You are on page 1of 6

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

სპეციალობა: ბიზნესის ადმინისტრირება, 1-ლი კურსი


საგანი: ბიზნესის საფუძვლები
ლექტორი: ლეილა ცეცხლაძე

სტუდენტი –––––––––––––––––––ანა დიასამიძე––––61006070509––––---------------------


(სახელი და გვარი, პირადი ნომერი)

Ι Ι Ι ვარიანტი

დასკვნითი გამოცდის შეფასების კრიტერიუმები:


თეორიული საკითხი ფასდება 5 ქულით, სულ 15 ქულა
ღია კითხვა ფასდება 1 ქულით, სულ 9 ქულა
სხვა ტიპის დავალება ფასდება 2 ქულით, სულ 6 ქულა
ესე - 5 ქულა
ამოცანა - 5 ქულა

თეორიული საკითხები:
1. სახელმწიფოს როლი ბიზნესის განვითარებაში.
სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობათა ჩამოყალიბებაში
წამყვანი როლი სახელმწიფოს განეკუთვნება. სახელმწიფო დიდ როლს უთმობს
ბიზნესის მხარდაჭერას. სახელმწიფო ვალდებულია შექმნას და შეინახოს
ინსფრაქტრუქტურა, რომელიც აუცილებელია ბიზნესის ნორმალური
ფუნქციონირებისთვის. მთავარი სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის
განვითარებისთვის და ხელშეწყობისთის არის მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო
პირობების შექმნა , მათ შორის ინსფრაქტრუქტურების მშენებლობა და განვითარება,
რომლებზედაც არის დაფუძნებული მთელი ეკონომიკური სისტემის და მათ შორის
ბიზნესის ფუნქციონირება და განვითარება. სახელმწიფო მოწოდებულია გაატაროს
ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც შეამცირებს მაღალ დანახარჯებს
გამოწვეულს კრიზისებით, ეკონომიკის დაცემით, ინფლაციით და ა.შ. სახელმწიფო
ბიზნესს ხელს უწყობს. ქვეყანაში არსებული კრიზის დროს , ბიზნესს უჭირს
არსებობა და ამ დროს საჭირო ხდება სახელმწიფოს ჩარევა . სახელმწიფო ადგენს
ანტიკრიზისულ გეგმას , ცდილობს შეამციროს ბიზნესის დაახარჯები , მიმართავს
სუბსიდირებას, ან თავად ყიდულობს საქონელს, ცდილობს დაასაქმოს ან გარკვეული
შეღავათები გაუწიოს ბაზარზე ახალ გამოსულ კომპანიებს , მიკრო და მაკრო
ბიზნესს. ბიზნესი- სახელმწიფოს , ხოლო სახელმწიფოს- ბიზნესის გარეშე არსებობა
შეუძლებელია. სახელმწიფო ცდილობს ხელი შეუწყოს სტარტაპებს , ქმნის
სპეციალურ პროგრამებს , აფინანსებსსაინტერესო და განვითარებად იდეებს ,
კრიზისულ მდგომარეობაში ეხმარება მათ , ხოლო ბიზნესი ეხმარება სახელმწიფოს
შექმნას ძლიერიეკონომიკური გარემო ქვეყანაში.
2. ბიზნესის ფინანსური რესურსების ფორმირება.

ბიზნესის საქმიანობა შეუძლებელია ფინანსური რესურსების გარეშე, მაგრამ ფინანსების


მოზიდვა უკავშირდება მრავლ სირთულეებს, მთავარ პრობლემასფინანსების ეფექტიანი
მობილიზაცია წარმოადგენს, ძირითადი ფინანსური წყაროებია; კრედიტები, საკუთარი
სახსრები, ლიზინგი, აქციები, ინვესტიციები და ა.შ.

