You are on page 1of 27

საქართველოს ტურისტული რესურსები

თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

საქართველოს ბუნებრივი ტურისტული პოტენციალი


6.1. რელიეფი
6.2. ჰავა
6.3. საკურორტო-კლიმატური დარაიონება
6.4. საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა
6.5. საქართველოს საკურორტო ზონები და რაიონები
6.6. ჰიდრომინერალური რესურსები
6.7. ჰიდრორესურსები
6.8. შავი ზღვა, როგორც რეკრეაციული რესურსი
6.9. სამკურნალო ტალახები
6.10. გეოთერმული რესურსები
6.11. ალპინიზმი და სპელეოლოგია
6.12. ტყის საფარი
6.13. ურბანული გარემო

საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა


6.14. საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლები
6.15. საქართველოს არამატერიალური კულტურის ძეგლები

88
საქართველოს ტურისტული რესურსები
თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი1

საქართველოს ბუნებრივი ტურისტული პოტენციალი

საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკურორტო-ტურისტულ ქვეყა-


ნას (ამაზე მეტყველებს მისი ისტორია თუნდაც უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში და,
რაც მთავარია, სახელმწიფოს განვითარების ოფიციალურად აღიარებული პრიორიტეტები).
მისი თვალწარმტაცი ბუნება, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, მუდმივი თოვლითა და ყინულით
დაფარული კავკასიონის ქედი, შავიზღვისპირეთის სუბტროპიკული ზონა, წყალუხვი მთის მდინა-
რეები და ჩანჩქერები, კარსტული მღვიმეები, კურორტები და მინერალური წყაროები, ისტო-
რიის, კულტურისა და ბუნების უნიკალური ძეგლები ხელს უწყობენ საქართველოში საკურორტო
-რეკრეაციული მეურნეობის განვითარებას.
საქართველო განლაგებულია ამიერკავკასიის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში, მისი
ტერიტორიაა 69,7 ათასი კვადრატული კილომეტრი. მიუხედავად ფართობის სიმცირისა, მის
ტერიტორიაზე თავმოყრილია გეოგრაფიული ლანდშაფტის მრავალ­ფეროვნება, დაწყებული
ნოტიო სუბტროპიკულიდან, დამთავრებული მარადიული თოვლისა და ყინულის ზონით. ამიტო-
მაც ქვეყნის რეკრეაციული რესურსები მეტად მრავალფეროვანია, თუმცა მათ განლაგებაში
შეინიშნება გარკვეული კანონზომიერებაც.
ბუნებრივი ფაქტორების სიმდიდრემ და მრავალფეროვნებამ საშუალება მოგვცა საქართ-
ველოში გამოყოფილიყო საკმაო რაოდენობის კურორტი და საკურორტო ადგილი, რომლებიც
გამოიყენება ჯანმრთელობის გამტკიცების, დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკი-
სათვის. საკურორტო ადგილებისათვის დამახასიათებელია სასურველი ჰავა, მინერალური
წყლების და სამკურნალო ტალახების არსებობა. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი (მით-
უმეტეს ამჟამინდელი სოციალური ფონის პირობებში) სამკურნალო ბუნებრივ ფაქტორებს
იყენებს საკურორტო ადგილებზე არაორგანიზებული ჩასვლის გზით. ზოგი კურორტი კეთილ-
მოწყობილია, აშენებულია კოტეჯები, სააბაზანო შენობები, მოწყობილია მინერალური წყლების
ბუნებრივი სადენები.
საკურორტო ადგილების, რეკრეაციული რესურსის სრული ათვისება (რაც მნიშვნელო-
ვანი ინვესტიციების გარეშე შეუძლებელია) წარმოადგენს დიდ რეზერვს სამედიცინო პროფილის
სხვადასხვა საკურორტო დაწესებულებების ფართო ქსელის მშენებლობისათვის.

6.1. რელიეფი
საქართველო გამოირჩევა რთული რელიეფით, რასაც პირველ რიგში განაპირობებს
მისი გეოტექტონიკური მდებარეობა.
ო რ ო გ რ ა ფ ი ა : საქართველოს ძირითადი, ანუ პირველი თანრიგის ოროგრაფიული
ერთეულები მსხვილი ალპური მორფოსტრუქტურების ნაწილებია. ეს ერთეულებია: 1. კავკა-
სიონის მთიანეთი (იხ. დანართი 10); 2. საქართველოს მთათაშორისი ბარი; 3. მცირე კავკასიო-
ნის მთიანეთი; 4. სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთი (იხ. დანართი 15).

————————————————————
1
საქართველოს ტურისტული პოტენციალის განხილვისას ძირითადად გამოყენებულია კ. არაბულის საქართველოს ტურისტულ-
რეკრეაციული რესურსები (დამხმარე სახელმძღვანელო). გამომც. „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“, თბ., 2010, გვ.33-54

89
საქართველოს ტურისტული რესურსები
თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

საქართველოს საზღვრებში შედის კავკასიონის შუა ნაწილი (უმთავრესად მთათაშორისი


სამხრეთ კალთა), ამიერკავკასიის მთათაშორისი ბარი, მცირე კავკასიონის და ამიერკავკასიის
ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილები. ჰიფსომეტრიული ნიშნულები ქვეყნის ტერიტორიაზე
ნულიდან (შავი ზღვის ნაპირი) 5201 მეტრამდე (მწვ. შხარა, იხ. დანართი 5) იცვლება. საქართვე-
ლოს ზედაპირის საშუალო აბსოლუტური სიმაღლეა 1506 მეტრი (აღმოსავლეთ საქართველოს
- 1691 მ. დასავლეთ საქართველოს - 1314 მ).
კ ა ვ კ ა ს ი ო ნ ი ს მ თ ი ა ნ ე თ ი მოიცავს მრავალ ქედს, ხეობას და ქვაბულს. საქართველოს
ფარგლებში გამოიყოფა მეორე თანრიგის ოროგრაფიული ერთეულები (იხ. დანართი 15):
ა) კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, რომელიც მაქსიმალურ სიმაღლეს 4300-
5068 მ სვანეთ-რაჭის ფარგლებში აღწევს, მთები - შხარა, ჭანჭახი, შხელდა და ა.შ. (იხ. დანართი
5, 11, 12). სვანეთის დასავლეთით უმაღლესი მწვერვალია დობაი-ულგენი 4046 მ (იხ. დანართი
13), ხოლო რაჭის აღმოსავლეთით მწვ. ხალაწა 3938 მ (იხ. დანართი 14);
ბ) კავკასიონის სამხრეთი გასწვრივი და განივი ქედები: გაგრის, ბზიფის, ჩხალთის, კო-
დორის, შდავლერის, ცალგამის, უღვირ-ზაგარის, სვანეთის, ეგრისის, ლეჩხუმის, შოდის, კედე-
ლას, რაჭის, ჯავის, ხარულის, ალევის (ლომის-ალევის), მთიულეთის, გუდამაყრის, ქართლის,
კახეთის და სხვა. მათი უმაღლესი მწვერვალები 3000-4000 მ-ს აღწევენ (მწვ. ლაჰილი 4010 მ -
სვანეთის ქედი);
გ) კავკასიონის ჩრდილოეთი გასწვრივი და განივი ქედები: ხოხის, ყუროს, შავანის, კიდე-
განის, ხევსურეთის, აწუნთის, პირიქითის ანუ თუშეთის: ხოხისა და პირიქითის ქედებზეა შესაბამი-
სად უმაღლესი მწვერვალები (მყინვარწვერი იგივე მწვერვალი ყაზბეგი - 5047 მ, იხ. დანართი 3,
ტებულოს მთა ანუ დაქუეხი - 4493 მ);
დ) კავკასიონის ორივე კალთის მდინარეები ღრმა, ციცაბოფერდობიან ხეობებში მოე-
დინებიან, რომლებიც გარკვეულ მონაკვეთებში გრანდიოზულ კლდეკარებს ქმნიან (დარიალის
კლდეკარი თერგზე. ენგურის, ბზიფის, რიონის, ხობისა და სხვა მდინარეთა ვიწროები). ზოგან კი
ფართოვდებიან და ქვაბულებს აჩენენ (ზემო სვანეთის, ქვემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის,
თურსოს, თუშეთის და სხვა).
საქართველოს მთათათშორისი ბარი ლიხის ქედით 2 მთავარ ოროგრა -
ფ ი უ ლ ნ ა წ ი ლ ა დ ი ყ ო ფ ა - კ ო ლ ხ ე თ ი ს ბ ა რ ა დ დ ა ი ვ ე რ ი ი ს ბ ა რ ა დ (იხ. დანართი 15).
კ ო ლ ხ ე თ ი ს ბ ა რ შ ი შედის კოლხეთის დაბლობი ვაკე და მასზე ჩრდილოეთიდან და
სამხრეთიდან მიკრული გორაკ-ბორცვიანი ზოლები მათი შემაერთებელი იმერეთის მაღლო-
ბით.
ი ვ ე რ ი ი ს ბ ა რ ი შედგება ერთმანეთისგან განცალკევებული 3 ვაკისაგან (შიდა ქართ-
ლის, ქვემო ქართლის და ალაზნის, ანუ შიგნით კახეთის ვაკეები), მათ ირგვლივ შემოკრული
გორაკ-ბორცვიანი ზოლების და ივრის ზეგანისაგან.
მ ც ი რ ე კ ა ვ კ ა ს ი ო ნ ი გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე კავკასიონი (2850 – 3000 მ)
ამ მთათა სისტემას მთავარი წყალგამყოფი არა აქვს, ვინაიდან გადაკვეთილია მტკვრისა და
ქცია-ხრამის ხეობებით, მცირე კავკასიონს საქართველოს ფარგლებში შეადგენს განედურად
გაწოლილი შავშეთის, მესხეთის (აჭარა-იმერეთის), თრიალეთის და ლოქის ქედები, სუბმერი-
დიანული არსიანის ქედი, შუა ხრამის მთათა კვანძი და ახალციხის ანუ სამცხის ქვაბული.
სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთი ქვეყნის დანარჩენი
ნაწილებისგან იმით გამოირჩევა, რომ აქ, დიდ აბსოლუტურ სიმაღლეზე (1300-2200 მ ზ.დ.)

90
საქართველოს ტურისტული რესურსები
თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

ვრცელი ვაკეებია. მთიანეთის უმაღლესი მწვერვალია დიდი აბული (3305 მ) ვაკეებს შორის
მნიშვნელოვანია ახალქალაქის ანუ ჯავახეთის, და წალკის, გომარეთის, დმანისისა და ქვემო
ქართლის პლატოები, ქედებს შორის - ერუშეთის, ნიალისყურის, სამსარისა და ჯავახეთის
ქედები, რომელთა მწვერვალები 2950-3300 მ-ს აღწევენ.
რელიეფის ტიპები: საქართველოში არის ტექნოგენური, ვულკანური, პეტროგენული,
გრავიტაციული, ფსევდოვულკანური, ეროზიული, ეროზიულ-დენუდაციური, მყინვარული, ძველ-
მყინვარული, პერიგლაციალური, კარსტული, წყალაკუმულაციური, ანთროპოგენური და სხვა
წარმოშობის რელიეფი.
საქართველოს ტერიტორიის გეომორფოლოგიური დაყოფის გამარტივებული სქემა
ძირითადად ემთხვევა პირველი თანრიგის ოროგრაფიულ ერთეულს.

6.2. ჰავა
საკურორტო მეურნეობის განვითარებისა და ნორმალური დასვენების ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჯანსაღი ჰავა. ჰავის ფორმირებას საქართველოში განაპირობებს
მისი მდებარეობა ზომიერი ნოტიო ხმელთაშუაზღვისპირეთისა და მშრალი კონტინენტური
კასპიის აუზებს შორის. დასავლეთ საქართველოში უპირატესად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა,
ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - გარდამავალი, სუბტროპიკულიდან ზომიერისკენ.
საქართველო მდებარეობს დედამიწის სუბტროპიკული ზონის ჩრდილოეთ განაპირა ნაწილში,
შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირთან და კავკასიონის მთავარი ქედის წყალობით დაცულია
ჩრდილოეთის ჰაერის ცივი მასების შემოჭრისაგან. საქართველოს ჰავას განსაზღვრავს მზის
რადიაციის, ატმოსფერული ცირკულაციის და რთული რელიეფის ურთიერთქმედების თავისებუ-
რებანი. აქ აღინიშნება მზის რადიაციის მაღალი მაჩვენებლები, როგორც მზის ნათების
ხანგრძლივობის (წელიწადში 2000 სთ-ზე), ისე მზის დაძაბულობის თვალსაზრისით. მზის ინტეგ-
რალური და განსაკუთრებით ულტრაიისფერი რადიაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები
შეიმჩნევა მთიან რაიონებში, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს მთის ჰაერის სამკურნალო
თვისებებს.
ქვეყნის კლიმატური რეჟიმის ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენს კავკასიონის მთა-
ვარი ქედების მიმართულება, რომელიც განაპირობებს ჰაერის მასების გადატანის მიმართულე-
ბებს, უპირატესად – დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. ჰავის ჩამოყალიბებაში
განსაკუთრებული როლი ეკუთვნის ადგილობრივ ცირკულაციას, რომელსაც იწვევს ხმელეთისა
და ზღვის, მთის ქედების, ზეგნებისა და ხეობების არათანაბარი გახურება, რაც, თავის მხრივ,
განაპირობებს ატმოსფეროს ადგილობრივ თერმულ ცირკულაციას, რომელიც იწვევს მთა
ხეობის და სანაპირო (ბრიზულ და მუსონურ) ცირკულაციას და აგრეთვე, ჰაერის ტურბულენტურ
მოძრაობას და მასთან დაკავშირებულ კონვექტურ ნაკადებს, რომლებიც ხშირად იწვევენ ჭექა-
ქუხილს, ნალექებს და სეტყვას.
მზის რადიაციის რეჟიმი განსაზღვრავს საქართველოს ჰავის სუბტროპიკულ ხასიათს,
ხოლო ატმოსფერული პროცესების ხასიათი და მათთან დაკავშირებული ამინდები საშუალებს
იძლევა გავყოთ საქართველო ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებულ ორ კლიმატურ
ოლქად: აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდ. მათ შორის კლიმატურ საზღვარს
წარმოადგენს მერიდიანულად გადაჭიმული ლიხის ქედი.
ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ხ ა ს ი ა თ დ ე ბ ა ზომიერი სუბტროპიკული ჰავით. აქ

91
საქართველოს ტურისტული რესურსები
თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

ტენიანობა დაბალია, ნალექების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე დასავლეთში,


ზამთარი უფრო ცივია და შესაბამისად, ტემპერატურის წლიური ამპლიტუდა უფრო დიდია,
აღმოსავლეთ საქართველოში გამოირჩევა ქვეოლქი გარდამავალი ჰავით, ზომიერი ნოტიო
სუბტროპიკულიდან, წინა აზიის ზეგანის მშრალ ჰავამდე. ქვეოლქი გამოირჩევა უფრო მშრალი
და კონტინენტური ჰავით, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოს დანარჩენი ტერიტორიები.
აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე კიოპენის სისტემის შესაბამისად გამოყოფენ 16
კლიმატურ ქვეზონას (იხ. დანართი 16).
დ ა ს ა ვ ლ ე თ ი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ხ ა ს ი ა თ დ ე ბ ა მკვეთრად გამოხატული ზღვის ნოტიო
სუბტროპიკული ჰავით. აქ შეინიშნება რბილი ზამთარი, ნაკლებად ცხელი ზაფხული, ნალექების
სიუხვე, მაღალი ტენიანობა, ტემპერატურის მცირე წლიური ამპლიტუდა, სჭარბობს ზღვის ან
ნოტიო კონტინენტური ჰაერის მასები, დამახასიათებელი შუა და სუბტროპიკული
განედებისათვის. დასავლეთ საქართველოში კიოპენის სისტემის შესაბამისად გამოყოფენ 9
კლიმატურ ზონას და ქვეზონას (იხ. დანართი 16).
იანვრის საშუალო ტემპერატურაა +30C-დან -20C-მდე, აგვისტოში კი +23ºC-დან - +260C.
დასავლეთ საქართველოში, რომელიც ემიჯნება შავ ზღვას, მოდის 1000-დან 2800-მდე (მთაში)
მილიმეტრი ნალექი წელიწადში. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - 300-600 მილიმეტრი.

