You are on page 1of 6

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

სპეციალობა: ბიზნესის ადმინისტრირება, I კურსი


საგანი: ბიზნესის საფუძვლები
ლექტორები: რეზო მანველიძე, ლეილა ცეცხლაძე

სტუდენტი
(სახელი და გვარი, პირადი ნომერი)
დამტკიცებულია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტისა და მარკეტინგის დარგობრივი დეპარტამენტის
სხდომაზე, ოქმი №10, 10.01.2022. დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ბ. გეჩბაია

V ვარიანტი
დასკვნითი გამოცდის შეფასების კრიტერიუმები:
თეორიული საკითხი ფასდება 5 ქულით, სულ 15 ქულა
ღია კითხვა ფასდება 1 ქულით, სულ 9 ქულა
სხვა ტიპის დავალება ფასდება 2 ქულით, სულ 6 ქულა
ესე - 5 ქულა
ამოცანა - 5 ქულა
შენიშვნა: თითოეული თეორიული საკითხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 400 სიტყვას

თეორიული საკითხები:
1. ინდივიდუალური მეწარმეობის განვითარების თავისებურებები.
ინდივიდუალურ მეწარმედ მივიჩნევთ იმ ადამიანსა და ფიზიკურ პირს, რომელსაც
მოწყობილი აქვს სამეწარმეო ორგანიზაცია და სხვა დანარჩენი. პირი, რომელიც
სხვადასხვა სამართლებრივ ურთიერთობებში გამოდის თავისი სახელით.
ინდივიდუალური საწარმო ძირითადად ფუნქციონირებს საკუთარი შემოავლისა და
ინდივიდის პირადი ქონების საფუძველზე. სწორედ ეს ინდივიდუალური საწარმო
შეიძლება ეკუთვოდეს როგორც ცალკე პირს, ასევე თავის ოჯახის წევრს. ასეთი ტიპის
მეწარმე თვითონ არის იძულებული, რომ პასუხი აგოს იმ ვალდებულებებზე, რომელიც
მან საკუთარ თავზე აიღო. ინდივიდუალურ მეწარმედ სწორედ მაშინ გაფორმდები, როცა
მეწარმეთა და არაკომერციული იურიდიული პირების რეესტრში დავრეგისტრირდებით.
2. დაახასიათეთ ბიზნესის გლობალური გარემო;
ბიზნესის გლობალური გარემო არის იმ ძალების ერთობლიობა, რომლებიც გავლენას
ახდენენ ბიზნესის განვიტარებაზე. ისეთიი ბიზნესი, რომელიც თავიდანვე არ ფლობს
ინფორმაციას გარე ფაქტორების შესახებ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი
განწირულია დასაღუპავად, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ გარე ფაქტორები, რათა ჩვენი ბიზნესი სწორად და მშვიდად
წარვმართოთ. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ვიტყვით, რომ ბიზნესი უაღრესად
დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე, რაც დღევანდელ ცხოვრებაში თვალნათლივ
აისახება. ამ ქაოსის მიუხედავად მაინც შეგვიძლია გამოვყოთ ძირითადი საკვანძო
ნიშნები.
