You are on page 1of 13

ივ.

ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


Ivane Javakhishvili Tbilisi State University

სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი

ფაკულტეტი იურიდიული ფაკულტეტი


საგანმანათლებლო პროგრამა სამართალი
უმაღლესი განათლების საფეხური ბაკალავრიატი

სისხლის სამართლის კერძო ნაწილი II (დანაშაულის სხვა სახეები)


სასწავლო კურსის სახელწოდება
Criminal Law, Special Part II (Other Types of Crime)

სასწავლო კურსის სტატუსი სავალდებული სასწავლო კურსი

სახელი, გვარი მერაბ ტურავა


სამეცნიერო ხარისხი სამართლის დოქტორი
სასწავლო კურსის თანამდებობა პროფესორი
განმახორციელებელი საკონტაქტო ტელ. 5 99 55 26 11
E-mail merab_turava@yahoo.de
კონსულტაციის დღე: ფაკულტეტის დეკანის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად

სასწავლო კურსის კოდი

სწავლების ენა ქართული

სასწავლო კურსი - სისხლის სამართალის კერძო ნაწილი I (ადამიანის წინააღმდეგ მიმართული


წინაპირობები
დანაშაული)

კრედიტი (ECTS) 6
საათები (1 კრედიტი = 25 სთ) 150
საკონტაქტო საათები, მ.შ 81
სტუდენტის სასწავლო
დატვირთვა ლექცია 52 სთ.
სემინარი 24 სთ.
შუალედური და დასკვნითი გამოცდები 5 სთ
დამოუკიდებელი საათები 69

სასწავლო კურსის მიზანი სისხლის სამართლის კერძო ნაწილის მეორე მონაკვეთის საუნივერსიტეტო სასწავლო კურსი წარმოადგენს
სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის კურსის გაგრძელებას. სისხლის სამართლის კერძო ნაწილში
დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობების საფუძვლიანი შესწავლა ხელს უწყობს სისხლის სამართლის
ზოგადი ნაწილის შესწავლის დროს მიღებული ცოდნა-განათლების გაღრმავებასა და განმტკიცებას.
სწავლება ორიენტირებულია სტუდენტის მიერ სისხლის სამართლის იმგვარ შესწავლაზე, რომ მას შეეძლოს
სისხლის სამართლის რაციონალური გამოყენება მის მომავალ პროფესიულ საქმიანობაში. სისხლის
სამართლის კერძო ნაწილის მეორე მონაკვეთი განსაკუთრებით შეეხება საკუთრების, სამეწარმეო ან სხვა
ეკონომიკური საქმიანობის, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ
დანაშაულებს, ნარკოტიკულ დანაშაულებს, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებსა და სხვ.
სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს დანაშულის შემადგენლობათა სპეციფიკა,
კვალიფიკაციის დროს მოსალოდნელი სირთულეების გადაჭრის მეთოდიკა. კერძოდ, მიღებული
თეორიული ცოდნის საფუძველზე იგი დაეუფლება ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის პროცესში
პრობლემის დასმასა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების უნარს.

სწავლის შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება: სისხლის სამართლის კანონმდებლობის და ქმედების
დანაშაულად კვალიფიკაციის თეორიისა და პრაქტიკის ცოდნა სისხლის სამართლის კერძო ნაწილის მეორე
ცოდნა და გაცნობიერება მონაკვეთში შემავალ დანაშაულის შემადგენლობებზე; კვალიფიციური თეორიული და პრაქტიკული ცოდნა
ეკონომიკური, საზოგადოებრივი უშიშროებისა და უსაფრთხოების, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული
და სხვა დანაშაულების შესახებ.
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება: სამართლებრივი პრობლემის იდენტიფიცირების და
ცოდნის პრაქტიკაში გადაჭრის, გამოსაყენებელი სამართლებრივი ბაზის სწორად განსაზღვრისა და დასაბუთებული
გამოყენების უნარი გადაწყვეტილების მიღების უნარი; ეკონომიკური, საზოგადოებრივი უშიშროებისა და უსაფრთხოების,
სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და სხვა დანაშაულების სწორი კვალიფიკაციის უნარი.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს სისხლის სამართლის საკითხებზე არსებული
დასკვნის უნარი პრობლემების ხედვას, პრობლემური საკითხების ანალიზსა და სამართლებრივად დასაბუთებული
დასკვნის ჩამოყალიბებას.
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება ეკონომიკური, საზოგადოებრივი უშიშროებისა და
უსაფრთხოების, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და სხვა დანაშაულების შესახებ არსებული
კომუნიკაციის უნარი
პროფესიული საკითხების თანმიმდევრულად და ნათლად ფორმულირების უნარი იურიდიული
ტერმინოლოგიის გამოყენებით.
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება დარგთან დაკავშირებით სხვადასხვა სამართლებრივი
სწავლის უნარი წყაროებიდან ინფორმაციის მოძიებისა და საკანონმდებლო ცვლილებების, სამეცნიერო სიახლეების
მიდევნების უნარი.
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება გათავისებული კონსტიტუციით გარანტირებული
ღირებულებები
ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის მნიშვნელობა.

ლექცია
სამუშაო ჯგუფში მუშაობა
სწავლება-სწავლის მეთოდები პრაქტიკული მუშაობა
სემინარი
ელექტრონული რესურსით სწავლება
ელექტრონული სწავლება
სხვა

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება


სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება წარმოებს 100-ქულიანი სისტემით. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის
დონის შეფასება მოიცავს შუალედურ შეფასებას (მაქსიმუმ 60 ქულა) და დასკვნით შეფასებას (მაქსიმუმ 40 ქულა), რომელთა ჯამი
წარმოადგენს საბოლოო შეფასებას (100 ქულა).

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური შეფასების კომპონენტებია ზეპირი გამოკითხვა და შუალედური წერითი
გამოცდა. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური შეფასების თითოეულ კომპონენტს გააჩნია თა ვისი წილი
შუალედური შეფასების 60 ქულის ფარგლებში. სტუდენტის შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ხვედრითი წილი
შეადგენს 21 ქულას.

