You are on page 1of 13

ივ.

ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


Ivane Javakhishvili Tbilisi State University
28.02.2018

სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი

ფაკულტეტი იურიდიული ფაკულტეტი

საგანმანათლებლო პროგრამა სამართალი


უმაღლესი განათლების საფეხური ბაკალავრიატი

სანივთო სამართალი
სასწავლო კურსის სახელწოდება
Property Law

სასწავლო კურსის სტატუსი სავალდებული სასწავლო კურსი

სახელი, გვარი თამარ ზოიძე


სამეცნიერო ხარისხი სამართლის დოქტორი

სასწავლო კურსის თანამდებობა ასოცირებული პროფესორი


განმახორციელებელი საკონტაქტო ტელ. 593210240
E-mail tamar.zoidze@tsu.ge; takozoidze@yahoo.com;
კონსულტაციის დღე: ფაკულტეტის დეკანის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად

სასწავლო კურსის კოდი

სწავლების ენა ქართული

წინაპირობები სასწავლო კურსი - შესავალი სამოქალაქო სამართალში

კრედიტი (ECTS) 5
საათები (1 კრედიტი = 25 სთ) 125
საკონტაქტო საათები, მ.შ 55
სტუდენტის სასწავლო
დატვირთვა ლექცია 26 სთ.

სემინარი 24 სთ.

შუალედური და დასკვნითი გამოცდები 5 სთ


დამოუკიდებელი საათები 70
სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს:

 მისცეს სიღმისეული ცოდნა თანამედროვე ქართული სანივთო სამართალის ცნების, მიზნების,


ამოცანების, სასაქონლო სიკეთეზე (ნივთზე) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ბატონობის პირობების,
სასწავლო კურსის მიზანი
სანივთო უფლებათა თავისებურებების, აგრეთვე სანივთო-სამართლებრივი ინსტიტუტების შესახებ;
 გამოუმუშაოს სამართლებრივი ლოგიკა და არგუმენტაცია, სამართლებრივი წერის კულტურა, აგრეთვე
სამოქალაქო-სამართლებრივი ნორმებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებისა და მისი უკეთესით
შეცვლის უნარი.

სწავლის შედეგები

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეიძენს სიღრმისეულ ცოდნას სანივთო სამართლის
ცნების, სანივთო სამართლის სისტემის და პრინციპების, ნივთის სახეების, არამატერიალური ქონებრივი
სიკეთის ცნებისა და სახეების, მფლობელობის ცნებისა და სახეების, მფლობელობის შეწყვეტის
საფუძვლების, საკუთრების ცნებისა და შინაარსის, აღნაგობის, სერვიტუტის ცნებისა და შინაარსის,
ცოდნა და გაცნობიერება
გირავნობის, იპოთეკის ცნებისა და შინაარსის, ასევე საჯარო რეესტრის დანიშნულების შესახებ.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს გაცნობიერებული ექნება სანივთო უფლებათა


თავისებურებები, აგრეთვე სანივთო-სამართლებრივი ინსტიტუტები.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:

 სანივთო-სამართლებრივ ურთიერთობებში შესაბამისი პროცედურების დაცვითა და სამართლებრივი


ცოდნის პრაქტიკაში
საშუალებების გამოყენებით მოქმედებას;
გამოყენების უნარი
 სანივთო (ქონებრივი) სამართალის საკითხებზე სამართლებრივად სწორი და დასაბუთებული
სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებას, აგრეთვე სანივთო (ქონებრივი) სამართალის
მარეგულირებელი ნორმების პრაქტიკულ საქმიანობაში სწორად გამოყენებას.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:
დასკვნის უნარი
 სანივთო (ქონებრივი) სამართალის მარეგულირებელი ნორმების კრიტიკულ ანალიზს, პრობლემების
ხედვას და საკუთარი პოზიციის დასაბუთებას.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:
კომუნიკაციის უნარი
 სანივთო(ქონებრივი) სამართლის საკითხებზე დებატებში ჩართვას, განსხვავებული აზრის გაგებას და
ზეპირი და წერილობითი ფორმით ცოდნის დამაჯერებლად და დასაბუთებულად გადმოცემას.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:
სწავლის უნარი
 სანივთო (ქონებრივი) სამართლის საკითხებზე საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო
პრაქტიკის და მეცნიერული სიახლეების მიდევნებას და ცოდნის მუდმივად განახლებას.

ლექცია
სამუშაო ჯგუფში მუშაობა
სწავლება-სწავლის
პრაქტიკული მუშაობა
მეთოდები
სემინარი
ელექტრონული რესურსით სწავლება
ელექტრონული სწავლება
სხვა

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება


სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება წარმოებს 100-ქულიანი სისტემით. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის
დონის შეფასება მოიცავს შუალედურ შეფასებას (მაქსიმუმ 60 ქულა) და დასკვნით შეფასებას (მაქსიმუმ 40 ქულა), რომელთა ჯამი
წარმოადგენს საბოლოო შეფასებას (100 ქულა).

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური შეფასების კომპონენტებია ზეპირი გამოკითხვა და შუალედური წერითი
გამოცდა. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური შეფასების თითოეულ კომპონენტს გააჩნია თავისი წილი
შუალედური შეფასების 60 ქულის ფარგლებში. სტუდენტის შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ხვედრითი
წილი შეადგენს 21 ქულას.

