You are on page 1of 13

სასწავლო კურსის/მოდულის სილაბუსის ფორმა

ფაკულტეტი სამართლის ფაკულტეტი


საგანმანათლებლო პროგრამა სამართალი
უმაღლესი განათლების საფეხური ბაკალავრიატი

სასწავლო კურსის სახელწოდება ადმინისტრაციული სამართლის პროცესი


სასწავლო კურსის სტატუსი სავალდებულო
სწავლების ენა ქართული
წინაპირობა ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი; სამოქალაქო სამართლის პროცესი I

სახელი, გვარი შალვა ყიფშიძე


სამეცნიერო ხარისხი სამართლის მაგისტრი
თანამდებობა ასისტენტი
საკონტაქტო ტელ. 599 08 68 21
E-mail shalva.kipshidze@sabauni.edu.ge

სასწავლო კურსის
განმახორციელებელი

ფაკულტეტის დეკანის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად


კონსულტაციის დღე:
(იხ. უნივერსიტეტის საიტზე http://www.sabauni.edu.ge).

კრედიტი (ECTS) 5
სულ საათები
125
(1 კრედიტი = 25 სთ)
სტუდენტის სასწავლო საკონტაქტო საათები 43
დატვირთვა ლექცია 25
სემინარი/პრაქტიკული 13
შუალედური და დასკვნითი გამოცდა 5
დამოუკიდებელი საათები 82

სტუდენტს:

 შესძინოს ცოდნა ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის ძირითადი ცნებებისა და ინსტიტუტების,


ადმინისტრაციული სამართალწარმოების არსის, ადმინისტრაციული მართლმსაჯულების ძირითადი
სასწავლო კურსის პრინციპების, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმებისა და მოთხოვნების, ადმინისტრაციული
მიზანი სამარათალწარმოების განხილვის არსისა და სტადიების, სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის
განხილვის თავისებურებების შესახებ;
 გამოიმუშავოს ადმინისტრაციული პროცესუალური ნორმების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებისა და
მათი სამართლებრივი ანალიზის უნარი.
სწავლის შედეგები
სტუდენტი:

 იაზრებს ადმინისტრაციული პროცესის ძირითად ცნებებს, ინსტიტუტებსა და მონაწილეებს, ადმინისტრაციულ


საქმეთა უწყებრივი ქვემდებარეობისა და განსჯადობის საკითხების მომწესრიგებელ ნორმებს,
ადმინისტრაციული პროცესის მხარეების, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მტკიცებულებების, ასევე
ცოდნა და
ადმინისტრაციული სამართალწარმოების სტადიებისა და სარჩელის სახეების შესახებ ინფორმაციას;
გაცნობიერება
 აცნობიერებს ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპების მნიშვნელობას, ადმინისტრაციული
სამართალწარმოების არსს, ადმინისტრაციული პროცესის ფარგლების, მეთოდებისა და ფუნქციების
მნიშვნელობას, ადმინისტრაციული საპროცესო ნორმების მოთხოვნებს, ადმინისტრაციულ სახელშეკრულებო
დავათა განხილვის თავისებურებებს, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივ ფორმების
საპროცესოსამართლებრივ მნიშვნელობას.
სტუდენტი:

 იღებს სამართლებრივად სწორ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს ადმინისტრაციული საპროცესო


სამართალის საკითხებზე;
 ახდენს ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სფეროში არსებული პრობლემური საკითხების
იდენტიფიცირებას და მათი გადაწყვეტისათვის იძიებს ნორმატიულ საფუძვლებს;
უნარი
 განმარტავს ადმინისტრაციულ საპროცესო ნორმებს და იყენებს მათ პრაქტიკულ საქმიანობაში;
 ადგენს ადმინისტრაციულ საპროცესო დოკუმენტებს;
 ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის ცალკეული ნორმების, საპროცესო დოკუმენტების გაცნობისა და
ანალიზის საფუძველზე აყალიბებს არგუმენტირებულ, იურიდიულად დასაბუთებულ დასკვნებს;
 ერთვება დისკუსიებსა და დებატებში ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის საკითხებზე და
იურიდიული ტერმილოგიის გამოყენებით ზეპირი და წერილობითი ფორმით გადმოსცემს ცოდნას.
პასუხისმგებლობა და
ავტონომიურობა

X ლექცია  X სემინარი
სწავლება-სწავლის   პრაქტიკული მუშაობა   ელექტრონული რესურსით სწავლება
მეთოდი
  სამუშაო ჯგუფში მუშაობა   ელექტრონული სწავლება
  სხვა (...)

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება


სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება წარმოებს 100-ქულიანი სისტემით. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის
შეფასება მოიცავს შუალედურ შეფასებას (მაქსიმუმ 70 ქულა) და დასკვნით შეფასებას (მაქსიმუმ 30 ქულა), რომელთა ჯამი წარმოადგენს
საბოლოო შეფასებას (100 ქულა).

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური შეფასების კომპონენტებია ზეპირი გამოკითხვა, წერითი გამოკითხვა,
შუალედური წერითი გამოცდა და იმიტირებული სასამართლო პროცესი. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური
შეფასების თითოეულ კომპონენტს აქვს თავისი წილი შუალედური შეფასების 70 ქულის ფარგლებში. სტუდენტის შუალედური შეფასების
მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ხვედრითი წილი შეადგენს შუალედური შეფასების მაქსიმალური ქულის (70 ქულის) 3 0%-ს ანუ 21
ქულას.

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის დასკვნითი შეფასების კომპონენტია დასკვნითი წერითი გამოცდა. დასკვნითი წერითი გა მოც-
და სავალდებულოა. დასკვნით წერით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებით დაგროვილი აქვს
შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მინიმუმ 21 ქულა (მათ შორის, იმიტირებული სასამართლო პროცესის
მინიმალური ზღვარი - 10 ქულა). სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებით დაგროვილი არ ექნება შუალედური შეფასების მინიმალური
კომპეტენციის ზღვარი ანუ მინიმუმ 21 ქულა, დასკვნით წერით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის
ზღვარის ხვედრითი წილი შეადგენს დასკვნითი შეფასების მაქსიმალური ქულის (30 ქულის) 30%-ს მიმატებული 1 ქულა ანუ 10 ქულას.
დასკვნითი შეფასება ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი დასკვნით წერით გამოცდაზე დააგროვებს მინიმუმ 10 ქულას.