.გარე სამყაროს ცვლილება- გარე სამყაროს ცვლილებისას გარე სამყაროს ყველა
ობიექტები სხვადასხვა სისწრაფით იცვლებიან. მაგალითად: ინერგება ახალი კანონები.
მისი სწრაფი ცვალებადობა იწვევს გარე სამყაროს ტურბულენტურობის ხარისხის ზრდას,
რაც რთული და პრაქტიკულად შეუძლებელი გასათვალისწინებელია ბიზნესის
შემთხვევაში.
.გარე ფაქტორების ურთიერთდამოკიდებულება. ეს ფაქტორი გულისხმობს იმას, რომ
ერთი ფაქტორის სხვა ნებისმიერ ფაქტორზე დამოკიდებულებას მივყავართ მრავალი სხვა
ფაქტორის ცვლილებაზე.
.გარე ფაქტორების უმართაობა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი ფაქტორია გარე ფაქტორების შეცნობა და მართვა, ამიტომ ბიზნესს
უწევს ამ ფაქტორებთან ადაპტაცია, იგივე შეგუება, წინააღმდეგ და გარე ფაქტორების
უმართაობის შემთხვევაში ბიზნესის განვითარებასა და მუშაობას შეექმნება საფრთხე.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საგარეო ბიზნეს-გარემო იყოგა სამ ძირითად
ნაწილად. ესენია:
1)ლოკალური გარემო, იგივე პირდაპირი ზემოქმედების გარემო;
2)საერთაშორისო გარემო, ანუ ეს არის მრავალეროვნული კომპანიების გარემო;
3)გლობალური გარემო, ირიბი ზეგავლენის გარემო.
3. განიხილეთ ხელისუფლების როლი საერთაშორისო ბიზნესის რეგულირებაში.
საერთაშორისო ბიზნესის დასარეგულირებლად კომპანიები მოითხოვენ, რომ
სახელმწიფომ დაარეგულიროს ეს ბიზნესი, ამიტომ სწორედ ეს ვალდებულება
სახელმწიფოს აკისრია. იგი სხვადასხვა ბერკეტებით ახერხებს მის დარეგულირებას.
ესენია:
1)მოსახლეობისადმისადმი საზოგადოებრივი სიკეთეების გადახდის განსაზღვრით;
2)ეკონომიკური სტაბილიზაციის მხარდაჭერით;
3)კონკურენციის გაფართოებით;
4)წესების დადგენით.
სახელმწიფო და მეწარმე სრორედ მაშინ აყალიბებენ ურთიერთობას, როცა
ოფიციალურად ხდება სამეწარმეო სახის რეგისტრაცია. ამის შემდეგ მეწარმე
ვალდებულია საგადასახადო, თუ სხვა სახელმწიფო ხელმძღვანელობის ორგანოებს წინაშე
ნორმების დაცვაზე.
სახელმწიფო იყენებს ყოველგვარ ღონესა თუ რესურსებს იმისათვს, რომ არ წარმოიშვას
მონოპოლია და სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს ბაზარზე მათი ქცევის ნორმებს.
იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში გაიზრდება უმუვრობა, ინფლაციის დონე და დაეცემა
სამეწარმეო აქტივობა, მაშინ ხელისუფლება იძულებულია აიღოს სახელმწიფო სესხი,
რისი მიღწევაც შესაძლებელია ფასიანი ქაღალდების გამომუშავებით. ამ გზით
ხელისუფლება ხელს შეუწყობს უმუშევრობის შეკავებასაც და ბიზნესის მხარდაჭერას.

