You are on page 1of 15

თავი 3.

კონკურენციის პოლიტიკა
1. კონკურენციის პოლიტიკის შინაარსი და მნიშვნელოვანი ფუნქციები

კონკურენციის პოლიტიკა ძალზე დინამიკური პოლიტიკის სფეროა.არაერთი მაგალითი


გვაქვს სხვადასხვა ღონისძიებებისა,როგორიცაა თანხმობა,ჯარიმები და სხვა,რომელიც
გატარდა სხვადასხვა კომპანიის შერწყმის,კონკურენციის სამართლის განუწყვეტელი
დარღვევის და სხვათა გამო.კონკურენციაში იგულისხმება ბაზარზე მრავალმხრივი
საქმიანობა სხვადასხვა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სუბიექტებისა,რომლებიც
საკუთარ მიზნებს კონკურენტების შევიწროების ხარჯზე ახორციელებენ.ის გულისხმობს
კონკურენტებს შორის ურთიერთდამოკიდებულებასა და სამეურნეო მეტოქეობას.
ჩვეულებრივ კონკურენციას მიაკუთვნებენ მთელ რიგ მნიშვნელოვან ფუნქციებს:
1)კონკურენციის სტატიკური ფუნქციები, რომელიც მოიცავს ალოკაციის ფუნქციას-
წარმოების ფაქტორები საწარმოებში მაღალი ეფექტიანობით გამოიყენება, ინფორმაციის
ფუნქცია-ბაზრის მონაწილეთათვის ცვალებადი ფასები პროდუქტებსა და წარმოების
ფაქტორებზე არის ნიშანი საქონელზე მოთხოვნის სიდიდისა და ამით მოგების მიღების
შესაძლებლობებზე, ბაზრის გაწონასწორების ფუნქცია-ხდება მიწოდებისა და მოთხოვნის
გათანაბრება; 2)კონკურენციის დინამიკური ფუნქციები, რომელიც მოიცავს ინოვაციის
ფუნქციას-კონკურენციაში წარმოების ხელსაყრელი ხარჯების მეთოდების შემოტანას, ახალი
პროდუქტებისა და ხარისხის შექმნას უწყობს ხელს.კონკურენცია ხასიათდება
ინვენციებით(გამოგონებებით),ინოვაციებით (რეალიზირებული ინვენციების შედეგად
მიღებული სიახლეებით) და იმიტაციებით (მიბაძვებით).მან უნდა უზრუნველყოს
ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილებებთან, სამართ. და სოც. წესრიგის შეხამების უფრო
მაღალი ეფექტიანობა. 3)კონკურენციის პოლიტიკის კლასიკური ფუნქცია- ზრუნავს
იმაზე,რომ ბაზარზე ეკონომიკური ძალაუფლების პოზიცია ხანგრძლივი არ იყოს; 4)სანქციის
ფუნქცია- გამრჯე ადამიანი მოგებით საჩუქრდება და პირიქით; 5)განაწილების ფუნქცია-
ფაქტორების განაწილება ბაზრებზე შემოსავლის შედეგების შესაბამისად განხორციელდეს.
ბაზრის ცნობილ ფორმებს თუ გავიხსენებთ (ოლიგოპოლია, პოლიპოლია და მონოპოლია),
ნათელია რომ მონოპოლიაში კონკურენცია არ არსებობს, შეიძლება იყოს ლატენტური
(ფარული) კონკურენცია, თუ არსებობს ბაზარზე პოტენციური შემომსვლელები. ანუ
კონკურენციის პოლიტიკის ფარგლებში ინტერესი მიმართულია პოლიპოლიასა და
ოლიგოპოლიაზე. კონკურენციის განვითარებისათვის მთელი რიგი ფაქტორებია
მნიშვნელოვანი. ბაზარზე შესვლა უნდა იყოს თავისუფალი, თუმცა ეს მარტივი მაინც არ
არის, რადგან სხვადასხვა ტექნიკური ჩვევები და ტექნოლოგია არის საჭირო. არის კიდევ სხვა
ფაქტორებიც პატენტები, მაგისტრის წოდების ქონა და სხვა. ანუ ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია
ვთქვათ, რომ ბაზრები იყოს ხელმისაწვდომი. კონკურენციის პოლიტიკა დამოკიდებულია
არამარტო ბაზრის სტრუქტურაზე,ის მოიცავს ბაზრის შედეგებსაც. იგი მიმართულია
წესრიგის ჩარჩოსა და მისი შესრულების მეთვალყურეობის შექმნით მიაღწიოს ეფექტიან
კონკურენციას.იგი ხორციელდება: კონკურენციისათვის ხელის შეწყობით (მონოპოლიურ
სფეროებში ან გამყარებულ ოლიგოპოლიებში), კონკურენციის დაცვით (პოლიპოლიასა და
შემზღუდველ ოლიგოპოლიაში) და საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე
ზედამხედველობით(ბაზრის კონტროლის/მონოპოლიის დროს).

2. კარტელები და კოოპერაციები; შერწყმა; საწარმოთა კონცენტრაცია

კონკურენციის შეზღუდვის მნიშვნელოვან ფორმად კარტელები ითვლებიან.საქმე ეხება


ხელშეკრულებებსა და მოლაპარაკებებს ერთნაირი ეკონომიკური დონის მქონე
ორგანიზაციებს შორის იმ მიზნით, რომ კონკურენცია შეიზღუდოს. კარტელი ჰორიზონტ.
შეზღუდვის ფორმაა. იმის მიხედვით თუ რომელი პარამეტრია შეთანხმების საგანი,
არსებობს: ფასების, მხარის, ქვოტების, პირობების და სხვა კარტელი. თუ გასაღება
ხორციელდება სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ცენტრალიზებულად გაყიდვების
საზოგადოების საშუალებით, მაშინ საქმე გვაქვს სინდიკატთან. კარტელები 1957წლის
კონკურენციის შეზღუდვის კანონით აკრძალულია, თუმცა მათი გარკვეული სახეობები
შემორჩა. მაგ: რაციონალიზების კარტელი და სხვა. კარტელების წარმოქმნისადმი
მიდრეკილება განსაკუთრებით მაღალია თუ: 1) მიმწოდებელთა რაოდენობა მცირეა (მათი
ორგანიზება ადვილია); 2) პროდუქტები ჰომოგენურია (ფასწარმოქმნის ერთობლივი
პოლიტიკა გაადვილებულია); 3) ბაზარზე შესვლის ბარიერები მაღალია (დაბალი ბარიერები
კარტელის მაღალი ფასებით სხვა მიმწოდებლებსაც მიიზიდავენ); 4) დაწესებული ფასების
ელასტიკურობა დაბალია (თუკი მოთხოვნა ნაკლებად ელასტიკურია, მაშინ კარტელის მიერ
დაწესებული მაღალი ფასი დამატებით მოგებას განაპირობებს). კოოპერაციებში ზოგადად
პირების, ინსტიტუტების ან დაწესებულებების თანამშრომლობა იგულისხმება.
მნიშვნელოვანია 2 ფორმა: სულ მცირე 2 სამართლებრივად და ეკონომიკურად
დამოუკიდებელი საწარმოდან საწარმოო ფუნქციების გამოყოფის კოორდინაცია;
განსაკუთრებით მცირე ან საშუალო საწარმოების კოოპერაცია. თუ ასეთ პროცესს მოჰყვება
წარმატება იგი სასურველია, რადგანაც შეიძლება გაბათილდეს სტრუქტურული ნაკლი,
რომელიც მცირე საწარმოს დიდ ორგანიზაციასთან მიმართებაში გააჩნია. შერწყმა არის 2 ან
მეტი საწარმოს ახალი სამართლებრივი და ეკონომიკური გაერთიანება. შერწყმის მიზეზი
შეიძლება ბევრი იყოს. ძირითადად რეალიზაციის ადგილის გაუმჯობესება და მასშტაბის
ეკონომიის სრულყოფილი გამოყენება. ამ ცნებას პირდაპირ/არაპირდაპირ მივყავართ
ეკონომიკური და უფლებრივი გაერთიანების წარმოქმნამდე. საწარმოთა კონცენტრაციაზე
მსჯელობენ თუ ეკონომიკის ზოგიერთი დარგის საწარმო ამ დარგის მთლიან გასაღებაში
შედარებით მაღალ წილს ფლობს.ეს შეიძლება მოხდეს საწარმოს შიდა ზრდით ან
შერწყმით.კონცენტრაცია სხვადასხვა ფორმითაა შესაძლებელი: ჰორიზონტალური
მიმართულია ერთნაირი ბაზრის მქონე საწარმოებზე; ვერტიკალური-წინა და მომდევნო
საფეხურებზე მყოფ პოზიციებს შორის; დიაგონალური ანუ კონგლომერატი მიუთითებს
ეკონომიკის სხვადასხვა დარგების კონცენტრაციაზე. კონცენტრაციის ხელშემწყობ
მოქმედებას პრაქტიკაში წარმოადგენს ორგანიზაციებს შორის დაკრედიტების შერწყმა, ასევე
კოოპერაციის შესახებ ხელშეკრულებები.დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე პერსონალის
შერწყმას, რომელიც შესაძლებელს ხდის ეკონომიკურად და სამართლებრივად
დამოუკიდებელ საწარმოებს შორის მოხდეს შეთანხმება და შეიზღუდოს კონკურენცია.
ამასთან მნიშვნელოვანია ცოდნის გაცვლაც. კონცენტრაციის უპირატესობა მდგომარეობს
მასშტაბის ეკონომიის მზარდი ეფექტის საშუალებით,ფიქსირებული ხარჯების
შემცირებაში,განვითარების, დასაქმების და კონკურენტუნარიანობის ზრდაში. მეწარმეობა
იზრდება და გაბნევის რისკი მცირდება. ასეთ უპირატესობას უწოდებენ საზღვრების
ეკონომიის ეფექტს. დიდი როლი აქვს კონკურენციის მოქმედების შემზღუდავი წესებით
ბაზრის მონოპოლიზაციის მიღწევის სურვილსაც. საწინააღმდეგო მოვლენასთანაც გვაქვს
საქმე: კონცენტრაციის პროცესები მიმდინარეობს იმისთვის, რომ კონკურენციის შეზღუდვას
ბაზრის სხვა მონაწილეთა მხრიდან უკეთესად შევხვდეთ. სახელმწიფო რეგულირების
ინსტრუმენტებსაც შეუძლია კონცენტრაციას შეუწყონ ხელი. დიდ საწარმოებს ადვილად
შეუძლია დაარწმუნონ სახელმწიფო მოხელეები განვითარების ხელშეწყობის
აუცილებლობაში.

