You are on page 1of 34

1 ეკონომიკის ათი პრინციპი

მეორე ქართული გამოცემა

ეკონომიკ
ი სპ რ ი ნ ც ი პ ე ბ ი
ამ თავში ჩვენ განვიხილავთ:
რა კითხვებს სვამენ ეკონომისტები?
რა პრინციპებით იღებენ ინდივიდები
გადაწყვეტილებებს?
რა პრინციპებით ურთიერთქმედებენ
ინდივიდები?
რა პრინციპებით მუშაობს ეკონომიკა, როგორც
მთლიანი სისტემა?

თავი 1 ეკონომიკის
ათი პრინციპი
რა არის ეკონომიკა
შეზღუდული რესურსები საზოგადოების რესურსების
ლიმიტურობა
ეკონომიკა შეისწავლის საზოგადოების მიერ
შეზღუდული რესურსების მართვას. მაგალითად:
როგორ წყვეტს ინდივიდი რამდენი შეისყიდოს, რამდენი
იმუშაოს, დაზოგოს ან დახარჯოს
იურიდიული პირები როგორ იღებენ გადაწყვეტილებას
თუ რამდენი უნდა აწარმოონ, რამდენი ინდივიდი
აიყვანონს სამსახურში და პირიქით რამდენი გაუშვან
როგორ ანაწილებს საზოგადოება მის რესურსებს
ეროვნული უსაფრთოხების, საზოგადოებრივი
პროდუქტების, ბუნების დაცვისა და თუ სხვა
მოთხოვნილებებს შორის
თავი 1 ეკონომიკის
ათი პრინციპი
რა არის ეკონომიკა (2)
შეზღუდული რესურსების გადანაწილება ხდება
ინდივიდების მიერ მიღებული სამომხმარებლო
გადაწყვეტილების შესაბამისად
ეკონომისტები აანალიზებენ ამ გადაწყვეტილების მიღმა
მდგომ ფაქტორებს. მაგალითად, აანალიზებენ თუ როგორ
იღებს საოჯახო მეურნეობა გადაწყვეტილებას:
რამდენი იმუშაონ
რამდენი იყიდონ
რამდენი დაზოგონ
როგორ დააბანდონ დანაზოები და ა.შ.
ასევე შეისწავლის მყიდველის და გამყიდველის
ურთიერთქმედებას
და ბოლოს ეკონომიკაზე მოქმედ ძალებსა და ტენდენციებს

თავი 1 ეკონომიკის
ათი პრინციპი
როგორ იღებენ ადამიანები
გადაწყვეტილებებს

თავი 1 ეკონომიკის
ათი პრინციპი
როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებებს
პრინციპი #1: ადამიანები ალტერნატივების
(tradeoff) წინაშე დგანან
მაგალითად:
ინდივიდები: გართობა (დასვენება) თუ
მუშაობა/სწავლა; დაზოგვა თუ მოხმარება და ა.შ.
ორგანიზაციები: გარემოს დაცვა, სოციალური
დანახარჯები თუ წარმოების გაზრდა
სახელმწიფო/საზოგადოება: ეფექტიანობა თუ
რესურსების თანაბრად გადანაწილება

თავი 1 ეკონომიკის
ათი პრინციპი
როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებებს
პრინციპი #1: ადამიანები ალტერნატივების
(tradeoff) წინაშე დგანან

ეფექტიანობა საზოგადოების თვისება, მიაღწიოს


მაქსიმალურ შედეგებს არსებული შეზღუდული
რესურსებიდან გამომდინარე
რესურსების თანაბრად გადანაწილება
(თანასწორობა) საზოგადოების წევრებს შორის
ეკონომიკური კეთილდღეობის სამართლიანად
განაწილება
დათმობა: რესურსების გადანაწილებამ შესაძლოა
შეამციროს გამომუშავების მოტივაცია, შესაბამისად
შემცრდეს საერთო გამომუშავება თავი 1 ეკონომიკის
ათი პრინციპი
როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებებს
პრინციპი #2: ნივთის დანახარჯი არის ის,
რასაც ვთმობთ ამ ნივთის ფლობისათვის

გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია


ალტერნატიული დანახარჯებისა და სარგებლის
შედარება
ალტერნატიული დანახარჯი ის, რასაც ვთმობთ ამ
ნივთის ფლობის სანაცვლოდ
აღნიშნული დანახარჯი
რელევანტურია/გასათვალისწინებელია
გადაწყვეტილების მიღების პროცესში

