You are on page 1of 43

1.

ბიზნესის კონცეფციები
ბიზნესის კონცეფციები არის პოზიტიური, კრიტიკული და პრაგმატული.
ბიზნესის პოზიტიური კონცეფციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ბიზნესი
ესმით, როგორც ადამიანების საზოგადოებრივი საქმიანობა საქონლისა და
მომსახურეობის წარმოების მიზნით, რომელიც ხორციელდება
საზოგადოების წევრების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისთვის.
ერთ-ერთ ცნობილ სახელმძღვანელოში ბიზნესი განმარტებულია
შემდეგნაირად: ბიზნესი ეს არის საქმიანი წარმოების სისტემა. ბიზნესი ეს
არის იმ პროდუქციის შექმნის პროცესი,რომელიც აუცილებელია
ადამიანებისათვის. ბიზნესი არის ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური სისტემის
ცენტრალური მაგისტრალი. ბიზნესი არის სისტემა,რომელიც შექმნეს
ადამიანებმა თავიანთი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით.
კრიტიკული კონცეფციის შესაბამისად, ბიზნესი არის ადამიანების
საქმიანობის ის სფერო, რომლის საბოლოო მიზანს შეადგენს მოგებისა და
სხვა შემოსავლების მიღება. მოგების მიღება დაშვებულია ყველა გზითა და
მეთოდით. კრიტიკულმა კონცეფციამ დღეისათვის ყველა რესურსი
ამოწურა, ის შეიძლება დრომოჭმულად ჩაითვალოს, მაგრამ აქვს
ისტორიული მოვლენების ადეკვატური ასახვის ფუნქცია.კრიტიკული
კონცეფცია საფუძვლად დაედო კაპიტალისტურ საზოგადოებაში არსებული
წინააღმდეგობების მარქსისტულ თეორიას.
პრაგმატული კონცეფცია ბიზნესს განიხილავს საზოგადოებრივი
პროგრესის კონტექსტში,როგორც მოვლენას, რომელიც აუცილებელია
როგორც ბიზნესმენებისთვის,რომლებიც გამომდინარეობენ საკუთარი
ინტერესებიდან,ასევე საზოგადოებისათვის, რომელიც ბიზნესის
საფუძველზე აკმაყოფილებს საქონელსა და მომსახურეობაზე თავის
მოთხოვნილებებს.პრაგმატული,წინა კონცეფციისაგან განსხვავებით არ
ახდენს ბიზნესის იდეალიზებას. ის წარმოაჩენს მის პრაგმატულ -
საზოგადოებრივად სასარგებლო მხარეებს, განმარტავს ბიზნესის
პროგრესულ ხასიათს, განიხილავს მას ისტორიულ-ლოგიკურ მოვლენათა
ჭრილში.
2. ბიზნესი, როგორც ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემა.
,,ბიზნესი“ და ,,ეკონომიკა“ ურთიერთდაკავშირებული ცნებებია. ამასთან
ბიზნესსა და ეკონომიკას შორის არის საფუძვლიანი განსხვავება.ეკონომიკა
სოციალური მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის საქონლისა და
მომსახურეობის წარმოებას, განაწილებას, გაცვლასა და მოხმარებას.
ამდენად ის უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე ბიზნესი,რადგანაც მოიცავს
მიკრო,მაკრო,მეზო და მეგაეკონომიკურ დონეებს. ბიზნესი არის
მეწარმეობრივ ურთიერთობათა უფრო კონკრეტული მახასიათებელი,
რომელიც ვითარდება განსაზღვრულ სუბიექტებს შორის,ინდივიდუალური
და ჯგუფური კონკურენციის საფუძველზე.ბიზნესს გააჩნია მისი სტრატეგია
და ტაქტიკა.ბიზნესის სტრატეგია მდგომარეობს მოგების
მაქსიმალიზაციაში,მისი ეთიკური და სამართლებრივი ნორმების დაცვის
გზით.ტაქტიკური მიზანი კი არის კონკრეტულ დროში კონკრეტული
ურთიერთობის ფორმის ჩამოყალიბება.ბიზნესს მისი მრავალსახეობის
მიუხედავად,გააჩნია ის საერთო ნიშნები, რომლებიც მჟღავნდება საქმიან
ურთიერთობებში. ეს ნიშნებია: ინტერესთა დაცვის აუცილებლობა,
ეკონომიკის სუბიექტებს შორის საქმიანობის სფეროების დაცვა,
პერსონალური რისკის გათავისება, საქმიანი ურთიერთობების დამყარების
შესაძლებლობა.აღსანიშნავია, რომ ტერმინები - ბიზნესი და მეწარმეობა
შინაარსობრივად ერთმანეთთან ახლოს დგანან.ამასთან ცნება ბიზნესი
გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ცნება მეწარმეობა. ცნება ბიზნესი
მოიცავს ეკონომიკის ყველა სუბიექტებს შორის ურთიერთობებს, არა მარტო
მეწარმეებს, არამედ მომხმარებლებსაც, დაქირავებულ მუშაკებს,
სახელმწიფო სტრუქტურებს.
3. ბიზნესზე მოქმედი ეკონომიკური მოტივატორები.
ბიზნესზე მოქმედი ერთ-ერთი მოტივატორი არის მოგება. ყველაზე ზოგადი
ფორმით ის განისაზღვრება, როგორც სხვაობა მთლიან ამონაგებსა და
მთლიან დანახარჯებს შორის. ფირმის მფლობელს აქვს უფლება, დაიტოვოს
მოგება თავის კერძო მფლობელობაში ან მისი ნაწილი გამოიყენოს
გაფართოებული კვლავწარმოებისთვის. ბიზნესის მიზანს შეადგენს ისეთი
მოგების მიღება, რომელიც განსაზღვრულია სამეწარმეო სფეროში
ინოვაციებით. ამდენად, მეწარმის საქმიანობის ძირითად მოტივს შეადგენს
რესურსების მუდმივი დაბანდება, მოგების ზრდის მიზნით წარმოების
განახლება. მეორე მოტივატორად შეიძლება ჩაითვალოს კონკურენცია,
ვინაიდან თუ გსურთ, გაყიდოთ მომსახურეობა ან საქონელი,
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასეთი სურვილი შეიძლება გააჩნდეს სხვა
მეწარმეებსაც, ხოლო მომხმარებელი თავის არჩევანში არის თავისუფალი.
არსებობს კონკურენციის სამი ვარიანტი: 1) კონკურენცია და ფასები
2)კონკურენცია, ხარისხი და სერვისი 3) კონკურენცია და
ინოვაციები.კონკურენციისათვის ერთ-ერთი გადამჭრელი მნიშვნელობა
გააჩნია ფასების ზომიერ პოლიტიკას, ფასებზე სწორ, გააზრებულ და
რაციონალურ დაკვირვებას. მეორე კონკურენციული სტრატეგია
გულისხმობს არა ფასების ,,დაგდებას“, არამედ მომხმარებლისადმი ახალი
სერვისისა და პროდუქციის შეთავაზებას.კონკურენციული მოტივი
მეწარმეებს აიძულებს ეძებონ ახალი,ინოვაციური მიდგომები პროდუქციისა
და მომსახურების რეალიზაციის მიზნით, რაც მოგების ზრდის
თვალსაზრისით ქმნის დამატებით შესაძლებლობას.ამდენად, ინოვაციები
მოგების ზრდის დამატებით ფაქტორად გვევლინება.
4. მოთხოვნისა და მიწოდების როლი ბიზნესის განვითარებაში.
ფასების დონეზე ზეგავლენას ახდენს მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობა.
მიწოდების ქვეშ იგულისხმება საქონლისა და მომსახურების გარკვეული
ოდენობა, რომელიც შესაძლებელია, მწარმოებლებმა მოაწოდონ
მომხმარებლებს დროის გარკვეულ ინტერვალში განსხვავებულ ფასებში.
მოთხოვნა ეს არის საქონლისა და მომსახურების ის ოდენობა, რომელიც
შესაძლებელია, მომხმარებლებმა შეისყიდონ მოცემულ ფასად მოცემულ
დროს. მოთხოვნა-მიწოდების თეორიის საფუძველში დევს მარტივი
ლოგიკა: მომხმარებლები ყიდულობენ მეტ საქონელს დაბალ ფასად და
ნაკლებს მაღალში. მწარმოებლები სთავაზობენ მეტ საქონელს მაღალ
ფასებში და ნაკლებს დაბალ ფასებში. მიწოდებისა და მოთხოვნის
მოცულობა ურთიერთდაკავშირებულია და წონასწორობა მათ შორის
აისახება მოცემული მომენტის საბაზრო ფასში. ფასები დიდ ზეგავლენას
ახდენს შრომის ბაზარზე. მომუშავეები ყიდიან თავიანთ სამუშაო დროს იმ
მეწარმეებზე, რომლებიც მეტს იხდიან. თუ შრომის ბაზარზე დიდი
რაოდენობით გაჩნდა კვალიფიციური სამუშაო ძალა, მაშინ მისი მიზიდვა
სამუშაოს მიმცემს მხოლოდ მაღალი ხელფასების დაწესებით შეუძლია.
ხელფასები როგორც წესი უფრო დაბალია იმ სფეროში, სადაც არის
კვალიფიციური კადრების ნაკლები ოდენობა.აღნიშნულიდან გამომდინარე,
შრომის ბაზარზე მოქმედებს მოთხოვნა-მიწოდების იგივე ფაქტორები რაც
საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის ბაზარზე.

5. სახელმწიფოს როლი ბიზნესის რეგულირებაში

სახელმწიფოს საბაზრო რეგულირება შეუძლია მოახდინოს შემდეგი ბერკეტებით:


1) შეზღუდვებისა და წესების დადგენით; 2) მოსახლეობისადმი საზოგადოებრივი
სიკეთეების და სატრანსფერო გადასახადის განსაზღვრით; 3) კონკურენციის
გაფართოებით; 4) ეკონომიკური სტაბილიზაციის მხარდაჭერით.

ვინაიდან კონკურენცია არის ეკონომიკურად სასარგებლო მოვლენა, სახელმწიფო ვერ


დაუშვებს მის შეზღუდვას. ბაზრის იდეალური მოდელის თეორიაში ყველაზე
სრულყოფილი არის წმინდა კონკურენციული ბაზარი. იმ ტიპის დარგებს, სადაც
დომინირებენ მწარმოებლების პატარა ჯგუფები, ეწოდება ოლიგოპოლიური
დარგები. მიუხედავად იმისა, რომ ოლიგოპოლიური კავშირი არ იკრძალება,
სახელმწიფო ზღუდავს ამ ტიპის ფირმების გაერთიანებას, რადგან ისინი
უარყოფითად მოქმედებენ კონკურენციაზე და ხელს უწყობენ ოლიგოპოლიური
ფასების დაწესებას.

სახელმწიფო აგრეთვე იყენებს ყველა ღონეს, რათა არ წარმოიქმნას მონოპოლისტური


კავშირები. მონოპოლისტი არის კონკრეტულ დარგში მწარმოებელი ფირმა, რომელიც
მთლიანად აკონტროლებს საქონლის წარმოებასა და ფასებს. ასევე არსებობს
ხელოვნური მონოპოლიები, მაგალითად, სახელმწიფოს მიერ შექმინლი
კომუნალური მომსახურების მონოპოლიები, სადაც სახელმწიფო მკაცრად
აკონტროლებს ბაზარზე მათი ქცევის ნორმებს.

ეკონომიკური სისტემა არ ხასიათდება სტაბილურობით. მისთვის


დამახასიათებელია, როგორც აღმავლობა, ასევე დაღმავლობა და რეცესია, ანუ
პერიოდი, როდესაც მიმდინარეობს ეროვნული შემოსავლის მკვეთრი დაცემა, ეცემა
წარმოება და დასაქმება. დაცემის პერიოდში მომხმარებლების მიერ საქონლის
შესყიდვა მცირდება, ამას თან ახლავს უმუშევრობის ზრდა და კომპანიების დახურვა.
ეკონომიკური პრობლემების დასარეგულირებლად, სახელმწიფო მიმართავს
კონტრზომებს; მანიპულირებს გადასახადით, საპროცენტო განაკვეთით.
ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მეთოდი არის დოლარის კურსის
რეგულირება.

6. ბიზნესის გარემოს არსი


მეწარმეს გააჩნია საბაზრო თავისუფლება. თავისუფლების ხარისხი განისაზღვრება
სამი გარემოებით:

 ბაზრის მოთხოვნით
 საკუთარი მეწარმეობითი პოტენციალით
 იმ შესაძლებლობებით, რომმელსაც ბიზნესის გარემო ქმნის
ბიზნესის გარემო, ეს არის იმ გარეშე ფაქტორების ერთობლიობა, რომოლებიც
არსებობენ ბაზრის სუბიექტების გარეთ და განსაზღვრავენ ამ სუბიექტების ქცევის
წესებს ბაზარზე.

ბიზნესის გარემოს განსაზღვრავენ სტიქიური ძალები - ეს ის ძალებია, რომლებიც


არსებობენ ბიზნესის ყოველდღიურ ყოფაში და რომელთა არსებობა განისაზღვრება
დროით.
ბიზნესის გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, შესაძლებელია, გამოვყოთ
გამსხვილებულ ფაქტორთა ნუსხა, რომლებიც ერთიანდებიან ბიზნესის მიკრო,
მაკრო და საერთაშორისო ფაქტორებში. მიკროგარემო ფირმის საქმიანობაზე
პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს. ის მოიცავს: მიწოდებლებს, მომხმარებლებს,
კონკურენტებს, დაქირავებულ მუშებს, კანონებს, სახელმწიფო ორგანოებს და
პროფკავშირებს.