ფინანსური რესურსების მოზიდვის ყველაზე ცნობილი ფორმა საკრედიტო


დავალიანებაა. მისი ძირითადი ფორმებია: სათამასუქო მიმოქცევის აქტივიზაცია,
უნაღდო ანგარიშსწორება, დაფინანსება ბანკის მონაწილეობის გარეშე და სხვა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა კომერციული კრედიტი ანუ სახსრები, რომელიც


საწარმომ უნდა გადაუხადოს მიმწოდებლებს, იგი არის მოკლევადიანი დავალიანება.
განასხვავებენ კომეციული დავალიანების სამ ფორმას: ღია ანგარიში, თამასუქი და
საბანკო აქცეპტი.

შიდა ბაზარზე განმეორებაფი გაყიდვები თითქმის ყოველთვის ხორციელდება ღია


ანგარიშის წესით, რომელიც ეფუძვნება გამყიდველსა და მყიდველს შორის
მოლაპარაკებას. იმ შემთხვევაში კი, როცა მსხვილი შეკვეთა არაა და არ დგას საკითხი
დაუყონებლივ გადახდის შესახებ გამყიდველს შეუძლია მყიდველს უბრალო თამასუქზე
ხელის მოწერა თხოვოს, რაც ადასტურებს გამყიდველის წინაშე დავალიანებას. ხოლო იმ
შემთხვევაში, როცა არსებობს ეჭვი გადახდის უუნარიანობის შესახებ, გამყიდველს
შეუძლია მყიდველს თხოვოს, რომ მისმა ბანკმა მოახდინოს ვადიანი თამასუქი
აქცეპტირება, ამ შემთხვევაში კი ბანკი გამოდის მყიდველის დავალიანების გარანტი.

3. ბიზნესის ღირებულების შეფასების არსი, მიზნები და ამოცანები;


ბიზნესის ღირებულების შეფასების არსი ნიშნავს დროის გარკვეული მომენტისთვის
საწარმოს ღირებულების გაანგარიშება და დახასიათება.
ბიზნესის ღირებულების შეფასება წარმოადგენს ფულის გამოხატულებაში ობიექტის
ღირებულების განსაზღვრის მიზანსმიმართულ, მოწესრიგებულ
პროცესსკონკრეტული დროის მომენტში და კონკრეტული ბაზრის პირობებში მასზე
მოქმედი ფაქტორების გათვქლისწინებით.
შეფასების არსი გარკვეულ ელემენტებად იყოფა.

1.პროცესია რაც ნიშნავს შესაბამისი შედეგის მისაღებად უნდა შესრულდესმთელი რიგი


გაანგარიშებადი ოპერაციები, რომელთა თანმიმდევრობა და შინაარსი დამოკიდებულია
შეფასების მიზნებზე, ბიზნესის ობიექტის ხასიათსა და შფასებისათვის შერჩეულ
მეთოდებზე.
2.შფასების პროცესი უნდა იყოს მოწესრიგებული, რაც ნიშნავს იმას რომყოველი ქმედება
უნდა განხორციელდეს გარკვეული თანმიმდევრობით.
3.ღირებულების შეფასება უნდა იყოს მიზანმიმართული პროცესი, რაც ნიშნავს იმას რომ
შემფასებელი თავის საქმიანობა ში უნდა ხელმძღვანელობდეს კონკრეტული მიზნით. მან
უნდა გაიანგარიშოს ბიზნესის ობიექტის ღირებულება.
4.შეფასების პროცესი მოიცავს ღირებულების რაოდენობრივად ფულად ერთეულში
განსაზღვრას.
5.შეფასება არ უნდა შემოისაზღვროს მხოლოდ შესაფასებელი ობიექტის შეძენის ან შექმნის
ხარჯებით, აქტივებისა და ვალდებულებების სტრუქტურითა და შემადგენლობით და ა.შ.
ბიზნესის შეფასების ფაქტორებია : დრო- მნიშვნელოვან როლს თამაშობს , რადგან იგი
გავლენას ახდენს საბაზრო პროცესებზე მათ შორის ბიზნესის ღირებულებების შეფასებაზე.
დრო გამოიხატება ინტერვალებით, რაც შეიძლება იყოს დღე კვირა თვე და ა.შ.
ხოლო რისკი ნიშნავს ალბათობას იმისა, რომ შესაფასებელი ბიზნესის ინვესტიციებიდან
მიღებული შემოსავალი იქნება მოსალოდნელზე უფრო დაბალი ან მაღალი.

