You are on page 1of 8

1. Concept of business and concept of profit A.

TS

* რა არის მოგება?

შემოსავალი  ფული, რომელიც კომპანიამ დააგენერირა თავისი ფუნქციონირების შედეგად.

ხარჯი  ის დანახარჯი, რომელიც კომპანიას სჭირდება პროდუქციის საწარმოებლად,


ხელფასებისთვის და ა. შ.

შემოსავალი - ხარჯი = მოგება


Revenue – Expenses = Profit
(მაგ. Apple-ს აქვს 40 მლრდ მოგება და 200 მლრდ შემოსავალი)

* ყველა ბიზნესი არაა მოგებაზე ორიენტირებული, არსებობენ არამომგებიანი


ორგანიზაციები, მაგალითად: აკადემიური სფერო, უნივერსიტეტები, ბიბლიოთეკები,
საავადმყოფოები. ისინი არ არიან მოგებაზე ორიენტირებულები.

* მოგებაზე არაორიენტულობა არ ნიშნავს შემოსავლის არ ქონას, ეს ნიშნავს მოგების არ


ქონას, შემოსავალი საჭიროა ხარჯების დაფარვისთვის.

ბიზნესის დადებითი მხარეები

* ბიზნესი აწარმოებს იმ სერვისებს და საქონელს,რომელთაც ჩვენ მოვიხმართ. გაიზარდა


არჩევანი და გვაქვს საშუალება შევიძინოთ კეთილდღეობის საგნები. ხალხში გაჩნდა ფული
და დაიწყო ვაჭარობა, განვითარდა ბიზნესი, დასაქმდა ხალხი.
* ბიზნესი ასაქმებს მომუშავეთა უმეტესობას.
* ბიზნესის მოგება ზრდის პიროვნულ შემოსავლებს, ხოლო გადასახადები (შემოსავლის
ნაწილი) ეხმარება სახელმწიფოს.

* ბიზნესი ეხმარება საქველმოქმედო ორგანიზაციებს. (მაგ. Walmart -მა გასცა 30 მილიონი $)


* განვითარდა ეკონომიკა, ეკონომიკის განვითარება ნიშნავს ბიზნესის განვითარებას,
ჩნდება ფული და ჩვენ უფრო და უფრო უკეთესად ვცხოვრობთ.
ბიზნესის უარყოფითი მხარეები

* ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლა (ნავთობზე, ხე-ტყეზე, გლობალური დათბობა)


* მაგალითად ტოიტამ დაივიწყა უსაფრთხოება. მათ ახალ მოდელებს ჰქონდათ ცუდი
სამუხრუჭე სისტემა.სწორედ ამიტომ ტოიტას ბრალი ედებოდა უბედური შემთხვევების
დაფარვასა და თავიანთი მომხმარებლის რისკქვეშ დაყენებაში. ტოიოტამ ,,წაუყრუა“ :)

* მაგალითად ფილიპ მორისი (თამბაქოს მწარმოებელი) მოიხსენიებოდა როგორც


არაეთიკური მოზარდების მიმართ, რადგან კომპანია არეკლამებდა სიგარეტს,როგორც
,,ძალიან მაგარ რაღაცას’’ ,ამის გამო მოზარდები სიგარეტს ეძალებოდნენ.

ბიზნესის გარემო

გარემო ფაქტორები, რომლებიც ბიზნესზე ახდენს ზეგავლენას.

1. შიდა ბიზნეს გარემო

2. გლობალური ბიზნეს გარემო

3. ტექნოლოგიური გარემო

4. პოლიტიკური გარემო

5. სოციო-კულტურული გარემო

6. ეკონომიკური გარემო
1. შიდა ბიზნეს გარემო. (ადგილი, სადაც ბიზნესი ფუნქციონირებს)
საშინაო ბიზნეს გარემო ეწოდება იმ გარემოს, სადაც კომპანია ოპერირებს და იღებს
შემოსავალს.