ბიზნესის მაკროგარემო სამეურნეო სუბიექტების საქმიანობაზე ირიბ, მაგრამ


არსებით ზეგავლენას ახდენს. ის მოიცავს: ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას,
სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს, საზოგადოებრივ-კულტურულ დონეს, ფიზიკურ
და გოეგრაფიულ მდებარეობას და სხვა.

საერთაშორისო გარემო ირიბ ზეგავლენას ახდენს. ეროვნულ ეკონომიკაზე


ზეგავლენის თვალსაზრისით, ის ვლინდება საზღვარგარეთის ინვესტიციების,
იმპორტიორობის, ერთობლივი საწაროების, მრავალდარგოვანი კორპორაციების
საქმიანობაში.

7 საქმიანი ეთიკის საფუძვლები


ფირმის წარმატებულ მოქმედებას,რასაკირველია, ის საქმიანი
მონაწილეები განაპირობებენ,რომლებიც გარკვეულწილად ქმნიან ბიზნესის
ხელმძღვანელობის ეთიკურ ნორმებს.მიუხედევად იმისა,რომ ბიზნეს
საქმიანობის მთავარი ფიგურები,ხელმძღვანელები ხშირად
ითვალისწინებენ საქმიანი მონაწილეების ინტერესებს,მათ შორისაც
წარმოიქმნება გარკვეული კონფლიქტები,რასაც,ცხადია,მათი
ინდივიდუალიზმი განაპირობებს.
ბიზნესის ხელმძღვანელობის ეთიკური პასუხისმგებლობა საუკუნეების
განმავლობაში თანდათანობით უფრო და უფრო იზრდება.მაგალითად თუ
მე-19 და მე-20 საუკუნეებში ბიზნესი მხოლოდ მოგების მიღებას
უზრუნველყოფდა და მყიდველისა და მომუშავის უფლებებს სრულად
უგულვებელყოფდა დროთა განმავლობაში აქტიური ადამიანების
მხარდაჭერით შეიქმნა კანონები რომლებიც ბიზნესის მიმდინარეობას
აკონტროლებდა.(აშშ-ში პრეზიდენტ ფრანკლინის ინიციატივით შექმნა
კანონი,რომელიც მომუშავეთა სამუშაო საათებსა და მინიმალურ ხელფასს
აკონტროლებდა)
საბოლოოდ,ბიზნესისადმი ნდობა ადამიანებს 60 იან წლებში გაუჩნდათ,რაც
დაკავშირებულია საზოგადოების გარემოს დაცვით,ეროვნული
უსაფრთხოებისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლებების დაცვით
სფეროში გააქტიურებით. შედეგად,მთავრობისაგან ზეწოლით თუ
დაამოუკიდებლად ფირმებსა და მომუშავეებს მოუწიათ ეთიკური
პასუხისმგებლობის სრულად შეთვისება.
ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად ადამიანები მაინც თვლიან
რომ ფირმები არ იცავენ საზოგადოების ინტერესებს,ისინი უდიერად
ეპყრობიან გარემოს და არაკეთილსინდისიერად არეგულირებენ
ფასებს.აღსანიშნავია ისიც,რომ ბიზნესის ეთიკურ პასუხისმგებლობას თავად
საქმიანი წევრებიც ეჭვქვეშ აყენებენ,რაც,როგორც ჩანს კაპიტალიზმის
თავისუფლების იდეასთანაა დაკავშირებული (თავისუფალი წევრები თავად
უნდა წყვეტდენ ბიზნესის ბედს.,,უხილავი ხელი“ ბიზნესის რეგულირების
საუკეთესო საშუალებაა).

8. ფირმების დაყოფა საკუთრების ფორმების მიხედვით


საკუთრების ფორმების მიხედვით კომპანიები იყოფა:
1. ერთპიროვნულ მფლობელობად და ინდივიდუალურ ფირმად.
2. ამხანაგობად
3. კორპორაციად
ინდივიდუალური ფირმა არის ფირმა, რომელიც მიეკუთვნება ერთ
პიროვნებას, თუმცა მასში შეიძლება დასაქმებული იქნეს რამდენიმე
ათეულობით ადამიანი.
ამხანაგობის შემთხვევაში პარტნიორებს შორის ნაწილდება ყველა
სახეობის ვალდებულება დაწყებული ამხანაგური მართვიდან,
დამთავრებული მოგების თუ ზარალის გადანაწილებამდე.
კორპორაციები შეიძლება იყოს ღია და დახურული ტიპის, ღია ტიპის
კორპორაციები აქტიურად ყიდიან თავიანთ აქციებს ბაზარზე, ხოლო
დახურული ტიპის კორპორაციები საკუთარ სახსრებს იყენებენ
წარმოების გასაფართოებლად.
საქართველოს კანონით „მეწარმეთა შესახებ’’ დადგენილია საწარმოთა
შემდეგი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები:
1. ინდივიდუალური საწარმო
2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება
3. კომინდატური საზოგადოება
4. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
5. სააქციო საზოგადოება
6. კოოპერატივი
9. კორპორაციების სტრუქტურა და მათი მართვა
კორპორაციები ბიზნესის ერთ ერთი ყველაზე რთული
ფორმაა,რომელსაც რეგისტრაციის შემდგომ სჭრიდება სპეციფიკური
მართვის სისტემა.უნდა აღინიშნოს რომ აქციონერები მის მართვაში
მონაწილეობას არ იღებენ და ყოველივე ამას დირექტორთა საბჭოს
ავალებენ.
კორპორაციაში რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღებისაას
გასათვალისწინებელია აქციონერების კუთხვნილებაში მყოფი
აქციების რაოდენობა,რომლებიც განსაზღვრავენ ხმების
რაოდენობასაც.
აქციონერები წელიწადში ერთხელ იკრიბებიან იმისთვის რომ
აირჩიონ დირქტორთა საბჭო და ის ფირმა რომელიც აკონტროლებს
კორპორაციის ფინანსურ მდგომარეობას.თუ კი აქციონერი ვერ
ახერხებს არჩევნებზე მოსვლას მის ნაცვლად ხმას აფიქსირებს მისი
უფლება მოსულეებითა და ნდობით აღჭურვილი პირი.
დირექტორთა საბჭოს მთავარი ფუნქციაა ხელმძღვანელობის
დანიშვნა,ახალი ქარხნების აშენება,შვილობილი კომპანიების ყიდვა
და ა.შ.დირქტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა შესაძლებელია იყოს
3 დან 35 მდე.დირექტორთა საბჭოში არიან როგორც აქტიური ასევე
უბრალო ფორმალური წევრებიც,თუმცა აქციონერების წინაშე
ანგარიშვალდებულება ყველა მათგანს გააჩნია.კორპორაციაში
ყველაზე მნიშნელოვანი როლი ეკისრება აღმასრულებელ
დირექტორს,რომელიც შესაძლოა იყოს როგორც პრეზიდენტი ისე
საბჭოს თავმჯდომარე.ის ამტკიცებს დირექტორთა საბჭოს მიერ
მიღებულ გადაწყვეტილებას
კორპორაციაში როგორც ცნობილია ყველაზე დიდი ფული
ტრიალებს.ამავდროულად მისი დადებითი მხარე ისაა რომ
აქციონერებს გააჩნიათ შეზღუდული პასუხიმგებლობა,ანუ ისინი
კანონის წინაშე პასუხს მხოლოდ იმ აქციებით აგებენ რომელიც
კომპანიაში აქვთ.დადებითია აგრეთვე ღია კორპორაციები,ვინაიდან
აქციონერებს საკუთარი აქციების გატანა ღია ბაზარზეც შეუძლიათ .
უარყოფითი მხარე იმაში მდგომარეობს ღია ტიპის კორპორაციებისა,
რომ მათი ფინანსური მდგომაეობა ყოველთვის და ყველასთვის
ცნობილია.აგრეთვე სახელმწიფო გადასახადიც კორპორაციებს უფრო
დიდი რაოდენობით ეკისრებათ.

10. მცირე ბიზნესის ჩასახვა და განვითარება

მცირე ბიზნესი ეწოდება ბიზნესის კატეგორიას, სადაც 500-ზე ნაკლები


მუშაკია დასქმებული.

მცირე ფირმები იყოფა ორ განსხვავებულ ტიპად. მათი უმრავლესობა


80-90% არის მოკრძალებული საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ ზრდის
შეზღუდული შესაძლებლობები. ამ კატეგორიას მიეკუთვნება
ყვავილების მაღაზია ან მცირე ზომის საფუნთუშე.ამ ტიპის საწარმოებს
უწოდებენ საოჯახოს.

არსებობს საწარმოები,რომელსაც ’’მცირეს’’ მხოლოდ მათი სიახლის გამო


უწოდებენ, სინამდვილეში ეს არის სწრაფად მზარდი ობიექტები,
რომლებიც ფართოდ იყენებენ ინვესტიციებს და დაფინანსების სხვა
წყაროებს.

წარმოების ორგანიზაციის გაუმჯობესების, ტექნიკურ სიახლეთა


საფუძველზე, მცირე საწარმოები მეწარმეობის ეფექტიან ფორმად
ითვლებიან და ისინი ხშირ შემთხვევაში მსხვილი კორპორაციების
სერიოზული კონკურენტები ხდებიან.

მცირე ბიზნესის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკის


ციკლურობა და მისი წამოწყება უფრო ეფექტიანია აღმავლობის ფაზაში.
გარდა იმისა, რომ მცირე ბიზნესში ხდება საქონლისა და მომსახურების
დანერგვა, ის ამავდროულად ხელს უწყობს დასაქმებას და მნიშვნელოვან
როლს თამაშობს მსხვილი კორპორაციების საქმიანობაში.

11. ბიზნესის შესახებ ინფორმაციული წყაროების ანალიზი

იმისათვის, რომ ვიპოვოთ ისეთი ბინესი,რომელსაც შევიძენთ,


მნიშნელოვანია ინფორმაციის შემდეგი წყაროების ანალიზი:

ა) რეკლამა პრესაში

ბიზნესის გაყიდვის შესახებ რეკლამა ინფორმაციის გავრცელების


ხელსაყრელ და ეფექტიან საშუალებას წარმოადგენს. სარეკლამო
განცხადებებს, ათავსებენ შუამავლები, მაგრამ ზოგჯერ ამას თვით
ბიზნესის მფლობელები აკეთებენ. ბიზნესისათვის სარეკლამო
განცხადებების კარგ წყაროს ადგილობრივი გაზეთები წარმოადგენენ.

ჩვეულებრივ ინფორმაცია ბიზნესის გაყიდვის შესახებ, წარმოადგენს ამ


ბიზნესის აღწერას რამდენიმე მოკლე ფრაზით, სადაც მითითებულია
მისი დასახელება, საკონტაქტო ტელეფონი, იმეილი და სხვა. სარეკლამო
განცხადება უნდა ასახავდეს ბიზნესის საუკეთესო თვისებებს.

ბ) სავაჭრო წყაროები

ბიზნესის გაყიდვის შესახებ სავაჭრო წყაროები ინფორმაციის


გავრცელების ეფექტიან საშუალებას წარმოადგენს. მრეწველობაში ან მის
მონათესავე დარგებში არსებულ კომპანიებში დასაქმებულ პირებს,
მაგალითად, მომწოდებლებს, ხშირად მოეპოვებათ ინფორმაცია იმის
შესახებ, თუ რომელი ბიზნესი როდის შეიძლება იყოს გასაყიდად
წარმოდგენილი. თუ გასაყიდი ბიზნესის მფლობელი ფიქრობს, რომ ამ
ბიზნესის მყიდველი იგივე დარგის წარმომადგენელი იქნება, მაშინ მან
კონტაქტი უნდა დაამყაროს ამ ტიპის ასოციაციასთან, რათა შეამოწმოს
გასაყიდი ბიზნესის შესახებ ინფორმაციის ხარისხიანობა.

გ) შუამავლები
ბიზნესის შუამავლები ორ ჯგუფად იყოფა. 1) ბიზნესის ბროკერები და 2)
შერწყმისა და შესყიდვების სპეციალისტები. მათ შორის განსხვავება
უმნიშვნელოა. ბიზნესის ბროკერები კერძო, მცირე ზომის ბიზნესში
არიან დაკავებულნი, ხოლო შერწყმისა და შესყიდვების სპეციალისტები -
უფრო დიდი ზომის, საშუალო სიდიდის კომპანიებში.

შუამავლები მიღებული თანხის დაახლოებით 10%-ს ითხოვენ. ჰონორარს


ზოგჯერ მყიდველი უხდის შუამავალს, ხშირ შემთხვევაში კი ამას
გამყიდველი აკეთებს.

12. მოქმედი ბიზნესის შეფასება

მყიდველს უნდა ესმოდეს ის მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ის


მომხმარებლის მიზიდვას და შემდგომ მის მომსახურეობას აპირებს,
უნდა იცოდეს თუ როგორაა ერთმანეთთან დაკავშირებული ბიზნესის
რეალიზების, მარკეტინგული, ფინანსური და მმართველობითი
ფუნქციები. უნდა გავაანალიზოთ ფირმის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

ფირმის დებიტორული დავალიანება

ძირითადი მონაცემებია: 1. გავეცნოთ დებიტორულ დავალიანებებს


დადავადგინოთ რამდენიმე ანგარიშზე ხომ არ არის კონცენტრირებული.
2.გავარკვიოთ ვადაგასული დავალიანების დაყოვნების მიზეზები.
3.დავადგინოთ ხომ არ არის რაიმე თანხა საკამათო 4.თანხა ხომ არ არის
გაცემული გირაოდ. 5.საკმარისია თუ არა უიმედო ვალებისათვის
განკუთვნილი სარეზერვო ფონდი.

