You are on page 1of 3

04/10/201

6თემა: N2 ინოვაციების მართვის კონცეფცია


გეგმა:

2.1. ინოვაციების მართვის არსი და ინოვაციების მართვის ამოცანები


2.2.ინოვაციების მართვის საგანი.

2.3. ინოვაციების განვითარების სტრატეგია (ინოვაციების განვითარება მწარმოებლის ანდა


მომხმარებლის ინიციატივით)

2.1. ინოვაციების მართვის არსი და ინოვაციების მართვის ამოცანები

რას წარმოადგენს ინოვაციების მართვა? (What is innovation management?)


ინოვაციების მართვა ესაა პროცესების მართვა, რომელთა საშუალებით ორგანიზაცია და მისი პერსონალი
წარმართავს ინოვაციების შექმნის აქტივობებს. პროცესები რომელთა მართვით იქმნება ახალი
მოწყობილობები, მეთოდები და მასალები.
ინოვაციების მართვა თანამედროვე მენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ინოვაციების დანერგვა,
ფაქტობრივად, ყველა სფეროში სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ხდება, რაც კომპანიის იმიჯსა და შემოსავალზე
დადებითად აისახება, უფრო მეტიც, დღესდღეობით კომპანიის არსებობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ
დადგეს თუ ისინი საკმარისად ინოვაციურები არ იქნებიან.
ზოგადად, ინოვაციების მართვის პროცესი, მუდმივი ორგანიზაციული სწავლის პროცესია, შეცდომებით და
წარმატებებით. ორგანიზაციული კულტურის და მართვის კონტექსტში ხდება, ორგანიზაციული მისიის,
ღირებულებების და მიზნების მისაღწევად მოთხოვნების იდენტიფიცირება, შესრულების დაგეგმვა და
შედეგების კონტროლი და მონიტორინგი.
ინოვაციების მართვის ამოცანებია:
 ორგანიზაციის ინოვაციური განვითარების სტრატეგიის შემუშავება, სადაც განისაზღვრება ის
მიმართულებები რომელთა შექმნის ინვესტირებას მოახდენს და რომლის ინვესტირებაზე უარს იტყვის
ორგანიზაცია;
 იდეების მოძიების, გენერირების, შერჩევის, კომბინირების, უარყოფის და დოკუმენტირების პროცესების
მართვა;
 ინოვაციური პროდუქტების შექმნისთვის პროექტების დაგეგმვა და წარმართვა, მათი წარმოების
ოპერაციული პროცესის მართვა.

2.2.ინოვაციების მართვის საგანი


ინოვაციის მართვის საგნის განხილვისათვის მიზანშეწონილია გაიმიჯნოს ცნებები
,,გამოგონება“ და ,,ინოვაცია“.

,,გამოგონება“ (Invention) ესაა მოწყობილობა, მეთოდი ან მასალა. ინოვაცია


(innovations) ესაა გამოგონება რომელიც ქმნის და აწვდის ღირებულებას მომხმარებლებს.
ბიზნესის მოდელირების ტერმინოლოგიით, გამოგონება ქმნის გადაწყვეტილებას,
ინოვაცია კი ბიზნესის ოპერირების მოდელს.

გამოგონების ინოვაციებში გარდაქმნა, არის ინოვაციების მართვის საგანი. რეალურ


გარემოში ბევრი გამოგონება იკარგება, რადგან გამომგონებლები გატაცებულები არიან
საკუთარი გამოგონებით, მიგნებებით და ავიწყდებათ მათი კომერციალიზაციის
პერსპექტივების დადგენა, პოტენციული მომხმარებლის რეალური საჭიროებებთან
შესააბამისობის თვალსაზრისით. შედეგად, ინვესტორებს უჭირთ გადაწყვეტილება მიიღონ
გამოგონების შესახებ, რადგან ვერ ხედავენ გამოგონების კომერციულ სარგებელს. ამ
პირობებში, ინოვაციური მართვის გარეშე იხარჯება რესურსები და იქმნება პროდუქტები,
რომლებსაც საბოლოო ჯამში რეალური მომხმარებელი არ ჰყავს. საინტერესო ისაა რომ,
სხვადასხვა გარემოებების გამო, ასეთი არასაჭირო პროდუქტების შექმნის ინვესტირება
მოუხდენიათ როგორც სტარტაპებს ისე გამოცდილ კომპანიებს.