6.3. საკურორტო-კლიმატური დარაიონება


საქართველოს საკურორტო-კლიმატურ დარაიონებას საფუძვლად უდევს ჰაერის ვერ-
ტიკალური ზონალობის პრინციპები, რომლის მიხედვით გამოიყოფა 4 საკურორტო-კლიმატური
ზონა და ქვეზონა. ესენია:
I დაბლობი საკურორტო ზონა (500 მ-მდე ზღვის დონიდან).
I-1 სანაპირო ნოტიო სუბტროპიკული ქვეზონა.
I-2 დასავლეთ საქართველოს დაბლობი ნოტიო და ზომიერად ნოტიო ქვეზონა.
I-3 აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობი, ზომიერად ნოტიო ქვეზონა (ალაზნის
ველი).
I-4 აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობი, ზომიერად მშრალი ქვეზონა.
II დაბალმთიანი საკურორტო ზონა (500-1000 მეტრი ზღვის დონიდან).
II - 1 დასავლეთ საქართველოს დაბალმთიანი ზომიერად ნოტიო ქვეზონა.
II - 2 აღმოსავლეთ საქართველოს დაბალმთიანი ზომიერად მშრალი ქვეზონა.
III ქვედა სარტყლის შუამთიანეთის საკურორტო ზონა (1000-1500 მეტრი ზღვის
დონიდან).
IV ზემო სარტყლის შუამთიანეთის საკურორტო ზონა (1500-2000 მეტრი ზღვის
დონიდან).
განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებია შექმნილი ზღვის დონიდან 500-2000 მეტრის
სიმაღლეზე, სადაც კონცენტრირებულია სამთო-კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტების
უდიდესი ნაწილი.
ეს ზონები ხასიათდება რბილი ზამთრითა და ზომიერად თბილი ზაფხულით. მცენარეუ-
ლობის ძირითადი ტიპები წარმოდგენილია ფართოფოთლოვანი, შერეული და მუქწიწვოვანი
ტყეებით 700 მეტრზე ზღვის დონიდან ძირითადად მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტები:

92
საქართველოს ტურისტული რესურსები
თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

ნაბეღლავი, ზვარე, ნუნისი, ტყვარჩელი და სხვა. ზღვის დონიდან 700-1000 მეტრის ფარგლებში
- ბორჯომი, საირმე, სურამი, ხოლო ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრის ფარგლებში გვხვდება
სამთოკლიმატური კურორტები - აბასთუმანი, წაღვერი, კოჯორი, კიკეთი, მანგლისი და სხვა.
ქვედა სარტყლის შუამთიანეთის საკურორტო ზონა (1000-1500 მეტრი ზღვის დონიდან)
ხასიათდება რბილი ზამთრით, ძლიერი და ხანგრძლივი თოვლის საბურველით, ზომიერად
გრილი ზამთრით. მზის ნათების დიდი ხანგრძლივობით ქვემო ზონებისგან განსხვავებით ამ
უკანასკნელში საკურორტო მიზნებისათვის გამოიყენება მხოლოდ გარკვეული ტერიტორიები.
დასავლეთ საქართველოს კურორტებიდან ცნობილია - შოვი, ბახმარო, ავადხარა; ხოლო
აღმოსავლეთ საქართველოში - ბაკურიანი და გუდაური.
მაღალმთიანი ზონის (2000 მეტრი და მეტი) გამოიყენება სამკურნალო მიზნით ამჟამად
არ ხდება. ამ ზონაში მდებარე კურორტები ძირითადად სხვა ტიპის რეკრეაციული საქმიანობისთ-
ვის - სამთო ტურიზმის, სამთო-სათხილამურო სპორტისა და ალპინიზმის განვითარებისათვის
გამოიყენება.
მთის კლიმატს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები აქვს. მაგალითად, ბრონქია-
ლური ასთმის სამკურნალოდ სპეციალური პირობებია შექმნილი კურორტ ბაკურიანში. სასუნთქი
ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ მიზანშეწონილია დასვენება კურორტ სურამში,
ტუბერკულოზის სამკურნალოდ - აბასთუმანსა და ცემში და ა.შ.
კლიმატური პირობების მრავალფეროვნება სხვადასხვა ავადმყოფობათა სამკურნა-
ლოდ, ქვეყანაში საკურორტო საქმიანობის განვითარების საფუძველი გახდა.

6.4. საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა


კურორტების შექმნა საქართველოში იწყება XIX საუკუნის I ნახევრიდან. ამავე საუკუნის
ბოლოსათვის ათვისებული იქნა კურორტები: ბორჯომი, აბასთუმანი, აგარაკად იქცა კოჯორი,
XIX საუკუნის ბოლოდან იწყება შავიზღვისპირეთის საკურორტო რესურსების ათვისება. სოხუმი
აღიარებული იქნა მაღალი სამკურნალო თვისებების მქონე კლიმატურ კურორტად. აშენებული
იქნა საკურორტო კომპლექსი გაგრაში, რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი უდიდესი სანატორიუმი
„გულრიფში“, პანსიონატები და აგარაკები აჭარის სანაპიროზე (ქობულეთი, მახინჯაური,
ციხისძირი). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საკურორტო რესურსების ათვისების ხარისხი იყო
დაბალი, ხოლო დამსვენებელთა სოციალური ბაზა - მეტად შეზღუდული.
მეცნიერულ საფუძველზე საკურორტო საქმის გეგმიური (საბჭოური) განვითარება დაიწყო
1926 წლიდან, რამდენიმე ხუთწლედში (იმ პერიოდის სტრატეგიული დაგეგმვის სისტემა)
საქართველო (ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკა თხუთმეტიდან) გადაიქცა
„საკავშირო ჯანმრთელობის კერად“, სადაც ისვენებდა და მკურნალობდა ათასობით დამსვე-
ნებელი ყველა რესპუბლიკიდან.
ბუნებრივი ფაქტორების ხასიათი და სამკურნალო-პროფილაქტიკური თვისებები გან-
საზღვრავს სანატორიუმების, პანსიონატებისა და სხვა სამკურნალო დაწესებულებების სამედიცი-
ნო პროფილს.
საქართველოს კურორტებზე მოქმედი სანატორიუმების დიდი ნაწილი ერთ პროფლია-
ნია. მათ განეკუთვნა კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, გასტროენტეროლოგიური, ართ-
როლოგიური სანატორიუმები. სხვა საკურორტო სამკურნალო დაწესებულებები ორ და ზოგჯერ
სამპროფილიანია — ეს განპირობებულია კურორტებზე სხვადასხვა თერაპიული ზემოქმედების

93
საქართველოს ტურისტული რესურსები
თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

მქონე ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებით, რაც იძლევა ერთდროულად რამდენიმე


დაავადებაზე ზემოქმედების საშუალებას.
კურორტებზე სამედიცინო მომსახურება ეყრდნობა მედიცინის კურორტოლოგიის, კლი-
მატოლოგიის, ჰიდროგეოლოგიის სფეროში მეცნიერების მიღწევებს. კურორტებზე სამკურნა-
ლო დაწესებულებების ძირითადი ტიპია სანატორიუმი, სადაც სამკურნალო-პროფილაქტიკური
მიზნით გამოიყენება ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები დიეტურ თერაპიასთან, სამკურნალო
ფიზკულტურასთან, ფიზიოთერაპიასთან და მკურნალობის სხვა მეთოდებთან ერთად.
1986 წლისათვის (საბჭოთა „პერესტროიკის“ პიკი) საქართველოს კურორტებზე იყო 394
სანატორიუმი და საკურორტო დაწესებულება (103 ათასი საწოლი ადგილით), მათ შორის, 72
პროფკავშირების დაქვემდებარებაში (დაახლოებით 25000 ადგილი). ორგანიზებული იყო
ბავშვთა საოჯახო დასვენების მრავალი კერა: ბავშვთა სანატორიუმების რაოდენობა შეადგენდა
29-ს, 32 ათასი ადგილით. საკურორტო ობიექტებზე დამსვენებელთა რიცხვმა 776,3 ათასს მიაღ-
წია, მაგრამ სინამდვილეში ყოველწლიურად საქართველოს კურორტებზე ისვენებდა და მკურ-
ნალობდა არაორგანიზებული ტურისტების ჩათვლით დაახლოებით 4,5 მილიონი ადამიანი.
სამწუხაროდ, 90-იანი წლების ცნობილი მოვლენების შედეგად მოხდა ტურისტულ-
საკურორტო ინფრასტრუქტურის სრული პარალიზება, რაც პირველ რიგში გამოწვეული იყო
300000 იძულებით ადგილნაცვალი მოსახლეობის ოპერატიული განთავსების აუცილებლობით
და რაც სანატორიუმებსა და კურორტების ხარჯზე მოხდა (ცალკე უნდა აღინიშნოს შესაბამისი
ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილის განადგურება თვითონ აფხაზეთში). თუ აღნიშნულთან
ერთად გავაანალიზებთ ქვეყანაში შემდეგ განვითარებულ მოვლენებს - ეკონომიკური და
ენერგეტიკული კრიზისი, სამოქალაქო ომი და ა.შ. მივიღებთ 1990-2000 წლების სურათს, როცა
ფუნქციის შესატყვისად მეტ-ნაკლებად მოქმედებდა მხოლოდ მცირე რაოდენობის სანატორიუმი
და პანსიონატი. ამასთან, დღეისათვის საქართველოში 103 კურორტი და 168 საკურორტო
ადგილია, რომელთა ნუსხაც დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ (2005 წლის 7
ივლისი, ბრძანებულება # 655).
ჩვენი ქვეყნის საკურორტო რესურსები მრავალფეროვანია, რის გამოც აღრიცხულია
შემდეგი სახის სამედიცინო პროფილის კურორტები:
ა. კარდიოლოგიური; ზ. ართროლოგიური;
ბ. პულმონოლოგიური; თ. გინეკოლოგიური;
გ. ფთიზიატრიული; ი. ნეფროლოგიური;
დ. ალერგოლოგიური; კ. უროლოგიური;
ე. ნევროლოგიური; ლ. დერამატოლოგიური;
ვ. გასტროენტეროლოგიური; მ. პროფილაქტიკური.

6.5. საქართველოს საკურორტო ზონები და რაიონები


საქართველოს ტერიტორია პირობითად იყოფა შემდეგ საკურორტო ზონებად და
რაიონებად:
I- დაბლობი საკურორტო ზონა (500 მ-მდე ზღვის დონიდან).
I-1 სანაპირო ნოტიო სუბტროპიკული ქვეზონა წარმოადგენს შავი ზღვის 4-7 კმ-ის
სიგანის სანაპირო ზოლს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. იგი მოიცავს აჭარის,

94
საქართველოს ტურისტული რესურსები
თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

კოლხეთის და აფხაზეთის სანაპირო საკურორტო რაიონებს.


კლიმატი ტენიანი სუპტროპიკული, დამახასიათებელია რბილი უთოვლო ზამთარი და
ცხელი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურა +4 – +70C-ია, ივლისის +21 – +240C.
წლიური საშუალო ტემპერატურა +13 – +150C-ია.
წლის განმავლობაში დამახასიათებელია: მზიანი, ზომიერად ტენიანი და ტენიანი
ამინდები, 30-40 დღე ჭექა-ქუხილი, წლის გრილ პერიოდში მატულობს ნალექების რაოდენობა
წვიმის სახით. ქარბუქი და სეტყვა არ არის დამახასიათებელი.
მცენარეულობა მდიდარია და მრავალფეროვანი; ჭარბობს როგორც სუბტროპიკული
ფოთლოვანი (პალმა, მაგნოლია, ევკალიპტი, დაფნა, თუთა), ასევე, სუბტროპიკული წიწვოვანი
(კვიპაროსი, კედარი, ფიჭვი და სხვა) ჯიშები.
ქვეზონის ძირითად სამკურნალო ფაქტორს წარმოადგენს: ზღვა, პლაჟი და ჰაერში დიდი
რაოდენობის ზღვის წარმოშობის ქიმიური მიკროელემენტები. ქვეზონის კლიმატი აქტიურად
გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი სისტემის და ნერვული სისტემის
ფუნქციონალური დარღვევების სამკურნალოდ.
ეს ქვეზონა იყოფა 3 საკურორტო რაიონად:
I-1-ა აჭარის სანაპირო საკურორტო რაიონი;
I-1-ბ კოლხეთის დაბლობის სანაპირო საკურორტო რაიონი;
I-1-გ აფხაზეთის სანაპირო საკურორტო რაიონი.