სასწავლო კურსი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ შუალედური შეფასებისა და დასკვნითი შეფასების მაქსიმალური ქულის (30
ქულა) გათვალისწინებით სტუდენტი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას. სტუდენტს კრედიტი ენიჭება კანონ მდებლობით გათვალისწინებული
ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
დადებითი შეფასება
A - ფრიადი შეფასების 91-100 ქულა
B - ძალიან კარგი მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა
C - კარგი მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა

2
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University
D - დამაკმაყოფილებელი მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა
E - საკმარისი მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა
უარყოფითი შეფასება
მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა (სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა
FX - ვერ ჩააბარა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება. ამასთან, დამატებითი
გამოცდა შეიძლება დანიშნოს დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5
კალენდარულ დღეში)
მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები (სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის
F - ჩაიჭრა
საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი)
შეფასების ფორმები და კომპონენტები
N შეფასების ფორმები და კომპონენტები რაოდენობა თითოეულის მაქსიმალური შეფასება მაქსიმალური ქულა

1 შუალედური შეფასება, მათ შორის: 70 ქულა


1.1 წერითი გამოკითხვა 6 3 18
1.2. ზეპირი გამოკითხვა 5 2 10
1.3. შუალედური წერითი გამოცდა 1 22 22
1.4. იმიტირებული სასამართლო პროცესი 1 20 20
2 დასკვნითი შეფასება 30 ქულა
2.1. დასკვნითი წერითი გამოცდა 1 30 30
სულ 100 ქულა
შუალედური შეფასების კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები
კომპონენტები მეთოდები და კრიტერიუმები
სტუდენტის წერითი გამოკითხვა ფასდება 3 ქულით. შუალედური შეფასების ფარგლებში, სემესტრის
განმავლობაში, სტუდენტი წერითი ფორმით გამოიკითხება 8-ჯერ. შესაბამისად, წერით გამოკითხვებში
სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 18 ქულა (3X6).

წერითი გამოკითხვის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებები (შეფასების მეთოდები): ტესტი,


თეორიული საკითხი, კაზუსი, ღია კითხვა და საპროცესო დოკუმენტი. წერითი გამოკითხვისას შეიძლება
გამოყენებული იქნეს შეფასების მეთოდების სხვადასხვა კომბინაცია. წერითი გამოკითხვისას თეორიული საკითხი
ფასდება 2 ქულით, კაზუსი - 2 ქულით, საპროცესო დოკუმენტი - 3 ქულით, თითოეული ღია კითხვა 1 ქულით,
ხოლო სწორად ამოხსნილი თითოეული ტესტი - 0.2 ქულით. თითოეულ ტესტს აქვს 4 სავარაუდო პასუხი,
რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი.

თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმებია: თეორიული მასალის ცოდნა, საკითხის ლოგიკური და


თანმიმდევრული გადმოცემა, სამართლებრივი მსჯელობა.
ქულა თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმები
პასუხი სრულია. სტუდენტი კარგად ფლობს თეორიულ მასალას, საკითხი ლოგიკურად და
2
თანმიმდევრულად არის გადმოცემული. სამართლებრივი მსჯელობა კარგია.
პასუხი შეკვეცილია. სტუდენტი ფლობს თეორიულ მასალას, თუმცა აღინიშნება ნაკლოვანებები.
1
საკითხი ნაწილობრივ არის გადმოცემული. სამართლებრივი მსჯელობა ფრაგმენტულია.
0 პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
წერითი გამოკითხვა
კაზუსის შეფასების კრიტერიუმებია: შესატყვისი ნორმის მოძიება, ქმედების იურიდიული შეფასება, საბოლოო
დასკვნის დასაბუთება.
ქულა კაზუსის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტს სწორად აქვს მოძიებული შესატყვისი ნორმა, ქმედების იურიდიული შეფასება ძალიან
2
კარგია. საბოლოო დასკვნა არგუმენტირებულად დასაბუთებულია.
სტუდენტს სწორად აქვს მოძიებული შესატყვისი ნორმა, ქმედების იურიდიული შეფასება კარგია.
1
საბოლოო დასკვნა სწორია, თუმცა არგუმენტირებულად არ არის დასაბუთებული.
სტუდენტს არასწორად აქვს მოძიებული შესატყვისი ნორმა, ქმედების იურიდიული შეფასება მცდარია.
0
საბოლოო დასკვნა არ არის დასაბუთებული ან კაზუსი საერთოდ არაა ამოხსნილი.
ღია კითხვის შეფასების კრიტერიუმებია: კითხვის აღქმა და პასუხის არგუმენტირებული დასაბუთება.
ქულა ღია კითხვის შეფასების კრიტერიუმები
1 სტუდენტს კარგად აქვს აღქმული შეკითხვის არსი. პასუხი არგუმენტირებულად დასაბუთებულია.
0.5 სტუდენტს აღქმული აქვს შეკითხვის არსი. პასუხი დასაბუთებულია.
0 პასუხი შეკითხვის არსის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
ქულა საპროცესო დოკუმენტი შეფასების კრიტერიუმები
3 საპროცესო დოკუმენტი გამართულია, სწორადაა შევსებული და კარგად დასაბუთებულია.
2 საპროცესო დოკუმენტი გამართულია, სწორადაა შევსებული, თუმცა აკლია დასაბუთება.
1 საპროცესო დოკუმენტი ხარვეზიანია, სრულყოფილად არაა შევსებული და აკლია დასაბუთება.

3
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University
0 სტუდენტს საპროცესო დოკუმენტი არ შეუდგენია
სტუდენტის ზეპირი გამოკითხვა ფასდება 2 ქულით. შუალედური შეფასების ფარგლებში, სემესტრის
განმავლობაში, სტუდენტი ზეპირი ფორმით გამოიკითხება 5-ჯერ. შესაბამისად, ზეპირ გამოკითხვებში
სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 10 ქულა (2X5).

ზეპირი გამოკითხვა ტარდება მოხსენებების, დისკუსიისა და კითხვა-პასუხის ფორმატში.ზეპირი გამოკითხვის


შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებები (შეფასების მეთოდები): პრეზენტაცია,
პრაქტიკული/თეორიული დავალების შესრულება, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, დისკუსიაში მონაწილეობა.

ზეპირი გამოკითხვისას შეფასების კრიტერიუმებია: პასუხის ფორმულირება და გადმოცემა, იურიდიული


ტერმინოლოგიის დაცვა, სამართლებრივი მსჯელობა.
ზეპირი გამოკითხვა
ქულა ზეპირი გამოკითხვის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტი კარგადაა მომზადებული, პასუხი მკაფიოდ და ადეკვატურადაა ფორმულირებული, მისი
2
სამართლებრივი მსჯელობა მაღალ დონეზეა. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას.
სტუდენტი მომზადებულია, პასუხი მკაფიოდ და ადექვატურადაა ფორმულირებული, თუმცა
1.5
შეკვეცილია. მისი სამართლებრივი მსჯელობა კარგია. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას.
სტუდენტი არ არის კარგად მომზადებული., პასუხი არასრულადაა ფორმულირებული, მისი
1
სამართლებრივი მსჯელობა ფრაგმენტულია, ხოლო იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია.
სტუდენტი ფაქტიურად მოუმზადებელია, პასუხი ბუნდოვანი და არაადეკვატურია. მისი
0
სამართლებრივი მსჯელობა არსებითად მცდარია, იგი არ იყენებს იურიდიული ტერმინოლოგიას.
შუალედური შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს შუალედურ წერით გამოცდას. შუალედური წერითი
გამოცდა ტარდება მე-8-მე-9 სასწავლო კვირას. შუალედურ წერით გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს
მაქსიმუმ 22 ქულა.

