You are on page 1of 38

ეკონომიკის პრინციპები

თავი პირველი
2 ლიტერატურა

ძირითადი სახელმძღვანელო:
გრეგორი მენქიუ. ეკონომიკის
პრინციპები.
თბილისი, 2008.
3 რა არის ეკონომიკა?

ეკონომიკა - ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს “ადამიანს,


რომელიც საოჯახო მეურნეობას უძღვება.”

... არის იმის შესწავლა, თუ


როგორ განაგებს საზოგადოება
თავის შეზღუდულ რესურსებს.
4 განვასხვავოთ ეკონომიკა ეკონომიისგან

ეკონომიკა - შეისწავლის საქონლისა და


მომსახურების წარმოებას, განაწილებას, გაცვ-ლასა
და მოხმარებას შეზღუდული რესურსების პირობებში.

ეკონომია - გულისხმობს შესაძლო რესურსების


ისეთ გადანაწილებას, რაც ამ რესურსებიდან
მაქსიმალური მოგების საშუალებას იძლევა.
8
რას ვისწავლით დღეს?

1. როგორ იღებენ ადამიანები


გადაწყვეტილებებს?

2. როგორ ურთიერთქმედებენ
ადამიანები?

3. როგორ მუშაობს ეკონომიკა,


როგორც მთლიანი სისტემა?
6 1.1. ადამიანები ალტერნატივების წინაშე დგანან

“უფასო სადილები არ არსებობს!”


7 1.1. ადამიანები ალტერნატივების წინაშე დგანან

იმის მისაღებად, რაც მოგვწონს, როგორც წესი უნდა


დავთმოთ სხვა რამ, რაც ასევე მოგვწონს.

• საკვები vs. ტანსაცმელი


• დასვენება vs. მუშაობა
• ეფექტიანობა vs. თანასწორობა

გადაწყვეტილების მიღება ერთი მიზნის


მეორესთან დაპირისპირებას მოითხოვს
8
1.1. ადამიანები ალტერნატივების წინაშე დგანან

ეფექტიანობა vs. თანასწორობა

 ეფექტიანობა - “მექანიზმის მიერ შესრულებული ნამუშევრისა


და დახარჯული ენერგიის ფარდობა“. (ლექსიკონიდან)
საზოგადოების თვისება, მიაღწიოს მაქსიმალურ შედეგებს
არსებული შეზღუდული რესურსებიდან.

 თანასწორობა - საზოგადოების წევრებს შორის ეკონომიკური


კეთილდღეობის სამართლიანად გადანაწილება.
9 1.2. ნივთის დანახარჯი არის ის, რასაც ვთმობთ
ამ ნივთის ფლობისთვის

გადაწყვეტილებების მიღება მოითხოვს კონკრეტული


ქცევის დანახარჯებისა და სარგებლიანობის შედარებას.

 გადაწყვეტილება უნივერსიტეტში სწავლასა და მუშაობას


შორის.
 გადაწყვეტილება ლექციაზე დასწრებასა და გამოძინებას
შორის.

ალტერნატიული დანახარჯი - არის ის, რაც უნდა


დავთმოთ რამის მისაღებად. (შემდეგი საუკეთესო
ალტერნატივის ღირებულება).
10
1.3. რაციონალური ადამიანი გადაწყვეტილების
მიღებისას ზღვრულ ანალიზს იყენებს

რაციონალური ადამიანი - ადამიანი, რომელიც


სისტემატურად და მიზანმიმართულად მოქმედებს
იმისათვის, რომ საკუთარი შესაძლებლობების
პირობებში მიზანს მიაღწიოს.
15 1.4. ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ

სტიმული - ის რაც ადამიანს მოქმედებისკენ უბიძგებს.

კეთილი განზრახვით წამოწყებული სახელმწიფო


პოლიტიკის გაუთვალისწინებელი შედეგები:

უსაფრთხოების ღვედის შემოღება


12
2.5. ვაჭრობას შეუძლია ყველას მდგომარეობის
გაუმჯობესება

 ვაჭრობის შედეგად ქვეყნები, კომპანიები, საოჯახო მეურნეობები და


ა.შ. სპეცილიზდებიან იმ სფეროში რომელშიც უფრო ეფექტიანები
არიან

 აქედან გამომდინარე ისინი მოიხმარენ წარმოებული პროდუქციის


ნაწილს და მორჩენილი პროდუქცია გააქვთ სავაჭროდ.