I-2 დასავლეთ საქართველოს დაბლობი ნოტიო და ზომიერად ნოტიო ქვეზონა


მოიცავს კოლხეთის დაბლობსა და დასავლეთ საქართველოს მთისძირა რაიონს.
ეს ქვეზონა ხასიათდება სუბტროპიკული ჰავით. იანვრის საშუალო ტემპერატურა +4 –
+6 C-ია, ხოლო ივლისის +21 – +240C; წლიური საშუალო ტემპერატურა +18 – +200C.
0

ნალექების წლიური რაოდენობა აღწევს 1400-2000 მილიმეტრს.


წვიმების საშუალო გადაუღებელი ხანგრძლივობის პერიოდი 2 დღეა, ხოლო მშრალი
ამინდებისა 4 დღე. კლიმატის კომპლექსური კლასიფიკაციის მიხედვით წლის განმავლობაში
ძირითადად მზიანი, ზომიერად ტენიანი ამინდებია. წლის გრილ პერიოდში ხშირია წვიმიანი
ამინდები.
ამ ქვეზონაში ძირითადად განლაგებულია ბალნეოლოგიური კურორტები.
აღნიშნული ქვეზონაც 3 საკურორტო რაიონად იყოფა:
I-2-ა კოლხეთის დაბლობის საკურორტო რაიონი;
I-2-ბ აჭარის სანაპიროს მიმდებარე საკურორტო რაიონი;
I-2-გ აფხაზეთის სანაპიროს მიმდებარე საკურორტო რაიონი.

I-3 აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობი, ზომიერად ნოტიო ქვეზონა – მოიცავს


ალაზნის ველს.
დამახასიათებელია ფოთლოვანი ტყეები. იანვრის საშუალო ტემპერატურა -1 – +10C-ია,
ხოლო ივლისის +23 – +260C. ნალექების წლიური რაოდენობა აღწევს 600-800 მილიმეტრს.
კლიმატის კომპლექსური კლასიფიკაციის მიხედვით ამ ქვეზონაში ჭარბობს მზიანი და
ზომიერად ნოტიო ამინდი. აღნიშნულ ქვეზონას კლიმატოთერაპიული მნიშვნელობა არ გააჩნია.

95
საქართველოს ტურისტული რესურსები
თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

I-4 აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობი, ზომიერად მშრალი ქვეზონა.


მისი კლიმატი ზომიერად კონტინენტურია. ხასიათდება რბილი ზამთრითა და ძალიან
თბილი, ზომიერად მშრალი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურა -1 – +20C-ია. ხოლო
ივლისის +23 – +250C. წლიური საშუალო ტემპერატურა +11 – +130C-ია. ნალექების წლიური
რაოდენობა აღწევს 400-500 მილიმეტრს. აქ წარმოდგენილია სტეპისა და ნახევრად უდაბნოს
მცენარეულობა და ფოთლოვანი ტყე.
კლიმატის კომპლექსური კლასიფიკაციით ხშირია მზიანი, ზომიერად ნოტიო მზიანი,
ძალიან ცხელი და მშრალი ამინდები. კლიმატს აქვს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებე-
ბის (ზაფხულის თვეების გარდა), აგრეთვე თირკმლების ქრონიკული დაავადებების (ზაფხულის
პერიოდი) სამკურნალო ჩვენებები.

II დაბალმთიანი საკურორტო ზონა (500-1000 მეტრი ზღვის დონიდან).


II - 1 დასავლეთ საქართველოს დაბალმთიანი ზომიერად ნოტიო ქვეზონა.
იგი მოიცავს მესხეთის ქედს აჭარის ფარგლებში. დასავლეთ საქართველოს კავკასიონის
ქედის მთისძირა ნაწილს, რომელიც აღმოსავლეთით ეკვრის კოლხეთის დაბლობს. მცენარეუ-
ლი საფარი წარმოდგენილია - ფოთლოვანი ტყით.
ამ ქვეზონისათვის დამახასიათებელია ზღვის ზემოქმედების შემცირება. კლიმატი ზომიე-
რად ნოტო, სუბტროპიკული რბილი ზამთრით და თბილი, ზომიერად ტენიანი ზაფხულით.
იანვრის საშუალო ტემპერატურა -2 – +30C-ია, ხოლო ივლისის +18 – +220C. წლიური საშუალო
ტემპერატურა იცვლება +19 – +220C ფარგლებში. ნალექების წლიური რაოდენობა აღწევს 1200
-1600 მილიმეტრს, რომლის მეტი წილი ზამთრის პერიოდზე მოდის.
კლიმატის კომპლექსური კლასიფიკაციით წელიწადის ოთხივე დროს ჭარბობს მზიანი,
ზომიერად ტენიანი და ტენიანი ამინდი. კლიმატოთერაპიული მნიშვნელობა აღნიშნულ ქვეზო-
ნაში შეზღუდულია ზაფხულში მაღალი ტენიანობისა და ნალექების სიჭარბის გამო, თუმცა
შეგვიძლია გამოვყოთ სამი საკურორტო რაიონი.
II - 1 - ა აჭარის დაბალმთიანი საკურორტო რაიონი;
II - 1 - ბ კავკასიონის ქედის განშტოებების ზონაში დაბალმთიანი საკურორტო
რაიონი;
II - 1 - გ კოლხეთის დაბლობის მიმდებარე დაბალმთიანი საკურორტო რაიონი;

II - 2 აღმოსავლეთ საქართველოს დაბალმთიანი ზომიერად მშრალი ქვეზონა მოი-


ცავს თრიალეთის ქედის მთისძირა რაიონებს, ქართლისა და ახალციხის ზეგნებს. აგრეთვე ქ.
თბილისის ირგვლივ მდებარე დაბალმთიან საკურორტო ადგილებს.
მცენარეული საფარი წარმოდგენილია ფოთლოვანი და შერეული, ასევე, სტეპური
მცენარეებით.
კლიმატი ზომიერად მშრალი, რბილი, ზამთარი მცირედ თოვლიანი, ხოლო ზაფხული
თბილი, ზომიერად მშრალი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -3 – +100C-ია. ხოლო ივლისის
+18 – +230C. წლიური საშუალო ტემპერატურა იცვლება +22 – +240C ფარგლებში. ნალექების
წლიური რაოდენობა შეადგენს 600-900 მილიმეტრს, რომლის მეტი წილი მოდის გაზაფხულსა
და შემოდგომაზე.
წლის განმავლობაში ნალექიანი ამინდების რაოდენობა 120-160 დღეა, 25-50 დღე

96
საქართველოს ტურისტული რესურსები
თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

ნისლიანი, 30-50 დღე მოღრუბლული და 2-4 დღე სეტყვა.


კლიმატის კომპლექსური კლასიფიკაციის მიხედვით წლის თბილ პერიოდში ჭარბობს
მზიანი, ზომიერად ნოტიო ამინდი, ხოლო წლის გრილ პერიოდში ხშირია 0 და 0 0C-ზე დაბალი
ტემპერატურა.
კლიმატოთერაპული მნიშვნელობა გააჩნია ქვეზონის იმ კურორტებს, სადაც ჭარბობს
ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეული საფარი. ამ ქვეზონაშიც 3 საკურორტო რაიონია:
II - 2 - ა თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილის დაბალმთიანი საკურორტო
რაიონი;
II - 2 - ბ ქართლისა და ახალციხის ზეგანის დაბალმთიანი საკურორტო რაიონი;
II - 2 - გ თბილისის ზონის დაბალმთიანი საკურორტო რაიონი.
III - ქვედა სარტყლის შუამთიანეთის საკურორტო ზონა (1000-1500 მეტრი ზღვის
დონიდან).
აერთიანებს კავკასიონის ქედის შუამთიანეთის რაიონებს დასავლეთ საქართველოს
ტერიტორიის ფარგლებში. საქართველოს ჩრდილოეთ მთიანეთის დასავლეთ და სამხრეთ-
დასავლეთ შუამთიანეთის რაიონებს, ცენტრალურ, თრიალეთის ფერდობის აღმოსავლეთ და
სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებს. აგრეთვე მესხეთისა და ლიხის ქედს და კავკასიონის ქედის
ჩრდილო ფერდობს აღმოსავლეთ საქართველოს ფარგლებში, რომლებიც მდებარეობენ 1000
-1500 მეტრზე ზღვის დონიდან.
მცენარეული საფარი ძირითადად წიწვოვანი, ზოგან გვხვდება ფოთლოვანი ტყეები.
საკურორტო ზონა ძირითადად ხასიათდება რბილი, თოვლიანი ზამთრით და ზომიერად
თბილი, ზომიერად მშრალი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურა +8 – +20C-ია, ხოლო
ივლისის +15 – +190C. წლის საშუალო ტემპერატურა კი +6 – +80C-ია. წლიური საშუალო ტემ-
პერატურული ამპლიტუდა +22 – +240C ფარგლებშია.
კლიმატის კომპლექსური კლასიფიკაციის მიხედვით, აქ წლის თბილი პერიოდი მზიანი,
ზომიერად ტენიანია. ხოლო წლის გრილ პერიოდში მზიანი ამინდია ჰაერის ტემპერატურით 0
და 00C-ზე დაბლა.
კლიმატი შუამთიანეთის ზონაში ხასიათდება მაღალი თერაპევტული თვისებებით და
ძირითადად გამოიყენება სუნთქვის ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ. ზონა იყოფა
შემდეგ საკურორტო რაიონებად:
III - ა დასავლეთ საქართველოს კავკასიონის შუამთიანეთის საკურორტო ზონა;
III - ბ აღმოსავლეთ საქართველოს კავკასიონის შუამთიანეთის საკურორტო ზონა;
III - გ თრიალეთის, მესხეთისა და ლიხის ქედების ჩრდილო-დასავლეთის ფერდობების
შუამთიანეთის საკურორტო ზონა.
III - დ თრიალეთის ქედის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილის შუმთიანეთის
საკურორტო ზონა.
III - ე სამხრეთ საქართველოს მთიანეთის შუამთიანეთის პლატო.

IV - ზემო სარტყლის შუამთიანეთის საკურორტო ზონა (1500-2000 მეტრი ზღვის დონი-


დან).
მოიცავს აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს იმ კურორტებს, რომ-
ლებიც მდებარეობენ ზღვის დონიდან 1500-2000 მეტრზე.

97
საქართველოს ტურისტული რესურსები
თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

მცენარეული საფარი წარმოდგენილია ძირითადად წიწვოვანი და სუბალპური მცენა-


რეებით.
საკურორტო ზონა ხასიათდება ზომიერად რბილი, თოვლიანი ზამთრით და ზომიერად
გრილი, მშრალი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურა -10 – -30C-ია. ხოლო ივლის-
აგვისტოსი +10 – +150C. წლიური საშუალო ტემპერატურა 0 – -50C-ია.
კლიმატის კომპლექსური კლასიფიკაციის მიხედვით წლის თბილი პერიოდი მზიანი, ზო-
მიერტენიანი და წვიმიანია, ხოლო წლის გრილ პერიოდში ხშირია ჰაერის 0 და 00C-ზე დაბალი
ტემპერატურა.
აღნიშნული ზონის კლიმატი გამოიყენება სასუნთქი სისტემების დაავადებების სამკურ-
ნალოდ, სისხლის მიმოქცევის უკმარისობის შემთხვევაში. ამ ზონაში მოქცეულია:
IV - ა დასავლეთ საქართველოს შუამთიანეთის საკურორტო რაიონი;
IV - ბ აღმოსავლეთ საქართველოს შუამთიანეთის საკურორტო რაიონი;
IV - გ სამხრეთ საქართველოს მთიანეთის შუამთიანეთის საკურორტო რაიონი.

6.6. ჰიდრომინერალური რესურსები


საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსებში განსაკუთრებული ადგილი უკავია
მის მრავალრიცხოვან მინერალურ წყაროებს, რომელთა არსებობა და სიუხვე გარკვეულ-
წილად განსაზღვრავს ქვეყნის ტერიტორიულ-რეკრეაციული სისტემის სპეციალიზაციას. მინერა-
ლური წყაროების მაღალი ბალნეო-თერაპიული თვისებების შერწყმა ბუნების განსაკუთრებულ
სილამაზესთან და მრავალფეროვნებასთან, ხელსაყრელი კლიმატური პირობები საშუალებას
იძლევა საქართველო ტურიზმისა და კურორტების ქვეყნად იქცეს.
საქართველოს ჰიდრომინერალური რესურსები გამოირჩევა წყლების ქიმიური შემად-
გენლობისა და ფიზიკური თვისებების დიდი მრავალფეროვნებით; ცალკეული წყაროების და
დიდი გამოსავლიანობის (დებეტის) მქონე მსხვილი კერებით. ისინი განსხვავდებიან აირნაჯე-
რობის, საერთო მინერალიზაციის, ბიოლოგიურად აქტიური მიკროკომპონენტების შემადგენ-
ლობისა და სხვა ხარისხით. მინერალური წყლების აღნიშნული სიჭრელე გამოწვეულია
გეოლოგიურ-ჰიდროლოგიური და სხვადასხვა ბუნებრივი ფაქტორების გარკვეული ურთიერთ-
ქმედებით.
გეომორფოლოგიური თვალსაზრისით საქართველოს ტერიტორია დაყოფილია 3
მსხვილ ოროგრაფიულ ერთეულად: ა) დიდი კავკასიონი, ბ) მცირე კავკასიონი და სამხრეთ
საქართველოს მთიანეთი გ) მთათაშორისი ღრმულების არე.
განსხვავებას გამოყოფილი გეოტექტონიკური ერთეულების სტრუქტურისა და მორფო-
ლოგიური თავისებურებების ხასიათში, მათში მიმდინარე რთულ გეოქიმიურ პროცესებს მთის
ქანებისა და მიწისქვეშა წყლების ხანგრძლივ ურთიერთქმედებას, რომელიც ხელს უწყობს ცალ-
კეული კომპონენტების კონცენტრაციის ზრდას, შედეგად მოჰყვება ღრმა ცვლილებები სიღრმეში
გაჟონილი მტკნარი ზედაპირული წყლების შემადგენლობაში. მეტამორფიზმის პროცესი
საგრძნობლად ძლიერდება ნახშირორჟანგის ჭარბი რაოდენობის არსებობისას.
სიღრმული თერმომეტაფორული პროცესების წყალობით, რომლის ერთ-ერთ პრო-
დუქტს წარმოადგენს ნახშირორჟანგი, საქართველოს მთიან-ნაოჭა არეებში ფართოდაა გავრ-
ცელებული ნახშირორჟანგის შემცველი მინერალური წყლები.
მთათაშორისი დეპრესიის საზღვრებში ერთ-ერთ წამყვან ფაქტორად, რომელიც გავლე-

