You are on page 1of 9

ივ.

ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


Ivane Javakhishvili Tbilisi State University

სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი

ფაკულტეტი იურიდიული ფაკულტეტი


საგანმანათლებლო პროგრამა სამართალი
უმაღლესი განათლების საფეხური ბაკალავრიატი

საბანკო სამართალი
სასწავლო კურსის სახელწოდება
Banking law

სასწავლო კურსის სტატუსი არჩევითი სასწავლო კურსი

სახელი, გვარი ლევან გოთუა


სამეცნიერო ხარისხი სამართლის დოქტორი

სასწავლო კურსის თანამდებობა მოწვეული სპეციალისტი


განმახორციელებელი საკონტაქტო ტელ. 59515 54 55
E-mail l.gotua@bco.ge
კონსულტაციის დღე:

სასწავლო კურსის კოდი

სწავლების ენა ქართული

წინაპირობები სასწავლო კურსი - საკორპორაციო სამართალი

კრედიტი (ECTS) 5
საათები (1 კრედიტი = 25 სთ) 125
საკონტაქტო საათები, მ.შ 31
სტუდენტის სასწავლო
დატვირთვა ლექცია 16 სთ.
სემინარი 10 სთ.
შუალედური და დასკვნითი გამოცდები 5 სთ
დამოუკიდებელი საათები 94

სასწავლო კურსის მიზანი სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს:

 მისცეს სიღრმისეული ცოდნა საბანკო სამართლის ცნების, სისტემის და წყაროების, საბანკო ანგარიშის
სახეების, საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულების შეწყვეტის, საბანკო კრედიტის ცნების და
სამართლებრივი ბუნების, საბანკო კრედიტის სახეების, ანაბრის ცნების და სამართლებრივი ბუნების,
დოკუმენტალური აკრედიტივისა და ინკასოს სამართლებრივი ბუნების, საბანკო გარანტიის, საბანკო
გარანტიის მხარეების, საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციების, საფინანსო სექტორის
ზედამხედველობის, კომერციული ბანკების ფუნქციების, ასევე საკრედიტო კავშირებისა და
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ;
 გამოუმუშავოს საბანკო სამართლის მარეგულირებელი ნორმების ანალიზის, მათი სწორად გამოყენებისა
და განმარტების უნარი.

სწავლის შედეგები
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეიძენს სიღრმისეულ ცოდნას საბანკო სამართლის ცნების,
სისტემის და წყაროების, საბანკო ანგარიშის სახეების, საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულების
შეწყვეტის, საბანკო კრედიტის ცნების და სამართლებრივი ბუნების, საბანკო კრედიტის სახეების, ანაბრის
ცნების და სამართლებრივი ბუნების, დოკუმენტალური აკრედიტივისა და ინკასოს სამართლებრივი
ბუნების, საბანკო გარანტიის, საბანკო გარანტიის მხარეების, საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციების,
ცოდნა და გაცნობიერება
საფინანსო სექტორის ზედამხედველობის, კომერციული ბანკების ფუნქციების, ასევე საკრედიტო
კავშირებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს გაცნობიერებული ექნება საბანკო სამართლის არსი, საბანკო
სამართლის ასევე პრობლემური საკითხების გადაჭრის გზები.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:
ცოდნის პრაქტიკაში
 საბანკო სამართლის პრობლემატური საკითხების იდენტიფიცირებასა და მათი გადაწყვეტისათვის
გამოყენების უნარი
ნორმატიული საფუძვლების მოძიებას;
 საბანკო სამართლის ნორმების განმარტებას და პრაქტიკულ საქმიანობაში სწორად გამოყენებას.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:
დასკვნის უნარი
 საბანკო სამართლის საკითხებზე არსებული პრობლემების ხედვას, პრობლემური საკითხების ანალიზს
და სამართლებრივად დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბებას.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:
კომუნიკაციის უნარი
 საბანკო სამართლის საკითხებზე დებატებში ჩართვას, განსხვავებული აზრის გაგებას და იურიდიული
ტერმინოლოგიის გამოყენებით ზეპირი და წერილობითი ფორმით ცოდნის გადმოცემას.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:
სწავლის უნარი
 საბანკო სამართლის საკითხებზე საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკის და
მეცნიერული სიახლეების მიდევნებას და ცოდნის მუდმივად განახლებას.