3. ბაზრის დაპყრობა

,,ლიდერი საწარმოები” ძლიერი კონკურენტები არიან. მათი სტრატეგია უფრო მეტად


მიმართულია დიფერენცირებაზე, მაგრამ ხარჯებსაც არ უგულებელყოფენ. ცდილობენ კარგი
საქონელი და მომსახურება მისაღებ ფასად შესთავაზონ მომხმარებელს. მცირე და საშუალო
კომპანიები ქმნიან კონკურენციის უპირატესობებს ნაწარმისა და სერვისის
ხარისხით,თუმცა ,,ლიდერების” გამო სულ უფრო ძნელი ხდება მათთვის ბაზრის ნიშების
დაცვა და მზარდი ხარჯების თავიდან აცილება. მარკეტინგი შეისწავლის ,,მომხმარებელი-
მეწარმე” ურთიერთობებს. მეწარმე ცდილობს მომხმარებელთა მოთხოვნილებები
მაქსიმალურად დააკმაყოფილოს. თანამედროვე ბაზარზე გვხვდება ურთიერთობა ,,მეწარმე-
კონკურენტი”. აქ უკვე მნიშვნელოვანია სულ მცირე 1 საკითხში მაინც კონკურენტზე
უკეთესი იყო. ბევრი მეწარმისათვის ეს საკმაოდ ძნელია. კონკურენციის უპირატესობა
განისაზღვრება, როგორც კონკურენტებთან შედარებით უფრო რაციონალური,
უპირატესობის მქონე საქმიანობა, რომელმაც 3 პირობა უნდა დააკმაყოფილოს: იყოს
მომხმარებლისათვის მნიშვნელოვანი, უნდა იყოს აღქმული და ხანგრძლივი.
მნიშვნელოვანია, რომ ეს 3 კრიტერიუმი ერთდროულად განხორციელდეს. იმისათვის, რომ
ვიყოთ კონკურენტებზე უკეთესი, უნდა ვიცნობდეთ მის, როგორც გარე, რაც შედარებით
მარტივია და შიდა უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს, რაც რთულია.ის გარემოება, რომ
საწარმოები თავიანთ მომხმარებლებს კარგად იცნობენ მიიღწევა მათთან სიახლოვით, ვიდრე
ბაზრის სისტემატური კვლევით. იგივე ითქმის კონკურენციის ანალიზზეც. თუმცა ,,ლიდერი
საწარმოები” მაგალითად, ახორციელებენ ასევე ,,კონკურენციასთან” სიახლოვეს და
ინფორმაციის მიღებას. მომხარებელთან ურთიერთობა ერთი მხრივ გვაძლევს ინფორმაციას
კონკურენტებზე, ხოლო მეორე მხრივ ვერა, რადგან ინფორმაცია დაფარულია. მსოფლიო
ბაზრის ,,უცნობი მმართველები” არ არიან თავიანთი კონკურენტების იმიტატორები და ეს
კარგია. მათთვის კონკურენციაზე დაკვირვება მხოლოდ იმ მხრივ არის მნიშვნელოვანი, რომ
შეამოწმოს აქვს თუ არა მას წინსვლა. კონკურენციის ყოველი მნიშვნელოვანი პარამეტრი
გვთავაზობს იმის შესაძლებლობას, რომ მივაღწიოთ კონკურენციის უპირატესობას. ყველაზე
დიდი უპირატესობა უკეთესი ხარისხის საქონელსა და მომსახურებაში
მდგომარეობს. ,,ლიდერი საწარმოების” მტკიცებით საქონელი და მომსახურება ყველა
ბაზარზე განსხვავებული უნდა იყოს. გვაქვს კიდევ პროგრამული უპირატესობა, რაც
ხანგრძლივობის თვალსაზრისით გაცილებით მნიშვნელოვანია. კონკურენციის ყოველი
პარამეტრის მიღწევები უნდა შეესაბამებოდეს მათ მნიშვნელობას, რომ მომხმარებლებმა
აღიარონ. კონკურენციის უპირატესობებად მხოლოდ ისინი ითვლება, რომლებსაც
მომხმარებლები აღიქვამენ. ,,სუპერ საწარმოები” კარგად იცნობენ უპირატესობის პრინციპებს
და ცდილობენ ერთს მაინც მიაღწიონ. ასევე უარყოფენ მიბაძვის ხაფანგს. მიზანდასახულად
იყენებენ ყველა შესაძლებლობას უპირატესობის შესაქმნელად, რომელიც ძირითადად
საქონელსა და მომსახურებაზე და იყენებენ პროგრამული უზრუნველყოფის პარამეტრებს,
კონკურენტუნარიანობის ხანგრძლივი შენარჩუნების მიზნით. საწარმოებს შეგნებული უნდა
ჰქონდეთ, რომ კონკურენციის უპირატესობა ან სხვებთან შედარებით უპირატესი შიდა
კომპეტენცია ერთ ბაზარზე, შეიძლება მეორე ბაზარზე სისუსტედ მოგვევლინოს. ხშირად
კონკურენციის უპირატესობანი იმაზე დამყარებული, რომ მრავალი წრვილმანის წარმოება
მცირედით გააუმჯობესო, ვიდრე ერთი ან რამდენიმე საგანი ,,სუპერ ნაწარმად” აქციო.
საწარმოთა კონცენტრაცია თითქმის ნორმალური პროცესია. შეიძლება გლობალიზაციის და
ინტეგრირებული ბაზრის პირობებში ვთქვათ,რომ საწარმოები საერთაშორისო
კონკურენტუნარიანობის განსამტკიცებლად დიდი უნდა იყოს, მაგრამ ამას უკავშირდება
საფრთხე, რომ საწარმოებმა მიაღწიონ ბაზრის დამპყრობლის პოზიციას და შეზღუდონ
კონკურენცია. უნდა განვსაზღვროთ ე.წ რელევანტური ბაზარი, რომელიც ქმედითი
კონკურენციის სფეროა. უნდა განვასხვავოთ მისი 3 ასპექტი: დროის, საგნის და სივრცის
თვალსაზრისით. რელევანტური ბაზარი განისაზღვრება ყველა პროდუქტით, რომელიც
მყიდველთა მოკლევადიანი მოთხოვნიდან დგება.ის შეიძლება გაიზომოს ფასთა ჯვარედინი
ელასტიკურობით-საქონლის მოთხოვნილი რაოდენობის პროცენტული ცვლილების
შეფარდება მის გამომწვევ სხვა საქონლის ფასის პროცენტულ ცვლილებასთან. თუ ისინი
საკმაოდ დიდია, მაშინ ეს არის პირობითი ნიშანი საქონელთა შორის არსებული
კონკურენციისათვის და ისინი რელევანტურ ბაზარს მიეკუთვნებიან. ამასთან უნდა
გავითვალისწინოთ, რომ ბაზართა გაერთიანებებს შეუძლიათ სუბსტიტუციის საკმაოდ
შეზღუდვა. ჯვარედინი ელასტიკურობა სიძნელეების გარეშე ვერ განისაზღვრება და
იყენებენ პროდუქტთა თვისებებისა და გამოყენების შედარებით ანალიზს. ძნელია საბაზრო
ძალაუფლების განსაზღვრა. პრაქტიკაში საქმე ეხება ბაზრის წილის დადგენას, მაგრამ
ანალიზის დროს სხვა კრიტერიუმებსაც ვიშველიებთ. აუცილებლად უნდა დავსვათ საკითხი
საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ. ამ მიზნით ადრე მოჩვენებითი
კონკურენციის სიმულაციას ატარებდნენ, რამაც ბოროტად გამოყენების ეჭვი დაბადა. თუმცა
ეს მეთოდი არაეფექტური აღმოჩნდა. კარტელთა ფედერალურმა ბიურომ შექმნა შედარებითი
ბაზრის კონცეფცია.საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფუძველზე
დაწესებულ ფასს უპირისპირდება ფასი, რომელსაც შესადარებელ მაღალინტენსიური
კონკურენციის ბაზარზე მოითხოვენ. ევროკავშირის კომისიამ თავისი კონკურენციის
პოლიტიკის უფრო დიდი ტრანსპარენტულობისათვის რელევანტური ბაზრის დეფინიციის
შესახებ განცხადება გააკეთა. საგნობრივი და სივრცობრივი ხედვით უნდა განისაზღვროს თუ
არსებული საწარმოების რომელ კონკურენტს შესწევს ფაქტიურად ძალა შეზღუდვები
დაუწესოს ამ საწარმოების საქმიანობას და ხელი შეუშალოს მათ მონაწილეობა მიიღონ
ქმედითუნარიან კონკურენციაში. მნიშვნელოვანია, რომ ბაზრის დეფინიცია არის საფუძველი
რომელიმე სფეროში ბაზრის დინამიკის გამოკვლევისათვის.

4. კონკურენციის პოლიტიკის ინდიკატორები

კონკურენციის ერთერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი შეიძლება კონკურენციის