98
საქართველოს ტურისტული რესურსები
თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

ნას ახდენენ მიწისქვეშა მინერალური წყაროების წარმოქმნაზე, უნდა ჩაითვალოს გეოქიმიური


პროცესები, რის შედეგადაც წარმოიქმნება უპირატესად სულფიდური, მეთანური და აზოტ-
მეთანური მინერალური წყლები.
აირის შემცველობის თვალსაზრისით, ყველაზე მეტად გავრცელებულია
ნახშირორჟანგის შემცველი წყლები, ასევე, სულფიდური, მეთანური, აზოტოვანი და მეთან-
აზოტოვანი მინერალური წყლები.
არსებული მონაცემებით, მინერალური წყლების საერთო რაოდენობა 2000-ზე მეტია.
აქედან, 1700-ზე მეტი ბუნებრივი გამოსავალია, ხოლო 300-მდე – ჭაბურღილით. მათი სადღე-
ღამისო ჯამური დებიტი 130 მილიონ ლიტრზე მეტია. მინერალური წყლების რესურსების
საერთო რაოდენობის 50%-ს შეადგენს ნახშირორჟანგიანი წყლები.
მინერალური წყლები მინერალიზაციის მიხედვით იყოფა: მტკნარ (1 გრა -
მი მარილი 1 ლიტრში), მინერალურ (1 -50 გრამი მარილი 1 ლიტრში) და მა -
რილწყლიან (50 გრამზე მეტი მარილი 1 ლიტრში); ხოლო სითბოს შემცველო -
ბ ი ს მ ი ხ ე დ ვ ი თ , ს უ ბ თ ე რ მ უ ლ ( 2 0 0C - 2 7 0C - მ დ ე ) , თ ე რ მ უ ლ ( 2 7 0C - 4 2 0C - მ დ ე ) დ ა
ც ხ ე ლ , ა ნ უ ჰ ი პ ე რ თ ე რ მ უ ლ ( 4 2 0C - ზ ე მ ე ტ ი ) წ ყ ა რ ო ე ბ ა დ .
მინერალური წყლები წარმატებით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა,
ნერვული, ძვალკუნთოვანი სისტემების, კანისა და სხვათა სამკურნალოდ. მრავალი წყაროს
ნახშირორჟანგიანი წყლები ბოთლებში ჩამოისხმება, როგორც სამკურნალოდ და როგორც
სუფრის წყლებად (დაბალი მინერალიზაციით) „ბორჯომი“, „უწერა“, „საირმე“, „ნაბეღლავი“, „ზვა-
რე“ და ა.შ.
საქართველს ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის მინერალური წყლების განლაგება განპი-
რობებულია ეგრეთ წოდებული გეოტექტონური ზონების სტრუქტურულ-გეოლოგიური და ჰიდ-
როქმიური თავისებურებებით. მაგალითად:
- დიდი კავკასიონის მთავარი (წყალგამყოფი) ქედისა და სამხრეთის ფერდობის ფარგლ-
ებში გვხვდება ცივი, უმთავრესად, ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული ტიპის მინერალური წყლე-
ბი. ნარზანი ტიპის - საკენი, ლებარდე, ქვედილაში, შგვედი, ყორულდაში, მუაში, შოვი, ედისა,
კობი და სხვა. მცირე კავკასიონის საზღვრებში - კოკოტაური, დანისპარაული, პლატე, საირმე,
წაღვერი, ბოლნისი და სხვა. ბორჯომის ტიპის - ავადჰარა, უწერა. ძეგლევი, შეუბანი, ბეგიათა,
ბორჯომი, საირმე, ნაბეღლავი. ესენტუკის ტიპის - სორთუანი, ჯავა, ბაგიათა, ხანდო, ფასანაური,
ვაჟას წყარო და სხვა.
- საქართველოს მთათშორისი დაბლობი რაიონებისათვის, რომელიც მდებარეობს დიდი
კავკასიონის სამხრეთით, კოლხეთის დაბლობიდნ შიდა კახეთამდე, დამახასიათებელია რო-
გორც ცივი, ასევე თერმული (ზოგან ძლიერ თერმული) უნახშირორჟანგო სულფიდურ-მეთანიან
და აზოტიან-მეთანიანი, ქლორიდული ან სულფატური წყლები, მათი უმრავლესობა სუსტად
სულფიდურია, უპირატესად სუბთერმული და თერმული. მრავალი მათგანის ბაზაზე ფუნქციო-
ნირებს კურორტები და ბალნეოსამკურნალოები (ნაწილი ახლაც გადარჩენილია) - მენჯი, ცაიში,
გაგრა, სოხუმი, ოქტომბერი, უჯარმა, თბილისი, სულორი, ნუნისი და სხვა.
- აჭარა-თრიალეთის სისტემის (სამხრეთ საქართველოს მთიანეთი) და სომხეთის ზეგანის
მახლობლად გავრცელებულია როგორც ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული ან ქლორიდულ-
ჰიდროკარბონატული, ასევე სუსტი სულფიდური აზოტოვანი სულფატურ-ქლორიდული ან
კარბონატულ ბიკარბონატული (ცივი და თერმული) წყლები.

99
საქართველოს ტურისტული რესურსები
თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

გარკვეული კანონზომიერება აღინიშნება აგრეთვე, საქართველოში ყველაზე გავრცე-


ლებული ნახშირმჟავა წყლების სხვადასხვა სახეობების განაწილებაშიც. დიდი კავკასიონის
სამხრეთ ფერდობის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ხდება წყლის უფრო ინტენსიური ცვლა,
ჭარბობს ნარზანის ტიპის ნახშირმჟავა წყლები, უფრო სამხრეთით გვხვდება ჰიდროკარბო-
ნატულ-ნატრიუმიანი (ბორჯომის ტიპის), ხოლო კიდევ უფრო სამხრეთით, სადაც წყლის ცვლა
შენელებულია, ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული წყლები, შეიმჩნევა და თანდათანობით
მატულობს ქლორიდები; ე.ი. ადგილი აქვს ე.წ. ესენტუკის წყლების ფორმირებას.
დღეისათვის ინტენსიურად გამოიყენება ძირითადად ის მინერალური წყაროები, რომ-
ლებიც მთათაშორის ბარისა და დაბალმთიან რაიონებში მდებარეობენ, სადაც სატრანსპორტო
ქსელი უკეთესადაა განვითარებული. სწორედ აქ მდებარეობს ბალნეოლოგიური და ბალნეო-
კლიმატური პროფილის მქონე კურორტები: ბორჯომი, უწერა, წყალტუბო, მენჯი, სურამი და
სხვა.
სატრანსპორტო მიღწევადობა ხელს შეუწყობდა ჰიდრორესურსების შემდგომ ათვისებას.
როგორც ძველი კურორტების განვითარების გზით, ასევე, ფაქტობრივად ახალი კურორტების
შექმნით, როგორებიცაა უჯარმა, სიმონეთი, ნასაკირალი და სხვა.
„ბორჯომის“ წყლის სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი, მაგრამ ის
„ხელახლა“ 1825 წელს შეშის დამზადებაზე მომუშავე ჯარისკაცებმა „აღმოაჩინეს“. იგი მაშინვე
მოექცა რუსეთის იმპერიის მმართველი წევრების ყურადღების ცენტრში და უკვე XIX საუკუნის
ბოლოსთვის ბორჯომი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბალეონოლოგიურ კურორტად ითვლებო-
და.
საქართველოს მინერალური წყლების ჩამოსხმა XX საუკუნის დასაწყისიდან წარმოებს.
70-იანი წლების შუახანებში საქართველოში ჩამოისხმებოდა 18 დასახელების მინერალური
წყალი, ისხმებოდა რამდენიმე ასეული მილიონი ბოთლი „ბორჯომი“ და ყოფილი საბჭოთა კავ-
შირის ყველა რესპუბლიკასა და მსოფლიოს რამდენიმე ათეულ სახელმწიფოში იგზავნებოდა.
ამჟამად მდგომარეობა დიამეტრალურად შეცვლილია: ბოლო წლებში მოჭარბებულია
ფალსიფიცირებული პროდუქტის წარმოება. ვითარება ნელ-ნელა იცვლება. ცალკეული
გაანგარიშებით, მინერალური წყლის „ბორჯომის“ დებეტის სრული ათვისების შემთხვევაში,
შეიძლება ჩამოისხას 1,5 მილიარდი ბოთლი. ეს უზრუნველყოფს 17-19 ათასი სამუშაო ადგილის
შექმნას და 100-120 მილიონი დოლარის შემოსვლას ქვეყნის ბიუჯეტში.

6.7. ჰიდრორესურსები
საქართველოს ტერიტორიის ატრაქციულობას მეტად ამაღლებს ისეთი ტურისტულ-
რეკრეაციული რესურსების სიუხვე, როგორიცაა მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, ჩანჩქერები
და სხვა. ქვეყნის ჰიდრორესურსების რეკრეაციისა და ტურიზმის განვითარებისათვის მაღალი
პოტენციური შესაძლებლობები გააჩნია.
მდინარეთა ქსელი არათანაბრადაა განაწილებული. სულ 25075 მდი ნა-
რეა, აქედან 17 ათასზე მეტი დასავლეთ საქართველოშია, 7649 აღმოსავლეთ
საქართველოში. მდინარეთა უმეტესობას (24937) 25 კმ -ზე ნაკლები სიგრძე
აქვს, 121 მდინარეს – 25-100 კმ, ხოლო 16-ს – 100-500 კმ.
საქართველოს მდინარეები მიეკუთვნება შავი და კასპიის ზღვების აუზებს. კასპიის აუზს
ეკუთვნის მდინარე მტკვარი მრავალი შენაკადით, მარცხენა შენაკადები - დიდი ლიახვი, ქსანი,

100
საქართველოს ტურისტული რესურსები
თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

არაგვი, იორი და ალაზანი; მარჯვენა შენაკადები - ფარავანი, ფოცხოვისწყალი, ალგეთი, ხრამი,


თერგი, ასა, არღუნი, ანდაქი, თუშეთის ალაზანი, პირიქითის ალაზანი და სხვა. შავი ზღვის აუზს
ეკუთვნის რიონი, ენგური, კოდორი, აჭარისწყალი, ბზიფი, ჭოროხი, ცხენისწყალი, ხობი,
ყვირილა, სუფსა, ტეხურა, ნატანები, ღალიძგა, ჯეჯორა, კინტრიში და სხვ.
საქართველოს მდინარეები საზრდოობს მყინვარის, თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა
წყლებით. მყინვარული ჩამონადენის წლიური ჯამი 0,9 კმ3-ია. მდინარეთა უმეტეს ნაწილს
ასაზრდოებს თოვლისა და მიწისქვეშა წყლები. თოვლის წყლით საზრდოობა მატულობს
ადგილის სიმაღლის მიხედვით და მაღალ ნაწილში წლიური ჩამონადენის 60-70% შეადგენს.
მიწისქვეშა წყლები კავკასიონზე, ჩვეულებრივ, დაბლიდან საშუალომთიანი ნაწილისკენ
მატულობს და 30-40%-ს აღწევს. საქართველოს სამხრეთ მთიანეთში მიწისქვეშა წყლები 40%-
მდე აღწევს, მდ. ფარავნის აუზში კი წლიური ჩამონადენის ნახევარზე მეტიცაა.
საქართველოს ტერიტორიაზე წლის განმავლობაში 56,9 კმ3 წყალი ჩამოედინება. წყლის
რესურსები არათანაბრადაა განაწილებული. დასავლეთ საქართველოს მდინარეთა ჩამონა-
დენია 49,8 კმ3, აღმოსავლეთის 16,5 კმ3. ყველაზე წყალუხვია მდ. რიონი, დანარჩენი მდინა-
რეებიდან აღსანიშნავია - მტკვარი, ენგური, კოდორი, ბზიფი, ცხენისწყალი, ყვირილა, ლიახვი,
არაგვი, ქცია-ხრამი, ალაზანი და სხვა.
საქართველოში 800-მდე ტბაა. უმეტესობა ძალიან პატარაა. ამიტომაც ტბათა საერთო
ფართობი 170 კმ2-ს არ აღემატება (ქვეყნის ტერიტორიის 0,24%). სიმცირის მიუხედავად, სა-
ქართველოს ტბები მრავალფეროვანი გენეზისით გამოირჩევა. აქ არის ტექტონიკური, მჟინვა-
რული (ყველაზე მეტი), მდინარეული, სანაპირო, კარსტული, სუფოზიური, შეგუბებული, მეწყერუ-
ლი და ბოლოს ანრთოპოგენური ტბები. გამოიყოფა დონეთა რეჟიმის 4 ტიპი: 1. კავკასიონის
დაბალი და საშუალომთიანი ზონის ტბები, რომელთა დონე მაქსიმუმს აღწევს მაის-ივნისში,
მინიმუმს - თებერვალ-მარტში, 2. საქართველოს სამხრეთ მთიანეთის ტბები, მაქსიმალური
დონე მაისში, მინიმალური - სექტემბერში. 3. კოლხეთის დაბლობის ტბები, მათი დონეთა ცვა-
ლებადობა მთელი წლის განმავლობაში წვიმებითაა გამოწვეული. 4. მტკვარ-ალაზნის მთათა-
შორის დეპრესიის ტბები, დონეთა მაქსიმუმი გაზაფხულ-ზაფხულში და მინიმუმი შემოდგომაზე.
ყველაზე დიდი ტბებია (ზედაპირის სარკის მიხედვით) ფარავნი - 37 კმ2
დ ა პ ა ლ ი ა ს ტ ო მ ი - 1 7 , 3 კ მ 2, ყ ვ ე ლ ა ზ ე ღ რ მ ა ა რ ი წ ი ს ტ ბ ა - 1 0 1 მ დ ა ა მ ტ ყ ე ლ ი -
72 მ, ყველაზე დიდი მოცულობისაა ტაბაწყური - 221,0 მლნ მ3 (იხ. დანართი 17
-21).
მდინარეთა მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა დაიგეგმოს სხვადასხვა
კატეგორიისა და სირთულის სპორტული მარშრუტები. სამდინარო ტურიზმს, ისევე, როგორც
ტურიზმის სხვა სახეობებს, დიდი მომავალი აქვს. ამ კუთხით კარგი შესაძლებლობები გააჩნიათ
მდინარეებს – მტკვარს, რიონს, ალაზანს, არაგვს, ცხენისწყალს და ა.შ.
საქართველოს ბუნებრივი და ხელოვნური წყალსატევების უმრავლესობა მთიან ზონაში,
ტყისა და სუბალპური ლანდშაფტის გარემოცვაში მდებარეობენ და დროთა განმავლობაში
შეიძლება რეკრეაციისა და ტურიზმის მსხვილ ობიექტებად გადაიქცნენ აფხაზეთის ომამდე
ინტენსიურად მხოლოდ რიწის ტბა გამოიყენებოდა, რომელსაც ყოველწლიურად 15 მილიონი
ტურისტი (შიდა, გარე) ნახულობდა. დამსვენებელთა რაოდენობით გამოირჩეოდა თბილისის
წყალსაცავი (ზღვა), სადაც უქმე დღეებში რამდენიმე ათასი კაცი ისვენებდა. ასევე დიდი
მნიშვნელობა აქვთ ლისის და კუს ტბებსაც, განსაკუთრებით ზაფხულში.