ღია კითხვები:

1. რაში მდგომარეობს კონვერსიის არსი?

კონვენსია არის მოვლენების ისეთი თანმიმდევრობა, როდესაც რესურსები


თანმიმდევრულად გარდაიქმნება პროდუქციათ.

2. რა ფაქტორები ზემოქმედებს საწარმოო სიმძლავრეების განთავსებაზე?


3. იმსჯელეთ ბიზნესზე მოქმედ ეკონომიკურ მოტივატორებზე.

მთავარი მოტივატორი არის მოგება. მოგება არის სხვაობა პროდუქციის და


მომსახურების წარმოების და გასაღების დანახარჯებსა და იმ ამონაგებს შორის, რომელიც
მიიღება პროდუქციისა და მომსახურების რეალიზაციის შედეგად. ასევე, დიდი
მნიშვნელობა გააჩნია რესურსების შეზღუდულობას. კაცობრიობას აქვს მიწის,
კაპიტალის, ფულადი და ადამიანური რესურსების ზღვრული რაოდენობა. რესურსების
შეზღუდულობით გამოირჩევიან მომხმარებლებიც და მწარმოებლებიც. ასევე
მოტივატორს წარმოადგენს კონკურენცია. მაგალითად თუ გვსურს გავყიდოთ
მომსახურება ან საქონელი, უნდა ვიცოდეთ რომ ასეთი სურვილი სხვა მეწარმეებსაც
შეიძლება გააჩნდეთ. მომხმარებელი კი თავის არჩევანში თვისუფალია. ამრიგად,
კონკურენციული გარემო მოტივატორი ხდება მომხმარებლის მიერ გადაწყვეტილების
მიღების თვალსაზრისით.

4. რას ნიშნავს რაიტების ემისია?

5. დაახასიათეთ წმინდა და სპეკულაციური რისკები.

წმინდა რისკებს უწოდებენ ისეთ რისკებს, რომლებიც ბიზნესს მუდამ აკარგვინებენ ქონებას
ან შემოსავალს, ასეთი რისკების გამომწვევიმიზეზებია: სტიქიური უბედურებები, უბედური
შემთხვევები, ბიზნეს-მენეჯმენტის უუნარობა და სხვა.
სპეკულაციურს უწოდებენ ისეთ რისკებს , რომლებიც ბიზნესს აზარალებენ ან მოაქვთ
მათთვის დამატებითი მოგება. ასეთი რისკების გამომწვევიმიზეზებია: ვალუტის კურსის
ცვლილება, ინვესტიციის პირობების შეცვლა, მიწოდების პირობების ცვლილება და სხვა.
6. განიხილეთ ბიზნ000ესის სუბიექტები;

ბიზნესის სუბიექტებს წარმოადგენს- ინდივიდუალური და კოლექტიური


მომხმარებლები, მეწარმეები, დაქირავებული მუშახელი, სახელმწიფო და რეგიონული
მართვის ორგანოები, საერთაშორისო და ეროვნული საზოგადოებრივი ორგანიზაციები,
არაკომერციული ორგანიზაციები, ფონდები, დაწესებულებები.
ბიზნესის სუბიექტები იყოფიან ორ ფიზიკურ და იურიდიულ პირებად. ფიზიკური პირი
- ეს არის მოქალაქე რომელიც ხასიათდება უფლებაუნარიანობით და
ქმედითუნარიანობით ის წარმოადგენს უფლებას განახორციელოს მეწარმეობა ასევე
განახორციელოს ნებისმიერი კანონიერი გარიგება.იურიდიული პირი - არის
ორგანიზაცია რომელსაც საკუთრებაში სამეურნეო განკარგვაში ანოპერატიულ მართვაში
გააჩნია განცალკევებული ქონება და ამ ქონებით პასუხობს თავის ვალდებულებებს.