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის დასკვნითი შეფასების კომპონენტია დასკვნითი წერითი გამოცდა. დასკვნითი წერითი
გამოცდა სავალდებულოა. დასკვნით წერით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებით
დააგროვილი აქვს მინიმუმ 21 ქულა. სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებით დაგროვილი არ ექნება შუალედური შეფასების

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ანუ მინიმუმ 21 ქულა, დასკვნით წერით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი შეფასების მინიმალური
კომპეტენციის ზღვარის ხვედრითი წილი შეადგენს 20 ქულას. დასკვნითი შეფასება ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ
სტუდენტი დასკვნით წერით გამოცდაზე დააგროვებს მინიმუმ 20 ქულას.

სასწავლო კურსი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ შუალედური შეფასებისა და დასკვნითი შეფასების (40 ქულა) გათვალის-
წინებით სტუდენტი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას. სტუდენტს კრედიტი ენიჭება კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი
დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
დადებითი შეფასება

A - ფრიადი შეფასების 91-100 ქულა

B - ძალიან კარგი მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა

C - კარგი მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა

D - დამაკმაყოფილებელი მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა

E - საკმარისი მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა

უარყოფითი შეფასება
მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა (სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა
FX - ვერ ჩააბარა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება. ამასთან, დამატებითი
გამოცდა შეიძლება დანიშნოს დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5
კალენდარულ დღეში).
მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები (სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი
FX - ჩაიჭრა
და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი)
შეფასების ფორმები და კომპონენტები

N შეფასების ფორმები და კომპონენტები რაოდენობა თითოეულის მაქსიმალური შეფასება მაქსიმალური ქულა

1 შუალედური შეფასება, მათ შორის: 60 ქულა

1.1 ზეპირი გამოკითხვა 10 3 30


1.2. შუალედური წერითი გამოცდა 1 30 30
2 დასკვნითი შეფასება 40 ქულა
2.1. დასკვნითი წერითი გამოცდა 1 40 40
სულ 100 ქულა
შუალედური შეფასების კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები
კომპონენტები მეთოდები და კრიტერიუმები
სტუდენტის ზეპირი გამოკითხვა ფასდება 3 ქულით. შუალედური შეფასების ფარგლებში, სემესტრის განმავლობაში,
სტუდენტი ზეპირი ფორმით გამოიკითხება ათჯერ. შესაბამისად, ზეპირ გამოკითხვებში სტუდენტმა შეიძლება
დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა (10X3), რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია.

ზეპირი გამოკითხვა ტარდება მოხსენებების, დისკუსიისა და კითხვა-პასუხის ფორმატში.ზეპირი გამოკითხვის


შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებები (შეფასების მეთოდები): პრეზენტაცია, პრაქტიკული/თეორიული
დავალების შესრულება, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, დისკუსიაში მონაწილეობა.

ზეპირი გამოკითხვისას შეფასების კრიტერიუმებია: პასუხის ფორმულირება და გადმოცემა, იურიდიული


ზეპირი ტერმინოლოგიის დაცვა, სამართლებრივი მსჯელობა.
გამოკითხვა ქულა ზეპირი გამოკითხვის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტი კარგადაა მომზადებული, პასუხი მკაფიოდ და ადეკვატურადაა ფორმულირებული, მისი
3
სამართლებრივი მსჯელობა მაღალ დონეზეა. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას
სტუდენტი მომზადებულია, პასუხი მკაფიოდ და ადექვატურადაა ფორმულირებული, თუმცა შეკვეცილია.
2
მისი სამართლებრივი მსჯელობა კარგია. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას
სტუდენტი არ არის კარგად მომზადებული., პასუხი არასრულადაა ფორმულირებული, მისი
1
სამართლებრივი მსჯელობა ფრაგმენტულია, ხოლო იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია
სტუდენტი ფაქტიურად მოუმზადებელია, პასუხი ბუნდოვანი და არაადეკვატურია. მისი სამართლებრივი
0
მსჯელობა არსებითად მცდარია, იგი არ იყენებს იურიდიულ ტერმინოლოგიას

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 3 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
შუალედური შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს შუალედურ წერით გამოცდას. შუალედური წერითი
გამოცდა ტარდება მე-7-მე-8 სასწავლო კვირას. შუალედურ წერით გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს
მაქსიმუმ 30 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია.

შუალედური წერითი გამოცდის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებები (შეფასების მეთოდები): ტესტი,
თეორიული საკითხი, კაზუსი. შუალედური წერითი გამოცდა მოიცავს 1 თეორიულ საკითხს, 1 კაზუსს და 10
ტესტს. შუალედური წერითი გამოცდისას თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით, კაზუსი - 10 ქულით, ხოლო
სწორად ამოხსნილი თითოეული ტესტი - 1 ქულით. თითოეულ ტესტს გააჩნია 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან
მხოლოდ ერთია სწორი.

თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმებია: თეორიული მასალის ცოდნა, საკითხის ლოგიკური,


