკითხებზე დებატებში ჩართვას, განსხვავებული აზრის გაგებას და


კომუნიკაციის უნარი ცნებითი კატეგორიების გამოყენებით ზეპირი და წერილობითი ფორმით საქართველოს
კონსტიტუციური სამართლის ცალკეული ინსტიტუტების თავისებურებებისა და საქართველოს
სახელმწიფოს კონსტიტუციური კონსტრუქციის ნეგატიური და პოზიტიური მომენტების თაობაზე
ცოდნის გადმოცემას.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:
სწავლის უნარი
• საკანონმდებლო ცვლილებების, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის, კონსტიტუციური
სამართლის მეცნიერების სიახლეების მიდევნებას და ცოდნის მუდმივად განახლებას.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:
ღირებულებები
• პრაქტიკული საქმიანობისას სამართლიანობის, კანონის უზენაესობის პრინციპის, ადამიანის
უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვას.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
ლექცია
სამუშაო ჯგუფში მუშაობა
სწავლება-სწავლის
პრაქტიკული მუშაობა
მეთოდები
სემინარი
ელექტრონული რესურსით სწავლება
ელექტრონული სწავლება
სხვა

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება წარმოებს 100-ქულიანი სისტემით. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის
დონის შეფასება მოიცავს შუალედურ შეფასებას (მაქსიმუმ 60 ქულა) და დასკვნით შეფასებას (მაქსიმუმ 40 ქულა), რომელთა ჯამი
წარმოადგენს საბოლოო შეფასებას (100 ქულა).

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური შეფასების კომპონენტებია ზეპირი გამოკითხვა, წერითი დავალება და
შუალედური წერითი გამოცდა. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური შეფასების თითოეულ კომპონენტს გააჩნია
თავისი წილი შუალედური შეფასების 60 ქულის ფარგლებში. სტუდენტის შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარის
ხვედრითი წილი შეადგენს 21 ქულას.

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის დასკვნითი შეფასების კომპონენტია დასკვნითი წერითი გამოცდა. დასკვნითი წერითი
გამოცდა სავალდებულოა. დასკვნით წერით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებით
დააგროვილი აქვს მინიმუმ 21 ქულა. სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებით დაგროვილი არ ექნება შუალედური შეფასების
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ანუ მინიმუმ 21 ქულა, დასკვნით წერით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი შეფასების მინიმალური
კომპეტენციის ზღვარის ხვედრითი წილი შეადგენს 20 ქულას. დასკვნითი შეფასება ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ
სტუდენტი დასკვნით წერით გამოცდაზე დააგროვებს მინიმუმ 20 ქულას.

სასწავლო კურსი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ შუალედური შეფასებისა და დასკვნითი შეფასების (40 ქულა) გათვალის-
წინებით სტუდენტი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას. სტუდენტს კრედიტი ენიჭება კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი
დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
დადებითი შეფასება

A - ფრიადი შეფასების 91-100 ქულა

B - ძალიან კარგი მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა

C - კარგი მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა

D - დამაკმაყოფილებელი მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა

E - საკმარისი მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა

უარყოფითი შეფასება
მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა (სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა
FX - ვერ ჩააბარა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება. ამასთან, დამატებითი
გამოცდა შეიძლება დანიშნოს დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5
კალენდარულ დღეში).
მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები (სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი
F - ჩაიჭრა
და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი)
შეფასების ფორმები და კომპონენტები

N შეფასების ფორმები და კომპონენტები რაოდენობა თითოეულის მაქსიმალური შეფასება მაქსიმალური ქულა

1 შუალედური შეფასება, მათ შორის: 60 ქულა

1.1 ზეპირი გამოკითხვა 7 3 21


1.2. წერითი დავალება 1 9 9
1.3. შუალედური წერითი გამოცდა 1 30 30
2 დასკვნითი შეფასება 40 ქულა
2.1. დასკვნითი წერითი გამოცდა 1 40 40
სულ 100 ქულა
შუალედური შეფასების კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 3 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
კომპონენტები მეთოდები და კრიტერიუმები
სტუდენტის ზეპირი გამოკითხვა ფასდება 3 ქულით. შუალედური შეფასების ფარგლებში, სემესტრის განმავლობაში,
სტუდენტი ზეპირი ფორმით გამოიკითხება მინიმუმ შვიდჯერ. ზეპირ გამოკითხვებში სტუდენტმა შეიძლება
დააგროვოს მაქსიმუმ 21 ქულა (7X3), რაც საბოლოო შეფასების 21 პროცენტის ტოლია.