7. ახსენით ფინანსური ლიზინგის არსი;

ფინანსური ლიზინგი გულისხმობს რომ, ლიზინგის ხელშეკრულების ვადა ტოლია


ლიზინგის ობიექტის სასარგებლო გამოყენების ვადისა. ასევე ლიზინგის
ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას ლიზინგის ობიექტის ნარჩენის ღირებულება
ნულის ტოლი ხდება, და დამატებითი ანაზღაურების გარეშე ლიზინგის ობიექტი
შეიძლება გადავიდეს ლიზინგის მიმღების ხელში.

8. დაახასიათეთ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება?

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის ისეთი საზოგადოება, რომლის


პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი თავისი ქონებით,
ხოლო პარტნიორების პასუხისმგებლობა საწესდებო კაპიტალში-მისი წილის ოდენობით.
ასეთი საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. პარტნიორთა უფლებები და
მოვალეობები განისაზღვრება საწარმოს წესდებით, ასევე წესდებით პარტნიორთა ხმის
უფლება განისაზღვრება. საზოგადოების პარტნიორები მმართველობით
უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით. ასეთი
საზოგადოების დაარსება ერთ პირსაც შეუძლია.

9. მართვის რა მეთოდები გამოიყენება მენეჯმენტის სისტემაში?


ბიზნეს-მენეჯმენტი იყენებს მართვის სამ მეთოდს, ესენია:
 მბრძანებლური- მართვაში ისეთი მექანიზმების გამოყენება, როგორიცაა
ადმინისტრაციული მეთოდები- ბრძანება, განკარგულება, მითითება, კანონი,
დებულება, გეგმა და სხვა.
 ეკონომიკური- ბიზნესის სუბიექტებს და ობიექტებს შორის სახელშკრულებო
ურთიერთობა.
 სოციალურ-ფსიქოლოგიური- ისეთი მექანიზმების გამოყენება, როგორიცაა:
დარწმუნება, კრიტიკა ინფორმირებულობა, საყვედური, დაჯილდოვება და
სხვა.

სხვა ტიპის დავალება:

1. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ პატარა სასურსათო მაღაზიის მფლობელი ხართ,


რომელიც საცხოვრებელი სახლების რამდენიმე კვარტალს ემსახურება. როგორი
იქნებოდა რისკების საკლასიფიკაციო სქემა თქვენი ბიზნესისათვის?
შეიცვლებოდა თუ არა ეს სქემა, თუ თქვენ სუპერმარკეტების მფლობელი
იქნებოდით, რომლებიც ქალაქს ემსახურება? შეიცვლებოდა თუ არა ეს სქემა თუ
თქვენ ქვეყანაში სუპერმარკეტების ქსელის მფლობელი იქნებოდით? თუკი
სუპერმარკეტების საერთაშორისო ქსელის მფლობელი იქნებოდით? რატომ?
ახსენით.

2. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ საკუთარი ბიზნესი და გადაწყვიტეთ საერთაშორისო


ბიზნესში ჩართვა. რას გაითვალისწინებდით და რას მიაქცევით ყურადღებას?
ბაზარზე დავაკვირდებოდი კონკურენტობის დოზას და კონკურენტობის
რაოდენობას. რამდენად დიდია შსაძლებლობები და საფრთხეები და რამდენად
განსაკუთრებულ პროდუქციას შევთავაზებდი უცხოელებს და რამდენად
მოვერზებდი მათ საკუთარ ბიზნესს.

3. რატომ მიმართავენ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციას კომპანიები?


დაასაბუთეთ.