ლექცია
სამუშაო ჯგუფში მუშაობა
სწავლება-სწავლის მეთოდები პრაქტიკული მუშაობა
სემინარი
ელექტრონული რესურსით სწავლება
ელექტრონული სწავლება
სხვა

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება


სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება წარმოებს 100-ქულიანი სისტემით. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის
დონის შეფასება მოიცავს შუალედურ შეფასებას (მაქსიმუმ 60 ქულა) და დასკვნით შეფასებას (მაქსიმუმ 40 ქულა), რომელთა ჯამი
წარმოადგენს საბოლოო შეფასებას (100 ქულა).

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური შეფასების კომპონენტებია ზეპირი გამოკითხვა და შუალედური წერითი
გამოცდა. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური შეფასების თითოეულ კომპონენტს გააჩნია თა ვისი წილი
შუალედური შეფასების 60 ქულის ფარგლებში. სტუდენტის შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ხვედრითი წილი
შეადგენს 21 ქულას.

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის დასკვნითი შეფასების კომპონენტია დასკვნითი წერითი გამოცდა. დასკვნითი წერითი გა-
მოცდა სავალდებულოა. დასკვნით წერით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებით
დააგროვილი აქვს მინიმუმ 21 ქულა. სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებით დაგროვილი არ ექნება შუალედური შეფასების
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ანუ მინიმუმ 21 ქულა, დასკვნით წერით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი შეფასების მინიმალური
კომპეტენციის ზღვარის ხვედრითი წილი შეადგენს 20 ქულას. დასკვნითი შეფასება ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ
სტუდენტი დასკვნით წერით გამოცდაზე დააგროვებს მინიმუმ 20 ქულას.

სასწავლო კურსი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ შუალედური შეფასებისა და დასკვნითი შეფასების (40 ქულა) გათვალისწი-
ნებით სტუდენტი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას. სტუდენტს კრედიტი ენიჭება კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
დადებითი შეფასება
A - ფრიადი შეფასების 91-100 ქულა
B - ძალიან კარგი მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა
C - კარგი მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა
D - დამაკმაყოფილებელი მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა
E - საკმარისი მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა
უარყოფითი შეფასება
მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა (სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა
FX - ვერ ჩააბარა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება. ამასთან, დამატებითი
გამოცდა შეიძლება დანიშნოს დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 კალენდარულ
დღეში).
მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები (სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და
F - ჩაიჭრა
მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი)
შეფასების ფორმები და კომპონენტები
N შეფასების ფორმები და კომპონენტები რაოდენობა თითოეულის მაქსიმალური შეფასება მაქსიმალური ქულა

1 შუალედური შეფასება, მათ შორის: 60 ქულა

1.1 ზეპირი გამოკითხვა 10 3 30


1.2. შუალედური წერითი გამოცდა 1 30 30
2 დასკვნითი შეფასება 40 ქულა
2.1. დასკვნითი წერითი გამოცდა 1 40 40
სულ 100 ქულა
შუალედური შეფასების კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები
კომპონენტები მეთოდები და კრიტერიუმები
სტუდენტის ზეპირი გამოკითხვა ფასდება 3 ქულით. შუალედური შეფასების ფარგლებში, სემესტრის განმავლობაში,
სტუდენტი ზეპირი ფორმით გამოიკითხება ათჯერ. შესაბამისად, ზეპირ გამოკითხვებში სტუდენტმა შეიძლება
დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა (10X3), რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია.

ზეპირი გამოკითხვა ტარდება მოხსენებების, დისკუსიისა და კითხვა-პასუხის ფორმატში.ზეპირი გამოკითხვის


შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებები (შეფასების მეთოდები): პრეზენტაცია, პრაქტიკული/თეორიული
დავალების შესრულება, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, დისკუსიაში მონაწილეობა.