შუალედური წერითი გამოცდას შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებები (შეფასების მეთოდები): ღია
კითხვა და საპროცესო დოკუმენტის შედგენა. შუალედური წერითი გამოცდა მოიცავს 2 ღია კითხვას და 1
საპროცესო დოკუმენტს. შუალედური წერითი გამოცდასას თითოეული ღია კითხვა ფასდება 6 ქულით, ხოლო
საპროცესო დოკუმენტი - 10 ქულით.

ღია კითხვის შეფასების კრიტერიუმებია: თეორიული მასალის ცოდნა, საკითხის ლოგიკური, თანმიმდევრული
და ადეკვატური გადმოცემა, იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა, სამართლებრივი ანალიზი.
ქულა ღია კითხვის შეფასების კრიტერიუმები
პასუხი სრულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად აქვს აღქმული შეკითხვის არსი, პასუხი
6
არგუმენტირებულად დასაბუთებულია.
პასუხი ნაწილობრივ სრულია. სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ
5
მასალას, საკითხი ადეკვატურად არის გადმოცემული.
პასუხი არასრულია. სტუდენტი დამაკმაყოფილებელად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ
3-4 განვლილ მასალას. საკითხი ლოგიკურად და ადეკვატურად არის გადმოცემული, თუმცა
არათანმიმდევრულია.
შუალედური წერითი
გამოცდა პასუხი ნაკლოვანია. სტუდენტი ვერ ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
1-2
სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი არადამაკმაყოფილებელია.
0 პასუხი შეკითხვის არსის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

ქულა საპროცესო დოკუმენტის შეფასების კრიტერიუმები

საპროცესო დოკუმენტის გაფორმების ფორმალური კანონიერება და ვიზუალური მხარე მოწონებას იმსა-


ხურებს. ჩანს სტუდენტის კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარი; დასკვნები ლოგიკურად და
9-10
არგუმენტირებულად არის ჩამოყალიბებული. გამოყენებულია სათანადო ნორმატიული მასალა,
სასამართლო პრაქტიკა და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები.
საპროცესო გაფორმების ფორმალური კანონიერება და ვიზუალური მხარე მეტ-ნაკლებად კარგია.
საპროცესო დოკუმენტში განხილული საკითხები ძირითადად ლოგიკურია, თანმიმდევრული და
7-8 ერთმანეთთან მეტწილად შესაბამისობაშია; ჩანს სტუდენტის კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის
უნარი; ძირითადად გამოიყენა შესაბამისი ნორმატიული მასალა, სასამართლო პრაქტიკა და შესაბამისი
ფაქტობრივი გარემოებები.
საპროცესო დოკუმენტის გაფორმების ფორმალური კანონიერება და ვიზუალური მხარე არაა
სათანადოდ შესრულებული. საპროცესო დოკუმენტში განხილული საკითხების ნაწილი ლოგიკურია,
4-6 თანმიმდევრული და ერთმანეთთან ნაწილობრივ შესაბამისობაშია; არ ჩანს სტუდენტის კრიტიკული
აზროვნებისა და ანალიზის უნარი; გამოყენებული ნორმატიული მასალა მწირია, სასამართლო პრაქტიკა
თითქმის არაა მოხმობილი.
1-3 დავალება მხოლოდ ფორმალურადაა შესრულებული, არაა ლოგიკური, არ იკვეთება სტუდენტის
დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნება, განხილულია საკითხების მცირე ნაწილი და ისიც
ზედაპირულად.

4
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University
0 სტუდენტს არ შეუდგენია საპროცესო დოკუმენტი.
კურსის განმავლობაში სტუდენტი, სასწავლო დავალების შესაბამისად, მე-14 სასწავლო კვირას მონაწილეობს
იმიტირებულ სასამართლო პროცესში. იმიტირებულ სასამართლო პროცესში სტუდენტის მონაწილეობა ფასდება
20 ქულით, საიდანაც სტუდენტმა 10 ქულა მაინც უნდა დააგროვოს. სტუდენტს, რომელიც ვერ დააგროვებს 10
ქულას, არ დაიშვება დასკვნით გამოცდაზე.

იმიტირებულ სასამართლო პროცესის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებები: მატერიალური,


საპროცესო და ეთიკური ნორმების ცოდნა, წერითი კომუნიკაცია (სხდომის ოქმი, გადაწყვეტილება, საპაექრო
სიტყვები და სხვ.), ვერბალური კომუნიკაცია, მათ შორის სამართლებრივი მსჯელობა. იმიტირებულ სასამართლო
პროცესის შესაფასებლად მატერიალური, საპროცესო და ეთიკური ნორმების ცოდნა ფასდება მაქსიმუმ 8 ქულით,
წერითი კომუნიკაცია - 6 ქულით, ხოლო ვერბალური კომუნიკაცია, მათ შორის სამართლებრივი მსჯელობა - 6
ქულით.

მატერიალური, საპროცესო და ეთიკური ნორმების ცოდნის შეფასების კრიტერიუმია იმიტირებული სასამართლო


