You are on page 1of 8

სილაბუსი

აკადემიურიწელი 2021-2022 სემესტრი III/IV

კოდი დასახელება სოციოლოგია

4 (112 საათი)
საკონტაქტო საათი - 38
 ლექცია - 16
ტიპი ძირითადი ECTS კრედიტი  სემინარი - 16
 ქვიზი - 4
 დასკვნითი გამოცდა - 2
დამოუკიდებელი საათი- 74

ენა ქართული აუდიტორია -

ლაშა მათიაშვილი ელექტრონული l.matiashvili@freeuni.edu.ge


ლექტორი
ილონა გოგია ფოსტა i.gogia@freeuni.edu.ge
კონსულტაცია დაინიშნება ინდივიდუალურად სტუდენტის საჭიროებისამებრ დანიშნულ დროს.

აღწერა

სოციოლოგიის კურსის ფარგლებში სტუდენტი გაეცნობა ბაზისურ სოციოლოგიურ კატეგორიებსა და ცნებებს.


აგრეთვე, კლასიკური, მოდერნული თუ პოსტმოდერნული სოციალური თეორიების ფუნდამენტურ პრობლემებს.
სტუდენტი ყოველდღიური სოციალური სინამდვილის კონტექსტში გაიაზრებს ისეთი ძირითადი სოციალური
ინსტიტუტების ფუნქციონირების წესსა და მნიშვნელობას, როგორიცაა ოჯახი, რელიგია, განათლება, პოლიტიკა
და სხვა სოციალური სისტემები. კურსი აგებულია თეორიული პარადიგმების ემპირიულ პრაქტიკაში გამოყენების
შესაძლებლობაზე და სოციალური მოვლენების არა რედუქციონისტული, არამედ მულტიფაქტორული ახსნის
პრინციპზე.

კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან საზოგადოებაში მოქმედ იმ ბაზისურ მექანიზმებს, რომლებიც


შესაძლებელს ხდის სოციალური წესრიგის არსებობას. კურსი სტუდენტებს წარმოუდგენს:
 სოციოლოგიის კლასიკურ და თანამედროვე თეორიებს;
 სოციოლოგიური კვლევის მეთოდების მიმოხილვას;
 სოციალური ინსტიტუტების, სოციალური ცვლილებების, ჯგუფური ქცევის და სხვა სოციალური
ფენომენების არსს.
 პიროვნების, ჯგუფის და უფრო ფართო სოციუმის ურთიერმიმართებას.

გარდა ამისა, ყურადღება ეთმობა ტრანზიტული საზოგადოებების პრობლემებს, რაც სტუდენტებს საშუალებას
მისცემს გაიაზრონ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სოციოლოგიურ პერსპექტივაში.

პრერეკვიზიტი
არ აქვს

სწავლის მიზანი
კურსის მიზნებია:
 მიაწოდოს სტუდენტს ცოდნა სოციოლოგიის ძირითადი პარადიგმების, ცნებებისა და კვლევის
მეთოდების შესახებ;
 განუვითაროს სტუდენტს სოციალური წესრიგის გააზრების უნარი სხვადასხვა სოციალური ინსტიტუტის
(პოლიტიკა, რელიგია, კულტურა და ა.შ) ურთიერთქმედების ტერმინებში;
 განუვითაროს სტუდენტს უნარი დაინახოს ერთი მოვლენა, როგორც რამდენიმე სოციალური და
ინდივიდუალური ფაქტორის ურთიერთქმედების შედეგი;
 განუვითაროს სტუდენტს უნარი ერთმანეთისგან გაარჩიოს შეფასებითი (ნორმატიული, იდეოლოგიური)
და ფაქტის (მეცნიერული) მსჯელობები.

სწავლის შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ:

 სტუდენტმა იცის სოციოლოგიის კლასიკური და თანამედროვე თეორიები;