ფირმის მარაგები

მარაგების ანალიზის პროცესში აუცილებელია: 1.დავრწმუნდეთ მოხდა


თუ არა მარაგების აღწერა და მათი შემდეგ კატეგორიებად დაყოფა.
2.გავეცნოთ მარაგების აღწერის მეთოდს. 3.განვსაზღვროთ მარაგების
ასაკი და მდგომარეობა. 4.როგორ ხდება დაზიანებული ან მოძველებული
მარაგების შეფასება. 5.არის თუ არა მარაგები საკმარისი რათა ბიზნესმა
ეფექტურად იმოქმედოს. 6.საჭიროა თუ არა ექსპერტიზა.
ფასიანი ქაღალდები

შესწავლის პროცესში მიზანშეწონილია: 1. გავეცნოთ საბაზრო ფასიანი


ქაღალდების ნუსხას.2. გავარკვიოთ მათი ღირებულების განსაზღვრა. 3.
განვსაზღვროთ რეალური საბაზრო ფასი. 4. გავარკვიოთ ხომ არ არის
რომელიმე შეზღუდული ან გირაოდ გაცემული.

ფირმის უძრავი ქონება

აუცილებელია: 1. გავეცნოთ უძრავი ქონების ნუსხას. 2.განვსაზღვროთ


ასაკი და მდგომარეობა. 3. შენობებისა და მიწის რეალური საბაზრო
ფასის დადგენა. 4.საჭიროა თუ არა ექსპერტიზა. 5.სარემონტო ხარჯები.
6.უძრავი ქონების დაფინანსება. 7.დასაშვებია თუ არა იპოთეკა. 8.
დამატებითი უძრავი ქონების შეძენა. 9.არის თუ არა უძრავი ქონება
დაზღვეული.

ფირმის მანქანა-დანადგარები

უნდა შევისწავლოთ: 1.არსებული და იჯარით აღებული მანქანა-


დანადგარების ნუსხა. 2.ასაკი და მდგომარეობა, ასევე სარემონტო
სამუშაოების რაოდენობა (სიხშირე). 3.განსაზღვრე მოძველებული და
თანამედროვე. 4.მანქანა დანადგარების შეკეთება და მისი ხარჯები.

ფირმის კრედიტორული დავალიანება

აუცილებელია: 1. გავეცნოთ ნუსხას და გავიგოთ ხომ არ არიან ისინი


კონცენტრირებული რაიმე ანგარიშზე. 2.გადასახდელი თანხების ასაკი.
3.რაიმე საკამათო თანხა და მისი მიზეზი. 4.ოფიციალურად
გაუმჟღავნებელი და სამომავლო დავალიანებები.

გასანაღდებელი თამასუქები და იპოთეკური დავალიანება

1.გავეცნოთ ნუსხას. 2.დავალიანების მიზეზები. 3.გადახდის


გრაფიკი. 4.არსებობს თუ არა გასანაღდებელი თანხები და
მოცემულია თუ არა დროის პერიოდი, როცა თანხები უნდა
განაღდეს.
ლიზინგი

1.ლიზინგის დარჩენილი ვადა 2.სახელშეკრულებო ვადის გაგრძელება


და დამოკიდებულია თუ არა ის მოიჯარეზე. 3.საიჯარო გადასახადის
ზრდა და რა არის ამის მიზეზი. 3.არსებობს თუ არა ლიზინგის შეწყვეტის
პუნქტი. 4. რა ვადებისა და პირობების შემთხვევაში დათანხმდება მიწის
მფლობელი საიჯარო ვადის გაგრძელებას.

ფირმის პერსონალი

1.მოვალეობების განაწილება, ხელფასები და მომსახურეობა.


2.თანამდებობები. 3.თანამშრომელთა უნარჩვევები და სამუშაო
კონტრაქტის ფორმა. 4.დარცებიან თუ არა ისინი სამუშაოზე ბიზნესის
შესყიდვის შემდეგ.

მარკეტინგი

1.ვაჭრობის განსაკუთრებული უფლება. 2.ახალი ნაწარმის აღწერა და


რეალიზაციის მოცულობის სიდიდე. 3.რა რაიონზე ვრცელდება
მომსახურეობა. 4. პროცენტულად ბაზრის რა ნაწილი უკავია ბიზნესს. 5.
კონკურენციის მიმართ უპირატესობები. 6.დანახარჯები მარკეტინგულ
საქმიანობაზე.

ფირმის კონკურენტები

1.კონკურენტები. 2.ბაზრის რა ნაწილი უკავია მათ. 3.უპირატესობები და


ნაკლოვანებები კონკურენტებს.

ზოგიერთმა მათგანმა ყიდვის შესახებ დადებითი ზეგავლენა იქონიოს


ზოგმა უარყოფითი.გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა მოვიძიოთ
სათანადო ინფორმაცია და გავაანალიზოთ ის.

13. ბიზნესის მყიდველის ფინანსური უზრუნველყოფის წყაროები

მყიდველის დაფინანსების წყარო, ნაწილობრივ დამოკიდებულია


შესასყიდი ბიზნესის სიდიდეზე.მყიდველმა აუცილებელია მოახდინოს
საწყისი თანხის გადახდა, ამიტომ მას უნდა გააჩნდეს შესაბამისი
საბრუნავი კაპიტალი.თუ საჭირო თანხები არ არის ხელმისაწვდომი
მყიდველმა უნდა მიმართოს დაფინანსების გარეშე წყაროებს.ასეთი
ფინანსური დახმარებისთვის, გამსესხებელი გირაოსთან ერთად ითხოვს
მონაცემებს ფინანსური მდგომარეობის შესახებ.გამსესხებლის აზრით,
თავდებობიდან ყველაზე მნიშვნელოვანია უძრავი ქონება და ფასიანი
ქაღალდები. გარიგების დროს გამსესხებელმა შესაძლოა არ მოითხოვოს
მყიდველისაგან პირადი თავდებობა და დაჯერდეს მის მიერ მოცემულ
გარანტიებს.სესხის სიდიდის ზრდასთან ერთად თავდებად ბიზნესის
მატერიალური აქტივები გამოდიან, უკანასკნელი შეიცავს დებიტორულ
დავალიანებას, მარაგებს, დანადგარებს და უძრავ ქონებას. კერძო
ბიზნესის შესყიდვის პროცესში აუცილებელია აქტივების
სისტემატიზება იმ მიზნით, რომ ისინი ან თვით ბიზნესის მფლობელის
ან გარეშე წყაროს მიერ გაღებული სესხის გარანტად გამოვიდნენ.
მფლობელი იმ შემთხვევაშია მოწადინებული გაწიოს ფინანსური
დახმარება თუ თვლის რომ ეს აუცილებელია სასურველი თანხის
მისაღებად.გარე გამსესხებელი იმაში უნდა იყოს დარწმუნებული, რომ
რისკი სესხის არდაფარვის შემთხვევაში მინიმალურია, ხოლო გარიგება
კი- საკმაოდ მომგებიანი. გარე ფინანსური დახმარების მისაღებად
აუცილებელია გაგვაჩნდეს ის ინფორმაცია, რომელიც უნდა მიიღოს
გამსესხებელმა გადაწყვეტილების მისაღებად. ეს მონაცემები უნდა
შედიოდეს სესხის მისაღებ სპეციალურ მოთხოვნაში და შეიცავდეს
შემდეგ პუნქტებს: სესხის აღების მიზანი, საჭირო თანხა, სასურველი
პირობები, ვალის დაფარვის წყარო, გარანტიები, მიმწოდებლები,
კონკურენტები და სხვა.

14. ბიზნესის ღირებულების დადგენა

მყიდველები და გამყიდველები ხშირად არ ეთანხმებიან ერთმანეთს,


თითოეულს გააჩნია არგუმენტები, ზოგი ლოგიკური ზოგი
ემოციური.შეთანხმების მისაღებად საჭიროა, რომ გასაყიდი ბიზნესის
დადგენილი ფასი ორივე მხარეს აკმაყოფილებდეს. რეალური საბაზრო
ფასი წარმოადგენს იმ ფასს, რომლითაც საკუთრება გადადის
გამყიდველიდან მყიდველის ხელში.არსებობს ბიზნესის ღირებულების
მიდგომები:
ბიზნესის ღირებულების განსაზღვრა საბალანსო უწყისის მეთოდის
საშუალებით.

ეს მიდგომა მოითხოვს ბიზნესის აქტივების ღირებულების განსაზღვრას.


ამ მეთოდს ყველაზე ხშირად მაშინ იყენებენ, როცა ბიზნესის
შემოსავლების წყაროს აქტივები წარმოადგენს. საბალანსო უწყისის
მეთოდებს შორის ყველაზე ხშირად კორექტირებული ,,აღრიცხული“
ღირებულების მეთოდი გამოიყენება.
აქტივების ,,აღრიცხული“ღირებულების დაზუსტება ხდება:
დებიტორული დავალიანებით, მარაგებით,უძრავი ქონებით.

ღირებულების განსაზღვრა მოგება-ზარალის უწყისის მეთოდის


საშუალებით.

მოგება-ზარალის უწყისის მეთოდები დაკავშირებულია ბიზნესის


აქტივებებით მიღებულ მოგებასთან,ან ამ აქტივებით წარმოქმნილ
ფულად სახსრებთან. ამ მიზნით იყენებენ ფულის მოძრაობის
დისკონტის მეთოდს, რომელიც მოიცავს 4 ეტაპს:

I.ფულადი სახსრების მოძრაობის გამოთვლისას ინფორმაცია უნდა


შეიცავდეს შემდეგ მაჩვენებლებს. 1.ბიზნესის სუფთა მოგება ან ზარალი.
2. მფლობელის ხელფასი. 3.მფლობელის მიერ გაწეული ხარჯები. 4.
პროცენტები. 5.არაპერიოდული ხარჯები. 6.მოწყობილობების შეცვლა ან
ახლის შეძენა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია სამომავლო
ფულის მოძრაობის რამდენიმე წლით ადრე დანერგვა, მცირე საწარმოთა
უმრავლესობას სახსრების სიმცირის გამო არ შეუძლია შორეული
პერსპექტივის განსაზღვრა.

II.ფულის მოძრაობის დაგეგმვის შემდეგ უნდა გამოვთვალოთ მისი


დისკონტირებული ღირებულება, რაც მყიდველის ინვესტიციისათვის
შესაფერისი კაპიტალდაბანდების ანაზღაურების კოეფიციენტის
(მოგების ნომრის) ან კაპიტალიზაციის ნომრის გაანგარიშებით კეთდება.
რაც უფრო ნაკლებ რისკთანაა დაკავშირებული ბიზნესის ინვესტირება,
მით უფრო პატარაა მოგების ნორმა. სასურველი მოგების ნორმა 20-50%
წარმოადგენს, ხოლო ბიზნესთა უმრავლესობისათვის ის 30-40%-ს
შეადგენს.
III.შემდეგ აუცილებელია ბიზნესის ძირითადი კაპიტალის ნარჩენი
ღირებულების დადგენა, ბიზნესის წინასწარ შეფასებულ
დისკონტირებულ ღირებულებას ფულის მოძრაობის დაგეგმვის
პერიოდის ბოლოსთვის. გამოითვლება ბიზნესის საწყისი სუფთა
ღირებულებისა და სამომავლო ყოველწლიური ნამატების დაჯამებით.
ნამატს უმატებენ ბიზნესის საწყის სუფთა ღირებულებას და ხდება უკვე
ამ ჯამის დისკონტირებული ღირებულების განსაზღვრა, რის
საფუძველზეც ვადგენთ ბიზნესის ძირითადი კაპიტალის ნარჩენ
ღირებულებას.

IV.ბიზნესის ძირითადი კაპიტალის ნარჩენ ღირებულებას უმატებენ


დაგეგმილ სამომავლო ფულის მოძრაობის ჯამურ დისკონტირებულ
ღირებულებას, რომელიც წინასწარ გამოითვლება ბიზნესის სასურველი
ფასის მისაღებად. ეს ფორმულა სასარგებლოა მოლაპარაკების წარმოების
დროს.

15. ბიზნესის ყიდვა-გაყიდვის გარიგებათა სტრუქტურა და


მოლაპარაკებების კულტურა.

ბიზნესის შეფასების ექსპერტებს ბიზნესის ღირებულების განსაზღვრა


დამოუკიდებლად შეუძლიათ.ისინი ეყრდნობიან გამყიდველის მიერ
მიწოდებულ ინფორმაციას. მრჩევლის როლში შეიძლება დავიხმაროთ
კვალიფიციური ბუღალტერი, რომელიც ჩაატარებს ფინანსური
დოკუმენტების ანალიზს. ასევე შეგვიძლია დავიხმაროთ კვალიფიციური
იურისტი, რომელიც განსაზღვრავენ ბიზნესის ღირებულებას, გასაყიდ
ფასს.ისინი მოლაპარაკების ბოლო სტადიაზე ერთვებიან. იურისტის
ფუნქციას წარმოადგენს ყიდვა-გაყიდვის საბუთების მომზადება. ისინი
ორივე მხარის ინტერესებს უნდა შეიცავდეს. არსებობს ბიზნესის ყიდვა-
გაყიდვის ორი ძირითადი ფორმა:1)გამყიდველის აქტივების შესყიდვა და
2)გამყიდველის აქციების შესყიდვა.