ინტენსიურობა ყოფილიყო. კანტცენბახის მიხედვით იგი ხასიათდება წარმატებული
კონკურენციის შედეგად მოგების სწრაფი განმეორებით, რაც დამოკიდებულია საპასუხო
ქმედებისაკენ იძულების სიძლიერეზე, რომელიც თავის მხრივ საწარმოზე მიმდინარე
ზემოქმედებით არის განპირობებული, რომელიც განსაკუთრებით დიდია კონკურსის
დროს.გასაღების დანაკარგები, რომლებსაც საწარმოები ელოდებიან, I რიგში მათ რეაქციაზეა
დამოკიდებული. დანაკარგები გვიჩვენებს, თუ როგორ ძლიერ გავლენას ახდენს გასაღებაზე
სხვა კონკურენტების მოქმედება. ამით კი გამოიხატება პოტენციური კონკურენციის
ინტენსიურობა, რომელიც განსაკუთრებით მაშინაა დიდი, თუ კონკურენციის შეზღუდვები
არ არსებობს. ამ მოსაზრების არსებითი ნაკლი ისაა, რომ კონკურენციის ინტენსიურობის
ინდიკატორი არ არსებობს. კონკურენციის სხვა დამხმარე სიდიდეებით გაზომვისას ასევე
არსებობს პრობლემები. ინოვაციის უნარი პატენტზე განცხადების რაოდენობის საფუძველზე
შეიძლება შეფასდეს. უნდა გავითვალისწინოთ პატენტის მაძიებელთა მოქმედება და
საპატენტო სამართლებრივი ინსტრუქციები. ბაზარი, რომელიც ხასიათდება ფასთა ხშირი
ცვლილებით კონკურენტული ბაზარი შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ფასთა
ცვლილებები ყველა საწარმოს მიერ ხარჯების ცვლილებების პარალელურად იყო საჭირო და
რომ ბაზარს, სადაც დიდი ხნის მანძილზე არ ხდებოდა არავითარი ცვლილებები, შეუძლია
გამოავლინოს ძალზე მაღალი კონკურენტულობა. კონკურენცია შეიძლება კონკურენციის
პოლიტიკის სხვა საშუალებებით განხორციელდეს. ეფექტიან კონკურენციას მაგალითად
ტესტებით ადგენენ, რომელიც შეიძლება მიმართული იყოს ბაზრის შედეგებზე, მოქმედებაზე
ან კონკურენციის წინაპირობაზე, იგი სახეზეა მხოლოდ მაშინ, თუ ჩატარებულია გამოკვლევა
და შეფასებულია ბაზრის შედეგები. რადგანაც ობიექტური კრიტერიუმები არ არსებობს
ხშირად სუბიექტურ შეფასებებს იყენებენ, რაც არადამაკმაყოფილებელია. ტესტების დროს
ანალიზში, პირველ რიგში ბაზრის მონაწილეთა ქცევას ჩართავენ, რადგან თვლიან, რომ
მონაწილეთა მოქმედებიდან შესაძლებელია კონკურენციაზე დამის ქმედითუნარიანობაზე
დასკვნები გავაკეთოთ. კონკურენციის პროცესი ხშირად ხასიათდება,როგორც წინსვლის
შედეგი და პროცესი, თუმცა იგი კონკურენციის ქმედითუნარიანობაზე დასკვნების
გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს. ბაზრის გარკვეული ფორმა საჭიროა,მაგრამ არაა
საკმარისი პირობა კონკურენციისათვის. მიმწოდებელთა რიცხვს ანალიზის დროს უნდა
დაემატოს:ბაზრის გახსნილობა და სხვა.ყველა პარამეტრის დაკავშირებაც კი ცხადია, რომ
კონკურენციის ქმედითუნარიანობაზე საბოლოო დასკვნის გაკეთების საშუალებას არ
იძლევა.შერწყმიდანაც კი ვერ ვაკეთებთ უშუალო დასკვნას კონკურენციის ინტენსიურობაზე.
კონკურენციის პოლიტიკის ინდიკატორების იდენტიფიცრება, საბოლოო ჯამში, იმედს არ
გვაძლევს. კონკურენციის თეორიასა და პოლიტიკაში გაკეთდა ბევრი რამ, რომელმაც აქამდე
ინდიკატორების ერთიან სარწმუნო კონცეფციამდე ვერ მიგვიყვანა.
5. კონკურენციის პოლიტიკის კონცეფციები და მათი შეფასება

რადგანაც დღევანდელ გლობალურ ეკონომიკებში ოლიგოპოლიები არიან გაბატონებული,


ადრე არსებული წარმოდგენა კონკურენციაზე სინამდვილეს აღარ შეესაბამება.
სრულყოფილი კონკურენცია დღეს არს რეალისტურია და არც სასურველი. განსაკუთრებით
ნათელია კონკურენციის ინოვაციის ფუნქციისა და პროდუქტიულ მოქმედებასთან
მიმართებაში. კონკურენციის პოლიტიკისათვის გამომდინარეობს შემდეგი არსი.დღეს
ეკონომიკური აგენტები აღარ ცდილობენ დაამკვიდრონ ეკონომიკური და პოლიტიკური
ნორმები,ამის ნაცვლად ისინი ორიენტირებული არიან კონცეფციებზე, რომლებსაც მტკიცე
კავშირი აქვს რეალობასთან და ახლოს დგანან კონკურენციის პოლიტიკის გატარების
ინსტრუმენტებთან. გფრ-ში დაახლოებით 60-იანი წლების შუა პერიოდიდან იყენებდნენ ე.წ
,,ფუნქციონირებისუნარიან კონკურენციის” კონცეფციას, რომლითაც ცდილობენ
განსაზღვრონ ბაზრის სტრუქტურის თვისებები, რომლებიც ხელს უწყობენ კონკურენციულ
მოქმედებას, მოქმედების იმ წესების გამოკვლევას, რომლებიც კონკურენციულად ითვლება
და კრიტერიუმების დადგენას, რომლებიც გამოდგება ბაზრის შედეგების შესაფასებლად.
ბაზრის სტრუქტურის გამოკვლევა მოიცავს ყველა სიდიდის დადგენას, რომლებმაც უნდა
განსაზღვრონ ბაზრის მონაწილეთა მოქმედება. ამაში ჩაირთვება აგრეთვე ინფორმაცია
საწარმოთა კონცენტრაციის რაოდენობაზე. მათ საფუძველზე კეთდება დასკვნები
ეკონომიკის დაბალანსების მნიშვნელობაზე და ამით გამოწვეულ ბაზარზე შეზღუდვის
არსებობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ახალი მიმწოდებლებისთვის არ არის ადვილი იმავე
წარმატებით აწარმოონ საქონელი ან მომსახურება, როგორც უკვე გამოცდილმა საწარმოებმა.
მათ შეუძლიათ ახლების შეტევა ფასთა შემცირების გზით შეზღუდონ. ქმედითუნარიანი
კონკურენციის კონცეფციაში იგულისხმება ბაზრის ის ფორმები, რომლებიც ხელს უწყობენ
კონკურენციის ფუნქციის რეალიზებას.ეს ძალაშია მსხვილი ოლიგოპოლიებისთვის, მაშინ
როცა მცირე ოლიგოპოლიებში არსებობს საშიშროება, რომ საქმე მივა კონკურენციის
შეზღუდვასთან. ამ კონცეფციის წარმატებისუნარიანობა გადაჭარბებით არ უნდა შეფასდეს,
რადგან 3 კრიტერიუმი (საბაზრო სტრუქტურა, ბაზარზე მოქმედება და ბაზრის შედეგები)
ერთმანეთზე ახდენენ ზეგავლენას. მსჯელობა იმაზე,თუ ბაზარზე რომელი საბაზრო
სტუქტურიდან გამომდინარეობს საქმიანობა და სხვა ცხადია შესაძლებელია, მაგრამ
დასკვნებს ვერ გამოვიტანთ. განვიხილოთ ,,მსხვილი ოლიგოპოლიების კონცეფცია”.
კატენბახის მიხედვით, ქმედითუნარიანი კონკურენციისაგან I რიგში მოსალოდნელია
დინამიკური კონკურენციის, ანუ ინოვაციის ფუნქციის შესრულება და მონაცემთა
ცვლილებებთან შესაბამისობის მაღალი ეფექტიანობა. მნიშვნელოვანია სიჩქარე, რომლითაც
გაუქმდება იმიტატორების მიერ მოგების მიღების უპირატესობა. ამით წინა პლანზე დგება
კონკურენციის ინსტრუმენტების ხასიათი. უნდა გამოვიკვლიოთ როდის არსებობენ
კონკურენციისათვის ხელსაყრელი პირობები, რომლებიც ძირითადად მსხვილი
ოლიგოპოლიების ბაზრებზე მოისაზრება, სადაც წინა პლანზე საწარმოთა შეთანხმებულ
რეაქცია დგას. იგი მცირე ოლიგოპოლიებთან ძლიერი კონცენტრაციის ხარისხით ძალზე
მაღალია, ასე რომ ასეთ ბაზრებზე დინამიკური განვითარება პრაქტიკულად არ ხდება.
საბოლოოდ კანტენბახის მიხედვით,წინაპირობები უკეთესად სრულდება მსხვილ
ოლიგოპოლიაში,რომელიც ხასიათდება პროდუქტთა ზომიერი დიფერენცირებით. არ
შეიძლება კონკურენცია საარსებო რისკის გამომრიცხავი მოქმედების საფუძველზე. ბაზრის
სწორედ ამ ფორმაშია მისაღები კონკურენციის წესების დარღვევა. მომწოდებელთა
რაოდენობა საკმაოდ დიდია და თითოეული საწარმო საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ
მიიღოს მასობრივი წარმოების უპირატესობა, დაფინანსების ინოვაციები და სხვა.
,,თავისუფალი კონკურენციის კონცეფციაში” ჰოპმანის მიხედვით იქიდან ამოდიან, რომ
კონკურენცია თავისთავად ღირებულებებს ფლობს: კონკურენციის თავისუფლების ფუნქცია
წინა პლანზე დგას. ბაზრის მონაწილეებს ეძლევათ თავისუფალი არეალი, რომელსაც
სასურველ საბაზრო შედეგებამდე მივყავართ. ბაზარზე შესვლა თავისუფალია, თუმცა
აუცილებელია გარკვეული შესაძლებლობები, კონკურენციის ნება და უნარი. კონკურენციის
თავისუფლებას თითოეულისთვის დამატებითი ეკონომიკური უპირატესობანი მოაქვს.
თავისუფლების შეზღუდვამ შეიძლება ბოროტი ძალაუფლება შექმნას. ეს კონცეფცია
გვაგონებს კლასიკურ ლიბერალიზმს, რომელსაც კონკურენცია ესმოდა, როგორც
დინამიკური პროცესი, რომელშიც ჩადებულია ეკონომიკური თავისუფლება და
მომხარებელთა ოპტიმალური უზრუნველყოფა. განვიხილოთ ,,ჩიკაგოს სკოლის კონცეფცია”,
რომელიც ჩიკაგოს სკოლამ XXს-ის 80-იანი წლების დასაწყისში შექმნა ბაზრის სტრუქტურის,
ბაზარზე მოქმედების და საბაზრო შედეგების პარადიგმის გამოყენების
არადამაკმაყოფილებლად აღქმის გამო. აქაც კონკურენცია განხილება, როგორც დინამიკური
პროცესი, აიძულებს ბაზრის მონაწილეებს მიმდინარე პროცესებთან მისადაგებას და ამით
ავლენს წონასწორობის ტენდენციას. ეფექტიანობა განხილება, როგორც უმნიშვნელოვანესი
ინდიკატორი. იგი ავლენს 2 ასპექტს: პროდუქტიული ეფექტიანობა, რომელიც ხასიათდება
ხარჯების ეკონომიით და საწარმოო სიმძლავრეთა ზრდის პარალელურად ხდება,
ალოკაციური ეფექტიანობა, რომელსაც მივყავართ საუკეთესო შესაბამისობასთან
პროდუქტების მიწოდებასა და მომხმარებელთა პრეფერენციებს შორის და ასევე ფასებთან,
რომლებიც უახლოვდებიან გრძელვადიან ზღვრულ ხარჯებს. ჩიკაგოს სკოლის
წარმომადგენლების აზრით, კონკურენცია გრძელვადიანია. სავარაუდოდ ბაზარზე შეღწევის
ბარიერები არსებობს იქ, სადაც ისინი სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნენ, ამ დროს უნდა
მოვითხოვოთ დერეგულირება ან/და ლიბერალური საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა და
კონკურენციის შემზღუდავი ინტერვენციები. ეს კონცეფციები მხოლოდ სუსტ მხარეებს
ავლენს.მათი თეორიულად დასაბუთებაც არადამაკმაყოფილებელია. სამოქმედო
მითითებებად შეიძლება მივიღოთ, რომ საბაზრო რეალობა რაც შეიძლება ზუსტად
განვსაზღვროთ ბაზრის სტრუქტურის, ბაზარზე მოქმედების და ბაზრის შედეგების
ტესტების საშუალებით.მსხვილი ოლიგოპოლიის კონცეფციაში კონკურენციის პოლიტიკის
მთავარი ამოცანაა, პოლიპოლისტური ბაზრები კოოპერაციათა შეთანხმებით და შერწყმით
მსხვილ ოლიგოპოლიებად აქციონ.ვიდრე მცირე ოლიგოპოლიები არსებობენ ისინი ან უნდა
გაცალკევდნენ ან დაექვემდებარონ მეთვალყურეობას. თავისუფალი კონკურენციის
კონცეფციაში კონკურენციის პოლიტიკის მთავარი ამოცანაა აღმოფხვრას კონკურენციის
შეზღუდვები, რომელიც შესაძლებელია მაშინ, როცა საქმე ეხება ხელოვნურ შეზღუდვას, რაც
მონაწილეთა სტრატეგიებმა შეიძლება გამოიწვიოს. ჩიკაგოს სკოლის კონცეფციიდან
შეიძლება დავასკვნათ, რომ კონკურენციის პოლიტიკის გატარება სიფრთხილეს მოითხოვს.
საბაზრო მოვლენებში ჩარევას რაც შეიძლება თავი უნდა დავანებოთ, რადგან ეს ბაზრის
თვითრეგულირებას უშლის ხელს. საერთაშორისო დისკუსიის მიზანს ვერ გავიგებთ
შესაბამისი წესრიგის პოლიტიკის მთავარ მოსაზრებებთან მისი მიმართების გარეშე.
კონკურენცია არის საბაზრო ეკონომიკაში წესრიგის ძირითადი წესი,ამიტომ მას სჭირდება
სახელმწიფოს მხრიდან დაცვა, სხვა შემთხვევაში კონკურენციის ფუნქციები შეუსრულებელი
დარჩება, რაც სერიოზული დანაკარგია.