ზეპირი გამოკითხვისას შეფასების კრიტერიუმებია: პასუხის ფორმულირება და გადმოცემა, იურიდიული


ზეპირი ტერმინოლოგიის დაცვა, სამართლებრივი მსჯელობა.
გამოკითხვა ქულა ზეპირი გამოკითხვის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტი კარგადაა მომზადებული, პასუხი მკაფიოდ და ადეკვატურადაა ფორმულირებული, მისი
3
სამართლებრივი მსჯელობა მაღალ დონეზეა. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას
სტუდენტი მომზადებულია, პასუხი მკაფიოდ და ადექვატურადაა ფორმულირებული, თუმცა შეკვეცილია.
2
მისი სამართლებრივი მსჯელობა კარგია. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას
სტუდენტი არ არის კარგად მომზადებული., პასუხი არასრულადაა ფორმულირებული, მისი სამართლებრივი
1
მსჯელობა ფრაგმენტულია, ხოლო იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია
სტუდენტი ფაქტიურად მოუმზადებელია, პასუხი ბუნდოვანი და არაადეკვატურია. მისი სამართლებრივი
0
მსჯელობა არსებითად მცდარია, იგი არ იყენებს იურიდიული ტერმინოლოგიას
შუალედური
წერითი გამოცდა
შუალედური შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს შუალედურ წერით გამოცდას. შუალედური წერითი გამოცდა
ტარდება მე-8-მე-9 სასწავლო კვირას. შუალედურ წერით გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 30
ქულა, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია.

შუალედური წერითი გამოცდას შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებები (შეფასების მეთოდები): ღია
კითხვები და კაზუსი. შუალედური წერითი გამოცდა მოიცავს 8 ღია კითხვასა და 1 კაზუსს. შუალედური წერითი
გამოცდისას ღია კითხვა ფასდება მაქსიმუმ 3 ქულით, კაზუსი - 6 ქულით.

ღია კითხვის შეფასების კრიტერიუმებია: თეორიული მასალის ცოდნა, საკითხის ლოგიკური, თანმიმდევრული და
ადეკვატური გადმოცემა, იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა, სამართლებრივი მსჯელობა, სამართლებრივი
ანალიზი.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 3 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
ქულა ღია კითხვის (თეორიული საკითხის) შეფასების კრიტერიუმები
პასუხი სრულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, საკითხი ლოგიკურად,
3 თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია.
სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი მაღალ დონეზეა.
პასუხი სრულია. სტუდენტი დამაკმაყოფილებელად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ
2 მასალას. საკითხი ლოგიკურად და ადეკვატურად არის გადმოცემული, თუმცა არათანმიმდევრულია.
იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი დამაკმაყოფილებელია.
პასუხი ნაკლოვანია. სტუდენტი ვერ ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
1 გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები. იურიდიული
ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი არადამაკმაყოფილებელია.
0 პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
კაზუსის შეფასების კრიტერიუმებია: კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის აღქმა, ჰიპოთეზის შედგენა, მსჯელობის
თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი, თეორიული მასალის ცოდნა, სამართლის ძირითადი ღირებულებებისა
და პრინციპების გააზრება და გამოყენება, იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა და ენობრივი სტილი, საბოლოო
დასკვნა.
ქულა კაზუსის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტს ზედმიწევნით კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის
შედგენილია სწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი მაღალ დონეზეა.
6 სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს თეორიული მასალას, გააზრებული აქვს და კაზუსის ამოხსნისას
იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი
სტილი დაცულია, საბოლოო დასკვნა სრულია და ზედმიწევნით სწორეა.
სტუდენტს კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია სწორად,
მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი კარგია. სტუდენტი კარგად ფლობს თეორიული
5 მასალას, გააზრებული აქვს და კაზუსის ამოხსნისას იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და
პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი დაცულია, საბოლოო დასკვნა სრულია და
სწორეა.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია
სწორად, თუმცა მსჯელობა არათანმიმდევრულია და სამართლებრივი ანალიზი . სტუდენტი
4 დამაკმაყოფილებელად ფლობს თეორიული მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის
ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი დაცულია,
საბოლოო დასკვნა დამაკმაყოფილებელია.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია
სწორად, თუმცა მსჯელობა არათანმიმდევრულია და სამართლებრივი ანალიზი. სტუდენტი საკმარისად
3 ფლობს თეორიული მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა
და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი ნაკლოვანია, საბოლოო დასკვნა
შეკვეცილი და ფრაგმენტულია.
სტუდენტს არასწორად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია
არასწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი არადამაკმაყოფილებელია.
1-2 სტუდენტი ვერ ფლობს ფლობს თეორიული მასალას და კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის
ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ხოლო
ენობრივი სტილი ნაკლოვანია, საბოლოო დასკვნა ნაკლოვანია.
0 პასუხი კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
დასკვნითი შეფასების კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები
კომპონენტები მეთოდები და კრიტერიუმები
დასკვნითი შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს დასკვნით წერით გამოცდას. დასკვნითი წერითი გამოცდა
ტარდება მე-16-მე-19 სასწავლო კვირას. დასკვნით წერით გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 40
ქულა, რაც საბოლოო შეფასების 40 პროცენტის ტოლია.