* ბიზნესების უმრავლესობა ცდილობს ახლოს იყოს თავის კლენტთან. დაამყაროს კარგი


ურთიერთობა თავის მიმწოდებლებთან.
* მაგ. Microsoft -ს აქვს 200ზე მეტი ლოკაცია მსოფლიო მასშტაბით, მიუხედავად იმისა, რომ
იგი პროდუქციას ყიდის ონლაინ და სულაც არ სჭირდება ოფისები. მიზეზი: გარემოს
შესწავლა, რადგან მოერგოს თავის მომხმარებელს.

2. გლობალური ბიზნეს გარემო


სხვა ქვეყნებში არსებული ვითარებაც კი ახდენს ზეგავლენას ნებისმიერ ბიზნესზე.

* საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებები  (მაგ. NAFTA 1994, სავაჭრო


ხელშეკრულება აშშ-ს, კანადას და მექსიკას შორის. ერთმანეთში ვაჭრობდნენ და ეს
პროდუქტები გათავისუფლდა დაბეგვრის და გადასახადებისაგან. შედეგი 
იმპორტირებული პროდუქტები გაიაფდა, შესაბამისად ადგილობრივ პროდუქციას გაუწია
კონკურენცია. მომხმარებლები და მწარმოებელი კომპანიები დარნჩნენ მოგებულები,
დაიწყეს უფრო დიდი რაოდენობის და ხარისხიანი კროდუქციის წარმოება, მაგრამ ამან
ზიანი მიაყენა ადგილობრივ ბიზნესს, რომლებიც საშუალო და დაბალი ხარისხის
პროდუქციას აწარმოებდნენ).

* საერთაშორისო ეკონომიკური მდგომარეობა  (ფინანსური


კრიზისი,ბანკები,ომები) (მაგ. 2007 წლის ფინანსური კრიზისი ამერიკაში, რამაც ზიანი
მიაყენა საქართველოსაც; 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომი, (რუსეთმა ემბარგო დაადო
ქართულ ალკ.სასმელს 2006 წელს, ქართველებმა იპოვეს ალტერნატიული ბაზარი
უკრიანაში, ეს გაგრძელდა 2013 წლამდე, 2013 წელს რუსეთმა ემბარგო მოხსნა და კვლავ
დაიწყო ქართული ღვინის გაყიდვა რუსეთში. 2014 წელს ომის დროს უკრაინელებს ,,არ
ეღვინებოდათ’’, სწორედ ამიტომ დაეცა ღვინის გაყიდვები, + რუსეთს ომის გამო სხვა
ქვეყნებმა დაუწესეს სანქციები, აღარც ,,რუსეთში ეღვინებოდათ“. ქართველი
მწარმოებლებისთვის ეს ორივე ბაზარი შემცირდა.

* პოლიტიკური არეულობები  (2019 წელს, საუდის არაბეთის ნავთობმწარმოებელი


ტერმინალები დაბომბეს, გაიზარდა ნავთობზე ფასი, 2011 წელს ჩრდ. კორეას დააკისრეს
სანქცია: ნავთობის კვოტირება, მხოლოდ მთავრობის წევრებს ჰქონდათ ბენზინი)

ნებისმიერ ბიზნესზე ახდენს გავლენას საერთაშორისო საბაზრო შესაძლებლობები,


მომწოდებლები,კულტურები, კონკურენტები და ვალუტა.
3. ტექნოლოგიური გარემო

* ადამიანური რესურსები. (მუშახელის მოძებნის პრობლემა, ძირითადად თბილისშია


კვალიფიცირებული ძალა, ამერიკაში: კალიფორნია და ბოსტონი)
* მანქანა/დანდგარები, ფიზიკური აღჭურვილობა.
* ელექტროობა, ტელეკომუნიკაციები და ა.შ. (ლოიალობის ბარათები)

(მაგ. Amazon ეყრდნობა კვალიფიცირებულ ინფორმაციულ სისტემას, როგორიცაა მიწოდების ჯაჭვი


მენეჯმენტი და წარმოება).

4. პოლიტიკური გარემო
რეგულაციები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ან შეუშალონ ბიზნესს.