თანმიმდევრული და ადეკვატური გადმოცემა, იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა, სამართლებრივი მსჯელობა,
სამართლებრივი ანალიზი.
ქულა თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმები
პასუხი სრულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, საკითხი ლოგიკურად,
9-10 თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია.
სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი მაღალ დონეზეა.
პასუხი სრულია. სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, საკითხი
7-8 ლოგიკურად, თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია
დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი ძალიან კარგია.
პასუხი სრულია. სტუდენტი დამაკმაყოფილებელად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ
5-6 მასალას. საკითხი ლოგიკურად და ადეკვატურად არის გადმოცემული, თუმცა არათანმიმდევრულია.
იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი დამაკმაყოფილებელია.
პასუხი შეკვეცილია. სტუდენტი საკმარისად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
3-4 თუმცა აღინიშნება ნაკლოვანებები. საკითხი გადმოცემულია ნაწილობრივ. იურიდიული ტერმინოლოგია
ნაკლოვანია. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი ფრაგმენტულია.
პასუხი ნაკლოვანია. სტუდენტი ვერ ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები. იურიდიული
1-2
შუალედური ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი
წერითი არადამაკმაყოფილებელია.
გამოცდა 0 პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
კაზუსის შეფასების კრიტერიუმებია: კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის აღქმა, ჰიპოთეზის შედგენა, მსჯელობის
თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი, თეორიული მასალის ცოდნა, სამართლის ძირითადი
ღირებულებებისა და პრინციპების გააზრება და გამოყენება, იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა და ენობრივი
სტილი, საბოლოო დასკვნა.
ქულა კაზუსის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტს ზედმიწევნით კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა
შედგენილია სწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი მაღალ დონეზეა.
9-10 სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს თეორიული მასალას, გააზრებული აქვს და კაზუსის ამოხსნისას
იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი
სტილი დაცულია, საბოლოო დასკვნა სრულია და ზედმიწევნით სწორეა.
სტუდენტს კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა შედგენილია სწორად,
მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი კარგია. სტუდენტი კარგად ფლობს თეორიული
7-8 მასალას, გააზრებული აქვს და კაზუსის ამოხსნისას იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და
პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი დაცულია, საბოლოო დასკვნა სრულია და
სწორეა.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა შედგენილია
სწორად, თუმცა მსჯელობა არათანმიმდევრულია და სამართლებრივი ანალიზი არასრულყოფილი.
5-6 სტუდენტი დამაკმაყოფილებელად ფლობს თეორიულ მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს
სამართლის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი
დაცულია, საბოლოო დასკვნა დამაკმაყოფილებელია.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა შედგენილია
სწორად, თუმცა მსჯელობა არათანმიმდევრულია და სამართლებრივი ანალიზი სუსტი. სტუდენტი
3-4 საკმარისად ფლობს თეორიულ მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის ძირითად
ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი ნაკლოვანია,
საბოლოო დასკვნა შეკვეცილი და ფრაგმენტულია.
სტუდენტს არასწორად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა შედგენილია
1-2 არასწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი არადამაკმაყოფილებელია.
სტუდენტი ვერ ფლობს თეორიულ მასალას და კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის ძირითად

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 4 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ხოლო ენობრივი
სტილი ნაკლოვანია, საბოლოო დასკვნა ნაკლოვანია.
0 პასუხი კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
დასკვნითი შეფასების კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები
კომპონენტები მეთოდები და კრიტერიუმები
დასკვნითი შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს დასკვნით წერით გამოცდას. დასკვნითი წერითი გამოცდა
ტარდება მე-16-მე-19 სასწავლო კვირას. დასკვნით წერით გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 40
ქულა, რაც საბოლოო შეფასების 40 პროცენტის ტოლია.

დასკვნითი წერითი გამოცდის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებები (შეფასების მეთოდები):


თეორიული საკითხი, კაზუსი. დასკვნითი წერითი გამოცდა მოიცავს 2 თეორიულ საკითხს და 2 კაზუსს. დასკვნითი
წერითი გამოცდისას თითოეული კაზუსი ფასდება 10 ქულით, ხოლო თითოეული თეორიული საკითხი - 10
ქულით.
კაზუსის შეფასების კრიტერიუმებია: კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის აღქმა, ჰიპოთეზის შედგენა, მსჯელობის
თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი, თეორიული მასალის ცოდნა, სამართლის ძირითადი
ღირებულებებისა და პრინციპების გააზრება და გამოყენება, იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა და ენობრივი
სტილი, საბოლოო დასკვნა.
ქულა კაზუსის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტს ზედმიწევნით კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა
შედგენილია სწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი მაღალ დონეზეა.
9-10 სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს თეორიულ მასალას, გააზრებული აქვს და კაზუსის ამოხსნისას
იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი
სტილი დაცულია, საბოლოო დასკვნა სრულია და ზედმიწევნით სწორეა.
სტუდენტს კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა შედგენილია სწორად,
მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი კარგია. სტუდენტი კარგად ფლობს თეორიულ
7-8 მასალას, გააზრებული აქვს და კაზუსის ამოხსნისას იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და
პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი დაცულია, საბოლოო დასკვნა სრულია და
სწორეა.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა შედგენილია
სწორად, თუმცა მსჯელობა არათანმიმდევრულია და სამართლებრივი ანალიზი არასრულყოფილი.
5-6 სტუდენტი დამაკმაყოფილებელად ფლობს თეორიულ მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს
სამართლის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი
დაცულია, საბოლოო დასკვნა დამაკმაყოფილებელია.
სტუდენტს დამაკმაყოფილებლად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა
დასკვნითი
შედგენილია სწორად, თუმცა მსჯელობა არათანმიმდევრულია და სამართლებრივი ანალიზი სუსტი.
წერითი
3-4 სტუდენტი საკმარისად ფლობს თეორიული მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის
გამოცდა
ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი ნაკლოვანია,
საბოლოო დასკვნა შეკვეცილი და ფრაგმენტულია.
სტუდენტს არასწორად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია
არასწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი არადამაკმაყოფილებელია.
1-2 სტუდენტი ვერ ფლობს თეორიულ მასალას და კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის ძირითად
ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ხოლო ენობრივი
სტილი ნაკლოვანია, საბოლოო დასკვნა ნაკლოვანია.
0 პასუხი კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმებია: თეორიული მასალის ცოდნა, საკითხის ლოგიკური,
თანმიმდევრული და ადეკვატური გადმოცემა, იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა, სამართლებრივი მსჯელობა,
სამართლებრივი ანალიზი.
ქულა თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმები
პასუხი სრულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, საკითხი ლოგიკურად,
9-10 თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია.
სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი მაღალ დონეზეა.
პასუხი სრულია. სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, საკითხი
7-8 ლოგიკურად, თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია
დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი ძალიან კარგია.
პასუხი სრულია. სტუდენტი დამაკმაყოფილებელად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ
5-6 მასალას. საკითხი ლოგიკურად და ადეკვატურად არის გადმოცემული, თუმცა არათანმიმდევრულია.
იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი დამაკმაყოფილებელია.
3-4 პასუხი შეკვეცილია. სტუდენტი საკმარისად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 5 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
თუმცა აღინიშნება ნაკლოვანებები. საკითხი გადმოცემულია ნაწილობრივ, იურიდიული ტერმინოლოგია
ნაკლოვანია. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი ფრაგმენტულია.
პასუხი ნაკლოვანია. სტუდენტი ვერ ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები. იურიდიული
1-2
ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი
არადამაკმაყოფილებელია.
0 პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