ზეპირი გამოკითხვა ტარდება მოხსენებების, დისკუსიისა და კითხვა-პასუხის ფორმატში.ზეპირი გამოკითხვის


შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებები (შეფასების მეთოდები): პრეზენტაცია, პრაქტიკული/თეორიული
დავალების შესრულება, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, დისკუსიაში მონაწილეობა. მსგავსი გამოკითხვა შესაძლებელია
ჩატარდეს წერილობითი ფორმითაც.

ზეპირი გამოკითხვისას შეფასების კრიტერიუმებია: პასუხის ფორმულირება და გადმოცემა, იურიდიული


ზეპირი ტერმინოლოგიის დაცვა, სამართლებრივი მსჯელობა.
გამოკითხვა
ქულა ზეპირი გამოკითხვის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტი კარგადაა მომზადებული, პასუხი მკაფიოდ და ადეკვატურადაა ფორმულირებული, მისი
3
სამართლებრივი მსჯელობა მაღალ დონეზეა. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას
სტუდენტი მომზადებულია, პასუხი მკაფიოდ და ადექვატურადაა ფორმულირებული, თუმცა შეკვეცილია.
2
მისი სამართლებრივი მსჯელობა კარგია. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას
სტუდენტი არ არის კარგად მომზადებული., პასუხი არასრულადაა ფორმულირებული, მისი
1
სამართლებრივი მსჯელობა ფრაგმენტულია, ხოლო იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია
სტუდენტი ფაქტიურად მოუმზადებელია, პასუხი ბუნდოვანი და არაადეკვატურია. მისი სამართლებრივი
0
მსჯელობა არსებითად მცდარია, იგი არ იყენებს იურიდიული ტერმინოლოგიას

შუალედური შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს შუალედურ წერით გამოცდას. შუალედური წერითი
გამოცდა ტარდება მე-8-მე-9 სასწავლო კვირას. შუალედურ წერით გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს
მაქსიმუმ 30 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია.

შუალედური წერითი გამოცდა მოიცავს 3 თეორიულ საკითხს. შუალედური წერითი გამოცდასას თითოეული
საკითხი ფასდება მაქსიმუმ 10 ქულით.

თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმებია: თეორიული მასალის ცოდნა, საკითხის ლოგიკური,


თანმიმდევრული და ადეკვატური გადმოცემა, იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა, სამართლებრივი მსჯელობა,
სამართლებრივი ანალიზი.
ქულა თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმები
პასუხი სრულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, საკითხი ლოგიკურად,
შუალედური 9-10 თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია.
წერითი სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი მაღალ დონეზეა.
გამოცდა პასუხი სრულია. სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, საკითხი
7-8 ლოგიკურად, თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია
დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი ძალიან კარგია.
პასუხი სრულია. სტუდენტი დამაკმაყოფილებელად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ
5-6 მასალას. საკითხი ლოგიკურად და ადეკვატურად არის გადმოცემული, თუმცა არათანმიმდევრულია.
იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი დამაკმაყოფილებელია.
პასუხი შეკვეცილია. სტუდენტი საკმარისად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
3-4 თუმცა აღინიშნება ნაკლოვანებები. საკითხის გადმოცემულია ნაწილობრივ. იურიდიული ტერმინოლოგია
ნაკლოვანია. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი ფრაგმენტულია.
პასუხი ნაკლოვანია. სტუდენტი ვერ ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები. იურიდიული
1-2
ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი
არადამაკმაყოფილებელია.
0 პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
შუალედური შეფასების ფარგლებში ტარდება წერითი დავალება, რომელიც მოიცავს ტესტებისა და კაზუსის
ამოხსნას. ტესტების რაოდენობაა - 10, რომელთაგან თითოეული შეფასდება 0,5 ქულით. თითოეული ტესტი მოიცავს
ოთხ სავარაუდო პასუხს, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. კაზუსი შეფასდება მაქსიმუმ 4 ქულის ფარგლებში.
წერითი კაზუსის ამოხსნა და ტესტური შეფასება მოხდება სასემინარო მუშაობის ფარგლებში.
დავალება
კაზუსის შეფასების კრიტერიუმებია: კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის აღქმა, ჰიპოთეზის შედგენა,
მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი, თეორიული მასალის ცოდნა, სამართლის ძირითადი
ღირებულებებისა და პრინციპების გააზრება და გამოყენება, იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა და ენობრივი