პროცესის მიმდინარეობისას მატერიალური, პროცესუალური და ეთიკური ნორმების დაცვა.
ქულა მატერიალური, საპროცესო და ეთიკური ნორმების ცოდნის შეფასების კრიტერიუმები
7-8 სტუდენტი ზედმიწევნით იცავს მატერიალურ, პროცესუალურ და ეთიკურ ნორმებს.
სტუდენტი იცავს მატერიალურ, პროცესუალურ და ეთიკურ ნორმებს, თუმცა აღინიშნება რამდენიმე
5-6
არა არსებითი შეცდომა.
სტუდენტი იცავს მატერიალურ, პროცესუალურ და ეთიკურ ნორმებს, თუმცა აღინიშნება რამდენიმე
3-4
არსებითი შეცდომა.
იმიტირებული 1-2 სტუდენტი არღვევს მატერიალურ, პროცესუალურ და ეთიკურ ნორმებს.
სასამართლო 0 სტუდენტს იმიტირებულ სასამართლო პროცესი მონაწილეობა არ მიუღია.
პროცესი წერითი კომუნიკაციის შეფასების კრიტერიუმია საპროცესო დოკუმენტების შედგენის ხარისხი.
ქულა წერითი კომუნიკაციის შეფასების კრიტერიუმები
წერითი კომპონენტი (სხდომის ოქმი, გადაწყვეტილება, საპაექრო სიტყვები და სხვ.) კარგადაა
5-6
შედგენილი.
წერითი კომპონენტი (სხდომის ოქმი, გადაწყვეტილება, საპაექრო სიტყვები და სხვ.)
3-4
დამაკმაყოფილებლად არის შედგენილი.
წერითი კომპონენტი (სხდომის ოქმი, გადაწყვეტილება, საპაექრო სიტყვები და სხვ.) ხარვეზითაა
1-2
შედგენილი.
0 სტუდენტს იმიტირებულ სასამართლო პროცესი მონაწილეობა არ მიუღია.
ვერბალური კომუნიკაციის, მათ შორის სამართლებრივი მსჯელობის შეფასების კრიტერიუმებია: არგუმენტების
მოყვანა და თავისი მოსაზრებების დაცვა, სამართლებრივი მსჯელობა, იურიდიულ ტერმინოლოგიის გამოყენება.
ქულა ვერბალური კომუნიკაციის, მათ შორის სამართლებრივი მსჯელობის შეფასების კრიტერიუმები
გამოსვლები არგუმენტირებულია, სტუდენტის პოზიცია გამყარებულია შესაბამისი სამართლებრივი
5-6
მსჯელობით. იგი კარგად ფლობს იურიდიულ ტერმინოლოგიას.
გამოსვლები არ არის საკმარისად არგუმენტირებულია. სტუდენტის პოზიცია პერიოდულად ემყარება
3-4
შესაბამის მსჯელობას. იგი არასრულად ფლობს იურიდიულ ტერმინოლოგიას.
გამოსვლები არ არის არგუმენტირებული. სტუდენტის პოზიცია არ ემყარება შესაბამის მსჯელობას. იგი
1-2
არ ფლობს იურიდიულ ტერმინოლოგიას.
0 სტუდენტს იმიტირებულ სასამართლო პროცესი მონაწილეობა არ მიუღია.
ქულა ვერბალური კომუნიკაციის, მათ შორის სამართლებრივი მსჯელობის შეფასების კრიტერიუმები
დასკვნითი შეფასების კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები
კომპონენტები მეთოდები და კრიტერიუმები
დასკვნითი შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს დასკვნით წერით გამოცდას. დასკვნითი წერითი გამოცდა
ტარდება მე-16-მე-17 სასწავლო კვირას. დასკვნით წერით გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ
30 ქულა.

დასკვნითი წერითი გამოცდის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებები (შეფასების მეთოდები):


თეორიული საკითხი და კაზუსი. დასკვნითი წერითი გამოცდა მოიცავს 1 თეორიულ საკითხს და 1 კაზუსს.
დასკვნითი წერითი გამოცდასას თეორიული საკითხი ფასდება 15 ქულით, კაზუსი - 15 ქულით.
დასკვნითი წერითი
გამოცდა თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმებია: თეორიული მასალის ცოდნა, საკითხის ლოგიკური,
თანმიმდევრული და ადეკვატური გადმოცემა, იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა, სამართლებრივი მსჯელობა,
სამართლებრივი ანალიზი.
ქულა თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმები
პასუხი სრულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, საკითხი ლოგიკურად,
13-15 თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია.
სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი მაღალ დონეზეა.
10-12 პასუხი სრულია. სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,

5
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University
საკითხი ლოგიკურად, თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული
ტერმინოლოგია დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი ძალიან კარგია.
პასუხი სრულია. სტუდენტი დამაკმაყოფილებელად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ
მასალას. საკითხი ლოგიკურად და ადეკვატურად არის გადმოცემული, თუმცა არათანმიმდევრულია.
7-9
იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი
დამაკმაყოფილებელია.
პასუხი შეკვეცილია. სტუდენტი საკმარისად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
4-6 თუმცა აღინიშნება ნაკლოვანებები. საკითხის გადმოცემულია ნაწილობრივ. იურიდიული
ტერმინოლოგია ნაკლოვანია. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი ფრაგმენტულია.
პასუხი ნაკლოვანია. სტუდენტი ვერ ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები. იურიდიული
1-3
ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი
არადამაკმაყოფილებელია.
0 პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
კაზუსის შეფასების კრიტერიუმებია: კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის აღქმა, ჰიპოთეზის შედგენა,
მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი, თეორიული მასალის ცოდნა, სამართლის ძირითადი
ღირებულებებისა და პრინციპების გააზრება და გამოყენება, იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა და ენობრივი
სტილი, საბოლოო დასკვნა.
ქულა კაზუსის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტს ზედმიწევნით კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა
შედგენილია სწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი მაღალ დონეზეა.
13-15 სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს თეორიული მასალას, გააზრებული აქვს და კაზუსის
ამოხსნისას იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული
ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი დაცულია, საბოლოო დასკვნა სრულია და ზედმიწევნით სწორეა.
სტუდენტს კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა შედგენილია
სწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი კარგია. სტუდენტი კარგად
10-12 ფლობს თეორიული მასალას, გააზრებული აქვს და კაზუსის ამოხსნისას იყენებს სამართლის ძირითად
ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი დაცულია,
საბოლოო დასკვნა სრულია და სწორეა.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა
შედგენილია სწორად, თუმცა მსჯელობა არათანმიმდევრულია და სამართლებრივი ანალიზი .
7-9 სტუდენტი დამაკმაყოფილებელად ფლობს თეორიული მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას არ
იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და
ენობრივი სტილი დაცულია, საბოლოო დასკვნა დამაკმაყოფილებელია.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა
შედგენილია სწორად, თუმცა მსჯელობა არათანმიმდევრულია და სამართლებრივი ანალიზი.
4-6 სტუდენტი საკმარისად ფლობს თეორიული მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს
სამართლის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი
სტილი ნაკლოვანია, საბოლოო დასკვნა შეკვეცილი და ფრაგმენტულია.
სტუდენტს არასწორად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა შედგენილია
არასწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი არადამაკმაყოფილებელია.
1-3 სტუდენტი ვერ ფლობს ფლობს თეორიული მასალას და კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის
ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული,
ხოლო ენობრივი სტილი ნაკლოვანია, საბოლოო დასკვნა ნაკლოვანია.
0 პასუხი კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

6
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University
სასწავლო კურსის შინაარსი
კვირა სწავლების მეთოდი შინაარსი/შეფასების კომპონენტი/მაქსიმალური შეფასება
საუბარი სასწავლო კურსის მოცულობაზე, პროცესის წარმართვის მეთოდებზე, შეფასების სისტემასა და
სავალდებულო ლიტერატურაზე.