 სტუდენტი იაზრებს სოციალური ინსტიტუტების, სოციალური ცვლილებების, ჯგუფური ქცევის და სხვა
სოციალური ფენომენების არსს;
 სტუდენტი აცნობიერებს პიროვნების, ჯგუფის და უფრო ფართო სოციუმის ურთიერმიმართებას;
 სტუდენტი იაზრებს სოციოლოგიური კვლევის მეთოდების პრინციპებს;
 სტუდენტს შეუძლია სოციალური მოვლენების არაშეფასებით (არაიდეოლოგიზირებული) ანალიზი;
 სტუდენტს შუძლია სოციალური მოვლენების მულტიფაქტორული გააზრება;
 სტუდენტი იყენებს სოციოლოგიურ თეორიებს მაკრო და მიკროსოციუმის ანალიზის პროცესში;
 სტუდენტი ინტერდისციპლინარულ ჭრილში განიხილავს სოციალურ მოვლენებს;
 სტუდენტი სხვებს წარუდგენს და უზიარებს საკუთარ მოსაზრებს, მიგნებებს, ანალიზის შედეგებს;
 სტუდენტი აყალიბებს საკუთარ დასაბუთებულ პოზიციიას.

სწავლების და სწავლის მეთოდები


კურსის განმავლობაში გამოყენებული იქნება სწავლებისა და სწავლის შემდეგი მეთოდები:
 წიგნზე მუშაობის მეთოდი
 წერითი მუშაობის მეთოდი
 დისკუსია
 ვერბალური მეთოდი
 ახსნა-განმარტებითი მეთოდი
 ანალიზის მეთოდი

შეფასებისსისტემა
სტუდენტის ცოდნა შეფასდება 100 ქულიანი სისტემით.

სტუდენტის ცოდნა ფასდება შუალედური და დასკვნითი შეფასებებით.

დასკვნითი შეფასება არის სავალდებულო. თუ სტუდენტი არ მიიღებს დასკვნით შეფასებას, მას კურსი არ
ჩაეთვლება გავლილად.

სტუდენტს კრედიტი ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან გადალახა შუალედური შეფასებისა და დასკვნითი
შეფასებისათვის განსაზღვრული მინიმალური ზღვრები და მიიღო დადებითი შეფასება თითოეულ მათგანში.

შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 12 ქულა.


დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 8 ქულა.

შენიშვნა: შუალედური გამოცდის აღდგენა არ ხდება.

სტუდენტს შეუძლია გავიდეს განმეორებით გამოცდაზე ან გაიმეოროს დასკვნითი დავალება (Fx):

2
 თუ სტუდენტმა გადალახა შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ვერ გადალახა
დასკვნითი გამოცდის/დავალების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და შუალედური შეფასების
შედეგად უგროვდება 41 და მეტი ქულა/% (მათ შორის, შესაძლოა 41-ზე მეტი სილაბუსის შეფასების
სისტემის შესაბამისად).
 თუ სტუდენტმა გადალახა შუალედური და დასკვნითი შეფასებების მინიმალური კომპეტენციის ზღვრები
და ორივე შეფასების შედეგად უგროვდება 41-50 ქულა/%.

გადაბარებაზე გასვლის წესი და შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები იხილეთ ბაკალავრიატის


დებულებაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის კოდექსის


პლაგიატსა და აკადემიურ თაღლითობასთან დაკავშირებული მე-5 მუხლის ნებისმიერი ქვეპუნქტის დარღვევის
შემთხვევაში სტუდენტს საგანში უფორმდება F შეფასება და იღებს წერილობით გაფრთხილებას. შემთხვევის
სიმძიმის გათვალისწინებით შეიძლება დადგეს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გადაწყვეტილება.

თუ სტუდენტი ვერ ახერხებს საგნის შეფასების რომელიმე კომპონენტზე დასწრებას და სურს აღდგენა,
უშუალოდ შეფასების კომპონენტის დადგომამდე, წინასწარ უნდა გაიაროს კონსულტაცია მართვისა და
საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კოორდინატორთან. აღნიშნული წარმოადგენს შეფასების აღდგენის
აუცილებელ (მაგრამ არა საკმარის) წინაპირობას.

შუალედური შეფასება
შუალედური გამოცდა - მაქსიმალური 40 ქულა.
სემესტრის განმავლობაში სტუდენტმა უნდა დაწეროს 1 შუალედური გამოცდა. შუალედური გამოცდა ჩატარდება
დახურული წიგნის პრინციპით. გამოცდა მოიცავს:

5 ღია კითხვა და თითოეული ფასდება 6 ქულით (ჯამში 30 ქულა). ღია კითხვის შეფასების კრიტერიუმები:
 6-5: სტუდენტი იცნობს თეორიულ მასალას და ადეკვატურად იყენებს საკუთარ თეზისზე მსჯელობის ან
ემპირიული ამოცანის ამოხსნის პროცესში; სტუდენტის ლოგიკური არგუმენტაცია ცხადი და
თანმიმდევრულია;
 4-3: სტუდენტი იცნობს თეორიულ მასალას, თუმცა უჭირს მისი ადეკვატურად გამოყენება; სტუდენტის
ლოგიკური არგუმენტაცია მეტ-ნაკლებად თანმიმდევრულია.
 2-1: სტუდენტი ცუდად/ზედაპირულად იცნობს თეორიულ მასალას და უჭირს მისი ადეკვატურად
გამოყენება; სტუდენტის არგუმენტაციას სიცხადე და თანმიმდევრულობა აკლია;
 0: სტუდენტი ვერ ავლენს თეორიული მასალის ცოდნას; სტუდენტის ნაშრომში არ არის მოცემული
არგუმენტები.

4 მრავალპასუხიან კითხვას (MCQ) ან ქეისის ანალიზს (ჯამში 10 ქულა).


მრავალპასუხიანი შეკითხვების შემთხვევაში, თითოეული საკითხი ფასდება 2,5 ქულით (სწორი პასუხი - 2,5;
არასწორი პასუხი - 0) (ჯამში 10 ქულა).
ქეისის ანალიზის შემთხვევაში, სტუდენტს მიეცემა 1 ქეისი, რომელიც შეფასდება მაქსიმუმ 10 ქულით და
შემდეგნაირად:
 10: პრობლემის არსი აქვს გააზრებული, ამომწურავად განიხილავს პრობლემას, პასუხობს საკითხს და
ავლენს შესაბამისი გავლილი მასალის სიღრმისეულ ცოდნას. ლოგიკურად, თანმიმდევრულად და
სტრუქტურირებულად აყალიბებს აზრს.
 9-7: პრობლემის არსი აქვს გააზრებული, განიხილავს პრობლემას, პასუხობს საკითხს და ავლენს
შესაბამისი გავლილი მასალის კარგ ცოდნას, აღინიშნება რამდენიმე უზუსტობა. ლოგიკურად,
თანმიმდევრულად და სტრუქტურირებულად აყალიბებს აზრს.
 6-4: პრობლემის არსი მეტ-ნაკლებად გააზრებულია, სტუდენტი განიხილავს პრობლემას, პასუხობს
საკითხს და ავლენს შესაბამისი გავლილი მასალის დამაკმაყოფილებელ ცოდნას, აღინიშნება რამდენიმე
არსებითი შეცდომა. პასუხი საჭიროებს მეტ ლოგიკურობას, თანმიმდევრულობას.

3
 3-1: პრობლემის არსი ნაკლებად არის გააზრებული, სტუდენტი ზედაპირულად განიხილავს პრობლემას,
და ავლენს შესაბამისი გავლილი მასალის ზედაპირულ ცოდნას. პასუხი საჭიროებს მეტ ლოგიკურობას,
თანმიმდევრულობას.
 0: სტუდენტმა უპასუხოდ დატოვა ქეისი, ან მის მიერ წარმოდგენილი ანალიზი არარელევანტურია.

სასემინაწო აქტივობა - მაქსიმალური 20 ქულა.

სემესტრის განმავლობაში სტუდენტმა მონაწილეობა უნდა მიიღოს სასემინარო აქტივობებში. სასემინარო


აქტივობები შესაძლოა ჩატარდეს სხვადასხვა საკითხის განხილვის/დისკუსიის თუ პრეზენტაციის სახით.

დისკუსიები/პრეზენტაციები ფასდება შემდეგნაირად:


20: სტუდენტი აქტიურადაა ჩართული ყველა სასემინარო აქტივობაში, სისტემატურად ავლენს გავლილი მასალის
სიღრმისეულ ცოდნას და ამომწურავად პასუხობს ლექტორის შეკითხვებს.
19-15: სტუდენტი აქტიურადაა ჩართული სასემინარო აქტივობის დიდ ნაწილში, სისტემატურად ავლენს გავლილი
მასალის კარგ ცოდნას და კარგად პასუხობს ლექტორის შეკითხვების დიდ ნაწილს.
14-9: სტუდენტი ჩართული სასემინარო აქტივობის ნაწილში (დაახლოებით ნახევარში), ავლენს გავლილი
დამაკმაყოფილებელ ცოდნას და მეტ-ნაკლებად პასუხობს ლექტორის შეკითხვების ნაწილს.
8-3: სტუდენტი ჩართული სასემინარო აქტივობის მცირე ნაწილში, ავლენს გავლილი ზედაპირულ ცოდნას და
მეტ-ნაკლებად პასუხობს ლექტორის შეკითხვების ნაწილს.
2-0 ქულა: სტუდენტი ფაქტობრივად არ მონაწილეობს სასემინარო აქტივობებში.