6. კონკურენციის პოლიტიკის მიზნები და სტრატეგიები

კონკურენციის პოლიტიკით ზოგადად ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკურ თავისუფლებას.


კონკურენციის თავისუფლება არის ინდივიდუალური თავისუფლების გამოხატულება და
აქვს ინდივიდუალური სარგებელი. როგორც კონკურენციის პოლიტიკის სხვადასხვა
კონცეფციების ანალიზი გვიჩვენებს თავისუფლების ხაზგასმას შეიძლება განსხვავებული
წონა ჰქონედეს. თუ კონკურენციას მივყავართ ეკონომიკურ ოპტიმალურობასთან და
ზრდასთან, თავისთავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს კონკურენციის დაცვისათვის.
არამარტო ამ დროს, არამედ საფრთხის არსებობის შემთხვევაშიც. მეორე მიზანი არის
კონკურენციის ხელშეწყობა. თუ არ მოხერხდება, რომ არსებული საწარმოები
დავუქვემდებაროთ ინტენსიურ კონკურენციას, მაშინ III მიზნად საბაზრო ძალაუფლების
ბოროტად გამოყენების შეზღუდვის მექანიზმი უნდა გამოცხადდეს. ამით უნდა შეიზღუდოს
ეკონომიკური ძალაუფლების პოლიტიკური გავლენის საშუალებად გამოყენება. მსგავსი
მიზნები აქვს კონკურენციას ევროპული ინტეგრაციის პროცესში. კონკურენციის პოლიტიკამ
შესაძლებელი უნდა გახადოს ბაზრებზე სამეწარმეო ინიციატივისა და ინოვაციური
საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო მოქნილობის დამკვიდრება და რესურსების
ქმედითუნარიანი, დინამიკური ალოკაცია. ამით ხელი უნდა შეუწყოს ევროგაერთიანების
ხელშეკრულების II მუხლში ჩადებულ ერთობლივი მიზნების განხორციელებას: 1)
ეკონომიკური ცხოვრების ჰარმონიული და დაბალანსებული განვითარება; 2) მდგრადი
არაინფლაციური ეკონომიკური ზრდა გარემოს დაცვის გათვალისწინებით; 3) დასაქმების
მაღალი დონე; 4) სოციალური დაცვის გაუმჯობესება; 5) ცხოვრების დონისა და ხარისხის
ამაღლება. ამით ეკონომიკური პოლიტიკის უმაღლესი მიზნის-ქვეყნის ეკონომიკური
კეთილდღეობის და მისი თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონის ამაღლებას უწყობს
ხელს. კონკურენციას არ აქვს თვითმიზანი,ის არის ზემიზნების მიღწევის საშუალება.
ეკონომიკური ზრდა ხელს უწყობს მთელი საზოგადოების კეთილდღეობას, რასაც
კონკურენციის ფუნქციების სწრაფად შესრულებით შევუწყობთ ხელს. არსებითად
ნებისმიერი ქვეყნისათვის ძალაშია კონკურენციული პოლიტიკის ერთიდაიგივე მიზანი.
ევროკავშირის ზემოთ ჩამოთვლილი მიზნები გავლენას ახდენს ევროპის ეკონომიკაზე
თავისი სტრუქტურით, ხელს უწყობს ინოვაციებს და შიდა ბაზარზე რესურსების დინამიკურ
ალოკაციას. კონკურენციის პოლიტიკის ასეთ სტრუქტურლად დაქვემდებრებულ
ორიენტაციას შედეგად მოსდევს ურთიერთქმედება პოლიტიკის სხვა სფეროებთან.
კონკურენციის პოლიტიკის ფარგლებში მიზანთა იერარქიის სხვადასხვა დონეზე შეიძლება
მიზანთა კონფლიქტებს ჰქონდეს ადგილი. განსაკუთრებით მაშინ, როცა არა მარტო
კონკურენციის, არამედ სხვა სახის მიზნებიც არის დასახული. თუ პრობლემატიკას
შევამჭიდროვებთ და დავიყვანთ კონკურენციის ფუნქციებზე, შეიძლება მოვახდინოთ
კონფლიქტების სფეროთა იდენტიფიკაცია: თუ მოვლენები ბაზრებზე მიმართულია
მაქსიმალური მისადაგების შექმნაზე და ამით უზრუნველყოფილია ფაქტორთა
ოპტიმალური ალოკაცია, მაშინ ბაზრის მონაწილეთა მოქმედების არეალი თავისუფლების
ფუნქციის თვალსაზრისით შეიძლება შეზღუდული იყოს; მოვლენებმა ბაზარზე ხელი უნდა
შეუწყოს ტექნიკურ პროგრესს, ამისათვის საჭიროა მაღალი შემოსავლები, რომლებიც
განაწილების სამართლიანობის მოთხოვნას თანხვდებიან; ეკონომიკის დარგში
კონკურენციის მაღალმა ხარისხმა შეიძლება თან მოიტანოს დიდი უპირატესობები, რომელიც
საქონლითა და მომსახურებით მყიდველთა უკეთეს უზრუნველყოფას გულისხმებს, მაგრამ
მას შეზღუდულად, მაგრამ მაინც, ბაზრის სხვა მხარეს მყოფი ეკონომიკური თავისუფლება
უპირისპირდება; ე.წ ახალი შუმპეტერების ჰიპოთეზების ფარგლებში ვარაუდობენ დადებით
კავშირს საწარმოთა აბსოლუტურ სიდიდესა და ინოვაციურ აქტივობას შორის, შემდეგ
ვარაუდობენ კავშირს საბაზრო ძალაუფლებასა და ინოვაციებს შორის. ემპირიული
გამოკვლევები ამ საკითხებზე ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების საშუალებას არ
იძლევა. სამინისტროს ნებართვა კარტელებსა და შერწყმაზე ასევე კონფლიქტის შემთხვევას
წარმოადგენს. საქმე ეხება გადაწყვეტილებებს შერწყმის შედეგების შეფასებაზე, რომლებმაც
უნდა აწონ-დაწონონ ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესები. ყურადღება უნდა მიექცეს
იმას,რომ ევროპული და მსოფლიო ეკონომიკის ლიბერალიზაციის პროცესში ბაზრები უფრო
და უფრო ფართოვდებიან. კონფლიქტები მოსალოდნელი იყო სხვადასხვა ეროვნული
სამართლებრივი ნორმებისა და მათი კონკურენციის ევროპული კანონმდებლობიდან
ნაწილობრივ განსხვავების გამო. კონკურენციის ხელშეწყობა და დაცვა ეკონომიკური
ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შეზღუდვის მიზნის მიღწევაზე დადებით გავლენას
ახდენს. კონკურენციის პოლიტიკის მიზნების სრული განხორციელება ძნელია. რაც უკვე
ნათელია ინდიკატორებზე დისკუსიის დროს. გამონათქვამები კონკურენციის ოპტიმალური
ინტენსიურობის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის გამოკვლევებში ჯერჯერობით არა
არგუმენტირებულია.