101
საქართველოს ტურისტული რესურსები
თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

ტურისტული კუთხით კარგი პერსპექტივები აქვს ამტყელის, ყელის, ერწოს, ბაზალეთის


ტბებს. სამხრეთ საქართველოში იმავე მიზნით შეიძლება გამოყენებული იქნას ფარავნისა და
ტაბაწყურის ტბები. ფართო გამოყენების პერსპექტივა აქვთ სიონის, ჯვრის, შაორის და ჟინვალის
ხელოვნურ წყალსაცავებს; აბაშისა (ზღვის დონიდან 960 მეტრი) და გეგის (ზღვის დონიდან 650
მეტრი) ჩანჩქერებს. კლიმატის პირობებში ტბები და წყალსაცავები დასვენების იდეალურ პირო-
ბებს ქმნიან და მათი სათანადოდ კეთილმოწყობის პირობებში, დიდი მოგების და სარგებლობის
მოტანა შეუძლიათ.

6.8. შავი ზღვა, როგორც რეკრეაციული რესურსი


საქართველოს 330 კილომეტრიანი შავიზღვისპირა ზოლი ხელსაყრელი კლიმატური
პირობებითა და კეთილმოწყობილი პლაჟებით მნიშვნელოვანი რეკრეაციული რესურსია.
ცურვის სეზონი საქართველოს ტერიტორიაზე ივნისის თვეში იწყება და ოქტომბრის ბოლომდე
გრძელდება. პიკის პერიოდია ივლისი-სექტემბერი, როცა წყლის ტემპერატურა მაქსიმალურად
უახლოვდება ადამიანის ორგანიზმის ტემპერატურას. საქართველოს შავიზღვისპირეთის ერთად-
ერთი უარყოფითი კლიმატური მახასიათებელია ზაფხულში ჰაერის შედარებით მაღალი ტენია-
ნობა. 4-10 კილომეტრი სიგანის სანაპირო ზოლი, მეტ-ნაკლებად კომფორტული პლაჟებით,
გაჭიმულია სარფიდან ნატანებამდე, შემდეგ - აფხაზეთის ტერიტორიაზე, ლესელიძემდე (იხ.
დანართი 22).
შავიზღვისპირეთის ესთეტიკურ ფასეულობებს ამაღლებს, აგრეთვე, მდიდარი მცენარეუ-
ლი საფარი, მთიანი და ზღვისპირა ლანდშაფტების ეფექტური შერწყმა; ასევე, ჰიდრომინერა-
ლური რესურსების გამოყენების ფართო შესაძლებლობები. შესანიშნავი კლიმატური პირობების
მქონე შავიზღვისპირეთი წარმოადგენს კურორტების განვითარების უმნიშვნელოვანეს ზონას. ამ
ზონაში განლაგებულია ძირითადად კლიმატური კურორტები და საკურორტო ადგილები: გაგ-
რა, ბიჭვინთა, ახალი ათონი, გუდაუთა, სოხუმი, ბათუმი, ქობულეთი, მახიჯანური, მწვანე კონცხი,
ურეკი, ციხისძირი და სხვა (თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში აფხაზეთში საქართ-
ველოს იურისდიქცია არ ხორციელდება, რაც სერიოზული პრობლემაა როგორც ქვეყნისათვის
საერთოდ, ასევე, ტურიზმისა და რეკრეაციული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების
საქმეში).
კლიმატი აქ ნოტიო სუბტროპიკულია. რბილი ზამთრითა და ხანგრძლივი ცხელი ზაფხუ-
ლით. ზღვაში ბანაობის სეზონი გრძელდება 5-6 თვე. კლიმატური თერაპია მაღალეფექტურია
თითქმის მთელი წლის მანძილზე. ზღვის ჰავა წარმატებით გამოიყენება სისხლის მიმოქცევისა
და სუნთქვის ორგანოების დაავადებათა, ნერვული სისტემების ფუნქციური დარღვევების
სამკურნალოდ, აგრეთვე, დასვენებისათვის, აღნიშნული დაავადებების პირველადი და
მეორადი პროფილაქტიკისათვის.
დიდი პერსპექტივა გააჩნია ურეკი-გრიგოლეთის ზოლს. მისი ძირითადი საკურორტო
რეკრეაციულ-ტურისტული ფაქტორებია, ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, მზის ნათების
ხანგრძლივობა, ჰაერის ინტენსიური ვენტილაცია, ზღვის დაბალი ფსკერული დონე და რაც
მთავარია, მაგნიტური ქვიშით აგებული ვრცელი პლაჟი. პლაჟის ქვიშა მნიშვნელოვანი რაო-
დენობით შეიცავს მაგნიტურ რკინას, რაც მიჩნეულია საუკეთესო სამკურნალო ფაქტორად. იგი
გამოიყენება სისხლის მიმოქცევის ორგანოთა, ნერვული სისტემისა და სუნთქვის ორგანოთა
დაავადებების სამკურნალოდ, მაგნიტური ქვიშით მკურნალობენ ჰიპერტონიით დაავადებულე-

102
საქართველოს ტურისტული რესურსები
თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

ბიც.
შავი ზღვა თითქმის ჩაკეტილი ეკოსისტემაა, ხასიათდება უნიკალურობითა და მრავალ-
ფეროვანი ბიორესურსებით. 1960 წელს ზღვაში აღირიცხებოდა სარეწი მნიშვნელობის 24
სახეობის თევზი. უკანასკნელ ათწლეულებში ზღვის დაბინძურებისა და უკონტროლო თევზჭერის
გამო მარაგებმა საგრძნობლად იკლო და სარეწი მნიშვნელობაც მხოლოდ 3-4 სახეობა
შემორჩა.
საქართველოს უახლეს ისტორიაში განხორციელებული პროექტების (ბაქო-სუფსის
ტერმინალი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, შაჰდენიზი-თბილისი, ევროპა გაზსადენი
და ე.წ. „ევროაზიული“ კორიდორის სხვა პროექტები) ერთ-ერთი სერიოზული შედეგი არის შავი
ზღვის პორტების დატვირთვის ზრდა, რაც შეიძლება სერიოზული პრობლემა გახდეს მისი
ძალზე მყიფე ეკოსისტემისათვის. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ ჩამდინარე წყლების
მდგომარეობას, მდ. ჭოროხის პრობლემას (თურქული ენერგეტიკული კასკადის გამო), აჭარა-
ფოთის ზონაში სამრეწველო აქტივობის პერსპექტივებს და მრავალ სხვა, თანამდევ მოვლენას,
რაც ერთი მხრივ ძალზე კარგია, შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ ზღვის, როგორც რეკ-
რეაციული რესურსის დაკარგვის პერსპექტივა, თუ თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე არ იქნე-
ბა გათვალისწინებული გარემოს დაცვის საკითხი.

6.9. სამკურნალო ტალახები


საქართველო მდიდარია სამკურნალო ტალახებითაც. წ ა რ მ ო შ ო ბ ი ს მ ი ხ ე დ ვ ი თ ს ა მ -
კურნალო ტალახები იყოფა რამდენიმე ძირითად ჯგუფად: დანალექი (ლამია -
ნი), ბორცვის, საპროპელის და ტორფის.
დ ა ნ ა ლ ე ქ ი ( ლ ა მ ი ა ნ ი ) უპირატესად მინერალური (მარილიანი) ზღვისპირა და ტბების
ლამიან დანალექებს წარმოადგენენ. ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ გახსნილ მინერალურ
ნივთიერებებს და მყარ ნაწილაკებს. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილია რამდენიმე ტბა,
რომელთა ფსკერზე არის ჰუმუსოვანი ნივთიერებებით მდიდარი ტალახი, რომელიც
გამოსადეგია ბალნეოლოგიური მიზნებისათვის. ყველაზე მეტად ცნობილია კ უ მ ი ს ი ს ტბის
სულფიდური ლამიანი ტალახის საბადოები, აგრეთვე გლდანის, ჯვრის და სხვა ტბების რესურსი.
სამწუხაროდ, მათ გამოყენებას სტიქიური ხასიათი აქვს.
ს ა პ რ ო პ ე ლ ა ს ტალახი ძირითადად ორგანული წარმოშობისაა, ლამიანი დანალექებია
და წარმოიქმნება მტკნარი ან დაბალი მინერალიზაციის ტბებში. ისინი გვხვდება
პ ა ლ ი ა ს ტ ო მ ი ს ა და ი ნ კ ე თ ი ს ტბებში.
ტ ო რ ფ ი ს ტალახები წარმოიქმნება ჭაობიან ადგილებში, ნესტის სიჭარბის და ჟანგბადის
ნაკლებობის პირობებში, მცენარეების დაშლის შედეგად.
ბ ო რ ც ვ ი ს ტალახები კი - ტალახის ვულკანების, ბორცვისა და სხვა წარმონაქმნების
შედეგია. მათში ცოტაა ორგანული ნივთიერებები და მომატებულია ზოგი ქიმიური ელემენტების
(ქრომი, იოდი, ბორი) შემცველობა. ბორცვის ტალახების ყველაზე მნიშვნელოვან საბადოს წარ-
მოადგენს ა ხ ტ ა ლ ი ს ბორცვები. მის ბაზაზე ფუნქციონირებს კურორტი ა ხ ტ ა ლ ა (იხ. დანართი
23). ახტალის ტალახის სამკურნალო თვისებები დიდი ხნის წინათვე იყო ცნობილი ადგილობ-
რივი მოსახლეობისათვის. მას მოიხსენიებს ქართველი ისტორიკოსი და ექიმი ა. ვახუშტი ბაგ-
რატიონი. აგრეთვე ისტორიკოსი პ. იოსელიანი და გეოგრაფი მესხიშვილი. ტალახის ბორცვები

103
საქართველოს ტურისტული რესურსები
თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

მდებარეობს ტაფობში, რომლის ფართობი 4-5 ჰექტარია. აქ აღინიშნება ტალახის 9 ძირითადი


გამოსავალი, რომლებიც ერთმანეთთან კავშირშია და სხვადასხვა დროს მოქმედებენ. როდესაც
ერთი გამოსავალი აქტიურდება, სუსტდება ან სრულიად წყვეტენ მოქმედებას დანარჩენები.
უმრავლეს შემთხვევაში ერთდროულად 3-4 ბორცვი მოქმედებს. ტალახის დღე-ღამური დებეტი
37-47 კუბურ მეტრს უდრის, ახლად ამოსული ტალახის ტემპერატურა 13-180C -მდე მერყეობს.
ახტალის ტალახი არაორგანული წარმოშობისაა, ნაცრისფერია და თხიერი კონსისტენ-
ცია აქვს. კურორტი 9 თვის განმავლობაში ფუნქციონირებს და გამოიყენება საყრდენ-სამოძრაო
აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნა-
ლოდ (იხ. დანართი 23).

6.10. გეოთერმული რესურსები


საქართველოს გეოთერმული ასოციაციის მონაცემებით, ამჟამად, ჩვენი ქვეყნის ტერიტო-
რიაზე აღრიცხულია 30 – 108 0C ტემპერატურის მქონე წყლის 250-მდე ბუნებრივი და ხელოვ-
ნური გამოსავალი. მათი ჯამური დებიტი 160000 კუბურ მეტრს შეადგენს დღე-ღამეში. თუმცა
აღსანიშნავია, რომ პროგნოზული მარაგები შეადგენს 350-400 მილიონ კუბურ მეტრს წელი-
წადში. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამავე ასოციაციის მონაცემებით, გეოთერმული რესურსების
თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ყოველწლიურად
დაზოგონ 2,5 მილიონი ტონა პირობითი საწვავი, რასაც თავისთავად კოლოსალური ეკონომი-
კური და ეკოლოგიური ეფექტის მოტანა შეუძლია. აღნიშნულის საილუსტრაციოდ შეიძლება
აღინიშნოს, რომ ასეთი მიდგომის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება ატმოსფეროში „გამოს-
როლილი“ ნახშირორჟანგის რაოდენობის 1,2 მილიონი ტონით შემცირება.