დასკვნითი წერითი გამოცდის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებები (შეფასების მეთოდები): კაზუსი და
ღია კითხვები. დასკვნითი წერითი გამოცდა მოიცავს ერთ კაზუსსა და 15 ღია კითხვას. დასკვნითი წერითი
დასკვნითი გამოცდასას კაზუსი ფასდება 10 ქულით, ხოლო თითოეული ღია კითხვა - 2 ქულით.
წერითი გამოცდა
კაზუსის შეფასების კრიტერიუმებია: კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის აღქმა, ჰიპოთეზის შედგენა, მსჯელობის
თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი, თეორიული მასალის ცოდნა, სამართლის ძირითადი ღირებულებებისა
და პრინციპების გააზრება და გამოყენება, იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა და ენობრივი სტილი, საბოლოო
დასკვნა.
ქულა კაზუსის შეფასების კრიტერიუმები
10-9 სტუდენტს ზედმიწევნით კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის
შედგენილია სწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი მაღალ დონეზეა.
სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს თეორიული მასალას, გააზრებული აქვს და კაზუსის ამოხსნისას

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 4 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი
სტილი დაცულია, საბოლოო დასკვნა სრულია და ზედმიწევნით სწორეა.
სტუდენტს კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია სწორად,
მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი კარგია. სტუდენტი კარგად ფლობს თეორიული
8-7 მასალას, გააზრებული აქვს და კაზუსის ამოხსნისას იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და
პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი დაცულია, საბოლოო დასკვნა სრულია და
სწორეა.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია
სწორად, თუმცა მსჯელობა არათანმიმდევრულია და სამართლებრივი ანალიზი . სტუდენტი
6-5 დამაკმაყოფილებელად ფლობს თეორიული მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის
ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი დაცულია,
საბოლოო დასკვნა დამაკმაყოფილებელია.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია
სწორად, თუმცა მსჯელობა არათანმიმდევრულია და სამართლებრივი ანალიზი. სტუდენტი საკმარისად
4-3 ფლობს თეორიული მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა
და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი ნაკლოვანია, საბოლოო დასკვნა
შეკვეცილი და ფრაგმენტულია.
სტუდენტს არასწორად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია
არასწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი არადამაკმაყოფილებელია.
2-1 სტუდენტი ვერ ფლობს ფლობს თეორიული მასალას და კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის
ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ხოლო
ენობრივი სტილი ნაკლოვანია, საბოლოო დასკვნა ნაკლოვანია.
0 პასუხი კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმებია: თეორიული მასალის ცოდნა, საკითხის ლოგიკური,
თანმიმდევრული და ადეკვატური გადმოცემა, იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა, სამართლებრივი მსჯელობა,
სამართლებრივი ანალიზი.
ღია კითხვის შეფასების კრიტერიუმებია: კითხვის აღქმა და პასუხის დასაბუთება, თეორიული მასალის ცოდნა,
სამართლებრივი მსჯელობა.
ქულა ღია კითხვის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტს კარგად აქვს აღქმული შეკითხვის არსი. პასუხი არგუმენტირებულად დასაბუთებულია,
2
სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს თეორიული მასალას, სამართლებრივი მსჯელობა ძალიან კარგია.
სტუდენტს აღქმული აქვს შეკითხვის არსი. პასუხი დასაბუთებულია, სტუდენტი ფლობს თეორიული
1
მასალას, სამართლებრივი მსჯელობა დამაკმაყოფილებელია.
0 პასუხი შეკითხვის არსის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

 სამოქალაქო კოდექსის ახალი კომენტარი - www.gccc.ge;


ძირითადი ლიტერატურა  საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი მეოთხე, ტომი მეორე, გამომცემლობა „სამართალი“,
თბ., 2001.
 ზ. გაბისონია, საბანკო სამართალი, თბ., 2017.

