You are on page 1of 6

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი


დასკვნითი გამოცდა
სპეციალობა: ბიზნესის ადმინისტრირება
სასწავლო კურსი: მიკროეკონომიკის შესავალი
სტუდენტი: ლევანი გორგაძე, 61001078544.
(სახელი და გვარი, პირადი ნომერი)

პროფესორი: ნ. წიკლაშვილი, მ.ცეცხლაძე, თ.თურმანიძე, ნ. კონცელიძე, ი.მესხი. ი. სურმანიძე,


ზ. სურმანიძე

------------------------------------------------------------------------------------------------------
ვარიანტი VI

შეფასების წესი:
ღია კითხვები ფასდება 1 ქულით - (10 კითხვა), თეორიული საკითხი ფასდება - 5 ქულით (4
საკითხი), ამოცანა ფასდება 2,5 ქულით (4 ამოცანა), - ქულათა მაქსიმალური ოდენობა - 40

ღია კითხვები (1 ქულა) :


1. ჩამოთვალეთ და მოკლედ ახსენით პრინციპები, რომელიც ეკონომიკურ
ურთიერთობებს ეხება.

 ადამიანები ალტერნატივების წინაშე დგანან


 ნივთის დანახარჯი არის ის, რასაც ვთმობთ ამ ნივთის ფლობისთვის
 რაციონალური ადამიანი გადაწყვეტილების მიღებისას ზღვრულ ანალიზს
იყენებს
 ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ
 ვაჭრობას შეუძლია ყველას ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება
 ბაზრები ,ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების კარგი საშუალებაა
 მთავრობას ზოგჯერ შეუძლია ბაზრის ფუნქციონირების შედეგების
გაუმჯობესება
 ქვეყნის ცხოვრების დონე დამოკიდებულია საქონლისა და მომსახურების
წარმოების უნარზე
 ფასები იზრდება, როდესაც მთავრობა ძალიან ბევრ ფულს ბეჭდავს
 მოკლევადიან პერიოდში საზოგადოება დგას ინფლაციასა და უმუშევრობას
შორის ალტერნატივის წინაშე

2. რა არის პოზიტიური დებულება?