აქტივების შესყიდვის საფუძველზე გარიგების დროს შესასყიდი


აქტივები აისახება კონტრაქტში.გამყიდველი გრძელვადიან და
მოკლევადიან დავალიანებათა დასაფარად იყენებს გაყიდვით მიღებულ
შემოსავალს. აქტივებზე დაფუძნებული გარიგება უფრო მეტად
მომგებიანია მყიდველისთვის. იგი უპირატესობას ანიჭებს აქტივებზე
დაფუძნებულ შეთანხმებას, ამით მან შეიძლება აარიდოს თავი
გამყიდველის ფარულ ან უცნობ დავალიანებებზე პასუხისმგებლობას.

აქციებზე დაფუძნებული გარიგების დროს გამყიდველის კორპორაციის


ყველა აქტივი და დავალიანება აგრეთვე აქციები გადაეცემა მყიდველს.
აქციებზე დაფუძნებული გარიგებები გამორიცხავენ ლიზინგის
გადაცემის აუცილებლობას, როცა სალიზინგო ხელშეკრულება
კორპორაციის სახელით არის დადებული.

გაყიდვა გადავადებით. იშვიათდ ხდება კერძო ბიზნესის ყიდვა-გაყიდვა


სრული თანხის გადახდით. მცირე ზომის კერძო ბიზნესისთვის საწყისი
შესატანი გასაყიდი ფასის 10-40% წარმოადგენს, ამასთან მყიდველი
კომპენსაციის სახით იძლება სასესხო ვალდებულებას, რომელიც
გარანტირებულია მხოლოდ ბიზნესის აქტივებით. ვადა 3-15 წელს
შეადგენს,ხოლო საპროცენტო ნორმა ხშირად 9-12%-ია.

შესყიდვები აღებული სესხის საფუძველზე.,,Leveraged buy out” ბიზნესის


შესასყიდად გამოყოფილი სესხის დაფარვის გარანტად გვევლინება.
ასეთი მეთოდი აქტივებით მდიდარი ბიზნესისათვის გამოიყენება.
მყიდველი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ მოცემული ბიზნესით
შეძლებს ვალის დაფარვას. ბიზნესის ყიდვა-გაყიდვის პროცესში
მნიშვნელოვანია მოლაპარაკება. დამახასიათებელია აზრთა
სხვადასხვაობა. მოლაპარაკების პროცესში ფასი შეთანხმების მხოლოდ
ერთ ასპექტს წარმოადგენს. არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საკითხები:
ვალის დაფარვის ვადა და გადასახადებთან დაკავშირებული
პრობლემები და სხვა. გამყიდველს უპირატესობა აქვს რადგანაც იგი
უკეთ იცნობს გასაყიდ ბიზნესს, ამიტომაც მყიდველმა უკეთ უნდა
გაიცნოს გასაყიდი ბიზნესი რათა უპირატესობა მოიპოვოს.თითოეული
მხარე კარგად უნდა იცნობდეს მეორის მიერ ბიზნესის ყიდვის ან
გაყიდვის მიზეზს და მის სამომავლო გეგმებს.მყიდველმა უნდა
მოითხოვოს გამყიდველისაგან, რომ მან არ აწარმოოს სხვა
მყიდველებთან მოლაპარაკება მაშინ, როცა მიმდინარეობს კონკრეტული
შემოთავაზების განხილვა. მოლაპარაკების დროს მნიშვნელოვანია
საკითხების დანახვა მეორე მხარის პოზიციიდან გამომდინარე.

16. საქმიანი წინადადებების შეფასება და გაყიდვის პირობების დადგენა.

მყიდველმა უნდა განსაზღვროს ბიზნესის ღირებულების შესაძლო დიაპაზონი.


ბიზნესის განკარგულებაში მყოფი ქონების ღირებულება შეიძლება განისაზღვროს,
როგორც ბიზნესის ქვედა ზღვარი. ფასის ზედა ზღვრის დადგენა კი შეიძლება
კაპიტალის იმ რაოდენობის დადგენით რომელიც მიიღება ახალი მენეჯმენრის
პირობებში. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, უნდა
შეიცავდეს შემდეგ პუნქტებს: 1.საეთო შემოთავაზებული ფასი. 2.ფასის შემადგენელი
ნაწილები. 3.დანადგარების მდგომარეობა. 4.ვალდებულებათა და აქტთა სია.
5.იჯარასთან, ხელფასებთან, კომუნალურებთან დაკავშირებული გადავადებები. თუ
მყიდველი ინდივიდუალური პირია, გამყიდველმა უნდა მოითხოვოს მისი
ფინანსური უწყისი, ხოლო თუ კომპანიაა- მისი ყოველწლიური ანგარიში. ბიზნესის
ხელშეკრულებები ორი გზით უნდა გაფორმდეს: 1) ხელშეკრულებას ამზადებს
იურისტი. მყიდველი და გამყიდველი იურისტს წინასწარ დანიშნულ დროს
ხვდებიან და ხელს აწერენ დოკუმენტებზე. იურისტს შეუძლია მხარეებს დაეხმაროს
აზრტა სხვადასხვაობის დროს. გადასახდელი თანხა გადაეცემა სახელშეკრულებო
რწმუნებულს და ის მას ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ გასცემს.
2)დეპონირება. მყიდველი და გამყიდველი ხელს აწერენ სადეპონირო ინდუსტრიებს,
სადაც მითითებულია ის საკითხები რომლებიც შეთანხმების დასრულებამდე უნდა
განიხილონ. მას შემდეგ რაც ყველა საკითხი განხილულია დეპონირების აგენტი
გასცემს ადრე გაფორმებულ დოკუმენტებსა და თანხებს.ყიდვა-გაყიდვის დოკუმენტი
საბაზისო დოკუმენტია, რომლის საფუძველზეც შეთანხმების დასრულებისათვის
საჭირო სხვა დოკუმენტები ფორმირდება. შეთანხმების ბოლო სტადიაზე
გამოიყენებიან შენდეგი ნუსხები: 1. ხელშეკრულების ფურცელი: მითითებულია
ხელშეკრულების თარიღი,ხარჯების ის რაოდენობა, რომელიც იფარება მხარეების
მიერ,კრედიტის სიდიდე, რომელიც მითოითებულმა მხარემ უნდა მიიღოს.
2.სადეპონირო ხელშეკრულება: გამოიყენება მხოლოდ დეპონირების
ხელშეკრულების გაფორმების დროს. მითითებულია დეპონირების პირობები,
სადეპონირო აგენტის მოვალეობები და სხვა. 3. გირავნობის სიგელი: მითითებულია
გადასაცემი აქტივების მოცულობა, კომპენსაციის სიდიდე. 4. სასესხო
ვალდებულებები: გამოიყენა მხოლოდ განვადებიოთი გაყიდვის დროს,
მითითებულია სესხის სიდიდე და დროის ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც
მყიდველმა-გამყიდველს ეს ვალი უნდა დაუბრუნოს, კომპენსაცია, რომელსაც
გამყიდველი მიიღებს მყიდველის მიერ გადაუხდელობის დროს. 5. საგრანტო
ხელშეკრულება: წარმოადგენს გარანტიას აქტივების სახით. მითითებულია
პერიოდი, როცა მყიდველი თანახმაა საქმეში ჩაუშვას აქტივები, რომელიც ფარავენ
ვალს. 6.არაკონკურენციულობის ხელშეკრულება: არაკონკურენციულობის
დოკუმენტი ზოგჯერ შესყიდვა-გაყიდვის ნაწილს წარმოადგენს, ზოგჯერ კი ცალკე
დოკუმენტს. 7. ხელშეკრულება საქმეების შესახებ: მომსახურეობა, რომლითაც
გამყიდველმა უნდა უზრუნველყოს მყიდველი, კომპენსაციის სიდიდე, დროის
პერიოდი, რომლის განმავლობაშიც კვირეების ან ყოველთვიურად მყიდველს უნდა
მიეწოდოს მომსახურეობა,ხელშეკრულების ვადა, ვადამდე ადრე გაუქმების მეთოდი.

17. ბიზნეს-გეგმის შედგენის ორგანიზაცია მცირე საწარმოებში

ბიზნეს-გეგმა წარმოადგენს, როგორც ინვესტიციების მოზიდვის


ინსტრუმენტს, ასევე შიდასაფირმო დაგეგმვის საფუძველს. ბიზნეს-
გეგმის შედგენის მეთოდოლოგია ყველა კომპანიაში განსხვავებულია.
ბიზნეს-გეგმის შედგენა არის იტერაციული პროცესი, რაც გულისხმობს
მასში ახალი ინფორმაციის საფუძველზე აუცილებელი ცვლილების
შექმნას. აღნიშნულიდან გამიმდინარე, მცირე საწარმოების სპეციფიკის
მიხედვით არსებობს ბიზნეს-გეგმის შედგენის სხვადასხვა ლოგიკა.
ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ ზოგადი პრინციპები,
რომლებიც მიესადაგება ყველა ტიპის ბიზნეს-გეგმას.

რეზიუმე არის ბიზნეს-გეგმის მოკლე მიმოხილვა. ის უნდა შეიცავდეს


შემდეგი სახის ინფორმაციას:

 პროექტის დასახელება
 ორგანიზაციის დახასიათება
 პროექტის აღწერა
 ფირმის აღწერა, მისი განვითარების ძირითადი ეტაპები და ნიშნები
 პროექტის მოკლე და გრძელვადიანი მიზნები, რა შემოსავლები
მიიღება რა დროის განმავლობაში
 ტაქტიკური გეგმა
 ინვესტიციური მოთხოვნა

ფირმის აღწერის პროცესში აუცილებელია დავახასიათოთ მოცემული


ფირმა. ჩამოვაყალიბოთ მისი სხვა ფირმებისგან განმასხვავებელი
ნიშნები. აქ მნიშვნელოვანია ემდეგი საკითხების გაანალიზება:

 მიზნები და ამოცანები
 ორგანიზაციული სტრუქტურა და საკადრო შემადგენლობა
 პრროდუქციის გასაღრების ტენდენციები
 საფინანსო მაჩვენებლები
 ფირმის ძირითადი უპირატესობანი
 სეზონურობა
 ტექნოლოგიური დონე
 ფირმის ძლიერი და სუსტი მხარეები
 დანახარჯთა ანალიზი
 გეოგრაფიული მდებარეობა

ბიზნესის გეგმას შეუძლია მცირე საწარმოს მომავალ მფლობელს


დაანახოს გზა მოგებისკენ.

ბიზნეს-გეგმის ტიპიური სტრუქტურა წარმოგვიდგება შემდეგი სახით:

1. რეზიუმე
2. ფირმის აღწერა
3. მარკეტინგი
4. პროდუქციის აღწერა
5. საბაზრო ტენდენციები
6. საწარმოო გეგმა
7. საფინანსო გეგმა
8. რისკების ფაქტორები

მნიშვნელოვანია შვისწავლოთ კონკურენტები:

1. მათი ვინაობა და ადგილმდებარეობა


2. საბაზრო წილი პროცენტებში
3. მათი გაყიდვების მოცულობა
4. ამ მიზეზით შესაძლო დანაკარგების მოცულობა

პროდუქციის განაწილება:

1. ძირითადი მომხმარებლების სახელი


2. სრული სავაჭრო მოცულობა
3. ხვედრითი წილი პროდუქტის მიხედვით
4. თქვენი გაყიდვების წილი პროცენტებში

საბაზრო ტენდენციების საანალიზო მაჩვენებლებია:


1. გაყიდული საქონლის მოცულობა
2. გაყიდვები 5 წლის წინ
3. მიმდინარე გაყიდვები
4. მოსალოდნელი გაყიდვები 5 წელიწადში

18. ბიზნეს-გეგმის ამოქმედება

გეგმის მიზნობრივი დანიშნულების შესანარჩუნებლად


აუცილებელია მისი ხშირი წაკითხვა. მოგება-ზარალის უწყისი
ყოველი თვის ან ყოველი კვარტლის ბოლოსთვის მოკლევადიანი
უკუკავშირის ერთ-ერთ ტიპს წარმოადგენს.აუცილებელია
მარაგების კონტროლი, რომლის მიზანია მომსახურეების მაქსიმუმი
შეთავაზოს მომხმარებელს. რაც უფრო ნაკლებია ნედლეულსა და
საქონელზე დანახარჯები, მით უფრო ჩქარა იქნება შესაძლებელი
მომხმარებელთა დამატებითი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად
კაპიტალის ხელახალი ინვესტირება. აუცილებელია ვაწარმოოთ
ნულოვანი მოგების სისტემური ანალიზი, რადგანაც ნულოვანი
მოგების წერტილი არის მენეჯმენტის მოგების საშუალება,
რომელიც გიჩვენებთ თუ რა რაოდენობის პროდუქცია უნდა
გაყიდოთ მოცემულ სიტუაციაში, რათა დანახარჯები დავფაროთ
მოგებისა და ზარალის გარეშე. მოგება დამოკიდებულია
გაყიდვების მოცულობაზე, ფასსა და დანახარჯებზე. ასე, რომ
ნულოვანი წერტილის გამოსათვლელად თავდაპირველად უნდა
განვაცალკევოთ ფიქსირებული დანახარჯები, ერთეულ
პროდუქციაზე ცვლადი დანახარჯებისაგან.

ნულოვანი მოგების მოცულობა= სრული ფიქსირებული


დანახარჯები / ფასი-ერთეულ პროდუქციაზე ცვლადი
დანახარჯები.