 საქართველოს კონსტიტუცია (1995 წლიs 24 აგვისტო); https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346


 საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702
 „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონი;
https://matsne.gov.ge/ka/document/view/28408
 „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 23 თებერვლის კანონი;
https://matsne.gov.ge/ka/document/view/32962
 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის ორგანული კანონი;
https://matsne.gov.ge/ka/document/view/101044
 „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი;
https://matsne.gov.ge/ka/document/view/24328
ნორმატიული აქტები
 „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს 2002 წლის 4
ივლისის კანონი; https://matsne.gov.ge/ka/document/view/1894;
 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №24/04, 2011 წლის 7 აპრილი - ,,საბანკო
დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”;
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1279467;
 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №151/04, 2016 წლის 23 დეკემბერი - ,,ფინანსური
ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების
შესახებ”; https://matsne.gov.ge/ka/document/view/3500606;
 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №38/04, 2011 წლის 16 მაისი - ,,საგადახდო
ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”; https://matsne.gov.ge/ka/document/view/1328109.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 5 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
 რ. შენგელია, ე. შენგელია, საბანკო სამართლის საფუძვლები, თბ., 2014.
 ბ. ყიფიანი, საბანკო-სამართლებრივი ურთიერთობების საფუძვლები, თბ., 2002;
 საბანკო სამართალი, ნორმატიული აქტების კრებული, თბ., 2008;
დამატებითი ლიტერატურა  თ. შოთაძე, იპოთეკა როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, თბ., 2012;
 თ. ზამბახიძე, საბანკო სამართალი, თბ., 2004;
 რ. შენგელია, საქართველოს საფინანსო სამართალი, მეორე გამოცემა, თბ., 2009;
 რ. კაკულია და სხვები, საბანკო საქმე, თბ., 2010.

www.nbg.gov.ge
ინტერნეტ-რესურსები www.supremecourt.ge
www.gcc.ge

სასწავლო კალენდარი
კვირა სწავლების მეთოდი საათი შეფასების კომპონენტი მაქსიმალური შეფასება
1-ლი კვირა ლექცია 2 სთ.
ლექცია 1 სთ.
მე-2 კვირა
სემინარი 1 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 1 სთ.
მე-3 კვირა
სემინარი 1 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 1 სთ.
მე-4 კვირა
სემინარი 1 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 1 სთ.
მე-5 კვირა
სემინარი 1 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 1 სთ.
მე-6 კვირა
სემინარი 1 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 1 სთ.
მე-7 კვირა
სემინარი 1 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
მე-7- მე-8 კვირა 2 სთ. შუალედური წერითი გამოცდა 30 ქულა
მე-10 კვირა ლექცია 2 სთ.
ლექცია 1 სთ.
მე-11 კვირა
სემინარი 1 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 1 სთ.
მე-12 კვირა
სემინარი 1 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 1 სთ.
მე-13 კვირა
სემინარი 1 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 1 სთ.
მე-14 კვირა
სემინარი 1 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
მე-15 კვირა ლექცია 2 სთ.
მე-16-მე-19 კვირა 3 სთ. დასკვნითი წერითი გამოცდა 40 ქულა

სასწავლო კურსის შინაარსი


კვირა სწავლების მეთოდი შინაარსიშინაარსი/შეფასების კომპონენტი/მაქსიმალური შეფასება
1 ლექცია (2 სთ.) საუბარი სასწავლო კურსის მოცულობაზე და პროცესის წარმართვის მეთოდებზე, შეფასების სისტემაზე
და სავალდებულო ლიტერატურაზე.

თემა 1. საბანკო სამართლის ცნება, სისტემა და წყაროები, შესავალი საბანკო ანგარიშსწორებაში

განსახილველი საკითხები:

შესავალი საბანკო სამართალში, საბანკო სამართლის ცნება, სისტემა და ძირითადი წყაროები,


ანგარიშსწორების ხელშეკრულების არსი და სამართლებრივი ბუნება.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი მეოთხე, ტომი მეორე, თბ., 2001, მუხლი 859;

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 6 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
 ზ. გაბისონია, საბანკო სამართალი, თბ., 2012, gv. 14-42; 144-155;
 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №24/04, 2011 წლის 7 აპრილი - ,,საბანკო
დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”, მუხლები 4,
6, 7, 10.
თემა 2. საბანკო ანგარიშის სახეები, საბანკო ანგარიშის გნაკარგვა

