You are on page 1of 2

თემა: საქონლისა და მომსახურების წარმოება

დავალება (5 ქულა)
სემინარზე ვიმსჯელებთ შემდეგ საკითხებზე:
1. რას გულისხმობს კონვერსია? მოიყვანეთ ანალიტიკური კონვერსიის მაგალითები;
მოიყვანეთ სინთეტიკური კონვერსიის მაგალითები.
2. რა ცვლილებები გამოიწვია პირველმა სამრეწველო რევოლუციამ?
3. რას უკავშირდება მეორე სამრეწველო რევოლუციის წარმოშობა?
4. მოიძიეთ მასალა კონვეიერული წარმოების დანერგვის შესახებ და გააანალიზეთ რა
დადებითი ასპექტები მოუტანა მან ბიზნესსა და საზოგადოებას?
5. იმსჯელეთ მესამე სამრეწველო რევოლუციის შესახებ. რა ცვლილებები ახლდა მას? რა
შეცვალა ბიზნესის წარმოებაში? საზოგადოების ცხოვრებაში?
6. მოიძიეთ მასალები და იმსჯელეთ მეოთხე სამრეწველო რევოლუციაზე, ბიზნესზე მის
შესაძლო გავლენებზე. რა ცვლილებებს გამოიწვევს ის მომავალში?
7. რას ნიშნავს ხელოვნური ინტელექტი? მოიყვანეთ სხვადასხვა სახის მაგალითები. რა
ცვლილებებს გამოიწვევს დასაქმების თვალსაზრისით, შემოსავლების უთანაბრობის
თვალსაზრისით; ცხოვრების დონის ამაღლების ან შემცირების თვალსაზრისით.
როგორ იმოქმედებს გლობალიზაციის პროცესებზე?
8. რას სახის ტექნოლოგიურ მიღწევებს გამოარჩევდით, რომლებმაც თქვენი
აღფრთოვანება (გაკვირვება და ა.შ.) გამოიწვია და გაფიქრებინათ, რომ აღნიშნულმა
ტექნოლოგიამ გაამარტივა საზოგადოების, ბიზნესის ყოფა?
9. იმსჯელეთ დრეკად საწარმოო პროცესებზე, მის როლზე და მნიშვნელობაზე.
10. იმსჯელეთ მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე? რა სახის გავლენას
ახდენს შრომის ნაყოფიერებაზე?
11. მოიძიეთ მასალები საქართველოში არსებული ბიზნეს-სუბიექტების შესახებ,
რომლებიც იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს. გააანალიზეთ მათი შდეგები.
12. გაეცანით პროგრამაში „სტარტაპ საქართველო“ გამარჯვებულ პროექტებს. რომელ
პროექტებს გამოარჩევდით და რატომ?
13. იმსჯელეთ საქართველოში ინოვაციური განვითარების შესაძლებლობებზე.
14. თქვენ რომ წყვეტდეთ ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემას ინდუსტრიული განვითარება
აირჩიოს თუ არა, როგორ მოიქცეოდით? რატომ? დაასაბუთეთ.
15. თუკი ინდუსტრიულ განვითარებაზე გააკეთებდით არჩევანს, რა პრობლემებს
გადააწყდებით? როგორ მოაგვარებდით მათ?

16. რას ნიშნავს საწარმოო სიმძლავრეები და რა მნიშვნელობა ენიჭება მათი განთავსების


საკითხს?
17. ახსენით საწარმოო დაგეგმვის არსი. მოიყვანეთ კონკრეტული მაგალითი.
18. რას ნიშნავს მარშრუტიზაცია?
19. რას ნიშნავს კალენდარული დაგეგმვა?
20. რას ნიშნავს დისპეჩერიზაცია?

წარმატებები!

You might also like