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის დასკვნითი შეფასების კომპონენტია დასკვნითი წერითი გამოცდა. დასკვნითი წერითი გა-
მოცდა სავალდებულოა. დასკვნით წერით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებით
დააგროვილი აქვს მინიმუმ 21 ქულა. სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებით დაგროვილი არ ექნება შუალედური შეფასების
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ანუ მინიმუმ 21 ქულა, დასკვნით წერით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი შეფასების მინიმალური
კომპეტენციის ზღვარის ხვედრითი წილი შეადგენს 20 ქულას. დასკვნითი შეფასება ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ
სტუდენტი დასკვნით წერით გამოცდაზე დააგროვებს მინიმუმ 20 ქულას.

სასწავლო კურსი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ შუალედური შეფასებისა და დასკვნითი შეფასების (40 ქულა) გათვალისწი-
ნებით სტუდენტი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას. სტუდენტს კრედიტი ენიჭება კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი
დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
დადებითი შეფასება
A - ფრიადი შეფასების 91-100 ქულა

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
B - ძალიან კარგი მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა
C - კარგი მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა
D - დამაკმაყოფილებელი მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა
E - საკმარისი მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა
უარყოფითი შეფასება
მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა (სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა
FX - ვერ ჩააბარა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება. ამასთან, დამატებითი
გამოცდა შეიძლება დანიშნოს დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 კალენდარულ
დღეში).
მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები (სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და
F - ჩაიჭრა
მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი)
შეფასების ფორმები და კომპონენტები
N შეფასების ფორმები და კომპონენტები რაოდენობა თითოეულის მაქსიმალური შეფასება მაქსიმალური ქულა

1 შუალედური შეფასება, მათ შორის: 60 ქულა

1.1 ზეპირი გამოკითხვა 10 3 30


1.2. შუალედური წერითი გამოცდა 1 30 30
2 დასკვნითი შეფასება 40 ქულა
2.1. დასკვნითი წერითი გამოცდა 1 40 40
სულ 100 ქულა
შუალედური შეფასების კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები
კომპონენტები მეთოდები და კრიტერიუმები

სტუდენტის ზეპირი გამოკითხვა ფასდება 3 ქულით. შუალედური შეფასების ფარგლებში, სემესტრის განმავლობაში,
სტუდენტი ზეპირი ფორმით გამოიკითხება ათჯერ. შესაბამისად, ზეპირ გამოკითხვებში სტუდენტმა შეიძლება
დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა (10X3), რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია.

ზეპირი გამოკითხვა ტარდება მოხსენებების, დისკუსიისა და კითხვა-პასუხის ფორმატში. ზეპირი გამოკითხვის


შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებები (შეფასების მეთოდები): პრეზენტაცია, პრაქტიკული/თეორიული
დავალების შესრულება, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, დისკუსიაში მონაწილეობა.

ზეპირი გამოკითხვისას შეფასების კრიტერიუმებია: პასუხის ფორმულირება და გადმოცემა, იურიდიული


ზეპირი ტერმინოლოგიის დაცვა, სამართლებრივი მსჯელობა.
გამოკითხვა ქულა ზეპირი გამოკითხვის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტი კარგადაა მომზადებული, პასუხი მკაფიოდ და ადეკვატურადაა ფორმულირებული, მისი
3
სამართლებრივი მსჯელობა მაღალ დონეზეა. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას
სტუდენტი მომზადებულია, პასუხი მკაფიოდ და ადექვატურადაა ფორმულირებული, თუმცა შეკვეცილია.
2
მისი სამართლებრივი მსჯელობა კარგია. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას
სტუდენტი არ არის კარგად მომზადებული., პასუხი არასრულადაა ფორმულირებული, მისი სამართლებრივი
1
მსჯელობა ფრაგმენტულია, ხოლო იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია
სტუდენტი ფაქტიურად მოუმზადებელია, პასუხი ბუნდოვანი და არაადეკვატურია. მისი სამართლებრივი
0
მსჯელობა არსებითად მცდარია, იგი არ იყენებს იურიდიული ტერმინოლოგიას
შუალედური შუალედური შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს შუალედურ წერით გამოცდას. შუალედური წერითი გამოცდა
წერითი გამოცდა
ტარდება მე-8-მე-9 სასწავლო კვირას. შუალედურ წერით გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30
ქულა, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია.

შუალედური წერითი გამოცდის შესაფასებლად გამოიყენება კაზუსი და კაზუსში ჩაშლილი თეორიული კითხვები.
შუალედური წერითი გამოცდა მოიცავს ხუთ კაზუსსა და კაზუსებში ჩაშლილ რამდენიმე თეორიულ კითხვას.
შუალედური წერითი გამოცდისას პირველი კაზუსი ფასდება 10 ქულით, ხოლო დანარჩენი ოთხი კაზუსი - 5-5
ქულით. პირველი კაზუსი უნდა ამოიხსნას სქემით (დასკვნის სტილით), ხოლო ოთხი კაზუსი შესაბამისი მსჯელობითა
და არგუმენტაციით.