 ზოგადად ქვეყანა აწარმოებს იმ პროდუქტს რომელშიც


კონკურენტული უპირატესობა გააჩნია (შეუძლია აწარმოოს
პროდუქცია ნაკლები დანახარჯებით კონკურენტებთან შედარებით)
17
2.6. ბაზრები, როგორც წესი ეკონომიკური საქმიანობის
ორგანიზების კარგი საშუალებაა

საბაზრო ეკონომიკა - ეკონომიკური სისტემა, რომელიც ანაწილებს რესურსებს,


მრავალი ფირმისა და საოჯახო მეურნეობის დეცენტრალიზებული
გადაწყვეტილებების მეშვეობით, საქონლისა და მომსახურების ბაზრებზე ამ
ფირმებისა და საოჯახო მეურნეობების ურთიერთქმედების დროს.

 საოჯახო მეურნეობები წყვეტენ, რომელ ფირმაში იმუშაონ და რა


შეიძინონ მიღებული შემოსავლით.
 ფირმები წყვეტენ ვინ დაიქირაონ და რა აკეთონ.
14
2.6. ბაზრები, როგორც წესი ეკონომიკური საქმიანობის
ორგანიზების კარგი საშუალებაა

ადამ სმითის (1723-1790) დაკვირვებით საბაზრო


ურთიერთქმედებაში საოჯახო მეურნეობები და ფირმები
ისე იქცევიან, თითქოს მათ “უხილავი ხელი” წარმართავდეს
და სასურველ საბაზრო შედეგებამდე მიჰყავდეს.

 თუმცა ამ შედეგისთვის აუცილებელია, რომ


დაცული იყოს ინდივიდის საკუთრების უფლება
2.7. მთავრობას ზოგჯერ შეუძლია ბაზრის
19
ფუნქციონირების შედეგების გაუმჯობესება

 საბაზრო ჩავარდნა - სიტუაცია, როდესაც ბაზარი საკუთარი


ძალებით ვერ ახერხებს რესურსების ეფექტიანად
გადანაწილებას.
 როდესაც ხდება საბაზრო ჩავარდნა მთავრობას შეუძლია
ჩაერიოს და წაახალისოს ეფექტიანობა და თანასწორობა.

საბაზრო ჩავარდნის შესაძლო მიზეზებია:


გარეგანი ეფექტი, რომელიც არის ერთ პირის
ქმედების გავლენა მეორე პირის კეთილდღეობაზე.

საბაზრო ძალაუფლება, რომელიც გულისხმობს


ერთი ეკონომიკური აგენტის ან აგენტთა
მცირერიცხოვანი ჯგუფის უნარს, იმოქმედოს
საბაზრო ფასებზე.
20 3.8. ქვეყნის ცხოვრების დონე დამოკიდებულია
საქონლისა და მომსახურების წარმოების უნარზე

ცხოვრების დონის გაზომვა შესაძლებელია სხვადასხვა


მონაცემების მიხედვით:

 საშუალო შემოსავლების შედარებით.


 საქონლისა და მომსახურების მწარმოებლურობის უნარის
მიხედვით.

მწარმოებლურობა - ერთ სამუშაო საათში


წარმოებული საქონლისა და მომსახურების
რაოდენობა.
3.9. ფასები იზრდება, როცა მთავრობა ძალიან ბევრ
21 ფულს ბეჭდავს

• ინფლაცია ნიშნავს ეკონომიკაში ფასების საერთო დონის


ზრდას.

• ინფლაციის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ფულის მასის


ზრდა.

• როდესაც მთავრობა მიმოქცევაში უშვებს დიდი


რაოდენობით ფულს ეს იწვევს ფულის ღირებულების
გაუფასურებას.
3.10. მოკლევადიან პერიოდში საზოგადოება დგას
22
ინფლაციასა და უმუშევრობას შორის ალტერნატივის
წინაშე

 ფულის მასის ზრდა იწვევს ხარჯების საერთო დონის


ზრდას ანუ საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა
იზრდება

 მოთხოვნის ზრდა ბიძგს აძლევს ფირმების მიერ ფასების


ზრდასა და წარმოების გაფართოებას. გაზრდილი წარმოება
კი ითხოვს მეტი მუშა ხელის დასაქმებას

 მეტი მუშა ხელის დაქირავება ნიშნავს უმუშევრობის დაბალ


დონეს
3.10. მოკლევადიან პერიოდში საზოგადოება დგას
19
ინფლაციასა და უმუშევრობას შორის ალტერნატივის
წინაშე

 პოლიტიკოსებს შეუძლიათ ინფლაციასა და


უმუშევრობის შორის არსებულ ალტერნატივას
სხვადასხვა პოლიტიკური იარაღებით
გაუმკლავდნენ

 მთავრობის ხარჯების, გადასახადების, დაბეჭდილი


ფულის რაოდენობის ცვლილებით პოლიტიკოსებს
შეუძლიათ ინფლაციასა და უმუშევრობის კომბინაციაზე
ზემოქმედება
8 ეკონომიკის 10 პრინციპი:
o როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებებს?
1. ადამიანები ალტერნატივების წინაშე დგანან
2. ნივთის დანახარჯი არის ის, რასაც ვთმობთ ამ ნივთის ხელში ჩასაგდებად
3. რაციონალური ადამიანი გადაწყვეტილების მიღებისას ზღვრულ ანალიზს იყენებს
4. ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ

o როგორ ურთიერთქმედებენ ადამიანები?