დასკვნითი შეფასება
ფინალური გამოცდა - მაქსიმალური 40 ქულა
წერითი ფინალური გამოცდა გულისხმობს პასუხს 5 საკითხს (ღია შეკითხვა და/ან ქეისის ანალიზი). ფინალური
გამოცდა ჩატარდება დახურული წიგნის პრინციპით. თითოეული საკითხის მაქსიმალური შეფასებაა 8 ქულა და
ფასდება შემდეგნაირად:
 8-7: სტუდენტი იცნობს თეორიულ მასალას და ადეკვატურად იყენებს საკუთარ თეზისზე მსჯელობის ან
ემპირიული ამოცანის ამოხსნის პროცესში; სტუდენტის ლოგიკური არგუმენტაცია ცხადი და
თანმიმდევრულია;
 6-4: სტუდენტი იცნობს თეორიულ მასალას, თუმცა უჭირს მისი ადეკვატურად გამოყენება; სტუდენტის
ლოგიკური არგუმენტაცია მეტ-ნაკლებად თანმიმდევრულია.
 3-1: სტუდენტი ცუდად/ზედაპირულად იცნობს თეორიულ მასალას და უჭირს მისი ადეკვატურად
გამოყენება; სტუდენტის არგუმენტაციას სიცხადე და თანმიმდევრულობა აკლია;
 0: სტუდენტი ვერ ავლენს თეორიული მასალის ცოდნას; სტუდენტის ნაშრომში არ არის მოცემული
არგუმენტები.

შეფასების შკალა
პროცენტული რიცხვითი ეკვივალენტი 4.0 ბალიან
შეფასება აღწერა
ინტერვალი შკალაში
A ფრიადი 91 – 100 3.39 – 4.0
B ძალიანკარგი 81 – 90 2.78 – 3.38
C საშუალო 71 – 80 2.17 – 2.77
D დამაკმაყოფილებელი 61 – 70 1.56 – 2.16
E საკმარისი 51 – 60 1.0 – 1.55
FX ვერ ჩააბარა (ხელახლა ჩაბარების უფლება) 41 – 50 0
F ჩაიჭრა (საგანი ახლიდან შესასწავლი) 0 - 40 0

მასალები
ძირითადი სახელმძღვანელო:

4
 გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია ენტონი გიდენსის მიხედვით. თბილისი.
 კაჭკაჭიშვილი, ი. (2008). სოციალური თეორია. თბილისი.
 წულაძე, ლ. (2008). რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ
მეცნიერებათა ცენტრი.

დამხმარე ლიტერატურა:

 ბერძენიშვილი, ა. (2011). პოლიტიკური სოციოლოგია. ინტელექტი.


 გოფმანი, ი. (2007). თვითპრეზენტაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში. დიოგენე.
 კალჰუნი, ქ. ლაითი, დ. კელერი, ს. (2008). სოციოლოგია. ისუ გამომცემლობა.
 კაჭკაჭიშვილი, ი. (2008). სოციალური თეორია. თბილისი.
 ვებერი, მ. (2004). რჩეული ნაწერები რელიგიის სოციოლოგიაში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.
 ჰაბერმასი, ი. და რატზინგერი, ი. (2010). თანამედროვე საზოგადოების გამოწვევა. თბილისი.
 Bauman, Z., & May, T. (2019). Thinking sociologically. John Wiley & Sons.
 Giddens, A. (2009). Sociology. 6th Edition. Polity Press.
 Goffman, E. (1961). Asylums: Essays on the Social Situation of Mental Patients and Other Inmates. Anchor Books.
 Castells, M. (2010). The Rise of the Network Society, With a New Preface: Volume I: The Information Age:
Economy, Society, and Culture (Information Age Series). Wiley-Blackwell.
 Foucault, M (1995). Discipline and Punish. The Birth of the Prison. Vintage Books.