მაგ. Uber (ტაქსების კომპანია) ტაქსების ლიცენზიებს ყიდდა მერია, იყიდებოდა აუქციონის
საშუალებით, ბოლოს ლიცენზიის ფასი იყო ძალიან მაღალი. ამ ლიცენზიებს ყიდულობდნენ
კომპანიები და ყიდდნენ. სწორედ ამიტომ შეიქმა აპლიკაციები, რომლების გადმოწერის შედეგად
ყველას შეუძლია ტაქსაობა. არ არსებობდა კანონი ამ მოქმედების წინააღმდეგ, ზოგიერთ შტატსა
და ქვეყანაში აკრძალეს, მაგრამ უმეტეს ნაწილში ასეთი აპლიკაციები ნებადართულია.

5. სოციო-კულტურული გარემო

ასახავს რა მოსწონს ხალხს, რა მოსწონთ მათ, რა არის პოპულარული, მცირე ხნიანია თუ


გრძელვადიანია ეს პოპულარობა.

* მაგალითად ის, რაც 20 წლის წინ პოპულარული იყო, შესაძლოა დღეს აღარ იყოს
პოპულარული.(კომპანიამ უნდა შეცვალოს უპირატესობები, სტატეგიები, როდესაც ქმნის ახალ
პროდუქტს, უნდა მოერგოს მომხმარებლის ინტერესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს
პროდუქტი დრომოჭმული გახდება).

* გასათვალისწინებელია დემოგრაფიული ცვლილებებიც. მაგ. რა ტიპის საზოგადოება


ცხოვრობს ამა თუ იმ გარემოში. (მაგ. ვაშინგტონში უფრო მოხუცი მოსახლეობაა, ბოსტონში
უფრო ახალგაზრდა). განსხვავებულია მათ ინტერესები, შეხედულებები. ბიზნესის
წარმატებისათვის საჭიროა ვიცნობდეთ გარემოს.

6. ეკონომიკური გარემო
ეკონომიკური გარემო, ესაა რამდენად კარგად ფუნქციონირებს ბიზნესი. ეს აისახება
დასაქმებულთა რაოდენობაში. იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკა მოქმედებს კარგად და
ადამიანთა უმრავლესობას აქვს სამსახური, კომპანიას აქვს საშუალება გადაიხადოს უფრო
მაღალი ხელფასები და შესთავაზოს მეტი სარგებელი დასაქმებულებს, მაგრამ თუ ადამიანთა
უმრავლესობა ეძებს სამსახურს მაშინ კომპანია იხიდს ნაკლებს და იძლევა ნაკლებ
სარგებელს, რაც ნაკლებსარგებლიანია ეკონომიკისთვის.
ამერიკაში არის 3% უმუშევრობის დონე. საქართველოში უმუშევრობის დონეა 12.7%, აქედან
თვითდასაქმებული (სოფელში) 78.8%.
წარმოების ფაქტორები (რა სჭირდება კომპანიას ფუნქციონირებისათვის)

* მუშახელი - ადამიანური რესურსი. (კომპანიებს ჰყავთ სხვადასხვა რაოდენობის)


შეიძლება დასაქმებული იყოს მხოლოდ ერთი ადამიანი, თვითონ დამაარსებელი, ან
კომპანიები, რომლებიც მილიონობით ადამიანს ასაქმებენ. (მაგ. Walmart -ს 200 მლნ.
ადამიანი ჰყავს დასაქმებული)

* კაპიტალი - ფულადი რესურსი, რომელიც საჭიროა ბიზნესის წარმობისთვის. (მაგ.


Webvan -მა შეაგროვა 275მილ $, რათა დაენერგა ონლაინ გაყიდვების მოდელი
ინტერეტის დაწყების ხანაში. (გაკოტრდა)

* ანტრეპრენერი (მეწარმე) - ადამიანი,რომელიც ქმნის და მართავს ბიზნესს.