ღია კითხვები:

1. რას გულისხმობს „შესყიდვა-წარმოების“ ალტერნატივა?


როგორც მოგვეხსენება, საწარმოო პროცესის სიღრმე გულისხმობს იმას, თუ რა არის
ფირმისთვის მომგებიანი. შეისყიდოს მასალები და ნედლეული, თუ თვითონ
აწარმოოს იგი. სწორედ ეს არის შესყიდვა-წარმოების ალტერნატივა.
2. რას ნიშნავს პასუხისმგებლობის დაზღვევა?
პასუხისმგებლობის დაზღვევა არის ისეთი ტიპის დაზღვევა, როდესაც ზარალი
მიყენებულია პიროვნებისადმი და განპირობებულია დაზღვეული კომპანიის
მიზეზით. ამაში იგულისხმება ის, რო კომპანიაქს შეუძლია ზარალი მიაყენოს
პიროვნებას. მაგალითად პიროვნებამ შესაძლებელია დაზიანება მიიღოს საწარმოს
ტერიტორიზე, ან თუნდაც პროფესიული შეცდომების გამო მიიღოს კოკპანიისგან
დანაკლისი. პასუხისმგელობის დაზღვევის საშუალებით პიროვნება დაზღვეული
ხდება ყველანაირად, როგორც პროდუქციის დაბალი ხარისხით მიღებული
ზარალით, ისე პროფესიული შეცდომების გამო მიღებული ზარალით.
3. ჩამოთვალეთ ბიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები.
ბიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფოემები ძირითადად 6 სახისაა.
ესენია: 1) სააქციო საზოგადოება; 2) კოოპერატივი; 3)ინდივიდუალური საწარმო;
4)სპს (სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება); 5)კომინდატული
საზოგადოება; 6)შპს (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება).
4. რატომ არის გლობალური ლოგისტიკური სტრატეგია ეფექტიანი?
გლობალური ლოგისტიკის სტრატეგიის ეფექტიანობა გამიხატება იმაში, რომ ის
ამცირებს შუამავლების რაოდენობას, როგორც საბითუმო, ასევე სატრანსპორტო
სფეროებში. მაკროლოგისტიკური სისტემის ჩარჩოებში ფირმები, როგორც წესი
ეყრდნობიან ერთ შუამავალს, ასეთია მაგალითად, აშშ ,,მიწოდების გაერთიანებული
სამსახური“, რომელიც საქონლის მიღების წინაშე სრულიად აგებს პასუხს საქონლის
მიწოდების ვადებზე, ხოლო ტრანსპორტირებას ახდენს ერთიანი დოკკუმენტაციის
მიხედვით.
5. რა არგუმენტები არსებობს თანამედროვე პროტექციონიზმის წინააღმდეგ?
1)პროტექციონიზმის ძირითადი თვირთი მოდის მომხმარებელზე. როგორც
აღინიშნა, სასოფლო-სამეურნეო სუბსიდირება ამ დარგის პროდუქციაზე ზრდის ფასს;
2) ის მეწარმეები, რომლებიც დაკავებული არიან იმპორტირებული საქონლის
გაყიდვით, პროტექციონიზმის პოლიტიკის გამო, რთულ მდგომარეობაში
იმყოფებიან, რადგან ცვლილებები ამ პოლიტიკაში იწვევს გაუთვალისწინებელ
ზარალს;
3) პროტექციონიზმი სერიოზულ ზარალს აყენებს წარმოების სფეროში დასაქმებულ
იმ კომპანიებს, რომელთა ბიზნესის ცალკეული სახე არის დამოკიდებული
იმპორტირებულ მაკომპლექტებელ ნაკეთობებზე და მოწყობილობებზე.
6. რა ნაკლოვანებები აქვს პარტნიორობაზე დაფუძნებულ ბიზნესს?
პარტნიორობაზე დაფუძნებული ბიზნესის ნაკლოვანებებია:
• პარტნიორობის პირობებში შეიძლება შეიქმნას შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოება
1) პარტნიორობა ფინანსურად შეზღუდულია;
2) პარტნიორებს შორის კონფლიქტის ალბათობა ;
3)პარტნიორმა შეიძლება გამოიწვიოს ბიზნესის და პირადი აქტივების დაკარგვა;
4) პარტნიორს აქვს შეზღუდული პასუხისმგებლობა ბიზნესის ვალდებულებებისა და
ვალების მიმართ.
7. ჩამოთვალეთ ბიზნესის ძირითადი პრინციპები.
ბიზნესის 4 ძირითადი პრინციპი არსებობს. ესენია:
. რაციონალურობის პრინციპი
.სამართლის პრინციპი
.არჩევანის თავისუფლების პრინციპი
.განუსაზღვრელობის პრინციპი
8. განიხილეთ საკუთრების იურიდიული და ეკონომიკური ბუნება.
საკუთრების იურიდიული ბუნება გამოიხატება ისეთ ურთიერთობებში, რომელიც
განისაზღვრება ქვეყნის კონსტიტუციითა და კანონით. ეკონომიკური, კი არის
მოგების მიღების შესაძლებლობა.
9. ჩამოთვალეთ ბიზნესის პრაქტიკაში გავრცელებული კოოპერატივის ფორმები.
ბიზნესის პრაქტიკაში გავრცელებული კოოპერატივის ფორმებია:
• საკუთარი წევრებისთვის ნედლეულის მომპოვებელი კოოპერატივები
• სასოფლო-სამეურნეო ან სარეწაო პროდუქციის ერთობლივი გასაღების
კოოპერატივი
• სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებელი და სხვადასხვა საგნების
დამამზადებელი და რეალიზაციის კოოპერატივები
• მასობრივი მოხმარების საქონლის საბითუმო წესით შემძენი და საცალო ვაჭრობით
მათი სარეალიზაციო კოოპერატივები
• სასოფლო-სამეურნეო წარმოების ან სარეწებისთვის აუცილებელი მატერიალუ-
ტექნიკური ტესურსების შეძენა-წარმოებისა და მათი ერთობლივი გამოყენების
კოოპერატივები
• სასოგლო-საკრედიტო კოოოპერატივები
• არასაბანკ სადეპოზიტო დაწესებულებები,საკრედიტო კავშირები
• სამომხმარებლო კოოპერატივები.