ცვლილებები ბიზნეს გეგმაში: ბიზნესის დინამიზმი ხელს უწყობს


საუკეთესო ბიზნეს გეგმის დაძველებას. ზოგჯერ ცვლილება ხდება
კომპანიაში. მაგ: ზოგიერთი თანამშრომელი ტოვებს სამუშაოს.
ზოგჯერ ცვლილებები მომხმარებლებშია: იცვლება მათი
სურვილები და გემოვნება. ფრთხილად უნდა ვიყოთ იმ
შემთხვევაშიც, თუ გაყიდვებიმოსალოდნელზე მაღალია.
გაყიდვების ზრდა შეიძლება მხოლოდ დროებითი იყოს. ზრდის
პარამეტრებით დაგეგმილი გაფართოება, ახალი მოწყობილობები
და დამატებითი პერსპონალი,შეიძლება ზედმეტი აღმოჩნდეს იმ
შემთხვევაში, თუ გაყიდვები წინა წლებთან შედარებით სხვადასხვა
მიზეზით შემცირდება.

კომპანიის მართვა: ხშირად მცირე საწარმოთა მეპატრონეები


ცდილობენ შეითავსონ ყველა მმართველობითი ფუნქცია. ბიზნეს
გეგმა არის დოკუმენტი, რომელშიც აისახება მეწარმის მიზნები.
ასეთი გეგმა არის ბიზნესის მიზნების გაწერილი
პროგრამა.მიუხედავად იმისა, რომ ბიზნეს გეგმა პასუხობს მარტივ
მიზნებს, ის მოითხოვს წინასწარ ანალიზს.ის ბიზნეს გეგმა,
რომელიც უნდა წარვუდგინოთ ბანკებსა და ინვესტორებს, უნდა
მოიცავდეს ინფორმაციას:

1) რეზიუმე. აუცილებელია იმ თვისებების გამოყოფა, რომლებიც


განასხვავებენ მას კონკურენტებისაგან. უნდა მიეცეს მოკლე
შეფასება დაფინანსების პერსპექტივებს, მოსალოდნელ მოგებას.
უნდა წარმოვაჩინოთ ის თანხა, რომელიც აუცილებელია
ბიზნესისათვის და გაიწეროს დეტალურად ამ თანხის ხარჯვის
რეჟიმი.
2) კომპანია და დარგი. ამ თავში უნდა დასაბუთდეს ამ ფირმის
წარმოშობის აუცილებლობა, მისი სტრუქტურის
მახასიათებლები, დარგის ზოგადი დახასიათება.
3) საქონელი და მომსახურეობა. სრულყოფილად უნდა აისახოს
ახალი საქონელი და მომსახურეობა,მათი უნიკალური
თვისებების ზუსტი წარმოჩენით
4) ბაზარი. მონაცემები, რომლებიც დაარწმუნებს ინვესტორს
საქონლის საგეგმვო გაყიდვის მოცულობის მიღწევის
შესაძლებლობებში
5) მარკეტინგის სტრატეგია. რეალიზაციის მოცულობა, თქვენი
პროდუქციის ხვედრითი წილი, პროდუქციის ბაზრის ამ
სეგმენტში.
6) საკონსტრუქტორო სამუშაოების გეგმა. დეტალურად უნდა
აღვწეროთ ღონისძიებათა ხასიათი და მაშტაბები, მათზე
დანახარჯები, შესაძლო სიძნელეები.
7) საწარმოო გეგმა. ინფორმაცია საწარმოო სიმძლავრეების,
მოწყობილობების შესახებ.
8) მაქსიმალური რისკი და სირთულეები. აქ უნდა აისახოს
რისკთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ფაქტორი
9) საფინანსო ინფორმაცია. საორგანიზაციო და საექსპლუატაციო
დანახარჯების ნუსხა, მოგების დანახარჯების ფულადი
სახსრების მოძრაობის სამწლიანი პროგნოზი.

1)უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ჰობი და ბიზნესი.

მრავალი პიროვნება მიდის ბიზნესში იმ იმედით რომ მათი


ცხოვრებისეული მოწოდება გადაიზარდოს ბიზნესში. ჰობი არის
დამხმარე ინსტრუმენტი ტექნიკური ან შემოქმედებითი იდეის
ხორცშესხმისათვის.ბიზნესი წარმატებულია მხოლოდ მაშინ,
როცა მას ემატება სამეურნეო საქმიანობის წარმოების დარგში
სპეციალური ცოდნა.

2) შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ დამწყები ბიზნესმენები


ცდილობენ თავიანთი ფირმა მიმზიდველი გახადონ
ყველასთვის. მცირე საწარმოს მფ;ლობელები როგორც
წესი,ფიქრობენ, მათი ბიზნესი ორიენტირებული გახადონ
მომხმარებელთა ფართო წრეზე.

3)შეცდომაა საქმის წამოწყება ფულის საკმარისი ოდენობის


გარეშე. მხოლოდ ერთეული კომპანოიები იღებენ საქმის
დაწყებიდან მცირე დროში მოგებას. ბევრი მათგანი თვეების ან
წლების განმავლობაში განიცდიან დანაკლისს, მანამ ვიდრე
გახდებიან მომგებიანნი.

4)დიდი მნიშვნელობა აქვს რისკსა და საშიშროების დროზე


აღმოჩენას და ნეიტრალიზებას. აუცილებელია, შედგეს გეგმა
სადაც გაიწერება მოსალოდნელი საფრთხეები
5) არასწორი ფასის დაწესება. აუცილებელია განვასხვაოთ
მინიმალური, გონებრივად დასაბუთებული, საშუალო და
წამგებიანი ფასი.

6)კომპანიაში ოპტიმალური სტიმულირების გათვალისწინება.


განვითარებადი კომპანია მუდმივად მოითხოვს
თანამშრომელთა სტიმულირებას. ეს შეიძლება გამოიხატოს
პრემიებში, საჩუქრებში, ხელფასის გაზრდაშ და სხვა.

7)თვითიზოლაცია. სხვილი კომპანიოისაგან განსხვავებით


წვრილი კომპანიების მფლობელები გადაწყვეტილებებს
ერთპიროვნულად ღებულობენ.

19. ვენჩურული კაპიტალის არსი და სიდიდე


კერძო ინვესტორების ძიებასთან ერთად, მრავალი სწრაფად მზარდი
ფირმა ცდილობს მოექცეს ვენჩურული კაპიტალისტების ინტერესთა
სფეროში. ვენჩურული კაპიტალისტები საქონლისა და კაპიტალის
მიწოდების სანაცვლოდ ითხოვენ მცირე საწარმოს მოგების წილს,
რომელიც მის 50%-ს ან მეტს აღწევს. ამასთან ერთად, ისინი
მონაწილეობენ მის მართვაში. ისინი ყიდულობენ აქციებს დაბალ ფასში
და შემდგომ ყიდიან უფრო მაღლ ფასში.

ვენჩურული კაპიტალისტის მოძებნა რთულ ამოცანას წარმოადგენს. მის


დასარწმუნებლად უნდა გაიწეროს ფირმის 5-7 წელზე განვითარების
პერსპექტივა.

მცირე ბიზნესს არასდროს აქვს საკმარისი ფულადი სახსრები. მცირე


ბიზნესის დაფინანსებაში დიდ როლს თამაშობენ ბანკირები და
მომწოდებლები სესხის გაცემის გზით, მაგრამ გრძელვადიანი ზრდის
შემთხვევაში, მეტად მნიშვნელოვანია ვენჩურული კაპიტალის ფირმებით
დაფინანსებაც.
ვენჩურული კაპიტალის ფირმები ფლობენ კომპანიის აქციებს, ამიტომ
ისინი უდიდესი ყურადღებით იკვლევენ არსებულ ან მოსალოდნელ
საქონელს ან მომსახურებას და მის პოტენციურ ბაზარს. ისინი აბანდებენ
მხოლოდ ისეთ ფირმებში, რომლებსაც შეუძლიათ სწრაფად გაზარდონ
რეალიზაციის მოცულობა და ამით გაადიდონ თავიანთი შემოსავლები.

20. ვენჩურული დაფინანსების მაძიებელი


კომპანიების განვითარების დონე
დაფინანსების შესახებ წინადადება უნდა ასახავდეს შემდეგ მუხლებს:

 მიზნები და ამოცანები - ეს არის პროექტის მოკლე მიმოხილვა.


 აუცილებელი დაფინანსება - ინფორმაცია ფულის იმ რაოდენობაზე,
რომელიც გჭირდება პროექტის დასაწყისიდან განვითარებამდე,
თანხის გამოყენების გზებს და ფინანსურ გეგმას, მოთხოვნილი
თანხის და პროექტის დანახარჯების ანალიზს.
 მარკეტინგი - ბაზრის იმ სეგმენტის აღწერა, რომელიც უკვე
დაკავებული აქვს კომპანიას ან გეგმავს მის დაკავებას;
კონკურენციის პირობები; ის გეგმები, რომლებითაც კომპანია
აპირებს საჭირო ბაზრის სეგმენტის მოპოვებასა და შენარჩუნებას.
 ფირმის ისტორია - ფინანსური და ორგანიზაციული მოღვაწეობა;
მომსახურე პერსონალის დახასიათება და მათ შორის
ურთიერთობა.
 საქონლის ან მომსახურების აღწერა - წარმოებული საქონლის, ან
მომსახურებისა და დანახარჯების დეტალური აღწერა.
 ფინანსური დოკუმენტები - წინა წლების და მომავალი 3-5 წლის
დაგეგმილი სავარაუდო ფინანსური დოკუმენტები.
 კაპიტალიზაცია - აქციონერთა სია, ინვესტიციების რაოდენობა
დამათი სახეოება.
 ბიოგრაფიული მონაცემები - მფლობელთა და მომუშავეთა
გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დონე.
 მოსალოდნელი პრობლემები - ინფორმაცია პოტენციური
გაუთვანისწინებელი მოვლენების შესახებ.
 უპირატესობანი - უპირატესობები, რომლებიც პროექტს
განსაკუთრებულ მიზიდვეელობას ანიჭებს.
21. ვენჩურული დაფინანასების შესახებ წინადადების მომზადება, ვენჩურული
ფირმების დაფინანსების პირობები.

დაფინანსების შესახებ წინადადება უნდა ასახავდეს შემდეგ მუხლებს:

მიზნები და ამოცანები - ეს არის პროექტის მოკლე მიმოხილვა.


აუცილებელია დაფინანსება - ინფორმაცია ფულის იმ რაოდენობის შესახებ,
რომელიც გჭირდება პროექტის დასაწყისიდან განვითარებამდე.
მარკეტინგი - აქ წარმოდგენილი ბაზრის იმ სეგმენტის აღწერა, რომელიც უკვე
დაკავებული აქვს კომპანიას ან გეგმავს მის დაკავებას.
ფირმის ისტორია - აქ წარმოდგენილია მისი ფინანსური და ორგანიზაციული
მოღვაწეობა.
მომსახურების აღწერა - აქ მოცემულია ფირმის მიერ წარმოებული საქონლის ან
მომსახურებისა და დანახარჯების სრული დეტალური აღწერა.
ფინანსური დოკუმენტები - აქ შედის წინა წლებისა და მომავალი 3-5 წლის
დაგეგმილი სავარაუდო ფინანსური დოკუმენტები.
კაპიტალიზაცია - აქ წარმოდგენილია აქციონერთა სია, ინვესტორების რაოდენობა და
მათი სახეობა(სააქციო/სესსხები).
ბიოგრაფიული მონაცემები - აქ მოცემულია ძირითადი მფლობელებისა
და ,მომუშავეების შრომითი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დონე.
მოსალოდნელი პრობლემები - აქ საჭიროა წარმოვადგინოთ ინფორმაცია
პოტენციური ვალდებულებების და ნებისმიერი სხვა გაუთვალისწინებელი
მოვლენის შესახებ , რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მომავალ გეგმებზე.
უპირატესობანი - აქ აუცილებელია იმ უპირატესობების წარმოდგენა რომლებიც
საქონელს, მომსახურეობას, მარკეტინგულ გეგმებს ან რომლებიც პროექტს
განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებს.

განაცხადის ვრცელი განხილვისა და ანალიზის შემდეგ, ვენჩერული ფირმების


უმეტესობა ამზასდებს ფინანსურ დოკუმენტს,რომელშიც ნაჩვენებია: ფულის ის
რაოდენობა, რომელიც გამოყოფილი იქნება. ეს დოკუმენტები განიხილება
დაფინანსებული კომპანიის მენეჯმენრის გუნდთან ერთად. ისინი უნდა იყვნენ
კომპანიის მენეჯმენტის გუნდისა და ვენჩერული კაპიტალის ფირმის
წარმომადგენელს შორის მიღწეული კომპრომისის შედეგი. ამ კომპრომისის
მნიშვნელოვანი ელემენტებია: მფლობელობა, კონტროლი, ყოველწლიური ხარჯები
და საბოლოო მიზნები.

მფლობელობა. ვენჩერული კაპიტალით დაფინანსება მცირე ბიზნესის


მფლობელთათვის არ არის უფასო. ვენჩერული კაპიტალის ფირმები ინვესტიციების
სანაცვლოდ ყიდულობენ ბიზნესის აქციების ნაწილს. აქციების პროცენტი
სხვადასხვაა და დამოკიდებულია გამოყოფილი თანხის რაოდენობაზე, ბიზნესის
ღირებულებებისა და ინვესტიციებიდან მოსალოდნელ მოგებაზე. ფინანსური
შეფასება არ არის ზუსტი შეფასება. ბიზნესის მფლობელის აზრით, მის მიერ
ვენჩერული ფირმისათვის გადაცემული წლის ღირებულება მის რეალურ ფასზე
ნაკლებია. ვენჩერული კაპიტალის ფირმის აზრით კი - პირიქით. ორივე
დაინტერესებულ მხარეს ხელშეკრულების დადებით შეუძლია გააკეთოს ის რისი
გაკეთებაც მათ ცალ-ცალკე არ შეუძლიათ.