განსახილველი საკითხები:

ანგარიშის ამონაწერების მიცემის ვალდებულება, ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერაა, ანგარიშის


მფლობელის დავალების გაუქმების შედეგები, საბანკო ანგარიშის სახეები
2 ლექცია (1 სთ.)
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, თბილისი, 2001, მუხლები 860-863;
 გაბისონია, საბანკო სამართალი, 2012, gv. 155-159;
 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №24/04, 2011 წლის 7 აპრილი - ,,საბანკო
დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”, მუხლები 1,
2, 3, 5, 5¹, 8¹.
სემინარი (1 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 3. საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულების შეწყვეტა, საბანკო ანგარიშსწორებასთან
დაკავშირებული ინსტრუმენტები - ჩეკები, პლასტიკური ბარათები, ინტერნეტ ბანკინგი

განსახილველი საკითხები:

კანონქვემდებარე აქტები საბანკო ანგარიშთან დაკავშირებით (ეროვნული ბანკის რეგულაციები), საბანკო


პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორება, საბანკო კონფიდენციალობა, საბანკო ანგარიშსწორების
ლექცია (1 სთ.) ხელშეკრულების შეწყვეტა, გადახდა ჩეკის საფუძველზე, ჩეკის ინკასირება.
3 ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, თბილისი, 2001, მუხლები 864-866;
 გაბისონია, საბანკო სამართალი, 2012, gv. 160-170;
 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №24/04, 2011 წლის 7 აპრილი - ,,საბანკო
დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”, მუხლი 12;
 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №38/04, 2011 წლის 16 მაისი - ,,საგადახდო
ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” (სრულად).
სემინარი (1 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 4. საბანკო კრედიტის ცნება და სამართლებრივი ბუნება

განსახილველი საკითხები:

საბანკო კრედიტის ცნება და სამართლებრივი ბუნება, საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთები


დამატებითი უზრუნველყოფის გამოყენება, კანონქვემდებარე აქტები საბანკო კრედიტთან
დაკავშირებით (ეროვნული ბანკის რეგულაციები).
4 ლექცია (1 სთ.) ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი მეოთხე, ტომი მეორე, თბ., 2001, მუხლები
867-870;
 ზ. გაბისონია, საბანკო სამართალი, თბ., 2012, gv. 171-187;
 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №151/04, 2016 წლის 23 დეკემბერი -
,,ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის
წესის დამტკიცების შესახებ”, მუხლები 1-6.
სემინარი (1 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
ლექცია (1 სთ.) თემა 5. საბანკო კრედიტის სახეები, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტა

განსახილველი საკითხები:

5 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტა, ზიანის ანაზღაურება კრედიტის ვადამდე


დაბრუნებისათვის, საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტა კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნებისას,
საბანკო კრედიტის სახეები.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი მეოთხე, ტომი მეორე, თბ., 2001, მუხლი 871-
873.
 ზ. გაბისონია, საბანკო სამართალი, თბ., 2012 gv. 187-199;
 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №151/04, 2016 წლის 23 დეკემბერი -

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 7 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
,,ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის
წესის დამტკიცების შესახებ”, მუხლები 6-14.
სემინარი (1 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 6. ანაბრის ცნება და სამართლებრივი ბუნება

განსახილველი საკითხები:

ანაბრის ცნება და სამართლებრივი ბუნება, საკრედიტო დაწესებულების ხელმძღვანელთა


პასუხისმგებლობა, შემნახველი წიგნაკი, კანონქვემდებარე აქტები საბანკო ანაბართან დაკავშირებით
ლექცია (1 სთ.) (ეროვნული ბანკის რეგულაციები), ანაბრის ცალკეული სახეები.
6
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ახალი კომენტარი - www.gccc.ge -მუხლი 874-875;
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი მეოთხე, ტომი მეორე, თბ., 2001, მუხლი 874-
875;
 ზ. გაბისონია, საბანკო სამართალი, თბ., 2012, gv. 200-213.
სემინარი (1 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
ლექცია (1 სთ.) თემა 7. დოკუმენტალური აკრედიტივისა და ინკასოს სამართლებრივი ბუნება. საბანკო გარანტია

განსახილველი საკითხები:

7 დოკუმენტალური აკრედიტივისა და ინკასოს ცნება და სამართლებრივი ბუნება, საინკასო დავალება,