სქემით (დასკვნის სტილით) ამოხსნილი 10 ქულიანი კაზუსის შეფასების კრიტერიუმებია: კაზუსის ფაბულისა და
შეკითხვის არსის აღქმა, ჰიპოთეზის შედგენა, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი, თეორიული
მასალის ცოდნა, სამართლის ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების გააზრება და გამოყენება, იურიდიული
ტერმინოლოგიის დაცვა და ენობრივი სტილი, საბოლოო დასკვნა.
ქულა სქემით (დასკვნის სტილით) ამოხსნილი 10 ქულიანი კაზუსის შეფასების კრიტერიუმები
9-10 სტუდენტს ზედმიწევნით კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 3 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
შედგენილია სწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი მაღალ დონეზეა.
სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს თეორიული მასალას, გააზრებული აქვს და კაზუსის ამოხსნისას
იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი
სტილი დაცულია, საბოლოო დასკვნა სრულია და ზედმიწევნით სწორია.
სტუდენტს კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა შედგენილია სწორად,
მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი კარგია. სტუდენტი კარგად ფლობს თეორიულ
7-8 მასალას, გააზრებული აქვს და კაზუსის ამოხსნისას იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და
პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი დაცულია, საბოლოო დასკვნა სრულია და
სწორია.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა შედგენილია
სწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი დამაკმაყოფილებელია. სტუდენტი
5-6 დამაკმაყოფილებელად ფლობს თეორიული მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის
ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი დაცულია,
საბოლოო დასკვნა დამაკმაყოფილებელია.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა შედგენილია
სწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი დამაკმაყოფილებელია. სტუდენტი
3-4 საკმარისად ფლობს თეორიული მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის ძირითად
ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი ნაკლოვანია, საბოლოო
დასკვნა შეკვეცილი და ფრაგმენტულია.
სტუდენტს არასწორად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა შედგენილია
არასწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი არადამაკმაყოფილებელია.
1-2 სტუდენტი ვერ ფლობს თეორიული მასალას და კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის ძირითად
ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ხოლო ენობრივი
სტილი ნაკლოვანია, საბოლოო დასკვნა ნაკლოვანია.
0 პასუხი კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
სქემის გარეშე ამოხსნილი 5 ქულიანი კაზუსის შეფასების კრიტერიუმებია: კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის
აღქმა, თეორიული მასალის ცოდნა, საკითხის ლოგიკური, თანმიმდევრული და ადეკვატური გადმოცემის უნარი,
იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა, სამართლებრივი მსჯელობა, სამართლებრივი ანალიზი, სამართლის ძირითადი
ღირებულებებისა და პრინციპების გააზრება და გამოყენება.
ქულა სქემის გარეშე ამოხსნილი 5 ქულიანი კაზუსის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტს ზედმიწევნით კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ზედმიწევნით კარგად
ფლობს თეორიულ მასალას. საკითხის ლოგიკური, თანმიმდევრული და ადეკვატური გადმოცემის უნარი
5 უმაღლეს დონეზეა. იურიდიული ტერმინოლოგია, სამართლებრივი მსჯელობისა და ანალიზის სტილი
დაცულია. სამართლის ძირითადი ღირებულებები და პრინციპები ზედმიწევნით კარგადაა გააზრებული და
გამოყენებული.
სტუდენტს კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. კარგად ფლობს თეორიულ მასალას.
საკითხის ლოგიკური, თანმიმდევრული და ადეკვატური გადმოცემის უნარი კარგია. იურიდიული
4
ტერმინოლოგია, სამართლებრივი მსჯელობისა და ანალიზის სტილი დაცულია. სამართლის ძირითადი
ღირებულებები და პრინციპები კარგადაა გააზრებული და გამოყენებული.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. დამაკმაყოფილებელად
ფლობს თეორიულ მასალას. საკითხის ლოგიკური, თანმიმდევრული და ადეკვატური გადმოცემის უნარი
3 დამაკმაყოფილებელია. იურიდიული ტერმინოლოგია, სამართლებრივი მსჯელობისა და ანალიზის სტილი
დამაკმაყოფილებელია. სამართლის ძირითადი ღირებულებები და პრინციპები დამაკმაყოფილებლადაა
გააზრებული და გამოყენებული.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. საკმარისად ფლობს
თეორიულ მასალას, თუმცა საკითხის ლოგიკური, თანმიმდევრული და ადეკვატური გადმოცემის უნარი არაა
2 დამაკმაყოფილებელი. იურიდიული ტერმინოლოგია, სამართლებრივი მსჯელობისა და ანალიზის სტილი
ნაკლოვანია. სამართლის ძირითადი ღირებულებები და პრინციპები ნაკლებად აქვს გააზრებული და
გამოყენებული.
სტუდენტს არასწორად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ვერ ფლობს თეორიულ მასალას,
საკითხის ლოგიკური, თანმიმდევრული და ადეკვატური გადმოცემის უნარს. იურიდიული ტერმინოლოგია,
1
სამართლებრივი მსჯელობისა და ანალიზის სტილი ნაკლოვანია. არ იყენებს სამართლის ძირითად
პრინციპებს.
0 პასუხი კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის შესაბამისი არაა ან საერთოდ არაა მოცემული.
დასკვნითი შეფასების კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები
კომპონენტები მეთოდები და კრიტერიუმები
დასკვნითი შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს დასკვნით წერით გამოცდას. დასკვნითი წერითი გამოცდა
ტარდება მე-16-მე-19 სასწავლო კვირას. დასკვნით წერით გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 40
ქულა, რაც საბოლოო შეფასების 40 პროცენტის ტოლია.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 4 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
დასკვნითი წერითი გამოცდის შესაფასებლად გამოიყენება კაზუსი და კაზუსში ჩაშლილი თეორიული კითხვები.
დასკვნითი წერითი გამოცდა მოიცავს ოთხ კაზუსსა და კაზუსებში ჩაშლილ რამდენიმე თეორიულ კითხვას.
დასკვნითი წერითი გამოცდისას ოთხივე კაზუსი ფასდება 10 ქულით. ორი კაზუსი უნდა ამოიხსნას სქემით (დასკვნის
სტილით), ხოლო ორი კაზუსი შესაბამისი მსჯელობითა და არგუმენტაციით.
სქემით (დასკვნის სტილით) ამოხსნილი კაზუსის შეფასების კრიტერიუმებია: კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის
აღქმა, ჰიპოთეზის შედგენა, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი, თეორიული მასალის ცოდნა,
სამართლის ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების გააზრება და გამოყენება, იურიდიული ტერმინოლოგიის
დაცვა და ენობრივი სტილი, საბოლოო დასკვნა.
ქულა სქემით (დასკვნის სტილით) ამოხსნილი კაზუსის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტს ზედმიწევნით კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა
შედგენილია სწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი მაღალ დონეზეა.
9-10 სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს თეორიული მასალას, გააზრებული აქვს და კაზუსის ამოხსნისას
იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი
სტილი დაცულია, საბოლოო დასკვნა სრულია და ზედმიწევნით სწორია.
სტუდენტს კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა შედგენილია სწორად,
მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი კარგია. სტუდენტი კარგად ფლობს თეორიულ
7-8 მასალას, გააზრებული აქვს და კაზუსის ამოხსნისას იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და
პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი დაცულია, საბოლოო დასკვნა სრულია და
სწორია.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა შედგენილია
სწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი დამაკმაყოფილებელია. სტუდენტი
5-6 დამაკმაყოფილებელად ფლობს თეორიული მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის
ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი დაცულია,
საბოლოო დასკვნა დამაკმაყოფილებელია.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა შედგენილია
სწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი დამაკმაყოფილებელია. სტუდენტი
3-4 საკმარისად ფლობს თეორიული მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის ძირითად
ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი ნაკლოვანია, საბოლოო
დასკვნა შეკვეცილი და ფრაგმენტულია.
სტუდენტს არასწორად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზა შედგენილია
დასკვნითი
არასწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი არადამაკმაყოფილებელია.
წერითი გამოცდა
1-2 სტუდენტი ვერ ფლობს თეორიული მასალას და კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის ძირითად
ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ხოლო ენობრივი
სტილი ნაკლოვანია, საბოლოო დასკვნა ნაკლოვანია.
0 პასუხი კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
სქემის გარეშე ამოხსნილი კაზუსის შეფასების კრიტერიუმებია: კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის აღქმა,
თეორიული მასალის ცოდნა, საკითხის ლოგიკური, თანმიმდევრული და ადეკვატური გადმოცემის უნარი,
იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა, სამართლებრივი მსჯელობა, სამართლებრივი ანალიზი, სამართლის ძირითადი
ღირებულებებისა და პრინციპების გააზრება და გამოყენება.
ქულა სქემის გარეშე ამოხსნილი კაზუსის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტს ზედმიწევნით კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ზედმიწევნით კარგად
ფლობს თეორიულ მასალას. საკითხის ლოგიკური, თანმიმდევრული და ადეკვატური გადმოცემის უნარი
9-10 უმაღლეს დონეზეა. იურიდიული ტერმინოლოგია, სამართლებრივი მსჯელობისა და ანალიზის სტილი
დაცულია. სამართლის ძირითადი ღირებულებები და პრინციპები ზედმიწევნით კარგადაა გააზრებული და
გამოყენებული.
სტუდენტს კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. კარგად ფლობს თეორიულ მასალას.
საკითხის ლოგიკური, თანმიმდევრული და ადეკვატური გადმოცემის უნარი კარგია. იურიდიული
7-8
ტერმინოლოგია, სამართლებრივი მსჯელობისა და ანალიზის სტილი დაცულია. სამართლის ძირითადი
ღირებულებები და პრინციპები კარგადაა გააზრებული და გამოყენებული.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. დამაკმაყოფილებელად
ფლობს თეორიულ მასალას. საკითხის ლოგიკური, თანმიმდევრული და ადეკვატური გადმოცემის უნარი
5-6 დამაკმაყოფილებელია. იურიდიული ტერმინოლოგია, სამართლებრივი მსჯელობისა და ანალიზის სტილი
დამაკმაყოფილებელია. სამართლის ძირითადი ღირებულებები და პრინციპები დამაკმაყოფილებლადაა
გააზრებული და გამოყენებული.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. საკმარისად ფლობს
თეორიულ მასალას, თუმცა საკითხის ლოგიკური, თანმიმდევრული და ადეკვატური გადმოცემის უნარი არაა
3-4 დამაკმაყოფილებელი. იურიდიული ტერმინოლოგია, სამართლებრივი მსჯელობისა და ანალიზის სტილი
ნაკლოვანია. სამართლის ძირითადი ღირებულებები და პრინციპები ნაკლებად აქვს გააზრებული და
გამოყენებული.
1-2 სტუდენტს არასწორად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ვერ ფლობს თეორიულ მასალას,