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 4 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
სტილი, საბოლოო დასკვნა.
ქულა კაზუსის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტს კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია სწორად,
მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი კარგია. სტუდენტი კარგად ფლობს თეორიული
4 მასალას, გააზრებული აქვს და კაზუსის ამოხსნისას იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და
პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი დაცულია, საბოლოო დასკვნა სრულია და
სწორეა.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია
სწორად, თუმცა მსჯელობა არათანმიმდევრულია, სტუდენტი დამაკმაყოფილებელად ფლობს თეორიული
3
მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს,
იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი დაცულია, საბოლოო დასკვნა დამაკმაყოფილებელია.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია
სწორად, თუმცა მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი არათანმიმდევრულია. სტუდენტი საკმარისად
2 ფლობს თეორიული მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა
და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი ნაკლოვანია, საბოლოო დასკვნა
შეკვეცილი და ფრაგმენტულია.
სტუდენტს არასწორად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია
არასწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი არადამაკმაყოფილებელია.
1 სტუდენტი ვერ ფლობს ფლობს თეორიული მასალას და კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის
ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ხოლო
ენობრივი სტილი ნაკლოვანია, საბოლოო დასკვნა ნაკლოვანია.
0 პასუხი კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

დასკვნითი შეფასების კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები


კომპონენტები მეთოდები და კრიტერიუმები
დასკვნითი შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს დასკვნით წერით გამოცდას. დასკვნითი წერითი გამოცდა
ტარდება მე-16-მე-19 სასწავლო კვირას. დასკვნით წერით გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 40
ქულა, რაც საბოლოო შეფასების 40 პროცენტის ტოლია.

დასკვნითი წერითი გამოცდაზე სტუდენტი მიიღებს ბილეთს, რომელშიც მოცემულია ორი თეორიული საკითხი და
20 ტესტი. თითო საკითხი შეფასდება მაქსიმუმ 10 ქულით, ხოლო ყოველი ტესტი - ერთი ქულით. ყოველი ტესტი
შედგება შეკითხვისა და ოთხი სავარაუდო პასუხისგან, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი.
თეორიული საკითხების შეფასების კრიტერიუმებია: თეორიული მასალის ცოდნა, საკითხის ლოგიკური,
თანმიმდევრული და ადეკვატური გადმოცემა, იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა, სამართლებრივი მსჯელობა,
სამართლებრივი ანალიზი.
ქულა თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმები
პასუხი სრულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, საკითხი ლოგიკურად,
9-10 თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია.
დასკვნითი სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი მაღალ დონეზეა.
წერითი
პასუხი სრულია. სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, საკითხი
გამოცდა
7-8 ლოგიკურად, თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია
დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი ძალიან კარგია.
პასუხი სრულია. სტუდენტი დამაკმაყოფილებელად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ
5-6 მასალას. საკითხი ლოგიკურად და ადეკვატურად არის გადმოცემული, თუმცა არათანმიმდევრულია.
იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი დამაკმაყოფილებელია.
პასუხი შეკვეცილია. სტუდენტი საკმარისად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
3-4 თუმცა აღინიშნება ნაკლოვანებები. საკითხის გადმოცემულია ნაწილობრივ. იურიდიული ტერმინოლოგია
ნაკლოვანია. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი ფრაგმენტულია.
პასუხი ნაკლოვანია. სტუდენტი ვერ ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები. იურიდიული
1-2
ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი
არადამაკმაყოფილებელია.
0 პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი, გ.