თავი 1 ეკონომიკის ათი


პრინციპი
როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებებს
პრინციპი #2: ნივთის დანახარჯი არის ის,
რასაც ვთმობთ ამ ნივთის ფლობისათვის

ალტერნატიული დანახარჯების მაგალითები:


უნივერსიტეტში სწავლის დანახარჯია არა მხოლოდ
სწავლისა და წიგნების გადასახადი, არამედ
დაკარგული ხელფასი
კინოში წასვლის დანახარჯია არა მხოლოდ ბილეთის
ფასი, არამედ დაკარგული დრო

თავი 1 ეკონომიკის
ათი პრინციპი
როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებებს
პრინციპი #3: რაციონალური ადამიანი
გადაწყვეტილების მიღებისას ზღვრულ
ანალიზს იყენებს
გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაციონალურად
მოაზროვნე ადამიანები მოქმედებენ არსებულ გეგმაში
ზღვრული ცვლილების მიხედვით. ითვალისწინებენ
ზღვრულ სარგებელსა და ზღვრულ ხარჯებს
რაციონალურად მოაზროვნე ინდივიდები
სისტემატიურად და გამიზნულად ცდილობენ
არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე
მიაღწიონ მიზანს

თავი 1 ეკონომიკის
ათი პრინციპი
როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებებს
პრინციპი #3: რაციონალური ადამიანი
გადაწყვეტილების მიღებისას ზღვრულ
ანალიზს იყენებს
რაციონალურად მოაზროვნე ადამიანები მოქმედებენ მაშინ,
როდესაც ზღვრული სარგებელი მეტია ზღვრულ
დანახარჯებზე
მაგალითად:
როდესაც ორგანიზაცია იღებს გადაწყვეტილებას გაზარდოს თუ
არა წარმოება, ყოველთვის აანალიზებს გაზრდილი
წარმოებისთვის საჭირო ინვენტარისა და მუშა ხელის გაზრდის
შედეგად გამოწვეულ ზღვრული დანახარჯების ზრდას
მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძლებესას ინდივიდი ყოველთვის
ადარებს ზღვრულ შემოსავალსა და ზღვრულ დანახარჯებს

თავი 1 ეკონომიკის
ათი პრინციპი
როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებებს
პრინციპი #4: ადამიანები სტიმულზე
რეაგირებენ
ვინაიდან ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებებს
დანახარჯებისა და სარგებლობის შედარების
საფუძველზე, ადამიანები რეაგირებენ სტიმულებზე
სტიმული არის ის რაც ადამიანებს მოქმედებისაკენ
უბიძგებენ. მაგალითად
როდესაც საწვავის ფასები იზრდება, ადამიანები
ნაკლებ დანახარჯიან მანქანებს ყიდულობენ
როდესაც თამბაქოს ფასები იზრდება, მწეველთა
რაოდენობა მცირდება

თავი 1 ეკონომიკის
ათი პრინციპი
მაგალითი 1

თქვენ ცდილობთ 1996 წლის მუსტანგის გაყიდვას.


მანქანის გასარემონტებლად უკვე დახარჯეთ $1000.
მანქანას გაუფუჭდა გადამცემთა კოლოფი. თქვენ
შეგიძლიათ გადაიხადოთ $600 გასარემონტებლად, ან
გაყიდოთ მანქანა არსებულ პირობებში.
თითოეული სცენარისთვის, გაარემონტებდით თუ არა
მანქანას? ახსენით პასუხი.
A. იდენტური მანქანები, მუშა გადაცემთა კოლოფით
იყიდება $6500-ად, ხოლო თუ არ მუშაობს
$5700-ად.
B. იდენტური მანქანები, მუშა გადაცემთა კოლოფით
იყიდება $6000-ად , ხოლო თუ არ მუშაობს
$5500-ად.
მაგალითი 1
პასუხი:

გადამცემთა კოლოფის გარემონტება = $600


A. იდენტური მანქანები, მუშა გადაცემთა კოლოფით
იყიდება $6500-ად, ხოლო თუ არ მუშაობს
$5700-ად.
გარემონტების სარგებელი = $800
($6500 – 5700).
გადამცემთა კოლოფის გარემონტება
სარგებლიანია.
B. იდენტური მანქანები, მუშა გადაცემთა კოლოფით
იყიდება $6000-ად , ხოლო თუ არ მუშაობს
$5500-ად.
გარემონტების სარგებელი = $500.
$600-ის გადახდა არა რაციონალურია.
მაგალითი 1
პასუხი:

დაკვირვება:
$1000 რომელიც აქამდე გადაიხადეთ
არარელევანტურია. ყურადღებაში ვიღებთ
მხოლოდ ზღვრულ დანახარჯებს.
ხოლო A სცენარიდან
B სცენარზე გადასვლა სტიმულებზე რეაგირებაა.
როგორ ურთიერთქმედებენ
ინდივიდები

თავი 1 ეკონომიკის
ათი პრინციპი
როგორ ურთიერთქმედებენ ინდივიდები
პრინციპი #5: ვაჭრობას შეუძლია ყველას
მდგომარეობის გაუმჯობესება
იმის ნაცვლად, რომ ვიყოთ იზოლირებული და
ვცდილობდეთ ვიყოთ თვითმყოფადი, ვაჭრობა გვაძლევს
შესაძლებლობას ვაკეთოთ ის, რაშიც საუკეთესო და
ეფექტიანები ვართ
ვაჭრობით ინდივიდებს შეუძლიათ მიიღონ
მრავალფეროვანი საქონელი და მომსახურება
ვაჭრობითა და „სპეციალიზაციით“ სარგებელი მოიცავს:
ახდენს წარმოებული პროდუქტის ექსპორტს და იღებს უკეთეს
მოგებას საზღვარგარეთ
საზღვარგარეთიდან ახდენ პროდუქტის იმპორტირებას უფრო
იაფად ვიდრე ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში იქნებოდა
თავი 1 ეკონომიკის
ათი პრინციპი
როგორ ურთიერთქმედებენ ინდივიდები
პრინციპი #6: ბაზრები, როგორც წესი,
ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების
კარგი საშუალებაა
ბაზარი: მყიდველებისა და გამყიდველების
ერთობლიობა
„ორგანიზებული ეკონომიკური აქტივობის“
ფარგლებში ცენტრალიზებულია შემდეგი
გადაწყვეტილებები:
რა სახის პროდუქტები და სერვისები იქმნება
როგორ ხდება მათი წარმოება
რა რაოდენობთ ხდება მათი წარმოება
ვინ მიიღებს მათ
თავი 1 ეკონომიკის
ათი პრინციპი
როგორ ურთიერთქმედებენ ინდივიდები
პრინციპი #6: ბაზრები, როგორც წესი,
ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების
კარგი საშუალებაა
საბაზრო ეკონომიკა: ანაწილებს რესურსებს მრავალი
ფირმისა და საოჯახო მეურნეობის დეცენტრალიზებული
გადაწყვეტილებების მეშვეობით, საქონლისა და ბაზრის
ურთიერთქმედების ფარგლებში. ცენტრალური მგეგმავები
ჩაანაცვლა მილიონობით ფირმებმა და საოჯახო
მეურნეობებმა.
ადამ სმიტის ცნობილი ფრაზა: საბაზრო
ურთიერთქმედებაში საოჯახო მეურნეობები და ფირმები
ისე იქცევიან, თითქოს მათ „უხილავი ხელი“
წარმართავდეს და სასურველ საბაზრო შედეგებამდე
მიჰყავდეს“ თავი 1 ეკონომიკის
ათი პრინციპი
როგორ ურთიერთქმედებენ ინდივიდები
პრინციპი #6: ბაზრები, როგორც წესი,
ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების
კარგი საშუალებაა
„უხილავი ხელი“ მოქმედებს ფასის შესაბამისად. ფასი
წარმოადგენს ეკონომიკური აქტივობის ე.წ. ინსტრუმენტს:
მყიდველები ფასის მიხედვით იღებენ მოხმარების
გადაწყვეტილებას, ანუ ქმნიან მოთხოვნას
გამყიდველები ფასის მიხედვით იღებენ წარმოების
გადაწყვეტილებას, ანუ ახდენენ მიწოდებას
შესაბამისად მყიდველისა და გამყიდველის ურთიერთქმედებით,
საბაზრო ეკონომიკა ადგენს ფასს რომელიც წარმოადგენს
მყიდველის ღირებულებას და წარმოების ხარჯს
ფასიდან გამომდინარე იღებენ მყიდველები და გამყიდველები
გადაწყვეტილებას, რაც საბოლოო ჯამში ზრდის საზოგადოების
ეკონომიკურ კეთილდღეობას თავი 1 ეკონომიკის
ათი პრინციპი
როგორ ურთიერთქმედებენ ინდივიდები
პრინციპი #7: მთავრობას ზოგჯერ შეუძლია
ბაზრის ფუნქციონირების შედეგების
გაუმჯობესება
მთავრობა ახდენს ისეთი კანონების
განხორციელებასა და ინსტიტუტების
შენარჩუნებას, რაც აუცილებელია „უხილავი
ხელის“ ფუნქციონირებისთვის. ასეთია მაგალითად,
საკუთრების უფლებები
ადამიანები მუშაობენ, აწარმოებენ, აბანდებენ ან
მოიხმარენ ნაკლებს, თუ მათი საკუთრების უფლებები
დაცულია