მოთხოვნის შემთხვევაში, ლექტორი მიაწოდებს სტუდენტებს დამატებით საკითხავ მასალას და კლასიკურ


სოციოლოგიურ ტექსტებს ინგლისურ ენაზე.

კალენდარული გეგმა

მეცადინეობი
კვირა თემა დავალება
ს ტიპი
შესავალი: რა არის სოციოლოგია?
სოციოლოგიის შესწავლის საგანი; რას ნიშნავს გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია
ლექცია სოციოლოგიური წარმოსახვა? ენტონი გიდენსის მიხედვით.
(1 სთ.) თავი I
1 სოციოლოგიის სათავეებთან (კონტი,
დიურკემი, მარქსი და ვებერი)

სემინარი ლექციაზე გავლილი თემების გარშემო


სასემინარო აქტივობები -
(1 სთ.)
კულტურის სოციოლოგიური ანალიზი.
კულტურა როგორც ღირებულებათა სისტემა. გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია
ლექცია
სოციალიზაციის ფორმები. კულტურა და ენტონი გიდენსის მიხედვით.
(1 სთ.)
იდენტობა. ბავშვის განვითარების თეორიები. თავი II
2

სემინარი ლექციაზე გავლილი თემების გარშემო


სასემინარო აქტივობები -
(1 სთ.)

სოციალური ინტერაქციის ფორმები გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია


ლექცია ყოველდღიური ცხოვრება. რას ნიშნავს ენტონი გიდენსის მიხედვით.
(1 სთ.) სოციალური როლი და სოციალური სტატუსი? თავი IV

5
3 დამატებითი ლიტერატურა:

გოფმანის დრამატურგიული მოქმედების გოფმანი, ი. (2007).


თეორია. თვითპრეზენტაცია ყოველდღიურ
ცხოვრებაში. დიოგენე.

სემინარი ლექციაზე გავლილი თემების გარშემო


სასემინარო აქტივობები -
(1 სთ.)
რას ნიშნავს დევიაცია? დევიაციის ფორმების
მერტონისეული კლასიფიკაცია. გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია
ლექცია
ენტონი გიდენსის მიხედვით.
(1 სთ.) რა არის სოციალური სტიგმატიცაზია? ნორმა
4 თავი VIII
და პათოლოგია, კანონი და დანაშაული.

სემინარი ლექციაზე გავლილი თემების გარშემო


სასემინარო აქტივობები -
(1 სთ.)
სოციალური სტრატიფიკაცია და სოციალური გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია
ლექცია კლასის სტრუქტურა. სოციალური მობილობის ენტონი გიდენსის მიხედვით.
(1 სთ.) ტიპები
5 თავი X
სემინარი ლექციაზე გავლილი თემების გარშემო
სასემინარო აქტივობები -
(1 სთ.)

გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია


ენტონი გიდენსის მიხედვით.
თავი XI
სოციალური ორგანიზაციის ფორმები.
დამატებითი ლიტერატურა:
ფორმალური და არაფორმალური
ლექცია ურთიერთობები. რას არის ბიუროკრატია? 1. Foucault, M (1995). Discipline and
(1 სთ.) ზედამხედველობა და ტოტალური Punish. The Birth of the Prison. Vintage
ინსტიტუტები. ტრანსნაციონალური Books.
6
კორპორაციები.
2. Goffman, E. (1961). Asylums: Essays
on the Social Situation of Mental
Patients and Other Inmates.

სემინარი ლექციაზე გავლილი თემების გარშემო


(1 სთ.) სასემინარო აქტივობები -

სოციოლოგიის თეორიული დილემები:


სტრუქტურა და ქმედება, კონსენსუსი და
კონფლიქტი. გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია
ლექცია
ენტონი გიდენსის მიხედვით.
(1 სთ.) თეორიული მიდგომები: ფუნქციონალიზმი,
7 თავი XXI
სტრუქტურალიზმი, სიმბოლური
ინტერაქციონიზმი, სემიოტიკა და მარქსიზმი.

სემინარი ლექციაზე გავლილი თემების გარშემო


სასემინარო აქტივობები -
(1 სთ.)

6
გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია
ენტონი გიდენსის მიხედვით.
თავი XVI
რელიგიის სოციოლოგია. რელიგიური
ლექცია ინსტიტუტების სოციალური ფუნქცია და
დამატებითი ლიტერატურა:
(1 სთ.) მნიშვნელობა. სეკულარიზაციის პროცესი და
პოსტსეკულარული საზოგადოებები. 1. იურგენ ჰაბერმასი და იოზეფ
8
რატზინგერი, თანამედროვე
საზოგადოების გამოწვევა, თბილისი,
2010.