ძირითადი ლიტერატურა კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2020.
შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, მეორე გამოცემა, დ. გეგენავას და გ. გორაძის

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 5 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
რედაქტორობით, თბილისი, 2021.

• საქართველოს კონსტიტუცია (24.08.1995);


• საქართველოს კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“, (13.10.2017);
• კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო
ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, (22.10.2002);
• საქართველოს ორგანული კანონი „რეფერენდუმის შესახებ“, (15.05.1996);
• საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, (27.12.2011);
• საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, (05.02.2014);
• საქართველოს ორგანული კანონი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“, (31.01.1996);
ნორმატიული აქტები • საქართველოს ორგანული კანონი „იმპიჩმენტის შესახებ“, (24.09.2013);
• საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“, (22.10.2009);
• საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის
წესის შესახებ“, (11.02.2004);
• საქართველოს კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, (04.12.2009);
• საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, (22.06.2012).

აღნიშნული ნორმატიული მასალა ხელმისაწვდომია სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-


გვერდზე https://matsne.gov.ge/

• საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორთა ჯგუფი – დ. გეგენავა, ბ. ქანთარია, ლ. ცანავა, თ.


თევზაძე, ზ. მაჭარაძე, პ. ჯავახიშვილი, თ. ერქვანია, თ. პაპაშვილი), დავით ბატონიშვილის სამართლის
ინსტიტუტი, თბილისი, 2016.
• ავ. დემეტრაშვილი, ი. კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, თბილისი, 2014.
• ო. მელქაძე, საქართველოს კონსტიტუციური სამართალი, თბილისი, 2008.
დამატებითი
• პ. ცნობილაძე, საქართველოს კონსტიტუციური სამართალი, თბილისი, 2004, ტ. I.
ლიტერატურა
• გ. კვერენჩხილაძე, კონტრასიგნაციის ინსტიტუტი: ევროპული გამოცდილება და ქართული
პერსპექტივები, 2010.
• კახიანი გ., საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში, თეორია და კანონმდებლობის ანალიზი,
თბილისი, 2011.
• ვ. ბაბეკი, კონსტიტუციის შემუშავება და მიღება საქართველოში (1993-1995), თბილისი, 2002.

• www.matsne.gov.ge
• www.library.court.ge
• www.parliament.gov.ge
ინტერნეტ-რესურსები
• www.president.gov.ge
• www.government.gov.ge
• www.constcourt.gov.ge

სასწავლო კალენდარი

კვირა სწავლების მეთოდი საათი შეფასების კომპონენტი მაქსიმალური შეფასება

1-ლი კვირა ლექცია 2 სთ.


ლექცია 2 სთ.
მე-2 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-3 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-4 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-5 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-6 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
მე-7 კვირა ლექცია 2 სთ.
სემინარი 2 სთ. დისკუსია გავლილ მასალაზე

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 6 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
მე-8- მე-9 კვირა 2 სთ. შუალედური წერითი გამოცდა 30 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-10 კვირა
სემინარი 2 სთ. შუალედური გამოცდის შედეგების განხილვა
ლექცია 2 სთ.
მე-11 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-12 კვირა
სემინარი 2 სთ. დისკუსია გავლილ მასალაზე
ლექცია 2 სთ.
მე-13 კვირა
სემინარი 2 სთ. წერითი დავალება 9 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-14 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-15 კვირა
სემინარი 2 სთ. დასკვნითი დისკუსია
მე-16-მე-19 კვირა 3 სთ. დასკვნითი წერითი გამოცდა 40 ქულა

სასწავლო კურსის შინაარსი

კვირა სწავლების მეთოდი შინაარსი/შეფასების კომპონენტი/მაქსიმალური შეფასება

საუბარი სასწავლო კურსის მოცულობაზე და პროცესის წარმართვის მეთოდებზე, შეფასების სისტემაზე


და სავალდებულო ლიტერატურაზე.