(მაგ. Fred Smith და Fedex, გადამზიდი კომპანია. ფრედმა დაიწყო ბიზნესი, მაგრამ
ბეზნზინის ფულიც კი არ ჰქონდა, ,,მიდა-მოდგა’’ ფრედი, მაგრამ ფული ვერ მოიზიდა,
სწორედ ამიტომ წავიდა კაზინოში, გაუმართლა (ან აზმათი იცოდა) ფული მოიგო და
ჩადო ბიზნესში.

* ფიზიკური რესურსები - მატერიალური რესურსი,რომელსაც კომპანია იყენებს


ბიზნესის წარმოებისთვის. (მაგ. Starbucks -ისათვის ესაა ყავის მარცვლები, ყავის
აპარატები აპარატები, ჭიქა და ა.შ)

* ინფორმაციული რესურსები - ცოდნა, ეკონომიკური ინფორმაცია და ა.შ


ეკონომიკური სისტემები

სხვადასხვა ქვეყანაში ფუნქციონირებს სხვადასხვა ეკონომიკური სისტემა და ეს ეკონომიკური


სისტემები დიდ ზეგავლენას ახდნენ ბიზნესზე.

* კაპიტალიზმი  ღია ეკონომიკური სისტემა. სადაც დაშვებულია კერძო


მფლობელობა. ანუ შენ იღებ გადაწყვეტილებას რა აწარმოო, რამდენი აწარმოო, რა
ფასად გაყიდო, რა ხარისხი იყოს, ვისზე გაყიდო და ა.შ. კაპიტალიზმის შემთხვევაში
ფუნქციონირება ხდება მოთხოვნა/მიწოდებაზე დაყრდნობით. რეალურად
გადაწყვეტილებებს იღებს ბიზნესის მფლობელი.

* კომუნიზმი  (კაპიტალიზმის საპირისპირო) სისტემა, როდესაც კერძო


მფლობელობა არ არსებობს და ყველაფერი სახელმწიფოსია, ყველაფერს სახელმწიფო
განაგებს. (ვინ რა, რა რაოდენობით და ხარისხით უნდა გაყიდოს).
დადებითი - ადამიანს არ უწევს ზედმეტი ფიქრი, ყველაფერი გაწერილია მთავრობის
მიერ, რაც ნაკლები პასუხისმგებლობაა ხალხისთვის.
უარყოფითი - გადაწყვეტილების მიმღები ,,ტიპი“ ხშირად უშვებს შეცდომას, ფასები
არაადეკვატურია, არ არსებობს სტიმული მოტივაცია, რომ უკეთესი აწარმოო, იმიტომ,
რომ კონკურენცია არ არის, არც ხარისხზე ფიქრობ ან წარმოების რაოდენობაზე,
იმიტომ, რომ მოგება არ გაქვს, მუშაობ ხელფასზე. (ჩრდ.კორეა, ვიეტნამი,ჩინეთი)

* სოციალიზმი  (კაპიტალიზმს და კომუნიზმს შორის) სახელმწიფო ფლობს


ძირითად ინდუსტრიებს. მაგ :ტრანსპორტირებას, ჯანდაცვას, დანარჩენი
ჩვეულებრივად კერძო მფლობელობაშია. სოციალიზმს აქვს კაპიტალიზმის და
კომუნიზმის ელემენტები.
დადებითი - ხალხი უფრო თანაბრად ცხოვრობს, თუ დაბალი გაქვს ხელფასი, დაბალ
გადასახადს იხდი, მაგრამ ჯანდაცვა და განათლება ყველას თანასწორი აქვს ხელფასის
მიუხედავად.
უარყოფითი - მაღალშემოსავლიანებს უჩნდებათ პროტესტის გრძნობა, რადგან მეტ
გადასახადს იხდიან, მათ ,,ხარჯზე“ ცხოვრობენ დაბალშემოსავლიანები. კაპიტალიზმი
მეტად კონკურენტულია, იჩაგრებიან ადამიანები/სფეროები, სფეროები, რომლებზე
მოთხოვნა დაბალია. მაგ. თეატრი. (საპირისპიროდ, ფეხბურთი)
მოთხოვნა და მიწოდება:

* მოთხოვნა  მყიდველთა სურვილი და შესაძლებლობა შეიძინონ ესა თუ ის პროდუქტი


ან სერვისი.