ესე:
ტექნოლოგიების როლი ბიზნესის განვითარებაში

დღესდღეობით ტექნოლოგიებს ჩვენს ყოველღიურ ცხოვრებაში, დიდი როლი უჭირავს, უკვე


ყოველი საქმიანობა მოითხოვს ტექნოლოგიას. ასევე დიდი როლი უჭირავს ბიზნესის
განვითარებაში, განსაკუთრებით ახლა პანდემიის დროს, ამის მაგალითი არის ონლაინ
ბიზნესი, ხალხს მაღაზიებში სიარული არ შეუძლია ამისთვის არსებობს ონლაინ საიტები
სადაც მარტივად შეუძლიათ გამოიწერონ ესა თუ ის ნივთი, დღეს უკვე ადამიანები ონლაინ
ონლაინ შოპინგის ეპოქაში ცხოვრობენ, ეს პროცესი დროთა განმავლობაში უფრო შეიცვლება,
ცხადია, ონლაინ შოპინგის სასარგებლოდ. ასეთივე პროცესი მიმდინარეობს, ტექნიკის,
ავეჯის, სარესტორნო ბიზნესისა თუ სურსათის შემთხვევაში.დღეს შეგვიძლია საკუთარი
მოწყობილობებიდან ნებისმიერ სასურველ საიტზე შევიდეთ და მინიმალურ დროში
შვარჩიოთ ყველაფეროი, რაც გვსურს.
ასევე დღეს ადამიანებს გაცილებით ნაკლები დრო აქვს, სწორედ ამიტომ ჩვენ ვირჩევთ
ყველაფერ იმას რაც სწრაფად ხელმისაწვდომია.
ტექნოლოგიები უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა და შედეგი პირდაპირ ისახება
კომპანიის გათანამედროვებაზე, გაყიდვების ზრდასა და ცნობადობის ამაღლებაზე.
ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შესაძლებლობა რასაც ტექნოლოგიები ქმნის იმიჯის შექმნაა.
დღეს არის იმის შესაძლებლობა, რომ თითოეულ მომხმარებელთან ახლოს მივიდეთ,
მიმოწერის საშუალებით. ასევე ტექნოლოგიები აუდიტორიის გასაზრდელად იდეალური
შესაძლებლობაა. ფეისბუქზე და ინსტაგრამზე შესაძლებელია შევისწავლოთ ანალიტიკა თუ
რომელი პროდუქტი მოწონთ, რამდენად აქტიურია გვერდი, რითი ინტერესდებიან ყველაზე
მეტად და ა.შ. ასევე შეიძლება ზოგიერთ ჰქონდეს პატარა კაფე-ბარი მაგრამ ციფრული
ტექნოლოგიების დახმარებით შეიძლება უფრო მეტი მომხმარებელი მიიზიდოს, და უფრო
მეტი პროდუქტი გაყიდოს ვიდრე ადრე.
საბოლოოდ შეიძლება ვთქვათ რომ ტექნოლოგიებს დიდი როლი უჭირავს ბიზნესის
განვითარებაშ, ტექნოლოგიებმა ბევრად შეცვალა და გაზარდა ბიზნესი და დღესდღეობით
ბიზნესის განვითარება მაღალ საფეხურზეა რაშიც უდიდესი წვლილი ტექნოლოგიებს
მიუძღვის.

ამოცანა

ცხრილში მოცემული მონაცემების მიხედვით, რომელიც ახასიათებს საწარმოს


ფინანსურ საქმიანობას, გაიანგარიშეთ საბალანსო მოგება.

№ მაჩვენებლები რაოდენობა (ათასი ლარი)


1. პროდუქციის რეალიზაციიდან ამონაგები 880
2. საწარმოს ხარჯები 300
3. გადასახადები და სხვა გადახდები 200
4. არასაჭირო და ზედმეტი ძირითადი ფონდების 98
რეალიზაცია
5. საწარმოს მიერ შეძენილ აქციებზე დივიდენდები 25
6. ჯარიმები, საურავები, რომლებიც მიღებულია 19
მიმწოდებლების მიერ ხელშეკრულების
დარღვევის გამო

You might also like