თემა 1. საკონსტიტუციო სამართლის არსი და მნიშვნელობა. საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი


პრინციპები

განსახილველი საკითხები:

საკონსტიტუციო სამართლის ჩამოყალიბება და განვითარება საქართველოში. საქართველოს


კონსტიტუციით განმტკიცებული ღირებულებათა სისტემა; სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი:
1 საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლი, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის
ლექცია (2 სთ.) ნორმატიული საფუძველი; საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი, როგორც სამართლებრივი
სახელმწიფოს პრინციპის კონსტიტუციური მასშტაბი; თანაზომიერების პრინციპი, განჭვრეტადობის
პრინციპი; დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპი; სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი;
ხელისუფლების დანაწილების პრინციპი; კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური პრინციპი;
ღირსება, როგორც ფუნდამენტური პრინციპი; სოციალური სახელმწიფოს პრინციპი. საქართველოს
საკონსტიტუციო სამართლის წყაროები, ნორმატიული აქტები და მათი იერარქია.
ძირითადი ლიტერატურა:
• საქართველოს კონსტიტუცია (1995 წლის 24 აგვისტო).
• საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი,
გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2020, გვ. 15 – 54.
•შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, მეორე გამოცემა, დ. გეგენავას და გ. გორაძის
რედაქტორობით, თბილისი, 2021, გვ. 1-24
თემა 2. საქართველოს კონსტიტუციის სტრუქტურა და გადასინჯვის წესი

განსახილველი საკითხები:

საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურა; კონსტიტუციის გადასინჯვა საქართველოს


რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის მიხედვით; კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურა 2017
ლექცია (2 სთ.) წლის საკონსტიტუციო რეფორმის მიხედვით.
2 ძირითადი ლიტერატურა:
• საქართველოს კონსტიტუცია (1995 წლის 24 აგვისტო).
• საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ.
თევდორაშვილი, გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2020, გვ. 63-74.
• შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, მეორე გამოცემა, დ. გეგენავას და გ. გორაძის
რედაქტორობით, თბილისი, 2021, გვ. 25-33.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
3 ლექცია (2 სთ.) თემა 3. სახელმწიფოს საკონსტიტუციო ისტორიის სათავეებთან

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 7 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
განსახილველი საკითხები:

საქართველოს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი და მისი მნიშვნელობა. საქართველოს 1921
წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია. საბჭოური კონსტიტუციები. 1990-იანი წლების საკონსტიტუციო
რეფორმები. საქართველოს კანონი „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“. საკონსტიტუციო
რეფორმები საქართველოში.

ძირითადი ლიტერატურა:
• საქართველოს კონსტიტუცია, (1995 წლის 24 აგვისტო).
• შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, მეორე გამოცემა, დ. გეგენავას და გ. გორაძის
რედაქტორობით, თბილისი, 2021, გვ. 33-58.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 4. საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ფორმა

განსახილველი საკითხები:

სახელმწიფო მმართველობის ფორმა 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მიხედვით - პირველი


რესპუბლიკის გამოცდილება; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა სისტემა საბჭოთა საქართველოს
კონსტიტუციების მიხედვით; მმართველობის ორგანიზაცია გარდამავალ პერიოდში - გზა
დამოუკიდებლობის აღდგენიდან 1995 წლის კონსტიტუციის მიღებამდე; მმართველობის
საპრეზიდენტო სისტემა 1995 წლის კონსტიტუციის მიხედვით; მმართველობის ფორმა 2004 წლის 6
ლექცია (2 სთ.) თებერვლის კონსტიტუციური ცვლილებების მიხედვით; 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური
4
რეფორმა - მმართველობის არსებული მოდელი. 2016-2017 წლების საკონსტიტუციო რეფორმები - გზა
საპარლამენტო რესპუბლიკისაკენ.
ძირითადი ლიტერატურა:
• საქართველოს კონსტიტუცია, (1995 წლის 24 აგვისტო).
• საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ.
თევდორაშვილი, გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2020, გვ. 74-98.
• შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, მეორე გამოცემა, დ. გეგენავას და გ. გორაძის
რედაქტორობით, თბილისი, 2021, გვ. 124-140.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 5. საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობის ფორმა