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 5 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
საკითხის ლოგიკური, თანმიმდევრული და ადეკვატური გადმოცემის უნარს. იურიდიული ტერმინოლოგია,
სამართლებრივი მსჯელობისა და ანალიზის სტილი ნაკლოვანია. არ იყენებს სამართლის ძირითად
პრინციპებს.
0 პასუხი კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის შესაბამისი არაა ან საერთოდ არაა მოცემული.

 სისხლის სამართლის კერძო ნახილი, წიგნი I, ლეკვეიშვილი მ., თოდუა ნ., მამულაშვილი გ., მეექვსე
გამოცემა, 2016.
 სისხლის სამართლის კერძო ნახილი, წიგნი II, ლეკვეიშვილი მ., თოდუა ნ., მამულაშვილი გ., მეხუთე
გამოცემა, 2017.
 ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი დელიქტები, ცქიტიშვილი თ., 2015.
ძირითადი ლიტერატურა  კორუფცია საქართველოში: კრიმინოლოგიური ანალიზი და სასამართლო პრაქტიკის კომენტარი, ღლონტი
გ. (რედ.), 2011.
 ევროპული სისხლის სამართალი, ტურავა მ., 2010.
 ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის სამართლებრივი საფუძვლები, ბეროზაშვილი ზ., 2006.
 სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი, ეკონომიკური დანაშაული, გამყრელიძე ო.
(რედ.), 2004.