7. კონკურენციის პოლიტიკის გამტარებლები


გერმანიაში კარტელთა ეროვნული ბიურო არის დამოუკიდებელი ორგანო ეკონომიკური
საქმიანობის სფეროში. ეს ორგანო თვალყურს ადევნებს კონკურენციის ყოველგავრ
შეზღუდვებს. მის კომპეტენციაში შედის: 1. კარტელთა აკრძალვის დანერგვა, 2. შერწყმის
კონტროლის ჩატარება, 3. საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე მეთვალყურეობა.
კარტელთა აკრძალვის და საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე მეთვალყურეობა
მაშინ ეხება კარტელთა ბიუროს როცა კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები სცდება
რომელიმე ფედერალური მიწის საზღვრებს. შერწყმის კონტროლის ჩატარება ევალება
მხოლოდ და მხოლოდ კარტელთა ფედერალურ ბიუროს. ამას გარდა იგი ასრულებს ყველა
მოვალეობებს რომელსაც ხელშეკრულებით ევროგაერთიანება აკისრებს კონკურენციის
წესრიგის შესახებ. მასში დასაქმებულია დაახლოებით 720 თანამშრომელი. კონკურენციის
შეზღუდვის წინააღმდეგ კანონის მუხლებით კარტელთა ფედერალურ ბიუროს ფართო იურ.
უფლებები აქვს. უფლება აქვს: საწარმოებისგან მოითხოვოს ინფორმაცია, გადაამოწმოს
დოკუმენტაცია, სასამართლოს განკარგულებით გაჩხრიკოს და მტკიცებულებებს
კონფისკაცია გაუკეთოს. კარტელთა ფედერალური ბიუროს გადაწყვეტილება შეიძლება
გასაჩივრდეს სასამართლო ინსტანციაში. მას გააჩნია ზოგადი კომპეტენცია დარგების
მიხედვით. ეკონომიკისა და შრომის ფედერალური მინისტრი თავის ორგანოს
მეთვალყურეობას უწევს კარტელთა ფედერალური ბიუროს მეშვეობით. მეთვალყურეობა
სამინისტროს სახელმწიფო მდივნების მიერ ხორციელდება. დარგობრივი მეთვალყურეობა
ექვემდებარება ეკონომიკური პოლიტიკის განყოფილებას და მის ქვეგანყოფილებას.
გამონაკლის შემთხვევაში თვითონ სამინისტრო ასრულებს კარტელის ხელმძღვანელის
როლს, მან შეიძლება სპეციალური კარტელები და შერწყმა დააწესოს. კონკურენციის
უფლებების დაცვას კონტროლს უწევს ბრიუსელში მდებარე ევროკავშირის კომისია. ის
როგორც პოლიტიკური ორგანო პასუხისმგებელია სხვა ეკ. გადაწყვეტილებებზე.
ევროკომისიის კომპეტენციაშია იმ კონკურენციის შეზღუდვების განხილვა რომელიც
აფერხებს ქვეყნებს შორის ვაჭრობას. კომისიის შიგნით მასზე პასუხისმგებელია გენერალური
დირექცია. კარტელთა ეროვნულმა ხელმძღვანელობამ შეიძლება გამოიყენოს
ევროგაერთიანების ხელშეკრულება ვიდრე კომისია წესებს არ შექმნის. ექსკლუზიურად იგი
არის კომპეტენტური შერწყმის კონტროლზე რომელიც სავალდებულოა ყველა წევრისთვის,
ასევე მას ეკისრება კომპეტენცია საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკის ფარგლებში.
ევროკავშირის დონეზე წლების განმავლობაში ხდება კონკურენციის კანონმდებლობის
მოდერნიზაცია. ასევე ევროკავშირში შეიქმნა კონკურენციის ქსელი ეროვნულ ორგანოებს
შორის უკეთესი თანამშრომლობისთვის (EჩN). იგი მნიშვნელოვანია რადგან სულ უფრო
მეტად უნდა მოხდეს ჩარევა კონკურენციის შეზღუდვის წინააღმდეგ. აგრეთვე შეიქმნა
ევროკავშირის, ევროეკონომიკური სივრცის და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის
მაკონტროლებელი ორგანოები კონკურენციის პოლიტიკის უკეთესი შეთანხმებისთვის. თუ
საწარმოები ევროკავშირის კომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან შეუძლიათ
მიმართონ ევროპულ სასამართლოს. იგი შედგება 15 მოსამართლისგან და 9 გენერალური
პროკურორისგან, მათი უფლებამოსილებას ვადაა 6 წელი. მათი მოხსნა არ ხდება და ნიშნავენ
ქვეყნები ურთიერთშეთანხმებით. ევროპის სასამართლოს ექვემდებარება პირველი
ინსტანციის სასამართლო რომელიც კომპეტენტურია I რიგის სარჩელებზე. თავისი
შეზღუდული კომპეტენციის მიუხედავად შეიძლება ვუწოდოთ ეკ. პოლიტიკის
გამტარებლები. თავისი არსებობის მანძილზე ევროკავშირმა შექმნა საკმაოდ ქმედითი
სამართლებრივი სისტემა რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კონკურენციის
პოლიტიკის გატარებაში.

8. კონკურენციის პოლიტიკის ეროვნული ინსტრუმენტები, კარტელის საყოველთაო


აკრძალვა და საწარმოთა შერწყმის კონტროლი.

კონკურენციის პოლიტიკის ინსტრუმენტების განხილვა უკავშირდება მიზანთა იერარქიას.


კონკურენციის ეფექტურობის განხილვისას წინა პლანზე დგას “კანონი კონკურენციის
უფლებების შეზღუდვის წინააღმდეგ”, მისგან გამომდინარეობს კონკურენციის პოლიტიკის
მოქმედებები. მას ასევე ითვალისწინებენ: პრივატიზაციის, ლიბერალიზაციის და
სახელმწიფო დერეგულირების წესრიგის პოლიტიკის ინსტრუმენტები. განსხვავებულ
ინსტრუმენტთა კატეგორიას მიეკუთნება ინფრასტრუქტურის და საგადასახადო პოლიტიკა.
გერმანიაში კონკურენციის შეზღუდვის წინააღმდეგ კანონი პირველად ძალაში შევიდა 1958წ
1 იანვარს. იგი ხასიათდება ნეოლიბერალური წესრიგის პოლიტიკის დებულებებით და აშშ-ს
ანტიტრესტული კანონმდებლობით. კონკურენციის შეზღუდვის წინააღმდეგ კანონი
განასხვავებს მრავალ ჯგუფს: 1) კარტელთა გაერთიანებები, გადაწყვეტილებები,
შეთანხმებული მოქმედება. 2) ვერტიკალური შეთანხმებები (ფასწარმოქმნის ან წარმოების
პირობებზე, საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე და სხვა.); 3) საბაზრო
დაპყრობა,კონკურენციის შემზღუდავი საქმიანობა; 4) კონკურენციის წესები; 5) შერწყმის
კონტროლი. კონკურენციის შეზღუდვის წინააღმდეგ კანონი ეხება კონკურენციის ყველა
შეზღუდვას ქვეყნის შიგნით. ამ კანონით: ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ საწარმოებს
შორის შეთანხმებები, საწარმოთა გაერთიანების გადაწყვეტილებები და ერთმანეთთან
შეთანხმებულად მოქმედების წესები, რომლებიც მიზნად ისახავენ ან იწვევენ კონკურენციის
დაბრკოლებას. შეზღუდვას ან გაყალბებას აკრძალულია. ეს კანონი მოიცავს ასევე კარტელთა
აკრძალვას. კარტელთა ხელშეკრულებებს არ აქვთ სამართ. დაცვა. შემდგომში კარტელთა
აკრძალვა შეივსება ერთმანეთთან შეთანხმებული საქმიანობების აკრძალვით. მასთან საქმე
ეხება იმას რომ კარტელის წევრებმა ერთამანეთს უნდა შეუსაბამონ მოქმედებები, რაც
საკმაოდ რთული და სარისკოა ცვალებად გარემოში. კარტელთა წევრებისთვის ერთმანეთთან
შეთანხმებული მოქმედებების დადგენა ძალიან რთულია. კარტელა აღმოჩენაში გვეხმარება
2000 წლიდან შექმნილი “ბონუსის წესი”, ასევე 2002 წელს კარტელთა წინააღმდეგ შექმნილი
ორგანიზაცია სკკ რომელიც კარტელებიდან გამოსვლის მსურველებს მისი სფეციფიკიდან
გამომდინარე ეხმარება საქმის ვითარების განხილვაში. ერთმანეთთან შეთანხმებული
წესების საწინააღმდეგო პარალელური მოქმედება არ არის აკრძალული. იგი სახეზეა მაგ. თუ
კონკურენტები ფასებს ერთდროულად ერთიდაიგივე მიმართულებით ცვლიან. ასეთი
პარალელური მოქმედება შეიძლება იყოს არაფორმალური შეთანხმების შედეგი, მაგრამ ასევე
შეიძლება მიმწოდებელთა ურთიერთდამოკიდებულების შედეგი იყოს. თუ მხარეები
მიწოდების შეზღუდვებზე შეთანხმდებიან ეს კანონდარღვევაა და ისჯება. კარტელების
მოქმედება გამოიხატება ფასთა ხელოვნურად დამახინჯებაში, რაც უარყოფითად აისახება
მომხმარებელთა კეთილდღეობაზე. გამონაკლისის სახით დაიშვებიან ის კარტელები,
რომლებიც მართალია ზღუდავენ კონკურენციას მაგრამ საჭირონი არიან ეკონომიკისათვის.
მათი ლეგალიზაცია შეიძლება დარეგისტრირებით ან ლეგალიზაციისგან გათავისუფლებით.
ამ კერძო შემთხვევაში ლეგალიზაცია არ არის საჭირო, ვინაიდან მასზე ნებართვას გასცემს
ეკონომიკის და შრომის ფედერალური სამინისტრო. მცირე და საშუალო საწარმოებს
თავიანთი საწარმოო ნაკლის აღმოფხვრისთვის საშუალება ეძლევათ მოახდინონ შეთანხმება.
მათ შეუძლიათ ითანამშრომლონ თუ არ შეუშლიან საშუალო და მცირე ფირმების
საქმიანობას და კონკურენციას. ამრიგად კონკურენციის შეზღუდვეის წინააღმდეგ კანონი
შეიცავს გარკევეულ თანადგომას მცირე და საშუალო საწარმოების საკეთილდღეოდ. დიდი
ხანია პრობლემას წარმოადგენს ე.წ დაქვემდებარებული კარტელები. ამ შემთხვევაში
კარტელებს მაშინ ართმევენ შექმნის უფლებას თუ პირობებს საჯაროდ გამოაცხადებენ.
მართალია კარტელთა ფედერალური ბიურო კვალდაკვალ დასდევს კარტელებს, მაგრამ ეს
პროცესი საკმაოდ რთულია. კარტელთა უკანონოდ ცნობისას მათ წინააღმდეგ მოქმედებს
დიდი ჯარიმები. კარტელთა ფედერალური ბიურო ეკონომიკაში მოქმედ თვითშეზღუდვის
ხელშეკრულებებსაც უნდა დაუპირისპირდეს. ამის აზრი ისაა, რომ ეკონომიკურ წრეებს
უტოვებენ თავისუფლად მოქმედების არეალს. ამის მაგალითია ექსპორტის ნებაყოფლობითი
შეზღუდვის ხელშეკრულებები. საწინააღმდეგო შედეგი არის ის რომ საწარმოები
თვითნებურად თავის თავზე იღებენ იმ კომპეტენციას, რაც მხოლოდ სახელმწიფოს ეკუთნის.
შერწყმის კონტროლი-შერწყმასთან დაკავშირებული კონკურენციის შეზღუდვები მაშინ
ხდება ნათელი როცა ბაზრის ყველა ადრე ერთმანეთის კონკურენტი ერთიანდება და
მონოპოლიურ პოზიციას იკავებენ ბაზარზე. საწარმოთა კონცენტრაციამ ისეთივე შედეგი
შეიძლება გამოიღოს, რაც კარტელების შექმნამ, მაგრამ ვინაიდან შერწყმა გრძელვადიან
პერიოდზეა გათვლილი ეს უფრო საშიშია. კარტელი შეიძლება გაქრეს თუ მისი წევრები
ფიქრობენ, რომ იგი აღარ სჭირდებათ. კონკურენციის შეზღუდვეის წინააღმდეგ კანონის
თანახმად შერწყმა ნებადართულია და მხოლოდ იმ შემთხვევაში შედის იგი კონტროლის
ქვეშ როცა საწარმოები შერწყმის წინ მიიღებენ მოგებას 500 მლნ. ევროზე მეტს და ერთ-ერთი
მონაწილე ქვეყნის შიგნით გასაღებისას მიიღებს მოგებას 25 მლნ ევროზე მეტს. შერწყმის
შესახებ განცხადება მიიღება კარტელთა ბიუროში. თუ საწარმოები დაამტკიცებენ რომ
შერწყმა არსებითად არ ზღუდავს კონკურენციას და შერწყმის შედეგად მიყენებული
დანახარჯები აჭარბებენ შერწყმისას მიღებულ საერთო კეთილდღეობას მაშინ ეს
ნებადართულია და განაცხადის დაკმაყოფილება ხდება. გერმანიაში კონკურენციის
შეზღუდვის წინააღმდეგ მოცემული ცენაბ მოიცავს შემდეგ საკითხებს: სხვა საწარმოს
ქონების მთლიანი ან ნაწილობრივ შეძენა, 1 ან რამდენიმე საწარმოს მიერ
უშუალო/არაპირდაპირი კონტროლის მოპოვება 1 ან რამდენიმე ან მთლიან ან ნაწილობრივ
საწარმოზე. კონტროლი დასაბუთდება სამართლებრივი ხელშეკრულებით რომელიც
შესაძლებლობას მოგვცემს გატარდეს გარკვეული გავლენა საწარმოს საქმიანობაზე ა)
საწარმოს ქონების მთლიანი ან ნაწილობრივი გამოყენების უფლება; ბ)უფლებები და
ხელშეკრულებები რომლებიც საწარმოების ორგანოების შემადგენლობაზე ან
გადაწყვეტილების მიღებაზე გარკვეულ გავლენის მოხდენის საშუალებას იძლევიან. აქ
იგულისხმება: 1) სხვა საწარმოს წილის შეძენა თუ ეს წილები ცალკე ან სხვა წილებთან
ერთად მიაღწევენ ამ საწარმოს კაპიტალის 25% ან 50% წილს. 2) საწარმოების ყოველგვარი
სხვა შერწყმა რომელთა საფუძველზეც 1 ან რამდენიმე საწარმო ნაწილობრივ ან დიდ
კონკურენტულ გავლენას ახდენს სხვა საწარმოებზე. თუ შერწყმის შესახებ გადაწყვეტილება
მიიღება განაცხადიდან 4 თვეში უკვე მომხდარი შერწყმის შემთხვევაში 4 პერიოდის
მანძილზე შეიძლება ეს დრო გაგრძელდეს 1 წლამდე.უარი შესაბამისი არგუმენტებით იქნება
დასაბუთებული, შესაძლებებლია შერწყმის მსურველებმა კონტრარგუმენტები წარადგინონ
ან გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ. საწარმოებს ასევე შეუძლიათ განაცხადი
შეიტანონ ეკონომიკისა და შრომის მინისტრთან. მან შეიძლება გასცეს ნებართვა თუ შერწყმის
დანაკარგებს საზოგადოების თვალსაზრისით მისი დადებითი ეფექტი გადაწონის.