კონტროლი. კონტროლი აქციების გაცემისაგან განსხვავებით ბევრად უფრო


მარტივია. როცა მხარეები ვერ თანხმდებიან კონტროლი არის ის მექანიზმი რომლის
მიმარტაც ორივე მხარეს საერთო ინტერესები უჩნდება. ვენჩერული კაპიტალის
ფირმები მონაწილეობენ იმ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში,
რომლებმაც შეიძლება შეცვალოს კომპანიის პროდუქციის სახწე. ისინი წყვეტენ
მსხვილი ფულადი დაბანდებების საკითხს. ვენჩერული კაპიტალის ფირმები მიზნად
ისახავენ მოახდინონ რეინვესტირება მცირე ფორმისათვის. აქციების უკან მიყიდვის
ან ამ აქციების საჯაროდ გაყიდვის გზით. ისინი იმედოვნებენ, რომ ამის მიღწევას
ინვესტიციების ჩადებიდან 5-7 წლის განმავლობაში შეძლებენ. სააქციო ფინანსური
ხელშეკრულებათა უმრავლესობა შეიცავს საგარანტიო დებულებებს, რომლის
მიხედვითაც ვენჩერული კაპიტალის ფირმას მისი სააქციო წლის მიუხედავად
შეუძლია მიიღოს მონაწილეობა აქციების გაყიდვის ან კომპანიათა შერწყმის
პროცესში.

22. ვენჩურული ფირმის სახეები


არსებობს სხვადასხვა სახის ვენჩრული კაპიტალის ფორმები:

 ტრადიციული ამხანაგობა - ეს კომპანიები ფუძნდება მდიდარი


ოჯახების მიერ, რათა თავისი ფონდების ნაწილი მცირე
კომპანიებში დააბანდონ.
 პროფესიულად მართუული პულები - იქმნებიან სხვადასხვა
ორგანიზაციების ფულადი ფონდების საფუძველზე და
მოქმედებენ, როგორც ტრადიციული ამხანაგობები.
 საინვესტიციო საბანკო ფირმები - მოღვაწეობენ მაღალი
გარანტიების პირობებში. ისინი რიგ შემთხვევაში აყალიბებენ
ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო სინდიკატებს.
 სადაზღვეო კომპანიები - ინფლაციისგან დაცვის მიზნით, ისინი
სესხის ამღები კომპანიისგან მისი გაცემის წინაპირობათ აქციების
ნაწილს ითხოვენ.
 სამრეწველო კომპნაიები - მცირე კომპანიების დაფინანსებას
განიხილავენ, როგორც თავიანთი სამეცნიერო კვლევითი
პროგრამების დამატებით საშუალებას.
 მცირე ბიზნესის საინვესტიციო კორპორაციები - მცირე ფირმებს
ვენჩურულ კაპიტალთან ერთად მენეჯმენტის სფეროში
დახმარებასა სთავაზობენ.

მათ გარდა კიდევ არსებობენ ცალკეული კერძო ინვესტორები და


ფაინდერები. ისინი კარგად იცნობენ ფულის სამყაროს და შეუძლიათ
დაეხმარონ მცირე კომპანიებს აუცილებელი საფინანსო რესურსების
მოძიებაში.

23. ფინანსური გეგმის მნიშვნელობა ვენჩურული კაპიტალის


მოპოვებისათვის;

ფინანსური გეგმის არსებობა აძლევს ვენჩერული კაპიტალის ფირმებს


დადებითი გადაწყვეტილებების მიღების საფუძველს. გეგმის პროექტი
უნდა შეიცავდეს მონაცემებს: ფულის ბიუჯეტს, სავარაულო ფინანსურ
დოკუმენტებს, საინვესტიციო კაპიტალის ანალიზს და კაპიტალის
წყაროების შესწავლას. ფულის ბიუჯეტი - უნდა იგეგმებოდეს ყოველ
თვე წლის განმავლობაში. სავარაუდო ფინანსური უწყისები - უნდა
დაიგეგმოს სამი წლით და შეიცავს, როგორც მოგება-ზარალს, ასევე
საბალანსო უწყისებს. კაპიტალური ინვესტირების ანალიზი და
კაპიტალის წყაროების შესწავლა - უნდა მომზადდეს 5 წლიან პერიოდზე.
ისინი შესაძლებლობას მოგვცემს დავგეგმოთ გრძელვადიანი კრედიტები,
კაპიტალის განლაგება და მნიშვნელოვანი ინვესტიციები. ისეთი
ფირმები როგორიცაა ,,აი-ბი-ემ“, ,,მოტოროლა“ ,,კოდაკი“ და სხვა
აწარმოებენ პირდაპირ ინვესტიციებს მცირე საწარმოებში. მსხვილი
კაპიტალისტები გადასცემენ საინვესტიციო ფონდების თანხის ნაწილს,
რომელსაც მართავენ ვენჩერული ფირმები. თუ სწრაფად მზარდი ფირმა
ინარჩუნებს სტაბილურობას რამდენიმე წლის განმავლობაში მას
უჩნდება შესაძლებლობა გაზარდოს თავისი კაპიტალი აქციონირების
გზით. ანუ მას შეუძლია გაყიდოს საკუთარი აქციები ღია ბაზარზე.
მიუხედავად იმისა, რომ აქციების გაყიდვით მიღებული მოგება დიდი
იყოს არსებობს სიძნელეების ალბათობაც. ყველაფერი დამოკიდებულია
იმ მოთხოვნაზე, რომელიც გააჩნია მოსახლეობას ამ აქციებზე. მეორე
პრობლემა აქციების გაყიდვის შემთხვევაში არის დანაკარგები.

24. ფრენჩაიზინგი როგორც საკუთარი საქმის


ორგანიზაციის ფორმა
ერთ-ერთი მეთოდი ჩავიბაროთ და ვმართოთ ბიზნესი, არის
ფრენჩაიზინგი. ფრენჩაიზინგი არის ბიზნესის ფორმა, რომელიც
აძლევს მეწარმეს უკვე ცნობილი საქონლის გაყიდვის ან
მომსახურების გაწევის უფლებას. ანუ ეს არის ლიცენზია, რომელიც
იძლევა უფრო მსხვილი კომპანიის სავაჭრო ნიშნის გამოყენების
შესაძლებლობას. ამ უფლების გამო, ფრენჩაიზის მფლობელი მსხვილი
ფირმის მეპატრონეს უხდის ერთჯერად, ხოლო შემდგომ
ყოველთვიურ შენატანებს.

არსებობს ფრენჩაიზის 4 ძირითადი ფორმა:

1. სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფრენჩაიზინგი


2. მზა პროდუქციის გაყიდვის ფრენჩაიზინგი
3. საქონლის წარმოების ფრენჩაიზინგი
4. საქმიანობის სახეობაზე შექმნილი ფრენჩაიზინგი

ფრენჩაიზინგი წარნოიშვა XIX საუკუნეში, როდესაც კომპანიებმა,


რომელთაც გააჩნდათ მათი საქონლის ექსკლუზიური გაყიდვის
უფლება, დააფუძნეს ფირმები მსოფლიოში. XX საუკუნეში
კომპანიები, როგოროცაა „კოკა-კოლა“ და სხვა, აქტიურად იყენებდნენ
ფრენჩაიზინგს საქონლის და მომსახურების გასაყიდად.

ფრენჩაიზინგის ლიცენზიის ყიდვა არა მხოლოდ გარანტირებული


საქმიანობის დაწყების შესაძლებლობას იძლევა, არამედ მისი
საშუალებით შეიძლება დავძლიოთ დამწყები ფირმებისათვის
ყველაზე მნიშვნელოვანი - ფულის დეფიციტის პრობლემა.

25. ფრენჩაიზინგის შესაძლებლობათა შეფასება


იმის მიუხედავად, რომ ფრენჩაიზულ საწარმოებს საქმიანი
ურთიერთობის სხვა ფორმებთან შედარებით წარმატების მიღწევის
უფრო დიდი შანსი გააჩნიათ, ამის გარანტირება მაინც არავის
შეუძლია. უდიდესი შეცდომა, რაც კი შეიძლება დავუშვათ, არის ამ
ბიზნესში ნაჩქარევად ჩაბმა. მიუხედავად იმისა, რომ ფრენჩაიზინგის
სათავეში უმეტეს წილად კარგი რეპუტაციის მქონე ფირმა დგას,
ზოგჯერ მაინც ხდება გამონაკლისი, შეიძლება ზოგიერთ
ფრენჩაიზინგს უხეირო ან ფინანსურად სუსტი ფირმა ედგეს სათავეში.

ფრენჩაიზის რთულ ფორმას წარმოადგენს „ბიზნესის ფრენჩაიზინგი“.


ბიზნესის ფრენჩაიზინგი უზრუნველყოფს ადგილმდებარეობის
შერჩევას, პროდუქციის მომზადებას, მომარაგებას, მარკეტინგულ
გეგმებსა და დაფინანსებასაც კი. ჩვეულებრივ, ფრენჩაიზი ვაჭრობს იმ
საქონლითა და მომსახურებით, რომლითაც მას ფრენჩაიზერი
ამარაგებს, ან საქონლით, რომელიც ფრენჩაიზერის სტანდარტებს
პასუხობს.

გამონაკლისს არ წარმოადგენს ფრენჩაიზინგი, ყველა ძირითადი


საქმიანი გადაწყვეტილების მიღებისას, აუცილებელია ატერნატივათა
გამოკვლევა, დაგეგმვა და ანალიზი.

26. ფრენჩაიზინგული პაკეტი


როდესაც კონტრაქტის შესწავლას დავიწყებთ, აუცილებელია,
გავაანალიზოთ ის აუცილებელი ინფორმაცია და შესაძლებლობები,
დამოუკიდებლობის ის დონე, რომელსაც, როგორც ფრენჩაიზი,
შევინარჩუნებთ. განვსაზღვროთ ხარჯების ის რაოდენობა, რაც
ფრენჩაიზინგის შესასყიდად არის საჭირო. აქ აუცილებელია
გაანალიზდეს შემდეგი მონაცემები:

1. დანახარჯების სიდიდე ფრენჩაიზინგის საწყის ეტაპზე და რას


მოიცავს ეს ხარჯები.
2. რა გრძელვადიანი ხარჯებია დაკავშირებული ფრენჩაიზერთან.
3. ითხოვს თუ არა ფრენჩაიზერი თქვენგან მისი მარაგების
შესყიდვას და არის თუ არა მათ მიერ შემოთავაზებული ფასები
სხვა მიმწოდებლებთან შედარებით კონკურენტუნარიანი.
4. არსებობს თუ არა რაიმე შეზღუდვები სხვა ფრენჩაიზერის
კონკურენციასთან დაკავშირებით.
5. რა პირობებია წამოყენებული ფრენჩაიზული ხელსეკრულების
გაგრძელებასთან დაკავშირებით.

ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების განსახილველად , აუცილებელია,


გამოვიყენოთ ექსპერტთა დახმარება. კონტრაქტის ზოგიერთი პუნქტი
შესაძლოა საკამათო აღმოჩნდეს. ეს საკითხები ფრენჩაიზინგის
ხელშეკრულების ხელისმოწერამდე უნდა დაზუსტდეს.

27. საერთაშორისო ბიზნესის განვითარება


ფირმების უმეტესობის საბოლოო მიზანს წარმოადგენს წარმოების და
მომსახურების საზღვარგარეთ გატანა. ამასთან, საერთაშორისო
ბიზნესი უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნების პოლიტიკურ ინტერესებს.

ზოგადად საერთაშორისო ვაჭრობა არსებობს იმიტომ, რომ ერთი და


იგივე ქვეყანას არ შეუძლია აწარმოოს ყველა მისთვის აუცილებელი
საქონელი და მომსახურება. მოცემული ქვეყნის მასშტაბებში
საქონლის წარმოება დამოკიდებულია იმ დანახარჯებზე, რომლის
გაწევა მოუხდება მას მომავალში, რადგანაც რესურსები, რომელსაც
ქვეყანა იყენებს პროდუქციის საწარმოებლად შეზღუდულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელი ხდება უარი ვთქვათ
ერთი სახეობის პროდუქციის წარმოებაზე, რათა ვაწარმოოთ სხვა
პროდუქცია.