6.11. ალპინიზმი და სპელეოლოგია


საქართველოს ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსები კარგ პირობებს ქმნიან ალპინიზმის,
სამთო ტურიზმისა და სპელეოტურიზმის განვითარებისათვის. შესაბამისი პირობები არსებობს
სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარებისათვის. კერძოდ, თოვლის მყარი საფარის სისქე
30 სმ-ზე მეტი (50-60 სმ.), ხანგრძლივობა კი 75 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს. მთის კალთების
დახრილობა 15-200 ფარგლებში უნდა მერყეობდეს. ხოლო ტრასის სიგრძე 500 მეტრიდან 2-3
კილომეტრამდე უნდა იყოს. საქართველოში შესაბამისი პირობები აქვს ბორჯომს, ბაკურიანს,
გუდაურს, ბახმაროს, სვანეთს, ხევსურეთს და ა.შ.
ალპინიზმის განვითარების საუკეთესო პირობებია ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც თავ-
მოყრილია მწვერვალები - უშბა, შხარა, თეთნულდი და სხვა. დიდი რესურსული პოტენციალი
გააჩნია ონის, ყაზბეგის, დუშეთის, ახმეტისა და ლენტეხის რაიონებს.
საქართველოში რამდენიმე კარსტული მღვიმეა. ისინი განლაგებულია კავკასიონის და-
სავლეთ ნაწილის საშუალო მთიან ზონაში, აფხაზეთიდან - წყალტუბომდე.
ეს მღვიმეები თავისი ესთეტიკური და ამასთან ერთად სამკურნალო თვისებებით, არ
ჩამოუვარდებიან ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების მღვიმეებს. საქართველოში
მხოლოდ ორი მღვიმეა კეთილმოწყობილი. ესენია ა ხ ა ლ ი ა თ ო ნ ი ს და ს ა თ ა ფ ლ ი ი ს (იხ.
დანართი 24, 25), ასევე დიდი პერსპექტივები გააჩნია ც უ ც ხ ვ ა თ ი ს (ტყიბულის რაიონის), ტ ო -
ბ ი ს (მარტვილის რაიონი), ა ბ რ კ ო ლ ი ს (ოჩამჩირის რაიონი) და სხვა. თითოეული მათგანი
შეიძლება გადაიქცეს სპელეოტურიზმის პოპულარულ ცენტრად.

104
საქართველოს ტურისტული რესურსები
თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

კარსტულ მღვიმეებს სამკურნალო მიზნებისთვისაც იყენებენ. განსაკუთრებით ბრონქია-


ლური ასთმის, ჰიპერტონიის და ნერვული დაავადებების სამკურნალოდ.
სპელეოთერაპიის სფეროში გამოკვლევებმა გამოავლინა ახალი ტიპის მკურნალობის
ფართო პერსპექტივები, განსაკუთრებით საქართველოში, რომელიც მდიდარია კარსტული
მღვიმეებით.

6.12. ტყის საფარი


განსაკუთრებულ ტურისტულ-რეკრეაციულ რესურსს წარმოადგენს ბუნებრივი ტყეები და
ტყეპარკები. უკანასკნელ პერიოდში მეტად გაიზარდა ტყეების რეკრეაციული მნიშვნელობა.
სტრესები იწვევენ ადამიანის ბუნებაში განტვირთვის მოთხოვნილებებს. აქ უპირველესი როლი
ტყეს ენიჭება. ტყე თავისი უნიკალური თვისებებით დიდ გავლენას ახდენს საცხოვრებელი
გარემოსა და აქედან გამომდინარე, ადამიანის ორგანიზმზე (მაგალითად: დადგენილია, რომ 1
ჰექტარი ტყე 1 წლის მანძილზე შთანთქავს 5-10 ტონა ნახშირორჟანგს და გამოყოფს 10-20
ტონა ჟანგბადს, ანუ 1 ჰექტარი ტყე, წლის განმავლობაში, ასუფთავებს 18 მილიონ კუბამეტრ
ჰაერს და მას 30-60 ტონა მტვერს აცლის.
ტყეში იქმნება თავისებური კლიმატი ზამთრობით, ძლიერი ყინვისას ჰაერის ტემპერატურა
ტყეში ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე ახლომდებარე ტერიტორიაზე; ხოლო ზაფხულში,
ცხელ ამინდში, ტყეში საგრძნობლად გრილა, ვიდრე მინდორში. ტყე ასუსტებს ქარის სიჩქარეს
და ცვლის მზის რადიაციას.
საქართველოს ტყეებს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თითქმის 38-40% უკავია, მაგრამ
ისინი არათანაბრადაა განაწილებული. ტყის ძირითადი მასივები განლაგებულია კავკასიონის
ქედის სამხრეთ კალთებსა და საქართველოს სამხრეთ მთიანეთში (იხ. დანართი 26).
საქართველოს ტყეებში 300-ზე მეტი ჯიშის ხე-მცენარეს ითვლიან, რომელთა შორის
ფართო გავრცელებით გამოირჩევა მუხა, რცხილა, კავკასიური სოჭი, წიფელა, აღმოსავლეთის
ნაძვი, კავკასიური ფიჭვი. არის ისეთი ძვირფასი ჯიშებიც, როგორიცაა თელა, ნეკერჩხალი, იფა-
ნი, ბზა და სხვა. ტყის რესურსებს მიეკუთვნება, აგრეთვე, სოკო, კენკრა, კაკალი და სხვა. აღნიშ-
ნულ მცენარეულობებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება სანიტარულ-ჰიგიენური და საკურორტო-
რეკრეაციული თვალსაზრისით.
ადამიანი უძველესი დროიდან იყენებს ტყეს რეკრეაციულ მიზნებისათვის. ამ დროს
მნიშვნელოვანია როგორც ტყის გამაჯანსაღებელი და ესთეტიკური ზემოქმედება დამსვენებელ-
ზე, ისე დამსვენებელთა რეკრეაციული ზემოქმედებაც ტყეებზე, რასაც ზოგჯერ უარყოფითი ეკო-
ლოგიური შედეგები მოაქვს.
საქართველოს ტყეები, რომლებიც რეკრეაციული მიზნებისათვის გამოიყენება, ფუნქციუ-
რი დანიშნულებისაა და ხასიათის მიხედვით იყოფა 3 ჯგუფად:
1. ტყეები, სადაც ორგანიზებული და რეგულირებული დასვენებაა დაგეგმილი (ნაკრძა-
ლები, აღკვეთილები);
2. ტყეები, რომლებიც ინტენსიურად გამოიყენება რეკრეაციული საქმიანობისთვის, სადაც
დასვენება დაგეგმილია, ორგანიზებულია, მაგრამ არ არის რეგულირებული (ტყე-პარკები,
მწვანე ზოლების ნაწილები, ეროვნული პარკები);
3. ტყეები, სადაც მასიური დასვენება და რეკრეაციული საქმიანობა არც ორგანიზებულია
და არც რეგულირებული.

105
საქართველოს ტურისტული რესურსები
თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

მეორე და მესამე ჯგუფის ტყეები დღეისათვის რეკრეაციულ ფუნქციას სტიქიურად ას-


რულებენ, ამიტომაც ისინი სრულყოფილად არ ასრულებენ მოთხოვნებს.
დამსვენებლები და ტურისტები ტყეს სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებენ: სამკურნალოდ,
სანადიროდ, გასეირნებისთვის, ლაშქრობისათვის და ა.შ. ყველა აღნიშნული სახეობა რეკრეა-
ციულ საქმიანობას მიეკუთვნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასვენების მიზნით ხორციელ-
დება და არ წარმოადგენს საწარმოო საქმიანობას ან რეწვის საგანს.

6.13. ურბანული გარემო


უკანასკნელ პერიოდში გაიზარდა მოსახლეობის კონცენტრაცია ქალაქებში, რამაც,
მთელ რიგ მოთხოვნილებებთან ერთად, წინა პლანზე დააყენა რეკრეაციული მოთხოვნები.
მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ გულ-სისხლძარღვთა, ფილტვების, სიმსივნეების
დაავადებები მკვეთრად კლებულობს იმ ადამიანებში, რომლებიც კარგად გამწვანებულ დასახ-
ლებებში ცხოვრობენ. ამ და მთელი რიგი სხვა პრობლემების გადასაჭრელად დიდი მნიშვნე-
ლობა ენიჭება ქალაქების ირგვლივ მწვანე ზონების არსებობას, რომელთა უპირველესი ფუნქ-
ციებია სანიტარულ-ჰიგიენური და დაცვითი, შემდეგ კი ესთეტიკური.
ადამიანის საქმიანობის ნებისმიერ მომენტში (თუნდაც ის იყოს დასვენება) დიდი
მნიშვნელობა აქვს ბუნების დაცვას, მისი რესურსების და მათ შორის რეკრეაციული რესურსების
შენარჩუნებას. ამ მიზნით საქართველოში არსებობს ე.წ. დაცული ტერიტორიები, რომელთაც
მიეკუთვნება ნაკრძალები, ეროვნული პარკები, აღკვეთილები და ა.შ. ხოლო იმ ადგილებში,
სადაც დაცული ტერიტორიების შექმნასთან ერთად, გამიზნულია ტურიზმისა და საკურორტო-
რეკრეაციული საქმიანობის განვითარებაც. ადგილობრივი ეკონომიკაც საგრძნობლად ისარგებ-
ლებს.
ტურიზმსა და რეკრეაციას ქვეყნისათვის მეტად მნიშვნელოვანი შემოსავლის მოტანა
შეუძლია. ხოლო ლოკალურად იგი ხელს შეუწყობს მომგებიანი მცირე ბიზნესის განვითარებას
(საოჯახო სასტუმროები, კაფე-რესტორნები, სატრანსპორტო მომსახურება, სუვენირები, ხალ-
ხური რეწვის ნიმუშების წარმოება და ა.შ.).

საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა

6.14. საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლები


საქართველო არის უძველესი ცივილიზაციის ნაწილი, ძველი ქრისტიანული კულტურის,
დამწერლობის, ლეგენდებისა და ტრადიციების ქვეყანა, პირველი სახელმწიფო ჩამოყალიბდა
ჯერ კიდევ 3 ათასი წლის წინათ. ქართული კულტურისადმი განსაკუთრებული ინტერესი
გააჩნდათ ძველ ბერძნებს და რომაელებს.
ქართველი ხალხის მრვალსაუკუნოვანი ისტორია აისახა მრავალრიცხოვან ძეგლებში.
საქართველოში გვხვდება ბრინჯაოს ხანის ძეგლები, რომლებსაც განეკუთვნება თრიალეთის
სამთავროს, სამგორის ყორღანები, აფხაზეთის დოლმენები; ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV-III
საუკუნეების ძველი დედაქალაქის მცხეთის აკროპოლი და ვანის ნაქალაქარი, უფლისციხის
სადგომები.
საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაზე უდიდესი გავლენა მოახდინა
ქრისტიანობამ. აქ ქრისტიანობას ქადაგებდნენ პირველ საუკუნეშივე ანდრია

106
საქართველოს ტურისტული რესურსები
თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

პირველწოდებული და სვიმონ კანანელი. IV საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობა


სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ამან საფუძველი ჩაუყარა ახალ ქრისტიანულ
კულტურას, რაც აისახა დამწერლობაში, ხელოვნებაში, განათლებასა და ფილოსოფიურ
აზროვნებაში. ქრისტიანულმა რელიგიამ საფუძველი ჩაუყარა ისეთი დიდი ხუროთმოძღვრული
ძეგლების შენებას, როგორიცაა სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარი (XI ს.), სადაც დაფლულია
ქ რ ი ს ტ ე ს კ ვ ა რ თ ი . აქ არის უძველესი ტაძრები: ბოლნისის სიონი(V ს), ნინოწმინდა (VI ს.),
მცხეთის ჯვარი (VI ს.), ანჩისხატი თბილისში (VI ს.), ურბნისი (V-VI ს.), ნეკრესის სამონასტრო
კომპლექსი (IV-VI ს.), სადაც შემონახულია უძველესი წარწერები. ძალზე თვალწარმტაცია X-XI
საუკუნეების ტაძრები და ეკლესიები: ალავერდი, გელათი, სამთავისი, ნიკორწმინდა.
შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი ქალაქები: ვარძია და უფლისციხე. წარუშლელ
შთაბეჭდილებას სტოვებს XV-XVIII საუკუნეების ციხეები (გრემი, ხერთვისი), ტაძრები,
მონასტრები, ხიდები, სასახლეები და სხვა ნაგებობები, რომელიც საქართველოს ყველა
მხარეში თვალსაჩინოა და ქართული სახელმწიფოებრივი სიმტკიცის და ერთიანობის
სიმბოლოდ იქცა. საქართველოს თავისი 3 ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე მუდამ უხდებოდა
ბრძოლა საკუთარი ტრადიციების, სარწმუნოების, თვითმყოფადობის დაცვისათვის, რითაც
ისტორიამ უამრავი ძეგლი შემოგვინახა, რომელთა რაოდენობა 12 ათასზე მეტია. ამათგან სამი
იუნესკოს მსოფლიო მატერიალური მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი:
მცხეთის ისტორიული ძეგლები:
მცხეთის ჯვარი, სვეტიცხოველი და სამთავრო (1994 წ.);
გელათის სამონასტრო კომპლექსი (1994 წ.);
ზემო სვანეთი - უშგულის არქიტექტორული კომპლექსი (1996 წ.).
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, ბაგრატის ტაძარი 2017 წელს იუნესკოს
მფარველობიდან გავიდა, მასზე არაკომპეტენტური რეკონსტრუქციის ჩატარების გამო.