თავი 1 ეკონომიკის
ათი პრინციპი
როგორ ურთიერთქმედებენ ინდივიდები
პრინციპი #7: მთავრობას ზოგჯერ შეუძლია
ბაზრის ფუნქციონირების შედეგების
გაუმჯობესება
მეორე მიზეზია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეფეტიანობისა და
თანასწორობის ხელშეწყობა
„უხილავი ხელი“ უმეტეს შემთხვევაში უზრუნველყოფს
ეფექტიანობას, თუმცა რიგ შემთხვევაში ხდება „საბაზრო
ჩავარდნა“ - სიტუაცია, როდესაც ბაზარი საკუთარი ძალებით ვერ
ახერხებს რესურსების ეფექტიანად გადანაწილებას. მიზეზები:
გარე ეფექტი: ერთი პირის ქმედების გავლენა მეორე პირის
კეთილდღეობაზე (მაგალითად გარემოს დაბინძურება)
საბაზრო ძალაუფლება - ერთ ადამიანს გააჩნია უნარი იმოქმედოს
საბაზრო ფასებზე
აღნიშნულის შემთვევაში მთავრობა აწარმოებს ეფექტიანობის
მხარდაჭერის პოლიტიკას
თავი 1 ეკონომიკის ათი პრინციპი
როგორ ურთიერთქმედებენ ინდივიდები
პრინციპი #7: მთავრობას ზოგჯერ შეუძლია
ბაზრის ფუნქციონირების შედეგების
გაუმჯობესება
მთავრობამ ასევე შესაძლოა აწარმოოს
თანასწორობის უზრუნველყოფის პოლიტიკა
იმ შემთხვევაში თუ მიუღებელია რესურსების
გადანაწილება, გადასახადების ან სხვა სოციალური
კანონების შესაბამისად შესაძლოა მოხდეს
რესურსების გადანაწილების გაწონასწორება

თავი 1 ეკონომიკის
ათი პრინციპი
მაგალითი 2

თითოეული შემთხვევისთვის განვიხილოთ თუ რაა


სახელმწიფოს/მთვრობის როლი? ზრდის
სახელმწიფო ბაზრის ფუნქციონირებას?
a. საჯარო სკოლები
b. უსაფრთხოების რეგულაციები
c. სამგზავრო უსაფრთხოება
d. პატენტები
როგორ მუშაობს ეკონომიკა
როგორც მთლიანი სისტემა

თავი 1 ეკონომიკის
ათი პრინციპი
როგორ მუშაობს ეკონომიკა
პრინციპი #8: ქვეყნის ცხოვრების დონე
დამოკიდებულია საქონლისა და
მომსახურების წარმოების უნარზე
სხვადასხვა ქვეყნების ცხოვრების დონეს შორის
დიდი სხვაობაა. რამ განაპირეობა ეს?
მწარმოებლურობა - ერთ სამუშაო საათში
წარმოებული საქონლისა და მომსახურების
რაოდენობა
იმ ქვეყნებში სადაც საქონლისა და მომსახურების
მაღალი წარმოებაა, ადამიანთა უმრავლესობის
ცხოვრების დონე უფრო მაღალია
თავი 1 ეკონომიკის
ათი პრინციპი
როგორ მუშაობს ეკონომიკა
პრინციპი #8: ქვეყნის ცხოვრების დონე
დამოკიდებულია საქონლისა და
მომსახურების წარმოების უნარზე
მწარმოებლურობა დამოკიდებულია:
ძირითადი ფაქტორები: საჭირო იარაღები, ცოდნა და
ტექნოლოგიები
ასევე დამოკიდებულია იმპორტირებული პროდუქტების
კონკურენციაზე, პროფ. კავშირების სიძლიერესა და სხვა
ფაქტორებზე
მწარმოებლურობისა და ცხოვრების დონის
ურთიერთქმედების გათვალისწინებით, იმის ნაცვლად
რომ განვსაზღვროთ თუ როგორ იმოქმედებს პოლიტიკა
ცხოვრების დონეზე, უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ
იმოქმედებს ის უნარზე ვაწარმოოთ მეტითავი 1 ეკონომიკის
ათი პრინციპი
როგორ მუშაობს ეკონომიკა
პრინციპი #9: ფასები იზრდება, როდესაც
მთავრობა ძალიან ბევრ ფულს ბეჭდავს
ინფლაცია - ეკონომიკაში ფასების საერთო დონის
ზრდა
გრძელვადიან პერიოდში, თითქმის ყოველთვის
ამის გამომწვევი მიზეზი ფულის დიდი
რაოდენობით ბეჭდვაა, რაც ამცირებს ფულის
ღირებულებას
რაც უფრო სწრაფად ბეჭდავს მთავრობა ფულს,
ინფლაციის დონეც უფრო მაღალია