მაგალითად, ირანი ახდენს დაუმუშავებული ნავთობის


ექსპორტირებას. მას შეეძლო ეწარმოებინა ხორბალი, მაგრამ
ამისათვის მას არ გააჩნია მიწა, წყალი და კლიმატი. რათა ირანმა
აწარმოოს ხორბალი, მან მთელი თავისი რესურსები უნდა გამოიყენოს
ნავთობის მოპოვების ნაცვლად ამ პროდუქციის შესაქმნელად.
ამგვარად, მას გააჩნია ალტერნატიული დანახარჯებიდან მისთვის
ყველაზე ეფექტიანი მიმართულების შერჩევის შესაძლებლობა.
28. ხელისუფლების როლი საერთაშორისო ბიზნესის
რეგულირების დარგში
საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობათა მსვლელობა
დამოკიდებულია მთავრობის იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც
დაკავშირებულია საერთაშორისო ვაჭრობასთან, უცხოურ
კაპიტალდაბანდებებთან და ვალუტის კურსთან. ამ დარგში
ხელისუფლების ძირითადი ფუნქცია ისეთი სახელმწიფო
ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაა, რომელიც გააწონასწორებს
კომპანიების, მუშაკების და მომხმარებლების ინტერესებს. ყველა
მონაწილე სუბიექტს განსხვავებული მიზანი გააჩნია. ამის გამო,
ხელისუფლება ვალდებულია განახორციელოს კონტროლი საკუთარ
რესურსებზე, წინ აღუდეგს გარედან სავაჭრო ექსპანსიას და დაიცვას
ადგილობრივი მეწარმეების ინტერესსები, რაც მიიღწევა
პროტექციონიზმის პოლიტიკით. პროტექციონიზმი - ეს არის
სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია
ადგილობრივი კომპანიების დაცვაზე.

ექსპერტების შეფასებით, მსოფლიო ვაჭრობის ნახევარზე მეტი


ექვემდებარება ადგილობრივი ბაზრების დაცვაზე ორიენტირებულ
სხვადასხვა ტიპის შეზღუდვებს. პროტექციონიზმის ძირითად სახეებს
მიეკუთვნება: ტარიფები, კვოტები, სუბსიდიები, პროდუქციის
შემზღუდველი სტანდარტიზაცია და დამსჯელი ღონისძიებანი.

ტარიფები არის გადასახადები, რომლებიც ვრცელდება


იმპორტირებულ საქონელზე. ახლო წარსულში ეს გამოიყენებოდა,
როგორც სახელმწიფო შემოსავლების შევსების წყარო. დღეისათვის
ტარიფების უმეტესი ნაწილი პროტექციონისტული ხასიათისაა.

ტარიფებთან ერთად, იმპორტის შემცირების მიზნით, მრავალი ქვეყანა


ირჩევს სხვა ტაქტიკას, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია
კვოტების დაწესება.

მსოფლიოს ქვეყნები ადგილობრივი მეწარმეების სტიმულირებისთვის


იყენებენ სუბსიდიებს, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას აწარმოონ
პროდუქტი უფრო დაბალი ღირებულებით, ვიდრე უცხოელმა
კონკურენტებმა.

29. საერთაშორისო ორგანიზაციები; საერთშორისო


სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის როლი
ბიზნესის განვითარებაში
მსოფლიოს ქვეყნების მიერ შექმნილია საერთაშორისო
ორგანიზაციები, რომლებიც არეგულირებენ საერთაშორისო ვაჭრობას.
ქვეყნების დიდი ნაწილი იცავს თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს.
თავისუფალი ვაჭრობა ეს არის საერთაშორისო ვაჭრობის ისეთი
სახეობა, როდესაც ცალკეულ ქვეყნებს შორის არ არსებობს ამ სფეროში
შეზღუდვები. იმისათვის, რომ ქვეყნებმა თავისუფლად ივაჭრონ
მსოფლიოში, შექმნილია ორგანიზაციები, რომლებიც არეგულირებენ
ამ პროცესს. ასეთია ტარიფებისა სა ვაჭრობის გენერალური
შეთანხმება (ტვგშ).

რეგიონალურ ჭრილში ქვეყნები ქმნიან რეგიონულ სავაჭრო ბლოკებს.


ეს ბლოკები მათი ინდივიდუალობის მიუხედავად, საერთო ნიშნებით
ხასიათდებიან: ისინი ბლოკის წევრებისთვის აუქმებენ სპეციფიკურ
გადასახადებს და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ შედიან ბლოკში
აწესებენ საგადასახადო შეზღუდვებს და სხვა.

ევროპაში ერთ-ერთი უძველესი ბლოკია ევროპის ეკონომიკური


თანამეგობრობა (ეეთ), რომელიც აერთიანებს დასავლეთ ევროპის 12
ქვეყანას. „ეეთ“-ეს ქვეყნები ცდილობენ მიაღწიონ ერთმანეთის
შემზღუდავი ბარიერების მოხსნას საერთაშორისო ვაჭრობის გზაზე. ამ
შეზღუდვების მოხსნით ყალიბდება ეერთიანი ბაზარი, რასაც ხელს
უწყობს ერთიანი ვალუტის - ევროს შემოღება.

მთელი რიგი ქვეყნების სიღარიბე მსოფლიოს ერთ-ერთი ძირითადი


პრობლემაა. ამ ქვეყნების დასახმარებლად არსებობს ორგანიზაციები,
როგორიცაა საერთშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი.
საერთშორისო სავალუტო ფონდი ეხმარება იმ ქვეყნებს, რომელთც
გააჩნიათ საგადასახადო ბალანსთან დაკავშირებლი პრობლემები.
მსოფლიო ბანკის ოფიციალური დასახელებაა რეკონსტრუქციისა და
განვითრების ბანკი. იგი იძლევა კრედიტებს დაბალი პროცენტებით
საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების დასაფინანსებლად.

ასევე არსებობს რეგიონალური ბანკები, რომლებიც ეხმარებიან


მოცემული რეგიონების განვითარებას.

იმდენად, რამდენადაც ყველა ქვეყანას გააჩნია საკუთრი სავალუტო


ერთეული, საერთაშორისო ვაჭრობის პროცესში მიმდინარეობს ამ
ვალუტების გაცვლა. მაშინ, როდესაც ერთი ქვეყნის კომპანია ყიდის
საქონელს მეორე ქვეყანაში, აუცილებელი ხდება ვალუტების გაცვლა.
მაგალითად, იმისათვის, რომ იაპონურმა კომპანიამ შეისყიდოს აშშ-ს
ხორბალი, აუცილებელია იაპონური იენის გაცვლა დოლარზე. ის
პროპორციები, რომლითაც იენი, ფუნტი ან ფრანკი იცვლება
დოლარზე, მარკაზე ან ლარზე ქმნიან სავალუტო კურსს.

30. საერთაშორისო ურთიერთობების ბიზნესზე


მოქმედების სფერო
საერთაშორისო ბიზნესი მოიცავს ქვეყნებს შორის ნებისმიერი ტიპის
სამეურნეო ოპერაციას. ასეთი საქმიანი ურთიერთობანი შეიძლება
წარმოებდეს, როგორც კერძო პირებს, ასევე სახელმწიფო
ორგანიზაციების დონეზე. კერძო კომპანიების საქმიანობა
საერთაშორისო ბიზნესის სფეროში შეიძლება განხორციელდეს
მხოლოდ მოგების მიზნით, ხოლო ფირმების საქმიანობა, რომლებსაც
საერთაშორისო ბიზნესში გამოეყოფათ სუბსიდიები, არ არის
მოგებაზე ორიენტირებული.

მიზნების მისაღწევად კომპანიამ უნდა დაადგინოს საერთაშორისო


სავაჭრო ოპერაციების წარმოების ის ფორმები, რომლებიც
განსხვავდებიან ქვეყნის შიგნით ვაჭრობისგან. საერთაშორისო
ფირმების შერჩევაზე ზეგავლენას ახდენს როგორც წინასწარ
დაგეგმილი მიზანი, ასევე კომპანიის ფუნქციონირების გარემოც.

სეართაშორისო ბიზნესს გააჩნია თავისი მოტივაცია. არსებობს ამ


მოტივაციის 3 ძირითადი ასპექტი. ესენია:
გასაღების გაფართოება - ბაზარი არის შეზღუდული იმ პირებით,
რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფირმის პროდუქციით. ამასთან,
იზრდება მოსახლეობის შესყიდვიანობის უნარი. ეს ძირითადი
მოტივაციაა კომპანიებისთვის.

რესურსების შეძენა - მწარმოებელი ფირმები, როგორც წესი,


სხვადასხვა ქვეყნებში ეძებენ მათთვის აუცილებელ პროდუქციას. ამ
სავაჭრო ოპერაციების მიზანი დანახარჯების შემცირებაა.

დივერსიფიკაცია - კომპანიები, როგორც წესი, ცდილობენ არ დაუშვან


დიდი სხვაობა მის გასაღებასა და მოგება შორის და ამ მიზნით
საზღვარგარეთ ეძებენ პროდუქციის გასაღების შესაფერის ბაზრებს.

31. საერთაშორისო საქმიანი ურთიერთობების ფორმები

თანამედროვე კომპანიებში შეიძლება არსებობდეს საერთაშორისო


ურთიერთობის შემდეგი ფორმები: იმპორტი და ექსპორტი,
ლიცენზირება, ფრენჩაიზინგი, ერთობლივი საწარმოების შექმნა და
საზღვარგარეთის ფირმის შესყიდვა სრული საკუთრებით.

ყველაზე გავრცელებული ფორმაა იმპორტი და ექსპორტი. საიმპორტო


მაჩვენებლები ყველაზე მეტად დამოკიდებულია საცალო ვაჭრობაზე.
კომპანიები, რომლებიც ეწევიან ექსპორტს, ამ პროცესს ახორციელებენ
უშუალოდ საზღვარგარეთის პარტნიორებთან შეთანხმებით ან
სავაჭრო შუამავლების მეშვეობით.

საერთაშორისო ბიზნესში აგრეთვე გამოიყენება ლიცენზირება.


ლიცენზირების შეთანხმება აძლევს შესაძლებლობას ერთ ფირმას
აწარმოოს ან გაყიდოს სხვა ფირმის საქონელი და მომსახურება
ერთხერადი ან პერიოდული გადასახადის ხარჯზე.

ერთობლივი საწარმოები ერთ-ერთი ეფექტიანი ფორმაა. ერთობლივ


საწარმოში იგულისხმება პროექტის რეალიზაციისთვის საერთო
ინვესტიციების გაწევა და ხანგრძლივი პერსპექტივით სამეწარმეო
საქმიანობა.
ადგილობრივი ნედლეულის და მუშახელის სიიაფის გამო,
მნიშვნელოვანია ინდივიდუალური საწარმოების საზღვარგარეთ
დაარსება. საზღვარგარეთ საქმიანობა დაკავშირებულია გარკვეულ
სპეციფიკასთან, რომელიც ქვეყნის კულტურული, ეთიკური,
რელიგიური თავისებურებებიდან გამომდინარეობს. ისინი
გათვალიწინებული უნდა უქნას ბიზნესის წარმოების პროცესში.

32. წარმოების პროცესის გენეზისი და განვითარება

ნებისმიერი ბიზნესის საფუძველი არის წარმოება, რაშიც


იგულისხმება მატერიალური რესურსების საქონლად და
მომსახურებად გარდაქმნის პროცესი.

წარმოების პროცესის არსი გამომდინარეობს კონვერსიიდან. ეს არის


პროცესი, როდესაც რესურსები თანმიმდევრულად გარდაიქმნება
პროდუქციად. ეს პროცესი წარმოგვიდგება ასე: დანახარჯები-
გარდაქმნა-პროდუქცია.

ეს სქემა მისაღებია, როგორც მატერიალური ასევე არამატერიალური


წარმოების სფეროსთვის. მაგალითად, კომპანიის მართვის დარგში
სპეციალისტის ცოდნა შეიძლება გარდაიქმნას კომპანიის მართვის
გასაუმჯობესებლად. პალტოს დამზადების პროცესში კონვერსიას
განიცდის შემდეგი რესურსები: ტილო და ძაფი, მათი წარმოებაში
ჩაბმით ვღებულობთ მატერიალურ პროდუქციას - პალტოს.

განასხვავებენ კონვერსიის 2 ძირითად ტიპს: პირველი, რომელიც


ცნობილია, როგორც ანალიტიკური და ის გულისხმობს, რომ ერთი და
იმავე სახეობის ნედლეულიდან იწარმოება ერთი ან რამდენიმე
პროდუქტი, მაგალითად საქონლის დაფასოებით ვღებულობთ ტყავს,
ხორცს, ძვალს და ა.შ. კონვერსიის მეორე ტიპი არის სინთეტიკური.
მასში იგულისხმება სხვადასხვა მასალიდან პროდუქციის წარმოების
პროცესი, მაგალითად, ფულადი წარმოება მოითხოვს რკინის მადნის
გადამუშავებას, მას მაღალ ტემპერატურაზე სხვადასხვა მინერალურ
ნედლეულს უმატებენ.
მეწარმოებითი საქმიანობის პროდუქტიულობის ამაღლებაში
ერთ-ერთი უდიდესი წვლილი მიუძღვის Henry Ford-ს. მის
საწარმოებში პირველად გამოიყენეს „კონვეიერი“, რამაც საფუძველი
ჩაუყარა მასობრივ წარმოებას.

33. წარმოების საწარმოო და ოპერატიული მართვა


წარმოების საწარმოო და ოპერატიული მართვა დაიყვანება
ორგანიზაციის იმ რესურსეების კოორდინაციაზე, რომელიც
აუცილებელია გარკვეული სახეობის საქონლისა და მომსახურების
წარმოებისათვის. როგორც მართვის სხვა მეთოდები, საწარმოო და
ოპერატიული მართვა მოიცავს უმთავრეს ფუნქციებს - დაგეგმვას,
ორგანიზაციას, ხელმძღვანელობასა და კონტროს.