თემა 1. ძირითადი დებულებები, შესავალი ადმინისტრაციული სამართლის პროცესში

ადმინისტრაციული სამართლის პროცესის ცნება, ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის


კონსტიტუციურ-სამართლებრივი და საკანონმდებლო საფუძვლები, მართლმსაჯულების
განხორციელების კონსტიტუციური პრონციპები. ზოგადი ადმინისტრაციული სამართლისა და
ადმინისტრაციული სამართლის პროცესის მჭიდრო კავშირი, ადმინისტრაციული წარმოება და
ადმინისტრაციული სამართალწარმოება; საჯარო და კერძო სამართლის შემხებლობა და
ადმინისტრაციული სამართლის პროცესი, ადმინისტრაციული მართლმსაჯულება როგორც
ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების საშუალება.

ადმინისტრაციული სამართლის პროცესის პრინციპები. დისპოზიციურობისა და სასამართლოს მიერ


1 საქმის გარემოებათა გამოკვლევის პრინციპი. საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებით
ლექცია (2 სთ.) მონაწილეობის დაუშვებლობა. ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ სარჩელთა წარდგენის კოდექსით
დადგენილი შეზღუდვის არსი და საფუძველი. სახელმწიფოსა და ადმინისტრაციული ორგანოს
პასუხისმგებლობის პრინციპი ზოგად ადმინისტრაციული და ადმინისტრაცილი საპროცესო
კოდექსების თანახმად.

ძირითადი ლიტერატურა:

 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (მუხ. 1., მუხ. 2. ნაწ. 3, მუხ. 3-4, მუხ. 7));
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16492&lang=ge
 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (თავი XIV);
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16270&lang=ge
 მ. კოპალეიშვილი, პ. ტურავა, ი. ხარშილაძე. ხ. ლორია, თ. გვარამაძე, თ. ღვამიჩავა,
ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, თბ., 2018 წ., გვ. 11-42.
 გ. გიორგაძე, მ. კოპალეიშვილი, ა. ლორია, ვ. ლორია, ხ. ლორია, მ. სალხინაშვილი, ნ. წკეპლაძე, ც.
ჩქარეული, ი. ხარშილაძე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარი,
თბ., 2008, გვ. 15-27; გვ. 28-34; გვ. 47-53; გვ. 77-79; გვ. 96-99.

თემა 2. ადმინისტრაციული დავის საგანი. განსჯადობა

ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოები საერთო სასამართლოების სისტემაში და


განვითარების დინამიკა, ადმინისტრაციული დავის საგანი, ცნება, საფუძველი და სასამართლო
განსჯადობა. ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადი წარდგენის სავალდებულობა. სარჩელის
წარდგენა უფლებამოსილ სასამართლოში. დავა განსჯადობაზე. ადმინისტრაციული დავის საგნის
თავისებურებანი. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი საქმეები, მაგისტრატ მოსამართლეთა
განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. ადმინისტრაციული დავის საგნის ფარგლები საკონსტიტუციო
სასამართლოს განსჯად სააქმეებთან. სახელშეკრულებო დავები. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
დადებული კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე დავის განხილვის
2 ლექცია (2 სთ.) თავისებურება.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (მუხ. 1-2, 5-6, 25¹, 26);
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16492&lang=ge
 მ. კოპალეიშვილი, პ. ტურავა, ი. ხარშილაძე. ხ. ლორია, თ. გვარამაძე, თ. ღვამიჩავა,
ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, თბ., 2018 წ., გვ. 53-151.
 გ. გიორგაძე, მ. კოპალეიშვილი, ა. ლორია, ვ. ლორია, ხ. ლორია, მ. სალხინაშვილი, ნ. წკეპლაძე, ც.
ჩქარეული, ი. ხარშილაძე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარი,
თბ., 2008, გვ. 5-28; გვ. 40-47; გვ. 242-247.
სემინარი (1 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 2 ქულა
3 ლექცია (2 სთ.) თემა 3. მხარეები და მესამე პირები ადმინისტრაციულ პროცესში.

მხარეები, ადმინისტრაციული პროცესის მონაწილენი, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ


პროცესში, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი, იუსტიციის სამინისტროს
წარმომადგენლობის თავისებურება, მესამე პირები ადმინისტრაციულ პროცესში, მათი პროცესში ჩაბმის
თავისებურება. მხარის უფლებები, მათთვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების, სასამართლო აქტის
გადაცემისა და გაცნობის წესი. გასაჩივრების ვადის ათვლა პროცესის მონაწილე პირისათვის კოდექსით
დადგენილი უფლების დარღვევის შემთხვევაში.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (მუხ.14-161);

7
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16492&lang=ge
 მ. კოპალეიშვილი, პ. ტურავა, ი. ხარშილაძე. ხ. ლორია, თ. გვარამაძე, თ. ღვამიჩავა,
ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, თბ., 2018 წ., გვ. 187-211;
 გ. გიორგაძე, მ. კოპალეიშვილი, ა. ლორია, ვ. ლორია, ხ. ლორია, მ. სალხინაშვილი, ნ. წკეპლაძე, ც.
ჩქარეული, ი. ხარშილაძე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარი,
თბ., 2008, გვ. 53-86; გვ. 106-108.
სემინარი (1 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირია. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 4. პროცესის ხარჯები. სასამართლო მტკიცებულებები. სარჩელის აღძრა. დაუსრებელი
გადაწყვეტილების დაუშვებლობა ადმინისტრაციულ პროცესში. გამარტივებული და დაჩქარებული
სამართალწარმოება. საიდუმლო ინფორმაციის განხილვის წესი, ინფორმაციის თავისუფლება და
სასამართლოს გამჭვირვალობა

საპროცესო ვადები, პროცესის ხარჯები.

მტკიცების ტვირთი, მტკიცებულებათა შეგროვება სასამართლოს მიერ, მხარეთა უფლებები და


ვალდებულეებები მტკიცებულებების თაობაზე, სასამართლოს უფლება-მოვალეობანი
მტკიცებულებათა თაობაზე.

სარჩელოს ფორმა და შინაარსი. სარჩელის გაერთიანება, გამოყოფა, შეცვლა და დაზუსტება.


4 ლექცია (2 სთ.) დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა და სასამართლოს უფლებამოსილება.
ფარგლები სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან.
გამარტივებული და დაჩქარებული სამართალწარმოება. მოთხოვნის ტრანსფორმირების არსი.

ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (მუხ. 9-133., მუხ.17-21; 26¹, მუხ. 27-28¹);
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16492&lang=ge
 მ. კოპალეიშვილი, პ. ტურავა, ი. ხარშილაძე. ხ. ლორია, თ. გვარამაძე, თ. ღვამიჩავა,
ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, თბ., 2018 წ., გვ., 43-52., გვ. 212-228.
 გ. გიორგაძე, მ. კოპალეიშვილი, ა. ლორია, ვ. ლორია, ხ. ლორია, მ. სალხინაშვილი, ნ. წკეპლაძე, ც.
ჩქარეული, ი. ხარშილაძე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარი, თბ.,
2008, გვ. 89-99.
სემინარი (1 სთ.) შეფასების კომპონენტი - წერითი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 5. ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში.
განმწესრიგებელი სხდომა ადმინისტრაციულ პროცესში. სარჩელთა სახეები. სარჩელის დასაშვებობა.
სარჩელის დასაბუთება

სარჩელთა სახეები. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან


ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, სამართლებივი აქტის ბათილობისა და
ძალადაკარგულობის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები. სარჩელის წარდგენის ვადა.
სარჩელის დასაშვებობა. სარჩელის დასაბუთება. სასამართლოს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების
დასაბუთება. თავისებურებანი. კავშირი სარჩელთა სხვა სახეებთან. შეგებებული სარჩელის
დაუშვებლობა.

განმწესრიგებელი სხდომის არსი, თავისებურება, ანალოგი საკონსტიტუციო მართლმსაჯულებაში,


5. ლექცია (2 სთ.) მსგავსება და განსხვავება.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (მუხ. 22; 32; 26²);
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16492&lang=ge
 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი (მუხ.
271);
https://matsne.gov.ge/ka/document/view/32944?publication=28
 მ. კოპალეიშვილი, პ. ტურავა, ი. ხარშილაძე. ხ. ლორია, თ. გვარამაძე, თ. ღვამიჩავა,
ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, თბ., 2018 წ., 0 გვ. 228-256.
 გ. გიორგაძე, მ. კოპალეიშვილი, ა. ლორია, ვ. ლორია, ხ. ლორია, მ. სალხინაშვილი, ნ. წკეპლაძე, ც.
ჩქარეული, ი. ხარშილაძე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარი,
თბ., 2008, გვ. 251-258
სემინარი (1 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 2 ქულა
6 ლექცია (2 სთ.) თემა 6. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე. სარჩელის თავისებურება.


მისი კავშირი ზოგად ადმინისტრაციულ სამართალთან. სარჩელის წარდგენის ვადა. სარჩელის
დასაშვებობა. სარჩელის დასაბუთება. დაროებითი განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე. განჩინების მიმღები სასამართლო. სასამართლოს

8
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University
გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელთან
დაკავშირებით.

ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (მუხ. 23, მუხ. 33);
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16492&lang=ge
 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (მუხ. 180);
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16270&lang=ge
 მ. კოპალეიშვილი, პ. ტურავა, ი. ხარშილაძე. ხ. ლორია, თ. გვარამაძე, თ. ღვამიჩავა,
ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, თბ., 2018 წ., გვ. 256-284;

სემინარი (1 სთ.) შეფასების კომპონენტი - წერითი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა


თემა 7. სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე. სახელშეკრულებო დავები.

სარჩელი მოქმედების განხორციელების თაობაზე. სარჩელის თავისებურება, ადმინისტრაციულ


ორგანოთა რეალური მოქმედებები (რეალაქტი). სარჩელის დასაშვებობა. სარჩელის დასაბუთება.
დროებითი განჩინება ქმედების განხორციელების შესახებ. განჩინების მიმღები სასამართლო.
სასამართლოს გადაწყვეტილება მოქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით.

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოხატული ნების სამართლებრივი ბუნება და ფორმა. ცალმხრივი


ნების გამოვლენის სამართლებრივი ფორმა. უფლების დაცვის საპროცესო საშუალებები. უფლების
დაცვის რეპრესიული საშუალებები.
7 ლექცია (2 სთ.) ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (მუხ. 24 და 251, მუხ.33¹);
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16492&lang=ge
 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (მუხ. 180);
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16270&lang=ge
 მ. კოპალეიშვილი, პ. ტურავა, ი. ხარშილაძე. ხ. ლორია, თ. გვარამაძე, თ. ღვამიჩავა,
ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, თბ., 2018 წ., გვ. 284-293; 325-335.
 გ. გიორგაძე, მ. კოპალეიშვილი, ა. ლორია, ვ. ლორია, ხ. ლორია, მ. სალხინაშვილი, ნ. წკეპლაძე, ც.
ჩქარეული, ი. ხარშილაძე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარი,
თბ., 2008, გვ. 215-242; გვ. 281-283; გვ. 290-294
სემინარი (1 სთ.) შეფასების კომპონენტი - წერითი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
2 სთ. შეფასების კომპონენტი - შუალედური წერითი გამოცდა. მაქსიმალური შეფასება - 30 ქულა მოიცავს I-
8-9
VII სასწავლო კვირაში განვლილ მასალას.
თემა 8. აღიარებითი სარჩელი.

აღიარებითი სარჩელი ადმინისტრაციულ პროცესში, მისი თავისებურებანი, არარა აქტი როგორც


აღიარებითი სარჩელის ერთ-ერთი დავის საგანი. სარჩელის დასაშვებობა. სარჩელის დასაბუთება.
ფარგლები ადმინისტრაციულ და სამოქალაქო აღიარებით სარჩელებს შორის. აღიარებითი სარჩელის
სახეები ადმინისტრაციულ პროცესში. სასამართლოს გადაწყვეტილება.
ლექცია (2 სთ.)
10
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (მუხ. 25);
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16492&lang=ge
 მ. კოპალეიშვილი, პ. ტურავა, ი. ხარშილაძე. ხ. ლორია, თ. გვარამაძე, თ. ღვამიჩავა,
ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, თბ., 2018 წ., გვ. 293-325.
შუალედური წერითი გამოცდის შედეგების განხილვა
სემინარი (1 სთ.)
შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 2 ქულა
11 ლექცია (2 სთ.) თემა 9. სუსპენზიური ეფექტი და დროებითი განჩინება ადმინისტრაციულ პროცესში

გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება,


მისი არსი და თავისებურებანი, განვითარების გზა. გამონაკლისები მოქმედ კანონმდებლობაში.
სასამართლოს უფლება შეაჩეროს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სმართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი. პროცესუალურსამართლებრივი ნორმა და მატერიალური
ადმინისტრაციული სამართალი დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ, სასამართლოს მიერ აქტის
აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება. ამ საკითხებთან მიმართებით სასამართლოს
განჩინების გასაჩივრების წესი.

ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერება ადმინისტრაციულ პროცესში,


თავისებურება, სასამართლოს უფლებამოსილება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის აღსრულების შეჩერების შესახებ, საფუძვლები, განჩინების გასაჩივრების წესი.

9
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University
დროებითი განჩინება და სადავო სამართლებრივი ურთიერთობა. სასამართლოს დროებითი განჩინება
ადმინისტრაციულ პროცესში და სარჩელის უზრუნველყოფა სამოქალაქო პროცესში, ფარგლები მათ
შორის.

ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (მუხ. 29-31);
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16492&lang=ge
 მ. კოპალეიშვილი, პ. ტურავა, ი. ხარშილაძე. ხ. ლორია, თ. გვარამაძე, თ. ღვამიჩავა,
ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, თბ., 2018 წ., გვ. 335-339;
 გ. გიორგაძე, მ. კოპალეიშვილი, ა. ლორია, ვ. ლორია, ხ. ლორია, მ. სალხინაშვილი, ნ. წკეპლაძე, ც.
ჩქარეული, ი. ხარშილაძე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარი,
თბ., 2008, გვ. 264-281

სემინარი (1 სთ.) შეფასების კომპონენტი - წერითი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა


თემა 10. ადმინისტრაციული სამართალწარმოება მეწარმის საქმიანობის შემოწმებასთან დაკავშირებით.
ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის
ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით

მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა. მეწარმის საქმიანობის შემოწმების საკითხის გადაწყვეტა,


ვადები. მოსამართლის ბრძანება. ბრძანების მოქმედების ვადა. საქმის განხილვაზე უფლებამოსილი
სასამართლო ორგანო. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების, განხილვისა და გადაწყვეტის წესი.

საგადასახადო ორგანო და გადასახადის გადამხდელის ქონების დაყადაღების უფლებამოსილება,


გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის საკითხის გადაწყვეტის წესი,
12 ლექცია (2 სთ.) მოსამართლის ბრძანება და მისი გასაჩივრების წესი. გადასახადის გადახდევინების საფრთხე და
აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მოვალის ქონებაზე ყადაღის დადება და სასამართლოსათვის
შუამდგომლობით მიმართვა ქონებაზე ყადაღის დადების დადასტურების თაობაზე. შუამდგომლობის
განხილვის წესი, სასამართლოს განჩინება, გასაჩივრების თავისებურება, საკანონმდებლო თავისებურება.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (თავი VII1, თავი VII5);
 საქართველოს კანონი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“;
 გ. გიორგაძე, მ. კოპალეიშვილი, ა. ლორია, ვ. ლორია, ხ. ლორია, მ. სალხინაშვილი, ნ. წკეპლაძე, ც.
ჩქარეული, ი. ხარშილაძე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარი,
თბ., 2008, გვ. 198-207.
სემინარი (1 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 2 ქულა
თემა 11. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული სამართალწარმოება
არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან
დაკავშირებით

დამცავი და შემაკავებელი ორდერი, სასამართლოსათვის მიმართვის უფლებამოსილება, შემაკავებელი


ორდერის გამოცემის წესი, სასამართლოს უფლებამოსილება შემაკავებელი ორდერის დამტკიცებასთან
13 დაკავშირებით, საკითხები რომლებსაც უნდა ითვალისწინებდეს დამცავი და შემაკავებელი ორდერი,
ოჯახური ძალადობის თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული აქტების გასაჩივრების წესი,
საკანონმდებლო თავისებურებები.

ლექცია (2 სთ.) არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარება და სასამართლოს უფლებამოსილება.


სასამართლოსათვის მიმართვის უფლებამოსილება. სასამართლოს მიერ საქმის განხილვის წესი.
მოსამართლის ბრძანება/დადგენილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით
პირის სტაციონარში მოთავსების/არ მოთავსების შესახებ. ბრძანების მოქმედების ვადა.
არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების თაობაზე გამოცემული სასამართლო აქტების
გასაჩივრების წესი
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (თავი VII³, VII4);
 „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა
დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
 „ფსიქიკური ჯანმთელობის შესახებ” საქართველოს კანონი;

სემინარი (1 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 2 ქულა


14 თემა 12. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან ან
ლექცია (1 სთ.) თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული საქმე ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის თაობაზე გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტების კანონიერების შესახებ. ადმინისტრაციული სამართალწარმოება პოლიტიკური რეპრესიის

10
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University
მსხვერპლად აღიარებული პირისათვის და მისი პირველი რიგის მემკვიდრისათვის ფულადი
კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით.

სასამართლოსათვის მიმართვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. გასაჩივრების ვადა.


საკითხის გადაწყვეტის წესი. განხილვის ვადა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-


სამართლებრივი აქტის კანონიერება, გასაჩივრების წესი, საქმის განმხილველი უფლებამოსილი
ორგანო/მოსამართლე, თავისებურებანი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და
კოდექსის თავისებურებანი. სასაკანონმდებლო პერსპექტივები ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდიფიკაციასთან დაკავშირებით.
პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირი, ფულადი კომპენსაციის გაცემასთან
დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების არსი, სარჩელის წარდგენის ვადა და
განხილვის თავისებურება. სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლება.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, თავი VII6,
თავი VII7);
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16492&lang=ge
 „საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1531916&lang=ge
 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=28216&lang=ge
 „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და
რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი;
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=31408&lang=ge
 გ. გიორგაძე, მ. კოპალეიშვილი, ა. ლორია, ვ. ლორია, ხ. ლორია, მ. სალხინაშვილი, ნ. წკეპლაძე, ც.
ჩქარეული, ი. ხარშილაძე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარი, თბ.,
2008, გვ. 44-45.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - იმიტირებული სასამართლო პროცესი. მაქსიმალური შეფასება - 20 ქულა
თემა 13. სააპელაციო და საკასაციო საჩივრის დასაშვებობა ადმინისტრაციულ პროცესში. საქმის
წარმოების განახლების თავისებურებანი ადმინისტრაციულ პროცესში

სააპელაციო და საკასაციო საჩივრის დასაშვებობა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის


თავისებურებანი.განსხვავება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სააპელაციო და
საკასაციო საჩივრების დასაშვებობასთან. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრების
უფლებამოსილება კოდექსით განსაზღვრული მესამე პირების მიერ. საქართველოს უზენაესი
სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. დასაშვებობის საფუძვლები. საკასაციო საჩივრის
მიღებისა და განხილვის ვადა. სააპელაციო საჩივრების ერთპიროვნულად განხილვის შესაძლებლობა.
საქმის წარმოების განახლების თავისებურება.
ლექცია (2 სთ.) ძირითადი ლიტერატურა:
15
 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (მუხ. 34 - 34²);
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=16492&lang=ge
 მ. კოპალეიშვილი, პ. ტურავა, ი. ხარშილაძე. ხ. ლორია, თ. გვარამაძე, თ. ღვამიჩავა,
ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, თბ., 2018 წ., გვ. 345-417;
 გ. გიორგაძე, მ. კოპალეიშვილი, ა. ლორია, ვ. ლორია, ხ. ლორია, მ. სალხინაშვილი, ნ. წკეპლაძე, ც.
ჩქარეული, ი. ხარშილაძე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარი,
თბ., 2008, გვ. 294-307.
სემინარი (1 სთ.) შეფასების კომპონენტი - წერითი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
შეფასების კომპონენტი - დასკვნითი წერითი გამოცდა. მაქსიმალური შეფასება - 30 ქულა
16-17 3 სთ
მოიცავს სემესტრის განმავლობაში შესწავლილ მასალას
დამატებითი გამოცდა. დაინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 კა-
18 3 სთ
ლენდარულ დღეში.