 ბესარიონ ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, ,,მეცნიერება“, თბილისი, II გამოც. 2003; გვ. 1-380.
 სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, 147-315 მუხლები, თბილისი, 2017, (ელ.ვერსია შეგიძლიათ
იხილოთ ვებგვერდზე: http://www.gccc.ge ) გვ. 147-315.
 სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე. სანივთო (ქონებრივი) სამართალი, ,,სამართალი“,
ძირითადი ლიტერატურა თბილისი, 1999; გვ. 15-340.
 თამარ ზარანდია, სანივთო სამართლის საფუძვლები, გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“, თბ., 2016; გვ.
1-464.
 ლადო ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012; გვ. 13-275

 საქართველოს კონსტიტუცია
ნორმატიული აქტები  საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702

 ბესარიონ ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბ., 2007


(www.giz-law- caucasus.net/ru/publikationen/index/php); გვ. 16-194.
 ლადო ჭანტურია, სანივთო სამართლის ძირითადი პრინციპები საქართველოს მომავალ სამოქალაქო
კოდექსში - კრებული: ,,სამართლის რეფორმა საქართველოში“, 1994, გვ. 226-242;
 ლადო ჭანტურია, ბესარიონ ზოიძე, თამარ ზარანდია (რედაქტორები), სავარჯიშოები სამოქალაქო
სამართლის ზოგად ნაწილსა და სანივთო სამართალში, გამომცემლობა „სამართალი“, თბ., 2014; გვ. 12-
230.
 სანდრა ჰენშელი, სამოქალაქო კაზუსების დამუშავების მეთოდიკა, „სიესტა“, 2009; გვ. 21-223.
დამატებითი
 გიორგი მარიამიძე, კაზუსები და მათი ამოხსნის მეთოდები სანივთო სამართალში - წიგნი I,
ლიტერატურა
გამომცემლობა „იურისტების სამყარო“,2014; გვ. 7-326.
 დავით კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, ევროპული და და შედარებითი
კერძო სამართლის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2009, გვ.183-231;
 თამარ ზოიძე, საკუთრების უფლების ცნება და შინაარსი, ჟურნალი „კერძო სამართლის მიმოხილვა“,
№1, 2015, 5-27;
 თ. შოთაძე, სანივთო სამართალი, სახელმძღვანელო სამართლის სკოლებისთვის, თბ., 2014.
 იან კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსი, სასწავლო კომენტარი, თბილისი, 2014, გვ. 661-753.

 საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. იხ. http://supremecourt.ge


ინტერნეტ-რესურსები
 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა. იხ. www.constcourt.ge

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 6 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
სასწავლო კალენდარი

კვირა სწავლების მეთოდი საათი შეფასების კომპონენტი მაქსიმალური შეფასება

1-ლი კვირა ლექცია 2 სთ.

ლექცია 2 სთ.
მე-2 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-3 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-4 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-5 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-6 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
მე-7- მე-8 კვირა 2 სთ. შუალედური წერითი გამოცდა 30 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-9 კვირა
სემინარი 2 სთ. შუალედური გამოცდის შედეგების განხილვა
ლექცია 2 სთ.
მე-10 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-11 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-12 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-13 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-14 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-15 კვირა
სემინარი 2 სთ. დასკვნითი დისკუსია
მე-16-მე-19 კვირა 3 სთ. დასკვნითი წერითი გამოცდა 40 ქულა

შინაარსი/შეფასების კომპონენტი/მაქსიმალური შეფასება

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 7 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
სასწავლო კურსის შინაარსი

კვირა სწავლების მეთოდი შინაარსიშინაარსი/შეფასების კომპონენტი/მაქსიმალური შეფასება

საუბარი სასწავლო კურსის მოცულობაზე და პროცესის წარმართვის მეთოდებზე, შეფასების სისტემაზე


და სავალდებულო ლიტერატურაზე.

თემა 1. სანივთო სამართლის ცნება და მნიშვნელობა. სანივთო სამართლის პრინციპები

განსახილველი საკითხები:

სანივთო სამართლის საფუძვლები: სანივთო სამართლის საგანი, სანივთო სამართლის ადგილი


სამოქალაქო სამართლის სისტემაში, სანივთო სამართლის მიმართება ვალდებულებით სამართალთან,
სანივთო სამართლის ევოლუციური (ისტორიული) მდგომარეობა საქართველოში, თანამედროვე
1 ევროპული სანივთო სამართალი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და სანივთო სამართლის
ლექცია (2 სთ.) სისტემა.