პოზიტიური დებულება-როგორია სამყარო
3. განმარტეთ ბაზრის წონასწორობა.
სიტუაცია, როდესაც მიწოდება და მოთხოვნა გაწონასწორებულია ანუ როდესაც
მიწოდების რაოდენობა ბაზარზე ტოლია მოთხოვნის რაოდენობისა ამსიტუაციას
წონასწორული მდგომარეობა ეწოდება. ამ შემთხვევაში მოთხოვნის და
მიწოდების მრუდი ერტ წწერტილში უნდა იკვეთებოდეს.
4. რა არის ელასტიკურობა?
მოთხოვნისა და მიწოდების დეტერმინანტების საზომი
5. შეიძება თუ არა, გვალვა რომელიც ნათესებს ანადგურებს გლეხებისთვის კარგი
იყოს? რატომ?
ამ მდგომარეობიდან გამომდინარე გლეხების ეკონომიკური მდგომარეობა
გაუარესდება, რადგან მიწა და მაგ მიწაზე მოყვანილი საქონელი მისი
შემოსავალია.
6. ახსენით რატომ ეწინააღმდეგებიან ეკონომისტები ფასის კონტროლს.
ბაზრები, როგორც წესი, ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების კარგი
საშუალებაა. ეკონომიკის ამ პრინციპზე დაყრდნობით ეწინააღმდეგებიან
ეკონომისტები ფასის კონტროლს, რადგანაც ისინი ამტკიცებენ, რომ ფასი
მილიონობით საწარმოო და სამომხმარებლო და სამომხმარებლო
გადაწყვეტილების შედეგია, რომელიც განპირობებულია მიწოდებისა და
მოთხოვნის მრუდებით. ფასი დიდ როლს ახდენს მიწოდებისა და მოთხოვნის
გაწონასწორებაში და ამ გზით ეკონომიკური საქმიანობის კოორდინირებაში.
7. რას უდრის საგადასახადო შემოსავალი და რას გვიჩვენებს ლაფერის მრუდი?
საგადასახადო შემოსავალი ტოლია T X Q სადაც გადასახადის სიდიდეა T და
გაყიდული საქონლის რაოდენობა Q.
ლაფერის მრუდი გვიჩვენებს, რომ გადასახადების შემცირებას საგადასახადო
შემოსავლის გაზრდა შეუძლია.
8. რაში მდგომარეობს საერთო რესურსების ტრაგედია და რა არის მისი მიზეზი?
საერთო რესურსების ტრაგედია არის იგავი რომელიც გვიჩვენებს თუ რატომ
გამოიყენება საერთო რესურსები იმაზე მეტად ვიდრე სასურველია
საზოგადოებისთვის. ამის მიზეზი კი ისაა რომ სოციალური და კერძო
სტიმულები ერთმანეთისგან განსხვავდება. საერთო საკუთრების ტრაგედიის
მიზეზი გარეგანი ეფექტია, როდესაც ერთი ოჯახის ცხვრის ფარა საერთო
საძოვარზე ძოვს სხვა ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი მიწის ხარისხი მცირდება
ადამიანები კი ნუგულებელყოფენ ამ უარყოფით გარეგან ეფექტს, ვერ ამცირებენ
საკუთარ ცხვრის ფარას, რის შედეგადაც ცხვართა არბ რაოდენობას ვიღებთ.
9. რა დამოკიდებულებაა ფირმის მთლიან შემოსავალს, მოგებასა და მთლიან
დანახარჯს შორის?
ფირმის მთლიანი შემოსავალი არის თანხა რომელსაც ფირმა იღებს წარმოებული
პროდუქციის რეალიზაციიდან მთლიანი დანახარჯი არის პროდუქციის
საწარმოებლად ფირმის მიერ წარმოების ფაქტორების საბაზრო ღირებულება.
მოგებას რაც შეეხება განსაზღვრავს როგორც სხვაობა ფირმის მთლიან
შემოსავალსა და დირმის მთლიან დანახარჯს შორის.
10. რა განსაზღვრავს მიწისა და კაპიტალის მფლობელის შემოსავალს?
მიწისა და კაპიტალის მფლობელი დამოკიდებულებაშია შრომისა და კაპიტალის
მოთხოვნასთან ხოლო მოთხოვნა მიწასა და კაპიტალზე განისაზღვრება
თითოეული ამ ფაქტორის ზღვრული პროდუქტის ღირებულებასა და ამ
ფაქტორის ფასის დამოკიდებულებით ერთმანეთთან.ფირმა იქამდე ზრდის
საქირავებელი მიწისა და კაპიტალის რაოდენობას ვიდრე თითოეული ფაქტორის
ზღვრული პროდუქტის ღირებულება ამ ფაქტორის ფასს არ გაუტოლდება. მიწა
და კაპიტალი შემოსავლის იმ ნაწილს იღებს რომელიც წარმოების პროცესში მათი
ზღვრული წვლილის ღირებულების ტოლია.

თეორიული საკითხები (5 ქულა):