განსახილველი საკითხები:

საქართველოს ტერიტორიული მოწყობა 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მიხედვით;


ტერიტორიული მოწყობა საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციების მიხედვით; საქართველოს 1995
წლის კონსტიტუცია ტერიტორიული მოწყობის შესახებ; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კონსტიტუციური სტატუსი; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი; ყოფილი სამხრეთ
ლექცია (2 სთ.) ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-
5
ტერიტორიული ერთეული.
ძირითადი ლიტერატურა:
• საქართველოს კონსტიტუცია, (1995 წლის 24 აგვისტო).
• საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ.
თევდორაშვილი, გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2020, გვ. 99-122.
• შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, მეორე გამოცემა, დ. გეგენავას და გ. გორაძის
რედაქტორობით, თბილისი, 2021, გვ. 307-339.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 6. არჩევნები საქართველოში

განსახილველი საკითხები:

ლექცია (2 სთ.) არჩევნები საქართველოში - საარჩევნო უფლების არსი და მნიშვნელობა; საქართველოს საარჩევნო
სამართლის პრინციპები; საქართველოს საარჩევნო სისტემის არსი და სახეები; საარჩევნო პროცესი
საქართველოში; საარჩევნო დავების გადაწყვეტა საქართველოში.
6 ძირითადი ლიტერატურა:
• საქართველოს კონსტიტუცია, (1995 წლის 24 აგვისტო).
• საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ.
თევდორაშვილი, გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2020, გვ. 123-189.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 8 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
• შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, მეორე გამოცემა, დ. გეგენავას და გ. გორაძის
რედაქტორობით, თბილისი, 2021, გვ. 90-110.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 7. საქართველოს პარლამენტი

განსახილველი საკითხები:

პარლამენტარიზმის დამკვიდრება საქართველოში; საქართველოს პარლამენტის სტატუსი;


პარლამენტის საქმიანობის პრინციპები და სტრუქტურა; პარლამენტის დამხმარე ორგანოები;
საპარლამენტო ფრაქცია; პარლამენტის წევრი; პარლამენტის მუშაობის ორგანიზაცია; პარლამენტის
ლექცია (2 სთ.) ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან.
7
ძირითადი ლიტერატურა:
• საქართველოს კონსტიტუცია, (1995 წლის 24 აგვისტო).
• საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ.
თევდორაშვილი, გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2020, გვ. 190-229.
• შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, მეორე გამოცემა, დ. გეგენავას და გ. გორაძის
რედაქტორობით, თბილისი, 2021, გვ. 141-161.
სემინარი (2 სთ.) დისკუსია გავლილ მასალაზე
8-9 შეფასების კომპონენტი - შუალედური წერითი გამოცდა. მაქსიმალური შეფასება - 30 ქულა
თემა 8. საქართველოს პარლამენტი

ლექცია (2 სთ.) განსახილველი საკითხები:

საქართველოს პარლამენტის წევრი; პარლამენტის მუშაობის ორგანიზაცია; პარლამენტის


10
კომპეტენციები: საკანონმდებლო უფლებამოსილება, საკონტროლო უფლებამოსილებები,
სადამფუძნებლო უფლებამოსილებები, საფინანსო უფლებამოსილებანი, უფლებამოსილებები საგარეო
სფეროში.
ძირითადი ლიტერატურა:
• საქართველოს კონსტიტუცია, (1995 წლის 24 აგვისტო).
• საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ.
თევდორაშვილი, გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2017, გვ. 230-273.
• შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, მეორე გამოცემა, დ. გეგენავას და გ. გორაძის
რედაქტორობით, თბილისი, 2021, გვ. 162-188.
სემინარი (2 სთ.) შუალედური წერითი გამოცდის შედგების განხილვა
თემა 9. საქართველოს პრეზიდენტი

განსახილველი საკითხები:

სახელმწიფო მეთაურის ინსტიტუტი 1995 წლის კონსტიტუციის მიღებამდე. საქართველოს


პრეზიდენტის სტატუსი და უფლებამოსილებანი. საქართველოს პრეზიდენტის არჩევა და
უფლებამოსილების შეწყვეტა. საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთობა სახელმწიფო
ლექცია (2 სთ.) ხელისუფლების სხვა ორგანოებთან.
11
ძირითადი ლიტერატურა:
• საქართველოს კონსტიტუცია, (1995 წლის 24 აგვისტო).
• საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ.
თევდორაშვილი, გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2020, გვ. 274-300.
• შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, მეორე გამოცემა, დ. გეგენავას და გ. გორაძის
რედაქტორობით, თბილისი, 2021, გვ. 188-206.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 10. საქართველოს მთავრობა

განსახილველი საკითხები:
ლექცია (2 სთ.)
საქართველოს მთავრობა - ფუნქციები და მახასიათებლები. საქართველოს მთავრობა - აღმასრულებელი
ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, მთავრობის ინსტიტუტი ქართულ კონსტიტუციონალიზმში,
12 მთავრობის საკონსტიტუციო სტატუსი და სამართლებრივი წყაროები. საქართველოს მთავრობის
სტრუქტურა და შემადგენლობა. საქართველოს მთავრობის ფორმირება. საქართველოს მთავრობის
კომპეტენცია.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 9 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
ძირითადი ლიტერატურა:

• საქართველოს კონსტიტუცია, (1995 წლის 24 აგვისტო).


• საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ.
თევდორაშვილი, გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2020, გვ. 301-340.
• შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, მეორე გამოცემა, დ. გეგენავას და გ. გორაძის
რედაქტორობით, თბილისი, 2021, გვ. 207-219.
სემინარი (2 სთ.) დისკუსია გავლილ მასალაზე
თავი 11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

განსახილველი საკითხები:

საქართველოს კონსტიტუცია და მისი სამართლებრივი დაცვის მნიშვნელობა; საკონსტიტუციო


კონტროლის ცნება საქართველოში; კანონმდებლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზაცია. საკონსტიტუციო სასამართლოს
წევრის სტატუსი, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები, საკონსტიტუციო
13 ლექცია (2 სთ.) სამართალწარმოება.
ძირითადი ლიტერატურა:
• საქართველოს კონსტიტუცია, (1995 წლის 24 აგვისტო).
• საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ.
თევდორაშვილი, გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2020, გვ. 341-361.
• შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, მეორე გამოცემა, დ. გეგენავას და გ. გორაძის
რედაქტორობით, თბილისი, 2021, გვ. 247-271.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 12. სასამართლო ხელისუფლება
14
განსახილველი საკითხები:

ლექცია (2 სთ.) სასამართლო ხელისუფლების ჩამოყალიბება საქართველოში. სასამართლო ხელისუფლების


სტრუქტურა და კომპეტენციური მანდატი. მოსამართლის სტატუსი. იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
ძირითადი ლიტერატურა:
• საქართველოს კონსტიტუცია, (1995 წლის 24 აგვისტო).
• საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ.
თევდორაშვილი, გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2020, გვ. 362-374.
• შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, მეორე გამოცემა, დ. გეგენავას და გ. გორაძის
რედაქტორობით, თბილისი, 2021, გვ. 220-238.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - წერითი დავალება. მაქსიმალური შეფასება - 9 ქულა
თემა 13. ადგილობრივი თვითმმართველობა

განსახილველი საკითხები:

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;


სახელმწიფო ზედამხედველობა; პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა; სამხარეო საკონსულტაციო
15 საბჭო.
ძირითადი ლიტერატურა:
• საქართველოს კონსტიტუცია, (1995 წლის 24 აგვისტო).
ლექცია (2 სთ.) • საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ.
თევდორაშვილი, გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2020, გვ. 375-437.
• შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, მეორე გამოცემა, დ. გეგენავას და გ. გორაძის
რედაქტორობით, თბილისი, 2021, გვ. 340-366.
სემინარი (2 სთ.) შემაჯამებელი დისკუსია
16-19 შეფასების კომპონენტი - დასკვნითი წერითი გამოცდა. მაქსიმალური შეფასება - 40 ქულა

სილაბუსის ავტორი გიორგი კახიანი

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 10 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი

You might also like