სანივთო სამართლის პრინციპები: სანივთო უფლება, როგორც აბსოლუტური უფლება, საჯაროობა და


ნდობაუნარიანობა, „ნუმერუს კლაუზას“ პრინციპი, სპეციალურობა (განსაზღვრულობა),
გადაცემადობა, აბსტრაქტულობისადმი დამოკიდებულება. სანივთო სამართალი და ადამიანის
ძირითადი უფლებები.
ძირითადი ლიტერატურა:
 ბ. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, თბ., II გამოც., 2003, გვ.1-25;
 ლ. ჭანტურია, უძრავი ნივთების საკუთრება, მეორე გამოცემა, თბ., 2001, გვ.152-159; 181-193;
 თ. ზარანდია, სანივთო სამართლის საფუძვლები, თბ., 2016, გვ. 44-68;
 თ. შოთაძე, სანივთო სამართალი, სახელმძღვანელო სამართლის სკოლებისთვის, თბ., 2014, გვ.,
20-38.
თემა 2. ქონება

განსახილველი საკითხები:

ქონების ცნება: მატერიალური ქონება, არამატერიალური ქონება. ნივთების ცნება: უპიროვნულობა,


ბრუნვაუნარიანობა, პირთა მხრიდან ბატონობაუნარიანობა, ნატურით გამიჯნულობა, სხეულებრივი
ერთიანობა. ნივთების სახეები: მოძრავი და უძრავი ნივთები, ჩანაცვლებადი და არაჩანაცვლებადი
ნივთები, მომხმარებადი და მოუხმარებადი ნივთები, ინდივიდუალური და გვაროვნული ნიშნით
ლექცია (2 სთ.) განსაზღვრული ნივთები, გაყოფადი და გაუყოფადი ნივთები.
2 ძირითადი ლიტერატურა:
 ბ. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, თბ., II გამოც., 2003, გვ. 26-51;
 სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, , თბილისი, 2017, 147-154 მუხლები;
 სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე. სანივთო (ქონებრივი) სამართალი, თბ., 1999, გვ.
15-37;
 ლ. ჭანტურია, უძრავი ნივთების საკუთრება, მეორე გამოცემა, თბ., 2001, გვ. 159-168; 239-249;
 თ. ზარანდია, სანივთო სამართლის საფუძვლები, თბ., 2016, გვ. 68-134.
 დ.კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, გვ.183-217.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 3. ნივთის შემადგენელი ნაწილები

განსახილველი საკითხები:

ნივთის შემადგენელი ნაწილები: შემადგენელი ნაწილის ცნება, არსებითი შემადგენელი ნაწილი,


არარსებითი შემადგენელი ნაწილი. საკუთვნებელი: საკუთვნებელის ცნება, საკუთვნებელის
სამართლებრივი ბედი. უფლების სახეები: აქცესორული უფლებები, შეზღუდული უფლებები.
ნივთისა და უფლების ნაყოფი: ნამატი, უპირატესობა, შემოსავალი.
ლექცია (2 სთ.)
3 ძირითადი ლიტერატურა:
 ბ. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, თბ., II გამოც., 2003, გვ. 26-51;
 სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, , თბილისი, 2017, 147-154 მუხლები;
 სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე. სანივთო (ქონებრივი) სამართალი, თბ., 1999, გვ.
15-37;
 ლ. ჭანტურია, უძრავი ნივთების საკუთრება, მეორე გამოცემა, თბ., 2001, გვ. 159-168; 239-249;
 თ. ზარანდია, სანივთო სამართლის საფუძვლები, თბ., 2016, გვ. 68-134.
 დ.კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, გვ.183-217.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 8 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
თემა 4. მფლობელობა

განსახილველი საკითხები:

მფლობელობის ცნება და მნიშვნელობა: მფლობელობა, როგორც ნებელობითი მოვლენა,


მფლობელობა, როგორც ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა, მფლობელობა და „ჭერა“ – „პყრობა“,
მფლობელობის ფუნქციები, მფლობელობის მოწესრიგება, ისტორიული განვითარება.

მფლობელობის წარმოშობა, შეწყვეტა და მემკვიდრეობა. მფლობელობის სახეები: ტიტულიანი და


უტიტულო მფლობელობა, კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი მფლობელობა, პირდაპირი
და არაპირდაპირი მფლობლობა, თანამფლობელობა (მარტივი და კვალიფიციური).
4 ძირითადი ლიტერატურა:
ლექცია (2 სთ.)  ბ. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, თბ., II გამოც., 2003, გვ. 55-78;
 სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, , თბილისი, 2017, 155-169 მუხლები;
 სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე. სანივთო (ქონებრივი) სამართალი, თბ., 1999, გვ.
41-80;
 ი. კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსი, სასწავლო კომენტარი, თბ., 2014., გვ. 661-668;
 თ. ზარანდია, სანივთო სამართლის საფუძვლები, თბ., 2016, გვ. 134-204;
 ლ. ჭანტურია, უძრავი ნივთების საკუთრება, მეორე გამოცემა, თბ., 2001, გვ. 197-199;
 ქ. ქოჩაშვილი, მფლობელობა და საკუთრება – ფაქტი და უფლება სამოქალაქო სამართალში,
მეორე გადამუშავებული გამოცემა, თანდართული ტესტებით, თბ., 2015.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 5. მფლობელობა და საკუთრება. კეთილსინდისიერი მფლობელის უფლებები და მოვალეობანი:

განსახილველი საკითხები:

მფლობელობა და საკუთრება: მფლობელობა, როგორც საკუთრების ვარაუდი. ურთიერთობები, სადაც


არ გამოიყენება საკუთრების ვარაუდი.