1. მოკლევადიანი პერიოდი: ბაზრის მიწოდება ფირმების უცვლელი


რაოდენობის დროს
ფირმის დახურვა გულისმოხბს გადაწყვეტილებას მოკლევადიანი პერიოდის
განმავლობაში ნულოვანი წარმოების შესახებ, რომელიც ბაზრის პირობებით
არის განპირობებული. სწორედ, ამიტომ კონკურენტული ფირმის
მოკლევადიანი პერიოდის მიწოდების მრუდი ზღვრული დანახარჯის
მრუდის ის ნაწილია, რომელიც საშუალო ცვალებადი დანახარჯის მრუდის
ზემოთ მდებარეობს. უკეთ გასაგებად ჯერ განვიხილოთ ბაზარი რომელიც
1000 იდენტურ ფირმას შეიცავს. თითოეული ფირმა პროდუქციის ისეთ
რაოდენობას მიაწოდებს მიაწოდებს, რომლისთვისაც ამ ფირმის ზღვრული
დანახარჯი ფასის ტოლი იქნება, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ ფასი
საშუალო დანახარჯზე მეტი იქნება მაშინ, თითოეული ფირმის ზღვრული
დანახარჯის მრუდი ამავე დროს მისი მიწოდების მრუდიც იქნება. ბაზარზე
მიწოდებული პროდუქციის რაოდენობა ცალკეული ფირმების მიერ
მიწოდებული რაოდენობების ჯამის ტოლია.
ამგვარად, საბაზრო მიწოდების მრუდის ასაგებად უნდა შევაჯამოთ
თითოეული ფირმის მიერ ბაზარზე მიწოდებული პროდუქციის რაოდენობა,
რადგან, რომ ბაზარზე არსებული ფირმები იდენტურია, ბაზარზე
მიწოდებული პროდუქციის რაოდენობა კი 1000-ჯერ მეტია თითოეული
ფირმის მიერ მიწოდებული პროდუქციის რაოდენობაზე. სწორედ ამიტომ,
მოკლევადიან პერიოდში, როცა ბაზარზე ფირმების უცვლელი რაოდენობა
ფუნქციონირებს, საბაზრო მიწოდების მრუდი ასახავს ყველა ფირმის
ზღვრული დანახარჯის მრუდს. ანუ, 1000 ფირმისგან შემდგარ ბაზარზე,
მიწოდების რაოდენობა შესაბამისად 1000-ჯერ მეტია თითოეული ფირმის
მიერ მიწოდებული პროდუქციის რაოდენობაზე. იქედან გამომდინარე, რომ
ფირმები მომგებიანია, ახალ ფირმებს ამ ბაზარზე შესვლის სტიმული და
მოტივაციაც ექნებათ. ბაზარზე შესვლა კი გაზრდის ფირმების რაოდენობას,
შესაბამისად მიწოდების რაოდენობას, მაგრამ ,შეამცირებს როგორც ფასებს,
ისე მოგებას. ასევე შეიძლება მოხდეს პირიქით, თუ ბაზარზე მოქმედ ფირმებს
დანაკარგები აქვთ, მაშინ ზოგიერთი ფირმა ბაზარს დატოვებს რითაც
შემცირდება ფირმების რაოდენობა ბაზარზე.
2. ფასისმიერი დისკრიმინაცია და მისი მაგალითები
ფასისმიერი დისკრიმინაცია არის ერთი და იმავე პროდუქტის სხვადასხვა
მომხმარებლისთვის გასხვავებულ ფასად მიყიდვა, ხოლო საბაზრო
ძალაუფლების მქონე კომპანიას შეუძლია ფასის დისკრიმინაცია გამოიყენოს,
რათა გაზარდოს მისი მოგება და სწორედ ამ გზით მიღებული მოგება
აღემატება არაერთგვაროვანი ფასის დაწესების შემთხვევაში მიღებულ
მოგებას. შეიძლება ითქვას, რომ ფასისმიერი დისკრიმინაცია არის
რაციონალური სტრატეგია მოგების მმაქსიმიზებელი მონოპოლიითვის,
რომელიც მოითხოვს მყიდველების განცალკევების უნარს მათი
გადახდისთვის მზადყოფნის მიხედვით და არსებობს რამდენიმე მაგალითი:
კინოს ბილეთი- კინოთეატრები განასხვავებენ ბილეთის ფასებს კონკრეტული
ნიშნით, ისინი უფრო დაბალ ფასებს უწესებენ მოხუცებსა და ბავშვებს ვიდრე
ჩვეულებრივ კლიენტებს, მაგრამ ბაზარზე ბავშვის და მოხუცის სავარძლით
უზრუნველყოფის ზღვრული დანახარჯი ისეთივეა როგორც ჩვეუელბრივი
კლიენტისთვის ამ შემთხვევაში კონოთეატრების ფასისმიერი
დისკრიმინაციით ზრდის საკუთარ შემოსავალსა და მოგებას. ასევეა
შეღავათიანი კუპონები, ფინანსური დახმარება, თვითმფრინავის ბილეთები
და ფასდაკლებები შეძენილ რაოდენობაზე.
3. კონკურენცია დიფერენცირებული საქონლის პირობებში