5. ვაჭრობას შეუძლია, ყველა მდგომარეობა გააუმჯობესოს
6. ბაზრები, როგორც წესი ეკონომიკური საქმიანობის
ორგანიზების კარგი საშუალებაა
7. მთავრობას ზოგჯერ შეუძლია ბაზრის ფუნქციონირების შედეგების გაუმჯობესება

o როგორ მუშაობს ეკონომიკა, როგორც მთლიანი სისტემა?


8. ქვეყნის ცხოვრების დონე დამოკიდებულია საქონლისა და მომსახურების წარმოების
უნარზე
9. ფასები იზრდება, როცა მთავრობა ძალიან ბევრ ფულს ბეჭდავს
10. მოკლევადიან პერიოდში საზოგადოება დგას ინფლაციასა და უმუშევრობას შორის
ალტერნატივის წინაშე
ეკონომიკური
აზროვნება
22 არის თუ არა ეკონომიკა მეცნიერება?

1. თითოეულ მეცნიერებას თავისი ენა და აზროვნების წესი აქვს:

 მათემატიკას - ინტეგრალები, აქსიომები, ვექტორული


სივრცეები

 ფსიქოლოგიას - ეგო და არაცნობიერი

 ეკონომიკასაც - მიწოდება, მოთხოვნა, ალტერნატიული


დანახარჯი, ელასტიურობა, სამომხმარებლო დანაზოგი,
საერთო დანაკარგი
23 არის თუ არა ეკონომიკა მეცნიერება?

,,მეცნიერება სხვა არაფერია თუ არა ყოველდღიური აზროვნების


სრულყოფა”, ალბერტ აინშტაინი.

2. მეცნიერული მეთოდი: დაკვირვება, თეორია და კვლავ დაკვირვება


ეკონომისტები აყალიბებენ თეორიებს, აგროვებენ მონაცემებს და
ამ მონაცემების ანალიზის გზით ამოწმებენ ჩამოყალიბებული
თეორიების მართებულობას.
24 არის თუ არა ეკონომიკა მეცნიერება?

3. ეკონომიკაც, ისევე როგორც სხვა მეცნიერებები ანალიზისთვის


მოდელებს იყენებს.

მოდელი რეალობას ამარტივებს ჩვენს მიერ მისი უკეთ გაგების მიზნით.

4. ეკონომიკაშიც, ისევე როგორც სხვა მეცნიერებებში, მოდელები


დაშვებებს ემყარება. სხვადასხვა კითხვაზე საპასუხოდ სხვადასხვა
მოდელი, ანუ დაშვებებია საჭირო.
8
ეკონომიკური მოდელები

ორი ძირითადი ეკონომიკური მოდელია:

 ეკონომიკური წრებრუნვის მოდელი

 საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი


ნახაზი 1 - ეკონომიკური წრებრუნვის მოდელი
9
26

შემოსავალი საქონლისა და ხარჯები


მომსახურების
ბაზარი

გაყიდული • ფირმები ყიდიან


შეძენილი
ეკონომიკური საქონელი და
მომსახურება
• საოჯახო მეურნეობები
ყიდულობენ
საქონელი და

წრებრუნვის მოდელი - მომსახურება

არის ეკონომიკის
მოდელი, რომელიც ფირმები საოჯახო მეურნეობები
• ფირმები აწარმოებენ
გვიჩვენებს, როგორ და ყიდიან საქონელსა
• ყიდულობენ და
მოიხმარენ საქონელსა
მოძრაობს რესურსების და მომსახურებას
• ქირაობენ და იყენებენ
და მომსახურებას
• ფლობენ და ყიდიან
ნაკადი საოჯახო საწარმოო ფაქტორებს საწარმოო ფაქტორებს

მეურნეობებსა და
ფირმებს შორის
სხვადასხვა ბაზრების საწარმოო
საწარმოო
შრომა, მიწა
და კაპიტალი
ფაქტორები
გავლით. ფაქტორების ბაზრები
• საოჯახო მეურნეობები
ყიდიან
• ფირმები ყიდულობენ შემოსავალი
ხელფასები, ქირა
და მოგება