9. ბაზარზე გაბატონებული საწარმოების მიერ საბაზრო ძალაუფლების ბოროტად


გამოყენებაზე ზედამხედველობა

კონკურენციის შეზღუდვა შეიძლება გამოიხატოს საწარმოს ან საწარმოთა ჯგუფის მიერ


ბაზრის დაპყრობით. კონკურენციის შეზღუდვის წინააღმდეგ კანონი ბაზრის დამპყრობ
საწარმოებს უფრო მკაცრ მოთხოვნებს უყენებს. საბაზრო ძალაუფლების ბოროტად
გამოყენებაზე ზედამხედველობა ფაქტიურად არარსებული კონკურენციის პირობებში არის
სახელმწიფოს მხრიდან რეგულირების საშუალება. ძლიერი საბაზრო პოზიციები ემყარება
საკუთრების სამართლებრივ საფუძვლებს, მაგრამ ბაზრის დამპყრობ საწარმოს კარტელთა
ორგანო კოკნურენციის შემზღუდავ ქმედებებზე უარს უცხადებს. კარტელთა ბიურო ჩარევას
ახორციელებს მაშინ როცა: 1) არის ბაზრის დაპყრობის ნიშნები და 2) ბაზრის ძალაუფლების
ბოროტად გამოყენება. 1) საწარმო ბაზრის დამპყრობელად ითვლება თუ იგი როგორც
მიმწოდებელი ან როგორც მყიდველი გარკვეული საქონლის წარმოებისას ან სამეწარმეო
საქმიანობის დროს: ა) კონკურენტის გარეშეა ან არ არის დამოკიდებული არავითარ
კონკურენციაზე. ბ) თავის კონკურენტებთან მიმართებაში ბაზარზე წამყვანი პოზიცია უკავია,
გასათვალისწინებელ მისი საბაზრო წილი, საფინანსო შესაძლებლობები, შეღწევა მოპოვების
ან გასაღების ბაზრებზე, შერწყმა სხვა საწარმოებთან, სხვა საწარმოების ბაზრებზე შესვლის
სამართ. ან ფაქტიური ბარიერები და სხვა. 2) ბაზრის დამპყრობელად ითვლება აგრეთვე 2 ან
მეტი საწარმო თუ საქონლის წარმოების გარკვეულ სახეობაზე ან ბაზარზე კონკურენცია არ
არსებობს და თუ ისინი გამომდინარეობენ 1 პუნქტიდან. ერთი ან რამდენიმე საწარმოს მიერ
(ოლიგოპოლია) ბაზრის წილის დაბყრობაზე გამოთქმულია სხვადასხვა ვარაუდები. საბაზრო
ძალაუფლება იზომება ბაზრის წილით და ბაზარზე მოქმედებით. ბაზრის წილები რომლებიც
ადასტურებენ ბაზრის დაბყრობას შემდეგია: ა) საწარმოსათვის ბაზრის სულ მცირე 1/3; ბ) 3 ან
ნაკლები საწარმოს ჯგუფისათვის 50% საბაზრო წილი. გ) 5 ან უფრო ნაკლები საწარმოს
ჯგუფისათვის ბაზრის 2/3. ეს პირობები არ არის ძალაში თუ საწარმოები დაადასტურებენ
რომ მათ შორის არის კონკურენცია და დანარჩენებთან მიმართებაში ამ საწარმოს არ გააჩნია
განსაკუთრებული უპირატესობა. კარტელთა ბიურო რომ ჩაერიოს საქმეში უნდა არსებობდეს
საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტები. ბოროტად გამოყენების ფაქტები
არის,მაშინ როდესაც საწარმო როგორც მიმწოდებელი ან მყიდველი: 1) სხვა საწარმოების
კონკურენციის შესაძლებლობებს ხელს უშლის გაუმართლებელი მიზეზების გარეშე. 2)
მოითხოვს განსხვავებულ საზღაურს ან სხვა პირობებს მათგან რომლებიც დიდი ალბათობით
წარმოიშობოდა წარმატებული კონკურენციის დროს. 3) არახელსაყრელ საზღაურს ან სხვა
პირობებს მოითხოვს ვიდრე ამას ითხოვს ბაზრის დამპყრობი საწარმო. 4) უარს ამბობს
შესაბამისი საზღაურით სხვა საწარმოს მისცეს საშუალება შეაღწიოს მის ქსელში ან სხვა
ინფრასტრუქტურაში თუ ეს ამ საწარმოს სამართლებრივად ან ფაქტიურ მიზეზებზე
დაყდნობით პარტნიორობის გარეშე არ შეუძლია. საბაზრო ძალაუფლების ბოროტად
გამოყენების დროს განასხვავებენ სხვა საწარმოების საქმიანობის მიმართ ხელის შემშლელ
მოქმედებასა და ფასების ბოროტად გამოყენებას. ხელის შეშლის შემთხვევები ვლინდება
მაშინ როცა საწარმოები თავიანთ პოზიციებს განიმტკიცებენ კონკურენტების მიმართ
არასამართლებრივი ქმედებებით და სხვა საწარმოების კონკურენტუნარიანობას
საგრძნობლად აუარესებან. თუ საწარმოები საბაზრო ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ და
აწესებენ მაღალ ფასებს მაშინ საქმე გვაქვს ფასების ბოროტად გამოყენებასთან. მაღალ ფასებს
უდარებენ კონკურენტულ ფასებს და ადგენენ ბოროტად გამოყენების მასშტაბებს.
შესადარებელი ბაზრის კონცეფცია 3 თვალსაზრისით გამოიყენება. შესადარებელი ბაზრის
სივრცობრივი კონცეფციის გამოყენებისას გამოკვლეული ბაზრის შედეგი უდარდება
სივრცობრივად დაშორებულ უცხოურ ბაზაარს, რომელზეც ანალოგიური ასორტიმენტია
წარმოდგენილი. თუმცა რთულია მათი იდენტიფიცირება. შესადარებელი ბაზრის დროითი
კონცეფციიას დროს იმავე ბაზრის შედეგებს ადარებენ დროის ორ მონაკვეთში სხვადასხვა
ინტენსივობით, ესეც არის დაკავშირებული სირთულესთან რადგან ბაზრების ფაქტორები და
სტრუქტურა ერთნაირი უნდა იყოს. განსხვავება გვაქვს მაშინ როცა ამ დროის შუალედში
არის ტექნოლოგიური პროგრესი ან ექსტრემალური შოკი. შედეგები დაიყვანება გავლენის
სიდიდეზე. შესადარებელი ბაზრის საგნობრივი კონცეფციის გამოყენებისას განიხილება ორი
ერთმანეთისგან საგნობრივად დაშორებული ბაზრით, რომლებიც კონკურენციის სხვადასხვა
ინტენსივობით ხასიათდება. ასევე შედარება ხდება იმ საწარმოს შედეგებთან რომელიც
სთავაზობს მსგავს პროდუქტებს კონკურენციის პირობებში. აქაც იგივე პრობლემები იჩენს
თავს. საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში ბაზრის კონრტოლს
დიდი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში.