მონოპილიური კონკურენცია ზუსტი შეფარდებაა თავისი სახელის ის
მონოპილიისა და კონკურენციის ჰიბრიდია. მონოპოლიის მსგავსად
მონოპოლისტური კონკურენციის ფირმას შეესაბამება მოთხოვნის კლებადი
მრუდი. ამის შემდეგ ფირმა აწესებს ფასს, რომელიც ზღვრულ დანახარჯზე
მეტია, მაგრამ მონოპოლისტური კონკურენციის ბაზარზე კონკურენტული
ბაზრის მსგავსად მრავალი ფირმა მოქმედებს ხოლო ბაზარზე შესვდა და
ბაზრიდან გასვლა იწვევს თითოეული ფირმის მოგების ნულამდე შემცირებას.
იმის გამო, რომ მონიპოლისტური კონკურენციის ფირმები
დიფერენცირებული საქონელს აწარმოებენ მომხმარებლის ყურადღების
მისაქცევად თითოეული ფირმა რეკლამას იყენებს რეკლამა, რომელიც
გარკვეულწილად მომხმარებლის მგემოვნების მანიპულირებაა ხელს უწყობს
სავაჭრო მარკების მიმართ ირაციონალური ლოიალობის ჩამოყალიებეას და
კონკურენციას აბრკოლებს. მაგრამ უფრო მეტად რეკმა მომხმარებელს აწვდის
ინფორმაციას, ხელს უწყობს ნამდვილად სანდო ხარისხიანი პროდუქციის
მიღებას ლოიალის ჩამოყალიებას და აძლევს კონკურენციას.
მონოპოლისტური კონკურენციის თეორია აღწერს ეკონომიკაში არსებულ
მრავალ ბაზარს ამიტომ გარკვეულწილად იმედგაცრუებულია ის, რომ ეს
თეორია არ იძლევა მარტივ და დამაჯერებელ რჩევას სახელმწიფო
პოლიტიკისთვის. ეკონომიკის თეორიტიკოსის თვალსაზრისიით რესურსების
განაწილება მონოპოლისტური კონკურენციის ბაზარზე სრულყოფილი არ
არის მაგრამ პრაქტიკოსი პოლიტიკოსის თვალსაზრისით ამ ნაკლის
გამოსწორება თითქმის შეუძლებელია.
4. დისკრიმინაცია შრომის ბაზარზე და სუპერვარსკვლავის ფენომენი
ამერიკის შეერთებულ შტატებში მომუშავეთა სხვა და სხვა ჯგუფები საკმაოდ
განსხვავებულ ანაზღაურებას იღებენ, საშუალოდ შავკანიანის შრომითი
ხელფასი დაახლოებით წარმოადგენს 22%-ით ნაკლებს თეთრკანიან
მომუშავის ხელფასისაგან, ხოლო შავკანიანი ქალი 13%-ით ნაკლებს იღებს
ვიდრე თეთრჯანიანი ქალი. სქესის მიხედვით განსხვავებაც საკმარისად
დიდია თეთრკანიანი ქალის საშუალო ხელფასი დაახლოებით 24%-ით
ნაკებია თეთრკანიანი მამაკაცის საშუალო ხელფასზე, ხოლო შავკანია ქალი 16
პროვენტით ნაკლებს გამოიმუშავებს ვიდრე შავკანიანი მამაკაცი ამ
მაგალითიდან მკაფიოდ ჩანს, რომ მრავალი დამსაქმებელი დისკრიმინაციას
ეწევა შავკანიანების და ქალების წინაარმდეგ. ასეთ მდგომარეობას ერტი აშკა
პრობლემა ახლავს თვით ის ბაზარი რომელზეც დისკრიმინაცია არ არსებოსბ
მაინ არის ხელფასის სხვა და სხვა ხღვარი და მომუსავე პერსონალს სხვა და
ასხვა ხელფასი აქვთ. ადამიანები განსხვავდებიან თავიანთი ადამიანური
კაპიტალიტ და იმით თუ როგორი ტიპის სამუსაოს შესრულება შეუძლიათ და
სურთ. ხელფასები განსაზღვრავს შრომით შესაძლებლობებს, რომელსაც
ეკონომისტები აკვირდებიან მეტწილად განმსაზღვრელია წონასწორული
ხელფასების იმ დეტერმინანტებით, რომლებიც ჩვენთვის უკვე კარგად
ცნობილია. თემის უკეთ გასავრცობად განვიხილავ სუპერვარსკვლავის
ფენომენს და მის მაგალითს. ჩვენ ვიცით რომ მსახიობების უმეტესობა ძალიან
დაბალ ანაზღაურებს იღებს ამიიტომ ისინი თავიანთი ფიანანსური
მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვა და სხვა დაწესებულებებში
მუშაობენ. როდესაც ადამიანთა უმრავლესობა ჩოკბურთს თამაშობს
ყოველგავრი ანაზღაურების გარეშე, ამას აკეთებენ საკუთარი სიამოვნების
მისაღებად, ხოლო სხვა ჩოკბურთელები ერთ თამაშში სოლიდურ
ანაზღაურებას იღებენ.