კეთილსინდისიერი მფლობელის უფლებები და მოვალეობანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის


უკან დაბრუნების მოთხოვნა, უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა, უფლებამოსილი პირისათვის
ლექცია (2 სთ.) ნივთის დაბრუნების მოვალეობა, ხარჯების ანაზღაურების უფლება. არაკეთილსინდისიერი
მფლობელის უფლებები და მოვალეობანი. მფლობელობა, როგორც ნივთის უპირატესი შესყიდვის
საფუძველი.
ძირითადი ლიტერატურა:
5
 ბ. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, თბ., II გამოც., 2003, გვ. 55-78;
 სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, , თბილისი, 2017, 155-169 მუხლები;
 სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე. სანივთო (ქონებრივი) სამართალი, თბ., 1999, გვ.
41-80;
 ი. კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსი, სასწავლო კომენტარი, თბ., 2014., გვ.661-668;
 თ. ზარანდია, სანივთო სამართლის საფუძვლები, თბ., 2016, გვ. 134-204;
 ქ. ქოჩაშვილი, მფლობელობა და საკუთრება – ფაქტი და უფლება სამოქალაქო სამართალში,
მეორე გადამუშავებული გამოცემა, თანდართული ტესტებით, თბ., 2015.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 6. საკუთრება

განსახილველი საკითხები:

საკუთრება. ისტორიული განვითარება: რომის სამართალი, ძველი ქართული სამართალი, საბჭოთა


სამართალი, დოქტრინის ევოლუცია

საკუთრების ცნება და შინაარსი: საკუთრების ცნების ერთიანობა, საკუთრება, როგორც ნივთთან


6 ურთიერთობა, საკუთრება, როგორც აბსოლუტური უფლება, საკუთრება, როგორც ბუნებითი
ლექცია (2 სთ.) უფლება, საკუთრება, როგორც პიროვნული თაფისუფლების საფუძველი, საკუთრება, როგორც
ვალდებულება, საკუთრების უფლების ტრანსფორმაცია თანამედროვე სამართალში
ძირითადი ლიტერატურა:
 ბ. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, თბ., II გამოც., 2003, გვ.80-108;
 სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, , თბილისი, 2017, 170-173 მუხლები;
 სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე. სანივთო (ქონებრივი) სამართალი, თბ., 1999,
გვ.83 -88;
 ლ. ჭანტურია, უძრავი ნივთების საკუთრება, მეორე გამოცემა, თბ., 2001, გვ. 49-148;

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 9 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
 თ. ზარანდია, სანივთო სამართლის საფუძვლები, თბ., 2016, გვ. 269-310.
 თ.ზოიძე, საკუთრების უფლების ცნება და შინაარსი, ჟურნალი ,,კერძო სამართლის
მიმოხილვა,“#1, 2015, გვ.5-27.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
7-8 შეფასების კომპონენტი - შუალედური წერითი გამოცდა. მაქსიმალური შეფასება - 30 ქულა
თემა 7. საკუთრების უფლების ფარგლები. საერთო საკუთრება

ლექცია (2 სთ.) განსახილველი საკითხები:

საკუთრების უფლების ფარგლები: კერძო-სამართლებრივი ფარგლები, საჯარო-სამართლებრივი


ფარგლები.

საერთო საკუთრება: ცნება და სახეები (თანაზიარი და წილადი საკუთრება), საერთო საკუთრების


სარგებლობა, განკარგვა, დატვირთვები და მოვლა- პატრონობა, უპირატესი შესყიდვის უფლება.

საკუთრების უფლება ქართულ სასამართლო პრაქტიკაში. საკუთრების უფლების დაცვა: უკანონო


მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა, დაცვის სხვა საშუალებები.
ძირითადი ლიტერატურა:
 ბ. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, თბ., II გამოც., 2003, გვ.80-108;
 სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, , თბილისი, 2017, 170-173 მუხლები;
 ლ. ჭანტურია, უძრავი ნივთების საკუთრება, მეორე გამოცემა, თბ., 2001, გვ. 49-148;
 ქ. ქოჩაშვილი, მფლობელობა და საკუთრება – ფაქტი და უფლება სამოქალაქო სამართალში,
მეორე გადამუშავებული გამოცემა, თანდართული ტესტებით, თბ., 2015, გვ. 129–141, 172–201;
 თ. ზარანდია, სანივთო სამართლის საფუძვლები, თბ., 2016, გვ. 269-310;

სემინარი (2 სთ.) შუალედური წერითი გამოცდის შედგების განხილვა


თემა 8. სამეზობლო სამართალი

განსახილველი საკითხები:

სამეზობლო სამართლის ცნება: ისტორიული განვითარება, ემისიების (სამეზობლოზემოქმედებათა)


ცნება და თმენის ვალდებულება, არსებითი ემისიები, არარსებითი ემისიები, ესთეტიკური ემისიების
პრობლემა, კერძო და საჯარო სამეზობლო სამართალი.

საფრთხის აღკვეთის მოთხოვნა. მეზობლის უფლება ნაყოფზე. ფულადი კომპენსაცია თმენის


ლექცია (2 სთ.) ვალდებულებისათვის. აუცილებელი გზის პრობლემა სამეზობლო სამართალში. სასაზღვრო მიჯნის
10
აღმართვა - სარგებლობის ურთიერთობა: სასაზღვრო მიჯნის ცნება, სასაზღვრო მიჯნით სარგებლობის
უფლება.
ძირითადი ლიტერატურა:
 ბ. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, თბ., II გამოც., 2003, გვ. 111-128;
 სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, , თბილისი, 2017, 174-182 მუხლები;
 სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე. სანივთო (ქონებრივი) სამართალი, თბ., 1999, გვ.
94-118;
 ლ. ჭანტურია, უძრავი ნივთების საკუთრება, მეორე გამოცემა, თბ., 2001, გვ. 199-200, 220-235.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 9. საკუთრების შეძენა და დაკარგვა

განსახილველი საკითხები:

საკუთრების შეძენა უძრავ ნივთებზე: საკუთრების შეძენის კერძო სისტემა, საკუთრების შეძენის
საადგილმამულო სისტემა. საკუთრების შეძენის პრინციპები მოძრავ ნივთებზე: აბსტრაქციის
ლექცია (2 სთ.) გერმანული პრინციპი, სახელშეკრულებო ფრანგული პრინციპი, ტიტულუსისა და მოდუსის შეხამება.

მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სახეები: საკუთრების შეძენა პირობით, საკუთრების შეძენა
11 ფასიანი ქაღალდების მეშვეობით, საკუთრების შეძენა უპატრონო ქონებაზე, საკუთრების შეძენა
ნაპოვარზე, საკუთრების შეძენა განძზე, საკუთრების შეძენა ნივთების გადამუშავების შედეგად,
საკუთრების შეძენა ნივთების შეერთება-შერწყმის შედეგად.

საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით: შეძენის ცნება, ნივთის უწყვეტი მფლობელობა, ნივთის ღია
(აშკარა) მფლობელობა, ნივთის საკუთრად მფლობელობა, უძრავი ნივთების შეძენის თავისებურება,

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 10 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
ნივთის ხანდაზმულობითი მფლობელობის შეწყვეტა.

საკუთრების შეძენა უფლებებსა და მოთხოვნებზე. მოთხოვნის დათმობის ცნება და შინაარსი. მოვალის


უფლება მოთხოვნის დათმობისას. მოთხოვნის რამდენჯერმე დათმობა, ვალის გადაკისრების ცნება და
შინაარსი. ახალი მოვალის უფლებრივი მდგომარეობა

საკუთრების დაკარგვა: საკუთრების დაკარგვა უძრავ ნივთებზე, საკუთრების დაკარგვა მოძრავ


ნივთებზე, საკუთრების წარმოშობა-დაკარგვის სასამართლო პრაქტიკა.
ძირითადი ლიტერატურა:
 ბ. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, თბ., II გამოც., 2003, გვ. 136-203;
 სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, , თბილისი, 2017, 183-207 მუხლები;
 თ. ზარანდია, სანივთო სამართლის საფუძვლები, თბ., 2016, გვ. 341-437;
 სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე. სანივთო (ქონებრივი) სამართალი, თბ., 1999, გვ.
118 – 146;
 ლ. ჭანტურია, უძრავი ნივთების საკუთრება, მეორე გამოცემა, თბ., 2001, გვ. 168-180;
 ქ. ქოჩაშვილი, მფლობელობა და საკუთრება – ფაქტი და უფლება სამოქალაქო სამართალში,
მეორე გადამუშავებული გამოცემა, თანდართული ტესტებით, თბ., 2015, გვ. 141–172;

სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა


თემა 10. სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობა: აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი

განსახილველი საკითხები:

სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის თავისებურებანი: რომის სამართალი, მიმართება


საკუთრების უფლებასთან, მიმართება სახელშეკრულებო უფლებებთან.

აღნაგობის უფლება: აღნაგობის უფლების ცნება და განვითარების ისტორია, მიწის ნაკვეთი, როგორც
დატვირთვის საგანი, ნაგებობის ქონა, როგორც აღნაგობის უფლების არსებითი ელემენტი, აღნაგობის
უფლების ვადები, საკუთრების პრობლემა აღნაგობის ურთიერთობებში, ნაგებობის აღმართვის,
მოვლა-პატრონობისა და დაზღვევის მოვალეობანი, აღნაგობის უფლების რეგისტრაცია და
დატვირთვები, აღნაგობის უფლების განკარგვა-გასხვისება, აღნაგობის უფლების შეწყვეტა და მისი
შედეგები, აღნაგობის უფლების გამოყენების პრაქტიკა.

უზუფრუქტი: უზუფრუქტის ცნება და განვითარების ისტორია, უზუფრუქტის წარმოშობის


12 ლექცია (2 სთ.) საფუძვლები და სახეები, უზუფრუქტუარის მიერ ნივთით სარგებლობის უფლება, უზუფრუქტუარის
მოვალეობანი, უზუფრუქტის შეწყვეტა, უზუფრუქტუარის დაცვა, უზუფრუქტის გამოყენების
პრაქტიკა.

სერვიტუტები: სერვიტუტის ცნება და განვითარების ისტორია, სერვიტუტის შინაარსი, სერვიტუტის


სახეები, სერვიტუტის დადგენა, ნაგებობით სარგებლობის უფლება, სერვიტუტის მოქმედების
ფარგლები, სერვიტუტის პრობლემა მიწის ნაკვეთის გაყოფისას, უფლებამოსილი პირის სასერვიტუტო
უფლებების დაცვა, სერვიტუტის შეწყვეტა, შეზღუდული პირადი სერვიტუტი, სერვიტუტის
პრობლემა სასამართლო პრაქტიკაში.
ძირითადი ლიტერატურა:
 ბ. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, თბ., II გამოც., 2003, გვ. 215-277;
 სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, , თბილისი, 2017, 233-253 მუხლები;
 სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე. სანივთო (ქონებრივი) სამართალი, თბ., 1999, გვ.
171-191.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 11. გირავნობა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება
13
განსახილველი საკითხები:

გირავნობის ცნება და ისტორია: გირავნობის საგანი და სუბიექტები, გირაოთი დაკმაყოფილების


ხასიათი, გირავნობის აქცესორული ხასიათი, გირავნობის ფარგლები, გირვნობის ისტორიული
განვითარება და ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ნოვაციები.
ლექცია (2 სთ.)
გირავნობის სახეები: მფლობელობითი გირავნობა, რეგისტრირებული გირავნობა, კანონისმიერი
გირავნობა, მოთხოვნებისა და ფასიანი ქაღალდების დაგირავება, ლომბარდში ნივთების დაგირავება.