6.15. საქართველოს არამატერიალური კულტურის ძეგლები


ქართული ფოლკლორი - ქართული ფოლკლორის განსაკუთრებულობა
აძლიერებს ქვეყნის ღირსშესანიშნაობებით მიღებულ შთაბეჭდილებას. ცეცხლოვან ქართულ
ცეკვებს და მრავალხმიან, პოლიფონიურ ქართულ სიმღერებს აღფრთოვანებაში მოჰყავს
ტურისტები. მუსიკაში როგორც სარკეში არეკლილია ქართული ერის უმდიდრესი ისტორია,
სულიერი მისწრაფებანი, ზნეობრივი სისპეტაკე, კაცთმოყვარეობა, პატრიოტული და გმირული
შემართება. სიმღერა იყო ის ძალა, რომელიც გაჭირვებაში მხნეობასა და სიმტკიცეს მატებდა
ჩვენს წინაპრებს. უძველესი ცნობები ქართული ხალხური მუსიკის შესახებ არქეოლოგიურ
მასალებსა და ძველბერძნულ წყაროებში მოიპოვება. წყაროები მოგვითხრობს ქართული
სიმღერა-ცეკვის შესახებ: ასურეთის მეფე სარგონი (ძვ.წ. 714 წ.) წერს ქართველთა შორეული
წინაპრების შესახებ, რომლებიც ომის დროს „მხიარულ სიმღერებს ასრულებდნენ“; ბერძენი
ისტორიკოსი ქსენოფონტე (ძვ.წ. V-VI ს.) „ანაბასისში“ აღწერს ქართველური ტომების -
განსაკუთრებული ყაიდის -„უცნაურ“ საბრძოლო ცეკვა-სიმღერებს.
ქართული მრავალხმიანობის უნიკალურობა საქვეყნოდ გახდა ცნობილი, როცა 2001
წელს იუნესკოს მიერ აღიარებულ იქნა, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და
არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი, ხოლო 2008 წელს არამატერიალური
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციაზე საქართველოს მიერთების შემდეგ

107
საქართველოს ტურისტული რესურსები
თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

ქართული მრავალხმიანობა შეტანილი იქნა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის


წარმომადგენლობით ნუსხაში.
ჩამოსულ სტუმარს არაერთი საინტერესო შთაბეჭდილების მიღება შეუძლია
საქართველოში, ამ პატარა ქვეყანაში კალეიდოსკოპივით იცვლება ხალხთა ყოფა, დიალექტი,
ზნე-ჩვეულებები, ხასიათი, ტანსაცმელი, მენტალიტეტი, სიმღერები და ცეკვები.
ღ ვ ი ნ ი ს ქ ვ ე ვ რ შ ი დ ა ყ ე ნ ე ბ ი ს უ ნ ი კ ა ლ უ რ ი ქ ა რ თ უ ლ ი მ ე თ ო დ ი . საქართველო
ღვინის სამშობლოა, რაზეც მეტყველებს არქეოლოგების მიერ თბილისის სამხრეთით, ქვემო
ქართლში, მარნეულის ველზე აღმოჩენილი რამდენიმე წ ი პ წ ა , რომელსაც ძვ.წ. მე-6
ათასწლეულისას მიაკუთვნებენ1. ქვეყნის სახელმწიფო მუზეუმში დაცულია ვაზის
დასამუშავებელი იარაღი, რომელიც დამზადებულია ძველი წელთაღრიცხვის მესამე
ათასწლეულში. არაფერი მსგავსი, ასეთი სიძველისა არსად აღმოჩენილი არ არის. ასევე,
ნაპოვნია სამეურნეო იარაღები, თიხის ჭურჭლები და ქვევრები რითაც მტკიცდება, რომ
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიციას 8 ათას წლიანი ისტორია აქვს, გარდა ამისა,
მეცნიერთა აზრით, თავად სიტყვა „ღ ვ ი ნ ო “ ქართული წარმოშობისაა და მევენახეობა-
მეღვინეობის ქართული წარმართული ღვთაების სახელს უკავშირებს.
ღვინოს ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს - ღვინოს სვამდნენ
ჭირშიც და ლხინშიც, სვამდნენ სამკურნალოდ და მხნეობის მოსამატებლად, სვამდნენ
ურთიერთობის დასამყარებლად და მეგობრობის განსამტკიცებლად, ამა თუ იმ საქმის
წამოწყების თუ კეთილად დასრულების, დაბადების დღის, ქორწილის თუ ნებისმიერი
დღესასწაულის აღსანიშნავად.
უნიკალური გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და მრავალფეროვანი ნიადაგი
იდეალურ პირობებს ქმნის ღვინის განვითარებისათვის - მსოფლიოში ცნობილი 2 ათასი
სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს. ღ ვ ი ნ ი ს ქ ვ ე ვ რ შ ი დ ა ყ ე ნ ე ბ ი ს
უნიკალური ქართული მეთოდი იუნესკომ 2013 წელს არამატერიალური
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანა, რითაც ქართული
ღ ვ ი ნ ო მ ს ო ფ ლ ი ო ყ უ რ ა დ ღ ე ბ ი ს ც ე ნ ტ რ შ ი მ ო ე ქ ც ა . 2016 წელს საქართველოში
გაიმართა ღვინის ტურიზმის პირველი კონფერენცია, სადაც აღინიშნა ქართული ღვინის
მნიშვნელობა და კიდევ უფრო ხაზგასმით მოხდა საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს
წარმოჩენა. 2017 წლის 10-11 ოქტომბერს საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიო
ცივილიზაციის ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) 7 ქვეყნის წამყვან სპეციალისტთა ჯგუფმა,
რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორი, ბიოქიმიკოსი და ღვინის
ისტორიკოსი პატრიკ მაკგოვერნი ხელმძღვანელობდა, 3-წლიანი კვლევის შედეგად
დაადასტურეს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა.
ქართული ენა და დამწერლობა. მსოფლიოში ცნობილია 3000-მდე ენა, რომელზედაც
მეტყველებენ სხვადასხვა ხალხები, აქედან 300-მდე ქვეყანას თავისი აზრები გადააქვს
ქაღალდზე და გამოხატავს წერილობით. ყველა ეს დამწერლობა ეფუძნება 14 დამოუკიდებელ
ალფავიტს, რომელთა შორის ერთ-ერთ დამოუკიდებელ ალფავიტად ქართული ითვლება. იგი

1
თანამედროვე არქეოლოგიურმა თუ არქეობოტანიკურმა კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ საქართველო ველური ვაზის მოშენებისა
და გაკულტურების მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი კერაა. ამის ერთ-ერთი მტკიცებულებაა თბილისის სამხრეთით, ქვემო
ქართლში, მარნეულის ველზე, დანგრეული გორას ნასახლარში ძვ. წ. VI ათასწლეულის ვაზის რამდენიმე წიპწის აღმოჩენა,
რომელიც მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით ვაზის კულტურულ სახეობას - "Vitis Vinifera Sativa”-ს
მიაკუთვნეს. წყარო: http://winehistory.ge

108
საქართველოს ტურისტული რესურსები
თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

უძველესია მსოფლიოში.
მსოფლიოში ხუთ ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული მე - 3 ადგილზეა,
აღნიშნულის შესახებ გამოცემა matadornetwork.com წერს და განმარტავს „ქართული ანბანი
მეტად დახვეწილია, მისი ბავშვური სიმარტივე მომრგვალებულ ფორმებში აისახება“.
ქართული ანბანის უნიკალურობა 2016 წელს იუნესკომ დაადასტურა -
კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა ქართული ანბანის სამი სახეობა:
ა ს ო მ თ ა ვ რ უ ლ ი ა ნ უ მ რ გ ვ ლ ო ვ ა ნ ი , ნ უ ს ხ უ რ ი დ ა მ ხ ე დ რ უ ლ ი . ეს არის იუნესკოს
ნომინაცია, რომელშიც ჯერჯერობით არც ერთი სხვა დამწერლობა არ არის შესული. ამით ხაზი
გაესვა იმას, რომ ქართული კულტურა მთელი ისტორიის განმავლობაში ურღვევი და
მთლიანია. ასეთი ნომინაციების დროს, ჩვეულებრივ, აქცენტი გადატანილია არა იმდენად
ისტორიულ ღირებულებაზე, რამდენადაც იმაზე, რომ ეს კულტურა დღესაც ცოცხალია.
ქ ა რ თ უ ლ ი ჭ ი დ ა ო ბ ა . მავრიკიის რესპუბლიკის დედაქალაქ პორტ ლუიში, იუნესკოს
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისო კომიტეტის მე-13
სესიაზე (2018 წლის 26 ნოემბერ — 1 დეკემბერი) მიღებული იქნა გადაწყვეტილება
საქართველოს მიერ წარმოდგენილი ნომინაციის „ ქ ა რ თ უ ლ ი ჭ ი დ ა ო ბ ა “ (Chidaoba – Wres-
tling in Georgia) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში
შეტანის თაობაზე.
ნომინაცია იუნესკოს განსახილველად წარედგინა, ჯერ კიდევ, 2017 წელს და მისი
მთავარი მიზანი იყო ხაზი გასმოდა ქართულ ჭიდაობას, როგორც კულტურული
მრავალფეროვნების, ტოლერანტობის ნიმუშს და ქართული საზოგადოების კულტურული
ერთიანობის საფუძველს.
ამგვარად, „ქართული ჭიდაობა“ არის რიგით მეოთხე ნომინაცია, რომელიც შეტანილია
იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში.
ქ ა რ თ უ ლ ი ს ა მ ზ ა რ ე უ ლ ო დ ა ს ტ უ მ ა რ თ მ ო ყ ვ ა რ ე ო ბ ა . საქვეყნოდ განთქმულია
ქართული სტუმართმოყვარეობა - საუკუნეების განმავლობაში ქართველი ერი აყალიბებდა
ტრადიციებს სტუმართმოყვარეობის შესახებ. თაობიდან თაობას გადაეცემოდა სტუმრის
სიყვარული და პატივისცემა. საბოლოოდ ქართულ თვისებაში ჩამოყალიბდა
სტუმართმოყვარეობის კულტურა, რასაც აღფრთოვანებაში მოჰყავს უცხოელი სტუმრები.
სტუმართმოყვარეობა, ქართული ღვინო და სამზარეულო ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია,
რომელიც ერთობლიობაში ქართველი ხალხის სულიერი, კულტურული ტრადიციის
მნიშვნელოვანი მონაპოვარია. ქართული სუფრის ელემენტები შეიძლება ითქვას, არის: ღვინო,
ქართული კერძები, სადღეგრძელო და სიმღერა, რომელიც ოდითგანვე მოგვდევს. ქართული
სამზარეულო ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ მსოფლიოში, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ
2013 წელს Huff post Travel - მა საქართველო ესპანეთის შემდეგ ერთ-ერთ საუკეთესო
სამზარეულოდ დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, მისი
სამზარეულო ისევე მრავალფეროვანია, როგორც მისი კუთხეები - სხვადასხვა რეგიონისათვის
დამახასიათებელია სხვადასხვა კერძები. რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ტურიზმის ეს ერთ
-ერთი პოპულარული მიმდინარეობა - გასტრონომიული ტურიზმი გახდეს საქართველოში
ტურიზმის მნიშვნელოვან სახეობად.
გემრიელი სამზარეულოთი და სუფრის ტრადიციებით განთქმულ საქართველოში, სადაც
ნადიმის სოციალური დატვირთვა დიდია, კვების ობიექტების რაოდენობას დიდი მნიშვნელობა

109
საქართველოს ტურისტული რესურსები
თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

ენიჭება. საქართველოში სტატისტიკის დეპარტამენტის 2017 წლის მონაცემებით კვების


ობიექტების რაოდენობამ სულ 883 ერთეული შეადგინა, აქედან რესტორნები იყო 470, კაფე-
270, ბარი - 86, კლუბი - 4, სწრაფი კვება -53.
მ უ ზ ე უ მ ე ბ ი დ ა თ ე ა ტ რ ე ბ ი . მუზეუმებსა და თეატრებს განსაკუთრებული როლი
ენიჭებათ კულტურულ-შემეცნებითი ტურიზმის განვითარებაში. მუზეუმები (ბერძ. მუზათა ტაძარი)
საზოგადოების განვითარების სამსახურში მყოფი მუდმივი ინსტიტუტია, რომელიც იკვლევს და
გამოჰფენს ადამიანთა შემოქმედებისა და მათი გარემოს აღმწერ ფაქტებზე არსებულ
მნიშვნელოვან მასალას. საქართველოს მუზეუმების ფონდში დაცულია მდიდარი
არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან
დაკავშირებული კოლექციები, ხალხური გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის
იარაღები და თიხის ნაწარმი, ქართული ოქრომჭედლობის და ხატწერის ნიმუშები და მრავალი
სხვა. აქვე უნდა ითქვას რომ ტ ი ხ რ უ ლ ი მ ი ნ ა ნ ქ რ ი ს უ ძ ვ ე ლ ე ს ი დ ა უ ნ ი კ ა ლ უ რ ი ( ა მ ა ვ ე
დროს მსოფლიოში ყველაზე დიდი) კოლექცია ინახება საქართველოში.
ოქრომჭედელობის ამ უნიკალურ ხელოვნებას ფლობდა მსოფლიოში მხოლოდ 3 ქვეყანა -
ძველი საბერძნეთი, შუა საუკუნეების კიევის რუსეთი და საქართველო. სამწუხაროდ ეს
ხელოვნება დღეს დაკარგულია.
საქართველოში მუზეუმების რიცხვი საქსტატის 2016 წლის მონაცემებით 219 იყო,
დამთვალიერებელთა რიცხვმა 1674900 შეადგინა. რაც გაზრდილია წინა წლის
მაჩვენებელთან შედარებით. 2015 წელს - 207 მუზეუმი ფუნქციონირებდა, რომელიც
მოინახულა 1335900 მნახველმა. აღნიშნული მაჩვენებელი მეტყველებს ქართული ისტორიისა
და კულტურისადმი დაინტერესების ზრდაზე, ხოლო მუზეუმების როლი კიდევ უფრო
გამოკვეთილი ხდება.
თეატრის (ბერძ. სანახაობების ადგილი) ფესვები უძველესი სასოფლო-სამეურნეო და
სამონადირეო თამაშებში და მასობრივ სახალხო რიტუალებშია. მისი როლი დიდი იყო
ადამიანის ცხოვრებაში, ის აყალიბებდა ზოგადად ცნობიერებას, უფართოებდა თვალსაწიერს.
თეატრი ასახავს მნიშვნელოვან ემოციურ მომენტებს. ეხმარება მნახველს ადამიანური ყოფის და
ადამიანური ფასეულობების უფრო ნათლად დანახვაში, თეატრის სიუჟეტი მომაჯადოვებლად
მოქმედებს მაყურებელზე. ამიტომ თეატრის როლი დიდია კულტურული ტურიზმის სფეროში.
დღესდღეობით საქართველოში ფუნქციონირებს დრამატული, მუსიკალური, პანტომიმის,
თოჯინების და მარიონეტების თეატრები. საქსტატის 2016 წლის მონაცემებით თეატრების
რაოდენობა საქართველოში იყო 49, მაყურებელთა რიცხვმა 601800 შეადგინა წლის
განმავლობაში, რაც აღემატება წინა წლის მაჩვენებელს (554500). თეატრისადმი ინტერესის
გაზრდა საქართველოში ტურისტების მატებას უკავშირდება, თეატრის როლი და ადგილი
ყოველთვის იქნება გამოკვეთილი ადამიანის კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში.

საკონტროლო კითხვები:
1. დაახასიათეთ საქართველოს ძირითადი ოროგრაფიული ერთეულები - ა) კავკასიის
მთიანეთი, ბ) საქართველოს მთიანეთშორისი ბარი, გ) მცირე კავკასიონის მთიანეთი, დ)
სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთი.
2. დაახასიათეთ საქართველოს კლიმატური რეჟიმის ჩამოყალიბებაზე რა გავლენას ახდენს
კავკასიონის მთავარი ქედების მიმართულება.