10. გაყიდვის ვერტიკალური ვალდებულებები, დისკრიმინაცია და ბოიკოტი

ფასთა ვერტიკალურ ვალდებულებასთან მაშინ გვაქვს საქმე როდესაც მწარმოებელი თავისი


პროდუქტის მყიდველს ავალდებულებს გაყიდოს იგი გარკვეულ ფასად. ეს კონკურენციის
შეზღუდვის წინააღმდეგ კანონის XIV პარაგრაფით აკრძალულია. გამონაკლისია მხოლოდ
XV პარაგრაფი საგამომცემლო ნაწარმზე. სამაგიეროდ ეს უფლება არ ვრცელდება
პროდუქტებზე რომლებიც სხვა მსგავს საქონელს უწევენ კონკურენციას. თუ საწარმოთა
შეთანხმებას აქვს ადგილი მას გამოავლენს კარტელთა ფედერალური ბიურო და
კონკურენციის პირობების შეზღუდვის დაფიქსირებისას მას ჩათვლის ძალაუფლების
ბოროტად გამოყენებად. ზოგჯერ მიმწოდებლები მათი პროდუქტების მყიდველებს
აიძულებენ მათზე გარკვეული ფასების დაწესებას რაც აკრძალულია. განვიხილოთ
დასკვნითი ვალდებულებების 4 ტიპი: 1) განსაკუთრებული ვალდებულების დროს - საქმე
ეხება ხელშეკრულებით დადგენილ ვერტიკალური შეზღუდვის შემდეგ ვარიანტს-შემკვეთი
ვალდებულებას იღებს მხოლოდ და მხოლოდ საქონელი მიიღოს მისი მომწოდებლისგან
ამით მისი მოქმედების არეალი ვიწროვდება. ბაზარზე შესვლა იზღუდება თუ ყველა
მონაწილე ასე მოიქცევა; 2) გასაღების -ვალდებულებას იღებს შემკვეთი საქონელი მიყიდოს
მყიდველთა განსაკუთრებულ წრეს, გაყიდონ ისინი განსაკუთრებულ ადგილას. იქმნება
შერჩევითი გაყიდვის სისტემა, რაც ართულებს სხვა კონკურენტების ბაზარზე შესვლას და
განიდევნებიან ბაზრიდან. 3) შეზღუდვის გამოყენება - ამ დროს ხელშეკრულება
ავალდებულებს საინვესტიციო საქონლის მყიდველს წარმოების საშუალებათა საწარმოში
მხოლოდ ისეთი დანადგარები და მასალები გამოიყენონ რომელსაც გამყიდველი სთავაზობს;
4) დაკავშირების ხელშეკრულებები, როდესაც საქონლის მყიდველებს ავალდებულებენ
სავაჭროდ არ მიიღონ ვაჭრობისთვის არასაჭირო საქონელი. ამის მეშვეობით ბლოკავენ
დაკავშირებული საქონლის გამყიდველებს და აწესებენ ბარიერებს. საწარმოებს ამ
შემთხვევათა გათვალისწინებით მუდმივად ადევნებს თვალყურს კარტელთა ბიურო.
გასხვისების ან ლიცენზირების ხელშეკრულებები გაცემულ განცხადებულ პატენტებზე ან
გამოსაყენებელ ნიმუშებზე აკრძალულია, თუკი ისინი შემძენს ან ლიცენზიის ამღებს
კომერციულ საქმიანობაში შეზღუდვებს დააკისრებს. დისკრიმინააციის აკრძალვა - ისევე
როგორც საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების კონტროლის შეზღუდვები ბაზარზე
სხვა საწარმოების მეშვეობით სხვა საწარმოების ეკონომიკური საქმიანობის
დაგადაწყვეტილების მიღების თავისუფლებას ხელს უშლიან. დისკრიმინაციის დროს
აკრძალვა მიმართულია საბაზრო ძალაუფლების მქონე საწარმოებზე როცა მცირე და
საშუალო მიმწოდებლები ან მომხმარებლები ისე არიან ერთმანეთზე დამოკიდებული რომ
სხვა საწარმოთათვის დათმობის შესაძლებლობები არ არის. ამ საწარმოებს შესწევთ ძალა
გავლენა მოახდინონ სხვების კონკურენტუნარიანობაზე. დისკრიმინაციის აკრძალვა იცავს
დისკრიმინაციის განმახორციელებელი საწარმოების კონკურენტებს და შემკვეთებს და
მიმწოდებლებს დაჩაგრულთა პოზიციაში აყენებს.კანონმდებლობით აკრძალულია
ბოიკოტიც - საწარმოებს არ აქვთ უფლება გარკვეული ბარიერებით, კონკურენციის
შეზღუდვის კანონით აკრძალული ხელშეკრულებების დადებით საწარმოებს ზიანი
მიაყენონ.

11. კონკურენციის შეზღუდვის წინააღმდეგ კანონის მოქმედების სფერო და


სანქციების შესაძლებლობები, კანონი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის
წინააღმდეგ.

ეკონომიკის ყველა სფერო კონკურენციის წინააღმდეგ კანონის საზღვრებში არ ექცევა. ამ


კანონში არ ექცევა გერმანიის ცენტრალური ბანკი და აღმშენებლობის საკრედიტო
ინსტიტუტი. ნაწილობრივი გამონაკლისებია: 1) მგზვართა გადაყვანის და რკინიგზის
დაწესებულება, 2) სოფლის მეურნეობა; 3) საკრედიტო ინსტიტუტები და სოც.უზრუნველ.
დაწესებულებები აკრძალვისგან შეიძლება იყვნენ გათავისუფლებული; 4) საავტორო
უფლებების საზოგადოებები; 5) ენერგიით მომარაგების ორგანიზაციებს შეუძლიათ
განცხადების საფუძველზე მიიღონ ნებართვა შეზღუდონ კონკურენცია, თუ ენერგიით
მომარაგებას საფრთზე ემუქრება ან ხელი შეეშლება. ზოგიერთი გამონაკლისის დასაბუთება
ხდება რაციონალიზმის უპირატესობით, ზოგიერთის გამართლება კი ხდება ძირითადი
პროდუქტების მომარაგების უსაფრთხოდ მომარაგების მოთხოვნილებით. ნაწილობრივი
გამონაკლისის სფეროები ექვემდებარებიან საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების
კონტროლს. მონოპოლიები რომლებიც ადრე გარკვეულ სექტორებში გარდაუვალი იყო ეხლა
დიფერენცირებულად განიხილებიან. გამოცდილება გვიჩვენებს რომ ელ. ენერგიით და
გაზით მომარაგებას საფრთხე არ ემუქრება, თუ დაცულია კონკურენციის პრინციპები. გარდა
ამისა ნაწილობრივი გამონაკლისის სფეროების დანერგვა საერთოდ აღარ ხდება, რადგან
ევროკავშირის მიერ დადგენილი წესები მათზეც ვრცელდება. გერმანიაში კონკურენციის
შეზღუდვის წინააღმდეგ კანონის დარღვევა ისჯება ფულადი ჯარიმით რომელიც 0.5 მლნ
ევროს შეადგენს. ამას გარდა დარღვევით მიღებული შემოსავლის გასამმაგებული
რაოდენობაც ემატება. კარტელები სამოქალაქო სასამართლოში მათი რელევანტობით
გადამოწმდებიან. კარტელთა ფედ. ბიუროს შეუძლია პროცესი გენერალურ პროკურატურას
გადასცეს, თუ გამოვლინდა კანონსაწინააღმდეგო დარღვევები. მას ასევე შეუძლია აიძულოს
კარტელის მონაწილეები საბაზრო ძალაუფლების გამოყენების შედეგად მიღებული მოგება
გაიღონ. მას არ შეუძლია დააწესოს/აკრძალოს მაღალი ფასების დადება. 1896 წელს გამოიცა I
კანონი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის წინააღმდეგ. 1909წ 7ივნისს მიღებულმა II
კანონმა, რომელიც დღესაც საკანონმდებლო საფუძველია წინა პლანზე წამოწია I პარაგრაფის
ცნობილი გენერალური შესწორება: ვინც ბიზნესის სფეროში კონკურენციის მიზნით
მიღებული წესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, იგი გარკვეულ დათმობასა და მიყენებული
ზიანის ანაზღაურებაზე უნდა წავიდეს. უარყოფილია არაკეთილსინდისიერი ქმედება
რომელიც ჭეშმარიტ კონკურენციას ზღუდავს.კონკურენციის პირობების დარღვევის
დასადგენად უნდა გადამოწმდეს უარმავი პირობა კერძოდ: 1) ბიზნესის სფეროში მოქმედება;
2) კონკურენციის მიზნით მოქმედება; 3) წესების საწინააღმდეგოდ ქცევა. ბოლო შემთხვევა
რთული გამოსაკვლევი და დასასაბუთებელია. იურიდიულ ნაშრომებში გამოიკვეთა
რამდენიმე შემთხვევა, რომელიც არაკეთილსინდისიერი ქცევის მრავალფეროვნებას ასახავს.
ესენია: 1) კლიენტთა გამოჭერა; 2) ხელის შეშლა; 3) ექსპლუატაცია; 4) სამართლებრივი
ნორმების დარღვევა; 5) ბაზრისთვის ხელის შეშლა. ფედერალურ მინისტრთა კაბინეტმა 2003
წელს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის კანონის ხელახალი ვარიანტის წესდება მიიღო.