საერთაშორისო მიმოქცევის ჩვეულებები

საბანკო გარანტიის ცნება და სამართლებრივი ბუნება, საზღაური საბანკო გარანტიისათვის, გარანტის


ვალდებულების დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისაგან, საბანკო გარანტიის გამოთხოვის
დაუშვებლობა, ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის სხვა პირისათვის გადაცემის დაუშვებლობა,
საბანკო გარანტიის შესვლა ძალაში.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ახალი კომენტარი - www.gccc.ge - მუხლი 876-877-878;
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, თბილისი, 2001 მუხლი 876-878;
 გაბისონია, საბანკო სამართალი, 2017, გვ. 214-224.
სემინარი (1 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
8-9 შეფასების კომპონენტი - შუალედური წერითი გამოცდა. მაქსიმალური შეფასება - 30 ქულა
თემა 8. საბანკო გარანტიის მხარეები და სახეები

განსახილველი საკითხები:

მოთხოვნის წარდგენის ფორმა საბანკო გარანტიაში, გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მოთხოვნის


მიღებისას, გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მოთხოვნის მიღებისას, გარანტის უარი
10 ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, გარანტის ვალდებულების ფარგლები, გარანტის
ლექცია (2 სთ.)
ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლები, რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, საბანკო
გარანტიის მხარეები.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, თბილისი, 2001, მუხლი 885-890;
 გაბისონია, საბანკო სამართალი, 2017, gv. 239-255.
თემა 9. საქართველოს ეროვნული ბანკი

განსახილველი საკითხები:
ლექცია (1 სთ.)
საქართველოს ეროვნული ბანკის არსი და ფუნქციების ზოგადი მიმოხილვა, მისი ორგანიზება,
მმართველობა და ფუნქციები.
ძირითადი ლიტერატურა:
11  „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის ორგანული
კანონი, მუხლები 1-15;
 ზ. გაბისონია, საბანკო სამართალი, თბ., 2012, gv. 43-54.
სემინარი (1 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
12 თემა 10. საფინანსო სექტორის ზედამხედველობა
ლექცია (1 სთ.)
განსახილველი საკითხები:

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 8 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი
საქართველოს ეროვნული ბანკის ურთიერთობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საფინანსო სექტორის
ზედამხედველობა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.
ძირითადი ლიტერატურა:
 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის ორგანული
კანონი, მუხლები 16-20, 40, 49, 66;
 ზ. გაბისონია, საბანკო სამართალი, თბ., 2012, gv. 43-54.
სემინარი (1 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 11. კომერციული ბანკები
13
განსახილველი საკითხები:

ზოგადი დებულებები კომერციული ბანკების შესახებ, ლიცენზირება, კომერციული ბანკების


ლექცია (1 სთ.) მმართველობა.
ძირითადი ლიტერატურა:
 „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 23 თებერვლის კანონი,
მუხლები 1-10;
 ზ. გაბისონია, საბანკო სამართალი, თბ., 2012, გვ. 73-90.
სემინარი (1 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 12. კომერციული ბანკების ანგარიშგება, დარღვევები და სანქციები

განსახილველი საკითხები:
14 ლექცია (1 სთ.)
კომერციული ბანკების ანგარიშგება, დარღვევები და სანქციები, დროებითი ადმინისტრაცია და
ლიკვიდაცია, კომერციული ბანკების საკუთრების უფლება და მართვა, საოპერაციო მოთხოვნები.
ძირითადი ლიტერატურა:
 „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 23 თებერვლის კანონი,
მუხლები 10-16, 20-22, 27, 30-37;
 ზ. გაბისონია, საბანკო სამართალი, თბ., 2012, 74-109.
სემინარი (1 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 13. საკრედიტო კავშირები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები

განსახილველი საკითხები:

საკრედიტო კავშირებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების არსი და სამართლებრივი დახასიათება


15
ლექცია (2 სთ.) ძირითადი ლიტერატურა:
 „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი
(სრულად);
 „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს 2002
წლის 4 ივლისის კანონი (სრულად);
 ზ. გაბისონია, საბანკო სამართალი, თბ., 2012, გვ. 110-143.
16-19 შეფასების კომპონენტი - დასკვნითი წერითი გამოცდა. მაქსიმალური შეფასება - 40 ქულა

სილაბუსის ავტორი ლევან გოთუა

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 9 სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი

You might also like