თავი 1 ეკონომიკის
ათი პრინციპი
როგორ მუშაობს ეკონომიკა
პრინციპი #10: მოკლევადიან პერიოდში
საზოგადოება დგას ინფლაციასა და
უმუშევრობას შორის ალტერნატივის წინაშე
მოკლევადიან პერიოდში, ეკონომიკური პოლიტიკის
უმრავლესობა ინფლაციისა და უმუშევრობის დონეებს
საწინააღმდეგო მიმართულებით უბიძგებენ
ეკონომიკაში ფულის მასის მატება ზრდის ხარჯების
საერთო დონეს, ანუ იზრდება მოთხოვნა
მოთხოვნის ზრდა შესაძლოა გამოიწვიოს
მიმწოდებლების მხრიდან ფასების დონის ზრას. თუმცა
ასევე აწარმოებენ მეტს, შესაბამისად უფრო მეტ მუშა
ხელს ქირაობენ
მეტი მუშახელის დაქირავება ნიშნავს უმუშევრობის
დაბალ დონეს თავი 1 ეკონომიკის
ათი პრინციპი
როგორ მუშაობს ეკონომიკა
პრინციპი #10: მოკლევადიან პერიოდში
საზოგადოება დგას ინფლაციასა და
უმუშევრობას შორის ალტერნატივის წინაშე
საბოლოო ჯამში მივიდივართ შედეგამდე:
მოკლევადიან პერიოდში შეგვიძლია გავაკეთოთ
არჩევანი ინფლაციასა და უმუშევრობის დონეს
შორის
აღნიშნულმა მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ბიზნეს
ციკლის ანალიზში
ბიზნეს ციკლი - ეკონომიკური აქტივობის
მოულოდნელი და არარეგულარული ცვლილება,
ისეთი ეკონომიკური აქტივობების ცვლილებებით,
როგორიცაა დასაქმება და წარმოება თავი 1 ეკონომიკის
ათი პრინციპი
როგორ მუშაობს ეკონომიკა
პრინციპი #10: მოკლევადიან პერიოდში
საზოგადოება დგას ინფლაციასა და
უმუშევრობას შორის ალტერნატივის წინაშე
ინფლაციასა და დასაქმებას შორის არსებულ
ალტერნატივას შესაძლოა სხვადასხვა
ინსტრუმენტებით გავუმკლავდეთ
მთავრობის ხარჯები
გადასახადები
დაბეჭდილი ფულის რაოდენობა

თავი 1 ეკონომიკის
ათი პრინციპი
დასკვნა
პრინციპები რომლებიც განსაზღვრავენ თუ
როგორ იღებენ ინდივიდები გადაწყვეტილებას:
ადამიანები ალტერნატივების (tradeoff) წინაშე
დგანან
ნივთის დანახარჯი არის ის, რასაც ვთმობთ ამ
ნივთის ფლობისათვის
რაციონალური ადამიანი გადაწყვეტილების
მიღებისას ზღვრულ ანალიზს იყენებს ადამიანები
სტიმულზე რეაგირებენ
დასკვნა
პრინციპი რომლებიც განსაზღვრავენ თუ
როგორ ურთიერთქმედებენ ინდივიდები:
ვაჭრობას შეუძლია ყველას მდგომარეობის
გაუმჯობესება
ბაზრები, როგორც წესი, ეკონომიკური
საქმიანობის ორგანიზების კარგი საშუალებაა
მთავრობას ზოგჯერ შეუძლია ბაზრის
ფუნქციონირების შედეგების გაუმჯობესება
დასკვნა
პრინციპი რომლებიც განსაზღვრავენ თუ
როგორ მუშაობს ეკონომიკა როგორც მთლიანი
სისტემა :
ქვეყნის ცხოვრების დონე დამოკიდებულია
საქონლისა და მომსახურების წარმოების უნარზე
ფასები იზრდება, როდესაც მთავრობა ძალიან
ბევრ ფულს ბეჭდავს
მოკლევადიან პერიოდში საზოგადოება დგას
ინფლაციასა და უმუშევრობას შორის
ალტერნატივის წინაშე

You might also like