12. კონკურენციის პოლიტიკის ინსტრუმენტები ევროკავშირის კანონმდებლობის


მიხედვით

1958 წლის 1 იანვრის რომის ხელშეკრულებების ძალაში შესვლით გამოიცა მნიშვნელოვანი


აკრძალვები ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობისათვის კონკურენციის შემზღუდავი
საქმიანობის შესახებ. განსაკუთრებით ეს ეხებოდა კარტელების აკრძალვას და საბაზრო
ძალაუფლების პოზიციის ბოროტად გამოყენებას. ევროკავშირი განსაზღვრავს კონკურენციის
სამართლის დაცვას ყველა წევრ ქვეყანაში. ევროგაერთიანების ხელშეკრულების განაწესები
უამრავი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, ამიტომ ევროკომისია თავის განცხადებებში
აზუსტებს მეთოდებსა და გამოყენების კრიტერიუმებს საწარმოების სამართლებრივი
უსაფრთხოების შექმნისათვის. ევროგაერთიანების ხელშეკრულების მიხედვით
ევროკავშირში არსებობს კარტელთა საყოველთაო აკრძალვა და ერთმანეთთან
შეთანხმებული მოქმედების წესების აკრძალვა 81-ე მუხლის მიხედვით აკრძალულია
საწარმოთა შორის, საერთო ბაზართან შეუთავსებადი ყველა შეთანხმება, საწარმოთა
გაერთიანებების გადაწყვეტილებები და ერთმანეთთან შეთანხმებული ქცევის ნორმები,
რომლებიც: 1. წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობას ხელს უშლიან და ზღუდავენ; 2. ერთიან
ბაზარზე კონკურენციას ზღუდავენ და აყალბებენ, ან მიზნად აქვთ ამ ქმედების
განხორციელება. ეს განსაკუთრებით ძალაშია, მაშინ როდესაც ხელშეკრულების საგანი
შემდეგი პირობებია: 1) შესასყიდი/გასაყიდი ფასების და სხვა სავაჭრო პირობების უშუალო/
არაპირდაპირი დადგენა; 2) წარმოების,გასაღების,ტექნიკური განვითარების, ინვესტიციების
შეზღუდვა ან კონტროლი; 3) ბაზრების ან მომარაგების წყაროების განაწილება; 4) ერთნაირი
შედეგების შემთხვევაში განსხვავებული პირობების გამოყენება სავაჭრო პარტნიორთან
მიმართებაში, რაც მის კონკურენციულ შესაძლებლობებს ზღუდავს; 5) ხელშეკრულების
დადებასთან დაკავშირებული პირობები, როდესაც ხელშეკრულების მონაწილენი ისეთ
დამატებით შედეგებს იღებენ, რომლებიც არც არსებითად და არც სავაჭრო წესების ნორმების
მიხედვით ხელშეკრულების საგანთან კავშირში არ იმყოფებიან. ეროვნული
კანონმდებლობის ნორმები შეიძლება ასევე პარალელურად იქნას გამოყენებული.
დამატებით არსებობს ერთი უმნიშვნელო პირობა ევროპულ ეობრივ სივრცეში,რომელიც
წესად არის ცნობილი. 2001 წლის დეკემბრის განცხადების საფუძველზე, საწარმოებს შორის
ხელშეკრულებები, რომლებიც კონკურენციას არ ზღუდავენ ამ მუხლით დასაშვებია.
განასხვავებენ ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ შეთანხმებებს. რომელთაგან I უფრო
ხშირია, რადგან კონკურენციაზე საწინააღმდეგო მოქმედება ვერტიკალურ ურთიერთობებში
ბაზრებზე ნაკლებად მძიმე გავლენას ახდენს. ევროკომისია მუშაობას შeუდგება მაშინ, თუ ეს
ერთობლივი ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროა, ანდა თუ შიდა ბაზარზე პრობლემების
წარმოქმნა მოსალოდნელია. კომისიას კარტელთა აკრძალვის წინააღმდეგ დარღვევებზე
ჯარიმების დაწესების სანქციის გაცემა შეუძლია. 82-ე მუხლის მიხედვით საერთო ბაზარზე
(ან მის არსებით ნაწილზე) შეუთავსებად და აკრძალულია რამდენიმე საწარმოს მიერ
ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, თუ ის წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის
შეზღუდვამდე მიგვიყვანს. საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება შეიძლება
არსებობდეს განსაკუთრებით: ა) შესყიდვის და გაყიდვის ფასების/გარიგების პირობების
უშუალო/არაპირდაპირი დაწესების შემთხვევაში; ბ) მომხმარებლის საზიანოდ ნაწარმის
გასაღების/ტექნიკური განვითარების შეზღუდვის დროს; გ) ერთნაირი წარმატების
შემთხვევაში სავაჭრო პარტნიორებთან განსხვავებული პირობების გამოყენება, რაც მათ
კონკურენციის ვითარებაში აზარალებს; დ) ხელშეკრულების დადების პირობებთან
დაკავშირებით, როდესაც მისი მონაწილენი ისეთ დამატებით შედეგებს იღებენ, რომლებიც
არც არსებითად და არც სავაჭრო წესების ნორმების მიხედვით ხელშეკრულების საგანთან
კავშირში არ იმყოფებიან. რელევანტური ბაზრის გამოყოფასთან ერთად საბაზრო
ძალაუფლების ბოროტად გამოყენება უნდა დადგინდეს. შერწყმის კონტროლი ევროპული
ეკონომიკური გაერთიანების განკარგულებით ხორციელდება. ევროკომისია შემდეგი
კრიტერიუმების შესრულების დროს ერევა: შერწყმაში მონაწილე ყველა საწარმოს
ერთობლივი გასაღება აქვს 5 მლრდ ევროზე მეტი და სულ მცირე 2 მონაწილე საწარმოს
ერთობლივი გაყიდვა 250 მლნ ევროზე მეტი იქნება (Iვარიანტი); შერწყმაში მონაწილე ყველა
საწარმოს ერთობლივი გასაღება აქვს 2.5 მლრდ ევრო და სულ მცირე 2 მონაწილე საწარმოს
ერთობლივი გაყიდვა 100 მლნ ევროზე მეტი; სულ მცირე 3 წევრ ქვეყანაში მთლიანი გასაღება
აქვს 100 მლნ ევროზე მეტი და სულ მცირე 2 მონაწილე საწარმოს ყოველ ამ 3 წევრ ქვეყანაში
გასაღება შესაბამისად 25 მლნ ევროზე მეტი ექნება (II ვარიანტი). I ვარიანტში ზღვრულმა
გასაღებამ, I რიგში, საწარმოთა შერწყმის ევროპული კონტროლის ქვეშ მოხვედრა
უზრუნველყოს; II ვარიანტში ზღვრული გასაღება საწარმოთა განტვირთვას ემსახურება.
შერწყმები, რომლებიც 3 ან მეტ წევრ ქვეყანაში მოქმედებენ უნდა შემოწმდნენ ბრიუსელში.
გლობალიზაციის პროცესში მსოფლიო ბაზარზე არსებული საწარმოების დიდი
რაოდენობით შერწყმა საერთო ბაზარზე არსებით გავლენას მოახდენს. არსებობს საბაზრო
ძალაუფლების პოზიციის დამკვიდრების ან დაკარგვის რისკი. ეროვნული ორგანოების
კონკურენციის გაუმჯობესების მითითებათა რეჟიმმა უნდა უზრუნველყოს, იმ საქმიანობის
შემოწმება, რომელსაც კონკურენციის შეზღუდვებთან ყველაზე დიდი სიახლოვე გააჩნია.
სახელმწიფო დახმარების გაცემით შეიძლება მივიღოთ კონკურენციის ისეთი განვითარება,
რომელიც შიდა ბაზარზე არ არის სასურველი. ევროკავშირის ხელშეკრულებაში შესაბამისი
ინსტრუქცია გვხვდება: სახელმწიფო დახმარება ან სუბვენციები, სულ ერთია რა სახისაა,
რომლებიც გარკვეული საწარმოების ან დარგების ხელშეწყობით კონკურენციას
აყალბებენ/ცდილობენ გააყალბონ საერთო ბაზართან შეუთავსებადია, მით უფრო, თუ წევრ
სახელმწიფოებს შორის ვაჭრობას აყალბებენ. საერთო ბაზართან თავსებადია: ა) სოც.
დახმარებები ცალკეულ მომხმარებლებზე, თუკი ისინი დისკრიმინაციის გარეშე, საქონლის
წარმომავლობის მიხედვით გაიცემა; ბ) ზიანის აღმოსაფხვრელი დახმარებები, რომლებიც
გაიცემა ბუნებრივი კატასტროფების/სხვა უჩვეულო მოვლენების საფუძველზე; გ)
ეკ.დახმარებები გარკვეული რეგიონებისთვის, რომლებიც გერმანიის გაყოფის შედეგად
შეიქმნა და რომელიც საჭიროა ამ გაყოფით გამოწვეული ეკ. პრობლემების
აღმოფხვრისათვის. საერთო ბაზართან თავსებადად შეიძლება მივიჩნიოთ სუბვენციები.
ისინი ერთობლივ ინტერესებს არ აზიანებენ. ევროკომისია წევრ ქვეყნებთან
თანამშრომლობით მუდმივად ამოწმებს არსებული დახმარებების წესებს. თუ დაადგენს, რომ
ეს ბაზართან შეუთავსებადია, შეუძლია დადგენილ ვადაში გააუქმოს ან შეცვალოს იგი.
სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჩაატაროს განსაზღვრული ღონისძიება, ვიდრე კომისია
საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. საქმე ეხება 4 კრიტერიუმს, რომელთა თანხვედრა
ადასტურებს დახმარების გაწევის ფაქტს: როდესაც საზოგადოებრივი ფონდის სახსრებიდან
გაიცემა პრივილეგია, რომელიც ჩვეულებრივ ამცირებენ ფინანსურ დებეტს, რომელიც
საწარმომ უნდა გაწიოს; ზოგჯერ გაწეული დახმარება აშკარაა (კაპიტალის შეტანა და სხვა)
სხვა შემთხვევაში დარიცხვები უნდა გადამოწდეს; განსაკუთრებით რთულია
სპეციფიკურობის კრიტერიუმების განსაზღვრა, რომელიც მაშინ იქნება შესრულებადი თუ
გადასახადების ან სოც.დაზღვევის შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებებით
განსხვავებული მიდგომა გვექნება რამდენიმე ეკ.დარგის სასარგებლოდ; დახმარებები,
რომლებიც გავლენას არ ახდენენ წევრ ქვეყნებს შორის ვაჭრობაზე, ძირითადად თავსებადი
არიან საერთო ბაზართან.

You might also like