* მიწოდება  მწარმოებელთა სურვილი ან შესაძლებლობა აწარმოონ ესა თუ ის


პრიდუქტი ან სერვისი.

* მოთხოვნის კანონი  მყიდველები ყიდულობენ მეტ პროდუქციას თუ ფასი ეცემა და


ნაკლებს თუ ფასი იზრდება.

* მიწოდების კანონი  მწარმოებლები აწარმოებენ მეტ პროდუქციას თუ ფასი იზრდება


და ნაკლებს თუ ფასი მცირდება.

* სიჭარბეროცა წარმოებული პროდუქციის რაოდენობა მეტია მოთხოვნის რაოდენობაზე.


* ნაკლებობა  როცა წარმოებული პროდუქციის რაოდენობა ნაკლებია მოთხოვნილზე.

მოგებისათვის საჭიროა ბიზნესმა იპოვოს ბალანსი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის.

ნებისმიერი ბიზნესი,მიუხედავად მისი ზომისა,მდებარეობისა თუ მისიისა მოქმედებს ფართო


მასშტაბის გარემოში.

კონკურენციის ტიპები

1) უნაკლო კონკურენცია - როცა კომპანიების მიერ პროდუქტებზე დადებული ფასები


ერთნაირია, მყიდველი მათ აღიქვამს,როგორც იდენტურს. მყიდველმაც და გამყიდველმაც
იცის სხვისი ფასები. რადგანაც თითოეული ფირმა არის პატარა, მათ მარტივად შეუძლიათ
დატოვონ ან შეუერთდნენ ბაზარს.
2) მონოპოლისტური კონკურენცია - განსხვავებული სტატეგიები, როგორიცაა ბრენდის
სახელები მაგ. ტაიდი VS არიელი , კოკა-კოლა VS პეპსი. განსხვავება რეკლამებს შორის და
სხვა. ბაზარზე შესვლა და გამოსვლა -საკმაოდ მარტივია.
3) ოლიგოპოლია -ბაზარი, რომელშიც ცოტა გამყიდველია. შესაბამისად, მოლაპარაკების ან
„სათამაშო“ თეორიული სტრატეგიის გზით მათ შეუძლიათ ფასებისა და შემოთავაზებული
საქონლის ხარისხის გაკონტროლება. პოლიტიკური ბაზრების უმრავლესობა, სადაც
პოლიტიკური პარტიები პოლიტიკით „ვაჭრობას“ ეწევიან, ოლიგოპოლიურია.ბაზარზე
მრავალი მომხმარებლის მოთხოვნას აკმაყოფილებს რამდენიმე სუბიექტი. ისინი აწარმოებენ
ერთგვაროვან ან დიფერენცირებულ პროდუქტს; ოლიგოპოურ ბაზარზე შეღწევა
გართულებულია, რაც წარმოშობს მონოპოლიური მოგების მიღების ობიექტურ საფუძველს.
ბოინგი და აირბასი არის ორად-ორი კომპანია,რომელიც აწარმოებს სამგზავრო
თვითმრინავებს. ბაზარზე შესვლა და გამოსვლა- რთულია.
4) მონოპოლია - როცა აწესებს ფასებს ერთი კონკრეტული ფირმა. ელექტორენერგიის
მომწოდებლები ძირითადად მონოპოლები არიან და ორი მომარაგების კომპანია შეიძლება
უსარგებლოც კი იყოს,რადგანაც ერთსაც აქვს საშუალება მოამარაგოს ლოკაცია.ამას
არეგულირებს სახელმწიფო,რათა ზედმეტი არ მოინდომოს კომპანიამ და ძალიან დიდად არ
დააფასოს საკუთარი სერვისი. სახელმწიფო აკონტროლებს მის შესვლა-გამოსვლას ბაზარზე.

You might also like