ამოცანები (2.5 ქულა):

ამოცანა 1.

მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდები გამოსახულია განტოლებებით: QD = 12 – 3Р და QS = - 4 +


5Р. იპოვეთ წონასწორული რაოდენობა და ფასი.

Q=10

TC=280ლარი

FC=30ლარი

VC (ცვალებადი) TC-FC=280-30=250 VC=250

მოგება TR-TC TR=QXP TR=29X10=290ლარი

TR-TC=290-250=40ლარი

ამოცანა 2.

დავუშვათ მთავრობამ თითოეულ გაყიდულ ნამცხვარზე დააწესა 6 ლარი გადასახადი.


გაყიდული ნამცხვრის რაოდენობა გადასახადამდე იყო 540 ერთეული, გადასახადის გადახდის
შემდეგ 10% შემცირდა, რა იქნება საგადასახადო შემოსავალი?
540 ის 10%=540-54=486

486X6=2916

პასუხი:2916.

ამოცანა 3.

გოგის გაზონების მკრეჭავი ფირმა მომგებიანი და კონკურენტუნარიანია. გოგი თითო გაზონს 29


ლარად კრეჭს. მისი მთლიანი დანახარჯებია 280 ლარი, აქედან 30 ლარი მუდმივი დანახარჯია
და იგი დღეში 10 გაზონს კრეჭს, მაშინ: გოგის ცვალებადი დანახარჯი იქნება-------ლარი, ხოლო
მოგება კი---------ლარი.
Q=10
TC=280ლ
FC=30ლ
VC (ცვალებადი) TC-FC=280-30=250
VC=250ლ
მოგება
TR-RC TR=QXP TR=29X10=290ლ
TE-TC=290-250=40ლ

ამოცანა 4.

ვთქვათ ერთი გალონი რძის ფასი გაიზარდა 3 $-დან 3,30 $-მდე, ხოლო ფერმერების მიერ
წარმოებული რძის რაოდენობა გაიზარდა 10000 დან 11500 მდე. გამოთვალეთ მიწოდების
ელასტიკურობა.

მიწოდების ელასტიკურობა ფასის მიხედვით = მიწოდების რაოდენობის პროცენტული


ცვლილება შეფარდებული ფასის პროცენტულ ცვლილებასთან.

ფასის პოცენტული ცვლილება =3,30-3/3,00 X 100=10%. მიწოდების რაოდენობის პროცენტული


ცვლილება = 12000-10000/1000 X 100=20%.

მიწოდების ელასტიკურობა ფასის მიხედვით = 20%/10%=2

You might also like