ინოვაციების მაგალითები:

 ახალი მოწყობილობა (დრონი, სმარტფონი, … )


 მეთოდი (მოსავლის მოყვანის ახალი ხერხი, პროდუქციის წარმოების ახალი
წესი …),
 მასალა (ახალი ტიპის ზემსუბუქი ლითონი, …)

2.3.ინოვაციების განვითარების სტრატეგია (ინოვაციების განვითარება მწარმოებლის


ანდა მომხმარებლის ინიციატივით)

ინოვაციების განვითარების სტრატეგია გულისხმობს: არსებული წარმოების,


პროდუქციის წარმოების; პროდუქციის გასაღების ბაზრების ტექნოლოგიებისა და
პროცესების შენარჩუნებას.

ინოვაციური სტრატეგიის მთავარი წინაპირობაა ის, რომ


ყველაფერი ის , რაც არსებობს ძველდება:
• მიმდინარე პროდუქცია;
• ტექნოლოგია;
• განაწილების ბაზრები და არხები კარგავენ ზრდის ტენდენციას
ინოვაციური სტრატეგიის საფუძველია: ყველა მოძველებულისა და უსარგებლოს
გეგმიური და სისტემური ლიკვიდაცია.
ტრადიციული საწარმოოს დევიზია-,,მეტი და უკეთესი“, ხოლო ინოვაციური საწარმოოს
დევიზია-,,ახალი და სხვა“.
პრაქტიკა ცხადყოფს, რომ კომპანიებმა სიახლეების რეალიზაციის ვადები შეამცირეს
40 წლიდან (19-ს.შუახანები-20 ს 20-იანი წლები) 3-5 წლამდე (1980 -იანი წლების
შუახანებამდე).
• -იდეის გენერირებაზე დახარჯული ყოველი 1 რუბლი გაიზრდება
• -კვლებებზე დახარჯულ 10 რუბლზე;
• -იდეის გარდაქმნა გამოგონებად 100 რუბლი
• დამუშავებებიდან 1000 რუბლი-ბაზარზე ახალი პროდუქტის გატანაზე -10 000
რუბლიე.ი.ინოვაციის შექმნაზე
• -იდეის დამუშავების სტადიაზე-პროექტების მოწონებას ვერ იმსახურებს- 80%;
-კვლევების კომერციულ შედეგს არ იძლევა- 70%;
• -ბაზარზე გატანილი ინოვაციური პროდუქციის წარუმატებელია- 80%
• -ყოველი 10 ინოვაციური პროექტიდან 9 განუხორციელებელია.

გარე გარემოსთან დაკავშირებით განასხვავებენ საწარმოს სტრატეგიული ქცევის შემდეგ
ვარიანტებს:
• 1.ინოვაციების განვითარება მწარმოებლის ანდა მომხმარებლის ინიციატივით;
• 2.საწარმოოს ტექნოლოგიური ლიდერობა ანდა წინსვლა;
• 3.საკუთარი დამუშავებები ანდა სხვისი ინოვაციები (პატენტების ან
ლიცენზიების შეძენა)
• 1.ინოვაციების განვითარება მომხმარებლის ინიციატივით. მომხმარებლის ინტერესი
სიახლისადმი ყალიბდება ფინანსური სტიმულებით, თვით ინოვაციებისა და მათი
გამოყენებით მიღებული ეფექტის შესახებ სასურველი წარმოდგენის შექმნით
საინფორმაციო სისტემების მეშვეობით.
• 2.ინოვაციების განვითარება მწარმოებლის ინიციატივით. მწარმოებლის ინიციატივით
ინოვაციების განვითარებისას საწარმოო ახდენს ძალისხმევის კონცენტრირებას ბაზრის
კვლევისა და ანალიზზე. მიზნობრივი ჯგუფის შერჩევაზე, მისი მოთხოვნილებების
შესწავლაზე, ახალი პროდუქციასთან დაკავშირებულ პრეტენზიებსა და განცხადებებზე,
იდეების დამუშავებაზე, რომელზედაც არის მოთხოვნა და მათ შემოწმებაზე
ლაბორატორიულ და საბაზრო პირობებში.

You might also like