დამგირავებლისა და მოგირავნის უფლებები: გირავნობის საგნის მოვლა-შენახვის ვალდებულება,


გირავნობის საგნიდან სარგებლის მიღების უფლება, ხარჯების ანაზღაურების უფლება, გირავნობის

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 11 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
საგნის დაზღვევა, შესაგებლის წაყენების უფლება

გირაოს საგნის რამდენჯერმე დაგირავება. გარიგების დადება გირავნობის საგანზე: გარიგების


დადებაზე უარის თქმის ვალდებულება, გირავნობის საგნის გასხვისების შედეგები, მოგირავნეზე
საკუთრების უფლების პირდაპირ გადასვლის შესახებ შეთანხმების ბათილობა.

გირავნობის უფლების გადასვლა ახალ კრედიტორზე. გირავნობის უფლების შეწყვეტა: მოთხოვნის


გაუქმების შედეგად, მოთხოვნის საგნის დაღუპვის შედეგად, გირავნობაზე უარის თქმის შედეგად,
კონსოლიდაციის შედეგად, მოგირავნის ვალდებულება გირავნობის უფლების შეწყვეტისას.

მოგირავნის დაკმაყოფილება და გირავნობის საგნის რეალიზაცია: გირავნობის საგნის რეალიზაციის


უფლება, რამდენჯერმე დაგირავებული საგნის რეალიზაციის უფლება, გირაოს სარეალიზაციოდ
გადადება, გირაოს მოსალოდნელი რეალიზაციის შეტყობინება, გირაოს საგნის რეალიზაცია,
რეალიზაციის სხვა წესი, რეალიზაციიდან ამონაგები თანხების განაწილება, რეალიზაციის შედეგად
დაუტვირთავი საკუთრების შეძენა, ანგარიში გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ.
ძირითადი ლიტერატურა:
 ლადო ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012;
 ბ. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, თბ., II გამოც., 2003, გვ. 283-325;
 სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, , თბილისი, 2017, 254-2851 მუხლები;
 სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე. სანივთო (ქონებრივი) სამართალი, თბ., 1999, გვ.
193-247.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 12. იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება

განსახილველი საკითხები:

იპოთეკის ცნება: იპოთეკის საგანი და სუბიექტები, იპოთეკით დაკმაყოფილების ხასიათი, იპოთეკის


აქცესორული ხასიათი, იპოთეკის ფარგლები, იპოთეკის ისტორიული განვითარება

იპოთეკის სახეები: საერთო იპოთეკა, მესაკუთრის იპოთეკა, იპოთეკის წარმოშობა და საიპოთეკო


მოწმობა. უძრავი ნივთის იპოთეკით რამდენეჯერმე დატვირთვა. საიპოთეკო ურთიერთობის
მონაწილეთა უფლება-მოვალეობანი: იპოთეკით დატვირთული ნივთის მოვლის მოვალეობა,
ლექცია (2 სთ.)
მესაკუთრე არაპირადი მოვალის უფლებები.

14 იპოთეკისა და მოთხოვნის ურთიერთდამოკიდებულება: იპოთეკისა და მოთხოვნის გადასვლა სხვა


პირზე, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გადასვლა კრედიტორის საკუთრებაში, კრედიტორის
უარი მოთხოვნაზე ან იპოთეკაზე, მესამე პირის უფლებები.

იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაცია: რეალიზაციის მოთხოვნა, აუქციონზე რეალიზაცია,


რეალიზაციის სხვა გზები, აუქციონის თავიდან აცილება, იპოთეკის რეალიზაცია, რეალიზაციაში
მონაწილე პირები, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობა, რეალიზაციის
შედეგად, მიღებული შემოსავლების განაწილების წესი. სეკვესტრი
ძირითადი ლიტერატურა:
 ლადო ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012;
 ბ. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, თბ., II გამოც., 2003, გვ. 327-360;
 სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, , თბილისი, 2017, 286-310 მუხლები;
 სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე. სანივთო (ქონებრივი) სამართალი, თბ., 1999, გვ.
248-317.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 13. საჯარო რეესტრი

განსახილველი საკითხები:

საჯარო რეესტრის ცნება და დანიშნულება. რეესტრის ორგანიზაციის წესი. საჯარო რეესტრში


15 რეგისტრირებული უფლებები. რეესტრში რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა. საჯარო რეესტრში
ლექცია (2 სთ.) გარიგების წარდგენის წესი. საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სიზუსტის პრეზუმფცია.
ძირითადი ლიტერატურა:
 ბ. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, თბ., II გამოც., 2003, გვ. 363-380;
 სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე. სანივთო (ქონებრივი) სამართალი, თბ., 1999, გვ.
321-334.
 სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, , თბილისი, 2017, 311-315 მუხლები;

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 12 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
 თ. შოთაძე, სანივთო სამართალი, სახელმძღვანელო სამართლის სკოლებისთვის, თბ., 2014, გვ.
442-452.
სემინარი (2 სთ.) შემაჯამებელი დისკუსია
16-19 შეფასების კომპონენტი - დასკვნითი წერითი გამოცდა. მაქსიმალური შეფასება - 40 ქულა

სილაბუსის ავტორი თამარ ზოიძე

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 13 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი

You might also like