 მ. კოპალეიშვილი, პ. ტურავა, ი. ხარშილაძე. ხ. ლორია, თ. გვარამაძე, თ. ღვამიჩავა,


ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, თბ., 2018 წ.,
ძირითადი ლიტერატურა  გ. გიორგაძე, მ. კოპალეიშვილი, ა. ლორია, ვ. ლორია, ხ. ლორია, მ. სალხინაშვილი, ნ. წკეპლაძე, ც.
ჩქარეული, ი. ხარშილაძე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარი, თბ.,
2008

ნორმატიული აქტები  საქართველოს კონსტიტუცია;


https://matsne.gov.ge/document/view/30346?publication=35
 „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
https://matsne.gov.ge/document/view/90676?publication=33

11
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University
 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
https://matsne.gov.ge/document/view/16492?publication=72
 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
https://matsne.gov.ge/document/view/16270?publication=28
 „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
https://matsne.gov.ge/document/view/32944?publication=28
 „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა და
დახმარების შესახე” საქართველოს კანონი;
https://matsne.gov.ge/ka/document/view/26422?publication=14
 „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ” კანონი;
https://matsne.gov.ge/document/view/28492?publication=7
 „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
https://matsne.gov.ge/document/view/3452780?publication=4
 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
https://matsne.gov.ge/document/view/28216?publication=421
 „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და
რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი;
https://matsne.gov.ge/document/view/31408?publication=11
 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
https://matsne.gov.ge/ka/document/view/29962?publication=131
 „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
https://matsne.gov.ge/document/view/15364?publication=42
 „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი.
 https://matsne.gov.ge/document/view/93718?publication=80

 https://matsne.gov.ge
 http://lawlibrary.info/ge
 http://www.supremecourt.ge
ინტერნეტ-რესურსები
 http://www.court.ge
 https://www.constcourt.ge
 http://sabauni.edu.ge/ge/about-us/library

 ავტორთა კოლექტივი: მ. კოპალეიშვული, ნ. სხირტლაძე, ე. ქარდავა, პ. ტურავა. ადმინისტრაციული


საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, თბ., 2008 წ., გამოცემულია GTZ – ის მხარდაჭერით;
www.gtz-law-caucasus.net ;
 მაია ვაჩაძე, ინგა თოდრია, პაატა ტურავა, ნათია წკეპლაძე. საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის კომენტარი, თბ., 2005. www.gtz-law-caucasus.net
 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარი, ჯ. რუსიაშვილი, ი. ტაბუცაძე.
გამომცემლობა “სამართალი”, თბილისი, 2000 წ;
 ავტორთა კოლექტივი: ზურაბ ადეიშვილი, გერდ ვინტერი, დიმიტრი ქიტოშვილი. საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის კომენტარი, თბ., 2002 წელი;
 ავტორთა კოლექტივი: ზურაბ ადეიშვილი, ქეთევან ვარდიაშვილი, ლევან იზორია, ნინო კალანდაძე,
მაია კოპალეიშვილი, ნუგზარ სხირტლაძე, პაატა ტურავა, დიმიტრი ქიტოშვილი. ზოგადი
ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო, თავი 8. ადმინისტრაციულ სამართლებრივი
აქტი და ადმინისტრაციული მართლმსაჯულება. თბ., 2005 წ.
 თ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი,
გამომცემლობა „სანი”, 2004 წელი;
 მ. კოპალეიშვილი. ადმინისტრაციული გარიგება, თბ., 2003 წელი;
დამხმარე ლიტერატურა
 მაია კოპალეიშვილი, ინფორმაციის თავისუფლება და სასამართლოს გამჭვირვალობა,
მართლმსაჯულება და კანონი, #1, 2007 წელი;
 პ. ტურავა, ი. ხარშილაძე, ადმინისტრაციული წარმოება, 2006 წ.;
 პ. ტურავა, ნ. წკეპლაძე, ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო, მეორე გადამუშავებული
გამოცემა, თბ., 2010 წ.;
 მ. სალხინაშვილი, ზ. მეიშვილი, ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე გადაწყვეტილებათა
მიღების თავისებურებანი, თბ., 2005 წ.;
 პ. ტურავა, ი. ხარშილაძე, მ. სალხინაშვილი, კ. ყალიჩავა, ქ. ცხადაძე, ნ. კილასონია, ნ. ცუხიშვილი, ქ.
გიორგიშვილი, ს. ჯორბენაძე, ი. დეპე, ადმინისტრაციული სამართალი სამეცნიერო-პოპულარული
ჟურნალი, სამეცნიერო რედაქტორი: მაია კოპალეიშვილი, 2016 წ.;
 ალეკო ნაჭყებია, ადმინისტრაციულსამართლებრივი ნორმების განმარტებები უზენაესი
სასამართლოს პრაქტიკაში (2005-2014), 2015 წ.;
 ცხადაძე ქ., წარმომადგენლობის ინსტიტუტი ადმინისტრაციულ სამართალში, თბილისი 2018 წ.;
 ხუბუა გ., ყალიჩავა კ., ადმინისტრაციული მეცნიერების სახელმძღვანელო, თბილისი 2018 წ.;
 საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა ადმინისტრაციულ საქმეებზე
(2014 წლის II ნახევარი _ 2015 წელი), თბილისი 2017 წ.;

12
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University
 პრაქტიკული რეკომენდაციები ადმინისტრაციულ საპროცესო სამართლის საკითხებზე მაგისტრატი
მოსამართლეებისათვის, საქართველოს უზენაესი სასამართლო, 2010. www.supremecourt.ge
 საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებანი ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეებზე www.supremecourt.ge
 საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებათა კრებული ადმინისტრაციულ საქმეებზე
2018 წლის N11www.supremecourt.ge

13
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University

You might also like