ძირითადი ნორმატიული  საქართველოს კონსტიტუცია


აქტები https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346
 „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ 1999 წლის
https://matsne.gov.ge/ka/document/view/16426
 „ყალბი ფულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 1929 წლის კონვენცია
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1213249
 ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ 1948 წლის
http://www.parliament.ge/uploads/other/100/100351.pdf
 „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ“ 1950 წლის კონვენცია
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1208370
 „შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ“ 1958 წლის კონვენცია
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1483569
 „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ 1966 წლის საერთაშორისო პაქტი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1398335
 ,,წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“
1984 წლის კონვენცია
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/1222504?publication=0
 „საზღვაო ნაოსნობის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული არაკანონიერი აქტების წინააღმდეგ
ბრძოლის შესახებ“ 1988 წლის კონვენცია
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1202848
 „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ
ბრძოლის შესახებ“ 1988 წლის კონვენცია
https://matsne.gov.ge/ka/document/view/2540250
 „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის კონვენცია
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1399901
 „ნიადაგის დაცვის შესახებ“ 1994 წლის საქართველოს კანონი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/93874
 „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ 1995 წლის საქართელოს კანონი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/28498
 „ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“ 1996 წლის კონვენცია
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1204413
 „გარემოს დაცვის შესახებ“ 1996 წლის საქართველოს კანონი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/33340
 „საქართველოს საჰაერო კოდექსი“ 1996 წლის
https://matsne.gov.ge/ka/document/view/33298
 „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ 1997 წლის
საქართველოს კანონი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/33550
 „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ 1997 წლის საქართველოს ორგანული კანონი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/28324
 „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ 1997 წლის საქართველოს კანონი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/29980
 „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ 1997 წლის საქართველოს კანონი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/31678
 „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ 1998 წლის საქართველოს კანონი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/18244

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 6 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
 „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ 1998 წლის საქართველოს კანონი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/18196
 „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ 1999 წლის საქართველოს კანონი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/16198
 „საქართველოს ტყის კოდექსი“ 1999 წლის
https://matsne.gov.ge/ka/document/view/16228
 „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ 2000 წლის საქართველოს კანონი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/16780
 „კულტურულ ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ 2001 წლის
საქართველოს კანონი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/15490
 „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ 2004 წლის საქართველოს კანონი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/33208
 „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის
და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ 2005 წლის კონვენცია
https://matsne.gov.ge/ka/document/view/2345907
 ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ” 2011 წლის
კონვენცია
https://matsne.gov.ge/ka/document/view/3789678?publication=0
 „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის საქართველოს კანონი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/3031098

 სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, თანდართული ტესტების ნიმუშებითა და კაზუსის


ამოხსნის მეთოდის გამოყენებით, მ. ტურავა, მე-9 გამოცემა, 2013.
 სისხლის სამართალი, დანაშაულის მოძღვრება, მ. ტურავა, 2011.
 სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარები, დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ,
გამყრელიძე ო., ებრალიძე თ., სურგულაძე ლ., ტურავა მ., ტყეშელიაძე გ., 2008.
 ო. გამყრელიძე - 80, საიუბილეო სამეცნიერო კრებული, 2016.
 გ. ნაჭყებია – 75, საიუბილეო კრებული, 2016.
 სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილი, გ. ნაჭყებია, ნ. თოდუა (რედ.), ავტორთა კოლექტივი, მე-2 გამოცემა,
2016.
 სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ, ჯიშკარიანი ბ., რედ.: ებრალიძე
დამატებითი ლიტერატურა თ., დგებუაძე გ., 2016.
 მ. ლეკვეიშვილი – 85, საიუბილეო კრებული, 2014.
 სისხლის სამართლის პრობლემები, III ტომი, ო. გამყრელიძე, 2013.
 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სასჯელი და დანაშაულის სხვა სისხლისსამართლებრივი შედეგები,
ი. დვალიძე, 2013.
 ორგანიზებული დანაშაულის თანამედროვე გამოვლინების კრიმინალიზაციისა და სამართალშეფარდების
პრობლემები ქართულ სისხლის სამართალში, 2012.
 ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში, გ. ღლონტი, 2005.
 სისხლის სამართალი, კერძო ნაწილი, ტომი I, ზ. წულაია, 2003.
 სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარები, დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ, ო.
გამყრელიძე, თ. ებრალიძე, ლ. სურგულაძე, მ. ტურავა, გ. ტყეშელიაძე, 2002.

ინტერნეტ-რესურსები

სასწავლო კალენდარი

კვირა სწავლების მეთოდი საათი შეფასების კომპონენტი მაქსიმალური შეფასება


1-ლი კვირა ლექცია 4 სთ.
ლექცია 4 სთ.
მე-2 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 4 სთ.
მე-3 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 4 სთ.
მე-4 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 4 სთ.
მე-5 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
მე-6 კვირა ლექცია 4 სთ.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 7 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 4 სთ.
მე-7 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
მე-8- მე-9 კვირა 2 სთ. შუალედური წერითი გამოცდა 30 ქულა
ლექცია 4 სთ.
მე-10 კვირა
სემინარი 2 სთ. შუალედური გამოცდის შედეგების განხილვა
ლექცია 4 სთ.
მე-11 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 4 სთ.
მე-12 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 4 სთ.
მე-13 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 4 სთ.
მე-14 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 4 სთ.
მე-15 კვირა
სემინარი 2 სთ. დასკვნითი დისკუსია
მე-16-მე-19 კვირა 3 სთ. დასკვნითი წერითი გამოცდა 40 ქულა

სასწავლო კურსის შინაარსი


კვირა სწავლების მეთოდი შინაარსი/შეფასების კომპონენტი/მაქსიმალური შეფასება
საუბარი სასწავლო კურსის მოცულობაზე და პროცესის წარმართვის მეთოდებზე, შეფასების სისტემაზე
და სავალდებულო ლიტერატურაზე.

თემა 1. ეკონომიკური დანაშაული. დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ

განსახილველი საკითხები:
1
ლექცია (4 სთ.) ქურდობა. ძარცვა. ყაჩაღობა. თაღლითობა.
ძირითადი ლიტერატურა:
 სისხლის სამართლის კერძო ნახილი, წიგნი I, ლეკვეიშვილი მ., თოდუა ნ., მამულაშვილი გ., მეექვსე
გამოცემა, 2016.
 ევროპული სისხლის სამართალი, ტურავა მ., 2010.
 სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი, ეკონომიკური დანაშაული, გამყრელიძე ო.
(რედ.), 2004.
2 ლექცია (4 სთ.) თემა 2. დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ

განსახილველი საკითხები:

გამოძალვა. მითვისება ან გაფლანგვა. განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან


ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების
მიზნით. ქონებრივი დაზიანება მოტყუებით. წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული
ქონების შეძენა ან გასაღება. ნივთის დაზიანება ან განადგურება. ნივთის დაზიანება ან განადგურება
გაუფრთხილებლობით. საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელისა და მონაცემთა ბაზის

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 8 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
დამამზადებლის უფლების ხელყოფა. სამრეწველო საკუთრების უფლების ხელყოფა
ძირითადი ლიტერატურა:
 სისხლის სამართლის კერძო ნახილი, წიგნი I, ლეკვეიშვილი მ., თოდუა ნ., მამულაშვილი გ., მეექვსე
გამოცემა, 2016.
 სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი, ეკონომიკური დანაშაული, გამყრელიძე ო.
(რედ.), 2004.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 3. დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ

განსახილველი საკითხები:

კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელის შეშლა. უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. ცრუ


მეწარმეობა. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება). უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება.
ფალსიფიკაცია. ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება. ადამიანის
სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია.
ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა. ყალბი რეკლამა. პროფესიული სპორტული შეჯიბრების ანდა
კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვა. ბუღალტრული
აღრიცხვის წესის დარღვევა. უკანონო ქმედება გადახდისუუნარობისას. ქონების გადამალვა მოჩვენებითი
ლექცია (4 სთ.) ან/და თვალთმაქცური გარიგებით. საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა
3 გადახდისუუნარობისას. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების
შეუტანლობა გადახდისუუნარობისას. მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი
პირის მიერ მეურვისათვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევა
ძირითადი ლიტერატურა:
 სისხლის სამართლის კერძო ნახილი, წიგნი I, ლეკვეიშვილი მ., თოდუა ნ., მამულაშვილი გ., მეექვსე
გამოცემა, 2016.
 კორუფცია საქართველოში: კრიმინოლოგიური ანალიზი და სასამართლო პრაქტიკის კომენტარი,
ღლონტი გ. (რედ.), 2011.
 ევროპული სისხლის სამართალი, ტურავა მ., 2010.
 სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი, ეკონომიკური დანაშაული, გამყრელიძე ო.
(რედ.), 2004.

სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა


თემა 4. დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში და საფინანსო საქმიანობის სფეროში. დანაშაული
სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ

განსახილველი საკითხები:

კრედიტის უკანონოდ მიღება. ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან


გამოყენება. ჩეკის ან საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენება. ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის
დამზადება ან გასაღება. ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესის დარღვევა.. საქართველოს საბაჟო საზღვარზე
საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა. საზღვარგარეთ გატანილი
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კულტურის ძეგლის ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის
საქართველოში დაუბრუნებლობა. საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული
4 ვალუტის გამოყენების წესის დარღვევა. საზღვარგარეთიდან უცხოურ ვალუტაში თანხის
ლექცია (4 სთ.) დაუბრუნებლობა. გადასახადისათვის თავის არიდება. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
გულგრილობა. კომერციული მოსყიდვა
ძირითადი ლიტერატურა:
 სისხლის სამართლის კერძო ნახილი, წიგნი I, ლეკვეიშვილი მ., თოდუა ნ., მამულაშვილი გ., მეექვსე
გამოცემა, 2016.
 კორუფცია საქართველოში: კრიმინოლოგიური ანალიზი და სასამართლო პრაქტიკის კომენტარი,
ღლონტი გ. (რედ.), 2011.
 სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი, ეკონომიკური დანაშაული, გამყრელიძე ო.
(რედ.), 2004.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
ლექცია (4 სთ.) თემა 5. დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ. სამუშაოს წარმოებისას
უსაფრთხოების წესის დარღვევა

განსახილველი საკითხები:
5
უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრება, მონაწილეობა ან/და

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 9 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება. „ქურდული სამყაროს“ წევრობა,
„კანონიერი ქურდობა“. „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის
მხარდაჭერა. „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის
შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღება. ბანდიტიზმი. რეკეტულ
დაჯგუფებაში მონაწილეობა. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში
მონაწილეობა. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში
აქტიური მონაწილეობა. მეკობრეობა. აფეთქება. ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევა.
ბირთვული მასალისადმი ან მოწყობილობისადმი, რადიოაქტიური ნარჩენისადმი, რადიოაქტიური
ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობა. ბირთვული მასალის, რადიოაქტიური ნივთიერების ან
მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს ხელში ჩაგდება. ბირთვული ნივთიერების
მართლსაწინააღმდეგოდ მოთხოვნა, დაუფლების ან გამოყენების მუქარა. ბირთვული იარაღის ან სხვა
ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო
გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან
ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა,
გადაგზავნა ან გასაღება. იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი
მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა.
ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის))
დაუდევრად შენახვა. ცივი იარაღის ტარება. ხულიგნობა. ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ
მოწოდება. სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის,
ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევა. ატომური ენერგეტიკის
ობიექტზე, აფეთქება საშიშ საწარმოში ან საამქროში უსაფრთხოების წესის დარღვევა. სახანძრო
უსაფრთხოების წესის დარღვევა
ძირითადი ლიტერატურა:
 სისხლის სამართლის კერძო ნახილი, წიგნი I, ლეკვეიშვილი მ., თოდუა ნ., მამულაშვილი გ., მეექვსე
გამოცემა, 2016.
 სისხლის სამართლის კერძო ნახილი, წიგნი II, ლეკვეიშვილი მ., თოდუა ნ., მამულაშვილი გ., მეხუთე
გამოცემა, 2017.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 6. ნარკოტიკული დანაშაული

განსახილველი საკითხები:

ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების,


ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო უკანონო
დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოში უკანონოდ
შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა,
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის
უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის,
პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის
უკანონო წარმოებისათვის ფარული ლაბორატორიის მოწყობა ან შენახვა. ნარკოტიკული საშუალების,
ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის
დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება. ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორის,
ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის,
ლექცია (4 სთ.) გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევა. ნარკოტიკული
6
საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან
მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა. ნარკოტიკული
საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან
მისი ანალოგის მოხმარებაზე დაყოლიება. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის
მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის
დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება. მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა,
გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება
ძირითადი ლიტერატურა:
 სისხლის სამართლის კერძო ნახილი, წიგნი II, ლეკვეიშვილი მ., თოდუა ნ., მამულაშვილი გ., მეხუთე
გამოცემა, 2017.
 ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი დელიქტები, ცქიტიშვილი თ.,
2015.
 ევროპული სისხლის სამართალი, ტურავა მ., 2010.
 ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის სამართლებრივი საფუძვლები, ბეროზაშვილი ზ., 2006.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
7 თემა 7. სატრანსპორტო დანაშაული. კომპიუტერული დანაშაული. დანაშაული გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინაღმდეგ
ლექცია (4 სთ.)