სხვა ტიპის დავალება:

1. განიხილეთ საერთაშორისო ორგანიზაციები და იმსჯელეთ მათ როლზე ბიზნესის


განვითარებაში (განიხილეთ საქართველოს მაგალითიც).
საერთაშორისო ორგანიზაციები მოიცავს როგორც სამთავრობო, ისე
არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებს. საერთაშორისო ორგანიზაცია
განსაზღვრულია როგორც “სუბიექტი, რომელიც შექმნილია მისი წევრების
ფორმალური პოლიტიკური შეთანხმებით, რომელსაც აქვს საერთაშორისო პაქტის
სტატუსი; დღეისათვის ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციბია:გაერო,
ევროკავშირი და სხვა.
საქართველოს მხრიდან ხდება:
• პრიორიტეტი მიენიჭება ე.წ. სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის ფარგლებში
ახალი პროექტების განხორციელებას.
• ძალისხმევა მიმართული იქნება საქართველო-თურქეთის ელექტროგადამცემი
სისტემის ინტეგრირების მეშვეობით, საქართველოს ერთიან ევროპულ სისტემაში
ჩართვისკენ.
• მოხდება, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ენერგოდერეფნების ამოქმედების
პოტენციალის წარმოჩენა. დიპლომატიური ძალისხმევა მიმართული იქნება, რათა
გაძლიერდეს მსოფლიო თანამეგობრობის და კერძოდ, ევროკავშირის ინტერესი
პოტენციური ენერგოპროექტების მიმართ, რომლებიც, საქართველოს გავლით,
ენერგორესურსების ტრანსპორტირების ახალი მარშრუტების ამოქმედებას
უკავშირდება.
2. უნდა დაანებოს თუ არა თავი მთავრობამ ბიზნესის რეგულირებას? მაგალითად, უნდა
ჰქონდეთ უფლება ხორცის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს, რომ როცა
მოისურვებენ შეუმოწმებლად გაყიდონ მათ მიერ დამზადებული პროდუქცია?
დაასაბუთეთ.
მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაანებოს თავი ბიზნესის რეგულირებას,
რადგან დიდი როლი აკისრია სახელმწიფოს ბიზნესის დასარეგულირებლად და
განსავითარებლად. რაც შეეხება ხორცის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიას, მათ
არ უნდა გაყიდონ თავიანთი პროდუქცია შეუმოწმებლად, რადგან აქ საფრთხე ექმნება
მომხმარებლის ჯანმრთელობას.
3. თქვენ ხელმძღვანელობთ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიას. მაღალი
კონკურენციის გამო მოგიხდათ ტარიფის შემცირება თქვენი აბონენტებისათვის.
მაღალი მოგების მიღებისათვის თქვენი ანალიტიკოსები გირჩევენ ყოველ სასაუბრო
წუთზე სამი თეთრის ზედმეტად ჩამოჭრას, იმ მოტივით, რომ ეს აბონენტს დიდად არ
დააზარალებს და შეუმჩნეველიც დარჩება, ხოლო კომპანია კი მიიღებს არსებით
მოგებას.
როგორ მოიქცეოდით?
ესე:

თანამედროვე ბიზნესი და საფრთხეები

თანამედროვე მსოფლიოში ბიზნესი არის სფერო, რომელმაც განვითარების მწვერვალებს


მიაღწია.. ნებისმიერ ქვეყანაში ბიზნესის განვითარება ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ
ზრდას. ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ ბიზნესის განვითარებისთვის სასურველი გარემო
შექმნას, მაგრამ მსგავსად სხვა სფეროებისა აღნიშნულ სფეროს მთელი რიგი განვითარების
ხელისშემშლები ფაქტორები გააჩნია. ის დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის ბიზნესის
განვითარებბას, წარმოადგენს აღნიშნული ბიზნესის განვითარების საფრთხეს.
მაგალითად:თანამედროვე ცხოვრებაში ტექნოლოგიურმა განვითარებამ ბიზნესის მრავალი
მიმართულების განვითარებას შეუწყო ხელი, მაგრამ ამავდროულად ბიზნესის იმ
მიმართულებებისთვის, რომლებმაც ვერ აუწყო ფეხი ტექნოლოგიურ განვითარებას,
წარმოიქმნა განვითრების საფრთე. მაგალითად: თუ ორ ლუდის ქარხანას შევადარებთ. ერთი
ყიდისლარად,რადგან მას აქვს ახალი ტექნოლოგიები მომარაგებული და ძველთან
შედარებით უფრო სწრაფად და ნაკლები შრომის ხარჯზე ღებულობს ერთ ბოთლს ლუდს,
ხოლო მეორეს აქვს ძველი დანადგარები, უწევს ბევრი შრომა და შესაბამისად თავის ლუდს
ყიდის უფრო ძვირად, სამ ლარად. ამ მაგალითიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ
ტექნოლოგიების არ ქონის ან გამოუყენებლობის გამო საფრთხე ექმნება ბიზნესს, რადგან
მომხმარებელი წავა იქ, სადაც ფასი ნაკლებია.

დღესდღეობით გაცილებით მეტი კომპანიაა ბაზარზე, რომელიც მსგავსი საქონის


წარმოებით არის დაკავებული, აქედან გამომდინარე, ბაზარზე მაღალია კონკურენციაა,
ამიტომ, ბიზნესის ქონის შემთხვევაში აუცილებლად უნდა იყო მუდმივად ფხიზლად,
თვალკი ადევნო მიმდინარე მოვლენებს და ფეხი აუწყო მსოფლიო განვითარებას, ვინაიდან
ასეთ შემთხვევაში დიდია ალბათობა იმისა, რომ ერთი დაშვებული შეცდომის შემთხვევაში
მარტივად ჩაგანაცვლოს სხვამ.
პანდემიიდან გამომდინარე, მიმდინარერე პროცესებმა საფრთე შეუქმნას ბიზნესის
განვიტარეას. მაგ: 2-3 წლის წინ ბათუმში ბიზნესი ყვაოდა. პანდემიის პირობებში ჩაიკეტა ეს
ტურისტული ქალაქი, დაიკეტა ბევრი რესტორანი, თუ სასტუმრო. სასტუმროები იქცა
კოვიდმიმღებ სასტუმროებად, რამაც, ფაქტობრივად, ბიზნესს შეუქმნა საფრთხე და
ძველებურად აღარ ყვავის ბიზნესი მიმდინარე საფრთხის გამო.

პოლიტიკურმა პირობებმაც შეიძლება შეუქმნას საფრთხე ბიზნესს. მაგალითად ავიღოთ


ისრაელი. თუ ისრაელში ომი იქნება მაშინ ბიზნესის განვიტარება და დაწყება
მეორეხარისხოვანი იქნება, შეიძლება არც, გამომდინარე აქედან დიდი პრობლემები
შეექმნება ბიზნესს. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურიზმის სფეროს განვითარებისათვის
პოლიტიკური არასტაბილურობა არის დამღუპველი.

მაშასადამე, როგორც ვნახეთ, თანამედროვე ბიზნესს აქვს უამრავი საფრთხე, რასაც


მოწმობს ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი მაგალითები და არც ისე მარტივია თანამედროვე
ბიზნესში ჩაბმა.

ამოცანა

კომპანიის აქციონერულ კაპიტალთან დაკავშირებით, რომელსაც 4 მილიონი ჩვეულებრივი


აქცია აქვს ნომინალით 20 ლარი ერთ ცალზე, გვაქვს შემდეგი მონაცემები:
1. დივიდენდების გადახდა უნდა მოხდეს 20%-ით აქციების სახით.
2. აქციების დაყოფა ხდება თანაფარდობით 5:3.
3. აქციების გამსხვილება თანაფარდობით 1:2.
რა სახის შედეგებთან გვექნება საქმე?

80000000კაპიტალი
1) 80000000*20/100=16000000/20=800000
2) 800000000=50000000+30000000, 800000=500000+300000
3) 80000000:160000000
800000*2=1600000

You might also like