= ფაქტორებისა
და ფულის ნაკადი
= ფულის ნაკადი
27 რესურსების წრებრუნვის მოდელის დაშვებები

 არ არსებობს მთავრობა

 არ არსებობს საერთაშორისო ვაჭრობა


28 ეკონომიკური წრებრუნვის მოდელი:
ეკონომიკური აგენტები

ფირმები
 აწარმოებენ და ყიდიან საქონელსა და მომსახურებას
 ქირაობენ და იყენებენ საწარმოო ფაქტორებს

საოჯახო მეურნეობები
 ყიდულობენ და მოიხმარენ საქონელსა და
მომსახურებას
 ფლობენ და ყიდიან საწარმოო ფაქტორებს
29 ეკონომიკური წრებრუნვის მოდელი:
ბაზრები

საქონლისა და მომსახურების ბაზრები


 ფირმები ყიდიან
 საოჯახო მეურნეობები ყიდულობენ

საწარმოო ფაქტორების ბაზრები


 საოჯახო მეურნეობები ყიდიან
 ფირმები ყიდულობენ
30
ეკონომიკური წრებრუნვის მოდელი

საწარმოო ფაქტორები

 მიწა, შრომა და კაპიტალი

 საწარმოო ფაქტორები გამოიყენება


საქონლისა და მომსახურების
საწარმოებლად
31 საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი

საწარმოო შესაძლებლობათა
საზღვარი

არის გრაფიკი, რომელიც


გვიჩვენებს წარმოების
სხვადასხვა კომბინაციას,
რომლის შესაძლებლობაც
აქვს ეკონომიკას წარმოების
მოცემული ფაქტორებისა და
ტექნოლოგიის პირობებში.
32 ნახაზი 2 საწარმოო შესაძლებლობათა
საზღვარი
წარმოებული
32
კომპიუტერების
რაოდენობა

მიუღწეველი

მიღწევადი,
არაეფექტიანი
3,000 D
მიღწევადი,
ეფექტიანი
C
2,200
2,000 A
საწარმოო
შესაძლებლობათა
საზღვარი
1,000 B

0 300 600 700 1,000 წარმოებული


ავტომობილების
17
ნახაზი 3 საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი

წარმოებული
33
კომპიუტერების
რაოდენობა
ალტერნატიული
დანახარჯია 400
ავტომობილი

E
3,000
D
2,900

2,000
A

ალტერნატიული
დანახარჯია 50
ავტომობილი

100 C
B
400 700 950 1,000
0 წარმოებული
ავტომობილების
34 საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი

ალტერნატიული დანახარჯის ზრდადობის პრინციპი


გულისხმობს, რომ რაც უფრო მეტი ერთი ტიპის საქონელს აწარმოებს
ეკონომიკა, მით მეტია დამატებითი ერთეულის წარმოების
ალტერნატიული დანახარჯი, გამოსახული მეორე ტიპის საქონლის
ერთეულებში.
ნახატი 3 საწარმოო შესაძლებლობათა საზღვრის
გადაადგილება
19

წარმოებული
35
კომპიუტერების ტექნოლოგიური
რაოდენობა პროგრესი ეკონომიკას
საშუალებას აძლევს
გადააადგილოს თავისი
4,000 საწარმოო
შესაძლებლობათა
საზღვარი და აწარმოოს
უფრი მეტი ორივე
ტიპის საქონელი
3,000

2,100 E
2,000
A

0 700 750 1,000 წარმოებული


ავტომობილების
36 მიკროეკონომიკა და მაკროეკონომიკა

 მიკროეკონომიკა - არის იმის შესწავლა, თუ როგორ


იღებენ საოჯახო მეურნეობები და ფირმები
გადაწყვეტილებებს და როგორ ურთიერთქმედებენ
ბაზრებზე.

 მაკროეკონომიკა - არის ეკონომიკაში მიმდინარე


მოვლენების, მათ შორის, ინფლაციის,
უმუშევრობისა და ეკონომიკური ზრდის შესწავლა.
37 პოზიტიური და ნორმატიული ანალიზი

 პოზიტიური დებულება არის დებულება


იმის შესახებ, თუ როგორია სამყარო.

 ნორმატიული დებულება არის დებულება იმის


შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სამყარო.
38

გრეგორი მენქიუ, ეკონომიკის პრინციპები,


თბილისი, 2008

სავალდებულო საკითხავი: თავი 1 და 2

You might also like