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 10 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
განსახილველი საკითხები:

რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის


წესის დარღვევა. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.
სატრანსპორტო საშუალების უხარისხო რემონტი, ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის
საექსპლუატაციოდ გაშვება. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისათვის გაუვარგისება. ფრენის
საერთაშორისო წესის დარღვევა. ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა. მაგისტრალური
მილსადენის მშენებლობის, ექსპლუატაციის ან რემონტის უსაფრთხოების წესის დარღვევა.
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა. კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული
სისტემის უკანონოდ გამოყენება. კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა
ძირითადი ლიტერატურა:
 სისხლის სამართლის კერძო ნახილი, წიგნი II, ლეკვეიშვილი მ., თოდუა ნ., მამულაშვილი გ., მეხუთე
გამოცემა, 2017.
 ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი დელიქტები, ცქიტიშვილი თ.,
2015.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
8-9 შეფასების კომპონენტი - შუალედური წერითი გამოცდა. მაქსიმალური შეფასება - 30 ქულა
თემა 8. დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური
წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ

განსახილველი საკითხები:

საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა. ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების


დადება ან მოლაპარაკების წარმოება. საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა. უცხოეთის
სადაზვერვო სამსახურში შესვლა. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა. სახელმწიფო
საიდუმლოების გაცემა. ჯაშუშობა. შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური
წყობილების ძალადობით შესაცვლელად. სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება ან
კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა. მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური
წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. საბოტაჟი. უცხო
ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული
10 ლექცია (4 სთ.) ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება.
სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა. საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და
ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება ან ამგვარი
საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა. სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის ქმედითი
მონანიება
ძირითადი ლიტერატურა:
 სისხლის სამართლის კერძო ნახილი, წიგნი II, ლეკვეიშვილი მ., თოდუა ნ., მამულაშვილი გ., მეხუთე
გამოცემა, 2017.
 ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი დელიქტები, ცქიტიშვილი თ.,
2015.
 კორუფცია საქართველოში: კრიმინოლოგიური ანალიზი და სასამართლო პრაქტიკის კომენტარი,
ღლონტი გ. (რედ.), 2011.
სემინარი (2 სთ.) შუალედური წერითი გამოცდის შედგების განხილვა
ლექცია (4 სთ.) თემა 9. ტერორიზმი და მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი ბრძოლა

განსახილველი საკითხები:

11 ტერორისტული აქტი. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან


ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა,
გადაგზავნა, გასაღება ან გამოყენება ტერორისტული მიზნით. ტექნოლოგიური ტერორიზმი.
კიბერტერორიზმი. საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა.
საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმა. ტერორისტულ
ორგანიზაციაში გაწევრებისათვის ან ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისათვის გადაბირება.
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთისკონტროლისადმი დაქვემდებარებულ
ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება ანტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება. მძევლად
ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით. საჰაერო ან წყლის ხომალდის, რკინიგზის მოძრავი
შემადგენლობის ან სხვა საზოგადოებრივი ან სატვირთო ტრანსპორტის მართლსაწინააღმდეგო
დაუფლება ტერორისტული მიზნით. სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის
ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით. ტერორისტული საქმიანობის ან/და
ტერორისტული ორგანიზაციის საჯაროდ მხარდაჭერა ან ტერორიზმისაკენ საჯაროდ მოწოდება.
ქურდობა ამ თავით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ჩადენის მიზნით. გამოძალვა ამ თავით
გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ჩადენის მიზნით. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 11 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
დამზადება ამ თავით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ჩადენის მიზნით. ტერორიზმის
შესახებ ცრუ შეტყობინება
ძირითადი ლიტერატურა:
 სისხლის სამართლის კერძო ნახილი, წიგნი II, ლეკვეიშვილი მ., თოდუა ნ., მამულაშვილი გ., მეხუთე
გამოცემა, 2017.
 ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი დელიქტები, ცქიტიშვილი თ.,
2015.
 კორუფცია საქართველოში: კრიმინოლოგიური ანალიზი და სასამართლო პრაქტიკის კომენტარი,
ღლონტი გ. (რედ.), 2011.
 ევროპული სისხლის სამართალი, ტურავა მ., 2010.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 10. სამოხელეო დანაშაული. კორუფცია საჯარო და კერძო სექტორში

განსახილველი საკითხები:

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. სამსახურებრივი უფლებამოსილების


გადამეტება. ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უკანონო
გათავისუფლება. განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება. სამეწარმეო საქმიანობაში
უკანონო მონაწილეობა. ქრთამის აღება. ქრთამის მიცემა. ზეგავლენით ვაჭრობა. კანონით აკრძალული
საჩუქრის მიღება. სამსახურებრივი სიყალბე. სამსახურებრივი გულგრილობა. სპეციალური
პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში
დადგენილი წესის დარღვევა. მომხმარებლის მოტყუება. დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში
12 ლექცია (4 სთ.) სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ: უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. გულგრილობა.
კომერციული მოსყიდვა
ძირითადი ლიტერატურა:
 სისხლის სამართლის კერძო ნახილი, წიგნი II, ლეკვეიშვილი მ., თოდუა ნ., მამულაშვილი გ., მეხუთე
გამოცემა, 2017.
 ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი დელიქტები, ცქიტიშვილი თ.,
2015.
 კორუფცია საქართველოში: კრიმინოლოგიური ანალიზი და სასამართლო პრაქტიკის კომენტარი,
ღლონტი გ. (რედ.), 2011.
 ევროპული სისხლის სამართალი, ტურავა მ., 2010.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 11. დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ. დანაშაული სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ
13 ლექცია (4 სთ.)
განსახილველი საკითხები:

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის


უკანონოდ შეცვლა. შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა. გაფიცვის წესის დარღვევა.
ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა. საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის, ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა და მონაცემის
გახმაურება. საქართველოს სახალხო დამცველზე ზემოქმედება. სახელმწიფო ინსპექტორზე ან
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოსამსახურეზე ზემოქმედება. წინააღმდეგობა, მუქარა ან
ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა
წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა. ომიანობის დროს ბეგრის
შესრულებისათვის ან გადასახადის გადახდისათვის თავის არიდება. თვითნებობა. ოფიციალური
დოკუმენტის ან სახელმწიფო ჯილდოს შეძენა ან გასაღება. ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან
ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება. დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის,
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. უფროსის ბრძანების შეუსრულებლობა. უფროსისადმი
წინააღმდეგობა ან მისი იძულება, დაარღვიოს სამსახურებრივი მოვალეობა. უფროსის მიმართ ძალადობა.
სამხედრო მოსამსახურის შეურაცხყოფა. დეზერტირობა. სამხედრო სამსახურისათვისა თავის არიდება.
სამხედრო ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება. სამხედრო ქონების გაუფრთხილებლობით
დაზიანება ან განადგურება. სამხედრო ქონების შენახვის წესის დარღვევა. მანქანის მართვის ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევა. საფრენი აპარატის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.
ხომალდის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა. გარშემომყოფისათვის მომეტებული
საშიშროების შემცველ იარაღთან მოპყრობის წესის დარღვევა
ძირითადი ლიტერატურა:
 სისხლის სამართლის კერძო ნახილი, წიგნი II, ლეკვეიშვილი მ., თოდუა ნ., მამულაშვილი გ., მეხუთე
გამოცემა, 2017.
 ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი დელიქტები, ცქიტიშვილი თ.,

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 12 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
2015.
 კორუფცია საქართველოში: კრიმინოლოგიური ანალიზი და სასამართლო პრაქტიკის კომენტარი,
ღლონტი გ. (რედ.), 2011.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 12. დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ. დანაშაული სასამართლო ორგანოების
საქმიანობის წინააღმდეგ

განსახილველი საკითხები:

სამართალწარმოების განხორციელებისთვის, გამოძიებისთვის ან დაცვის განხორციელებისთვის ხელის


ლექცია (4 სთ.) შეშლა. მუქარა ან ძალადობა სამართალწარმოების განხორციელებასთან, გამოძიებასთან ან დაცვის
განხორციელებასთან დაკავშირებით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის საქმიანობაში
უკანონო ჩარევა. სასამართლოს უპატივცემულობა. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის,
14 მოსამართლის, მსაჯულის, სამართალწარმოების ანდა სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილის
უსაფრთხოების დაცვის საიდუმლოების გახმაურება. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და
კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა. ნაფიცი მსაჯულის ან ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ
სასამართლოს შეცდომაში შეყვანა
ძირითადი ლიტერატურა:
 სისხლის სამართლის კერძო ნახილი, წიგნი II, ლეკვეიშვილი მ., თოდუა ნ., მამულაშვილი გ., მეხუთე
გამოცემა, 2017.
 ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი დელიქტები, ცქიტიშვილი თ.,
2015.
 კორუფცია საქართველოში: კრიმინოლოგიური ანალიზი და სასამართლო პრაქტიკის კომენტარი,
ღლონტი გ. (რედ.), 2011.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 13. დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ. დანაშაულის დროულად აღკვეთისა და
გახსნის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ

განსახილველი საკითხები:

მტკიცებულების განადგურება. მტკიცებულების ფალსიფიკაცია. ცრუ ინფორმაცია, ცრუ ჩვენება, ყალბი


დასკვნა, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ან არასწორი თარგმანი. მოწმის ან
დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა. ზემოქმედების განხორციელება გამოსაკითხ
პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე. ცრუ დასმენა. გამოძიების მონაცემის
გახმაურება. საბანკო ანგარიშის მონიტორინგის, მასზე ყადაღის დადებასთან ან კომპიუტერულ
მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მონაცემების გახმაურება. დანაშაულის
დაფარვა, შეუტყობინებლობა. აღწერილ, დაყადაღებულ ან ჩამორთმევას დაქვემდებარებულ ქონებასთან
დაკავშირებული უკანონო ქმედება. აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის/კერძო
აღმასრულებლისათვის ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა. მოვალის მიერ სასამართლო
ლექცია (4 სთ.) გადაწყვეტილებით დაკისრებული მოქმედების შეუსრულებლობა. პენიტენციური დაწესებულების
15
საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია. პენიტენციურ დაწესებულებაში
ან მოთავსების სხვა ადგილას ჩადენილი დანაშაულები. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის
მოხდისათვის თავის არიდება. განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა
მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა. შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული
მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ
სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა. მეურვეობისა და მზრუნველობის
ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა
ძირითადი ლიტერატურა:
 სისხლის სამართლის კერძო ნახილი, წიგნი II, ლეკვეიშვილი მ., თოდუა ნ., მამულაშვილი გ., მეხუთე
გამოცემა, 2017.
 ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი დელიქტები, ცქიტიშვილი თ.,
2015.
 კორუფცია საქართველოში: კრიმინოლოგიური ანალიზი და სასამართლო პრაქტიკის კომენტარი,
ღლონტი გ. (რედ.), 2011.
სემინარი (2 სთ.) შემაჯამებელი დისკუსია
16-19 შეფასების კომპონენტი - დასკვნითი წერითი გამოცდა. მაქსიმალური შეფასება - 40 ქულა

სილაბუსის ავტორი მერაბ ტურავა

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 13 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი

You might also like