სემინარი ლექციაზე გავლილი თემების გარშემო 2. ვებერი მ. რჩეული ნაწერები


(1 სთ.) სასემინარო აქტივობები რელიგიის სოციოლოგიაში.
თბილისი, 2004.

გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია


ენტონი გიდენსის მიხედვით.
პოლიტიკური სოციოლოგია: პოლიტიკა
ლექცია თავი XIII
როგორც სოციალური სისტემა. რას ნიშნავს
დამატებითი ლიტერატურა:
(1 სთ.) პოლიტიკური ძალაუფლება?
9
ბერძენიშვილი, ა. (2011).
პოლიტიკური სოციოლოგია.

სემინარი ლექციაზე გავლილი თემების გარშემო


სასემინარო აქტივობები -
(1 სთ.)
გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია
ენტონი გიდენსის მიხედვით.
თავი XIV
ინფორმაციული საზოგადოება და სიმბოლური დამატებითი ლიტერატურა:
ლექცია ძალაუფლება. პოპულარული კულტურა და
(1 სთ.) Castells, M. (2010). The Rise of the
მასმედია. თეორიები მედიის შესახებ
10 Network Society, With a New Preface:
Volume I: The Information Age:
Economy, Society, and Culture
(Information Age Series).
სემინარი ლექციაზე გავლილი თემების გარშემო
სასემინარო აქტივობები -
(1 სთ.)
1. გიდენსი, ე. (2011).
სოციოლოგია ენტონი გიდენსის
მიხედვით.
ლექცია სოციოლოგიური კვლევის მეთოდები: თავი XX
(1 სთ.) რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევა 2. წულაძე, ლ. (2008).
11
რაოდენობრივი კვლევის მეთოდები
სოციალურ მეცნიერებებში. გვ: 4-24.

სემინარი ლექციაზე გავლილი თემების გარშემო


სასემინარო აქტივობები -
(1 სთ.)
12 ლექცია განათლება როგორც სოციალური სისტემა და გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია
(1 სთ.) მისი მნიშვნელობა ინდივიდის ცხოვრებაში. ენტონი გიდენსის მიხედვით.
თავი XIV
7
სემინარი ლექციაზე გავლილი თემების გარშემო
სასემინარო აქტივობები -
(1 სთ.)
ოჯახი და ქორწინება. ნუკლეარული ოჯახი და გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია
ლექცია გაფართოებული ოჯახი. თანაცხოვრების ენტონი გიდენსის მიხედვით.
(1 სთ.) ახალი ფორმები.
13 თავი VII
სემინარი ლექციაზე გავლილი თემების გარშემო
სასემინარო აქტივობები -
(1 სთ.)

თანამედროვე სოციალური ტრანსფორმაციები: გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია


ლექცია ურბანიზაცია და გლობალიზაცია ენტონი გიდენსის მიხედვით.
(1 სთ.) თავი XVII
14

სემინარი ლექციაზე გავლილი თემების გარშემო


სასემინარო აქტივობები -
(1 სთ.)

პოსტმოდერნული სოციალური თეორიები. კაჭკაჭიშვილი, ი. (2008).


სუბიექტის და სტრუქტურის დეცენტრაცია. სოციალური თეორია.
ლექცია თავისუფალი თამაშის ცნება. დიდი გვ: 83-15
(1 სთ.) ნარატივების მსხვრევა და მარგინალური
15
დისკურსების აქტუალიზება დამატებითი: ლექტორის მიერ
მომზადებული მასალა
სემინარი ლექციაზე გავლილი თემების გარშემო
სასემინარო აქტივობები -
(1 სთ.)

სოციალური მოძრაობები და კოლექტიური გიდენსი, ე. (2011). სოციოლოგია


ლექცია
ქმედების ფორმები. ენტონი გიდენსის მიხედვით.
(1 სთ.)
16 თავი XVIII
სემინარი ლექციაზე გავლილი თემების გარშემო
სასემინარო აქტივობები -
(1 სთ.)
დასკვნითი გამოცდა

დამატებითი მოთხოვნები

You might also like