საწარმოო და ოპერატიული მართვა ვითარდება, როგორც ბიზნესის


სფეროს სპეციალიზებული ერთ-ერთი დინამიური დარგი. საწარმოო
და ოპერატიული მართვა არის რთული პროცესი, მისი მიზეზებია:

 გამოყენების სფერო ეფუზნება სწრაფ ცვლილებებს


 არ მოიცავს საქმიანობის დიდ არეალს, დაწყებულს ბაზრის
შესაძლებლობების შესწავლით და დამთვარებულს საწარმოოს
დაგეგმვითა და კონტროლით
 მართვის ეს სფერო აუცილებელია ყველა ტიპის კომპანიისათვის
მათი საწარმოო მასშტაბებისგან დამოუკიდებლაად

საწარმოო და ოპერატიული მართვა ისევე, როგორც მართვის სხვა


მეთოდები მოითხოვს კომპანიის მიზნების დროულ განსაზღვრას,
სტანდარტების შემუშავებას, რომლებსაც უნდა შევადაროთ საწარმოო
საქმიანობის შედეგები, პროდუქციაზე მოთხოვნის პროგნოზირებას
და სხვა.

34. საწარმოო პროცესის კონტროლი


საწარმოო პროცესზე კონტროლის მეთოდები სხვადასხვა კომპანიებში
შეიძლება განსხვავებული იყოს, ამასთან, ცალკეული კომპანიისათვის
გამოიყენება ის ზოგადი წესები, რომელიც მოიცავს 5 ძირითად
საფეხურს:

 საწარმოო დაგეგმვას
 საწარმოო პროცესის მარშრუტიზაციას
 კალენდარულ დაგეგმვას
 დისპეჩერიზაციას
 შესრულების კონტროლს

საწარმოო პროცესის სქემები გამოიყენება იმ დარგებშიც, რომლებიც


დაკავებულია მომსახურების სფეროში. მაგალითად, კოლეჯს
შეიძლება გააჩნდეს ენების სწავლების, სამეცნიერო და სხვა
განყოფილებანი. იმის მიხედვით, თუ როგორ მოძრაობენ
სტუდენტები ამ საგანმანათლებლო სექტორში, ხდება მთლიანად
სასწავლო პროცესის ფორმირება.

ეს სქემა, ასევე, გამოიყენება მომსახურების რიგ დარგებში.


მაგალითად, უნივერსიტეტში სტუდენტი კურსიდან კურსე რომ
გადავიდეს მან უნდა დააგროვოს კრედიტების ის აუცილებელი
რაოდენობა, რომელიც საჭიროა.

35. კალენდარული დაგეგმვა


წარმოების მმართველი საწარმოო პროცესში უნდა ადგენდეს
მარშრუტიზაციის დროის შეზღუდვას, რომლის მიზანია
ტექნოლოგიური პროცესის დაწყებისა და დამთავრების დროის
დადგენა.

პროექტის რეალიზაციის სხვადასხვა სტადიის გრაფიკის შედგენა


დაკავშირებულია მსხვილ დანახარჯებთან. XX საუკუნის დასაწყისში
ლ.განტმა შეიმუშავა სპეციალური ცხრილების შედგენის ხერხი,
რომელიც ითვალისწინებდა ტექნოლოგიური ციკლის ყველა სტადიის
შესრულების დროის დადგენას.

წარმოების პროცესი არის ოპერაციების ის კომპლექსი, რომელიც


დროის დანახარჯებზე უფრო დიდ ზეგავლენას ახდენს, ვიდრე სხვა
დანარჩენი ოპერაციები. ამ პროცესში კრიტიკული გზის გაანგარიშება
წარმოების ეფექტიანი ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ეტაპია. ამის დადგენის საფუძველზე მარტივია მთლიანად პროცესის
დასრულების პროგნოზირება.

კალენდარული დაგეგმვის კიდევ ერთი მეთოდი არის პროგრამის


ანალიზი და შეფასება. ის გამოიყენება ოპერაციებისთვის, რომელთა
აბსოლუტური დროის სიზუსტით შესრულება ძნელია. მასში
გამოიყენება 4 მაჩვენებელი:

 ოპტიმისტური შეფასება
 პესიმისტური შეფასება
 შესაძლო შეფასება
 მოსალოდნელი შეფასება

36. ლოჯისტიკის როლი ბიზნესის განვითარებაში


 თანამედროვე ბიზნესი ორიენტირებულია სამეწარმეო
პროცესების რაციონალიზაციაზე. ამასთან, სამეწარმეო ბიზნესი
გულისხმობს მატერიალური, ენერგეტიკული, ინფორმაციული
და სამგზავრო ნაკადების სინქრონიზაციას.
 მსხვილი კორპორაციების ბიზნესი - ეს არის დროული
ამოქმედება ყველა ამ ნაკადის წარმოების პროცესში, რასაც
ბიზნესის ლოჯისტიკური მართვა ეწოდება.
 ბიზნესი წარმოუდგენელია ინფორმაციის მოპოვების,
დამუშავების, გაცვლის გარეშე. ინფორმაციული ბაზის
რეგულირება აუცილებელია ბიზნესის განხორციელების ყველა
ეტაპზე. თანამედროვე კომპიუტერული ბაზა კი იძლევა ამ
ნაკადების მოძიების, მათი სწორი წარმართვის შესაძლებლობას.
 ბიზნესში მნიშვნელოვანია არა მარტო კადრების შერჩევა და
დასაქმება, არამედ სამგზავრო ნაკადების რეგულირება, რაც
ასევე ლოჯისტიკური დაგეგმვის გზითაა შესაძლებელი.
 თანამედროვე ბიზნესში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს
ლოჯისტიკური მართვა. მისი ათვისების და გამოყენების
მეთოდები დამოკიდებულია საზოგადოების განვითარების
ხარისხზე. სწორედ ამიტომ გამოიყენება ის ეკონომიკურად
განვითარებულ ქვეყნებში.
 ბიზნესი და ლოჯისტიკა განუყოფელი პროცესებია, რამდენადაც
თანამედროვე ბიზნესში დროის 98% იხარჯება მატერიალური,
შრომითი და ფინანსური რესურსების მოპოვება-გამოყენების
პროცესზე.

37. ლოჯისტიკის კონცეფციის ევოლუცია


სამეცნიერო ტერმინებს - „ლოჯისტიკა“-სა და „ლოგიკა“-ს საერთო
საფუძველი გააჩნიათ. ლოჯისტიკას, როგორც მეცნიერებას,
საფუძველი ძველ საბერძნეთში ჩაეყარა. იგი მათთვის შეისწავლიდა
ანგარიშებს, გაანგარიშებათა სისტემას. ჩინოვნიკებს, რომლებიც
აკონტროლებდნენ სამეურნეო, საფინანსო და სავაჭრო საქმიანობას
ლოგისტებს უწოდებდნენ.

შემდგომ ეპოქაში, იგი ბიზანტიაში გვხვდება და უკავშირდება


ბიზანტიის მეფეს, ლეონ VI-ს. ის მას განმარტავს , როგორც
მეცნიერებას ჯარის მომარაგებასა და მართვის შესახებ.

ჯარის მართვისა და მომარაგების საკითხში ნაპოლეონიც იყენებს


ლოჯისტიკის დებულებას. ამიტომაც, XIX საუკუნეში ლოჯისტიკა
დაფუძნდა, როგორც სამხედრო მეცნიერება.

სამოქალაქო და სამრეწველო ლოჯისტიკა წარმოიშვა მოგვიანებით და


ის დაკავშირებულია ტვირთბრუნვისა და მგზავრთბრუნვის
განაწილება-მართვასთან.

ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ის გამოიყენებოდა ორი


უმთავრესი მიმართულებით:

1. მათემატიკური ლოგიკის
2. სატრანსპორტო-სასაწყობო სამუშაოების ტექნიკისა და
ტექნოლოგიის ასახვისთვის სამოქალაქო და სამხედრო
სფეროებში.
ბიზნესთან მიმართებაში ლოჯისტიკა ასახავს მათემატიკურ
გაანგარიშებებს და მოდელებს სატრანსპორტო, სასაწყობო და სხვა
ამოცანების გადაწყვეტის პროცესში.

38. ლოჯისტიკა, როგორც მეცნიერული მიმართულება


ლოჯისტიკა განისაზღვრება, როგორც ფუნქციონირების ის სფერო,
რომელიც ახდენს მოთხოვნის, წარმოების, ტრანსპორტირებისა და
ინფორმაციის გაცვლის ინტეგრირებას.

ლოჯისტიკას განსაზღვრავენ, როგორც მეცნიერულ მიმართულებას,


რომლის მიზანია ნაკადური პროცესების მართვის მეთოდებისა და
ფორმების შემუშავება.

რესურსების მართვის ლოჯისტიკური სისტემის სიახლე


მდგომარეობს იმაში, რომ მის განვითარებასთან ერთად, ხდება
პრიორიტეტების ცვლა. წინა პლანზე იწევს არა პროდუქტი, არამედ
პროცესი. როგორც მეცნიერული მიმართულება, ლოჯისტიკა სულ
უფრო ფართო ხასიათს იძენს.

ლოჯისტიკას, როგროც მეცნიერულ საფუძველს, ფართოდ იყენებენ


როგორც მრეწველობასა და ვაჭრობაში , ასევე საბანკო და სადაზღვეო
ბიზნესში და სხვა სფეროებში.

ლოჯისტიკის ევოლუციური ხასიათი ვლინდება იმაში, რომ როდესაც


გადავდივართ სამეურნეო და მმართველობითი საქმიანობის შესაბამის
დონეზე, ჩაირთვება ბუნებრივი სელექციის რეგულატორები,
რომლებიც ორიენტირებუია მთელი სისტემის პროგრესულ
განვითარებაზე.

39. ტერმინ „ლოჯისტიკის“ ცნება


80-იანი წლების დასაწყისში ფრანგი მეცნიერები ლოჯისტიკური
ელემენტების ერთობლიობას აღნიშნავდნენ ტერმინით -
„პროდუქტიულობა“. ამ ტერმინით აღინიშნებოდა მატერიალური
ნაკადების გადაადგილება და მისი ინტეგრაცია ამ პროცესთან.
80-იანი წლების ბოლოს უკვე ჩნდება ტერმინი - „ლოჯისტიკა“,
რომელიც უფრო ზუსტად ასახავს ლოჯისტიკურ პროცესებს.

თავდაპირველად სამოქალაქო საქმიანობაში ეს ცნება გამოიყენებოდა


სასაწყობო და სატრანსპორტო მეურნეობის ურთიერთკავშირის
დადგენის მიზნით. ეს შეზღუდვა არასაკმარისი იყო ამიტომ
აუცილებელი გახდა ლოჯისტიკის ცნების გაფართოება. დღეს ეს
ტერმინი მრავალი შინაარსობრივი დატვირთვით ხასიათდება.

დღეისათვის მან განსაკუთრებული განვითარება ჰპოვა მეცნიერული


და ინფორმაციული ნაკადების მართვის სფეროში. ლოჯისტიკის ქვეშ
ესმით:

1. ახალი მეცნიერული მიმართულება,რომლის კვლევის საგანია


მატერიალური და ინფორმაციული ნაკადების მართვა;
2. რაციონალური რესურსების განაწილების, გადაადგილებისა და
მართვის სისტემა;
3. მატერიალური რესურსების განაწილების, გადაადგილებისა და
მართვის სისტემა;
4. პროდუქციის რაციონალური გადაადგილების სიტემა
მწარმოებლიდან მომხმარებლამდე;
5. ეკონომიკის სფერო, რომელიც განსაზღვრავს მატერიალურ-
ტექნიკური მომარაგების, წარმოების, განაწილების,
ტრანსპორტირების, მოთხოვნისა და მოხმარების
ურთიერთკავშირს.

40. ლოჯისტიკის სახეები


ლოჯისტიკა, როგორც მეცნიერულ სწავლება, მოიცავს საზოგადოების
ეკონომიკური ცხოვრების სხვადასხვა სფეროებს. აღნიშნულიდან
გამომდინარე, სამეცნიერო გამოკვლევების და მათი პრაქტიკული
გამოყენების ფორმალიზაციის მიზნით პრობლემათა კვლევის
მასშტაბების მიხედვით ლოჯისტიკა იყოფა რამდენიმე
მიმართულებად:

1. მაკროლოჯისტიკად
2. მიკროლოჯისტიკად

მაკროლოჯისტიკის კვლევის საგანია ის პროცესები, რომლებიც


მიმდინარეობს რეგიონალურ, რეგიონთშორის, საერთო ეროვნულ და
სახელმწიფოთაშორისო დონეზე.

მიკროლოჯისტიკა, მიკროდონეებზე განიხილავს საინფორმაციო,


მატერიალური და სხვა ნაკადების მართვის საკითხებს. ის ეყრდნობა
ცალკეული ფირმების ან საწარმოთა კორპორაციული ჯგუფების
ინტერესებს, იმ ჯგუფების, რომლებიც ერთიანდებიან საერთო
სამეურნეო კავშირების ოპტიმიზაციის მიზნით.

შესამუშავებელი პრობლემების მასშტაბებიდან გამომდინარე, მისი


სტრუქტურიზაციის მიზნით, გამოიყენება სხვა პრინციპებიც.
მაგალითად, მოქმედების მასშტაბების მიხედვით იყოფა:

1. საგარეო ლოჯისტიკად
2. საშინაო ლოჯისტიკად

საგარეო ლოჯისტიკა განკარგავს იმ ნაკადებს, რომლებიც სცილდება


მართვის სუბიექტების ჩარჩოებს.

საშინაო ლოჯისტიკა მიმართულია სამეურნეო საქმიანობის


კოორდინაციის და სრულყოფისაკენ, ცალკეული ფირმების ან
საწარმოთა კორპორაციული ჯგუფების ჩარჩოებში.

You might also like