110
საქართველოს ტურისტული რესურსები
თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

3. ახსენით, როგორი ჰავით ხასიათდება აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველო და


თითოეულში რამდენ კლიმატურ ზონას გამოყოფენ კიოპენის სისტემით.
4. ჩამოთვალეთ საქართველოს 4 კლიმატური ზონა და შესაბამისი ქვეზონები.
5. დაასახელეთ, რა კურორტებია განთავსებული ზღვის დონიდან 700 მეტრზე, 700-1000 მეტრის
ფარგლებში, 1000-დან 1500 მეტრის ფარგლებში და 1500-დან 2000 მეტრს შორის.
6. ახსენით, ამჟამად რა მიზნებისათვის გამოიყენება საქრთველოს მაღალმთიანი ზონა (2000
მეტრი და ზევით).
7. ჩამოთვალეთ საქართველოში არსებული სამედიცინო პროფილის კურორტები.
8. დაასახელეთ იანვრის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში და როგორია იგი
ზაფხულის ყველაზე ცხელ თვეში აგვისტოში.
9. დაასახელეთ დაბალმთიანი ზონა რამდენი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ზღვის დონიდან.
10. დაასახელეთ დაბალმთიანი ზონის მთის სიმაღლის მერყეობის ფარგლები ზღვის დონიდან;
11. დაასახელეთ საშუალომთიანი ზონის საკურორტო რაიონები;
12. დაასახელეთ საშუალომთიანი ზონის ქვემოწელის ქვეზონა რა სიმაღლეზეა ზღვის დონიდან;
13. გვიპასუხეთ რა მიზეზები განაპირობებს დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ
საქართველოს მკვეთრად განსხვავებულ თავისებურებებს.
14. დაასახელეთ რამდენიმე რელიეფის ტიპი, რომელიც გავრცელებულია საქართველოში.
15. დაასახელეთ საშუალომთიანი ზონის ზემოწელის ქვეზონა რა სიმაღლეზეა ზღვის დონიდან;
16. დაახასიათეთ დაბლობი სუბტროპიკული ზონის (500 მ-მდე ზღვის დონიდან) სანაპირო
ნოტიო სუბტროპიკული ქვეზონა და დასავლეთი საქართველოს დაბლობი ნოტიო და
ზომიერად ნოტიო ქვეზონა და ჩამოთვალეთ ამ ქვეზონების საკურორტო რაიონები;
17. დაახასიათეთ დაბლობი საკურორტო ზონის (500 მ-მდე ზღვის დონიდან) აღმოსავლეთ
საქართველოს დაბლობი, ზომიერად ნოტიო ქვეზონა და აღმოსავლეთ საქართველოს
დაბლობი ქვეზონა;
18. დაახასიათეთ დაბალმთიანი საკურორტო ზონის (500-1000 მეტრი ზღვის დონიდან)
დასავლეთ საქართველოს დაბალმთიანი ზომიერად ნოტიო ქვეზონა და აღმოსავლეთ
საქართველოს დაბალმთიანი ზომიერად ნოტიო ქვეზონა და ჩამოთვალეთ ამ ქვეზონების
საკურორტო რაიონები;
19. დაახასიათეთ ქვედა სარტყლის შუამთიანეთის საკურორტო ზონა (1000-1500 მეტრი ზღვის
დონიდან) და ჩამოთვალეთ ამ ზონის საკურორტო რაიონები;
20. დაახასიათეთ ზემო სარტყლის შუამთიანეთის საკურორტო ზონა (1500-2000 მეტრი ზღვის
დონიდან) და ჩამოთვალეთ ამ ზონის საკურორტო რაიონები.
21. დაახასიათეთ ჰიდრომინერალური რესურსების როლი და მნიშვნელობა ქვეყნის ტურისტულ
-რეკრეაციული სისტემის სპეციალიზაციაში.
22. რა ტიპის მინერალური წყაროების წარმოშობას უწყობს ხელს სიღრმისეული
თერმომეტამორფული პროცესები საქართველოს მთიან-ნაოჭა არეებში და მთათაშორის
დეპრესიის საზღვრებში გეოქიმიური პროცესები.
23. დაასახელეთ მინერალური წყაროების საერთო რაოდენობა და დაახასიათეთ მათი დაყოფა
მინერალიზაციისა და სითბოს შემცველობის მიხედვით და მინერალური წყლების გამოყენება
სხვადასხვა დანიშნულების სამკურნალოდ.
24. დაახასიათეთ საქართველოს ტერიტორიაზე ეგრეთწოდებული გეოტექტონიკური ზონების

111
საქართველოს ტურისტული რესურსები
თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

სტრუქტურულ-გეოლოგიური და ჰიდროქიმიური თავისებურებების გავლენა სხვადასხვა ტიპის


მინერალური წყლების განლაგებაზე.
25. დაასახელეთ, რა ტიპის მინერალური წყლებია გავრცელებული დიდი კავკასიონის სამხრეთ
ფერდობის ჩრდილო ნაწილში, უფრო სამხრეთით და მთათაშორის ბარსა და დაბალმთიან
რაიონებში.
26. დაახასიათეთ ჰიდრო (მდინარეები და ტბები), რესურსები და მისი მნიშვნელობა
საკურორტო-რეკრეაციული დარგის განვითარებაში.
27. დაახასიათეთ შავი ზღვის ტურისტულ-რეკრეაციული რესურსი და მისი მნიშვნელობა
საკურორტო-ტურისტული მეურნეობის განვითარებაში.
28. დაახასიათეთ საქართველოს სამკურნალო ტალახების ძირითადი ჯგუფები (დანალექი,
ტორფის, საპროპელას და ბორცვის) და მათი მნიშვნელობა სამკურნალო მიზნით.
29. დაახასიათეთ ახტალის ტალახი, როგორც საქართველოს მნიშვნელოვანი საკურორტო
რეკრეაციული რესურსი.
30. დაახასიათეთ საქართველოს გეოთერმული რესურსები და მიუთითეთ, რა მნიშვნელობა
გააჩნია მას ეროვნული მეურნეობისათვის და კერძოდ საკურორტო-ტურისტული დარგის
განვითარებისათვის.
31. ახსენით, რა პირობებს ქმნის საქართველოს ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსები
ალპინიზმისა და სპელეოლოგიის განვითარებისათვის და რა მნიშვნელობა აქვთ მათ
მკურნალობისა და ტურიზმისათვის.
32. დაახასიათეთ ტყე, როგორც ტურისტულ-რეკრეაციული რესურსი და განმარტეთ, რა როლი
ენიჭება მას საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებასა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
33. ჩამოთვალეთ საქართველოს ტყეებში გავრცელებული ხე-მცენარის ჯიშები, დაახასიათეთ
მათი სანიტარულ-ჰიგიენური და საკურორტო-რეკრეაციული მნიშვნელობა.
34. ჩამოთვალეთ რეკრეაციული მიზნებისათვის გამოყენებული ტყეების დაყოფა ფუნქციური
დანიშნულებისა და ხასიათის მიხედვით.
35. დაახასიათეთ 1966 წლის მარტში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მიერ შემუშავებული
კონსერვაციის პროგრამის საკანონმდებლო აქტი, რომელიც ითვალისწინებს დაცული
ტერიტორიების კატეგორიებს.
36. დაახასიათეთ, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანთა ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის
კეთილმოწყობილ ურბანულ გარემოს (კარგად გამწვანებულ დასახლებებს), ბუნების
დაცვისა და რეკრეაციულ რესურსების შენარჩუნება-განვითარებას.
37. რამდენ კლიმატურ ზონას გამოყოფენ აღმოსავლეთ საქართველოში კიოპენის სისტემით?
38. როგორც აღინიშნა, საქართველოს ტერიტორია გამოირჩევა რთული რელიეფით,
რომელიც შედგება: 1. კავკასიონის მთიანეთის, 2. საქართველოს მთიანეთშორის ბარით, 3.
მცირე კავკასიონის მთიანეთის და 4. სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთით.
დაფიქრდით და უპასუხეთ, რომელი ტიპის რელიეფი არის ყველაზე ხელსაყრელი
სამეურნეო საქმიანობისთვის.
39. განმარტეთ, რომელი ქედი ყოფს საქართველოს ორ განსხვავებულ კლიმატურ ერთეულად
და როგორ ხდება ეს?
40. დაასახელეთ, რომელი ტერიტორიები შედის კოლხეთის ბარში?
41. დაასახელეთ, რა ტერიტორიებიდან, უფრო სწორედ, რამდენი ვაკისგან შედგება ივერიის

112
საქართველოს ტურისტული რესურსები
თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

ბარი?
42. დაასახელეთ სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთი ქვეყნის დანარჩენი
ნაწილებისგან რით გამოირჩევა?
43. უპასუხეთ, რამდენ კლიმატურ ზონას გამოყოფენ დასავლეთ და აღმოსავლეთ
საქართველოში კიოპენის სისტემით?
44. დაასახელეთ იუნესკოს მიერ მსოფლიო მატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი
ქართული ძეგლები, წლების მითითებით.
45. დაასახელეთ იუნესკოს მიერ მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში
შეტანილი ქართული ძეგლები, წლების მითითებით.
46. დაახასიათეთ ქართული სამზარეულოსა და სტუმართმოყვარეობის ბნიშვნელობა ქართული
ტურიზმის განვითარებაში.
47. დაახასიათეთ საქართველოს მუზეუმებისა და თეატრების როლი კულტურულ-შემეცნებითი
ტურიზმის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში.

დისკუსია თემაზე
საქართველოს მდიდარი ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი – ქვეყანაში ტურიზმის
განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.
ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალის განვითარების პერსპექტივები საქართველოს
რეგიონებში.

საშინაო დავალება
საქართველოს ტერიტორიის საკურორტო ზონებად და რაიონებად დაყოფის გაცნობისა
და შესწავლის შემდეგ, არგუმენტირებულად დაასაბუთეთ რა სახის ტურისტული პროდუქტით
სარგებლობს ჯანმრთელობის გასაკაჟებლად (რეკრეაცია) დღევანდელი: ა) უცხოელი ტურისტი,
ბ) ადგილობრივი დამსვენებელი?
მოიფიქრეთ და მოამზადეთ თქვენი შეხედულება თემაზე: „საქართველოს მთიანი რეგიო-
ნები სათავგადასავლო ტურიზმის, სამთო-სათხილამურო ტურიზმის და ალპინიზმის განვითა-
რების მნიშვნელოვანი რეზერვი“.

ლიტერატურა:
1. ჩარლზ რ. გელდნერი, ჯ.რ. ბრენტ რითჩი, ტურიზმი: საფუძვლები, პრაქტიკა, თეორია, მე-
12 გამოცემა: თარგმ. ინგლ.–ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
მთავარი რედაქტორი რ. ბერიძე. გამომც. „უნივერსალი“, თბ., 2013, 554 გვ.
2. ნ. გალახვარიძე, ტურიზმი და მატერიალური კულტურის ძეგლები, ტურიზმი: ეკონომიკა და
ბიზნესი. V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის კრებული, ბათუმი, 5–
6 ივლისი, ბათუმი-ხიხანის ხეობა, 2014. გამომც. „უნივერსალი“, თბ., 2014. გვ. 312-117.
3. ლ. კვარაცხელია, ნ. აბესაძე, საკურორტო-რეკრეაციული რესურსები და სამკურნალო
ტურიზმის განვითარება საქართველოში. ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი. V
საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის კრებული, ბათუმი - ხიხანის

113
საქართველოს ტურისტული რესურსები
თავი 6. საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი

ხეობა, 5-6 ივლისი, 2014. გამომც. „უნივერსალი“, თბ., 2014, გვ. 411-415.
4. მ. ფირანაშვილი, ნ. ჭანტურია, ა. არჩვაძე, ბალნეოლოგიური კურორტების განვითარება
მსოფლიოში და მისი პერსპექტივები საქართველოში. ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი. V
საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის კრებული, 5-6 ივლისი, ბათუმი-
ხიხანის ხეობა, 2014. გამომც. „უნივერსალი“, თბ., 2014, გვ. 416-422.
5. გ. ბაბუნაშვილი, საქართველოს ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების
პრობლემები, თსუ, თბ., 2000.
6. ივ. გაბუნია, საქართველოს რეკრეაციული მეურნეობა, „ქართული ფილმი“, თბ., 1996.
7. ივ. გაბუნია, საქართველოს რეკრეაციული (საკურორტო-ტურისტული) რაიონები. გამომც.
„ენა და კულტურა“, თბ., 2005.
8. მ. მეტრეველი, ტურიზმი და გარემოს დაცვა, 2004.
9. საქართველოს საკანონმდებლო აქტები, # 2, 1999.
10. მ. ვადაჭკორია, გ. უშვერიძე, ფ. ჯალიაშვილი. საქართველოს კურორტები, თბ., 1987.
11. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბ., 1981.
12. საქართველოს კურორტები და საკურორტო რესურსები (ატლასი), თბ., 1989.
13. ე. კობახიძე, საქართველოს სსრ საკურორტო მეურნეობა და ტურიზმი, თბ., 1971.
14. კ. არაბული, საქართველოს რეკრეაციული პოტენციალი, წიგნი „საქართველოს
ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები“. დამხმარე სასწავლო-მეთოდური
სახელმძღვანელო, თბ., 2010, გვ. 33-54.
15. კ. თარგამაძე, ვ. ჩიხრაძე, საქართველოს ტყის რესურსები, თბ., 1976.
16. უკლება მ. ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები (შეფასება-ტრანსფორმაცია). თბ., 2009.
17. საქართველოს 2016-2017 წლების ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვა. საქართველოს
ეროვნული ადმინისტრაცია.
18. სასტუმროები და რესტორნები. საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული,
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2017.
19. საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025. საქართველოს ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
20. შუბლაძე ვ. სამ ენოვანი ბროშურა „რატომ უნდა ვნახოთ საქართველო“ თბილისი 2000.
21. შუბლაძე ვ. საქართველო და ტურიზმი. თბილისი, 2004.
22. შუბლაძე ვ. ტურიზმი სიღარიბის დაძლევის ფაქტორი, 2004.

114

You might also like